განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 9 იანვრის დადგენილება №3 6 – ვებგვერდი, 01.02.2021წ.

1. „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა“ (შემდგომში − მხარდაჭერის სქემა) განსაზღვრავს კერძო ინიციატორის მიერ საქართველოში განახლებად წყაროზე მომუშავე 5 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის (შემდგომში − სადგური) მშენებლობისა და ოპერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს.
2. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სადგურის სპეციფიკის ან მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, შემუშავებულ იქნეს ამ მხარდაჭერის სქემისაგან განსხვავებული მხარდაჭერის პირობები.
3. მხარდაჭერის სქემაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.

1. კერძო ინიციატორის მიერ სადგურის მშენებლობისა და ოპერირების მხარდაჭერისთვის წარდგენილი საინიციატივო შეთავაზება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით განსახილველად დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინიციატივო შეთავაზება არ სცილდება მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებულ ფარგლებს, მისი თითოეული კომპონენტის მიხედვით.
2. საინიციატივო შეთავაზების განხილვა და სადგურის მშენებლობისა და ოპერირებისთვის მხარდაჭერის სქემის გამოყენებაზე შეთანხმების (შემდგომში − შეთანხმება) გაფორმება კერძო ინიციატორს, საქართველოს მთავრობას და ამ სქემის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციას (საჭიროების შემთხვევაში, ასევე სხვა შესაბამის ორგანიზაციებს) შორის ხორციელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
1. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) მხარდაჭერის პერიოდი;
ბ) პრემიალური ტარიფი.
2. მხარდაჭერის სქემა ხორციელდება სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, ხოლო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის განსაზღვრის შედეგ, ამ ორგანიზაციის მიერ, შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
1. მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 8 თვეა: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი.
1. პრემიალური ტარიფი შეადგენს 1 კვტ.სთ-ისთვის 0.015 აშშ დოლარს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პრემიალური ტარიფი გადაიხდება როგორც ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასზე დამატება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში მოცემულ საათში გამომუშავებული და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე რეალიზებული 1 კვტ.სთ ელექტროენერგიისათვის დაფიქსირებული საბითუმო (წონასწორული) ფასი ნაკლებია 0.055 აშშ დოლარზე.
3. თუ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასსა და 0.055 აშშ დოლარს შორის სხვაობა 0.015 აშშ დოლარზე ნაკლებია, მაშინ პრემიალური ტარიფი გამოიანგარიშება აღნიშნული სხვაობით.
4. პრემიალური ტარიფი გადაიხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშფაქტურის გამოწერის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
+
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №403
2020 წლის 2 ივლისი
ქ. თბილისი
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 9 იანვრის დადგენილება №3 6 – ვებგვერდი, 01.02.2021წ.
+
მუხლი 1
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა“.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 9 იანვრის დადგენილება №3 6 – ვებგვერდი, 01.02.2021წ.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
+
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 9 იანვრის დადგენილება №3 6 – ვებგვერდი, 01.02.2021წ.
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა“ (შემდგომში − მხარდაჭერის სქემა) განსაზღვრავს კერძო ინიციატორის მიერ საქართველოში განახლებად წყაროზე მომუშავე 5 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის (შემდგომში − სადგური) მშენებლობისა და ოპერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს.
2. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სადგურის სპეციფიკის ან მნიშვნელობის გათვალისწინებით, შესაძლებელია, შემუშავებულ იქნეს ამ მხარდაჭერის სქემისაგან განსხვავებული მხარდაჭერის პირობები.
3. მხარდაჭერის სქემაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 9 იანვრის დადგენილება №3 6 – ვებგვერდი, 01.02.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 იანვრის დადგენილება №36 – ვებგვერდი, 01.02.2021წ.
მუხლი 2. საინიციატივო შეთავაზების დასაშვებობა🔗
1. კერძო ინიციატორის მიერ სადგურის მშენებლობისა და ოპერირების მხარდაჭერისთვის წარდგენილი საინიციატივო შეთავაზება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით განსახილველად დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საინიციატივო შეთავაზება არ სცილდება მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებულ ფარგლებს, მისი თითოეული კომპონენტის მიხედვით.
2. საინიციატივო შეთავაზების განხილვა და სადგურის მშენებლობისა და ოპერირებისთვის მხარდაჭერის სქემის გამოყენებაზე შეთანხმების (შემდგომში − შეთანხმება) გაფორმება კერძო ინიციატორს, საქართველოს მთავრობას და ამ სქემის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციას (საჭიროების შემთხვევაში, ასევე სხვა შესაბამის ორგანიზაციებს) შორის ხორციელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
2. საინიციატივო შეთავაზების განხილვა და სადგურის მშენებლობისა და ოპერირებისთვის მხარდაჭერის სქემის გამოყენებაზე შეთანხმების (შემდგომში − შეთანხმება) გაფორმება კერძო ინიციატორს, საქართველოს მთავრობასა და ამ სქემის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ორგანიზაციას შორის ხორციელდება „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 თებერვლის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 13.02.2023წ.
მუხლი 3. მხარდაჭერის სქემა🔗
1. მხარდაჭერის სქემა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) მხარდაჭერის პერიოდი;
ბ) პრემიალური ტარიფი.
2. მხარდაჭერის სქემა ხორციელდება სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, ხოლო „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის განსაზღვრის შედეგ, ამ ორგანიზაციის მიერ, შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
2. მხარდაჭერის სქემა ხორციელდება სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ. ამ მიზნით, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე პირს შორის ურთიერთობა რეგულირდება საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით დამტკიცებული წესებისა და პრინციპების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 თებერვლის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 13.02.2023წ.
მუხლი 4. მხარდაჭერის პერიოდი🔗
1. მხარდაჭერის პერიოდი განისაზღვრება სადგურის ექსპლუატაციაში შესვლისა და წარმოების ლიცენზიის (კანონმდებლობით ასეთი საჭიროების შემთხვევაში) გაცემიდან ათი წლის ვადით, წელიწადში 8 თვის განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 8 თვეა: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი.
მუხლი 5. პრემიალური ტარიფი🔗
1. პრემიალური ტარიფი შეადგენს 1 კვტ.სთ-ისთვის 0.015 აშშ დოლარს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
1. პრემიალური ტარიფი შეადგენს 1 კვტ-სთ-ისთვის 0.015 აშშ დოლარს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. პრემიალური ტარიფი გადაიხდება როგორც ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასზე დამატება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში მოცემულ საათში გამომუშავებული და ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე რეალიზებული 1 კვტ.სთ ელექტროენერგიისათვის დაფიქსირებული საბითუმო (წონასწორული) ფასი ნაკლებია 0.055 აშშ დოლარზე.
2. პრემიალური ტარიფი გადაიხდება, როგორც ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასზე დამატება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე საათში 1 კვტ-სთ ელექტროენერგიისათვის დაფიქსირებული საბითუმო (წონასწორული) ფასი ნაკლებია 0.055 აშშ დოლარზე.
3. თუ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასსა და 0.055 აშშ დოლარს შორის სხვაობა 0.015 აშშ დოლარზე ნაკლებია, მაშინ პრემიალური ტარიფი გამოიანგარიშება აღნიშნული სხვაობით.
3. პრემიალური ტარიფი გადაიხდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებული პირობებით შესაბამის საათში სადგურის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებულ (სალტეზე გაცემულ) ელექტროენერგიის მოცულობაზე.
4. პრემიალური ტარიფი გადაიხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ანგარიშფაქტურის გამოწერის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
4. პრემიალური ტარიფის გაანგარიშებისათვის გამოიყენება მხოლოდ ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის ფასი. პრემიალური ტარიფი თითოეული საათისათვის შეადგენს 0.055 აშშ დოლარსა და ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე შესაბამისი საათისთვის დაფიქსირებულ საბითუმო (წონასწორულ) ფასს შორის დადებით სხვაობას, მაგრამ არაუმეტეს 0.015 აშშ დოლარისა.
5. ამ დადგენილების საფუძველზე, შეთანხმებით გათვალისწინებული წესით, პრემიალური ტარიფის ანაზღაურება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში იმ პირობით, რომ ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშება და აღიარება ხორციელდება დღიურად ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ყოველი დღის საათობრივი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შესაბამისი დღისათვის დადგენილი კურსით. საანგარიშო თვის პრემიალური ტარიფის შესაბამისი ჯამური თანხის ანაზღაურება განხორციელდება ყოველი თვის დასრულების შემდეგ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 10 თებერვლის დადგენილება №60 – ვებგვერდი, 13.02.2023წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“, №403, 02.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 300350000.10.003.022117 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4914589-1/