ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №579 |
|
2020 წლის 15 ივლისი ქ. თბილისი |
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების მიწოდების პირობები |
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის მეშვეობით, რაც, თავის მხრივ, ხორციელდება წინასწარ დაჯავშნის გზით მოქალაქის პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით.
2. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სააგენტო უფლებამოსილია, ასევე, ელექტრონულად მიიღოს განცხადებები ამ პუნქტით განსაზღვრულ მომსახურებაზე, როდესაც ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლისა და განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას და განმცხადებლის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით. ეს მომსახურებებია: ა) საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემა, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია შესაბამისი ბიომეტრიული დოკუმენტი და ახალი ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება; ბ) პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა, თუ დაინტერესებულ პირზე გაცემულია ელექტრონული მოწმობა/ბიომეტრიული პასპორტი და ახალი პირადობის მოწმობის გაცემის მიზნებისათვის შესაძლებელია დაინტერესებული პირის პირადი ხელმოწერის/მონაცემების ხელმეორედ გამოყენება; გ) დაბადებისა და გარდაცვალების პირველადი მოწმობის და სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის განმეორებით გაცემა; დ) პირის მიერ სააგენტოს უფლებამოსილებისათვის მიკუთვნებული მოქმედების განხორციელებისათვის საჭირო თანხმობის გამოხატვის ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მესამე პირისათვის მინიჭება; ე) ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის გაცემა; ვ) სახელის, გვარის შეცვლის რეგისტრაციის (მათ შორის, გვარის კანონიერად აღიარების), ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე, შესაბამის სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, მათ შორის, მშობლის (მშობლების) მიერ სახელის, გვარის შეცვლის (გვარის კანონიერად აღიარების) შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილის (შვილების) სახელზე შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში, სავალდებულო ცვლილების შეტანის ჩათვლით (გარდა ქორწინების, განქორწინების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის საკითხებთან დაკავშირებული შემთხვევებისა), და სახელის შეცვლის და/ან გვარის შეცვლის/დადგენის მოწმობის, ასევე ასეთი შეცვლიდან/კანონიერად აღიარებიდან გამომდინარე სხვა სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის გაცემა; ზ) დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში სახელის ცვლილების კანონიერად აღიარება; თ) დაბადებისა და გარდაცვალების პირველადი მოწმობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ცნობის აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაცია; ი) დაბადებისა და გარდაცვალების პირველადი მოწმობის, სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის განმეორებითი მოწმობის და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოების არარსებობის შესახებ ცნობის ლეგალიზაციისთვის ან აპოსტილით დასამოწმებლად თარგმნა; კ) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია. 3. სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოებში მომსახურების მისაღებად (გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, მოთხოვნის დღესვე დოკუმენტის პირადად მიღების შემთხვევისა) განმცხადებელი ვალდებულია მოქალაქის პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით განახორციელოს მომსახურების მიღების დროისა და ადგილის წინასწარ შეთანხმება (დაჯავშნა). სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევა ხორციელდება მოქალაქის პორტალზე – my.gov.ge – განხორციელებული ჯავშნის კოდის წარმოდგენის შემდეგ. 4. დამზადებული დოკუმენტები განმცხადებელს ეგზავნება ფოსტის მეშვეობით, რა დროსაც შესაბამისი მომსახურების ღირებულებას ემატება საფოსტო მომსახურების საფასური 5 ლარის ოდენობით. მომსახურებისთვის დადგენილი ვადების გამოთვლის მიზნებისათვის, დამზადებული დოკუმენტის ფოსტისთვის გადაცემა უთანაბრდება განმცხადებლისთვის მის გადაცემას. მოთხოვნის დღესვე დოკუმენტების გაცემის მომსახურების ფარგლებში დამზადებული დოკუმენტები უფლებამოსილ პირს შესაძლებელია გადაეცეს პირადად, ფოსტით გაგზავნის გარეშე. 5. ამ მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევა ხორციელდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 6. იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში ან კარანტინში, სააგენტო უფლებამოსილია არ გაუწიოს ადგილზე მომსახურება. სააგენტო უფლებამოსილია გაუწიოს მომსახურება თვითიზოლაციაში ან კარანტინში მყოფ პირებს საამისოდ მნიშვნელოვანი გადაუდებელი ინტერესის არსებობის შემთხვევებში, რისთვისაც გამოიყენებს ყველა შესაძლო ღონეს მომსახურების უსაფრთხოდ მისაწოდებლად.
|
მუხლი 2.
ადგილზე მომსახურება |
1. სააგენტო, დაინტერესებული პირის მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციის (ცხელი ხაზი: (032) 2401010) საშუალებით უფლებამოსილია, განცხადების წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მისამართზე მომსახურება (ადგილზე მომსახურება), მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) პირზე პირადობის/ბინადრობის ელექტრონული მოწმობის პირველად გაცემა; ბ) პირზე საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის პირველად გაცემა, რომელიც ასევე შესაძლებელია განხორციელდეს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების (ელექტრონული მატარებლის გარეშე) გაცემა; დ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემის გარეშე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატის განმეორებით გაცემასთან ერთად პერსონალური ავთენტიფიკაციის, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის აქტივაციისა და განბლოკვის კოდების განმეორებით გაცემა; ე) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ფიზიკურ პირთა რეგისტრაცია: ე.ა) როდესაც ეს საჭიროა პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისთვის ან საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემისთვის; ე.ბ) როდესაც პირი ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას და არ აქვს აქტიური რეგისტრაცია; ე.გ) სააგენტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საგამონაკლისო შემთხვევებში. 2. გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიღებისას ადგილზე მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია, თუ: ა) განმცხადებელი 70 წლის და მეტი ასაკის პირია; ბ) განმცხადებელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს მიერ ადგილზე მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.
|
მუხლი 3.
დამატებით გასატარებელი ღონისძიებები |
1. სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე ან, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, ზეპირი მოსმენით, რომელიც გაიმართება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. საქმის განმხილველი სამსახურის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს დაინტერესებული პირების დასწრებით.
2. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის სხდომები გაიმართება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით.
|
მუხლი 4.
ქორწინების რეგისტრაციის წესი |
1. ქორწინების რეგისტრაცია და პირველადი მოწმობის გაცემა დასაშვებია მხოლოდ სპეციალური სარიტუალო მომსახურების გარეშე.
2. ქორწინების რეგისტრაცია არ ხორციელდება სააგენტოს ტერიტორული სამსახურის შენობის გარეთ.
|
მუხლი 5.
ბრძანების ამოქმედება |
1. ეს ბრძანება ძალაშია 2020 წლის 15 ივლისიდან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების მოქმედების ვადით.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-3 მუხლის მოქმედება ვრცელდება 2020 წლის 4 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
+
ბრძანება №579
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების მიწოდების პირობები„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით დამტკიცებული წესების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მომსახურების მიწოდების პირობები
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლისა და მოქალაქის პორტალის – my.gov.ge-ს მეშვეობით.
3. (ამოღებულია - 25.10.2021, №772).
31. (ამოღებულია - 25.10.2021, №772).
5. ამ მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევა ხორციელდება „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.
7. ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 31 იანვრის №18 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო სანოტარო აქტით დამოწმებული ხელშეკრულების ნაცვლად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს უცხო ქვეყანაში დადებული, კერძო სანოტარო აქტით დამოწმებული ხელშეკრულება, თუ დასტურდება, რომ შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობა ხელშეკრულების დამოწმებისას, არ ითვალისწინებდა საჯარო სანოტარო აქტით გარიგების დამოწმებას და ხელშეკრულება დადებულია 2020 წლის 10 აპრილიდან 2021 წლის 16 ივნისამდე პერიოდში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 26 მარტის ბრძანება №693 - ვებგვერდი, 26.03.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 10 ივლისის ბრძანება №740 - ვებგვერდი, 10.07.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 1 სექტემბრის ბრძანება №759 - ვებგვერდი, 01.09.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №772 - ვებგვერდი, 26.10.2021 წ.
+
მუხლი 2. ადგილზე მომსახურება
1. დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ მისამართზე მომსახურება (ადგილზე მომსახურება) ხორციელდება „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 27 ივლისის №98 ბრძანებით დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად.
2. სააგენტოს მიერ ადგილზე მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება, თუ განმცხადებელი 70 წლის და მეტი ასაკის პირია ან განმცხადებელს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია, დაინტერესებული პირის მხრიდან სატელეფონო კომუნიკაციის (ცხელი ხაზი: (032) 2401010) საშუალებით განცხადების წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში განახორციელოს ადგილზე მომსახურება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 ივნისის ბრძანება №723 - ვებგვერდი, 10.06.2021 წ.
+
მუხლი 21. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების გადახდისაგან გათავისუფლების დამატებითი შემთხვევები
1. საქართველოს მთავრობის ვაქცინაციის საკომუნიკაციო სტრატეგიის შესაბამისად, მუნიციპალიტეტებში საგანგებოდ მოწყობილ ვაქცინაციის პუნქტებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის სახლის ტერიტორიულ ორგანოებში – მობილურ იუსტიციის სახლებში „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-2−71, მე-9−მე-13, მე-16, მე-17, 202−22-ე, 28-ე−31-ე, 34-ე, 38-ე და 39-ე−44-ე პუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებების გაწევის თაობაზე განცხადების ვაქცინაციის დღეს წარდგენის შემთხვევაში, ერთჯერადად გათავისუფლდნენ ამავე პუნქტებით დადგენილი მომსახურებების (გარდა დაჩქარებული მომსახურებისა) საფასურების გადახდისაგან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა მოთხოვნასთან ერთად უნდა წარადგინონ შესაბამის ვაქცინაციის პუნქტებში ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა საჭირო არ არის, თუ ახალი კორონავირუსის (COVID-19) საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფაქტის გადამოწმება შესაძლებელია შესაბამისი ელექტრონული საშუალებით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №780 - ვებგვერდი, 29.11.2021 წ.
+
მუხლი 3. დამატებით გასატარებელი ღონისძიებები
1. სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოება ტარდება ზეპირი მოსმენის გარეშე ან, ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, ზეპირი მოსმენით, რომელიც გაიმართება ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. საქმის განმხილველი სამსახურის გადაწყვეტილებით, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია ზეპირი მოსმენის სხდომა გაიმართოს დაინტერესებული პირების დასწრებით.
2. (ამოღებულია - 25.10.2021, №772).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 25 ოქტომბრის ბრძანება №772 - ვებგვერდი, 26.10.2021 წ.
+
მუხლი 4. (ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 20 ივლისის ბრძანება №584 - ვებ გვერდი, 21.07.2020წ.
+
მუხლი 41. (ამოღებულია)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 10 სექტემბრის ბრძანება №607 - ვებგვერდი, 10.09.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 9 ივნისის ბრძანება №723 - ვებგვერდი, 10.06.2021 წ.
+
მუხლი 5. ბრძანების ამოქმედება
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.03.2022.
- როდის იქნა მიღებული „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“?
- „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 15.07.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №579. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.027.017073.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 9 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.03.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.03.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის ადმინისტრირებისა და მის მიერ პირთა მომსახურების კანონმდებლობით დადგენილისგან განსხვავებული დროებითი წესების განსაზღვრის შესახებ“, №579, 15.07.2020, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.017073 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.03.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4926250/