ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №16 |
|
2020 წლის 14 აგვისტო დაბა ასპინძა |
|
1. ეს წესი განსაზღვრავს წოდება ,,საპატიო ასპინძელის” მინიჭების სამართლებრივ საკითხებსა და მათი განხილვის წესს.
2. წოდება ,,საპატიო ასპინძელი” ენიჭება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ამ წესის შესაბამისად.
3. წოდება „საპატიო ასპინძელი“ შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ასპინძის მუნიციპალიტეტში უცხოვრია არანაკლებ 5 წელი და ასპინძის (საქართველოს წინაშე) აქვს განსაკუთრებული ღვაწლი და დამსახურება, ხოლო საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ასპინძის მუნიციპალიტეტის ყველა თაობისათვის. გამონაკლისი შემთხვევა დასაშვებია საკრებულოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. მინიჭებული წოდება „საპატიო ასპინძელი“, შესაძლებელია გაუქმებული იქნეს წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის მიერ.
1. წოდება „საპატიო ასპინძელი“ შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიული, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით):
ა) განსაკუთრებული დამსახურება აქვს ასპინძის მუნიციპალიტეტის, საქართველოს წინაშე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მათ განვითარებაში;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ასპინძის მუნიციპალიტეტის და საქართველოს სახელის ღირსეულ წარმოჩენაში საქართველოს ფარგლებს გარეთ ან/და ქვეყნის საქმეში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვებული არის ორდენით.
2. კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვთ:
ა) საზოგადოებრივ, შემოქმედებით კავშირებს და პროფესიულ ორგანიზაციებს;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) მუნიციპალიტეტის მერს;
დ) ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს;
ე) ფიზიკურ პირს, რომლის მიერ წამოყენებულ კანდიდატს მხარს უჭერს, ასპინძის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არანაკლებ ასი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე.
3. უფლებამოსილი პირები, წოდება „საპატიო ასპინძელის“ მისანიჭებლად, კანდიდატურას წარუდგენენ ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილ მუდმივმოქმედ სამუშაო ჯგუფს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს:
ა) კანდიდატურის წარმდგენი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია წარდგენილი კანდიდატის ღვაწლის და დამსახურების შესახებ;
ბ )კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
გ) ბიოგრაფიული მონაცემები;
დ) წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) ფიზიკური პირის მიერ წამოყენებული კანდიდატის შემთხვევაში, დამატებით წარმოადგენს მხარდამჭერ პირთა ხელმოწერებს, სამუშაო ჯგუფის მიერ გაცემული ფორმის შესაბამისად.
4. წოდება „საპატიო ასპინძელი“ ენიჭება ყოველწლიურად, ასპინძის მუნიციპალიტეტის მიერ, საზეიმო ვითარებაში ჩატარებული მნიშვნელოვანი თარიღის ან მოვლენისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ( „შოთაობა“, „ასპინძობა“ და სხვა).
1. წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების კანდიდატის მიმართ (ან მინიჭებული პირის მიმართ), წარდგენილი დოკუმენტების (საჩივრის) შესწავლას (გადარჩევას) და განხილვას აწარმოებს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე შექმნილი წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი);
2. სამუშაო ჯგუფი შედგება არანაკლებ 7 (შვიდი) წევრისაგან და მის შემადგენლობაში შედიან:
ა) საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე;
ბ) მერის მოადგილე;
გ) საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელი;
დ) არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი;
ე) ასპინძის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელი;
ვ) ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატი.
3. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება სრული შემადგენლობის 2/3, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.
4. წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის :
ა) სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მუნიციპალიტეტის მერის მიერ, წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების საკითხის და მინიჭებულ წოდებასთან დაკავშირებით საჩივრის განსახილველად;
ბ) თავმჯდომარე და მდივანი აირჩევა სამუშაო ჯგუფის შემადგენლობიდან, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;
გ) სხდომაზე ხდება წარმოდგენილი რეკომენდაციების და დოკუმენტების შესწავლა; დამატებითი ცნობების და ინფორმაციის გამოთხოვა;
დ) სხდომაზე წარმოდგენილი კანდიდატების შერჩევის პროცესი არის ორ ეტაპიანი და მოიცავს:
დ.ა) წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
დ.ბ.) კანდიდატის შერჩევა;
ე) სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილება მდივნის მიერ ფორმდება ოქმით, რომელშიც აისახება წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების (არ მინიჭების) შესახებ.
ვ) ოქმს ხელს აწერს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი;
ზ) სხდომაზე განსხვავებული აზრი ფიქსირდება ოქმში ან წერილობითი ფორმით დაერთვის ოქმს;
თ) სხდომაზე, კენჭისყრისას, ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში, გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარეს;
5. შერჩეული კანდიდატი გასცემს წერილობით თანხმობას.
6. სხდომის მდივანი აწარმოებს ჟურნალს, რომელშიც რეგისტრირდება პირი, რომელსაც მიენიჭა (გააუქმდა) წოდება „საპატიო ასპინძელი“; რეგისტრაციის ნომერი აისახება შესაბამის მოწმობაში (ცნობაში).
7. ყოველწლიურად წოდება „საპატიო ასპინძელი“ შეიძლება მიენიჭოს არაუმეტეს სამ პირს;
8. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილების და წერილობითი თანხმობის შესაბამისად, შერჩეული კანდიდატის მიმართ, გამოიცემა ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი (ბრძანება) „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების შესახებ;
9. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის მიერ „საპატიო ასპინძელის“ წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება, მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, ეცნობება ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
10. „საპატიო ასპინძელის“ წოდება პირს ენიჭება ერთხელ;
11. მოქალაქეს წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების შემდეგ გადაეცემა მოწმობა, მედალი და ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო, რომელიც დაფინანსდება ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის, კულტურული ღონისძიებების მუხლით;
12. წოდება „საპატიო ასპინძელის“ დამადასტურებელ მოწმობაზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სახელით, ხელს აწერს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი და დასტურდება ბეჭდით.
პირს ,,საპატიო ასპინძელის“ წოდება შეიძლება გაუუქმდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, თუ:
ა) საბოლოო ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადასტურდა მის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენა;
ბ) განახორციელა საქართველოს სახელმწიფო ან/და ასპინძის მუნიციპალიტეტის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედება;
გ) ჩაიდინა სხვა მორალურ-ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო ქმედება.
1. წოდება „საპატიო ასპინძელის“ მინიჭების წესში, ცვლილებები ან/და დამატებები შედის ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
2. წოდება „საპატიო ასპინძელი“ მინიჭების შესახებ სრული ინფორმაცია უნდა განთავსდეს მერიის ოფიციალურ გვერდზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.09.2023.
- როდის იქნა მიღებული „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“?
- „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 14.08.2020. მიმღები ორგანო — ასპინძის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.140.016432.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.09.2023.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.09.2023 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღების, მინიჭების წესის, ,,საპატიო ასპინძელის“ მოწმობის ფორმის და ,,საპატიო ასპინძელის“ მედლის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“, №16, 14.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.140.016432 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.09.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4962834/