სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
+
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-91/ნ
2020 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი
სსიპ −
ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 17 აგვისტოს N509 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულება, დანართის შესაბამისად.
+
+
მუხლი 2🔗
სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტოს სამართალმემკვიდრეს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების საქმიანობის მიმართულებით. ამასთან, „C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის N169 და „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 თებერვლის N36 დადგენილებებთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების (დასრულებული, პირობითი, მიმდინარე) ნაწილში − 2020 წლის 1 სექტემბრიდან (თუ იმავე პროგრამებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული), ხოლო „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილების ფარგლებში შესაბამისი კომპეტენციები განახორციელოს ნაწილობრივ იმავე დადგენილებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ფარგლებში.
+
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 18 აგვისტოდან.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 18 აგვისტოდან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სსიპ - ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №01-91/ნ, 18.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016783 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4966281-1/