ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.08.2020 ბოლო ცვლილება 27.06.2025
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
300300000.16.009.016398
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №46

2020 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.ზ” ქვეპუნქტის, 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, 123-ე მუხლისა და 162-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

1. თანდართული სახით დამტკიცდეს:
ა) „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესები“ (დანართი N1);
ბ) „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები“ (დანართი N2).
გ) „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები“ (დანართი №3).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 03.08.2022 წ.

2. ეს დადგენილება, გარდა ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1) მე-11 მუხლის, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 28-ე მუხლის მე-9 პუნქტის, 30-ე მუხლის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის მეორე პუნქტის და 39-ე მუხლის, აგრეთვე, „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ (დანართი №2) და „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესებისა“ (დანართი №3) ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 05.11.2020 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 მარტის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.03.2023 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.

2​1. ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1) მე-11 მუხლი, მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი, მე-15 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, 28-ე მუხლის მე-9 პუნქტი, 30-ე მუხლი, 33-ე მუხლის პირველი პუნქტი, 34-ე მუხლის მეორე პუნქტი და 39-ე მუხლი, აგრეთვე, „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები“ (დანართი №2) და „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები“ (დანართი №3) ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.

3. (ამოღებულია).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 29 ოქტომბრის დადგენილება №55 - ვებგვერდი, 05.11.2020 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №6 - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 მარტის დადგენილება №20 - ვებგვერდი, 30.03.2023 წ.

4. (ამოღებულია).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.


საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
+



დანართი №1

ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესები


თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების მარეგულირებელი კანონმდებლობა

ელექტროენერგიით დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობა რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით”, ამ წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

 

მუხლი 2. ამ წესების მიზანი და მოქმედების სფერო

1. ამ წესების მიზნებია:

ა) ელექტროენერგიის ბირჟაზე კონკურენციის განვითარებისა და სამართლიანი ფასის ფორმირებისათვის საჭირო სამართლებრივი გარემოს შექმნა;

ბ) ეფექტიანი წარმოებისა და მოხმარების ხელშეწყობა, საათობრივი ვაჭრობის დანერგვით, რაც იძლევა მოთხოვნის მართვის შესაძლებლობას;

გ) მონაწილეებთან ფინანსური ანგარიშსწორების გამჭვირვალე, ეფექტიანი და საიმედო სისტემის ჩამოყალიბება.

2. ეს წესები ვრცელდება დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ელექტროენერგიით ვაჭრობაზე, რა დროსაც გარიგების ერთი მხარეა მონაწილე, ხოლო მეორე – ბირჟის ოპერატორი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში. სხვა ტერმინებს, ამ წესების მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აუქციონი – დღით ადრე ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობის მექანიზმი, რომელიც გამოიყენება მონაწილეების მიერ განაცხადების განთავსებისა და ამ წესებით განსაზღვრულ პერიოდში მისაწოდებელი ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის გაანგარიშებისათვის;

ბ) ბირჟა – დღით ადრე და დღიური ბაზრები;

გ) ბირჟის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ბირჟის ოპერირებას;

დ) განაცხადი – მონაწილის მიერ პლატფორმაზე, აუქციონის სისტემაში განთავსებული წინადადება, რომელიც გამოხატავს მის მზადყოფნას ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე, კონკრეტულ საათში/საათებში;

ე) გარანტია – ბირჟაზე მონაწილის მიერ აღებული ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალება;

ვ) ვაჭრობის დღე – კალენდარული დღე, როცა ხდება ბირჟაზე ვაჭრობა;

ზ) მონაწილე – ბირჟის მონაწილედ რეგისტრირებული პირი;

თ) მონიტორინგის წესი – კომისიის დადგენილებით დამტკიცებული ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესები;

ი) ნავაჭრი ელექტროენერგია – ბირჟაზე შესყიდული ან გაყიდული ელექტროენერგია;

კ) პლატფორმა – ბირჟის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მოიცავს აუქციონის სისტემასა და კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემას;

ლ) აუქციონის სისტემა – პლატფორმის მოდული, სადაც ხდება განაცხადების განთავსება და ელექტროენერგიით ვაჭრობის შედეგების გაცნობა;

მ)  კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემა – პლატფორმის მოდული,  რომლის მეშვეობითაც მონაწილეს აქვს ანგარიშსწორებისა და რისკის ანგარიშებზე წვდომა;

ნ) კომისია – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;

ო) პორტფელი – ერთი ან რამდენიმე აქტივის გაერთიანება, რომელიც პლატფორმაზე რეგისტრირდება მონაწილის ანგარიშის ქვეშ და რომლის მიხედვითაც ის დღით ადრე ან დღიურ ბაზარზე განათავსებს განაცხადს;

პ) სავაჭრო წარმომადგენელი – მონაწილის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ამ მონაწილის სახელით განაცხადების განთავსებასა და ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბირჟის ოპერატორთან ურთიერთობაზე;

ჟ) საკლირინგო წარმომადგენელი – მონაწილის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია პლატფორმაზე, კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში მონაწილისთვის გამოწერილი ინვოისების გაცნობასა და ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბირჟის ოპერატორთან ურთიერთობაზე;

რ) ტრანზაქცია – ბირჟაზე განთავსებული განაცხადი, რომელიც დაკმაყოფილდა;

ს) ფიზიკური მიწოდების დღე – კალენდარული დღის 00:00 საათიდან მომდევნო დღის 00:00 საათამდე პერიოდი, როცა ხდება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიღება და გაცემა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

 

მუხლი 4. ვაჭრობის დრო, ადგილი, ვალუტა და პროდუქტი

1. ამ წესებით გათვალისწინებული დრო (საათი) შეესაბამება ცენტრალურ ევროპულ დროს, თუ ამავე წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ცენტრალური ევროპული დრო (CET) – დრო, რომელიც ორი საათით ჩამორჩება თბილისის დროს ყოველი კალენდარული წლის მარტის ბოლო კვირა დღის 05:00 საათიდან ოქტომბრის ბოლო კვირა დღის 05:00 საათის ჩათვლით, ხოლო სხვა პერიოდში – 3 საათით.

2. ბირჟაზე ვაჭრობის ადგილია საქართველო და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ელექტროენერგიით ვაჭრობისას პროდუქტის შეთავაზება და ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (ლარი).

4. ბირჟაზე ვაჭრობის პროდუქტები გამოისახება მგვტ.სთ-ში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.

 

მუხლი 5. ვადების გამოთვლა

ამ წესებით გათვალისწინებული ვადების გამოთვლისას საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უქმე დღეები და შაბათ-კვირა არ ჩაითვლება, თუ ამ წესების კონკრეტულ მუხლში სხვაგვარად არ არის მითითებული.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

თავი II. ბირჟაზე ვაჭრობის ძირითადი პრინციპები

მუხლი 6. გამჭვირვალობა და კონკურენცია

1. მონაწილეები ელექტროენერგიით ვაჭრობენ პლატფორმაზე, სადაც გამჭვირვალედ ყალიბდება კონკურენტული ფასი, რომელიც დადგენისთანავე ცნობილია მონაწილეებისათვის და ხელმისაწვდომია სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

2. მონაწილეები ვალდებულნი არიან დაიცვან ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრების მთლიანობისა და გამჭვირვალობის, აგრეთვე, კონკურენციის პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია კანონმდებლობით, მათ შორის, მონიტორინგის წესით. ამ მიზნით, ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე შესაძლებელი უნდა იყოს მონიტორინგის წესით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნება.

 

მუხლი 7. ფასწარმოქმნის პრინციპები

1. ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის პერიოდია საათი (60 წუთი), რაც გულისხმობს ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის  განსაზღვრას ფიზიკური მიწოდების დღის თითოეული საათისათვის.

2. დღით ადრე ბაზარზე საბაზრო ფასი განისაზღვრება ამ წესების 28-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი წონასწორობის წერტილით. საბაზრო ფასი საერთოა აუქციონის ყველა მონაწილისათვის.

3. დღიურ ბაზარზე ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება განაცხადის ფასის პრინციპით, ამ წესების 37-ე მუხლის შესაბამისად.

4. აუქციონის სისტემაში განთავსებული განაცხადები უნდა ასახავდეს მონაწილის მიერ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის ნამდვილ ინტერესს და უნდა იყოს ეკონომიკურად სათანადოდ დასაბუთებული.

5. (ამოღებულია - 24.06.2021, №18).

6. ბირჟაზე ვაჭრობისას მონაწილემ უნდა იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერი კომერციული ინტერესებით.

7. ბირჟაზე განაცხადის განთავსებით მონაწილეები გამოხატავენ მისი შესრულების მზადყოფნას.

8. განაცხადში მოცემული ელექტროენერგიის ფასი არ მოიცავს დამატებული ღირებულების გადასახადს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 8. ფინანსური ანგარიშსწორების საიმედოობა

1. ბირჟის ოპერატორმა უნდა უზრუნველყოს ბირჟაზე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულება.

2. ბირჟაზე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მონაწილე ბირჟის ოპერატორს წარუდგენს გარანტიას ამ წესების VI თავის შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

 

მუხლი 9. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

1. პლატფორმასთან შეუფერხებელი წვდომის მიზნით, ბირჟის ოპერატორი ამტკიცებს და მის ვებგვერდზე აქვეყნებს გზამკვლევს პლატფორმით მოსარგებლეებისათვის, რომელიც აერთიანებს:

ა) პლატფორმის აუქციონის სისტემით მოსარგებლის გზამკვლევს, რომლიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე:

ა.ა) პლატფორმაზე წვდომის ინსტრუქციას;

ა.ბ) მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს პლატფორმით შეუფერხებლად სარგებლობისათვის;

ა.გ)  განაცხადის განთავსების პროცესის აღწერას;

ა.დ) ვაჭრობის შედეგების გაცნობის პროცესის აღწერას;

ა.ე) კომისიის მიერ დამტკიცებულ, ამ წესების მე-16 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციას;

ა.ვ) რიცხვის ფორმატს, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს განაცხადის განთავსება;

ა.ზ) ტექნიკური დახმარების მოთხოვნის მიზნით განსაზღვრულ კომუნიკაციის საშუალებებს და მიმართვის წესს;

ბ) პლატფორმის კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემის მომხმარებლის გზამკვლევს, რომლიც უნდა მოიცავდეს სულ მცირე:

ბ.ა) პლატფორმაზე წვდომის ინსტრუქციას;

ბ.ბ) მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს პლატფორმით შეუფერხებლად სარგებლობისათვის;

ბ.გ) ფინანსურ ანგარიშსწორებასა და გარანტიებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობის პროცესის აღწერას;

ბ.დ) ტექნიკური დახმარების მოთხოვნის მიზნით განსაზღვრულ კომუნიკაციის საშუალებებსა და მიმართვის წესს.

2. ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გზამკვლევებისა, ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს:

ა) მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმა;

ბ) მონაწილეთა სია;

გ) ბირჟის ოპერატორის საკონტაქტო ინფორმაცია;

დ) ინფორმაცია ვაჭრობის შეჩერების, მიმდინარე სტატუსისა და განახლების შესახებ;

ე) ვაჭრობის შედეგები, ამ წესების შესაბამისად;

ვ) ინფორმაცია სავაჭრო წარმომადგენლების გამოცდების (სერტიფიკაციის) შესახებ, ასევე სავაჭრო წარმომადგენლის სერტიფიკაციის სტატუსის გადამოწმების საშუალება;

ზ) მოთხოვნები გარანტიის მიმართ;

თ) ინფორმაცია ბირჟის ოპერატორის საბანკო ანგარიშის/ანგარიშების შესახებ;

ი) ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული მექანიზმი;

კ) კომისიის მიერ დამტკიცებული ბირჟის მომსახურების საფასურები;

ლ) ლიკვიდურობის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულების ფორმა და მონაწილეთა შერჩევის პროცედურა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 10. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

1. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია დაიცვას მონაწილის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს მონაწილის კონკურენტუნარიანობას.

2. მონაწილეთა მიერ განთავსებული განაცხადები და ინფორმაცია მონაწილის ტრანზაქციების შესახებ, ასევე ანგარიშსწორებასა და გარანტიებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ხელმისაწვდომია მხოლოდ ბირჟის ოპერატორის, კომისიისა და მისი განმათავსებელი მონაწილისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია პლატფორმაზე ხელმისაწვდომია განთავსებიდან ერთი წლის განმავლობაში. 

4. კონფიდენციალურ ინფორმაციას  არ წარმოადგენს ბირჟაზე ვაჭრობის ჯამური შედეგები და სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა მონაწილის იდენტიფიცირების საშუალებას.

5. კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე კომისიის ნორმატიული აქტებით დადგენილ შემთხვევებში, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს მას კონფიდენციალური  ინფორმაცია.

6. მონაწილის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს მხოლოდ ამ მონაწილისა და თავად წარმომადგენლის თანხმობით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

თავი III.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

 დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის საერთო წესები

 

მუხლი 11. ბირჟაზე ვაჭრობის წინაპირობა

ბირჟაზე ვაჭრობა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, რომელიც გაწევრიანებულია დაბალანსების ჯგუფში, ამავე დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად და რეგისტრირებულია მონაწილედ ამ წესების შესაბამისად.

 

მუხლი 12. მონაწილედ რეგისტრაცია და სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილება

1. მონაწილედ რეგისტრაციისათვის პირმა (კანდიდატმა) ბირჟის ოპერატორს უნდა წარუდგინოს განცხადება, ამ წესების 23-ე მუხლის შესაბამისად.

2. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმას შეიმუშავებს ბირჟის ოპერატორი დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას. ბირჟის ოპერატორის თანხმობის შემთხვევაში  მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადება მიიჩნევა მონაწილესა და ბირჟის ოპერატორს შორის ბირჟაზე მონაწილეობის შესახებ დადებულ გარიგებად.

3. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმის შევსება ან უკვე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის მოთხოვნა ხდება ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე, ბირჟის ოპერატორის მიერ დამტკიცებული და ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებული წესით.

4. კანდიდატი რეგისტრირდება მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში მითითებული ბირჟის სეგმენტის/სეგმენტების მონაწილედ.

5. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთოდეს:

ა) ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით, ხოლო დამატებითი პორტფელის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ) ამ წესების მე-14 მუხლით გათვალისწინებული წარმომადგენლების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

6. მონაწილედ რეგისტრაციამდე ბირჟის ოპერატორი, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თავად ამოწმებს, გაწევრიანებულია თუ არა მონაწილე დაბალანსების ჯგუფში, რომელიც მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაშია მითითებული.

7. კანდიდატი უფლებამოსილია, მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში მიუთითოს ისეთი წარმომადგენელიც, რომელსაც აქვს მხოლოდ პორტფელის/პორტფელების დათვალიერების უფლება.

8. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების მიღებიდან ხუთი დღის ვადაში, ბირჟის ოპერატორი კანდიდატს უგზავნის თანხმობას რეგისტრაციაზე, თუ განცხადება შეესაბამება ამ წესების მე-11–მე-13 მუხლებით, მათ შორის, ბირჟის ოპერატორის მიერ დამტკიცებული რეგისტრაციის წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ბირჟის ოპერატორი კანდიდატს ამავე ვადაში უგზავნის შეტყობინებას ხარვეზის თაობაზე.

9. თანხმობა გამოიხატება ბირჟის ოპერატორის მიერ ხელმოწერილი მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ  განცხადების მონაწილისათვის გაგზავნით. თანხმობის გაგზავნისას დასრულებული უნდა იყოს მონაწილის რეგისტრაცია, მათ შორის, მონაწილის წარმომადგენლებსა და დათვალიერებაზე უფლებამოსილ პირს განცხადებაში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი უნდა ჰქონდეთ პლატფორმაზე წვდომის მიღების ინსტრუქცია.

10. ხარვეზი კანდიდატის მიერ უნდა აღმოიფხვრას ხარვეზის თაობაზე შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ხარვეზის დროულად აღმოფხვრის შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორი დაჩქარებული წესით განიხილავს განცხადებას და 3 დღის ვადაში უგზავნის კანდიდატს რეგისტრაციაზე თანხმობას, ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ხარვეზი დროულად არ იქნება აღმოფხვრილი, მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდება, რის შესახებაც ბირჟის ოპერატორი კანდიდატს უგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას.

11. რეგისტრირებული (ხელშეკრულებით განსაზღვრული) მონაცემების ცვლილებისას მონაწილე ვალდებულია ბირჟის ოპერატორს წარუდგინოს რეგისტრაციის შესახებ განახლებული განცხადება, რომელიც ბირჟის ოპერატორის მიერ განიხილება, როგორც რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების მოთხოვნა.

12. თუ რეგისტრაციის შესახებ განახლებული განცხადება აკმაყოფილებს ამ წესების მოთხოვნებს, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, ერთი დღის ვადაში ასახოს შესაბამისი მონაცემები მონაწილეთა რეესტრში და პლატფორმაზე, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. თუ განცხადება არ აკმაყოფილებს ამ წესების მოთხოვნებს, ბირჟის ოპერატორი იმავე ვადაში უგზავნის მონაწილეს დასაბუთებულ უარს მონაცემების ცვლილებაზე.

13. თუ მონაწილე ითხოვს ახალი პორტფელის რეგისტრაციას ან არსებული პორტფელის დაკავშირებას სხვა დაბალანსების ჯგუფთან, შესაბამისი ცვლილების პლატფორმაზე ასახვა მოხდება ცვლილების მოთხოვნიდან მე-3 სამუშაო დღეს.

14. თუ მონაწილემ სარეგისტრაციო მონაცემებთან დაკავშირებული ცვლილებების მოთხოვნის შესახებ დროულად არ მიმართა ბირჟის ოპერატორს, რამაც გამოიწვია ზიანი, მონაწილე პასუხისმგებელია მის სრულად ანაზღაურებაზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 13. მონაწილეთა რეესტრი

1. ბირჟის ოპერატორმა უნდა აწარმოოს მონაწილეთა რეესტრი.

2. მონაწილეთა რეესტრი ბირჟის თითოეული მონაწილის შესახებ შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) მონაწილის სრული სახელწოდება/სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) მონაწილის წარმომადგენელი (ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი), წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საკონტაქტო მონაცემები (ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);

გ) ინფორმაცია მონაწილის პორტფელზე/პორტფელებზე და დაკავშირებულ დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე;

დ) ბირჟაზე მონაწილეობის შესახებ მხარეების მიერ ხელმოწერილი  განცხადება;

ე) ბირჟის ოპერატორის მიერ მონაწილისთვის მინიჭებული რეგისტრაციის კოდი და თარიღი;

ვ) მონაწილის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია.

3. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

4. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

5.  (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

6. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

7. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

8. მონაწილეთა სია და მათი საიდენტიფიკაციო კოდები, აგრეთვე ინფორმაცია ბირჟის სეგმენტების წევრობაზე, ხელმისაწვდომია ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 14. მონაწილის წარმომადგენლები

1. სავაჭრო წარმომადგენელს წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული ბირჟის ოპერატორის მიერ ორგანიზებული გამოცდა (გავლილი ჰქონდეს სერტიფიკაცია) ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში. სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია სისტემატურად, უსასყიდლოდ უზრუნველყოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ორგანიზება. გამოცდა ხელმისაწვდომი უნდა იყოს, სულ მცირე, წელიწადში ორჯერ და მისი ჩატარების ზუსტი თარიღი უნდა გამოქვეყნდეს ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე წინასწარ, არანაკლებ ორი კვირით ადრე.

2. ბირჟის ოპერატორი თავად ამოწმებს სავაჭრო წარმომადგენლის სერტიფიკაციის მიმდინარე სტატუსს.

3. სავაჭრო წარმომადგენელს, რომელსაც შეჩერებული ან გაუქმებული აქვს სერტიფიკაცია, აღნიშნული ფაქტის დადგომიდან ეზღუდება პლატფორმაზე რეგისტრაცია/წვდომა ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების შეზღუდვის მიზნით. სავაჭრო წარმომადგენლის პლატფორმაზე რეგისტრაციის ან მასთან წვდომის აღდგენა შესაძლებელია განხორციელდეს მონაწილის მოთხოვნით, სერტიფიკაციის სტატუსის განახლების შემდეგ.

4. ბირჟის ოპერატორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მონაწილეს მისი სავაჭრო წარმომადგენლის სერტიფიკაციის სტატუსის ცვლილების შესახებ.

5. ბირჟის ოპერატორი არ აფასებს საკლირინგო წარმომადგენლის, აგრეთვე, იმ წარმომადგენლის კვალიფიკაციას, რომელსაც აქვს მხოლოდ პორტფელის/პორტფელების დათვალიერების უფლება.

6. სავაჭრო წარმომადგენელი შეიძლება იმავდროულად იყოს საკლირინგო წარმომადგენელიც.

7. ბირჟაზე კანდიდატის/მონაწილის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტიდან უნდა ჩანდეს კანდიდატის/მონაწილის და წარმომადგენლის შეთანხმება შესაბამის უფლებამოსილებაზე.

8. მონაწილე, ვაჭრობის ან ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცნობის მიზნით, აუქციონის სისტემაში მის ანგარიშთან წვდომის უფლებას ანიჭებს ამ მუხლის მე-9–მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ წარმომადგენლებს.

9. მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელს არ აქვს უფლება, აუქციონის სისტემასთან წვდომის საშუალება მისცეს სხვა პირს. მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელი, მასთან დაკავშირებული პორტფელის/პორტფელების ფარგლებში, უფლებამოსილია აუქციონის სისტემაში:

ა) განათავსოს განაცხადი;

ბ) გაეცნოს ვაჭრობის შედეგებსა და განთავსებულ განაცხადებს;

გ) მიიღოს ან/და გაგზავნოს სხვა ინფორმაცია განაცხადისა და ვაჭრობის შედეგების შესახებ.

10. მონაწილის საკლირინგო წარმომადგენელს მონაწილემ, შესაძლებელია, მიანიჭოს ანგარიშსწორების ან/და რისკის ანგარიშებზე წვდომის უფლება. მონაწილის მიერ მისთვის მინიჭებული ფუნქციების შესაბამისად, საკლირინგო წარმომადგენელი უფლებამოსილია,  კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში:

ა) მიიღოს ინფორმაცია მონაწილის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების შესახებ რისკის ანგარიშებზე წვდომის შემთხვევაში;

ბ) გაეცნოს მონაწილის ინვოისს, ანგარიშსწორების ანგარიშზე წვდომის შემთხვევაში;

გ) მიიღოს სხვა ინფორმაცია ფინანსური ანგარიშსწორების შესახებ.

11. მონაწილის პორტფელის დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი (მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში ასეთი პირის მითითების შემთხვევაში)  აუქციონის სისტემაში შეძლებს შესაბამის პორტფელთან/პორტფელებთან დაკავშირებით ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გაცნობას.

12. წარმომადგენელს პლატფორმაზე შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ანგარიში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 15. პორტფელი

1. ბირჟის შესაბამის სეგმენტზე ვაჭრობისთვის საჭიროა, სულ მცირე, ერთი პორტფელი. დასაშვებია  ერთდროულად რამდენიმე პორტფელის მეშვეობით ვაჭრობა.

2. პორტფელის რეგისტრაციას ან/და ცვლილებას ახდენს ბირჟის ოპერატორი, კანდიდატის/მონაწილის მიერ მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების საფუძველზე.

3. ერთი პორტფელის მეშვეობით შესაძლებელია განაცხადის განთავსება  ბირჟის მხოლოდ ერთ სეგმენტზე.

4. რამდენიმე პორტფელის ტრანზაქციები შეიძლება მიეკუთვნებოდეს ერთ დაბალანსების ჯგუფს, თუმცა ერთი პორტფელის ტრანზაქციები სრულად მიეკუთვნება ერთ დაბალანსების ჯგუფს.

5. მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ ის ყოველთვის გაწევრიანებული იყოს მის პორტფელთან დაკავშირებულ დაბალანსების ჯგუფში. თუ მონაწილის პორტფელთან დაკავშირებული დაბალანსების ჯგუფი არ არის მოქმედი/აქტიური, მონაწილეს არ მიეცემა ასეთ დაბალანსების ჯგუფთან დაკავშირებული პორტფელებით ვაჭრობის შესაძლებლობა. მონაწილე ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების, დაბალანსების ჯგუფის ან დაბალანსების ჯგუფში მისი წევრობის გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბირჟის ოპერატორს, რეგისტრაციის შესახებ განახლებული განცხადების წარდგენით.

6. აუქციონის სისტემაში მონაწილის ვაჭრობის შედეგები აისახება მისი პორტფელების მიხედვით.

7. ერთ პორტფელთან შეიძლება დაკავშირებული იყოს ერთზე მეტი სავაჭრო წარმომადგენელი ან/და დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი. ამასთან, ერთი სავაჭრო წარმომადგენელი ან/და დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი, შეიძლება, დაკავშირებული იყოს რამდენიმე პორტფელთან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 16. ბირჟაზე განაცხადის განთავსება

1. ბირჟაზე განაცხადის განთავსება ხდება მონაწილის პორტფელის ფარგლებში. ერთი პორტფელით შესაძლებელია როგორც ყიდვის, ისე - გაყიდვის განაცხადის განთავსება.

2. განაცხადის სტანდარტული ფორმა ხელმისაწვდომია აუქციონის სისტემაში.

3. განაცხადის ფორმა მონაწილეს უნდა აძლევდეს ყველა იმ მონაცემის ასახვის შესაძლებლობას, რაც ვაჭრობისთვისაა საჭირო.

4. ბირჟის ოპერატორი, კომისიასთან შეთანხმებით, აწესებს ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის, ასევე, განაცხადების რაოდენობის ტექნიკურ ზღვრებს, რომლებიც არ უნდა ართმევდეს მონაწილეს საშუალებას, განაცხადში მიუთითოს გონივრული ფასი და ოდენობა.

5. ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის, ასევე განაცხადების რაოდენობის ტექნიკური ზღვრების შეცვლის შესახებ მონაწილეებისთვის ცნობილი უნდა იყოს შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე არანაკლებ ხუთი დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში, ზღვრების ცვლილებამდე განთავსებული განაცხადები, რომლებიც შეეხება ცვლილების შემდგომ პერიოდს, გაუქმდება და ვაჭრობისთვის მონაწილემ ხელახლა უნდა განათავსოს განაცხადი.

6. დღით ადრე ბაზრის პლატფორმაზე განაცხადი ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ აღინიშნება უარყოფითი ნიშნით, ხოლო ყიდვის შესახებ – დადებითი ნიშნით. დღიური ბაზრის პლატფორმაზე ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის შესახებ განაცხადები უნდა აისახოს პლატფორმაზე შესაბამის „ყიდვის“ ან „გაყიდვის“ ველში.

7. მონაწილემ სრულყოფილად უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ მიიღება.

8.  განაცხადის სისწორეზე და განთავსებული განაცხადის მონაწილის ნამდვილ ნებასთან შესაბამისობაზე, მათ შორის, ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვეებში, პასუხისმგებელია მონაწილე.

9. მონაწილე უფლებამოსილია, პლატფორმის აუქციონის სისტემით მოსარგებლის გზამკვლევით განსაზღვრული წესით, დასახმარებლად მიმართოს ბირჟის ოპერატორს, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ ახერხებს განაცხადის განთავსებას. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, მონაწილის განაცხადის განთავსების მიზნით, მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა გონივრული ზომა, მათ შორის:

ა) გაუწიოს მონაწილეს ტექნიკური დახმარება განაცხადის განთავსებისას;

ბ) მიიღოს მონაწილისგან შევსებული განაცხადის ფორმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით;

გ) გამოიყენოს პლატფორმაზე მონაწილის მიერ რომელიმე სხვა პერიოდისთვის უკვე განთავსებული განაცხადი.

10. ბირჟის ოპერატორის მიერ ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული რომელიმე ზომის მიღებისას, განთავსებული განაცხადის სისწორის შემოწმების მიზნით, დღით ადრე ბაზრის აუქციონის დახურვამდე გონივრული ვადით ადრე,  მონაწილეს გაეგზავნება აუქციონის სისტემაში განთავსებული განაცხადის ასლი, ან განაცხადის შესახებ ეცნობება სხვაგვარად – იმ ფორმით, რა ფორმითაც იქნა მიღებული განაცხადის განთავსების დავალება.

11. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-9 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში  შესაბამის მონაწილეს შეუზღუდოს განაცხადების რაოდენობა. ამავდროულად, ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, არ განათავსოს განაცხადი, თუ:

ა) მიღებული განაცხადების სიმრავლის გამო, შეუძლებელია აუქციონის სისტემაში მათი განთავსება;

ბ) მონაწილის მიერ განაცხადების განთავსების მოთხოვნა ხდება სისტემატურად – კვირაში ორჯერ ან მეტჯერ;

გ) აუქციონის/ვაჭრობის დახურვამდე დარჩენილია ერთ საათზე ნაკლები დრო.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 17. ვაჭრობის შეჩერება

1. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია შეაჩეროს ბირჟაზე ვაჭრობა, თუ ტექნიკური ხარვეზის გამო შეუძლებელია ვაჭრობის ამ წესების შესაბამისად ორგანიზება.

2. ბირჟის ოპერატორმა ვაჭრობის შეჩერებისა და განახლების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მონაწილეებს როგორც საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებით, ისე სავაჭრო წარმომადგენლებთან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნით.

3. ვაჭრობა უნდა განახლდეს, როგორც კი აღმოიფხვრება მისი შეჩერების მიზეზი. ვაჭრობის განახლების შესახებ მონაწილეებს უნდა ეცნობოთ არანაკლებ ხუთი წუთით ადრე.

4. ვაჭრობის შეჩერებისას, ბირჟის ოპერატორმა რეგულარული ინტერვალებით, ყოველ საათში, სულ მცირე, ერთხელ, უნდა აცნობოს მონაწილეებს პრობლემის გადაჭრის მიმდინარეობის შესახებ, ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებით.

5. დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შეჩერების შემთხვევაში, აუქციონის სისტემაში განთავსებული ყველა განაცხადი გაუქმდება.

6. ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა, შესაძლებელია, ასევე, შეჩერდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ბირჟაზე ვაჭრობა აღდგება ასეთი შემთხვევის დასრულებისთანავე. ვაჭრობის აღდგენის ზუსტი დროის შესახებ მონაწილეებს ეცნობებათ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 18. ვაჭრობის მონაცემების შენახვა და გამოქვეყნება

1. ბირჟის ოპერატორი ხუთი წლის ვადით ინახავს ვაჭრობის შედეგების შესახებ მონაცემებს, რაც მოიცავს თითოეული მონაწილის მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობასა და ფასს, ასევე, ინფორმაციას ბირჟაზე განთავსებული განაცხადების შესახებ.

2. ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე მეტი ვადით შეინახოს მონაცემები მონაწილეების მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის შესახებ, ასევე, განაცხადების შესახებ, მონაწილეთა საიდენტიფიკაციო მონაცემების მითითების გარეშე.

3. ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე ყოველდღიურად ქვეყნდება საათობრივი მონაცემები როგორც დღით ადრე ბაზარზე ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობისა და ფასის, ისე დღიურ ბაზარზე ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობისა და საშუალო შეწონილი ფასის შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე ხელმისაწვდომია არანაკლებ 10 წლის განმავლობაში.

 

მუხლი 19. მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვება

1. ბირჟაზე მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვებას ახორციელებს ბირჟის ოპერატორი.

2. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია მონაწილისგან გამოითხოვოს (მათ შორის, მონაწილის სავაჭრო წარმომადგენლისგან, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით) ბირჟაზე განთავსებული განაცხადის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვების ფუნქციის შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესების მოთხოვნათა დარღვევის გამოსავლენად.

3. თუ ბირჟის ოპერატორი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მონაწილის მიერ კონკურენციის შეზღუდვას ან მონიტორინგის წესის სხვა დარღვევას, მან ამის თაობაზე უნდა აცნობოს კომისიას.

 

მუხლი 20. დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების დარღვევა და ბირჟაზე მონაწილეობის შეჩერება

1. თუ ბირჟის ოპერატორი ვარაუდობს, რომ მონაწილე არღვევს ამ წესებს, მან, ამ მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღებამდე, უნდა აცნობოს ამ მონაწილის სავაჭრო ან/და საკლირინგო წარმომადგენელს.

2. მონაწილის მიერ ამ წესების დარღვევისას ბირჟის ოპერატორი უგზავნის მას გაფრთხილებას, რომლითაც განუმარტავს დარღვევის არსს, განუსაზღვრავს გამოსწორების გონივრულ ვადას და აცნობებს გამოუსწორებლობის შედეგების თაობაზე. მონაწილემ მითითებულ ვადაში უნდა შეასრულოს გაფრთხილებაში მითითებული მოთხოვნები და ამის თაობაზე აცნობოს ბირჟის ოპერატორს.

3. თუ მონაწილე არ შეასრულებს ბირჟის ოპერატორის გაფრთხილებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მას ბირჟის შესაბამის სეგმენტზე მონაწილეობა შეუჩერდება, რის შესახებაც ბირჟის ოპერატორისგან მიიღებს შეტყობინებას.

4. მონაწილის მიერ ამ წესების უხეში დარღვევისათვის ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველად, შეაჩეროს ბირჟაზე მისი მონაწილეობა. ამ წესების უხეშ დარღვევას წარმოადგენს:

ა) ბირჟაზე შესყიდული ელექტროენერგიის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა;

ბ) ბირჟის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი განსაკუთრებული გარანტიის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა;

გ) ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა.

5. მონაწილეს ბირჟაზე მონაწილეობა შეიძლება შეუჩერდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებშიც.

6. თუ ბირჟაზე მონაწილეობა შეუჩერდა მონაწილეს, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრება ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება, ბირჟის ოპერატორი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიასა და საქართველოს მთავრობას.

7. ბირჟაზე მონაწილეობის შეჩერებისას, თუ მონაწილე გამოასწორებს შესაბამის დარღვევას, ვაჭრობის უფლება განახლდება დარღვევის გამოსწორების შესახებ ბირჟის ოპერატორის ინფორმირებიდან ორი დღის ვადაში.

8. მონაწილეობის შეჩერება არ არის ამ წესების 24-ე მუხლში აღწერილი ფინანსური ვალდებულებისგან გათავისუფლების საფუძველი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 21. ბირჟაზე მონაწილეობის შეწყვეტა

1. ბირჟაზე მონაწილეობა  შეწყდება, თუ:

ა) მონაწილე საკუთარი ინიციატივით ამბობს უარს ბირჟაზე მონაწილეობაზე;

ბ) მონაწილეს ვაჭრობაში მონაწილეობა შეჩერებული აქვს 6-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;

გ) მონაწილე სისტემატურად (კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ ან მეტჯერ), უხეშად არღვევს ამ წესებს;

დ) არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება ბირჟაზე მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ;

ე) განხორციელდა საწარმოს ლიკვიდაცია.

2. ბირჟაზე მონაწილეობა შეიძლება ასევე შეწყდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში, თუ მონაწილე არ აცნობებს ბირჟის ოპერატორს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ და არ წარუდგენს განსაკუთრებულ გარანტიას ბირჟის ოპერატორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით.

3. ბირჟაზე მონაწილეობის შეწყვეტა არ წარმოადგენს შესაბამის სეგმენტზე მონაწილის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველს.

4. ბირჟაზე მონაწილეობა წყდება:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – მონაწილის მიერ მოთხოვნილი თარიღიდან, ხოლო ამ წესების 24-ე მუხლის 3​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - მომდევნო კალენდარული წლის 1 იანვრიდან;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევაში – არაუგვიანეს შესაბამისი საფუძვლის შეტყობის მომდევნო დღისა;

გ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – შესაბამისი გადაწყვეტილებით განსაზღვრული თარიღიდან.

5. თუ ბირჟაზე მონაწილეობის უფლება შეუწყდა იმ მონაწილეს, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრება ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება, ბირჟის ოპერატორი აღნიშნულის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს კომისიასა და საქართველოს მთავრობას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 22. დავის გადაწყვეტა

1. მონაწილესა და ბირჟის ოპერატორს შორის დავის არსებობისას მხარეები უნდა შეეცადონ მის გადაწყვეტას მორიგების გზით.

2. თუ მონაწილე მიიჩნევს, რომ ბირჟაზე ვაჭრობისას ირღვევა მისი უფლებები, ის უფლებამოსილია მიმართოს ბირჟის ოპერატორს, რომელიც ვალდებულია 10 დღის ვადაში დაუბრუნოს დასაბუთებული პასუხი.

3. ბირჟის ოპერატორისათვის მოთხოვნის წარდგენა მონაწილეს არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებებისგან, რომლებიც სადავო ტრანზაქციიდან გამომდინარეობს. თუ მოთხოვნის დაკმაყოფილების შედეგად შემცირდა მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულება, ზედმეტად გადახდილი თანხა, მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან ორი დღის ვადაში, ბირჟის ოპერატორის მიერ უნდა გადაირიცხოს მონაწილის საბანკო ანგარიშზე ან აისახოს მის საკლირინგო ანგარიშზე ავანსის სახით, მონაწილის მითითების შესაბამისად.

4. მონაწილეს უფლება აქვს, ბირჟის ოპერატორთან არსებული დავის განხილვის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიმართოს კომისიას ან სასამართლოს.

 

მუხლი 23. ბირჟის ოპერატორთან ინფორმაციის გაცვლა

1. რეგისტრაციის შესახებ განცხადება, საჩივარი ან ნებისმიერი სხვა მოთხოვნა (გარდა განაცხადისა), რომელიც წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, ბირჟის ოპერატორს უნდა წარედგინოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერით:

ა) მატერიალური დოკუმენტის სახით, ბირჟის ოპერატორის მიერ განსაზღვრული ფორმით;

ბ) ელექტრონული დოკუმენტის სახით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით უგზავნის ნებისმიერ მოთხოვნას, თანხმობას, უარს, გაფრთხილებას, ბირჟაზე მონაწილეობის შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ცნობას, თუ ამ წესებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მონაწილისთვის ასეთი წერილის გაგზავნასთან ერთად, ელექტრონული შეტყობინება უნდა გაეგზავნოს ასევე მის სავაჭრო წარმომადგენელს.

3. მონაწილე უფლებამოსილია ბირჟის ოპერატორს მოსთხოვოს განმარტება ელექტრონული ფოსტით, ხელმოწერის გარეშე.

4. მონაწილის მოთხოვნაზე პასუხი ბირჟის ოპერატორმა უნდა გააგზავნოს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. მონაწილეთა ტექნიკური დახმარების მიზნით მოქმედებს ბირჟის ოპერატორის ცხელი ხაზი, რომელიც ხელმისაწვდომია ყოველ კალენდარულ დღეს, 24 საათის განმავლობაში.

6. მონაწილე თავად უზრუნველყოფს ბირჟის ოპერატორთან ინფორმაციის გაცვლისთვის (მათ შორის, პლატფორმაზე წვდომისათვის) საჭირო საკუთარი მოწყობილობების  მზადყოფნასა და დაცულობას, მათ შორის, შესაბამის სატელეფონო და ინტერნეტკავშირს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.

 

მუხლი 24. ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასური

1. ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურს თითოეული სეგმენტისთვის ადგენს კომისია, დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად:

ა) ბირჟაზე ნავაჭრი ყოველი მგვტ.სთ ელექტროენერგიისთვის;

ბ) წლიური საფასური ბირჟაზე დაშვებისთვის, რაც მოიცავს ბირჟის შესაბამის სეგმენტზე ერთი პორტფელის რეგისტრაციის საფასურს;

გ)  წლიური საფასური დამატებითი პორტფელის მომსახურებისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უგზავნის ინვოისს საანგარიშო თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ამ წესების 52-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გარანტიის მოთხოვნის უფლების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში. მონაწილე ვალდებულია, გადაიხადოს ინვოისში მითითებული თანხა მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურების გადახდა ხდება ყოველწლიურად, არაუგვიანეს კალენდარული წლის დაწყებამდე 10 დღით ადრე, ბირჟის ოპერატორის მიერ გაგზავნილი ინვოისის შესაბამისად. რეგისტრაციისას/პორტფელის დამატებისას მონაწილე გადაიხდის წლიურ საფასურს კალენდარული წლის ბოლომდე დარჩენილი თვეების პროპორციულად (რეგისტრაციის/პორტფელის დამატების თვის ჩათვლით), ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საბანკო ანგარიშზე. თუ მონაწილეს გაუუქმდება ბირჟაზე რეგისტრაცია ან პორტფელი, მიუხედავად გაუქმების მიზეზისა, ამ პუნქტით განსაზღვრული უკვე გადახდილი საფასური არ ექვემდებარება დაბრუნებას.

3​1. მონაწილის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფასურების გადაუხდელობა განიხილება, როგორც საკუთარი ინიციატივით მონაწილის უარი ბიჟაზე მონაწილეობაზე/შესაბამისი პორტფელით ვაჭრობაზე და იწვევს ბირჟაზე მონაწილეობის/შესაბამისი პორტფელით ვაჭრობის შეწყვეტას, ამ წესების 21-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადიდან.

4. მონაწილე ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასურს იხდის ბირჟის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით.

5. მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ხარვეზის აღმოფხვრისთვის ამ წესების მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, განმცხადებელს გადახდილი საფასური უნდა დაუბრუნდეს მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, აღნიშნული ვადის გასვლიდან ორი დღის ვადაში, თუ სხვა რამ არ არის კანდიდატის მიერ მოთხოვნილი.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის დარღვევისთვის მონაწილეს ეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმით. დაკისრებული პირგასამტეხლოს ინვოისს ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უგზავნის საანგარიშო თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ამ წესების 52-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გარანტიის მოთხოვნის უფლების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში. მონაწილე ვალდებულია, ინვოისში მითითებული თანხა გადაიხადოს მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

თავი IV. დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა

მუხლი 25. დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ზოგადი წესი

1. დღით ადრე ბაზარზე მონაწილეებს შეუძლიათ ელექტროენერგიით ვაჭრობა მომდევნო კალენდარული დღის თითოეული საათისათვის. ამ მიზნით, დღით ადრე ბაზრის აუქციონი ტარდება ყოველ კალენდარულ დღეს, მომდევნო ფიზიკური მიწოდების დღისათვის.

2. დღით ადრე ბაზარზე კმაყოფილდება ელექტროენერგიის გაყიდვის შესახებ ის განაცხადები, რომლებშიც მითითებული ფასი ნაკლებია ან უდრის საბაზრო ფასს და ყიდვის შესახებ ის განაცხადები, რომლებშიც მითითებული ფასი მეტია ან უდრის საბაზრო ფასს.

3. დღით ადრე ბაზარზე დაკმაყოფილებული განაცხადები ავტომატურად ექვემდებარება ფინანსურ ანგარიშსწორებას, საბაზრო ფასით.

 

მუხლი 26. დღით ადრე ბაზარზე განაცხადის განთავსება

1. მონაწილეს დღით ადრე ბაზარზე შეუძლია სტანდარტული საათობრივი განაცხადების განთავსება. სტანდარტული საათობრივი განაცხადი გულისხმობს, რომ მონაწილე თანახმაა მასში მოცემული ელექტროენერგიის რაოდენობის როგორც სრულ, ასევე, ნაწილობრივ ყიდვაზე/გაყიდვაზე.

2. მონაწილის მიერ ყოველი საათისათვის განთავსებული განაცხადი ინდივიდუალურია და დამოუკიდებელია მისი სხვა განაცხადებისგან.

3. მონაწილეებს დღით ადრე ბაზარზე განაცხადის განთავსების შესაძლებლობა აქვთ აუქციონის დახურვამდე ოთხი კვირის განმავლობაში.

4. დღით ადრე ბაზრის აუქციონი იხურება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების წინა კალენდარული დღის 12:00 საათზე.

5. მონაწილეს უფლება აქვს, აუქციონის დახურვამდე შეცვალოს განთავსებული საათობრივი განაცხადი. აუქციონში მონაწილეობს ყველაზე ბოლოს განთავსებული განაცხადი.

6. მონაწილე თავადაა პასუხისმგებელი იმის გადამოწმებაზე, რომ განთავსებული განაცხადი გამოხატავს მის ნამდვილ ნებას.

7. აუქციონის დახურვის შემდეგ მონაწილის განაცხადი აღარ მიიღება, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით არ იყო იგი დროულად განთავსებული.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

 

მუხლი 27. განაცხადის მახასიათებლები

1. მონაწილე განაცხადებს განათავსებს ფასის ზრდადობის მიხედვით.

2. თითოეულ განაცხადში მონაწილემ უნდა მიუთითოს:

ა) განაცხადი შეეხება ელექტროენერგიის გაყიდვას თუ ყიდვას;

ბ) ელექტროენერგიის რაოდენობა და ფასი;

გ) ფიზიკური მიწოდების დღის საათი, რომლისთვისაც მონაწილე ყიდის/ყიდულობს ელექტროენერგიას.

3. კონკრეტული საათისთვის განთავსებულ განაცხადში, ელექტროენერგიის ფასის ზრდასთან ერთად, ელექტროენერგიის რაოდენობა:

ა) არ უნდა მცირდებოდეს – გაყიდვის შესახებ განაცხადში;

ბ) არ უნდა იზრდებოდეს – ყიდვის შესახებ განაცხადში.

 

მუხლი 28. ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენა

1. ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენისათვის ბირჟის ოპერატორი იყენებს ევროპული ბაზრების ინტეგრირების ალგორითმს (EUPHEMIA).

2. დღით ადრე აუქციონის დახურვის შემდეგ განაცხადები აუქციონის სისტემაში ლაგდება შემდეგი წესით:

ა) ყიდვის შესახებ განაცხადები – ფასის კლებადობის მიხედვით;

ბ) გაყიდვის შესახებ განაცხადები –  ფასის ზრდადობის მიხედვით.

3. თითოეული განაცხადი, ფასითა და რაოდენობით განსაზღვრულ კოორდინატთა სიბრტყეზე, გამოხატავს წერტილს. აღნიშნული წერტილების წრფივი ინტერპოლაციით დაკავშირების გზით აიგება მიწოდებისა და მოთხოვნის ინდივიდუალური მრუდები. ინდივიდუალური მრუდების შეჯამებით აიგება მიწოდებისა და მოთხოვნის აგრეგირებული მრუდები, რომელთა გადაკვეთის წერტილი წარმოადგენს წონასწორობის წერტილს. წონასწორობის წერტილი განსაზღვრავს დღით ადრე ბაზარზე კონკრეტულ საათში ნავაჭრი ელექტრონერგიის რაოდენობასა და საბაზრო ფასს.

4. წონასწორობის წერტილის დადგენისას, თუ:

ა) ვერტიკალურ ხაზზე არსებობს მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდების გადაკვეთის რამდენიმე წერტილი – საბაზრო ფასი განისაზღვრება ამ წერტილებს შორის მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობების არითმეტიკული საშუალოთი, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) გაყიდვის/ყიდვის რამდენიმე განაცხადში მითითებულია ერთი და იგივე ფასი, მაგრამ მონაწილეთა მზადყოფნა არსებობს ამ ფასად შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობის მხოლოდ ნაწილის ყიდვაზე/გაყიდვაზე, განაცხადები მათში მითითებული რაოდენობების პროპორციულად დაკმაყოფილდება.

5. თუ მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები ერთმანეთს არ კვეთს მიწოდების დეფიციტის ან სიჭარბის გამო, ბირჟის ოპერატორი პროპორციულად შეამცირებს შესაბამის განაცხადებში მითითებულ რაოდენობებს, ვიდრე მრუდები არ გადაიკვეთება. ასეთ შემთხვევაში, ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება ვერტიკალურ ხაზზე მრუდების გადაკვეთის წერტილებს შორის:

ა) მაქსიმალური ღირებულებით – მიწოდების დეფიციტისას;

ბ) მინიმალური ღირებულებით – მიწოდების სიჭარბისას.

6. თუ მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები ერთმანეთს კვეთს ნოლ რაოდენობაზე, დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა არ შედგება.

7.  თუ წონასწორობის წერტილის დადგენის შემდეგ მიღებული საბაზრო ფასი ან მონაწილეთა მიერ ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობები არ შეესაბამება ბირჟის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ რიცხვის ფორმატს, ისინი შესაბამისად დამრგვალდება პლატფორმის აუქციონის სისტემის მომხმარებლის გზამკვლევით განსაზღვრული რიცხვის ფორმატის შესაბამისად. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, მონაწილესთან დადოს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ბირჟაზე შესყიდულ და გაყიდულ რაოდენობებს შორის დამრგვალებით გამოწვეული სხვაობის ამ მონაწილის ნომინაციისთვის მიკუთვნებას.

8. წონასწორობის წერტილი დგინდება აუქციონის დახურვიდან არაუგვიანეს ერთი საათისა – ვაჭრობის დღის 13:00 საათამდე.

9. გამონაკლის შემთხვევაში, როცა ტექნიკური ხარვეზის გამო ამ მუხლის მე-8 პუნქტში მოცემული ვადის დაცვა შეუძლებელია, ბაზრის წონასწორობის წერტილის დასადგენად ბირჟის ოპერატორს ეძლევა დამატებითი დრო იმავე დღის 18:00 საათამდე. ამ ვადაში ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია განაცხადები მიიღოს ელექტრონული ფოსტით და დაადგინოს ბაზრის წონასწორობის წერტილი ევროპული ბაზრების ინტეგრირების ალგორითმის (EUPHEMIA) ალტერნატიული მექანიზმის გამოყენებით, კომისიასთან შეთანხმებული წესის შესაბამისად. წესი, სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად, შესაძლოა, განსაზღვრავდეს დღით ადრე ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენის, შესაბამისი შედეგების მონაწილეთათვის ინფორმირებისა და კლირინგის ამ წესებით განსაზღვრულისგან განსხვავებულ პირობებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.

 

მუხლი 29. მონაწილეების ინფორმირება ვაჭრობის შედეგებზე

1. ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენის (არაუგვიანეს ვაჭრობის დღის 13:00 საათისა) შემდეგ, ბაზრის თითოეული მონაწილისათვის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ხდება დადასტურებული მონაცემები მისი ტრანზაქციების შესახებ, მომდევნო დღის ყოველი საათისათვის.

2. ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ინფორმაცია შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ამ მუხლით გათვალისწინებული ვადის დარღვევით, მაგრამ არაუგვიანეს ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენიდან ერთ საათში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 30. ინფორმაციის მიწოდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის

1. ბირჟის ოპერატორმა დღით ადრე ვაჭრობის შედეგები (ნომინაციები) უნდა გაუგზავნოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს, არაუგვიანეს ვაჭრობის დღის 15:00 საათისა, "ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების” შესაბამისად.

2. ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბირჟის ოპერატორმა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს ინფორმაცია შეიძლება გაუგზავნოს ამ ვადის დაუცველად, მაგრამ არაუგვიანეს წონასწორობის წერტილის დადგენიდან ერთი საათისა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

 

მუხლი 31. ვაჭრობისას დაშვებული შეცდომა

1. თუ მონაწილე ვაჭრობისას დაუშვებს შეცდომას, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბირჟის ოპერატორს.

2. მონაწილის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ შეტყობინების მიღებისას, ბირჟის ოპერატორმა უნდა მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა თავიდან აიცილოს ან მაქსიმალურად შეამციროს ამ ან სხვა მონაწილისა და ბაზრისთვის ზიანის მიყენების რისკი.

3. თუ ბირჟის ოპერატორი მიიჩნევს, რომ მონაწილემ განაცხადის გაკეთებისას დაუშვა შეცდომა, ბირჟის ოპერატორს უფლება აქვს შესთავაზოს მონაწილეს განაცხადის შესწორება.

 

მუხლი 32. ლიკვიდურობის ხელშეწყობა

1. დღით ადრე ბაზრის ლიკვიდურობის ხელშეწყობის მიზნით, ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია დადოს ლიკვიდურობის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულება  მონაწილესთან, რომელიც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით და პირობებით, მიიღებს მონაწილეობას ბაზარზე და განათავსებს  განაცხადს.

2. მონაწილეს, რომელთანაც დადებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულება, უმცირდება ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასური 30%-ით.

3. ლიკვიდურობის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულების ფორმას და მონაწილეთა შერჩევის პროცედურას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით, შეიმუშავებს ბირჟის ოპერატორი და დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიას.

4. დაუშვებელია ლიკვიდურობის ხელშეწყობის შესახებ ხელშეკრულების დადება იმ მონაწილესთან, რომელსაც კანონმდებლობით ეკისრება ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

თავი V. დღიურ ბაზარზე ვაჭრობა

მუხლი 33. დღიურ ბაზარზე ვაჭრობის ზოგადი წესი

1. დღიურ ბაზარზე მონაწილეებს შეუძლიათ ელექტროენერგიით ვაჭრობა მიმდინარე დღის თითოეული საათისათვის. დღიურ ბაზარზე ვაჭრობა შესაძლებელია ასევე მომდევნო დღისათვის, მას შემდეგ, რაც დაიხურება დღით ადრე ბაზარი. ამ მიზნით, დღიურ ბაზარზე ვაჭრობა მიმდინარეობს უწყვეტად, ყოველ კალენდარულ დღეს.

2. დღიურ ბაზარზე განაცხადი შეიძლება დაკმაყოფილდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განთავსდება მისი შესატყვისი განაცხადი, რომელშიც თანხვედრაშია ფასი, რაოდენობა და ფიზიკური მიწოდების პერიოდი. შედეგად, მონაწილის მიერ გაყიდული ელექტროენერგიის ფასი მეტია ან უდრის მის განაცხადში შეთავაზებულ ფასს, ხოლო მონაწილის მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ფასი ნაკლებია ან უდრის მის განაცხადში შეთავაზებულ ფასს.

3. დღიურ ბაზარზე დაკმაყოფილებული განაცხადები ავტომატურად ექვემდებარება ფინანსურ ანგარიშსწორებას, განაცხადის ფასის პრინციპით, გარდა ამ წესების მე-40 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მუხლი 34. დღიურ ბაზარზე განაცხადის განთავსება

1. მონაწილეს დღიურ ბაზარზე შეუძლია განათავსოს ამ წესების 36-ე მუხლით გათვალისწინებულ განაცხადები.

2. დღიური ბაზარი იხსნება ფიზიკური მიწოდების წინა კალენდარული დღის 13:00 საათზე, ხოლო ამ წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – წონასწორობის წერტილის დადგენიდან 1 საათში. დღიურ ბაზარზე განაცხადები შესაძლებელია განთავსდეს  ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდებისთვის განსაზღვრულ ვადამდე ერთი საათით ადრე (ვაჭრობის დახურვა).

3. განაცხადის შეცვლა ან გაუქმება შესაძლებელია შეცვლის ან გაუქმების შესახებ  განაცხადის აუქციონის სისტემაში განთავსებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ჯერ არ არის თანხვედრილი.

4. ვაჭრობის დახურვის შემდეგ მონაწილის განაცხადი აღარ მიიღება, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზეზით არ იყო ის დროულად განთავსებული.

5. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 35. განაცხადის მახასიათებლები

1. დღიურ ბაზარზე განთავსებულ თითოეულ განაცხადში მონაწილემ უნდა მიუთითოს:

ა) განაცხადი შეეხება ელექტროენერგიის გაყიდვას თუ ყიდვას;

ბ) ელექტროენერგიის რაოდენობა და ფასი;

გ) განაცხადის ტიპი;

დ) ფიზიკური მიწოდების პერიოდი, რომლისთვისაც მონაწილე ყიდის/ყიდულობს ელექტროენერგიას.

2. დღიურ ბაზარზე განთავსებულ თითოეულ განაცხადში მონაწილეს შეუძლია მიუთითოს აუქციონის სისტემაში განაცხადის დატოვების ვადა, რომლის გასვლის შემდეგ განაცხადი ავტომატურად გაუქმდება აუქციონის სისტემაში.

3. განაცხადი ძალაშია განთავსების მომენტიდან, მისი შეცვლის, გაუქმების (მათ შორის ამ წესების მე-17 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში) ან შესატყვის განაცხადთან თანხვედრის მომენტამდე ან ვაჭრობის დახურვამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 36. დღიური ბაზრის განაცხადის ტიპები

დღიურ ბაზარზე შესაძლებელია განთავსდეს შემდეგი ტიპის განაცხადები:

ა) სტანდარტული საათობრივი (ლიმიტირებული) განაცხადი – განაცხადი, რომელშიც მითითებულია ლიმიტირებული ფასი და რომელიც შესაძლებელია დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

ბ) „ბლოკური განაცხადი – ერთზე მეტ თანმიმდევრულ საათზე განთავსებული განაცხადი, რომლის დაკმაყოფილება მხოლოდ სრულად არის შესაძლებელი. ამავდროულად, ერთი ბლოკური განაცხადი შეიძლება დაწყვილდეს მხოლოდ ერთ ბლოკურ განაცხადთან;

გ) აისბერგ განაცხადი – განაცხადი, რომელიც ნაწილ-ნაწილ განთავსდება აუქციონის სისტემაში და რომლის ყოველი მომდევნო ნაწილი გააქტიურდება წინა ნაწილის სრულად დაკმაყოფილების შემდგომ. ამ წესების 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დროის პრინციპის მიზნებისათვის აისბერგ განაცხადის თითოეული ნაწილის განთავსების დრო არის აუქციონის სისტემაში მისი გააქტიურების დრო;

დ) შეზღუდული აღსრულების განაცხადი შესაძლებელია იყოს ორი ტიპის:

დ.ა) სრული და მყისიერი – გულისხმობს განაცხადის დაუყოვნებლივ თანხვედრას მასში მითითებული სრული რაოდენობით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი განაცხადის ავტომატურ გაუქმებას;

დ.ბ) ნაწილობრივი და მყისიერი – გულისხმობს განაცხადის ნაწილობრივ ან სრულ თანხვედრას, ხოლო დარჩენილი ნაწილის ავტომატურ გაუქმებას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 37. განაცხადების თანხვედრა და ფასის განსაზღვრა

1. განაცხადების თანხვედრა გულისხმობს ელექტროენერგიის ყიდვისა და გაყიდვის განაცხადების დაწყვილებას შესატყვისი ფასის, რაოდენობისა და ფიზიკური მიწოდების პერიოდის მიხედვით.

2. დღიურ ბაზარზე თანხვედრილი განაცხადებიდან ერთ-ერთი უნდა იყოს ახლად განთავსებული ან ახლად შეცვლილი განაცხადი, რომელიც განთავსებისთანავე ავტომატურად დაწყვილდა აუქციონის სისტემაში უკვე არსებულ განაცხადთან.

3. განაცხადები წყვილდება ფასისა და დროის პრინციპების მიხედვით:

ა) ფასის პრინციპი გულისხმობს აუქციონის სისტემაში ახლად განთავსებული განაცხადის თანხვედრას აუქციონის სისტემაში უკვე არსებულ საუკეთესო ფასის განაცხადთან: ახლად განთავსებული ყიდვის განაცხადის შემთხვევაში, საუკეთესო ფასის განაცხადია აუქციონის სისტემაში არსებული გაყიდვის ყველაზე დაბალი ფასის განაცხადი, ხოლო ახლად განთავსებული გაყიდვის განაცხადის შემთხვევაში – აუქციონის სისტემაში არსებული ყიდვის ყველაზე მაღალი ფასის განაცხადი;

ბ) დროის პრინციპი გულისხმობს უფრო ადრე განთავსებული განაცხადისთვის უპირატესობის მინიჭებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საუკეთესო ფასის რამდენიმე განაცხადი.

4. დღიურ ბაზარზე ნავაჭრი ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება აუქციონის სისტემაში უკვე არსებული საუკეთესო ფასის განაცხადით:

ა) თუ ახლად განთავსებული ყიდვის განაცხადი დაწყვილდა აუქციონის სისტემაში არსებულ გაყიდვის განაცხადთან, გაყიდვის განაცხადის ფასი წარმოადგენს ელექტროენერგიის ფასს;

ბ) თუ ახლად განთავსებული გაყიდვის  განაცხადი დაწყვილდა აუქციონის სისტემაში არსებულ ყიდვის განაცხადთან, ყიდვის განაცხადის ფასი წარმოადგენს ელექტროენერგიის ფასს.

5. დღიურ ბაზარზე ერთი მონაწილის სხვადასხვა პორტფელს შორის ვაჭრობა დაუშვებელია. შესაბამისად, ერთი მონაწილის მიერ სხვადასხვა პორტფელით განთავსებული განაცხადების თანხვედრა პლატფორმაზე არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს განაცხადები სტანდარტული წესით შეიძლება ექვემდებარებოდეს დაწყვილებას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 38. მონაწილეების ინფორმირება ვაჭრობის შედეგებზე

1. განაცხადების ავტომატური თანხვედრისა და განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება თანხვედრილი განაცხადების წარმდგენ მყიდველ და გამყიდველ მხარეს, აუქციონის სისტემაში თითოეული მონაწილის პორტფელში ასახვის გზით.

2. ტრანზაქციის შესახებ ინფორმაცია მოიცავს ელექტროენერგიის ფასსა და რაოდენობას, ტრანზაქციის განხორციელების დროს, განაცხადის ტიპს, პორტფელის სახელსა და იმ სავაჭრო წარმომადგენლის ანგარიშს, რომელმაც განათავსა განაცხადი. ასევე, ტრანზაქციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ცვლილებას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 39. ინფორმაციის მიწოდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის

ბირჟის ოპერატორმა დღიური ვაჭრობის შედეგები (ნომინაციები) ყოველი საათის დასრულებიდან 15 წუთის განმავლობაში უნდა გაუგზავნოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს, „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 40. (ამოღებულია)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 41. (ამოღებულია)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 42. ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დაფიქსირებული ავარია ან სხვაგვარი შეფერხება

1. ელექტროენერგიის გადამცემი ოპერატორის მიერ ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის ან შეფერხების შესახებ შეტყობინებისას, ბირჟის ოპერატორი წყვეტს დღიურ ბაზარზე ვაჭრობას, შეტყობინებაში განსაზღვრული ვადით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ავარიის ან შეფერხების და ვაჭრობის შეჩერების შესახებ მონაწილეების ინფორმირება.

3. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

თავი VI. ფინანსური ანგარიშსწორება

მუხლი 43. ფინანსური ანგარიშსწორების პროცესი და ბაზრის სუბიექტების ფუნქციები

1. ბირჟაზე ფინანსური ანგარიშსწორების პროცესი მოიცავს:

ა) ბირჟაზე აღებული ვალდებულებების უზრუნველყოფას;

ბ) ბირჟაზე ვაჭრობის შედეგების შესაბამისად, მონაწილეთა მიერ გადასახდელი და მისაღები თანხების გაანგარიშებას (ფიზიკური კლირინგი);

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გაანგარიშებების შესაბამისად, მონაწილეთა საკლირინგო ანგარიშების განახლებასა და ინვოისების გაგზავნას (ფინანსური კლირინგი);

დ) ფინანსური კლირინგის შესაბამისად, ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად თანხის გადარიცხვას.

2. ბირჟის ოპერატორი, როგორც ცენტრალური ფინანსური მხარე, წარმოადგენს ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ბირჟაზე დადებული ხელშეკრულების მხარეს და პასუხისმგებელია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე. ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს მონაწილეებისათვის გაყიდული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება იმ შემთხვევაშიც, თუ შესაბამისი სუბიექტების მიერ გადახდილი თანხა/წარდგენილი გარანტია ამისათვის საკმარისი არ არის.

3. ბირჟაზე აღებული ფინანსური ვალდებულებები სრულდება ვაჭრობის შედეგების შესაბამისად, ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდებისა და მოხმარების მიუხედავად.

4. ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად ან მისაწოდებლად, ბირჟის ოპერატორი უკავშირდება მონაწილის საკლირინგო წარმომადგენელს.

5. ბირჟის ოპერატორი შეიმუშავებს და ამტკიცებს ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ დეტალურ საოპერაციო წესებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 44. ფიზიკური კლირინგი

თითოეული მონაწილის მიერ ბირჟაზე შესყიდული/გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობასა და გადასახდელ/მისაღებ თანხებს  ბირჟის ოპერატორი გაიანგარიშებს:

ა) დღით ადრე ბაზრისთვის  – ვაჭრობის დღეს;

ბ) დღიური ბაზრისთვის – ვაჭრობის მომდევნო კალენდარულ დღეს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

 

მუხლი 45. ფინანსური კლირინგი

1. ბირჟის ოპერატორი ვაჭრობის შედეგების შესაბამისად გამოწერს ინვოისებს. ინვოისის გამოწერა ხდება ყოველდღე, 15:00 საათამდე:

ა) დღით ადრე ბაზრისთვის – ელექტროენერგიით ვაჭრობის დღეს (მომდევნო დღის მიწოდების პერიოდისთვის);

ბ) დღიური ბაზრისთვის – ელექტროენერგიით ვაჭრობის დღის მომდევნო კალენდარულ დღეს (წინა დღის მიწოდების პერიოდისათვის).

2. ინვოისში, სულ მცირე, უნდა იყოს მითითებული:

ა) ბირჟის შესაბამისი სეგმენტი;

ბ) მონაწილის და ბირჟის ოპერატორის საიდენტიფიკაციო მონაცემები;

გ) ბირჟის ოპერატორის საბანკო რეკვიზიტები;

დ) ინვოისის გამოწერის თარიღი და ფიზიკური მიწოდების დღე;

ე) ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადახდის ბოლო ვადა;

ვ) ფიზიკური მიწოდების დღისთვის ბირჟაზე შესყიდული ან გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობა;

ზ) ფიზიკური მიწოდების დღისთვის ბირჟაზე შესყიდული ან გაყიდული ელექტროენერგიის ღირებულება;

თ) მონაწილის მიერ გადასახდელი ან მისაღები თანხის ოდენობა.

3. ინვოისები გამოიწერება ელექტრონულად.

4. ინვოისი მისი გამოწერისთანავე ხელმისაწვდომია კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში, იმ მონაწილის ანგარიშზე, რომელმაც ბირჟაზე იყიდა ან/და გაყიდა ელექტროენერგია. ბირჟის ოპერატორი ინვოისებს გამოწერს როგორც მის მიერ გაყიდულ (მისთვის გადასახდელ), ისე მის მიერ ნაყიდ (მის მიერ გადასახდელ) ელექტროენერგიაზე.

5. მონაწილის საკლირინგო ანგარიშზე მოცემულია საათობრივი მონაცემები ნავაჭრ რაოდენობებსა და თანხებზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 46. თანხის გადარიცხვა

1. მონაწილემ ინვოისის გამოწერის მომდევნო დღის 13:00 საათამდე უნდა უზრუნველყოს ბირჟის ოპერატორის წინაშე წარმოშობილი ვალდებულების შესაბამისი თანხის გადარიცხვა ბირჟის ოპერატორის ანგარიშზე.

2. ბირჟის ოპერატორმა ინვოისის გამოწერიდან ორი დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს მონაწილის წინაშე წარმოშობილი ვალდებულების შესაბამისი თანხის გადარიცხვა მონაწილეებისათვის.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ვადის დარღვევისთვის, მონაწილეს ეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობაც განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმით. დაკისრებული პირგასამტეხლოს ინვოისს ბირჟის ოპერატორი მონაწილეს უგზავნის საანგარიშო თვის დასრულებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო ამ წესების 52-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში – გარანტიის მოთხოვნის უფლების გაუქმების შესახებ შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში. მონაწილე ვალდებულია, ინვოისში მითითებული თანხა გადაიხადოს მისი მიღებიდან 5 დღის ვადაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 47. დავა ფინანსურ კლირინგსა და თანხის გადარიცხვაზე

1. მონაწილე ვალდებულია გადაიხადოს ბირჟის ოპერატორის მიერ გამოწერილ ინვოისში მითითებული თანხა იმისდა მიუხედავად, ეთანხმება თუ არა მას.

2. თუ მონაწილე ინვოისში მითითებულ მონაცემებს არ ეთანხმება, იგი უფლებამოსილია, წერილობით ან ელექტრონული ფოსტით გაუგზავნოს ბირჟის ოპერატორს მისი მოსაზრება, რაც არ აჩერებს თანხის გადარიცხვის ვალდებულებას. ბირჟის ოპერატორმა მონაწილეს უნდა გაუგზავნოს დასაბუთებული პასუხი მოსაზრების წერილობით მიღებიდან 5 დღის ვადაში.

 

მუხლი 48. გარანტია

1. ამ წესებით გათვალისწინებული გარანტიის სახეებია:

ა) საბაზისო გარანტია;

ბ) განსაკუთრებული გარანტია.

2.  მონაწილეს გარანტიის წარდგენა შეუძლია:

ა) დეპოზიტის ფორმით;

ბ) საბანკო გარანტიის ფორმით;

გ) ბირჟის ოპერატორის მიერ დაშვებული სხვა ფორმით.

3. მონაწილის მიერ წარდგენილი დეპოზიტი შესაძლოა, გამოიხატოს მხოლოდ ბირჟის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხაში, რომლის განკარგვა შესაძლებელია ბირჟის ოპერატორის ინიციატივით, ბირჟის ოპერატორის მიერ დადგენილი წესით. ფინანსური ვალდებულებების დასაფარად სადეპოზიტო თანხის გამოყენების შემთხვევაში, მონაწილეს არ დაეკისრება ამ წესების 46-ე მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო.

4. მონაწილის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და მისი მიმღები (ბენეფიციარი) უნდა იყოს ბირჟის ოპერატორი. საბანკო გარანტია უნდა იყოს გამოუთხოვადი, რათა მონაწილის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს საბანკო გარანტიაში განსაზღვრული თანხის გადახდა, ბირჟის ოპერატორის მოთხოვნისთანავე.

5. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია საბანკო გარანტიის მიმართ განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს გარანტიის ლიკვიდურობას. ბირჟის ოპერატორმა საბანკო გარანტიის მიმართ განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს მის ვებგვერდზე.

6. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, უარი თქვას საბანკო გარანტიის მიღებაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ მუხლის  შესაბამისად განსაზღვრულ მოთხოვნებს.

7. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილემ ვადიანი გარანტია, გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე, არ ჩაანაცვლა სხვა გარანტიით, მიიჩნევა, რომ მას არ აქვს წარდგენილი გარანტია.

8. ბირჟის ოპერატორმა გარანტიის სხვა ფორმით წარდგენის შესაძლებლობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს მის ვებგვერდზე.

9. მონაწილის მიერ წარდგენილი გარანტიის გამოყენება დასაშვებია მის მიერ ბირჟის ოპერატორის წინაშე არსებული ვალდებულებების (მათ შორის, მომსახურების საფასურის გადახდის) შესრულების მიზნით.

10. (ამოღებულია - 28.12.2021, №59).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 49. საბაზისო გარანტია

1. მონაწილეს გარანტიის წარდგენის დრო აქვს 9:00 საათამდე.

2. ბირჟის ოპერატორი 11:00 საათამდე ამოწმებს წარდგენილი გარანტიის შესაბამისობას ამ წესებთან, ასევე, ამ წესების 48-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიის მიმართ დამატებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან და კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში მონაწილის ანგარიშზე შესაბამისი ცვლილების ასახვით ადასტურებს.

3. გამონაკლის შემთხვევაში, როცა გარანტია ვერ დასტურდება ბირჟის ოპერატორისგან დამოუკიდებელი მიზეზით, გარანტია დადასტურდება და აისახება კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში მიზეზის აღმოფხვრისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 50. სავაჭრო ლიმიტი

1. სავაჭრო ლიმიტი წარმოადგენს მონაწილის გარანტიის მიმდინარე ოდენობას, რომლის ფარგლებშიც ნებადართულია ვაჭრობა ბირჟაზე. შესაბამისად:

ა) მონაწილე არ არის უფლებამოსილი აუქციონის სისტემაში განათავსოს განაცხადი, რომლისგან მოსალოდნელი მაქსიმალური ვალდებულება ბირჟის ოპერატორის წინაშე აღემატება მის სავაჭრო ლიმიტს;

ბ) ბირჟის ოპერატორი აუქციონის სისტემიდან წაშლის განაცხადს და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინებს მონაწილეს, თუ განთავსებული განაცხადი აღარ შეესაბამება მის მიმდინარე სავაჭრო ლიმიტს.

2. სავაჭრო ლიმიტი იანგარიშება შემდეგი ფორმულით:

RemLim = InLim +TrdPos – OpOrd – PndTrd-UnpInv - G,

სადაც:

RemLim – სავაჭრო ლიმიტი (ლარი);

InLim – მონაწილისათვის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დადასტურებილი გარანტიის ოდენობა (ლარი);

TrdPos – დაკმაყოფილებული განაცხადების შედეგად ამ მონაწილის წინაშე წარმოშობილი ბირჟის ოპერატორის ვალდებულება, რომელიც ჯერ არ შესრულებულა (ლარი);

OpOrd – აუქციონის სისტემაში განთავსებული განაცხადების (რომლითაც მონაწილეს წარმოექმნება ვალდებულება ბირჟის ოპერატორის წინაშე) შესაბამისად მოსალოდნელი მაქსიმალური ვალდებულება ბირჟის ოპერატორის მიმართ (ლარი);

PndTrd – დაკმაყოფილებული განაცხადების შედეგად ბირჟის ოპერატორის წინაშე წარმოშობილი ვალდებულება, რომელზეც ინვოისი ჯერ არ არის გამოწერილი (ლარი);

UnpInv – გადაუხდელი ინვოისების ჯამური ღირებულება (ლარი);

G – მონაწილის მიერ, ბირჟაზე სხვა მონაწილის ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული კრედიტორული მოთხოვნა, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. სავაჭრო ლიმიტის დადგენა ხდება მონაწილისათვის, რაც გულისხმობს, რომ მხედველობაში მიიღება მონაწილის ყველა პორტფელით ვაჭრობის ჯამური შედეგი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

 

მუხლი 51. განსაკუთრებული გარანტია

1. განსაკუთრებული გარანტიის მოთხოვნა დასაშვებია გამონაკლის შემთხვევაში, როცა გადაუხდელობის რისკი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ასეთ შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორი, არადისკრიმინაციულობის პრინციპის დაცვით, შესაბამის მონაწილეს განუსაზღვრავს განსაკუთრებული გარანტიის ოდენობას, გაანგარიშების წესს, გამოყენების მიზეზებსა და წარდგენის ვადას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევის დადგომისთანავე, ბირჟის ოპერატორი დაუყოვნებლივ უგზავნის შესაბამის მონაწილეს “განსაკუთრებული გარანტიის მოთხოვნის შესახებ” შეტყობინებას, რომელშიც მოცემული უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

3. განსაკუთრებული გარანტიის წარდგენის ვადა არ უნდა იყოს ერთ დღეზე ნაკლები.

 

მუხლი 52. გარანტიის მოთხოვნის გაუქმება

1. ბირჟაზე რეგისტრირებული მონაწილე უფლებამოსილია, ბირჟის ოპერატორს მოსთხოვოს გარანტიის მოთხოვნის უფლების გაუქმება, თუ ოპერატორის მიმართ ამ წესების საფუძველზე წარმოშობილი გადაუხდელი ან/და ვადამოუსვლელი ფინანსური ვალდებულებები შესრულებული აქვს:

ა) სრულად – გარანტიის მოთხოვნა უქმდება სრულად, გარანტიის მოთხოვნის უფლების გაუქმების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 1 დღეში;

ბ) ნაწილობრივ – თუ აღნიშნულის შესაძლებლობას იძლევა მონაწილის მიერ წარმოდგენილი გარანტია, გარანტიის მოთხოვნა გაუქმდება მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც არ არის საჭირო ამ წესებით, მათ შორის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბირჟის ოპერატორის მიმართ არსებული გადაუხდელი ან/და ვადამოუსვლელი ფინანსური ვალდებულებების უზრუნველსაყოფად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, გარანტიის მოთხოვნის უფლების გაუქმების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 3 დღეში, წერილობით შეატყობინოს მონაწილეს იმ გადაუხდელი ან/და ვადამოუსვლელი ფინანსური ვალდებულებების თაობაზე, რომლის უზრუნველყოფის მიზნითაც არ ხდება გარანტიის მოთხოვნილი მოცულობით გაუქმება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 53. საკლირინგო ანგარიში, კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემა

1. მონაწილის საკლირინგო ანგარიში აერთიანებს მონაწილის ერთ ან რამდენიმე პორტფელს ბაზრის ერთ სეგმენტზე და დაკავშირებულია მონაწილის საბანკო ანგარიშთან.

2. მონაწილე უფლებამოსილია, ანგარიშსწორება აწარმოოს რამდენიმე ანგარიშის მეშვეობით.

3. კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული შედეგები წარმოდგენილია საკლირინგო ანგარიშების მიხედვით. შესაბამისად,  მონაწილე ნავაჭრი ელექტროენერგიის შესაბამის ინვოისს იღებს საკლირინგო ანგარიშისთვის, ამ ანგარიშთან დაკავშირებული პორტფელებით ჯამურად განხორციელებული ტრანზაქციების გათვალისწინებით. კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემაში საკლირინგო წარმომადგენელს წვდომა აქვს მონაწილის ყველა საკლირინგო ანგარიშის ინფორმაციასთან. მონაწილემ მის საკლირინგო წარმომადგენელს შეიძლება მიანიჭოს წვდომა:

ა) რისკის ანგარიშზე - საკლირინგო წარმომადგენელს ექნება წვდომა მონაწილის მიერ ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების შესახებ ინფორმაციაზე (მიიღებს ინფორმაციას წარდგენილი გარანტიის ოდენობის, გარანტიის მიმდინარე ოდენობის შესახებ), ან/და

ბ) ანგარიშსწორების ანგარიშზე - საკლირინგო წარმომადგენელს ექნება წვდომა ბირჟის ოპერატორის მიერ გამოწერილ ინვოისებზე და  გადახდის შესახებ ინფორმაციაზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 54. გადახდისუნარიანობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება

1. ბირჟის ოპერატორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოსთხოვოს  მონაწილეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მისი გადახდისუნარიანობის შესაფასებლად. მონაწილე ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ორი დღისა, მიაწოდოს ბირჟის ოპერატორს მოთხოვნილი ინფორმაცია.

2. მონაწილემ დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ბირჟის ოპერატორს, თუ:

ა) მონაწილის (ან მისი თანამშრომლის, ან/და ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის) წინააღმდეგ დაწყებულია სამართალწარმოება (ადმინისტრაციული, სისხლის ან სამოქალაქო), რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მონაწილის გადახდისუნარიანობაზე;

ბ) არსებობს სხვა გარემოება, რის გამოც, მონაწილე კეთილსინდისიერად მიიჩნევს, რომ უარესდება მისი გადახდისუნარიანობა.

თავი VII. გარდამავალი დებულებები

მუხლი 55. (ამოღებულია)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 56. (ამოღებულია) 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №59 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

 

მუხლი 57. ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასური

კომისია უფლებამოსილია, ამ წესების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასური თითოეული სეგმენტის ნაცვლად, სატარიფო რეგულირების პირველი პერიოდისთვის დაადგინოს ორივე სეგმენტისათვის ერთიანი საფასური.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №18 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

 

მუხლი 58. გარდამავალი პერიოდი

2025 წლის პირველ ივლისამდე:

ა) ბირჟაზე ვაჭრობის წინაპირობას წარმოადგენს „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების შესაბამისად საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია;

ბ) დღიურ ბაზარზე ვაჭრობა (განაცხადის დადება) შესაძლებელია ყოველი კალენდარული დღის 09:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში;

გ) მონაწილე უფლებამოსილია, ვაჭრობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე ტექნიკური დახმარება, მიიღოს ბირჟის ოპერატორის ცხელი ხაზის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც ხელმისაწვდომია თბილისის დროით:

გ.ა) სამუშაო დღეებში – 10:00-18:00 პერიოდში;

გ.ბ) არასამუშაო დღეებში – 11:00-15:00 პერიოდში;

დ) ბირჟის მონაწილედ პირი რეგისტრირდება საბითუმო ვაჭრობაში მისი მოქმედი საქმიანობების/აქტივობების მიხედვით ცალ-ცალკე, რაც გულისხმობს, რომ ის ბირჟაზე რეგისტრაციის მიზნით სარეგისტრაციო განცხადებას წარადგენს თითოეული საქმიანობის/აქტივობის შესაბამისად ცალ-ცალკე;

ე) მონაწილე, რომელიც საბითუმო ვაჭრობაში რამდენიმე სტატუსით ან/და მიზნით არის რეგისტრირებული, ბირჟაზე ვაჭრობაში მონაწილეობს თითოეული სტატუსისთვის ან/და მიზნისთვის ცალ-ცალკე რეგისტრირებული პორტფელით. ერთი პორტფელი არ შეიძლება დაკავშირებული იყოს რამდენიმე სტატუსთან ან ვაჭრობის მიზანთან, თუმცა რამდენიმე პორტფელით შესაძლებელია ერთი სტატუსის/მიზნის ფარგლებში ვაჭრობა;

ვ) მონაწილის მიერ პლატფორმაზე განთავსებული განაცხადი გამოხატავს მის ნებას იყიდოს/გაყიდოს ელექტროენერგია იმ მიზნით, რაც გაცხადებულია მის მიერ ბირჟაზე რეგისტრაციისას და იმ სტატუსის ფარგლებში, რომელთან დაკავშირებული პორტფელითაც განათავსდა ეს განაცხადი. შესაბამისად, მონაწილე ბირჟის ოპერატორთან გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს იმ სტატუსით და მიზნით, რომელთან დაკავშირებული პორტფელის მეშვეობითაც ყიდის ან ყიდულობს ელექტროენერგიას. ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია შეუზღუდოს მონაწილეს უფლება განათავსოს ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის განაცხადი/განაცხადები, რომელიც არაა ბირჟაზე განთავსებული იმ მიზნით და იმ სტატუსის ფარგლებში, რომელიც მონაწილის მიერ გაცხადებულია ბირჟაზე რეგისტრაციისას;

ზ) მონაწილის მიერ ბირჟაზე განთავსებული განაცხადები უნდა შეესაბამებოდეს შესაბამისი საათისათვის მისი გამომუშავების/მოხმარების რეალურ შესაძლებლობებს;

თ) მონაწილემ უნდა უზრუნველყოს, რომ მის მიერ ბირჟაზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში (ბირჟასთან დადებულ გარიგებაში) მითითებული სტატუსი მუდმივად შესაბამისობაში იყოს საბითუმო ვაჭრობაში რეგისტრირებულ სტატუსთან. თუ მონაწილის პორტფელთან დაკავშირებული სტატუსის რეგისტრაცია საბითუმო ვაჭრობაში არ არის აქტიური/მოქმედი, მას არ შეეძლება აღნიშნული პორტფელით ბირჟაზე ვაჭრობა. მონაწილე ვალდებულია, მის პორტფელთან დაკავშირებული სტატუსის საბითუმო ვაჭრობაში რეგისტრაციის გაუქმების ან შეჩერების შემთხვევაში, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბირჟის ოპერატორს. თუ მონაწილემ ამ პუნქტში გათვალისწინებული ინფორმაცია დროულად არ წარუდგინა ბირჟის ოპერატორს, რამაც გამოიწვია ზიანი ბირჟის ოპერატორის მიმართ, მონაწილე პასუხისმგებელია მის სრულ ანაზღაურებაზე;

ი) იმ მონაწილისთვის გაგზავნილ ინვოისში, რომელიც ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში რეგისტრირებული სტატუსიდან გამომდინარე, ბირჟაზე რეგისტრირებულია საბოლოო საკუთარი მოხმარებისათვის ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით, გადასახდელ თანხებში ასევე მოცემულია დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ);

კ) ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, პლატფორმაზე გამოწერილი ინვოისის კორექტირების მიზნით, პლატფორმის მიღმა გამოწეროს და მონაწილეს რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში (ბირჟასთან დადებულ გარიგებაში) დაფიქსირებულ საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიაწოდოს დამატებითი ინვოისი, რომელიც ჩაითვლება საბოლოო ინვოისად;

ლ) დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობა არ იმართება კალენდარული თვის უკანასკნელი დღის ფიზიკური მიწოდების პერიოდისთვის. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დღით ადრე ბაზარზე განათავსებს განაცხადს კალენდარული თვის უკანასკნელი დღის ფიზიკური მიწოდების პერიოდისთვის, ბირჟის ოპერატორი ამ განაცხადს გააუქმებს;

მ) დღიურ ბაზარზე ვაჭრობა არ იმართება კალენდარული თვის უკანასკნელი დღის  21:00 – 00:00 ფიზიკური მიწოდების საათებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დღიურ ბაზარზე განათავსებს განაცხადს კალენდარული თვის უკანასკნელის დღის 21:00 – 00:00 ფიზიკური მიწოდების საათებისათვის, ბირჟის ოპერატორი ამ განაცხადს გააუქმებს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 27 ივნისის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 28.06.2024წ.


+

დანართი №2

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 03.08.2022 წ.

ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. მოქმედების სფერო

ეს წესები არეგულირებს:

ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ფუნქციონირებას, ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსებასთან დაკავშირებულ ბაზრის ოპერატორის ვალდებულებებს;

ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებებს;

გ) დაბალანსებისა და დამხმარე მომსახურებების გაწევის პირობებს;

დ) ბაზრის ორგანიზებისა და ბაზარზე მონაწილეობის პირობებს;

ე) დაბალანსების ჯგუფის მოდელთან დაკავშირებულ პირობებს;

ვ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის პირობებს;

ზ) უბალანსობის მოცულობისა და ფასის გამოთვლის წესს;

თ) დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების გადახდის უზრუნველსაყოფად ფინანსური გარანტიის წარდგენის წესს;

ი) ფინანსური ანგარიშსწორების წესსა და პირობებს;

კ) ბაზრის ოპერირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 

მუხლი 2. ძირითადი პრინციპები

ბაზრის ორგანიზებისა და რეგულირების ძირითადი პრინციპებია:

ა) ბაზრის ოპერირებისა და დამხმარე მომსახურებების გაწევის საიმედოობა;

ბ) ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების განგრძობადი უზრუნველყოფა, რეალურ დროში ელექტროენერგიის მოთხოვნისა და მიწოდების დაბალანსების გზით;

გ) დაბალანსება და დამხმარე მომსახურებების გაწევა კონკურენციის, გამჭვირვალობის, არადისკრიმინაციულობისა და სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპების დაცვით;

დ)  ბაზრის მონაწილეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;

ე) ელექტროენერგეტიკული სისტემის რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე, გადამცემი სისტემის ოპერატორის ხელთ არსებული უმცირესი ღირებულების რესურსის გათვალისწინება;

ვ) ბაზარზე არსებული სატენდერო განაცხადების სათანადო ეკონომიკური დასაბუთებულობა;

ზ) ბაზარზე კეთილსინდისიერი კომერციული ინტერესებით ხელმძღვანელობა;

თ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრების მთლიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის მიერ დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესების“ შესაბამისად;

ი) ელექტროენრგიის წარმოებისა და მოხმარების საშუალებების მართვა თვითდისპეტჩირებით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესების მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბაზარი – ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი;

ბ) ნომინაცია – ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენილი შესასრულებლად სავალდებულო შეტყობინება, რომელიც ასახავს ტრანზაქციას და მიუთითებს ელექტროენერგიის დაგეგმილ მიღებაზე ან/და გაცემაზე;

გ) შიდაზონალური ნომინაცია – სატენდერო ზონის ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი ნომინაცია;

დ) თვითდისპეტჩირება – დაგეგმვისა და დისპეტჩირების მოდელი, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების საათობრივი გრაფიკების, ასევე, ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების საშუალებებისა და მათი დატვირთვის განსაზღვრას, მათ დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირების მიერ;

ე) ტრანსსასაზღვრო ნომინაცია – სატენდერო ზონასა და სხვა არეალს შორის განხორციელებული ტრანზაქციების ამსახველი ნომინაცია;

ვ) ნომინაციის შიდა შესაბამისობა – შიდაზონალური ნომინაციის დროს ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლობა (შესაბამისობა) ტრანზაქციის მეორე მხარის მიერ ნომინირებულ ელექტროენერგიის მოცულობასთან;

ზ) ნომინაციის გარე შესაბამისობა – ტრანსსასაზღვრო ნომინაციის დროს ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლობა (შესაბამისობა) მეზობელი ქვეყნის შესაბამისი სუბიექტის მიერ იმავე ტრანზაქციის თაობაზე წარდგენილი ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობასთან;

თ) ტრანზაქცია – ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვის ან გაყიდვის შესახებ დადებული გარიგება;

ი) ნომინაციის შესაბამისობის ციკლი – დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოწმდება ნომინაციის შიდა ან/და გარე შესაბამისობა;

კ) გაუთვალისწინებელი გადახრა – ტრანსსასაზღვრო ხაზზე ნომინირებულზე მეტი ან/და ნაკლები ელექტროენერგიის იმპორტი ან/და ექსპორტი, რომელიც შესაძლოა იყოს უარყოფითი ან/და დადებითი;

კ.ა) უარყოფითი გაუთვალისწინებელი გადახრა - ელექტროენერგიის იმპორტის შემთხვევაში, ნომინირებულზე მეტი ელექტროენერგიის იმპორტი, ხოლო ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, ნომინირებულზე ნაკლები ელექტროენერგიის ექსპორტი;

კ.ბ) დადებითი გაუთვალისწინებელი გადახრა – ელექტროენერგიის იმპორტის შემთხვევაში, ნომინირებულზე ნაკლები ელექტროენერგიის იმპორტი, ხოლო ელექტროენერგიის ექსპორტის შემთხვევაში, ნომინირებულზე მეტი ელექტროენერგიის ექსპორტი;

ლ) უბალანსობა – ელექტროენერგიის მოცულობა, რომელიც წარმოადგენს უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაბალანსების ჯგუფის მიერ ფაქტობრივად გამომუშავებულ ან/და მოხმარებულ ელექტროენერგიასა და შესაბამის ნომინაციას შორის სხვაობას, ხოლო აღრიცხვის პერიმეტრის არარსებობის შემთხვევაში – ყიდვისა და გაყიდვის ნომინაციებს შორის სხვაობას;

მ) დამამძიმებელი უბალანსობა – უბალანსობა, რომელიც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ზრდის ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობას;

ნ) შემამსუბუქებელი უბალანსობა – უბალანსობა, რომელიც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ამცირებს ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობას;

ო) საანგარიშო პერიოდი – დროის მონაკვეთი, რა პერიოდზეც ბაზარზე ხორციელდება ფინანსური ანგარიშსწორება. საანგარიშო პერიოდი უდრის ერთ კალენდარულ თვეს, რომელიც იწყება თვის პირველი კალენდარული დღის 00:00 საათზე და სრულდება იმავე კალენდარული თვის ბოლო კალენდარული დღის 00:00 საათზე;

პ) უბალანსობის ანგარიშსწორება – უბალანსობისათვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის თანხის გადახდის ვალდებულების დაკისრების ან თანხის მისთვის გადახდის ფინანსური ანგარიშსწორების მექანიზმი;

ჟ) უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი – დროის მონაკვეთი, რა პერიოდისთვისაც ხდება უბალანსობის გამოთვლა. ერთი უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი უდრის ერთ ასტრონომიულ საათს;

რ) უბალანსობის ფასი – ფასი, რომელიც გამოითვლება უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაფიქსირებული უბალანსობისათვის;

ს) ობიექტი – ელექტროსადგური ან მსხვილი მომხმარებლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ელექტრომოწყობილობების ერთობლიობა;

ტ) სატენდერო ზონა – გადამცემი სისტემის ოპერატორის კონტროლის გეოგრაფიული არეალი, იგივე უბალანსობის არეალი, სადაც უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში, ხორციელდება ელექტროენერგიით ვაჭრობა და უბალანსობის ფინანსური ანგარიშსწორება;

უ) დაბალანსების მომსახურება – საბალანსო ელექტროენერგიის ან/და საბალანსო სიმძლავრის მიწოდება;

ფ) საბალანსო სიმძლავრე – სიმძლავრის მოცულობა, რომლის დარეზერვებაზეც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი შეუთანხმდა გადამცემი სისტემის ოპერატორს და რომლის შესაბამისადაც, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი მიწოდების პერიოდისთვის წარადგენს სატენდერო განაცხადებს სიმძლავრეზე და სიმძლავრის შესაბამის საბალანსო ელექტროენერგიაზე;

ქ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი – დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფში გაერთიანებულია საბალანსო პროდუქტზე კვალიფიცირებული ობიექტი და, რომელსაც მოპოვებული აქვს ბაზარზე ვაჭრობის ან/და ავარიული სწრაფი რეზერვის მიწოდების უფლება;

ღ) კვალიფიკაციის პროცესი – პროცესი, რომლის მეშვეობითაც ხდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ საბალანსო პროდუქტის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობების გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;

ყ) საბალანსო პროდუქტი – საბალანსო სიმძლავრის ან/და საბალანსო ელექტროენერგიის პროდუქტი, რომელსაც დაბალანსებისათვის შეისყიდის გადამცემი სისტემის ოპერატორი. საბალანსო პროდუქტი შესაძლოა იყოს მოკლებადი ან მომატებადი;

შ) სიხშირის შენარჩუნების რეზერვი – საბალანსო სიმძლავრის პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში უბალანსობის დროს სიხშირის ნომინალური მაჩვენებლის შესანარჩუნებლად და რომელსაც, საბალანსო სიმძლავრის ტენდერის საშუალებით, შეისყიდის გადამცემი სისტემის ოპერატორი;

ჩ) სიხშირის აღდგენის რეზერვი – საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის პროდუქტი, რომელიც განკუთვნილია ელექტროენერგეტიკულ სისტემაში უბალანსობის დროს სიხშირის ნომინალური მაჩვენებლის აღსადგენად და რომელსაც საბალანსო სიმძლავრის/საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის საშუალებით, შეისყიდის გადამცემი სისტემის ოპერატორი. სიხშირის აღდგენის რეზერვი შესაძლოა იყოს სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვი;

ც) ავარიული სწრაფი რეზერვი – საბალანსო პროდუქტი, რომლის შესყიდვა და გააქტიურება ხდება გადატვირთვის/ავარიის მართვის, ასევე, დაბალანსების სხვა ღონისძიებებისთვის;

ძ) სატენდერო განაცხადი – დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ პლატფორმაზე საბალანსო სიმძლავრის ან/და საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის სისტემაში განთავსებული წინადადება, რომელიც გამოხატავს მის მზადყოფნას, გამოცხადებული ტენდერის პირობების შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიაწოდოს შესაბამისი საბალანსო პროდუქტი;

წ) ელექტროენერგიის მიწოდების დღე – კალენდარული დღე, როდესაც ხორციელდება ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდება და რომელიც იწყება კალენდარული დღის 00:00 საათზე და სრულდება მომდევნო კალენდარული დღის 00:00 საათზე;

ჭ) რანჟირების სია – სატენდერო განაცხადების სია, რომელიც ყალიბდება თითოეულ ბლოკზე და ასახავს ბლოკში შემავალი უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხი პერიოდისათვის გასააქტიურებელი საბალანსო ელექტროენერგიის თანმიმდევრობას სატენდერო განაცხადებში მითითებული ელექტროენერგიის ფასის (ლარი/მეგავატ-საათი) მიხედვით, მომატებადი საბალანსო პროდუქტის შემთხვევაში – მინიმალურიდან მაქსიმალურამდე, ხოლო მოკლებადი საბალანსო პროდუქტის შემთხვევაში – მაქსიმალურიდან მინიმალურამდე;

ხ) ზღვრული ფასი – რანჟირების სიის მიხედვით ბოლოს გააქტიურებული საბალანსო პროდუქტის სატენდერო განაცხადში მითითებული ფასი;

ჯ) გაცხადებული ფასი - სატენდერო განაცხადში მითითებული საბალანსო პროდუქტის ფასი;

ჰ) გააქტიურება – გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნა, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოხდეს ხელით მართული ან/და ავტომატური დაბალანსების მომსახურების მიწოდება;

ჰ​1) გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგია – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისაგან მოთხოვნილი საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა;

ჰ​2) ბაზრის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ბაზრის ოპერირებას;

ჰ​3) პლატფორმა – ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემა, რომელიც მოიცავს ნომინაციების წარდგენისა და დადასტურების, უბალანსობის მოცულობისა და ფასის გამოთვლის, საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერების, საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურების, ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილების, ფინანსური ანგარიშსწორებისა და ბაზართან დაკავშირებულ სხვა სისტემებს;

ჰ​4) ბირჟა – ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრები;

ჰ​5) ბირჟის ოპერატორი – კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ბირჟის ოპერირებას;

ჰ​6) კანონი – „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ჰ​7) კონცეფცია – კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია;

ჰ​8) ქსელის წესები – კანონის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესები.

2. ამ წესებში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ქსელის წესებში და კომისიის მიერ დამტკიცებულ სხვა სამართლებრივ აქტებში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 4. დრო, ადგილი, ვალუტა და საბალანსო პროდუქტი

1. ნომინაციების განთავსების, ანგარიშსწორების, ბაზარზე სატენდერო განაცხადების წარდგენისა და ვაჭრობის, საანგარიშო პერიოდისა და ელექტროენერგიის მიწოდების დრო, ასევე, პლატფორმით გათვალისწინებული დრო (საათი) შეესაბამება ცენტრალურ ევროპულ დროს.

2. ნომინაციების განთავსებისა და საბალანსო პროდუქტების შესყიდვის ადგილია საქართველო და მასზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა, თუ ტრანსსასაზღვრო დაბალანსების მექანიზმის რეგულირების მიზნით მეზობელ ქვეყანასა და საქართველოს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. სატენდერო განაცხადში ფასის მითითება და ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (ლარი).

 

მუხლი 5. ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური

1. ბაზრის ოპერატორის ტარიფს ადგენს კომისია, დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად, ყოველი კალენდარული დღისათვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტარიფიდან დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადასახდელი ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური გამოითვლება ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფორმულით.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადასახდელი ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

T – დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადასახდელი ბაზრის ოპერატორის მომსახურების დღიური საფასური;

nì – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ყველა დაბალანსების ჯგუფზე განთავსებული ნომინაციების აბსოლუტურ მნიშვნელობათა ჯამი (მეგავატ-საათში), რომელშიც არ გაითვალისწინება ბირჟის ოპერატორის, როგორც დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის, ნომინაციები;

Nì – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ყველა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ყველა დაბალანსების ჯგუფზე განთავსებული ნომინაციების აბსოლუტურ მნიშვნელობათა ჯამი (მეგავატ-საათში), რომელშიც არ გაითვალისწინება ბირჟის ოპერატორის, როგორც დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის, ნომინაციები;

TD – კომისიის მიერ დადგენილი დღიური ტარიფი;

í – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდი.

4. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ამ მუხლით დადგენილ მომსახურების საფასურს იხდის საანგარიშო პერიოდში ერთხელ, ბაზრის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, არაუგვიანეს ყოველი კალენდარული თვის 22 რიცხვისა, ბაზრის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ფორმულაში არ გაითვალისწინება ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განთავსებული ნომინაციები.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 5​1. პლატფორმის ან პლატფორმის ცალკეული მოდულის ხელმიუწვდომლობის შემთხვევისათვის ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების ინსტრუქცია

გადამცემი სისტემის ოპერატორი შეიმუშავებს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს პლატფორმის ან პლატფორმის ცალკეული მოდულის ხელმიუწვდომლობის შემთხვევისათვის ბაზრის შეუფერხებელი ფუნქციონირების ალტერნატიული მექანიზმის გამოყენების ინსტრუქციას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

თავი II

დაბალანსების მოდელი

მუხლი 6. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი პასუხისმგებელია თავისი დაბალანსების ჯგუფის/ჯგუფების უბალანსობაზე. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უბალანსობას თავიდან ირიდებს ნომინაციების დაცვით.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ქვეშ, შესაძლებელია, შეიქმნას ერთი ან მეტი დაბალანსების ჯგუფი.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უბალანსობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ დაბალანსების ჯგუფზე, რომლის ნომინაციიდან გადახრა გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:

ა) გადატვირთვის/ავარიის მიზეზით და გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნით;

ბ) ქსელის წესების შესაბამისად კუნძულოვან სქემაზე გადართვის პროცესში.

4. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დარეგისტრირდეს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მხოლოდ ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით.

5. ბირჟის ოპერატორი, ბირჟაზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაციის ბაზრის ოპერატორისათვის წარდგენის მიზნით, ითვლება დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორი, კანონის შესაბამისად ელექტროენერგიის ყიდვის ან/და გაყიდვის უფლების განსახორციელებლად, ითვლება დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად.

7. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ წესების მე-18 მუხლის შესაბამისად, დაბალანსებაზე პასუხისმგებლობას იღებს იმ ობიექტზე/ობიექტებზე, რომლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შეუჩერდა ან შეუწყდა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 7. დაბალანსების ჯგუფი

1. ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, განაწილების, მიწოდების, ვაჭრობის  საქმიანობების, ასევე, ელექტროენერგიის მოხმარებისათვის, თითოეული საქმიანობისათვის/ელექტროენერგიის მოხმარებისათვის ინდივიდუალურად, იქმნება ცალ-ცალკე დაბალანსების ჯგუფები, გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა.

2. რამდენიმე ისეთი მსხვილი მომხმარებლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ელექტრომოწყობილობების  ერთობლიობისთვის,  რომელსაც არ გააჩნია 110 და მეტ კილოვოლტ ძაბვაზე მიერთების წერტილი, შესაძლოა შეიქმნას ერთი დაბალანსების ჯგუფი.

3. რამდენიმე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისთვის შესაძლოა შეიქმნას ერთი დაბალანსების ჯგუფი.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წინაპირობების არსებობის მიუხედავად, საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი ობიექტისათვის იქმნება ცალკე დაბალანსების ჯგუფი.

5. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების, ბოლო ალტერნატივის მიწოდებისა და უნივერსალური მომსახურების მიწოდების საქმიანობებისათვის ინდივიდუალურად იქმნება ცალ-ცალკე დაბალანსების ჯგუფები.

 

მუხლი 8. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მოპოვება

1. პირი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს მოიპოვებს შემდეგი ეტაპების გავლის შედეგად:

ა) გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენა;

ბ) ტექნიკური კომუნიკაციის ტესტის გავლა;

გ) პლატფორმაზე რეგისტრაცია.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადება გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილი უნდა იქნეს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების ამ ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში, განმცხადებელი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს არა მომდევნო საანგარიშო პერიოდში, არამედ მომდევნო საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ.

2​1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებას გადამცემი სისტემის ოპერატორი განიხილავს 8 სამუშაო დღის ვადაში.

3. განმცხადებელი ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის  მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან.

4. განმცხადებლი/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მის მიერ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების დღემდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების 46-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური გარანტია.

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით, შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და ამტკიცებს კომისია. განმცხადებლის მიერ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადება მიიჩნევა გადამცემი სისტემის ოპერატორსა და დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შორის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის შესახებ დადებულ გარიგებად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

 

მუხლი 9. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენა

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით  გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარედგინოს:

ა) განმცხადებლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  რეესტრიდან;

ბ) ობიექტის აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემები (გარდა ტრეიდერისა და იმ მიმწოდებლისა, რომლის არც ერთ მომხმარებელსაც არ გააჩნია აღრიცხვის კვანძი გადამცემ ქსელზე);

ბ​1) დაბალანსების ჯგუფში გაერთიანებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის (ელექტროენერგიის მწარმოებელი/ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი/მიმწოდებელი/ტრეიდერი/მსხვილი მომხმარებელი) თანხმობა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ განმცხადებელია საბითუმო საჯარო მომსახურების გამწევი ორგანიზაცია;

გ) (ამოღებულია - 30.08.2022, №38);

დ)  ამ წესების 47-ე მუხლის მე-4 პუნქტის Em კომპონენტით განსაზღვრული საპროგნოზო მონაცემი, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე განმცხადებლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყებიდან პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდიდან თითოეულისთვის, რომელზეც არ გააჩნია ასეთი მონაცემი (გარდა ტრეიდერისა);

ე) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის  შესახებ განცხადების კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში განმცხადებელმა უნდა მიუთითოს მის მიერ ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების დღე და აირჩიოს ამ წესების 47-ე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიების ალტერნატივებიდან ერთ-ერთი (მოკლევადიანი ან გრძელვადიანი).

3. განცხადებით წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტის ცვლილების შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორის ინფორმირება, შესაბამისი ცვლილებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვალდებულება ასევე ვრცელდება განმცხადებლის მიერ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 10. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების განხილვა

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ამოწმებს განცხადებით წარდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის შესაბამისობას ამ წესების მე-9 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან, მათ შორის, ამოწმებს განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემების სისწორეს.

2. თუ განცხადების განხილვისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტი/ინფორმაცია არ არის სრულყოფილი ან/და არ დადასტურდა აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ განცხადებით წარდგენილი მონაცემების სისწორე, გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღეს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს ხსენებული დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენიდან არაუადრეს 5 სამუშაო დღისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღრიცხვის პერიმერტზე დადგენილი ხარვეზის (ასეთის არსებობისას) აღმოსაფხვრელად განმცხადებლის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის საფუძველზე, გადამცემი სისტემის ოპერატორი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ წარდგენილი მონაცემების სისწორეს ადასტურებს ხსენებული დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადება, მითითებული ვადის ამოწურვისთანავე, რჩება განუხილველად. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს განმცხადებელს. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, ხელახლა მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით, ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.

5. თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია სრულყოფილია და დადასტურდა განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემების სისწორე, გადამცემი სისტემის ოპერატორი განმცხადებელს უტარებს ტექნიკური კომუნიკაციის ტესტს, ამ წესების მე-11 მუხლის შესაბამისად.

6. თუ ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის თანახმად, განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემების სისწორის შემოწმებისას გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილ იქნა, რომ განცხადებით წარდგენილ აღრიცხვის პერიმეტრში შემავალი აღრიცხვის წერტილი/წერტილები გაერთიანებულია სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის დაბალანსების ჯგუფის ქვეშ, გადამცემი სისტემის ოპერატორი ასეთი აღრიცხვის წერტილს/წერტილებს აკუთვნებს განმცხადებელს ამ წესების შესაბამისად მისთვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობის დაწყების დღიდან. გადამცემი სისტემის ოპერატორი, დაბალანსების ჯგუფის ასეთი ცვლილების შესახებ, მისი ამოქმედებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს ბირჟის ოპერატორს, გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს, კომისიას, იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრის მიკუთვნებაც მოხდა განმცხადებლისათვის და დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს.

7. განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომლითაც აცნობებს ამ წესების 47-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-5 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ფინანსური გარანტიის ოდენობას და მოქმედების ვადას. მითითებული შეტყობინებით გათვალისწინებული ფინანსური გარანტია განმცხადებლის/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილ, უნდა იქნეს ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 11. ტექნიკური კომუნიკაციის ტესტი

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ წესების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, განმცხადებელს უტარებს ტექნიკური კომუნიკაციის ტესტს.

2. ტექნიკური კომუნიკაციის ტესტის ჩატარებისას გადამცემი სისტემის ოპერატორი აფასებს განმცხადებლის საოპერაციო და საკომუნიკაციო საშუალებების გამართულობას.

3. ტექნიკური კომუნიკაციის ტესტის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული ტექნიკური კომუნიკაციის ტესტის ჩატარების ინსტრუქციით, რომელსაც გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე.

4. თუ განმცხადებელი წარმატებით ვერ გაივლის ტექნიკური კომუნიკაციის ტესტს, გადამცემი სისტემის ოპერატორი უარს ამბობს განმცხადებლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციაზე, რის შესახებაც განმცხადებელს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში, უგზავნის წერილობით შეტყობინებას სათანადო დასაბუთებით. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, ხელახლა მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით, ამ წესების მე-9 მუხლის შესაბამისად.

5. თუ განმცხადებელი წარმატებით დაასრულებს ტექნიკური კომუნიკაციის ტესტს, აღნიშნულის დასადასტურებლად გადამცემი სისტემის ოპერატორი ადგენს წერილობით ოქმს, რომელიც ეგზავნება განმცხადებელს.

 

მუხლი 12. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მოპოვება და ელექტროენერგიის  ბაზარზე მონაწილეობა

1. ტექნიკური კომუნიკაციის ტესტის წარმატებით დასრულებისთანავე, იმავე დღეს, გადამცემი სისტემის ოპერატორი განმცხადებელს არეგისტრირებს პლატფორმაზე დაანიჭებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციისთანავე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირსა და მის ქვეშ არსებულ დაბალანსების ჯგუფს/ჯგუფებს, ინდივიდუალურად ენიჭება ცალ-ცალკე ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდები.

2. თუ განმცხადებელი/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ფინანსურ გარანტიას წარადგენს ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის ან ფინანსური გარანტიის წარდგენისათვის ამ წესების 46-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, გადამცემი სისტემის ოპერატორი მას უჩერებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენამდე. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი.   

3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის დაწყების დღის 00:00 საათზე უზრუნველყოს შესაბამის დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე (გარდა ტრეიდერისა) აღრიცხვის მონაცემების მიღება.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, განმცხადებლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აცნობოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს, კომისიას, ბირჟის ოპერატორსა და გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 13. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადება

1.  დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით.

2. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადება გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილი უნდა იქნეს საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების ამ ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში, იმავე განცხადებით მოთხოვნილი დაბალანსების ჯგუფის ცვლილება ამოქმედდება არა მომდევნო საანგარიშო პერიოდში, არამედ მომდევნო საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ.

2​1. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებას გადამცემი სისტემის ოპერატორი განიხილავს 7 სამუშაო დღის ვადაში.“

3. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით მოთხოვნილი დაბალანსების ჯგუფის ცვლილება ამოქმედდება განცხადების გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენის  მომდევნო საანგარიშო პერიოდიდან.

4. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით დაბალანსების ჯგუფის ცვლილება შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს შემდეგი ფორმებით:

ა) ახალი დაბალანსების ჯგუფის დამატება;

ბ) არსებული დაბალანსების ჯგუფის გაუქმება;

გ) გაუქმებული დაბალანსების ჯგუფის აღდგენა;

დ) არსებული დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრში შემავალი აღრიცხვის წერტილის/წერტილების დამატება ან/და გაუქმება.

5. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებაში უნდა მიეთითოს:

ა) იმ დაბალანსების ჯგუფის ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელ დაბალანსების ჯგუფსაც შეეხება ცვლილება;

ბ) დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედების დღე;

გ) (ამოღებულია - 30.08.2022, №38).

6. ახალი დაბალანსების ჯგუფის ან/და არსებული დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრში შემავალი აღრიცხვის წერტილის/წერტილების დამატების, ასევე, გაუქმებული დაბალანსების ჯგუფის აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „ბ​1“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი/მონაცემები.

7. ისეთი დაბალანსების ჯგუფის დამატების ან/და აღდგენის მოთხოვნის შემთხვევაში, რომელსაც არ გააჩნია გასული წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის აღრიცხვის მონაცემი, განმცხადებელი ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 14. დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების განხილვა

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, ამოწმებს განცხადებით წარდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის შესაბამისობას ამ წესების მე-13 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე, განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ მონაცემების სისწორეს და განცხადების შესაბამისობას ამ წესების მე-7 მუხლით დაბალანსების ჯგუფის ფორმირებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან.

2. თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ განცხადებით წარდგენილი დოკუმენტი/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ წესების მე-13 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, არ დასტურდება განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის მონაცემების სისწორე ან/და დაკმაყოფილებული არ არის ამ წესების მე-7 მუხლით დაბალანსების ჯგუფის ფორმირებისათვის დადგენილი მოთხოვნები, გადამცემი სისტემის ოპერატორი განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღეს, დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად ან/და ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსების ჯგუფის ცვლილება ამოქმედდება ხსენებული დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენიდან არაუადრეს 5 სამუშაო დღისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აღრიცხვის პერიმერტზე დადგენილი ხარვეზის (ასეთის არსებობისას) აღმოსაფხვრელად განმცხადებლის მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის საფუძველზე, გადამცემი სისტემის ოპერატორი აღრიცხვის პერიმეტრის შესახებ წარდგენილი მონაცემების სისწორეს ადასტურებს ხსენებული დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.

4. თუ განმცხადებელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ 5 დღიან ვადაში ვერ წარადგენს დამატებით დოკუმენტს/ინფორმაციას ან/და ვერ აღმოფხვრის ხარვეზს, ხსენებული ვადის ამოწურვისთანავე დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადება რჩება განუხილველად, რის შესახებაც გადამცემი სისტემის ოპერატორი არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელახლა მიმართოს დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით, ამ წესების მე-13 მუხლის შესაბამისად.

5. თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ განცხადებით წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია შეესაბამება ამ წესების მე-13 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს, დასტურდება განცხადებით წარდგენილი აღრიცხვის მონაცემების სისწორე და დაკმაყოფილებულია ამ წესების მე-7 მუხლით დაბალანსების ჯგუფის ფორმირებისათვის დადგენილი მოთხოვნები, გადამცემი სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედებას იმავე განცხადებაში მითითებული დღიდან და აღნიშნულის შესახებ, განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში ატყობინებს განმცხადებელს, დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს, კომისიას, ბირჟის ოპერატორს და გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედების დღის 00:00 საათზე უზრუნველყოს შესაბამისი დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე აღრიცხვის მონაცემების მიღება.

7. თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით მოთხოვნილია დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრის ან მასში შემავალი აღრიცხვის წერტილის/წერტილების ცვლილება, რომელიც ემთხვევა სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრს ან მასში შემავალ აღრიცხვის წერტილს/წერტილებს, გადამცემი სისტემის ოპერატორი ახდენს ასეთი აღრიცხვის პერიმეტრის ან მასში შემავალი აღრიცხვის წერტილის/წერტილების განმცხადებლისათვის მიკუთვნებას დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებაში მითითებული თარიღიდან, რის შესახებაც დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებისთანავე, იმავე დღეს ატყობინებს იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, რომლის დაბალანსების ჯგუფის აღრიცხვის პერიმეტრის მიკუთვნებაც მოხდა განმცხადებლისათვის.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 15. დაბალანსების ჯგუფის ცვლილებისას ფინანსური გარანტიის წარდგენა

1. თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადება წარდგენილია განმცხადებლის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის დაწყების დღიდან პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი განცხადების განხილვისას, ამ წესების 47-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-5 პუნქტისა და 49-ე მუხლის შესაბამისად, აფასებს განცხადებით მოთხოვნილი დაბალანსების ჯგუფის ცვლილების გავლენას განმცხადებელი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობაზე. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების ჯგუფის ცვლილება იწვევს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი ფინანსური გარანტიის შემცირებას ან გაზრდას, გადამცემი სისტემის ოპერატორი აღნიშნულის შესახებ, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, ატყობინებს განმცხადებელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფინანსური გარანტიის გაზრდილი ოდენობით წარდგენის საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, განმცხადებლი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებაში მითითებული დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედების დღის დადგომამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების 47-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-5 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული გაზრდილი ოდენობის ფინანსური გარანტია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში ან შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ამოწურვამდე ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაბალანსების ჯგუფის ცვლილება არ ამოქმედდება, რაც განმცხადებელ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს არ ართმევს უფლებას, გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელახლა მიმართოს დაბალანსების ჯგუფის ცვლილების შესახებ განცხადებით, ამ წესების მე-13 მუხლის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფინანსური გარანტიის ოდენობის შემცირების საფუძვლის გამოვლენის შემთხვევაში, დაბალანსების ჯგუფის ცვლილების ამოქმედების დღის დადგომამდე არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღით ადრე, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ფინანსური გარანტიის ფორმისა და შესამცირებელი თანხის პროპორციულობის გათვალისწინებით, განაცხადოს თანხმობა შესამცირებელი ფინანსური გარანტიის ოდენობის თაობაზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 16. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერება

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების კონკრეტული დღე. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობა ჩერდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული დღიდან.

1​1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილი არ არის, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერება, თავის ქვეშ ელექტროენერგიის მიწოდების, წარმოების ან მოხმარების საქმიანობისათვის, ასევე, საბალანსო პროდუქტის მიწოდებისათვის შექმნილი დაბალანსების ჯგუფის/დაბალანსების ჯგუფების (ასეთის არსებობისას) სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის მიკუთვნებამდე.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შეუჩერებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს, თუ:

ა) ფინანსური გარანტია წარდგენილ არ იქნა ამ წესებით დადგენილ ვადაში და დადგენილი მოთხოვნების დაცვით;

ა​1) საანგარიშო პერიოდში გამოწვეული დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულების ამ წესების 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, თუ ამ წესების 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით გამოყენებული ფინანსური გარანტია საკმარისი არ აღმოჩნდა საანგარიშო პერიოდში გამოწვეული დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების სრულად ასანაზღაურებლად;

ბ) ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური გადახდილი არ იქნა ამ წესების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში;

გ) (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29);

დ) (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

3. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

4. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერება იწვევს სტატუსშეჩერებული პირის ქვეშ არსებულ დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებული საქმიანობის/საქმიანობების განმახორციელებელი პირის/პირების ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეჩერებას. ამასთან, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერებისთანავე, გადამცემი სისტემის ოპერატორი ახდენს ასეთი პირის ქვეშ გაერთიანებული ობიექტის ქსელიდან გათიშვას, ხოლო თუ ასეთი პირის ქვეშ დაბალანსების ჯგუფი შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდებისათვის - უზრუნველყოფს აღრიცხვის შესაბამისი პერიმეტრის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისათვის მიკუთვნებას.

6. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერება გავლენას არ ახდენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერებამდე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ამ წესების საფუძველზე  წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერება გავლენას ასევე არ ახდენს ამავე საწარმოს ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების საქმიანობის ან ამავე საწარმოს მიერ ელექტროენერგიით ვაჭრობის მიზნით შექმნილ იმ დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე, რომელიც გაერთიანებულია სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის/პირების ქვეშ.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს სტატუსი უჩერდება განუსაზღვრელი ვადით. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ​1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხმობის წერილი/წერილები.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ პირს აღუდგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს, სტატუსის აღდგენის მოთხოვნით მიმართვიდან და იმავე პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის წერილის/წერილების წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს, კომისიას, გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს და ბირჟის ოპერატორს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 16​1. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის სტატუსის შეჩერების წესი

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების ამ წესების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფუძვლის/საფუძვლების გამოვლენის ან კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს დარღვეული ვალდებულების/ვალდებულებების სამართლებრივი საფუძველი (ამ წესების შესაბამისი დათქმა/დათქმები) და ვალდებულების შესრულების მოთხოვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილებით გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 72 საათის ოდენობით, რომელიც აითვლება წერილობითი გაფრთხილების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღების მომენტიდან. წერილობითი გაფრთხილება უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ ამ გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეჩერება.

3. თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი არ უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის განმეორებით წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს დარღვეული ვალდებულების/ვალდებულებების სამართლებრივი საფუძველი (ამ წესების შესაბამისი დათქმა/დათქმები) და ვალდებულების შესრულების მოთხოვნა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი წერილობითი გაფრთხილებით გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 48 საათის ოდენობით, რომელიც აითვლება განმეორებითი წერილობითი გაფრთხილების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღების მომენტიდან. განმეორებითი წერილობითი გაფრთხილება უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ ამ გაფრთხილებით განსაზღვრულ დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეჩერებას.

5. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის წერილობით გაფრთხილებაში მითითებული ვალდებულების/ვალდებულებების შესრულებას, სტატუსის შეჩერების ან შეწყვეტის ღონისძიებები არ გამოიყენება.

6. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი არ უზრუნველყოფს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ვადაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს დაუყოვნებლივ უჩერდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი, რაც იწვევს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მისი მონაწილეობის შეჩერებას.

7. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი შეიძლება შეუჩერდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაწესების გარეშე, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უარს აცხადებს ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე და აშკარაა, რომ დამატებითი ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ ექნება.

8. ფინანსური გარანტიის ამ წესებით დადგენილ ვადაში ან/და პირობებით წარუდგენლობის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი უჩერდება დაუყოვნებლივ, შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენამდე, დამატებითი და განმეორებითი ვადის დაწესების გარეშე.

9. ამ მუხლის მე-6 - მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადამცემი სისტემის ოპერატორი, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების დღიდან, დაუყოვნებლივ, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს, კომისიას, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს და ბირჟის ოპერატორს წერილობით აცნობებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსისა და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობის შეჩერების შესახებ. წერილობით შეტყობინებაში უნდა მიეთითოს:

ა) გარემოებები, რამაც გამოიწვია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეჩერება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის მითითებით;

ბ) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის აღდგენის წინაპირობები (ასეთის არსებობისას).

10. პირს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი უჩერდება შეჩერების შესაბამისი საფუძვლის/საფუძვლების აღმოფხვრამდე. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი აღმოფხვრის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობის შეჩერების საფუძველს/საფუძვლებს, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ პირს აღუდგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს, შესაბამისი გარემოების/გარემოებების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში, რის შესახებაც, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, აცნობებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს, კომისიას, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორსა და ბირჟის ოპერატორს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 17. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უფლება აქვს, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის მოთხოვნით, საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე სულ მცირე 5 სამუშაო დღით ადრე გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ წერილობით შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის კონკრეტული დღე. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მისი მონაწილეობა წყდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტის შესახებ შესაბამის შეტყობინებაში მითითებული დღიდან.

1​1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილი არ არის, მოითხოვოს ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა თავის ქვეშ ელექტროენერგიის მიწოდების, წარმოების ან მოხმარების საქმიანობისათვის, ასევე, საბალანსო პროდუქტის მიწოდებისათვის შექმნილი დაბალანსების ჯგუფის/ჯგუფების (ასეთის არსებობისას) სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის მიკუთვნებამდე.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შეუწყვეტს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსს, თუ:

ა) ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე საქმიანობის ფარგლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმძღვანელობაზე, წარმომადგენლობაზე ან/და მისი სახელით გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი პირის ან/და დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ლიკვიდირებულია, გამოცხადებულია გაკოტრებულად ან დაწყებულია მისი გაკოტრების ან ლიკვიდაციის პროცესი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი შეჩერებული აქვს 6-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში (გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი შეჩერებულია ამ წესების მე-16 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით);

დ) არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი უწყდება სტატუსის შეწყვეტის შესაბამისი საფუძვლის/საფუძვლის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და ინფორმაციის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მიღებისთანავე იმავე დღეს, თუმცა, არაუგვიანეს ასეთი დოკუმენტის/ინფორმაციის მიღებიდან მეორე კალენდარულ დღეს.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სტატუსის შეწყვეტის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით, აცნობოს კომისიას, გამანაწილებელი სისტემის შესაბამის ოპერატორს, ბირჟის ოპერატორს, იმ პირს, რომელსაც შეუწყდა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი და დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულ პირს/პირებს.

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა იწვევს სტატუსშეწყვეტილი პირის ქვეშ არსებულ დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებული საქმიანობის/საქმიანობების განმახორციელებელი პირის/პირების ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე მონაწილეობის შეწყვეტას. ამასთან, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტისთანავე, გადამცემი სისტემის ოპერატორი ახდენს ასეთი პირის ქვეშ გაერთიანებული ობიექტის ქსელიდან გათიშვას, ხოლო თუ ასეთი პირის ქვეშ დაბალანსების ჯგუფი შექმნილია ელექტროენერგიის მიწოდებისათვის - უზრუნველყოფს აღრიცხვის შესაბამის პერიმეტრის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლისათვის მიკუთვნებას.

6. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა გავლენას არ ახდენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტამდე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ამ წესების საფუძველზე წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა გავლენას ასევე არ ახდენს ამავე საწარმოს ელექტროენერგიის წარმოების, მიწოდების საქმიანობის ან ამავე საწარმოს მიერ ელექტროენერგიით ვაჭრობის მიზნით შექმნილ იმ დაბალანსების ჯგუფზე/ჯგუფებზე, რომელიც გაერთიანებულია სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის/პირების ქვეშ.

7. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა პირს არ ართმევს უფლებას, ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით. ასეთ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი უნდა დარწმუნდეს, რომ აღმოფხვრილია ყველა ის გარემოება, რამაც წარსულში გამოიწვია ამ პირისათვის დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეწყვეტა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 18. (ამოღებულია)

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

თავი III

ნომინაციების წარდგენა და დადასტურება

მუხლი 19. ნომინაციების წარდგენა

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ბაზრის ოპერატორს, პლატფორმის მეშვეობით, წარუდგინოს ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაცია ან/და ტრანსსასაზღვრო ნომინაცია. ბირჟაზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია ბაზრის ოპერატორს წარედგინება ბირჟის ოპერატორის მიერ, ავტომატურად, ბირჟის პლატფორმის მეშვეობით.

2. ნომინაციის წარდგენა ხდება ინდივიდუალურად თითოეული დაბალანსების ჯგუფისათვის, ელექტროენერგიის მიწოდების დღის უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის, შესაბამისი ნომინაციის წარდგენისათვის ამ წესების მე-20 მუხლით დადგენილი ვადების დაცვით.

3. ნომინაცია შესაძლოა იყოს შიდაზონალური ან/და ტრანსსასაზღვრო. ნომინაცია უნდა ასახავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა) შიდაზონალური ნომინაციის შემთხვევაში:

ა.ა) ტრანზაქციის ორივე მხარის დაბალანსების ჯგუფების შესაბამისი ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.ბ) სატენდერო ზონა, რომელშიც ხორციელდება ტრანზაქცია;

ა.გ) მისაწოდებელი/მისაღები სიმძლავრის (ელექტროენერგიის) მოცულობა (დადებითი ნიშნით).

ბ) ტრანსსასაზღვრო ნომინაციის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, მითითებული უნდა იქნეს ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის გამოყენების უფლების მინიჭების დამადასტურებელი საიდენტიფიკაციო კოდი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 20. ნომინაციების წარდგენის ვადები

1. ბირჟის ოპერატორის მიერ ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია ბაზრის ოპერატორს წარედგინება ელექტროენერგიის მიწოდების დღის წინა კალენდარული დღის არაუგვიანეს 15:00 საათისა, ხოლო ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია - ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ვაჭრობის დახურვიდან არაუგვიანეს 15 წუთის განმავლობაში.

2. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ან ნომინაციის წარდგენისას წარმოშობილი სხვა ტექნიკური შეფერხების დროს, ბირჟის ოპერატორი, ბაზრის ოპერატორთან შეთანხმებით, ბირჟაზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველ ნომინაციას წარადგენს სხვა ისეთ ვადაში, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაზრის შეუფერხებელ ფუნქციონირებას.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაცია და ტრანსსასაზღვრო ნომინაცია ბაზრის ოპერატორისათვის წარდგენილი უნდა იქნეს ელექტროენერგიის მიწოდების დღის დადგომამდე არაუგვიანეს 1 კალენდარული დღით ადრე, შესაბამისი დღის არაუგვიანეს 11:00 საათისა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 21. ნომინაციების შიდა ან/და გარე შესაბამისობა

1. შიდაზონალური ნომინაციის დროს ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობა უნდა შესაბამებოდეს (უტოლდებოდეს) ტრანზაქციის მეორე მხარის მიერ ნომინირებულ ელექტროენერგიის მოცულობას (შიდა შესაბამისობა).

2. ტრანსსასაზღვრო ნომინაციის დროს ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობა უნდა იყოს მეზობელი ქვეყნის შესაბამისი სუბიექტის მიერ იმავე ტრანზაქციის თაობაზე წარდგენილი ნომინირებული ელექტროენერგიის მოცულობის ტოლი (გარე შესაბამისობა).

3. თუ ნომინაცია ერთდროულად მოიცავს შიდაზონალურ და ტრანსსასაზღვრო ნომინაციას, იგი ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს როგორც შიდა, ასევე, გარე შესაბამისობის მოთხოვნებს. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

 

მუხლი 22. ნომინაციის შესაბამისობის ციკლი

1. ელექტროენერგიის დღით ადრე და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია, ასევე, ტრანსსასაზღვრო ნომინაცია დადასტურებამდე გადის შესაბამისობის ციკლს. ასეთი ნომინაციის შესაბამისობის ციკლის განმავლობაში, მოწმდება ნომინაციის შიდა ან/და გარე შესაბამისობა.

2. ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია შესაბამისობის ციკლს გადის ელექტროენერგიის მიწოდების დღის წინა კალენდარული დღის 15:00 საათიდან იმავე დღის არაუგვიანეს 15:30 საათისა, ხოლო ამ წესების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნომინაცია – ელექტროენერგიის მიწოდების დღის წინა კალენდარული დღის 19:00 საათიდან არაუგვიანეს იმავე დღის 19:30 საათისა.

3. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაცია და ტრანსსასაზღვრო ნომინაცია შესაბამისობის ციკლს გადის შესაბამისი ნომინაციის წარდგენის ვადის ამოწურვიდან ერთი საათის განმავლობაში, იმავე კალენდარული დღის 11:00 საათიდან არაუგვიანეს იმავე კალენდარული დღის 12:00 საათისა.

4. ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ან/და ტრანსსასაზღვრო ნომინაციის შიდა ან/და გარე შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ნომინაციის  შესაბამისობის ციკლის დაწყებიდან ყოველ 15 წუთში ერთხელ (ერთი საათის განმავლობაში), დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, ბაზრის ოპერატორის მიერ, პლატფორმის მეშვეობით, ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება ნომინაციის შიდა ან/და გარე შეუსაბამობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ შესწორებული ნომინაციის წარდგენა ხდება შეტყობინების მიღებიდან შესაბამისი ნომინაციისათვის დადგენილი შესაბამისობის ციკლის პერიოდის ამოწურვამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 23. ნომინაციის დადასტურება

1.  ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია ბაზრის ოპერატორის მიერ დასტურდება პლატფორმის მეშვეობით, ნომინაციის შესაბამისობის ციკლის დასრულებისთანავე. აღნიშნულის შესახებ ბაზრის ოპერატორი აცნობებს ბირჟის ოპერატორსა და შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს, პლატფორმიდან ელექტრონულ ფოსტაზე ავტომატურად გაგზავნილი შეტყობინებით. ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შედეგების ამსახველი ნომინაცია დასტურდება ნომინაციის შესაბამისობის ციკლის გავლის გარეშე.

2. თუ ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციის და ტრანსსასაზღვრო ნომინაციის შესაბამისობის ციკლის განმავლობაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შესწორებული ნომინაცია და ვერ დადგინდა ნომინაციის შიდა ან/და გარე შესაბამისობა, ბაზრის ოპერატორი იყენებს ვაჭრობის (ელექტროენერგიის გადადინებების) უმცირეს ნომინალურ მოცულობას. აღნიშნულის შესახებ, ნომინაციის შესაბამისობის ციკლის დასრულებისთანავე, ბაზრის ოპერატორი აცნობებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, პლატფორმიდან ელექტრონულ ფოსტაზე ავტომატურად გაგზავნილი შეტყობინებით.

3. თუ ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციის და ტრანსსასაზღვრო ნომინაციის შესაბამისობის ციკლის განმავლობაში არ იქნა გამოვლენილი ნომინაციის შიდა ან/და გარე შეუსაბამობა, ბაზრის ოპერატორი  დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს ნომინაციის დადასტურების შესახებ აცნობებს შესაბამისი ნომინაციის შესაბამისობის ციკლის ამოწურვისთანავე, პლატფორმიდან ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებით.

4. ნომინაციის წარდგენის გარეშე ელექტროენერგიის წარმოებული ან/და მოხმარებული მოცულობა ითვლება უბალანსობად. ასევე, დადასტურებული ნომინაციიდან გადახრა ითვლება უბალანსობად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

თავი IV

დაბალანსების მომსახურების მიწოდება

მუხლი 24. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი

1.გადამცემი სისტემის ოპერატორი სიხშირის შენარჩუნების რეზერვსა და სიხშირის აღდგენის რეზერვს შეისყიდის საბალანსო სიმძლავრისა/საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის/ტენდერების მეშვეობით, იმ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისგან, რომელიც კვალიფიცირებულია შესაბამის საბალანსო პროდუქტზე.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ავარიულ რეზერვს შეისყიდის ტენდერის გარეშე, ამ წესების VI თავით დადგენილი წესით, იმ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისგან, რომელიც კვალიფიცირებულია ავარიულ რეზერვზე.

 

მუხლი 25. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მოპოვება

1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მოსაპოვებლად, დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა უნდა გაიაროს შემდეგი ეტაპები:

ა) გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენა;

ბ) საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაცია;

გ) პლატფორმაზე რეგისტრაცია.

2. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმას, დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით, შეიმუშავებს გადამცემი სისტემის ოპერატორი და ამტკიცებს კომისია. განმცხადებლის მიერ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადება მიიჩნევა ბაზარზე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად მონაწილეობის შესახებ გადამცემი სისტემის ოპერატორსა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შორის დადებულ გარიგებად.

 

მუხლი 26. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენა

1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით, შესაბამისი ობიექტისათვის, გადამცემი სისტემის ოპერატორს  უნდა წარედგინოს:

ა) ელექტროსადგურის შემთხვევაში:

ა.ა) ელექტროსადგურის ტექნიკური მახასიათებლები (საპასპორტო მონაცემების შესაბამისად);

ა.ბ) ელექტრული ცალხაზოვანი სქემა/სქემები;

ბ) ობიექტისათვის (გარდა ელექტროსადგურისა):

ბ.ა) ობიექტის ტექნიკური მახასიათებლები (საპასპორტო მონაცემების შესაბამისად);

ბ.ბ) ობიექტის ელექტრული ცალხაზოვანი სქემა/სქემები.

გ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადების კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია ან/და დოკუმენტი.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი, განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ამოწმებს განმცხადებლის მიერ წარდგენილ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს. თუ განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია სრულყოფილია, განცხადების განხილვის ხსენებული ვადის ამოწურვიდან მეორე სამუშაო დღიდან განმცხადებელი გადის კვალიფიკაციის პროცესს, რომელიც წარიმართება ამ წესების 27-ე მუხლის შესაბამისად.

3. თუ განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი, გადამცემი სისტემის ოპერატორი, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად, განმცხადებელს განუსაზღვრავს არანაკლებ 5 სამუშაო დღეს.

4. თუ განმცხადებელი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ვერ აღმოფხვრის ხარვეზს, განმცხადებლის განცხადება რჩება განუხილველად, რის შესახებაც, გადამცემი სისტემის ოპერატორი არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელახლა მიმართოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით, ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 27. კვალიფიკაციის პროცესი

1. კვალიფიკაციის პროცესი უნდა დასრულდეს არაუმეტეს 45 სამუშაო დღეში.

2. კვალიფიკაციის პროცესის გავლის შედეგად უნდა დადასტურდეს, რომ ობიექტი აკმაყოფილებს ამ წესების დანართით შესაბამისი საბალანსო პროდუქტისათვის დადგენილ მახასიათებლებს.

3. კვალიფიკაციის პროცესში ჩასატარებელი ტესტები განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ შემუშავებული საბალანსო პროდუქტზე საკვალიფიკაციო პროცედურის განმსაზღვრელი ინსტრუქციით, რომელსაც გადამცემი სისტემის ოპერატორი აქვეყნებს თავის ვებგვერდზე.

4. თუ განმცხადებელი წარმატებით ვერ გაივლის საბალანსო პროდუქტზე   საკვალიფიკაციო რომელიმე ტესტს, გადამცემი სისტემის ოპერატორი განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომლითაც გამოვლენილი ხარვეზის/ხარვეზების აღმოსაფხვრელად გაუგრძელებს მიმდინარე საბალანსო პროდუქტზე საკვალიფიკაციო ტესტის ვადას არანაკლებ 5  სამუშაო დღით.

5. თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს გამოვლენილი ხარვეზის/ხარვეზების აღმოფხვრას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი უარს ამბობს განმცხადებლისათვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მინიჭებაზე, რის შესახებაც, დამატებითი ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, განმცხადებელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, სათანადო დასაბუთებით. ასეთ შემთხვევაში, განმცხადებელი უფლებამოსილია, გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელახლა მიმართოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადებით, ამ წესების 26-ე მუხლის შესაბამისად.

6. თუ განმცხადებელი წარმატებით გაივლის საბალანსო პროდუქტზე საკვალიფიკაციო ტესტებს, აღნიშნულის დასადასტურებლად გადამცემი სისტემის ოპერატორი კვალიფიკაციის პროცესის დასრულებისთანავე ადგენს წერილობით ოქმს, რომელსაც იმავე დღეს უგზავნის განმცხადებელს.

7. განმცხადებელს საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაცია ენიჭება 2 წლის ვადით. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს, საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის ვადის გასვლის თარიღამდე არანაკლებ 45 კალენდარული დღით ადრე, მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის ვადის განახლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, განმეორებით გაიაროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო ტესტები. საკვალიფიკაციო ტესტების წარმატებით გავლის შემთხვევაში, რაც დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი ოქმით, საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის ვადა ექვემდებარება უწყვეტად განახლებას, დამატებით 2 წლის ვადით.

8. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს მოსთხოვოს კვალიფიკაციის პროცესის ხელახლა გავლა იმ შემთხვევაში, თუ:

ა) საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელ ობიექტზე იგეგმება ისეთი ცვლილებები, როგორიცაა ობიექტის ადგილობრივი მართვის სისტემის მოწყობილობების განახლება ან/და მართვის პარამეტრების ცვლილება და რაც, სავარაუდოა, რომ გავლენას მოახდენს შესაბამისი საბალანსო პროდუქტის ამ წესების დანართით დადგენილი მახასიათებლების დაცვით მიწოდებაზე;

ბ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნისთანავე, შესაბამისი საბალანსო პროდუქტის ამ წესების დანართით დადგენილი მახასიათებლების დაცვით, ვერ უზრუნველყო საბალანსო პროდუქტის მიწოდება.

9. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს გადამცემი სისტემის ოპერატორის ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების/გარემოებების დადგომის შესახებ.

10. საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი ობიექტის ერთი აგრეგატი/ენერგობლოკი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთზე მეტი საბალანსო პროდუქტის მისაწოდებლად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 28. რეგისტრაცია. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მოპოვება

1. განმცხადებელს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი და საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება ენიჭება საბალანსო პროდუქტზე საკვალიფიკაციო ტესტების წარმატებით გავლის დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, პლატფორმაზე რეგისტრაციის მომენტიდან. პლატფორმაზე რეგისტრაცია ხდება საბალანსო პროდუქტზე საკვალიფიკაციო ტესტების წარმატებით გავლის დამადასტურებელი ოქმის შედგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.

2. განმცხადებლისათვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მინიჭების შესახებ, სტატუსის მინიჭების დღეს, ეცნობება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს და კომისიას.

3. განმცხადებელს ბაზარზე ვაჭრობის ან/და ავარიული სწრაფი რეზერვის მიწოდების უფლება აქვს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის მინიჭებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 29. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერება

1. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შეუჩერებს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს, თუ:

ა) სახეზეა ამ წესების 36-ე მუხლის მე-4 პუნქტით ან/და მე-40 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა;

ბ) საბალანსო პროდუქტზე კვალიფიცირებული არც ერთი ობიექტი არ აკმაყოფილებს შესაბამისი საბალანსო პროდუქტის მახასიათებლებს, რაც დადგენილია ამ წესების დანართით;

გ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შეუჩერდა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი;

დ) ამ წესების 27-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის პროცესის ხელახლა გავლამდე.

3. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს ცალკეული საბალანსო პროდუქტის/პროდუქტების მიწოდების უფლება უჩერდება, თუ:

ა) საბალანსო პროდუქტზე კვალიფიცირებული შესაბამისი ობიექტი აღარ აკმაყოფილებს ამ წესების დანართით შესაბამისი საბალანსო პროდუქტისათვის დადგენილ მახასიათებლებს;

ბ) ამ წესების მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გაუქმდა ის დაბალანსების ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებულია საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი ობიექტი და ასეთი დაბალანსების ჯგუფის მიკუთვნება მოხდა სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის;

გ) (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

4. ცალკეული საბალანსო პროდუქტის/პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერება არ იწვევს დაბალანსების მომსახურების მომწოდებლის სტატუსის შეჩერებას, თუ ამავე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ქვეშ არსებულ სხვა დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში გაერთიანებულია საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი სხვა ობიექტი/ობიექტები. ასეთის არარსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.  

5. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

6. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

7. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეჩერება იწვევს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ბაზარზე მონაწილეობის შეჩერებას, ხოლო ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერება – შესაბამისი ობიექტის მიერ საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერებას.

8. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერება გავლენას არ ახდენს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერებამდე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ამ წესების საფუძველზე წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე.

9. საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი ობიექტის, როგორც დაბალანსების ჯგუფის, სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ქვეშ გაერთიანების შემთხვევაში, ეს უკანასკნელი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ხსენებულ ობიექტზე იძენს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს ობიექტის საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის დარჩენილი ვადით. ასეთ შემთხვევაში, შესაბამის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირზე სრულად ვრცელდება დაბალანსების მომსახურების მიწოდებისათვის ამ წესებით დადგენილი წესები.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 29​1. გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისათვის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების წესი

1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების ამ წესების 29-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლის/საფუძვლების გამოვლენის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს დაუყოვნებლივ უგზავნის წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს დარღვეული ვალდებულების/ვალდებულებების სამართლებრივი საფუძველი (ამ წესების შესაბამისი დათქმა/დათქმები) და ვალდებულების შესრულების მოთხოვნა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი გაფრთხილებით გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ 72 საათის ოდენობით, რომელიც აითვლება წერილობითი გაფრთხილების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღების მომენტიდან. წერილობითი გაფრთხილება უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ ამ გაფრთხილებით განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ბაზარზე მონაწილეობის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერებას.

3. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი არ უზრუნველყოფს ვალდებულების შესრულებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უგზავნის განმეორებით წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც უნდა მიეთითოს დარღვეული ვალდებულების/ვალდებულებების სამართლებრივი საფუძველი (ამ წესების შესაბამისი დათქმა/დათქმები) და ვალდებულების შესრულების მოთხოვნა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განმეორებითი წერილობითი გაფრთხილებით გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შესაბამისი ვალდებულების შესრულებისათვის განუსაზღვრავს დამატებით ვადას არანაკლებ 48 საათის ოდენობით, რომელიც აითვლება განმეორებითი წერილობითი გაფრთხილების დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიღების მომენტიდან. განმეორებითი წერილობითი გაფრთხილება უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ ამ გაფრთხილებით განსაზღვრულ დამატებით ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ბაზარზე მონაწილეობის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერებას.

5. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამის წერილობით გაფრთხილებაში მითითებული ვალდებულების/ვალდებულებების შესრულებას, სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების ღონისძიებები არ გამოიყენება.

6. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი არ უზრუნველყოფს ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დამატებით ვადაში, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უჩერდება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება, რაც იწვევს ბაზარზე მისი მონაწილეობის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერებას.

7. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება შეიძლება შეუჩერდეს ამ მუხლის მე-2 ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის დაწესების გარეშე, თუ:

ა) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი არ ასრულებს ან უარს აცხადებს ამ წესებით განსაზღვრული ვალდებულების/ვალდებულებების შესრულებაზე და აშკარაა, რომ დამატებითი ვადის დაწესებას არავითარი შედეგი არ ექნება;

ბ) სახეზეა დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეჩერების ამ წესების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით და იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი/საფუძვლები.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების დღიდან, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს და კომისიას წერილობით აცნობებს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების შესახებ. წერილობით შეტყობინებაში უნდა მიეთითოს:

ა) გარემოება/გარემოებები, რამაც გამოიწვია დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერება, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის/საფუძვლების მითითებით;

ბ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების აღდგენის წინაპირობები (ასეთის არსებობისას).

9. იმ შემთხვევაში, თუ აღმოიფხვრება ის გარემოება/გარემოებები, რაც გახდა დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეჩერების საფუძველი, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ პირს აღუდგენს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლებას, შესაბამისი გარემოების/გარემოებების აღმოფხვრასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების აღდგენის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ იმავე დღეს აცნობოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს და კომისიას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 30. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტა

1. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს შეუწყვეტს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს, თუ:

ა) შეუწყდა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი;

ბ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი შეჩერებული აქვს 6-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;

გ) ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება შეჩერებული აქვს 6-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში და არც ერთი სხვა ობიექტი (ასეთის არსებობისას) არ აკმაყოფილებს შესაბამისი საბალანსო პროდუქტის მახასიათებლებს, რაც დადგენილია ამ წესების დანართით;

დ) არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ბაზარზე მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ;

ე) ვერ გაიარა ხელახალი კვალიფიკაციის პროცესი, ამ წესების 27-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) გავიდა საბალანსო პროდუქტზე ამ წესების 27-ე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული კვალიფიკაციის ვადა და იმავე პუნქტის შესაბამისად არ მომხდარა კვალიფიკაციის განახლება.

3. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს ცალკეული საბალანსო პროდუქტის/პროდუქტების მიწოდების უფლება უწყდება, თუ:

ა) ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება შეჩერებული აქვს 6-თვიანი უწყვეტი პერიოდის განმავლობაში;

ბ) არსებობს კომისიის ან სასამართლოს გადაწყვეტილება ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტის შესახებ.

4. ცალკეული საბალანსო პროდუქტის/პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტა არ იწვევს დაბალანსების მომსახურების მომწოდებლის სტატუსის შეწყვეტას, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.   

5. ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს სტატუსი ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება უწყდება სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტის შესაბამისი საფუძვლის/საფუძვლის გამოვლენისთანავე, იმავე დღეს, თუმცა, ასეთი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღეს.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღეს, სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი დასაბუთებით, აცნობოს კომისიას და იმ პირს/დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, რომელსაც შეუწყდა დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლება.

7. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის შეწყვეტა იწვევს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის ბაზარზე მონაწილეობის შეწყვეტას, ხოლო ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტა – შესაბამისი ობიექტის მიერ საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტას.

8. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტამდე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის ამ წესების საფუძველზე წარმოშობილ უფლებებსა და ვალდებულებებზე.

9. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების შეწყვეტა პირს არ ართმევს უფლებას, ამ წესებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, გადამცემი სისტემის ოპერატორს ხელახლა მიმართოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის ან ცალკეულ საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის მოპოვების შესახებ განცხადებით. ასეთ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი უნდა დარწმუნდეს, რომ აღმოფხვრილია ყველა ის გარემოება, რამაც წარსულში გამოიწვია ამ პირისათვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის ან ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების  შეწყვეტა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

თავი V

საბალანსო სიმძლავრისა და საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერი, ბაზარზე ვაჭრობა

მუხლი 31. საბალანსო სიმძლავრის ტენდერის გამოცხადება

1. საბალანსო სიმძლავრის ტენდერი ბაზრის ოპერატორის მიერ ცხადდება სიხშირის შენარჩუნების რეზერვის ან/და სიხშირის აღდგენის რეზერვის შესყიდვაზე ელექტროენერგიის მიწოდების ყოველი კვირის პერიოდისთვის. სატენდერო განაცხადების მიღება იწყება ელექტროენერგიის მიწოდების ყოველი კვირის პერიოდის წინა კალენდარული კვირის ორშაბათს 07:30 საათზე და იხურება იმავე კალენდარული კვირის ხუთშაბათს 15:00 საათზე.

2. ტენდერით შესასყიდი საბალანსო სიმძლავრის მოცულობა განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის პროგნოზირებით, ქსელის წესებით დადგენილი წესით. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, საბალანსო სიმძლავრის ტენდერის გამოცხადების თარიღამდე არაუგვიანეს 2 კალენდარული დღით ადრე ბაზრის ოპერატორს მიაწოდოს ინფორმაცია ტენდერით შესასყიდი საბალანსო სიმძლავრის მოცულობის შესახებ.

3. სიხშირის აღდგენის რეზერვის საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადები მიიღება ელექტროენერგიის მიწოდების კვირის თითოეული კალენდარული დღისთვის, 6 ბლოკად. თითოეული ბლოკი მოიცავს უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხ პერიოდს. სატენდერო განაცხადით თითოეულ ბლოკზე მითითებული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა და ფასი გამოიყენება ერთი ბლოკში შემავალი უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხივე პერიოდისათვის.

4. სატენდერო განაცხადები სიხშირის აღდგენის რეზერვზე, თითოეულ ბლოკზე, წარდგენილ უნდა იქნეს მომატებასა ან/და მოკლებაზე.

5. სიხშირის შენარჩუნების რეზერვის საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადები მიიღება ელექტროენერგიის მიწოდების კვირის თითოეული კალენდარული დღისთვის, ერთ ბლოკად, რომელიც მოიცავს უბალანსობის ანგარიშსწორების ოცდაოთხ პერიოდს. სატენდერო განაცხადით ბლოკზე მითითებული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა და ფასი გამოიყენება ბლოკში შემავალი უბალანსობის ანგარიშსწორების ოცდაოთხივე პერიოდისათვის.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 32. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადის წარდგენა

1. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადს წარადგენს ტენდერით გამოცხადებულ შესაბამის საბალანსო პროდუქტზე კვალიფიცირებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ საბალანსო სიმძლავრის ტენდერით გამოცხადებულ საბალანსო პროდუქტზე სატენდერო განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს არაუმეტეს იმ მოცულობის ფარგლებში, რომელზეც კვალიფიცირებულია.

1​1. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი სატენდერო განაცხადს წარადგენს სიხშირის აღდგენის რეზერვზე, მის მიერ ასევე წარდგენილ უნდა იქნეს სატენდერო განაცხადი საბალანსო ელექტროენერგიაზე. 

1​2. კუნძულოვან სქემაში მოხვედრის შემთხვევაში, კუნძულოვან სქემაში მოხვედრის მომენტიდან დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს ეკრძალება საბალანსო სიმძლავრის ტენდერის მიმდინარეობისას სატენდერო განაცხადის წარდგენა.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისიასთან შეთანხმებით, აწესებს საბალანსო სიმძლავრის ფასის ზღვრებს, რომლებიც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს არ უნდა ართმევდეს საშუალებას, სატენდერო განაცხადში მიუთითოს გონივრული ფასი.

3. სატენდერო განაცხადში უნდა მიეთითოს:

ა) ელექტროენერგიის მიწოდების კვირისათვის შეთავაზებული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა მეგავატში;

ბ) ელექტროენერგიის მიწოდების კვირისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების ერთ პერიოდზე შეთავაზებული საბალანსო სიმძლავრის ფასი ერთი მეგავატისათვის;

გ) საბალანსო ელექტროენერგიის ფასი (მეგავატ-საათისათვის) (სატენდერო განაცხადის სიხშირის აღდგენის რეზერვზე წარდგენის შემთხვევაში).

4. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ სატენდერო განაცხადის შეცვალა ან გაუქმება დასაშვებია სატენდერო განაცხადის მიღების ვადის ამოწურვამდე. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესაძლოა წარდგენილ იქნეს ერთი ან მეტი სატენდერო განაცხადი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 33. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე დამატებითი სატენდერო განაცხადების მიღება

1. თუ საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადების მიღებისათვის ამ წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ წარდგენილი სატენდერო განაცხადებით გათვალისწინებული საბალანსო სიმძლავრის ჯამური მოცულობა ნაკლებია ელექტროენერგიის მიწოდების კვირისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ პროგნოზირებულ შესასყიდ საბალანსო სიმძლავრის მოცულობაზე, საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე გრძელდება დამატებითი სატენდერო განაცხადების მიღება საბალანსო სიმძლავრის დარჩენილ შეუსყიდავ მოცულობაზე. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე დამატებითი სატენდერო განაცხადების წარსადგენად ბაზრის ოპერატორი იწვევს დამატებით შესასყიდ შესაბამის რეზერვზე კვალიფიცირებულ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე დამატებითი სატენდერო განაცხადების წარდგენის შესახებ ბაზრის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლებს შეტყობინებას უგზავნის ამ წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატენდერო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვის დღეს. 

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე დამატებითი სატენდერო განაცხადების მიღება გრძელდება და საბალანსო სიმძლავრის ტენდერი იხურება მომდევნო დღის 15:00 საათზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 34. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადების შერჩევა

1. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განაცხადების შერჩევა ხდება სატენდერო განაცხადების მიღების ვადის ამოწურვისთანავე. სატენდერო განაცხადების შერჩევის კრიტერიუმია სატენდერო განაცხადში მითითებული საბალანსო სიმძლავრის ფასი. შერჩევა ხდება ყველაზე დაბალი ფასის მიხედვით.

2. სატენდერო განაცხადები შეირჩევა ტენდერით შესასყიდი საბალანსო სიმძლავრის საჭირო მოცულობის სრულად შევსებამდე. 

3. სატენდერო განაცხადების შერჩევის დასრულებისთანავე, ბაზრის ოპერატორი საბალანსო სიმძლავრის ტენდერში მონაწილე თითოეულ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უგზავნის შეტყობინებას მის მიერ წარდგენილი სატენდერო განაცხადის/განაცხადების შედეგის შესახებ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 35. საბალანსო სიმძლავრის ღირებულების განსაზღვრა

1. საბალანსო სიმძლავრის შესყიდვა ხდება გაცხადებული ფასით. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისათვის გადასახდელი საბალანსო სიმძლავრის ღირებულების დაანგარიშება ხდება თითოეული ბლოკის მიხედვით, შემდეგი კომპონენტების ნამრავლით: სატენდერო განაცხადით გათვალისწინებული საბალანსო სიმძლავრის მოცულობა (მეგავატი), უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდების რაოდენობა და საბალანსო სიმძლავრის ფასი.

2. (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 36. საბალანსო სიმძლავრის მიწოდება

1. ელექტროენერგიის მიწოდების კვირის განმავლობაში, საბალანსო სიმძლავრის ტენდერით შესყიდული რეზერვის გააქტიურების კონკრეტულ დროს განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე შერჩეული სატენდერო განაცხადით გათვალისწინებული რეზერვი მიაწოდოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მიწოდების კვირის განმავლობაში გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დროს, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ აწვდის საბალანსო სიმძლავრეს შერჩეული სატენდერო განაცხადის შესაბამისად, იგი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს იმავე დღეს აცნობოს უბალანსობის ანგარიშსწორების ის პერიოდი/პერიოდები, როდესაც ვერ ახდენს საბალანსო სიმძლავრის  მიწოდებას.

3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მიწოდების კვირის განმავლობაში, უბალანსობის ანგარიშსწორების რომელიმე პერიოდში/პერიოდებში, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს საბალანსო სიმძლავრის მიწოდებას, მას არ უნაზღაურდება საბალანსო სიმძლავრის ღირებულება უბალანსობის ანგარიშსწორების იმ პერიოდზე/პერიოდებზე, რომლის დროსაც მის მიერ საბალანსო სიმძლავრე ვერ იქნა მიწოდებული.

4. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ელექტროენერგიის მიწოდების თორმეტ უწყვეტ პერიოდში სამჯერ ვერ უზრუნველყოფს საბალანსო სიმძლავრის გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მიწოდებას, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უჩერებს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 37. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის გამოცხადება

1. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერი ცხადდება სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვზე და სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვზე, თითოეული რეზერვისათვის ცალ-ცალკე, ელექტროენერგიის მიწოდების თითოეული კალენდარული დღის წინა კალენდარული დღეს 00:00 საათზე და იხურება იმავე დღეს 15:00 საათზე.

2. სიხშირის აღდგენის რეზერვის საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე სატენდერო განაცხადები მიიღება 6 ბლოკად. თითოეული ბლოკი მოიცავს უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხ პერიოდს. სატენდერო განაცხადით თითოეულ ბლოკზე მითითებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა და ფასი გამოიყენება ერთი ბლოკში შემავალი უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხივე პერიოდისათვის.

3. სატენდერო განაცხადები სიხშირის აღდგენის რეზერვზე, თითოეულ ბლოკზე, წარდგენილ უნდა იქნეს მომატებასა ან/და მოკლებაზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 38. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე სატენდერო განაცხადის წარდგენა

1. სატენდერო განაცხადი მიიღება ამ წესების 37-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ დროის პერიოდში. სატენდერო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს ტენდერით გამოცხადებულ სიხშირის აღდგენის შესაბამის რეზერვზე, არაუმეტეს იმ მოცულობის ფარგლებში, რომელზეც კვალიფიცირებულია დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი.

1​1. კუნძულოვან სქემაში მოხვედრის მომენტიდან დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს ეკრძალება საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერის მიმდინარეობისას სატენდერო განაცხადის წარდგენა.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი, კომისიასთან შეთანხმებით, აწესებს საბალანსო ელექტროენერგიის ფასის ზღვრებს, რომლებიც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს არ უნდა ართმევდეს საშუალებას, სატენდერო განაცხადში მიუთითოს გონივრული ფასი.

3. სატენდერო განაცხადში უნდა მიეთითოს:

ა) შეთავაზებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა (მეგავატში);

ბ) საბალანსო ელექტროენერგიის შეთავაზებული ფასი მეგავატ-საათში.

4. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესაძლოა წარდგენილ იქნეს ერთი ან მეტი სატენდერო განაცხადი. სატენდერო განაცხადი შესაძლოა წარდგენილ იქნეს, ასევე, იმ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ, რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია საბალანსო სიმძლავრის ტენდერში.

5. საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე წარდგენილ სატენდერო განაცხადში დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ საბალანსო ელექტროენერგიისათვის მითითებული ფასი ავტომატურად ისახება საბალანსო ელექტრონერგიის ტენდერის სისტემაში.

6. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, რომლის სატენდერო განაცხადი შეირჩა საბალანსო სიმძლავრის ტენდერში, უფლება აქვს, საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადით შეამციროს საბალანსო სიმძლავრის ტენდერში შერჩეულ სატენდერო განაცხადში საბალანსო ელექტროენერგიისათვის მითითებული ფასი ან/და წარადგინოს საბალანსო ელექტროენერგიის დამატებით მოცულობაზე სხვა სატენდერო განაცხადი.

7. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, რომლის სატენდერო განაცხადი შეირჩა საბალანსო სიმძლავრის ტენდერში, უფლება არ აქვს, საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადით გაზარდოს საბალანსო სიმძლავრის ტენდერში შერჩეულ სატენდერო განაცხადში საბალანსო ელექტროენერგიისათვის მითითებული ფასი, თუმცა, მას უფლება აქვს, წარადგინოს დამატებითი სატენდერო განაცხადი მაღალი ფასით.

8. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომატებად სიხშირის აღდგენის რეზერვზე წარდგენილი სატენდერო განაცხადის დადებითი ფასი განსაზღვრავს საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურებისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისთვის გადასახდელ ღირებულებას, ხოლო იმავე რეზერვზე წარდგენილი სატენდერო განაცხადის უარყოფითი ფასი („-“ ნიშნით) – გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებისთვის გადასახდელ ღირებულებას.  

9. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ მოკლებად სიხშირის აღდგენის რეზერვზე წარდგენილი სატენდერო განაცხადის დადებითი ფასი განსაზღვრავს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურებისათვის გადასახდელ ღირებულებას, ხოლო სატენდერო განაცხადის უარყოფითი ფასი - გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლისათვის გადასახდელ ღირებულებას.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 39. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადების შერჩევა

1. საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადების შესაბამისად, ელექტროენერგიის მიწოდების დღისათვის დგება რანჟირების სია, როგორც შემცირებად, ისე მომატებად რეზერვზე. რანჟირების სია იყოფა 6 ბლოკად.  თითოეული ბლოკი მოიცავს უბალანსობის ანგარიშსწორების ოთხ პერიოდს.

2.  საბალანსო ელექტროენერგიის ფასი ყალიბდება უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის. რანჟირების სიის მიხედვით გასააქტიურებელი სატენდერო განაცხადის შერჩევა ხდება სატენდერო განაცხადის უმცირესი ფასის პრინციპით. გადატვირთვის/ავარიის მართვის ღონისძიებებისათვის სატენდერო განაცხადები შეირჩევა ქსელის წესებით დადგენილი წესით.

3. სატენდერო განაცხადების შერჩევის დასრულებისთანავე, ბაზრის ოპერატორი ტენდერში მონაწილე თითოეულ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უგზავნის შეტყობინებას მის მიერ წარდგენილი სატენდერო განაცხადის/განაცხადების შედეგის შესახებ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 40. საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება და ანგარიშსწორების მექანიზმი

1. ელექტროენერგიის მიწოდების კვირის განმავლობაში საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერით შესყიდული საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურების კონკრეტულ დროს განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე შერჩეული სატენდერო განაცხადით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენეგია მიაწოდოს გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად.

2. თუ უბალანსობის ანგარიშსწორების კონკრეტულ პერიოდში/პერიოდებში დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვერ ასრულებს საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდების ვალდებულებას შერჩეული სატენდერო განაცხადის შესაბამისად, იგი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს დაუყონებლივ მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი უბალანსობის ანგარიშსწორების  პერიოდი/პერიოდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ახდენს რანჟირების სიაში შესაბამისი სატენდერო განაცხადის დაბლოკვას.

3. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წინასწარ არ მოხდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება და რეალურ დროში საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურებისთანავე დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ არ ან ვერ მოხდა საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდება, მიუწოდებელი საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა გაითვალისწინება შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის უბალანსობის გამოთვლისას და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს არ უნაზღაურდება საბალანსო სიმძლავრის ღირებულება უბალანსობის ანგარიშსწორების იმ პერიოდზე/პერიოდებზე, რომლის დროსაც მის მიერ საბალანსო ელექტროენერგია ვერ იქნა მიწოდებული.

4. თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი საბალანსო ელექტროენერგიის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს საანგარიშო პერიოდში სამჯერ, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს უჩერებს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ამ წესების 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

5. გადამცემი სისტემის ოპერატორი შერჩეულ სატენდერო განაცხადს/განაცხადებს იყენებს ელექტროენერგეტიკული სისტემის დაბალანსების, მათ შორის, გადატვირთვის/ავარიის მართვის ღონისძიებებისათვის. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უფლება არ აქვს,  შერჩეული სატენდერო განაცხადით/განაცხადებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტრონერგიით ივაჭროს დღიურ ბაზარზე, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ იმავე სატენდერო განაცხადით/განაცხადებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგიის დაბალანსებისთვის, მათ შორის, გადატვირთვის მართვის ღონისძიებებისათვის გამოყენების დასრულებამდე. ეს წესი არ ვრცელდება გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის გარდა, ობიექტის მიერ დამატებით გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე.

6. საბალანსო ელექტროენერგიის გააქტიურების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდება ზღვრული ფასით.

7. თუ საბალანსო ელექტროენერგიის ტენდერზე წარდგენილი სატენდერო განაცხადით/განაცხადებით გათვალისწინებული საბალანსო ელექტროენერგია გააქტიურებულ იქნა გადატვირთვის/ავარიის მართვის ღონისძიებებისთვის, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება აუნაზღაურდება გაცხადებული ფასით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

თავი VI

ავარიული სწრაფი რეზერვის მიწოდება და ანგარიშსწორების მექანიზმი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

მუხლი 41. ავარიული სწრაფი რეზერვის ფასი

1. ავარიული სწრაფი რეზერვის შესყიდვა ხდება კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად კომისიის მიერ დადგენილი ტარიფით.

2. ავარიული სწრაფი რეზერვის წყაროდან გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგია ანაზღაურდება კომისიის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად კომისიის მიერ ავარიული სწრაფი რეზერვის თითოეული წყაროსთვის გაანგარიშებული ელექტროენერგიის ტარიფით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 42. ავარიული სწრაფი რეზერვის მიწოდება და ანგარიშსწორების მექანიზმი

1. ავარიული სწრაფი რეზერვის გააქტიურების კონკრეტულ დროს და გასააქტიურებელი ავარიული სწრაფი რეზერვის მოცულობას განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორი. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შესაბამისად, მიაწოდოს ავარიული სწრაფი რეზერვი.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, ავარიული სწრაფი რეზერვის წყაროდან გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგია გამოიყენოს დაბალანსების, მათ შორის, გადატვირთვის/ავარიის მართვის ღონისძიებებისთვის.

3. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ დროს და მისივე მოთხოვნის შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს ავარიული სწრაფი რეზერვის მიწოდებას, იგი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია უბალანსობის ანგარიშსწორების იმ პერიოდის/პერიოდების შესახებ, რომელ პერიოდშიც/პერიოდებშიც მის მიერ ვერ ხერხდება ავარიული სწრაფი რეზერვის მიწოდება.

4. თუ გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის წინასწარ არ მოხდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება, დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის მიერ ავარიული სწრაფი რეზერვის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მიუწოდებელი ავარიული სწრაფი რეზერვის, როგორც გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის, მოცულობა გაითვალისწინება შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის უბალანსობის მოცულობის გამოთვლისას.

5. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს საბალანსო სიმძლავრის ღირებულება არ აუნაზღაურდება უბალანსობის ანგარიშსწორების იმ პერიოდზე/პერიოდებზე, რომელ პერიოდზეც/პერიოდებზეც მის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის არ ან ვერ იქნა მიწოდებული ავარიული სწრაფი რეზერვი.

6. დაბალანსებისათვის გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება გაითვალისწინება ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობის მოცულობისა და ფასის გაანგარიშებისას. გადატვირთვის/ავარიის მართვის ღონისძიებების, მათ შორის, ამ წესების 53​2 მუხლის შესაბამისად მოსარგებლებზე გაუთვალისწინებელი ზემოქმედების (თუ ხსენებული ღონისძიების გამოყენება ხდება გადატვირთვის/ავარიის სამართავად) დროს გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს აუნაზღაურდება ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

თავი VII

უბალანსობის მოცულობისა და ფასის გამოთვლა

მუხლი 43. უბალანსობის მოცულობის გამოთვლა

1. უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დაბალანსების ჯგუფის მიხედვით უბალანსობის მოცულობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

 

სადაც:

Q BG,IMB,ISP   –  დაბალანსების ჯგუფის უბალანსობის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

Q BG,IN – დაბალანსების ჯგუფის მიერ ქსელში გაცემული აღრიცხული ელექტროენერგიის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

Q BG,OUT – დაბალანსების ჯგუფის მიერ ქსელიდან მიღებული აღრიცხული ელექტროენერგიის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

Q_BG,PUR,ISP – განიმარტება შემდეგნაირად:

 

სადაც:

QBG,PUR,ISP   –  დაბალანსების ჯგუფისთვის შესყიდული ელექტროენერგიის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

QBG,PUR.NOM,ISP – ელექტროენერგიის ყიდვის ნომინაციები დაბალანსების ჯგუფის მიხედვით, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

QDown,BR –   სატენდერო განაცხადების მიხედვით მოკლებად საბალანსო პროდუქტზე გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში (მეგავატ-საათში);

QBG,SOLD,ISP  – განიმარტება შემდეგნაირად:

QBG,SOLD,ISP – დაბალანსების ჯგუფის მიხედვით გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

QBG,PUR.NOM,ISP – ელექტროენერგიის ყიდვის ნომინაციები დაბალანსების ჯგუფის მიხედვით, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში;

QUP,BR –  სატენდერო განაცხადების მიხედვით მომატებად საბალანსო პროდუქტზე გააქტიურებული საბალანსო ელექტროენეგიის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში(მეგავატ-საათში). 

2. ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

QSYS,IMB,ISP –  ელექტროენერგეტიკული სისტემის უბალანსობის მოცულობა, უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში (მეგავატ-საათში);

QBG,NET.IMB,ISP  –  ყველა დაბალანსების ჯგუფის უბალანსობების სალდირებული მოცულობა (მეგავატ-საათში).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 44. უბალანსობის ფასის გამოთვლა

1. უბალანსობის ფასი გამოითვლება პლატფორმის მეშვეობით უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისათვის.

2. უბალანსობის ანგარიშსწორებისას უბალანსობის ფასი გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც:

Pimb,ISP – უბალანსობის ფასის აბსოლუტური მნიშვნელობა უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდისთვის (ლარი/მეგავატ-საათი);

 NTRBE,ISP– განიმარტება შემდეგნაირად:

NTRBE,ISP = Income BE,ISP  - Expenses BE,ISP

სადაც:

NTRBE,ISP – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის სრული მოცულობის ღირებულება;

Income BE,ISP – განიმარტება შემდეგნაირად:

Income BE,ISP = I aFRR,bal + I mFRR,bal + I ER,bal + I UD

IncomeBE,ISP – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მისაღები შემოსავალი;

IaFRR,bal – დაბალანსებისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის გააქტიურებისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მისაღები შემოსავალი;

ImFRR,bal – დაბალანსებისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვის გააქტიურებისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მისაღები შემოსავალი;

IER,bal – დაბალანსებისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ავარიული სწრაფი რეზერვის გააქტიურებისათვის და მოსარგებლეზე გაუთვალისწინებელი ზემოქმედებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მისაღები შემოსავალი;

IUD – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში უარყოფითი გაუთვალისწინებელი გადახრის მიზეზით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ მისაღები შემოსავალი;

Expenses BE,ISP  – განიმარტება შემდეგნაირად:

Expenses be,ISP = E aFRR,bal + E mFRR.bal + E ER,bal + EUD

Expenses BE,ISP  – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადასახდელი ღირებულება;

EaFRR,bal – დაბალანსებისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის გააქტიურებისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადასახდელი ღირებულება;

EmFRR.bal – დაბალანსებისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვის გააქტიურებისათვის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადასახდელი ღირებულება;

EER,bal – დაბალანსებისათვის უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში ავარიული სწრაფი რეზერვის გააქტიურებისათვის და მოსარგებლეზე გაუთვალისწინებელი ზემოქმედებით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადასახდელი ღირებულება;

EUD – უბალანსობის ანგარიშსწორების პერიოდში დადებითი გაუთვალისწინებელი გადახრის მიზეზით გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადასახდელი ღირებულება.

3. E UD  და I UD კომპონენტების მნიშვნელობისათვის, უბალანსობის ანგარიშსწორების შესაბამის პერიოდში დადებითი და უარყოფითი გაუთვალისწინებელი გადახრების ფასად აიღება ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე წინა საანგარიშო პერიოდის ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

თავი VIII

ფინანსური ანგარიშსწორება

მუხლი 45. ფინანსური ანგარიშსწორება, ანგარიშსწორების აქტი

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთან ფინანსურ ანგარიშსწორებას ახორციელებს გადამცემი სისტემის ოპერატორი. გადამცემი სისტემის ოპერატორსა და დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს შორის ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება მათ შორის გაფორმებული ანგარიშსწორების აქტის საფუძველზე.

1​1. უბალანსობის საანგარიშსწორებო მონაცემები ფორმირდება პლატფორმაზე, ნომინაციებისა და აღრიცხვის დაზუსტებული მონაცემების საფუძველზე.

2. ანგარიშსწორების აქტი წარმოადგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გასულ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების, ასევე, გასული საანგარიშო პერიოდის აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით, პლატფორმაზე უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეული პერიოდის აგრეგირებული მონაცემების საფუძველზე, თითოეული დაბალანსების ჯგუფისათვის დაანგარიშებული მთლიანი მოცულობებისა და მთლიანი ღირებულებების ჯამური მონაცემების ამსახველ დოკუმენტს. ანგარიშსწორების აქტი არ მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს.

2​1. ამ წესების 53​1 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის მიზნებისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადამდე უზრუნველყოფს პლატფორმაზე ტექნოლოგიური დარღვევით დაზარალებული პირის პოზიციის კორექტირებას იმგვარად, რომ მის ნაცვლად უბალანსობაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს სისტემის შესაბამის ოპერატორს. ამ მიზნებისთვის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ანგარიშსწორების აქტში უბალანსობის ანგარიშსწორების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში უბალანსობაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება ნულოვანი ღირებულებით, ხოლო სისტემის შესაბამისი ოპერატორის ანგარიშსწორების აქტის შესაბამის ველში გამოისახება კომპენსაციის ფარგლებში გადაკისრებული უბალანსობის/უბალანსოებების ღირებულებები.

3. ანგარიშსწორების აქტი, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-12 კალენდარული დღისა, გენერირდება ანგარიშსწორების აქტების პროგრამაში. ანგარიშსწორების აქტი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებულად ითვლება მისი ანგარიშსწორების აქტების პროგრამაში გენერირების  მომენტიდან.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი და დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული არიან, ანგარიშსწორების აქტის მიღებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყონ მისი დადასტურება. დადგენილი ვადის ამოწურვისთანავე, ანგარიშსწორების აქტი მიიჩნევა მხარეთა მიერ დადასტურებულად. ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება ანგარიშსწორების აქტის საფუძველზე, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.

5. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, ანგარიშსწორების აქტში მითითებულ მონაცემებთან დაკავშირებით, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს დასაბუთებული პრეტენზია. ანგარიშსწორების აქტში მითითებული მონაცემის/მონაცემების უზუსტობის დადგენის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ასეთი უზუსტობის დადგენიდან არაუგვიანეს იმავე წლის წლიური კორექტირების ციკლის ფარგლებში, უზრუნველყოს შესაბამისი მონაცემის/მონაცემების შესწორება და კორექტირებული ანგარიშსწორების აქტის ფორმირება. წლიური კორექტირების ციკლის საფუძველზე, ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება ამ წესების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში.

6. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, ფინანსური ანგარიშსწორების მიზნებისთვის, ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში, ბაზრის ოპერატორს და თითოეულ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს მიაწოდოს აღრიცხვის დაზუსტებული მონაცემები.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ვადის შემდგომ აღრიცხვის მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ანგარიშსწორების აქტში ასახული უბალანსობის მოცულობა და ღირებულება ექვემდებარება წლიური კორექტირების ციკლის ფარგლებში კორექტირებას, ამ წესების 54-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 46. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ფინანსური გარანტია

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილი ფინანსური გარანტია უზრუნველყოფს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ  საანგარიშო პერიოდში გამოწვეული დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების ანაზღაურებას.

2. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს ფინანსური გარანტიის წარდგენა შეუძლია:

ა) დეპოზიტის ფორმით;

ბ) საბანკო გარანტიის ფორმით;

გ) გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დაშვებული სხვა ფორმით.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი დეპოზიტი შესაძლოა გამოიხატოს მხოლოდ გადამცემი სისტემის ოპერატორის საბანკო ანგარიშზე განთავსებულ თანხაში, რომლის განკარგვა შესაძლებელია გადამცემი სისტემის ოპერატორის ინიციატივით, ამ წესებით დადგენილი პირობების დაცვით.

4. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და მისი მიმღები (ბენეფიციარი) უნდა იყოს გადამცემი სისტემის ოპერატორი. საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუხმობი, რათა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფილი იყოს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობით საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხის გადახდა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნისთანავე.

5. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ფინანსური გარანტიის მიმართ განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები, რომლებიც უზრუნველყოფს გარანტიის ლიკვიდურობას. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ფინანსური გარანტიის მიმართ განსაზღვრული დამატებითი მოთხოვნების ან/და ფინანსური გარანტიის სხვა ფორმით წარდგენის შესაძლებლობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია უნდა გამოაქვეყნოს თავის ვებგვერდზე.

6. ბირჟის ოპერატორის მიერ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის ფინანსური გარანტია წარდგენილი უნდა იქნეს ამ წესების 48-ე მუხლის შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 47. ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრისა და წარდგენის წესი ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყებიდან ოთხი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში

1. განმცხადებელი/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, ვალდებულია ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს არანაკლებ ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ვადითა და ოდენობით მოქმედი ფინანსური გარანტია. ფინანსური გარანტია შესაძლოა იყოს მოკლევადიანი და გრძელვადიანი.

2. მოკლევადიანი ფინანსური გარანტია უნდა იყოს განმცხადებლის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების დღიდან იმავე საანგარიშო პერიოდის ნარჩენი კალენდარული დღეებისა და დამატებით არანაკლებ 30 კალენდარული დღით მეტი ვადით მოქმედი. მოკლევადიანი ფინანსური გარანტიის ოდენობა, თითოეული საანგარიშო პერიოდისათვის, გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

COLL = Fsys.error * Em* Pm

3. გრძელვადიანი ფინანსური გარანტია უნდა იყოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყების დღიდან არანაკლებ 150 კალენდარული დღის ვადით მოქმედი და მისი ოდენობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ფორმულებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

COLL – ფინანსური გარანტიის ოდენობა;

Fsys.error – ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ელექტროენერგიის გასული წლის მოხმარების საათობრივ გეგმასა და ფაქტს შორის სხვაობის მედიანური მაჩვენებელი პროცენტებში, რომელსაც ადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორი და აქვეყნებს თავის ვებგვერდზე;

Em – გასული წლის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის (რომელ საანგარიშო პერიოდზეც განმცხადებელს/დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს ევალება ფინანსური გარანტიის წარდგენა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის დაბალანსების ჯგუფში/ჯგუფებში შემავალი ობიექტის/მიმწოდებლის/სისტემის ოპერატორის ინდივიდუალურად სალტეზე გაცემული/მოხმარებული/მიწოდებული, ხოლო სისტემის ოპერატორებისათვის – ქსელში დანაკარგი – ელექტროენერგიის საშუალო დღიური მოცულობისა და საანგარიშო პერიოდში ნარჩენი კალენდარული დღეების ნამრავლის აბსოლუტური ჯამი მეგავატ-საათში, ხოლო ასეთის არ არსებობისას – იდენტური წესით გაანგარიშებული საპროგნოზო მონაცემი.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგური კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში ნაცვლად/გარდა ელექტროენერგიის წარმოებისა, აპირებს ერთ მეგავატ-საათზე მეტი ელექტროენერგიის მოხმარებას, ვალდებულია, ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს შესაბამისი საპროგნოზო მონაცემი. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გასული წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში ელექტროსადგურს უფიქსირდება ელექტროენერგიის როგორც სალტეზე გაცემა, ასევე ერთ მეგავატ-საათზე მეტი მოხმარება, ფინანსური გარანტიის დაანგარიშებისას Em კომპონენტში გაითვალისწინება სალტეზე ელექტროენერგიის გაცემისა და მოხმარების სააღრიცხვო მონაცემების აბსოლუტური ჯამი.

MAX(Em1; Em2; Em3; Em4 ) – პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდის Em კომპონენტების უდიდესი მნიშვნელობა;

Pm– ბოლო დასრულებული საანგარიშო პერიოდის უბალანსობის საშუალო საათობრივი ფასი.

Fsys.error და Pm კომპონენტებად გაითვალისწინება ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრის მომენტისათვის არსებული სიდიდეები.

5. განმცხადებელი/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, იმ დაბალანსების ჯგუფისთვის, რომელიც შექმნილია მხოლოდ ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობისათვის, ვალდებულია ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, ყოველი ასეთი დაბალანსების ჯგუფისთვის, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყებიდან ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ვადისა და ოდენობის, თუმცა, არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობის ფინანსური გარანტია.

6. მოკლევადიანი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი, ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღის ვადაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოდენობის ფინანსური გარანტიის წარდგენის მოთხოვნით. ფინანსური გარანტია გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის წარდგენილი უნდა იქნეს მომდევნო საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე.

7. განმცხადებლის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყებიდან პირველი ოთხი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის მე-7 კალენდარული დღისა, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული Em განმარტების მიხედვით დადგენილი განახლებული საპროგნოზო მონაცემი, თუკი იგი ამ წესების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით განმცხადებლის მიერ წარდგენილ მონაცემს აღემატება 20%-ზე მეტი ოდენობით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება აქვს, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს მოსთხოვოს გაზრდილი ოდენობის ფინანსური გარანტიის წარდგენა. გაზრდილი ოდენობის ფინანსური გარანტიის წარსადგენად გადამცემი სისტემის ოპერატორი დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ოდენობით. დადგენილ ვადაში ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი.

9. საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის გარანტირებული სიმძლავრის (ავარიული სწრაფი რეზერვი) შენარჩუნების ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება ასეთ დაბალანსების ჯგუფზე ელექტროენერგიის წარმოების ნაწილში ამ მუხლით დადგენილი ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან.

10. იმ შემთხვევაში, თუ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი გრძელვადიანი ფინანსური გარანტია გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გამოყენებულ იქნა ამ წესების 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორი ფინანსური გარანტიის შესავსებად დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ოდენობით. დადგენილ ვადაში შევსებული ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი. წარდგენილი ფინანსური გარანტია შემცირებას არ ექვემდებარება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 48. ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრისა და წარდგენის წესი ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილოების დაწყებიდან ოთხი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ

1. ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად მონაწილეობის დაწყებიდან ოთხი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ, ყოველი მომდევნო საანგარიშო პერიოდისათვის, საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა გადამცემი სისტემის ოპერატორს უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ოდენობის მოკლევადიანი – საანგარიშო პერიოდის დაწყების დღიდან არანაკლებ 60 კალენდარული დღით მოქმედი ან გრძელვადიანი – არანაკლებ 120 კალენდარული დღის ვადით მოქმედი ფინანსური გარანტია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის ოდენობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

 

სადაც:

COLL – ფინანსური გარანტიის ოდენობა;

– საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე ერთი, ორი და სამი საანგარიშო პერიოდით ადრე დასრულებული საანგარიშო პერიოდის/პერიოდების განმავლობაში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ გამოწვეული დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი უბალანსობის აბსოლუტური თანხობრივი ოდენობების დადებითი სხვაობის საშუალო.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფი/ჯგუფები შექმნილია მხოლოდ ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობისათვის, ვალდებულია გადამცემი სისტემის ოპერატორს წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფორმულის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობის, თუმცა, არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობის ფინანსური გარანტია.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ყოველი საანგარიშო პერიოდის დაწყებიდან არაუგვიანეს მე-14 კალენდარული დღისა, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს უგზავნის წერილობით შეტყობინებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გრძელვადიანი/მოკლევადიანი ფინანსური გარანტიის წარდგენის მოთხოვნით. შევსებული/ახალი ფინანსური გარანტიის ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი. წარდგენილი ფინანსური გარანტია შემცირებას არ ექვემდებარება.

5. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გრძელვადიანი ფინანსური გარანტია გამოყენებულ იქნა ამ წესების 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადამცემი სისტემის ოპერატორი ფინანსური გარანტიის შესავსებად დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს განუსაზღვრავს ვადას არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ოდენობით. დადგენილ ვადაში შევსებული ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად, გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი. წარდგენილი ფინანსური გარანტია შემცირებას არ ექვემდებარება.

6. საქართველოს მთავრობის დადგენილებით საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების მქონე ელექტროენერგიის მწარმოებლისათვის გარანტირებული სიმძლავრის (ავარიული სწრაფი რეზერვი) შენარჩუნების ვალდებულების დაკისრების შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, თუ იგი წარმოადგენს ასეთი ელექტროსადგურის/ელექტროსადგურების ოპერირების განმახორციელებელ პირს და მის ქვეშ გაერთიანებული არ არის სხვა დაბალანსების ჯგუფი, ასეთ დაბალანსების ჯგუფზე თავისუფლდება ელექტროენერგიის წარმოების ნაწილში ამ მუხლით დადგენილი ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 49. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ფინანსურ გარანტიასა და უბალანსობის ღირებულებას შორის შესაბამისობის დადგენა

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული პერიოდულობით ადგენს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობასა და ფულადი სახით გამოხატულ უბალანსობას შორის შესაბამისობას. წარდგენილ ფინანსურ გარანტიასა და ფულადი სახით გამოხატულ უბალანსობას შორის შესაბამისობა დგინდება საანგარიშო პერიოდში გასული კალენდარული დღეების დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი ჯამური უბალანსობის აბსოლუტური მოცულობების (მეგავატ-საათი) დადებითი სხვაობის ბოლო დასრულებული საანგარიშო პერიოდის უბალანსობის საათობრივი ფასის საშუალოზე ნამრავლით მიღებული ღირებულებისა და წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობის შედარებით.

2. გადამცემი სისტემის ოპერატორი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შესაბამისობას ადგენს საანგარიშო პერიოდში ერთხელ, საანგარიშო პერიოდის დაწყებიდან მე-10 კალენდარული დღის მდგომარეობით, ხოლო იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისთვის, რომლის დაბალანსების ჯგუფი/ჯგუფები შექმნილია ელექტროენერგიით ვაჭრობის საქმიანობისათვის – ყოველ სამუშაო დღეს. 

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგინდა, რომ უბალანსობის ღირებულება წარდგენილი ფინანსური გარანტიის ოდენობას აღემატება 5 000 ლარზე მეტი ოდენობით, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ვადაში, წარადგინოს გაზრდილი ოდენობის ფინანსური გარანტია. დადგენილ ვადაში გაზრდილი ოდენობის ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად, გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი.

4. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, ამ წესების 47-ე მუხლის მე-7 პუნქტის, 48-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე გაანგარიშებული თანხების სალდირებული ოდენობა შეადაროს ამ წესების 47-ე ან 48-ე მუხლის საფუძველზე წარდგენილ ფინანსურ გარანტიას. თუ სალდირებული ოდენობა წარდგენილ ფინანსურ გარანტიას აღემატება 5 000 ლარზე მეტი ოდენობით, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, გადამცემი სისტემის ოპერატორის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, არანაკლებ ერთი სამუშაო დღის ვადაში წარადგინოს გაზრდილი/შევსებული ფინანსური გარანტია. დადგენილ ვადაში ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში, შესაბამისად გამოიყენება ამ წესების 51-ე მუხლის პირველი პუნქტი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 50.  უბალანსობის ფინანსური ანგარიშსწორება

1. უბალანსობის ღირებულების დაანგარიშება და დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთან უბალანსობასთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორება ხდება თითოეული ანგარიშსწორების პერიოდისთვის, საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ.

2.უბალანსობის ღირებულების დაანგარიშება ხდება პლატფორმის მეშვეობით თითოეული იმ დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის, რომელიც საანგარიშო პერიოდში აღმოჩნდა:

ა) დამამძიმებელ უბალანსობაში;

ბ) შემამსუბუქებელ უბალანსობაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, შესაბამისი უბალანსობის ღირებულება გადამცემი სისტემის ოპერატორს გადაუხადოს არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შესაბამისი უბალანსობის ღირებულება დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს გადაუხადოს დაბალანსებაზე არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულება გადახდილად მიიჩნევა გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამის საბანკო ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემამსუბუქებელი უბალანსობის ღირებულება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ გადახდილად მიიჩნევა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის შესაბამის საბანკო ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 51. ფინანსური გარანტიის წარდგენის ან/და დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვანი შესრულება

1. ფინანსური გარანტიის ამ წესებით დადგენილი წესებითა და ვადების დაცვით წარუდგენლობის შემთხვევაში, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, ფინანსური გარანტიის წარდგენამდე, უჩერდება დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი.  

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, სტატუსის აღდგენისათვის წარსადგენი ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრისა და წარდგენის წესისათვის გამოიყენება ამ წესების 47-ე მუხლის მე-2, მე-3 ან მე-5 პუნქტი.

3. დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების ამ წესების 50-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საანგარიშო პერიოდში გამოწვეული დამამძიმებელი უბალანსობის ღირებულების ასანაზღაურებლად გადამცემი სისტემის ოპერატორი იყენებს ფინანსურ გარანტიას, დამამძიმებელი უბალანსობის გადახდის ვალდებულების შესასრულებლად დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის/გაფრთხილების გარეშე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 52. საბალანსო სიმძლავრის ღირებულების ანაზღაურება

1. დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, ელექტროენერგიის მიწოდების კვირაში, უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეულ პერიოდში მიწოდებული საბალანსო სიმძლავრის ღირებულება აუნაზღაურდება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ, საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებულია საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და კონცეფციით განსაზღვრულია ასეთი მწარმოებლის მიერ ბაზარზე შესაბამისი ელექტროსადგურის მიერ ნავაჭრი საბალანსო სიმძლავრის ანაზღაურების ამ წესებისგან განსხვავებული წესი, გამოიყენება კონცეფციით განსაზღვრული წესი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 53.  გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება

ელექტროენერგიის მიწოდების კვირაში უბალანსობის ანგარიშსწორების თითოეულ პერიოდში გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება ანაზღაურდება საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 53​1. კომპენსაციის გაცემის წესი ტექნოლოგიური დარღვევის შემთხვევაში

1. თუ ქსელში დაფიქსირებული ტექნოლოგიური დარღვევა იწვევს ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების ამსახველი ნომინაციიდან გადახრას, ნომინირებულსა და ფაქტობრივად აღრიცხულ ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის სხვაობის კომპენსაცია უნდა მოხდეს ამ მუხლის შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის წარმოების ამსახველი ნომინაციიდან გადახრის შემთხვევაში:

ა) თუ ნომინირებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეტია ფაქტობრივად აღრიცხულ ელექტროენერგიაზე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფსაც დაუფიქსირდა ასეთი გადახრა, თავისუფლდება ამ სხვაობით გამოწვეული უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან;

ბ) თუ ნომინირებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია ფაქტობრივად აღრიცხულ ელექტროენერგიაზე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფსაც დაუფიქსირდა ასეთი გადახრა, თავისუფლდება ამ სხვაობით გამოწვეული უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისთვის აღნიშნული სხვაობის კომპენსაცია უნდა მოხდეს ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის იმ საათის ფასით, როდესაც დაფიქსირდა ნომინაციიდან გადახრა ან თუ გადახრა დაფიქსირებულია ერთზე მეტ საათში – დღით ადრე ბაზრის შესაბამისი საათების და მოცულობების (გადახრების) საშუალო შეწონილი ფასით.

3. ელექტროენერგიის მოხმარების ამსახველი ნომინაციიდან გადახრის შემთხვევაში:

ა) თუ ნომინირებული ელექტროენერგიის რაოდენობა მეტია ფაქტობრივად აღრიცხულ ელექტროენერგიაზე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფსაც დაუფიქსირდა ასეთი გადახრა, თავისუფლდება ამ სხვაობით გამოწვეული უბალანსობის ღირებულების გადახდის ვალდებულებისგან. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისთვის აღნიშნული სხვაობის კომპენსაცია უნდა მოხდეს ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის იმ საათის ფასით, როდესაც დაფიქსირდა ნომინაციიდან გადახრა ან თუ გადახრა დაფიქსირებულია ერთზე მეტ საათში – ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის შესაბამისი საათების და მოცულობების (გადახრების) საშუალო შეწონილი ფასით;

ბ) თუ ნომინირებული ელექტროენერგიის რაოდენობა ნაკლებია ფაქტობრივად აღრიცხულ ელექტროენერგიაზე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი, რომლის დაბალანსების ჯგუფსაც დაუფიქსირდა ასეთი გადახრა, ვალდებულია გადაიხადოს ამ სხვაობით გამოწვეული უბალანსობის ღირებულება.

4. ტექნოლოგიური დარღვევის მოკვლევის ინიცირება, მოკვლევა და გადაწყვეტილების მიღება ხდება ქსელის წესებით განსაზღვრული ტექნოლოგიური დარღვევის მოკვლევის ინსტრუქციის შესაბამისად.

5. იმ შემთხვევაში, თუ ქსელის წესების შესაბამისად დადგინდა ტექნოლოგიური დარღევის გავლენა ელექტროენერგიის ბაზარზე, ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, სისტემის შესაბამის ოპერატორსა და დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირს, საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-12 კალენდარული დღისა, აცნობოს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის შესაბამისად კომპენსირების ან კომპენსაციაზე უარის თქმის შესახებ.

6. ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის შესაბამისად ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, სისტემის შესაბამისი ოპერატორის/დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ანგარიშსწორების მომენტში ქსელის წესების შესაბამისად უკვე გამოვლენილია ტექნოლოგიურ დარღვევაზე პასუხისმგებელი პირი, ასეთ ანგარიშსწორებას ახორციელებს აღნიშნული პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური ანგარიშსწორება უნდა უზრუნველყოს იმ სისტემის ოპერატორმა, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებულ ქსელშიც დაფიქსირებულია შესაბამისი ტექნოლოგიური დარღვევა.

7. სისტემის შესაბამის ოპერატორს უფლება აქვს, ტექნოლოგიური დარღვევის მოკვლევის აქტით ტექნოლოგიურ დარღვევაში გამოვლენილი პასუხისმგებელი პირისგან/პირებისგან მოითხოვოს ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის შესაბამისად მის მიერ გადახდილი კომპენსაციის რეგრესის წესით ანაზღაურება. ასეთ შემთხვევაში, ტექნოლოგიურ დარღვევაში გამოვლენილი პასუხისმგებელი პირი/პირები ვალდებულია/ვალდებული არიან, უზრუნველყონ ამ მუხლის მე-2 ან/და მე-3 პუნქტის საფუძველზე გადახდილი კომპენსაციის გადახდა, არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 53​2. კომპენსაციის გაცემის წესი მოსარგებლეზე გაუთვალისწინებელი ზემოქმედების შემთხვევაში

1. იმ ელექტროსადგურის სიმძლავრის მომატების შემთხვევაში, რომელიც არ არის რანჟირების სიაში ან რომლის გაყიდული მომატებადი საბალანსო პროდუქტიც ამოწურულია, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ელექტროენერგიის შესაბამის მწარმოებელს აუნაზღაუროს უბალანსობის ანგარიშსწორების შესაბამის პერიოდში/პერიოდებში გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის ღირებულება, რომელიც დგინდება ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის შესაბამისი საათის/საათების ფასისა და გააქტიურებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით.

2. იმ ელექტროსადგურის გამორთვის/სიმძლავრის შეზღუდვის შემთხვევაში, რომელიც არ არის რანჟირების სიაში ან რომლის გაყიდული მოკლებადი შესაბამისი საბალანსო პროდუქტიც ამოწურულია, შესაბამის ელექტროენერგიის მწარმოებელს შეზღუდული ელექტროენერგიის რაოდენობა არ უნაზღაურდება.

3. მსხვილი მომხმარებლის გამორთვის/სიმძლავრის შეზღუდვის შემთხვევაში, რომელიც არ არის რანჟირების სიაში ან რომლის გაყიდული მოკლებადი შესაბამისი საბალანსო პროდუქტიც ამოწურულია, გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, შესაბამის მსხვილ მომხმარებელს აუნაზღაუროს შეზღუდული/გამორთული ელექტროენერგიის ოდენობა, ელექტროენერგიის შეზღუდვის/გამორთვის პერიოდში ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის შესაბამისი საათის/საათების ფასისა და შეზღუდული/გამორთული ელექტროენერგიის საფუძველზე დადგენილი საშუალო შეწონილი ფასით.

4. ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანაზღაურება ხორციელდება საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს ყოველი თვის 22 რიცხვისა, გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად შეტყობინების საფუძველზე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 54. ფინანსური ანგარიშსწორების წლიური კორექტირების ციკლი

1. აღრიცხვის მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, უბალანსობის მოცულობა და ღირებულება ექვემდებარება წლიურ კორექტირებას. წლიური კორექტირება ხდება ყოველი წლის არაუგვიანეს 31 დეკემბერისა.

2. წლიური კორექტირებით გამოწვეული ფინანსური ანგარიშსწორება ხორციელდება არაუგვიანეს ყოველი კალენდარული წლის 1 თებერვლამდე.

თავი IX

დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრი, კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

მუხლი 55. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრი

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი აწარმოებს და თავის ვებგვერდზე აქვეყნებს დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი პირების რეესტრს.

2. რეესტრი, თითოეული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის/დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის შესახებ შეიცავს შემდეგ მონაცემებს:

ა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის შემთხვევაში:

ა.ა) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელწოდება/სამართლებრივი ფორმა,  ელექტროენერგეტიკულ სექტორში საქმიანობის სახე და ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთან დაკავშირებული დაბალანსების ჯგუფის ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;

ა.გ) (ამოღებულია - 29.06.2023წ, №29);

ა.დ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის თარიღი (ასეთის არსებობისას).

ბ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის შემთხვევაში:

ბ.ა.) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სახელწოდება/სამართლებრივი ფორმა,  ელექტროენერგეტიკულ სექტორშისაქმიანობის სახე და ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ.ბ) იმ დაბალანსების ჯგუფის ელექტროენერგეტიკული უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელშიც გაერთიანებულია საბალანსო პროდუქტის მიმწოდებელი ობიექტი, ამავე ობიექტის სახელწოდება და ტიპი;

ბ.გ) საბალანსო პროდუქტი, რომლის მიწოდების უფლებაც აქვს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელს, აგრეთვე ამ საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციის მინიჭების თარიღი;

ბ.დ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსის, ცალკეული საბალანსო პროდუქტის მიწოდების უფლების მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის თარიღი (ასეთის არსებობისას).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 55​1. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

1. გადამცემი სისტემის ოპერატორი და ბაზრის ოპერატორი ვალდებული არიან დაიცვან დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისა და დაბალანსების ჯგუფში გაერთიანებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს შესაბამისი პირის კონკურენტუნარიანობას ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარზე.

2. ინფორმაცია დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის ნომინაციებისა და სატენდერო განაცხადების შესახებ, ასევე, ანგარიშსწორებასა და ფინანსურ გარანტიებთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ხელმისაწვდომია მხოლოდ გადამცემი სისტემის ოპერატორისათვის, ბაზრის ოპერატორისათვის, ბირჟის ოპერატორისათვის, კომისიისა და მისი განმთავსებელი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია პლატფორმაზე ხელმისაწვდომია განთავსებიდან ერთი წლის განმავლობაში.

4. კომერციულ საიდუმლოებას არ წარმოადგენს უბალანსობების ჯამური მოცულობა, უბალანსობის ფასი/ღირებულება, ბაზარზე ვაჭრობის ჯამური შედეგები და სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის/დაბალანსების ჯგუფში გაერთიანებული საქმიანობის განმახორციელებელი პირის იდენტიფიცირების საშუალებას.

5. კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე კომისიის ნორმატიული აქტებით დადგენილ შემთხვევებში, გადამცემი სისტემის ოპერატორი/ბაზრის ოპერატორი ვალდებულია მიაწოდოს მას კონფიდენციალური ინფორმაცია.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

თავი X

გარდამავალი დებულებები

მუხლი 56. უბალანსობის ფასი გარდამავალ პერიოდში

ამ წესების 46-ე მუხლით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის ოდენობის განსაზღვრის მიზნისათვის,  ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილი თარიღიდან პირველი ორი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში უბალანსობის ფასს წარმოადგენს ფინანსური გარანტიის დაანგარიშების დროისათვის სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განსაზღვრული ბოლო ხელმისაწვდომი საბალანსო ელექტროენერგიის ფასი, ხოლო  ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილი თარიღიდან ორი საანგარიშო პერიოდის ამოწურვის შემდგომ, უბალანსობის ფასი განისაზღვრება ამ წესების შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

 

მუხლი 57. გარდამავალ პერიოდში სიხშირის შენარჩუნების რეზერვისა და სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის შესყიდვა

1. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებულია საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და  საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილია სიხშირის შენარჩუნების რეზერვის საბალანსო სიმძლავრის შესყიდვის ამ წესებისგან განსხვავებული დროებითი წესი, გამოიყენება აღნიშნული დროებითი წესი.

2. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებელზე, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად კვალიფიცირებულია სიხშირის შენარჩუნების რეზერვზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებულია საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და განსაზღვრულია ასეთი მწარმოებლის მიერ სიხშირის შენარჩუნების რეზერვის მიწოდების დროებითი წესი, გამოიყენება აღნიშნული დროებითი წესი.

3. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაკისრებულია საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულება და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილია სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე სატენდერო განცხადების წარდგენის განსხვავებული დროებითი წესი, გამოიყენება აღნიშნული დროებითი წესი.

 

მუხლი 58. 2025 წლის პირველ ივლისამდე დაბალანსების ჯგუფების შექმნის პირობები

2025 წლის პირველ ივლისამდე თითოეული 2 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისათვის და თითოეული მსხვილი მომხმარებლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული ელექტრომოწყობილობების ერთობლიობისათვის დაბალანსების ჯგუფები იქმნება ცალ-ცალკე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 59. ბირჟის ოპერატორის მიერ ფინანსური გარანტიის წარდგენა

ბირჟის ოპერატორის მიერ ამ წესების 46-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ფინანსური გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილი თარიღიდან მეხუთე საანგარიშო პერიოდის დაწყებამდე 3 სამუშაო დღით ადრე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 60. ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის უწყვეტი მონაწილეობის ხელშეწყობა

1. ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის უწყვეტი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებელი ვალდებულია, თავისი ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიით ვაჭრობისათვის:

ა) დარეგისტრირდეს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად; ან

ბ) განახორციელოს სათანადო ღონისძიებები შესაბამისი დაბალანსების ჯგუფის სხვა დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირისათვის მისაკუთვნებლად.

2. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ვრცელდება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მისი ელექტროსადგურის დაბალანსების ჯგუფზე დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრირებულია საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია.

3. იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის ელექტროსადგურისათვის შექმნილი დაბალანსების ჯგუფის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრირებულია საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია ან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებელი, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის ელექტროსადგურისათვის პარალელურად შექმნილ დაბალანსების ჯგუფზე (არააქტიურ ჯგუფზე) შეჩერებულია აღრიცხვის მონაცემების მიღება და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებელი/შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი თავისუფლდება ასეთ დაბალანსების ჯგუფზე ამ წესების 46-ე მუხლით განსაზღვრული ფინანსური გარანტიის წარდგენის ვალდებულებისგან.

4. გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილის/საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაცია ან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის ელექტროსადგურისათვის შექმნილ დაბალანსების ჯგუფზე აღრიცხვის მონაცემების მიღება ან მიღების შეჩერება შესაძლებელია განხორციელდეს საანგარიშო პერიოდის მიმდინარეობის დროსაც.

5. საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია ვალდებულია, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის ელექტროსადგურისათვის თავის ქვეშ შექმნილ დაბალანსების ჯგუფზე აღრიცხვის მონაცემების მიღების ან მიღების შეჩერების მოთხოვნით გადამცემი სისტემის ოპერატორს მიმართოს ამგვარი ცვლილების ამოქმედების თარიღის დადგომამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე უზრუნველყოს გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის თანადროული ინფორმირება.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამის დაბალანსების ჯგუფზე აღრიცხვის მონაცემების მიღების შეჩერების ამოქმედებისთანავე უზრუნველყოს შესაბამის დაბალანსების ჯგუფზე დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის აღება და ამ მიზნით, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ გადამცემის სისტემის ოპერატორისათვის ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დაბალანსების ჯგუფზე აღრიცხვის მონაცემების მიღების აღდგენის მოთხოვნით მიმართოს გადამცემი სისტემის ოპერატორს.

7. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლის ელექტროსადგურისათვის შექმნილ დაბალანსების ჯგუფზე აღრიცხვის მონაცემების მიღება ან მიღების შეჩერება მოახდინოს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის/გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მწარმოებლის მიერ შესაბამის განცხადებაში მითითებული თარიღიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 61. უბალანსობის მაქსიმალური ფასი

1. 2025 წლის 1 ივლისამდე უბალანსობის მაქსიმალური ფასი განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ წესების 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უბალანსობის ფორმულის მიხედვით ჩამოყალიბებული უბალანსობის ფასი აღემატება 235 ლარ/მეგავატ-საათს, უბალანსობის ანგარიშსწორების შესაბამისი პერიოდის უბალანსობის ფასად განისაზღვრება 235 ლარი/მეგავატ-საათი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

მუხლი 62. გაუთვალისწინებელი გადახრის ფასი გარდამავალ პერიოდში

ამ წესების 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, იმავე პუნქტით განსაზღვრული EUD და IUD კომპონენტების მნიშვნელობისათვის, უბალანსობის ანგარიშსწორების შესაბამის პერიოდში, დადებითი და უარყოფითი გაუთვალისწინებელი გადახრების ფასად ამ წესების ამოქმედებიდან პირველი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გამოიყენება სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ (ესკო) მიერ განსაზღვრული საბალანსო ელექტროენერგიის ფასის 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

 

„ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე

მომსახურებების ბაზრის წესების“ დანართი:

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 29 ივნისის დადგენილება №29  - ვებგვერდი, 30.06.2023 წ.

საბალანსო პროდუქტების ჩამონათვალი

ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები წარმოადგენს იმ საბალანსო პროდუქტებს, რომლებზეც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი, ამ წესების მიზნებისთვის და დადგენილი წესით, გადის კვალიფიკაციის პროცესს:

 

სიხშირის შენარჩუნების რეზერვი (FCR)

ცხრილი 1: სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

სიხშირის შენარჩუნების რეზერვი (FCR)

მინიმალური მოცულობა

± 1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა (სიმეტრიული), რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

სრული გააქტიურების დრო

სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) მოცულობის 50% უნდა გააქტიურდეს სიხშირის გადახრის დარღვევიდან 15 წამის შემდეგ, ხოლო სრული რეაგირება უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სიხშირის ზღვრის დარღვევის შემდეგ 30 წამის განმავლობაში

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

1 კვირა

სიხშირის გადახრა, რომლის დროსაც უნდა მოხდეს სრული რეაგირება

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ  

სიხშირის გადახრა, რომლის დროსაც უნდა მოხდეს საწყისი რეაგირება

განისაზღვრება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ

ოპერატიული გაზომვის მოთხოვნა

მეგავატში, არაუმეტეს 4-წამიანი განახლებით

სტატიზმი: შესაბამისი კვაზიდამყარებული სიხშირის გადახრის კოეფიციენტი (∆f / fN) შესაბამისი სიმძლავრის ცვლილებით (∆P / PN) სიხშირის შენარჩუნების რეზერვის (FCR) კონტროლერის გავლენის ქვეშ მყოფი მოწყობილობისთვის

უნდა შეეძლოს კორექტირება გადამცემი სისტემის ოპერატორის მოთხოვნის შესაბამისად

რეკომენდირებული მნიშვნელობა: 4%,

დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელი უნდა დარწმუნდეს, რომ დარეზერვებული მოცულობა სრულად გააქტიურდება გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ დადგენილი ∆f   სიხშირის გადახრისას

პროდუქტის პერიოდი

ერთი კვირა

განაცხადი

დაყოფადი

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

 

 სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი (aFRR)

ცხრილი 2: სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის (aFRR) მახასიათებლები

 პროდუქტის დასახელება

სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი (aFRR)

მინიმალური მოცულობა

±1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

პროდუქტის პერიოდის განმავლობაში

პირველი შესამჩნევი სიმძლავრის ცვლილება

დანაყენის ცვლილებიდან არაუმეტეს 10 წამის განმავლობაში

სრული აქტივაციისა და დეაქტივაციის დრო

სრული აქტივაცია  – 5 წუთი

სრული დეაქტივაცია  – 5 წუთი

მაქსიმალური ხანმოკლე გადახრა

შეთავაზებული მოცულობის სიხშირის აღდგენის ავტომატური რეზერვის (aFRR) 10%, მაგრამ არაუმეტეს 1 მეგავატისა

სიზუსტე

გადახრა უნდა იყოს 7.5 პროცენტზე ნაკლები. ყოველი 10-წამიანი გაზომვის პერიოდში დასაშვებია მხოლოდ ორი გადახრა

პროდუქტის პერიოდი

ოთხი საათი (00-04 სთ; 04-08 სთ; 08-12 სთ; 12-16 სთ; 16-20 სთ; 20-24 სთ)

განაცხადი

დაყოფადი

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

1 კვირა

 

სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვი (mFRR)

ცხრილი 3: სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვის (mFRR) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

სიხშირის ხელით მართვით აღდგენის რეზერვი (mFRR)

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადებისა და სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0-დან 15 წუთამდე

სრული აქტივაციისა და დეაქტივაციის დრო

სრული აქტივაცია  – არაუმეტეს 15 წუთში

 სრული დეაქტივაცია  – არაუმეტეს 15 წუთში

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

15 წუთი

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

სრული აქტივაციის დროიდან პროდუქტის პერიოდამდე

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

დაყოფადობა  – მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს განაცხადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი განაცხადები

დაყოფადი განაცხადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

ოთხი საათი (00-04 სთ; 04-08 სთ; 08-12 სთ; 12-16 სთ; 16-20 სთ; 20-24 სთ)

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

ხელმისაწვდომობის ხანგრძლივობა

1 კვირა

ავარიული სწრაფი რეზერვი (ERF)

ცხრილი 4: ავარიული სწრაფი რეზერვის (ERF) მახასიათებლები

პროდუქტის დასახელება

ავარიული სწრაფი რეზერვი (ERF)

აქტივაციის მეთოდი

ხელით ან/და გრაფიკით

მომზადების პერიოდი

0-დან 25წუთამდე

სიმძლავრის აქტივაციის პერიოდი

0-დან 35 წუთამდე

სრული აქტივაციის დრო

60 წუთი

   

მინიმალური მოცულობა

1 მეგავატი

მაქსიმალური მოცულობა

მაქსიმალური მოცულობა, რომლისთვისაც დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა გაიარა კვალიფიკაცია

მიწოდების პერიოდის მინიმალური ხანგრძლივობა

60 წუთი

მიწოდების პერიოდის მაქსიმალური ხანგრძლივობა

24 საათი

ადგილმდებარეობა

ქვესადგურის სახელი

დაყოფადობა  – მოქმედება, რომლიც ბაზრის ოპერატორს უფლებას ანიჭებს, ტენდერის მონაწილის შესაბამისი წინასწარი მითითების შემთხვევაში, დაყოს განაცხადების მოცულობა ან/და ხანგრძლივობა და მიიღოს იგი ნაწილობრივ

მიღებული დაყოფადი განაცხადები

დაყოფადი განაცხადების ბიჯი  განისაზღვრება არანაკლებ 1 მეგავატით

პროდუქტის პერიოდი

არაუმეტეს ორი წლისა

ადგილმდებარეობა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სინქრონული ზონა

 

დანართი №3

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 26 ივლისის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 03.08.2022 წ.

ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის წესები

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის მარეგულირებელი კანონმდებლობა

ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობა რეგულირდება „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით”, ამ წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.  

 

მუხლი 2. მიზანი და მოქმედების სფერო

1. ამ წესების მიზანია:

ა) ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ამ ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობა;

ბ) ორმხრივი ხელშეკრულების მხარეების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა;

გ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ელექტროენერგიის ფასის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

დ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის განვითარების ხელშეწყობა;

ე) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის ვალდებულებების განსაზღვრა და მათი შესრულების უზრუნველყოფა.

2. ეს წესები ვრცელდება ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობაზე.

 

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში. სხვა ტერმინებს, ამ წესების მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) განაცხადი – მონაწილის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განთავსებული წინადადება, რომელიც გამოხატავს მზადყოფნას ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე;

ბ) ვაჭრობა – ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა;

გ) მონაწილე – პირი, რომელიც ელექტროენერგიას ყიდის ან ყიდულობს ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე;

დ) მხარე - ორმხრივი ხელშეკრულების მხარე;

ე) ორმხრივი ხელშეკრულება – ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ მონაწილეებს შორის დადებული გარიგება, ფიზიკური მიწოდების პირობით;

ვ) პირი – ფიზიკური ან/და იურიდიული პირი;

ზ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი – პირი, რომელიც ახორციელებს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრირებას;

თ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილე – ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე რეგისტრირებული  მონაწილე;

ი) სავაჭრო წარმომადგენელი – ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმაზე მონაწილის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ამ მონაწილის სახელით ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განაცხადების განთავსებაზე, ვაჭრობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორთან ურთიერთობაზე;

კ) ფიზიკური მიწოდება – ორმხრივი ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდი, როცა ხდება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ფაქტობრივი მიღება და გაცემა.

 

მუხლი 4. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობის წინაპირობა

ორმხრივი ხელშეკრულების ბაზრის მონაწილე შეიძლება იყოს  დაბალანსების ჯგუფში, კომისიის მიერ 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების” შესაბამისად გაწევრიანებული ელექტროენერგეტიკული საწარმო ან მსხვილი მომხმარებელი.

 

მუხლი 5. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე მონაწილეობის პრინციპი

ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობისას მონაწილემ უნდა იხელმძღვანელოს კეთილსინდისიერი კომერციული ინტერესებით.

 

მუხლი 6. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობის ორგანიზება

1. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე ვაჭრობისას გამოიყენება ორმხრივი ხელშეკრულება.

2. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე მონაწილეებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობა შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) პირდაპირი მოლაპარაკების გზით;

ბ) შუამავლის (ბროკერის), მათ შორის, ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმის მეშვეობით.

 

მუხლი 7. ორმხრივი ხელშეკრულების დადება 

1. ორმხრივი ხელშეკრულება უნდა დაიდოს  მატერიალური ან ელექტრონული ფორმით. ორმხრივი ხელშეკრულების ელექტრონული ფორმით დადებისას გამოიყენება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები.

2. ორმხრივ ხელშეკრულებაში მოცემული უნდა იყოს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების პერიოდი,  ცენტრალური ევროპის (CET) დროით.

3. ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე პირდაპირი მოლაპარაკების ან ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმაზე განთავსებული განაცხადების დაწყვილების შედეგები უნდა დადასტურდეს მხარეების მიერ ორმხრივი ხელშეკრულების  ხელმოწერით.

4. ორმხრივი ხელშეკრულება, სულ მცირე, უნდა არეგულირებდეს შემდეგ საკითხებს:

ა) ხელშეკრულების გაფორმების თარიღს, მოქმედების ვადას და შეწყვეტის პირობებს;

ბ) ელექტროენერგიის ოდენობასა და ფასს;

გ) მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს;

დ) მხარეთა შორის ანგარიშსწორების პირობებს;

ე) დავის გადაწყვეტის პირობებსა და მექანიზმებს.

თავი II

ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი 

მუხლი 8. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის საქმიანობის ზოგადი წესი

ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი პლატფორმის ადმინისტრირებას ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის, ამ წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

მუხლი 9. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის ვალდებულებები და უფლებამოსილებები

1. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი ვალდებულია:

ა) გააფორმოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეობის მსურველთან ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მომსახურების ხელშეკრულება და აწარმოოს აღნიშნული ხელშეკრულებების რეესტრი;

ბ) დაარეგისტრიროს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეობის მსურველი ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე და აწარმოოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეთა რეესტრი;

გ)  აღრიცხოს ორმხირივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განთავსებული განაცხადები ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის თითოეული მონაწილისა და პროდუქტის მიხედვით;

დ) აღრიცხოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე დაწყვილებული განაცხადები ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის თითოეული მონაწილისა და პროდუქტის მიხედვით;

ე)  შეინახოს ამ მუხლის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მონაცემები ელექტრონულად, სულ მცირე, 5 წლის ვადით;

ე​1) გამოაქვეყნოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის ჯამური შედეგები საკუთარ ვებგვერდზე;

ვ) დააკვირდეს ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმაზე მონაწილეთა ქცევას;

ზ) აცნობოს კომისიას ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის მიერ კონკურენციის სავარაუდო შეზღუდვის ან კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებით  დამტკიცებული „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესების“ სხვა სავარაუდო დარღვევის შესახებ; 

თ) შეიმუშავოს, საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს და კომისიას წარუდგინოს ქვემოთ მოცემული დოკუმენტები და მათში განხორციელებული ცვლილებები:

თ.ა) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმა;

თ.ბ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის  გზამკვლევი;

თ.გ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის წესები, რომელიც, სულ მცირე, უნდა არეგულირებდეს:

თ.გ.ა) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე მონაწილედ რეგისტრაციის პირობებს;

თ.გ.ბ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე მონაწილეობის შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლებს;

თ.გ.გ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობისთვის გამოყენებული პროდუქტების მახასიათებლების დეტალურ აღწერას;

თ.გ.დ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე შესაბამისი პროდუქტით ვაჭრობის გახსნის და დახურვის თარიღებს;

თ.გ.ე) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განაცხადის განთავსების, რედაქტირებისა და გაუქმების პირობებს;

თ.გ.ვ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე დაწყვილებული განაცხადების  გაუქმების საფუძვლებს;

თ.გ.ზ) ვაჭრობის შეჩერების საფუძვლებს;

თ.გ.თ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მომსახურების საფასურს და მისი გადახდის წესს;

თ.გ.ი) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეებთან ინფორმაციის გაცვლის პირობებს;

თ.გ.კ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განაცხადების დაწყვილებისა და ფასის განსაზღვრის წესს.

ი) დაიცვას ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის კონფიდენციალური  ინფორმაცია;

კ) მიაწოდოს კომისიას კონფიდენციალური  ინფორმაცია, მოთხოვნის შემთხვევაში;

ლ) განახორციელოს კომისიასთან ანგარიშგება, კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებით  დამტკიცებული „ანგარიშგების წესების“ შესაბამისად.

2. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატოფრმის ადმინისტრატორი უფლებამოსილია, გამოითხოვოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განთავსებული განაცხადის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვების ფუნქციის შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესების მოთხოვნათა დარღვევის გამოსავლენად.

3.ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმის ადმინისტრატორს არ აქვს უფლება, იმავდროულად განახორციელოს სხვა ელექტროენერგეტიკული საქმიანობა, გარდა ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირებისა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

 

მუხლი 10. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეთა რეესტრი

1. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეთა რეესტრი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის სრული სახელწოდება/სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელი (ფიზიკური პირის სახელი, გვარი და პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი), წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საკონტაქტო მონაცემები (ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი);

გ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის რეგისტრაციის თარიღი;

დ) ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე მონაწილეობის  შეჩერების/შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილემ ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორს უნდა აცნობოს დაუყოვნებლივ. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი შესაბამის ცვლილებას მონაწილეთა რეესტრში ასახავს მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებას ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეთა რეესტრში ასახავს  დაუყოვნებლივ.

თავი III

ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობა

მუხლი 11. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის ზოგადი პრინციპები

1. ინფორმაცია ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის ჯამური შედეგების შესახებ ხელმისაწვდომი უნდა იყოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის ვებგვერდზე, პლატფორმაზე ვაჭრობის წესების შესაბამისად. 

2. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განაცხადის განთავსებით, ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეები გამოხატავენ მისი შესრულების მზადყოფნას.

3. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე განთავსებული განაცხადი უნდა ასახავდეს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის შესაბამისი მონაწილის მიერ ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის ნამდვილ ინტერესს და უნდა იყოს ეკონომიკურად სათანადოდ დასაბუთებული.

მუხლი 12. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

1. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორი ვალდებულია, დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია, რაც არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის კონკურენტუნარიანობას.

2. განაცხადები და ინფორმაცია ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის დაწყვილებული განაცხადების შესახებ წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ხელმისაწვდომია მხოლოდ ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის, კომისიისა და მისი განმათავსებელი ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილისათვის.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის მიერ ინახება 3 წლის ვადით.

4. კონფიდენციალურ ინფორმაციას არ წარმოადგენს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის ჯამური შედეგები და სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის იდენტიფიცირების საშუალებას.

5. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილის სავაჭრო წარმომადგენლის შესახებ ინფორმაცია შეიძლება გასაჯაროვდეს მხოლოდ ამ მონაწილისა და თავად წარმომადგენლის თანხმობით.

თავი IV

ინფორმაციის მიწოდება

მუხლი 13. ინფორმაციის მიწოდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის,  კომისიისა და ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორისთვის

1. ორმხრივი ხელშეკრულების მხარეების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირები ორმხრივი ხელშეკრულებების შესაბამის ნომინაციებს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს წარუდგენენ „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ შესაბამისად.

2. ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის მონაწილეები ვალდებული არიან, დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ კომისიას, კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილებით დამტკიცებული „ანგარიშგების წესების“ შესაბამისად.

3. ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილე ვალდებულია, მოთხოვნის შემთხვევაში, ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორს მიაწოდოს მის ხელთ არსებული ყველა ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის ადმინისტრატორის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმის მონაწილეთა ქცევაზე დაკვირვების ფუნქციის შესასრულებლად, მათ შორის, ამ წესების მოთხოვნათა დარღვევის გამოსავლენად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №38 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“, №46, 11.08.2020, სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016398 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4966631-9/