„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს (მათი ოდენობა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში აისახება), საბჭოს შემადგენლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, შედიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო წარმომადგენელი და აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეობს საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 1 წლის ვადით ირჩევს საბჭო. საბჭოს ერთი წევრი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“.
2. 234 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – კონკურენციის სააგენტო) აღმასრულებელი დირექტორის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;“.
3. 235 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს საბჭო. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს საბჭო. საბჭოს აპარატი კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.“.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
თბილისი, 16 სექტემბერი 2020 წ. N7133-Iს |
2
+
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზემუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:🔗
1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს (მათი ოდენობა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში აისახება), საბჭოს შემადგენლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, შედიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო წარმომადგენელი და აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეობს საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 1 წლის ვადით ირჩევს საბჭო. საბჭოს ერთი წევრი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“.
2. 234 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – კონკურენციის სააგენტო) აღმასრულებელი დირექტორის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;“.
3. 235 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს საბჭო. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს საბჭო. საბჭოს აპარატი კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.“.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
| საქართველოს პრეზიდენტი | სალომე ზურაბიშვილი |
2
+
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:🔗
1. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ სახელმწიფო შესყიდვის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს (მათი ოდენობა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში აისახება), საბჭოს შემადგენლობაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, შედიან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს ბიზნესომბუდსმენის თითო წარმომადგენელი და აკადემიური წრეების შესაბამისი პროფილის 1 წარმომადგენელი. ამ შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარეობს საბჭოს ერთ-ერთი წევრი, რომელსაც სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 1 წლის ვადით ირჩევს საბჭო. საბჭოს ერთი წევრი საბჭოს თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.“.
2. 234 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – კონკურენციის სააგენტო) აღმასრულებელი დირექტორის წინაშე აყენებს შუამდგომლობებს საბჭოს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ;“.
3. 235 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საბჭოს ჰყავს აპარატი. საბჭოს აპარატის თანამშრომელთა რიცხოვნობასა და შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს საბჭო. საბჭოს აპარატის დებულებასა და სტრუქტურას კონკურენციის სააგენტოს საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს საბჭო. საბჭოს აპარატი კონკურენციის სააგენტოს სტრუქტურული ერთეულია.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია საბჭოს თავმჯდომარის/საბჭოს წინაშე. კონკურენციის სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების კანონიერად გამოყენებისთვის საბჭოს აპარატი ანგარიშვალდებულია აგრეთვე კონკურენციის სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის წინაშე.“.
მუხლი 2🔗
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2021 წლის 28 მაისის კანონი №526 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის კანონი №2524 – ვებგვერდი, 29.12.2022წ.
საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №148 - ვებგვერდი, 29.12.2024წ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
თბილისი,16 სექტემბერი 2020 წ.
N7133-Iს
რა შეცვალა ამ აქტმა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №7133-Iს, 16.09.2020, სარეგისტრაციო კოდი 040090000.05.001.020179 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4988802-2/