ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.10.2020 ბოლო ცვლილება 30.04.2025
ნომერი
№ნ-12
სარეგისტრაციო კოდი
070010040.64.076.016083
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/10/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-12

2020 წლის 28 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე

+
მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.

+
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე
+



      დანართი №1

 

ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი არეგულირებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მიერ ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობებს.

მუხლი 2. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი

1. სააღსრულებო ფურცელი არის სამსახურის უფროსის (უფლებამოსილი პირის) მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის საშუალებით ხდება ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ სამსახურის უფროსის (უფლებამოსილი პირის) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულება.

2. სამართალდამრღვევმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში სამსახურის მიერ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტთან ერთად 7 (შვიდი) სამუშაო დღის ვადაში ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს.

3. კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებულ სააღსრულებო ფურცელს ხელს აწერს სამსახურის უფროსი (უფლებამოსილი პირი).

4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს სამსახურის უფროსის (უფლებამოსილი პირის) ხელმოწერითა და ბეჭდით.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2021 წლის 22 სექტემბრის ბრძანება №ნ-14 - ვებგვერდი, 23.09.2021წ.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2024 წლის 13 მარტის ბრძანება №ნ-3 - ვებგვერდი, 14.03.2024წ.

 

დანართი №2

(იხილეთ თანდართულ ფაილად)

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 7 ივლისის ბრძანება №ნ-7 - ვებგვერდი, 10.07.2023 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება „ფულადი ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იძულებითი აღსრულების წესისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების თაობაზე“, №ნ-12, 28.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 070010040.64.076.016083 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.03.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5025342-3/