საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01-190 |
|
2020 წლის 28 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის თანდართული დებულება. |
2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
+
ბრძანება №01-190
1.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის თანდართული დებულება.2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2020 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
+
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი🔗
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატი (შემდგომში – დირექტორატი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის:
ა) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა - სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკისა და მისი პრიორიტეტების შემუშავება; საზოგადოებისა და მასმედიისათვის სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; შესაბამის ტერიტორიულ და ფუნქციურ დეპარტამენტებთან ერთად საინფორმაციო მასალების მომზადება, დამუშავება და გავრცელება; სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის (ბრიფინგების, კომენტარების, ინტერვიუების) უზრუნველყოფა; ადგილობრივ და უცხოურ მედიასაშუალებებთან ურთიერთობა, აკრედიტაცია და სხვა ტექნიკური ხასიათის მხარდაჭერის აღმოჩენა; სამინისტროს ვებგვერდისა და სამინისტროს სოციალური გვერდების ტექნიკური მართვა და საინფორმაციო უზრუნველყოფა; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ინფორმაციის ურთიერთგაცვლის უზრუნველყოფა; საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის შესახებ საზოგადოებისა და მასმედიის ინფორმირება; მსოფლიოს წამყვანი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყოველდღიური მონიტორინგი და სპეციალური საინფორმაციო მასალების მომზადება; საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე მთავრობის შესაბამის ერთეულებთან კოორდინაციის უზრუნველყოფა; სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისათვის საჭირო ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა;
ბ) სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საგარეო პოლიტიკის საკითხებზე საკომუნიკაციო გზავნილებისა და ვიზუალური მასალის შემუშავება-გავრცელება; ქვეყნის შიგნით და გარეთ საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება; კომპეტენციის ფარგლებში, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ საქართველოს მთავრობის სტრატეგიის იმპლემენტაცია და კოორდინაცია; საგარეო პოლიტიკის საკითხებზე სამეცნიერო, დონორი, კვლევითი და არასამთავრობო ორგანიზაციებთან რეგულარული თანამშრომლობა; ლობისტურ ჯგუფებთან ურთიერთობა; ანტიდასავლური პროპაგანდის ანალიზი და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა/განხორციელება; საზოგადოებრივი აზრის კვლევების ჩატარება და ანალიზი; ციფრული დიპლომატია.
2. დირექტორატი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2.დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. დირექტორატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის განსაზღვრა და იმპლემენტაცია და ამ მიზნით სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაცია;
ბ) საჯარო დაწესებულებებთან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე კომუნიკაცია/ კოორდინაცია;
გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან საინფორმაციო პოლიტიკის კოორდინაცია;
დ) სამინისტროს იმიჯის ფორმირება/გაუმჯობესება;
ე) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელების მედიააქტივობების (ინტერვიუ, კომენტარი, ბრიფინგი და სხვა) განსაზღვრა, კოორდინაცია;
ვ) დირექტორატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია;
ზ) საგარეო პოლიტიკისა და სამინისტროს საქმიანობის საკითხებზე საჯარო ხასიათის პუბლიკაციების, გზავნილების კოორდინაცია;
თ) ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეული დიპლომატიური ძალისხმევის შესახებ საზოგადოების ფართო წრეების ინფორმირების მიზნით, საკომუნიკაციო ღონისძიებების, საერთაშორისო ფორუმებისა და კონფერენციების დაგეგმვა და განხორციელება;
ი) მედიასთან, სამეცნიერო წრეებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო და კვლევით ორგანიზაციებთან ურთიერთობა;
კ) ანტიკრიზისული კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესაბამისად, ინფორმაციის კოორდინაცია სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან;
ლ) საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ინფორმაციის ყოველდღიური მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირების დაგეგმვა (კომენტარები/ინტერვიუები/ განცხადებები);
მ) სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების პროაქტიული ინფორმირების მიზნით, განცხადებების/კომენტარების/ინტერვიუების ორგანიზება/განხორციელება.
მუხლი 3. დირექტორატის ხელმძღვანელობა🔗
1. დირექტორატს ხელმძღვანელობს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომელსაც ადმინისტრაციული ხელშეკრულების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დირექტორატისა და მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დირექტორატს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დირექტორატზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ანაწილებს მოვალეობებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
დ) ზედამხედველობას უწევს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
ე) ხელს აწერს მის შემადგენლობაში შემავალ დეპარტამენტებში მომზადებულ წერილებს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს ანგარიშს დირექტორატის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დირექტორატისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც ამზადებს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტების თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) მონაწილეობას იღებს საქართველოსა და საზღვარგარეთ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებსა და ვიზიტებში, ასევე, პოლიტიკურ კონსულტაციებში;
კ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დირექტორატის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
ლ) დირექტორატის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში;
მ) შუამდგომლობს მის შემადგენლობაში შემავალი დეპარტამენტების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.
4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებითა და მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულება ეკისრება დირექტორატში შემავალი ერთ-ერთი დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2025 წლის 4 მარტის ბრძანება №01-251 - ვებგვერდი, 05.03.2025წ.
საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 28.10.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01–190. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.22.030.016216.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის გენერალური დირექტორატის დებულების დამტკიცების თაობაზე“, №01–190, 28.10.2020, სარეგისტრაციო კოდი 480610000.22.030.016216 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5025608/