საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
2. ცენტრს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული საქმიანობა.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ის საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, დებს გარიგებებს, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. ცენტრის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5. ცენტრის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი“, ხოლო ინგლისურ ენაზე „Legal Entity Of Public Law – Training Center Of State Security Service Of Georgia“.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4.
7. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი – მცირე სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი, შტამპი, ოფიციალური ვებ-გვერდი, ლოგო და იურიდიული პირისთვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
8. ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 24.11.2020 წ.
2. ცენტრის მიზნებია:
ა) სამსახურისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ბ) უსაფრთხოების სფეროში სპეციალური პროფესიული და სამოქალაქო განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
გ) უსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა.
3. ცენტრის ამოცანებია:
ა) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი, ინოვაციური და ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო ციკლის ჩამოყალიბება. საჭიროებიდან გამომდინარე, ეროვნული და უცხო ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან ერთობლივად, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
ბ) მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;
გ) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
დ) განათლებისა და პროფესიული მომზადების მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნა;
ე) ცენტრის მიზნების განხორციელებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა და სათანადო გამოცდილების მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა;
ვ) თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული, მოქნილი სასწავლო პროცესის ორგანიზება;
ზ) მსმენელებისთვის სწავლის, თვითგანვითარებისა და კვლევისთვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს შექმნა.
4. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრი:
ა) სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისთვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება-სრულყოფის მიზნით, ახორციელებს მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) ზრუნავს საკუთარ მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ზრუნავს ინსტრუქტორებისა და ექსპერტების მომზადება-გადამზადებაზე, უცხოელ ინსტრუქტორთა მოწვევაზე კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებსა თუ პროგრამებში ჩასართავად;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების დაგროვებას, ანალიზს, ადაპტირებასა და გავრცელებას;
ე) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებზე გასცემს შესაბამის სერთიფიკატებს;
ვ) ორგანიზებას უწევს უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო ფორმატების ჩამოყალიბებას (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები და ა.შ.);
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
თ) ცენტრის შესაბამის თანამდებობებზე პროფესიული ნიშნით მოიზიდავს სათანადო გამოცდილების მქონე ინსტრუქტორებს;
ი) ახორციელებს ელექტრონულ საარქივო საქმიანობას;
კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ, შემეცნებით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა და ღონისძიებების ორგანიზებას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
2. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წარდგინებით.
3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის მოსამსახურეებს, სამსახურის უფროსთან და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით;
დ) ცენტრში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს და აფორმებს მათ;
ე) სამსახურის უფროსთან და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრის მოსამსახურეებს. ცენტრის მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შუამდგომლობით მიმართავს სამსახურის უფროსს;
ვ) ცენტრის მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, გარდა უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და წოდების ვადაზე ადრე მინიჭებისა;
ზ) კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრში მოქმედ სასწავლო პროგრამებს, აგრეთვე, განსაზღვრავს ცენტრში განსახორციელებელ სხვა აუცილებელ ღონისძიებებს;
თ) ზედამხედველობს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ი) სამსახურის უფროსთან და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს. წარუდგენს წინადადებებს სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ცენტრში კონკრეტული სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ;
კ) წარმოადგენს ცენტრს ან უფლებას ანიჭებს ცენტრის წარმომადგენლობაზე, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ლ) ადასტურებს პირადი ხელმოწერით ან ანიჭებს უფლებამოსილებას შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
მ) ცენტრის წესდების ან წესდებაში ცვლილებების პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით;
ნ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ო) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს ცენტრის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
პ) დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
ჟ) პერიოდულად აანალიზებს ცენტრის საქმიანობას და სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
რ) იღებს ზომებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და გაუმჯობესებისთვის;
ს) პერიოდულად ისმენს ანგარიშს ცენტრის მოსამსახურეების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ;
ტ) განიხილავს ცენტრში შემოსულ განცხადებას/ადმინისტრაციულ საჩივარს;
უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2021 წლის 2 ივლისის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 06.07.2021 წ.
2. ცენტრის უფროსის მოადგილის უფლება-მოვალეობებს და საკურატორო სფეროს განსაზღვრავს ცენტრის უფროსი.
3. ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ცენტრის უფროსის მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას.
ა) შეიმუშავებს სამსახურის მოსამსახურეებისთვის სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს და წარუდგენს ცენტრის უფროსს დასამტკიცებლად;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალურ პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისთვის სასწავლო და საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვას;
გ) ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით ახდენს მსმენელთა ტესტირებას, ფსიქოლოგიურ შეფასებასა და ფსიქოლოგიური პროფილების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის ინსტრუქტორთა შერჩევას, შეფასებას და პროფესიულ განვითარებას;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ნორმატივების ჩაბარების პროცედურებს, ფიზიკურ მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციას და შეფასებას;
ზ) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვა უწყებებისთვის უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების ორგანიზებას;
თ) ცენტრის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას;
ი) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
ა) სამსახურში მისაღებ კანდიდატთათვის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სამსახურში ახლად მიღებულ მოსამსახურეთათვის, შეიმუშავებს სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს და წარუდგენს ცენტრის უფროსს დასამტკიცებლად;
ბ) სამსახურში მისაღებ კანდიდატთა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სამსახურის მოსამსახურეთა შეფასების, სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისთვის უზრუნველყოფს სასწავლო და საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვას;

ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შეფასებას;
ვ) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვა უწყებებისთვის უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების და შეფასების პროცესის ორგანიზებას;
ზ) ცენტრის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას;
თ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2022 წლის 17 მარტის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.03.2022 წ.
ა) ცენტრის მართვის ორგანოებისა და ძირითადი სტრუქტურული ერთეულების ადმინისტრაციული და საპროტოკოლო მხარდაჭერა, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით;
ბ) უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტებისა და ტრენინგების განხორციელებაზე მოლაპარაკებების ორგანიზება, უცხოელი ექსპერტების მისაღებად აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება;
გ) საერთაშორისო კონფერენციების და სემინარების ჩატარებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირება და აღნიშნულის შესრულებაზე კონტროლი;
დ) უცხოელი სტუმრების და დელეგაციების მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;
ე) სამსახურის შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციით, ცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მედია პლატფორმებისა და აქტივობების გამოყენებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზება და კოორდინაცია;
ვ) ცენტრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვა, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;
ზ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა და ქონების დაცვა;
თ) ცენტრის ტერიტორიაზე პირთა გადაადგილების (შემოსვლა-გასვლის) ორგანიზება და კონტროლი;
ი) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
კ) ცენტრში საკადრო საქმიანობის უზრუნველყოფა. მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაკანტური თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსის შერჩევის პროცესის ორგანიზება;
ლ) ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა. თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;
მ) ცენტრის შრომის შინაგანაწესის შემუშავება;
ნ) სამუშაო აღწერილობების და საქმიანობის ინსტრუქციების მომზადება/განახლება;
ო) ცენტრის საქმიანობის პროცესში შექმნილი ყველა დოკუმენტის დაცვა, შენახვა, დამუშავება, აღრიცხვა და განსაზღვრულ ვადებში მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება ცენტრის მიერ დამტკიცებული საქმისწარმოებისა და არქივირების მუშაობის წესების შესაბამისად;
პ) საქმისწარმოების, ღია და სპეციალური საბიბლიოთეკო საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
ჟ) საგანგებო და საომარ სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შედგენა და ცენტრის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
რ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ინსტრუქტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ინსტრუქტორები წარმართავენ სპეციალურ პროფესიულ სწავლებას და არიან სასწავლო მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში.

2. ცენტრის საშტატო თანამდებობაზე პირი ინიშნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დამხმარე მოსამსახურეებს წარმოადგენენ საშტატო ნუსხით გათვალისწინებული და ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ცენტრის საქმიანობისთვის აუცილებელი პირები.
2. სასწავლო პროცესის მართვის ღონისძიებები, სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცედურები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა აქტები, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, მტკიცდება ცენტრის უფროსის მიერ.
სახელმწიფო კონტროლი
2. ცენტრის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისგან.
3. ცენტრს უფლება აქვს მისთვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის თანხმობით, ცენტრს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა, ასევე მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;
გ) შემოწირულობები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე შესაძლოა მოხმარდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის განვითარებას.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამსახურის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
+
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება №95 2020 წლის 2 ნოემბერი ქ. თბილისი„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის №644 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდება თანდართული რედაქციით.
+
+
|
+
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდება
+
ზოგადი დებულებები
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო🔗
წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სტატუსს, მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მიზნებსა და ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, სასწავლო პროცესსა და ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.+
მუხლი 2. ცენტრის სტატუსი და ანგარიშვალდებულება🔗
1. ცენტრი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
2. ცენტრს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული საქმიანობა.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ის საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, დებს გარიგებებს, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. ცენტრის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5. ცენტრის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი“, ხოლო ინგლისურ ენაზე „Legal Entity Of Public Law – Training Center Of State Security Service Of Georgia“.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4.
7. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი – მცირე სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი, შტამპი, ოფიციალური ვებ-გვერდი, ლოგო და იურიდიული პირისთვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
8. ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 24.11.2020 წ.
+
მუხლი 3. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები🔗
ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში არსებული ცოდნის თავმოყრა-გაანალიზება, განახლება, სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდების გამოყენება, პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი, მაღალი ღირებულებების, სტანდარტებისა და პრინციპების მქონე უსაფრთხოების კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, თანამედროვე დასავლური გამოცდილებისა და მიღწევების შესწავლა და სათანადო სტანდარტების დანერგვა, არსებულ გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირება და მათი წარმატებით დაძლევა, როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო სფეროში, ასევე, სამეცნიერო მუშაობის სათანადო ორგანიზებასა და წარმართვაში.+
მუხლი 4. ცენტრის მიზნები და ამოცანები🔗
1. ცენტრი მოქმედებს მისი მიზნების და ამოცანების მიხედვით, რომლებიც ემსახურება ცენტრის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას.
2. ცენტრის მიზნებია:
ა) სამსახურისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ბ) უსაფრთხოების სფეროში სპეციალური პროფესიული და სამოქალაქო განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
გ) უსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა.
3. ცენტრის ამოცანებია:
ა) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი, ინოვაციური და ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო ციკლის ჩამოყალიბება. საჭიროებიდან გამომდინარე, ეროვნული და უცხო ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან ერთობლივად, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
ბ) მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;
გ) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
დ) განათლებისა და პროფესიული მომზადების მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნა;
ე) ცენტრის მიზნების განხორციელებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა და სათანადო გამოცდილების მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა;
ვ) თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული, მოქნილი სასწავლო პროცესის ორგანიზება;
ზ) მსმენელებისთვის სწავლის, თვითგანვითარებისა და კვლევისთვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს შექმნა.
4. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრი:
ა) სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისთვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება-სრულყოფის მიზნით, ახორციელებს მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) ზრუნავს საკუთარ მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ზრუნავს ინსტრუქტორებისა და ექსპერტების მომზადება-გადამზადებაზე, უცხოელ ინსტრუქტორთა მოწვევაზე კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებსა თუ პროგრამებში ჩასართავად;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების დაგროვებას, ანალიზს, ადაპტირებასა და გავრცელებას;
ე) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებზე გასცემს შესაბამის სერთიფიკატებს;
ვ) ორგანიზებას უწევს უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო ფორმატების ჩამოყალიბებას (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები და ა.შ.);
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
თ) ცენტრის შესაბამის თანამდებობებზე პროფესიული ნიშნით მოიზიდავს სათანადო გამოცდილების მქონე ინსტრუქტორებს;
ი) ახორციელებს ელექტრონულ საარქივო საქმიანობას;
კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ, შემეცნებით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა და ღონისძიებების ორგანიზებას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
+
+
მუხლი 5. ცენტრის სტრუქტურა🔗
ცენტრი შედგება მართვის ორგანოებისგან, ძირითადი სტრუქტურული ერთეულებისგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულისგან. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფები შეიძლება იყოფოდეს შიდა სტრუქტურულ დანაყოფებად.+
მუხლი 6. ცენტრის მართვის ორგანოები🔗
ცენტრის მართვის ორგანოებია: ცენტრის უფროსი (დირექტორი) და ცენტრის უფროსის მოადგილე (დირექტორის მოადგილე).+
მუხლი 7. ცენტრის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებიცენტრის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: სასწავლო სამმართველო და შეფასებისა და გამოცდების სამმართველო.
ცენტრის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: სასწავლო მთავარი სამმართველო და შეფასებისა და გამოცდების სამმართველო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
+
მუხლი 8. ცენტრის დამხმარე სტრუქტურული ერთეული🔗
ცენტრის დამხმარე სტრუქტურული ერთეულია – ადმინისტრაცია (სამმართველო).+
მუხლი 9. ცენტრის უფროსი (დირექტორი)🔗
1. ცენტრის უფროსი არის ცენტრის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ცენტრს და წარმოადგენს მას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საამისოდ იგი უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ცენტრის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.
2. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წარდგინებით.
3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის მოსამსახურეებს, სამსახურის უფროსთან და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით;
დ) ცენტრში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს და აფორმებს მათ;
ე) სამსახურის უფროსთან და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრის მოსამსახურეებს. ცენტრის მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შუამდგომლობით მიმართავს სამსახურის უფროსს;
ვ) ცენტრის მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, გარდა უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და წოდების ვადაზე ადრე მინიჭებისა;
ზ) კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრში მოქმედ სასწავლო პროგრამებს, აგრეთვე, განსაზღვრავს ცენტრში განსახორციელებელ სხვა აუცილებელ ღონისძიებებს;
თ) ზედამხედველობს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ი) სამსახურის უფროსთან და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს. წარუდგენს წინადადებებს სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ცენტრში კონკრეტული სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ;
კ) წარმოადგენს ცენტრს ან უფლებას ანიჭებს ცენტრის წარმომადგენლობაზე, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ლ) ადასტურებს პირადი ხელმოწერით ან ანიჭებს უფლებამოსილებას შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
მ) ცენტრის წესდების ან წესდებაში ცვლილებების პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით;
ნ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ო) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს ცენტრის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
პ) დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
ჟ) პერიოდულად აანალიზებს ცენტრის საქმიანობას და სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
რ) იღებს ზომებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და გაუმჯობესებისთვის;
ს) პერიოდულად ისმენს ანგარიშს ცენტრის მოსამსახურეების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ;
ტ) განიხილავს ცენტრში შემოსულ განცხადებას/ადმინისტრაციულ საჩივარს;
უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 24.11.2020 წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2021 წლის 2 ივლისის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 06.07.2021 წ.
+
მუხლი 10. ცენტრის უფროსის მოადგილე (დირექტორის მოადგილე)🔗
1. ცენტრის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი ცენტრის უფროსის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილესთან.
2. ცენტრის უფროსის მოადგილის უფლება-მოვალეობებს და საკურატორო სფეროს განსაზღვრავს ცენტრის უფროსი.
3. ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ცენტრის უფროსის მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას.
+
მუხლი 11. სასწავლო სამმართველო
სასწავლო სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
სასწავლო მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს სამსახურის მოსამსახურეებისთვის სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს და წარუდგენს ცენტრის უფროსს დასამტკიცებლად;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალურ პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისთვის სასწავლო და საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვას;
გ) ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით ახდენს მსმენელთა ტესტირებას, ფსიქოლოგიურ შეფასებასა და ფსიქოლოგიური პროფილების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის ინსტრუქტორთა შერჩევას, შეფასებას და პროფესიულ განვითარებას;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ნორმატივების ჩაბარების პროცედურებს, ფიზიკურ მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციას და შეფასებას;
ზ) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვა უწყებებისთვის უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების ორგანიზებას;
თ) ცენტრის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას;
ი) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
+
მუხლი 12. შეფასებისა და გამოცდების სამმართველო🔗
შეფასებისა და გამოცდების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სამსახურში მისაღებ კანდიდატთათვის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სამსახურში ახლად მიღებულ მოსამსახურეთათვის, შეიმუშავებს სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს და წარუდგენს ცენტრის უფროსს დასამტკიცებლად;
ბ) სამსახურში მისაღებ კანდიდატთა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სამსახურის მოსამსახურეთა შეფასების, სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისთვის უზრუნველყოფს სასწავლო და საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვას;
გ) ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით ახდენს მსმენელთა ტესტირებას, ფსიქოლოგიურ შეფასებასა და ფსიქოლოგიური პროფილების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის ინსტრუქტორთა შერჩევას, შეფასებას და პროფესიულ განვითარებას;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შეფასებას;
ვ) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვა უწყებებისთვის უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების და შეფასების პროცესის ორგანიზებას;
ზ) ცენტრის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას;
თ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
+
მუხლი 13. ადმინისტრაცია🔗
ადმინისტრაციის, როგორც ცენტრის დამხმარე სტრუქტურული ერთეულის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ცენტრის მართვის ორგანოებისა და ძირითადი სტრუქტურული ერთეულების ადმინისტრაციული და საპროტოკოლო მხარდაჭერა, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით;
ბ) უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტებისა და ტრენინგების განხორციელებაზე მოლაპარაკებების ორგანიზება, უცხოელი ექსპერტების მისაღებად აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება;
გ) საერთაშორისო კონფერენციების და სემინარების ჩატარებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირება და აღნიშნულის შესრულებაზე კონტროლი;
დ) უცხოელი სტუმრების და დელეგაციების მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;
ე) სამსახურის შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციით, ცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მედია პლატფორმებისა და აქტივობების გამოყენებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზება და კოორდინაცია;
ვ) ცენტრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვა, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;
ზ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა და ქონების დაცვა;
თ) ცენტრის ტერიტორიაზე პირთა გადაადგილების (შემოსვლა-გასვლის) ორგანიზება და კონტროლი;
ი) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
კ) ცენტრში საკადრო საქმიანობის უზრუნველყოფა. მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაკანტური თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსის შერჩევის პროცესის ორგანიზება;
ლ) ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა. თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;
მ) ცენტრის შრომის შინაგანაწესის შემუშავება;
ნ) სამუშაო აღწერილობების და საქმიანობის ინსტრუქციების მომზადება/განახლება;
ო) ცენტრის საქმიანობის პროცესში შექმნილი ყველა დოკუმენტის დაცვა, შენახვა, დამუშავება, აღრიცხვა და განსაზღვრულ ვადებში მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება ცენტრის მიერ დამტკიცებული საქმისწარმოებისა და არქივირების მუშაობის წესების შესაბამისად;
პ) საქმისწარმოების, ღია და სპეციალური საბიბლიოთეკო საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
ჟ) საგანგებო და საომარ სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შედგენა და ცენტრის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
რ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
+
+
მუხლი 14. ცენტრის მოსამსახურეები🔗
ცენტრის მოსამსახურეებს წარმოადგენენ ინსტრუქტორები, ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობებზე დანიშნული/მიღებული მოსამსახურეები.+
მუხლი 15. ინსტრუქტორი🔗
1. ცენტრის ინსტრუქტორი არის მოსამსახურე, რომელიც ცენტრის მსმენელს გადასცემს თეორიულ ცოდნას და ზრუნავს მისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.2. ინსტრუქტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ინსტრუქტორები წარმართავენ სპეციალურ პროფესიულ სწავლებას და არიან სასწავლო სამმართველოს დაქვემდებარებაში.
3. ინსტრუქტორები წარმართავენ სპეციალურ პროფესიულ სწავლებას და არიან სასწავლო მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2021 წლის 2 ივლისის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 06.07.2021 წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
+
მუხლი 16. ადმინისტრაციული თანამდებობები და დამხმარე მოსამსახურეები🔗
1. ცენტრში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: ცენტრის უფროსი, ცენტრის უფროსის მოადგილე, სასწავლო და შეფასებისა და გამოცდების სამმართველოების და ადმინისტრაციის უფროსები.
2. ცენტრის საშტატო თანამდებობაზე პირი ინიშნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დამხმარე მოსამსახურეებს წარმოადგენენ საშტატო ნუსხით გათვალისწინებული და ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ცენტრის საქმიანობისთვის აუცილებელი პირები.
+
+
მუხლი 17. მსმენელი🔗
1. ცენტრის პროგრამებზე მსმენელის ჩარიცხვის და პროგრამის დასრულების წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით. 2. სასწავლო პროცესის მართვის ღონისძიებები, სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცედურები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა აქტები, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, მტკიცდება ცენტრის უფროსის მიერ.+
+
მუხლი 18. ცენტრის ქონება🔗
1. ცენტრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნია (გადაეცემა) ქონება.
2. ცენტრის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისგან.
3. ცენტრს უფლება აქვს მისთვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
+
მუხლი 19. ცენტრის ქონებით სარგებლობა🔗
1. ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. სამსახურის თანხმობით, ცენტრს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა, ასევე მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
+
მუხლი 20. ცენტრის დაფინანსება🔗
1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;
გ) შემოწირულობები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე შესაძლოა მოხმარდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის განვითარებას.
+
მუხლი 21. ცენტრის ბალანსის შედგენა და შემოწმება🔗
1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარადგინოს დასამტკიცებლად.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამსახურის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
+
+
მუხლი 22. ცენტრის რეოგრანიზაცია და ლიკვიდაცია🔗
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
+
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
ბრძანება №95
2020 წლის 2 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „სსიპ – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის №644 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „რ.ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდება თანდართული რედაქციით.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (დეპარტამენტი) წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2019 წლის 25 ნოემბრის №112 ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 ნოემბრიდან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი
+
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდება
+
თავი I
ზოგადი დებულებები
+
მუხლი 1. რეგულირების სფერო
წინამდებარე წესდება განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში – სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სტატუსს, მისი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, მიზნებსა და ამოცანებს, უფლებამოსილებებს, სტრუქტურას, მართვისა და დაფინანსების პრინციპებსა და წესებს, სასწავლო პროცესსა და ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
+
მუხლი 2. ცენტრის სტატუსი და ანგარიშვალდებულება
1. ცენტრი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას.
2. ცენტრს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესდებით განსაზღვრული საქმიანობა.
3. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ცენტრს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ის საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, დებს გარიგებებს, შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან მოპასუხედ.
4. ცენტრის საქმიანობა რეგულირდება საქართველოს კონსტიტუციით, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ წესდებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
5. ცენტრის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრი“, ხოლო ინგლისურ ენაზე „Legal Entity Of Public Law – Training Center Of State Security Service Of Georgia“.
6. ცენტრის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, გმირი კურსანტების ქუჩა №4.
7. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი – მცირე სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების (ქართულ და ინგლისურ ენებზე) გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი, შტამპი, ოფიციალური ვებ-გვერდი, ლოგო და იურიდიული პირისთვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები.
8. ცენტრი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის (შემდგომში – სამსახურის უფროსი) და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 24.11.2020 წ.
+
მუხლი 3. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში არსებული ცოდნის თავმოყრა-გაანალიზება, განახლება, სასწავლო პროცესში ინოვაციური მეთოდების გამოყენება, პრაქტიკული უნარ-ჩვევებითა და ცოდნით აღჭურვილი, მაღალი ღირებულებების, სტანდარტებისა და პრინციპების მქონე უსაფრთხოების კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება, თანამედროვე დასავლური გამოცდილებისა და მიღწევების შესწავლა და სათანადო სტანდარტების დანერგვა, არსებულ გამოწვევებზე შესაბამისი რეაგირება და მათი წარმატებით დაძლევა, როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო სფეროში, ასევე, სამეცნიერო მუშაობის სათანადო ორგანიზებასა და წარმართვაში.
+
მუხლი 4. ცენტრის მიზნები და ამოცანები
1. ცენტრი მოქმედებს მისი მიზნების და ამოცანების მიხედვით, რომლებიც ემსახურება ცენტრის ძირითადი მიმართულებების განხორციელებას.
2. ცენტრის მიზნებია:
ა) სამსახურისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;
ბ) უსაფრთხოების სფეროში სპეციალური პროფესიული და სამოქალაქო განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
გ) უსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა.
3. ცენტრის ამოცანებია:
ა) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი, ინოვაციური და ხარისხზე ორიენტირებული სასწავლო ციკლის ჩამოყალიბება. საჭიროებიდან გამომდინარე, ეროვნული და უცხო ქვეყნების სასწავლო დაწესებულებებთან ერთობლივად, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება;
ბ) მსმენელის განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;
გ) სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
დ) განათლებისა და პროფესიული მომზადების მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნა;
ე) ცენტრის მიზნების განხორციელებისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა და სათანადო გამოცდილების მქონე ადამიანური რესურსების მოზიდვა;
ვ) თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული, მოქნილი სასწავლო პროცესის ორგანიზება;
ზ) მსმენელებისთვის სწავლის, თვითგანვითარებისა და კვლევისთვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს შექმნა.
4. თავისი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად ცენტრი:
ა) სამსახურის მოსამსახურეთა პროფესიული განვითარებისთვის, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება-სრულყოფის მიზნით, ახორციელებს მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს;
ბ) ზრუნავს საკუთარ მოსამსახურეთა პროფესიულ განვითარებაზე;
გ) ზრუნავს ინსტრუქტორებისა და ექსპერტების მომზადება-გადამზადებაზე, უცხოელ ინსტრუქტორთა მოწვევაზე კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებსა თუ პროგრამებში ჩასართავად;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგიების დაგროვებას, ანალიზს, ადაპტირებასა და გავრცელებას;
ე) სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებზე გასცემს შესაბამის სერთიფიკატებს;
ვ) ორგანიზებას უწევს უსაფრთხოების საკითხებზე სადისკუსიო ფორმატების ჩამოყალიბებას (კონფერენციები, სემინარები, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრები და ა.შ.);
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან;
თ) ცენტრის შესაბამის თანამდებობებზე პროფესიული ნიშნით მოიზიდავს სათანადო გამოცდილების მქონე ინსტრუქტორებს;
ი) ახორციელებს ელექტრონულ საარქივო საქმიანობას;
კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელ, შემეცნებით, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობისა და ღონისძიებების ორგანიზებას;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
+
თავი II
ცენტრის სტრუქტურა და მართვა
+
მუხლი 5. ცენტრის სტრუქტურა
ცენტრი შედგება მართვის ორგანოებისგან, ძირითადი სტრუქტურული ერთეულებისგან და დამხმარე სტრუქტურული ერთეულისგან. ცენტრის სტრუქტურული ქვედანაყოფები შეიძლება იყოფოდეს შიდა სტრუქტურულ დანაყოფებად.
+
მუხლი 6. ცენტრის მართვის ორგანოები
ცენტრის მართვის ორგანოებია: ცენტრის უფროსი (დირექტორი) და ცენტრის უფროსის მოადგილე (დირექტორის მოადგილე).
+
მუხლი 7. ცენტრის ძირითადი სტრუქტურული ერთეულები
ცენტრის ძირითადი სტრუქტურული ერთეულებია: სასწავლო მთავარი სამმართველო და შეფასებისა და გამოცდების სამმართველო.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
+
მუხლი 8. ცენტრის დამხმარე სტრუქტურული ერთეული
ცენტრის დამხმარე სტრუქტურული ერთეულია – ადმინისტრაცია (სამმართველო).
+
მუხლი 9. ცენტრის უფროსი (დირექტორი)
1. ცენტრის უფროსი არის ცენტრის მართვის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს ცენტრს და წარმოადგენს მას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. საამისოდ იგი უფლებამოსილია კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ცენტრის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები.
2. ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი, კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის წარდგინებით.
3. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ცენტრის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ცენტრის საქმიანობას და აწესრიგებს ცენტრის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის მოსამსახურეებს, სამსახურის უფროსთან და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით;
დ) ცენტრში პირის შტატგარეშე მოსამსახურედ მიღებისას ადგენს შრომითი ხელშეკრულების პირობებს და აფორმებს მათ;
ე) სამსახურის უფროსთან და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრის მოსამსახურეებს. ცენტრის მოსამსახურის სახელმწიფო ჯილდოზე წარსადგენად შუამდგომლობით მიმართავს სამსახურის უფროსს;
ვ) ცენტრის მოსამსახურეებს ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, გარდა უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდებებისა და წოდების ვადაზე ადრე მინიჭებისა;
ზ) კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრში მოქმედ სასწავლო პროგრამებს, აგრეთვე, განსაზღვრავს ცენტრში განსახორციელებელ სხვა აუცილებელ ღონისძიებებს;
თ) ზედამხედველობს ცენტრის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ი) სამსახურის უფროსთან და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, ამტკიცებს ცენტრის სტრუქტურას, საშტატო განრიგს და განსაზღვრავს სახელფასო ფონდს. წარუდგენს წინადადებებს სამსახურის უფროსს და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს, ცენტრში კონკრეტული სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების მიზანშეწონილობის შესახებ;
კ) წარმოადგენს ცენტრს ან უფლებას ანიჭებს ცენტრის წარმომადგენლობაზე, კომპეტენციის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას ცენტრის მოსამსახურეთათვის ზოგიერთი უფლებამოსილების მინიჭების ან/და დელეგირების შესახებ, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ლ) ადასტურებს პირადი ხელმოწერით ან ანიჭებს უფლებამოსილებას შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურებაზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
მ) ცენტრის წესდების ან წესდებაში ცვლილებების პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამსახურის უფროსს, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით;
ნ) ყოველწლიურად ან მოთხოვნისამებრ, სამსახურის უფროსს ან კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს ანგარიშს ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ო) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს ცენტრის პირადი შემადგენლობის სამობილიზაციო მზადყოფნას;
პ) დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს აძლევს მითითებებს და დავალებებს, ზედამხედველობს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
ჟ) პერიოდულად აანალიზებს ცენტრის საქმიანობას და სამსახურის უფროსს ან/და კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
რ) იღებს ზომებს საიდუმლოების რეჟიმის დაცვისა და გაუმჯობესებისთვის;
ს) პერიოდულად ისმენს ანგარიშს ცენტრის მოსამსახურეების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ;
ტ) განიხილავს ცენტრში შემოსულ განცხადებას/ადმინისტრაციულ საჩივარს;
უ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №101 - ვებგვერდი, 24.11.2020 წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2021 წლის 2 ივლისის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 06.07.2021 წ.
+
მუხლი 10. ცენტრის უფროსის მოადგილე (დირექტორის მოადგილე)
1. ცენტრის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი ცენტრის უფროსის წარდგინებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილესთან.
2. ცენტრის უფროსის მოადგილის უფლება-მოვალეობებს და საკურატორო სფეროს განსაზღვრავს ცენტრის უფროსი.
3. ცენტრის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ცენტრის უფროსის მოადგილე ასრულებს მის მოვალეობას.
+
მუხლი 11. სასწავლო მთავარი სამმართველო
სასწავლო მთავარი სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) შეიმუშავებს სამსახურის მოსამსახურეებისთვის სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს და წარუდგენს ცენტრის უფროსს დასამტკიცებლად;
ბ) უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალურ პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისთვის სასწავლო და საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვას;
გ) ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით ახდენს მსმენელთა ტესტირებას, ფსიქოლოგიურ შეფასებასა და ფსიქოლოგიური პროფილების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის ინსტრუქტორთა შერჩევას, შეფასებას და პროფესიულ განვითარებას;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ნორმატივების ჩაბარების პროცედურებს, ფიზიკურ მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაში;
ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სამსახურის მოსამსახურეთა ატესტაციას და შეფასებას;
ზ) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვა უწყებებისთვის უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების ორგანიზებას;
ზ) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვადასხვა უწყებისათვის/ორგანიზაციებისათვის (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული ან/და სხვა მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების ორგანიზებას;
ზ1) ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, დაშვების კატეგორიებისა და ნებართვის სახეობების გათვალისწინებით, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიმართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს სხვა უწყებების/ორგანიზაციების (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვაზე პასუხისმგებელ მუშაკთა მომზადების და გადამზადების თეორიული სასწავლო კურსების/პროგრამების, მათ შორის, შესაბამისი გამოცდების ჩაბარებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების შემუშავებასა და ორგანიზებას სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის სფეროში;
თ) ცენტრის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას;
ი) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2022 წლის 17 მარტის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.03.2022 წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2025 წლის 13 თებერვლის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 13.02.2025 წ.
+
მუხლი 12. შეფასებისა და გამოცდების სამმართველო
შეფასებისა და გამოცდების სამმართველო თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) სამსახურში მისაღებ კანდიდატთათვის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სამსახურში ახლად მიღებულ მოსამსახურეთათვის, შეიმუშავებს სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებს და წარუდგენს ცენტრის უფროსს დასამტკიცებლად;
ბ) სამსახურში მისაღებ კანდიდატთა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე სამსახურის მოსამსახურეთა შეფასების, სპეციალური პროფესიული მომზადების, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისთვის უზრუნველყოფს სასწავლო და საგამოცდო პროცესების ორგანიზებას, ჩატარებას და სწავლა-სწავლების ხარისხის მართვას;
გ) ფსიქოლოგთა ჯგუფის მეშვეობით ახდენს მსმენელთა ტესტირებას, ფსიქოლოგიურ შეფასებასა და ფსიქოლოგიური პროფილების მომზადებას;
დ) უზრუნველყოფს ცენტრის ინსტრუქტორთა შერჩევას, შეფასებას და პროფესიულ განვითარებას;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უზრუნველყოფს სამსახურში მისაღებ კანდიდატთა შეფასებას;
ვ) ხელშეკრულების ან/და შესაბამისი მემორანდუმის საფუძველზე სხვა უწყებებისთვის უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადების და გადამზადების სასწავლო პროგრამების და შეფასების პროცესის ორგანიზებას;
ზ) ცენტრის ადმინისტრაციის კოორდინაციით, შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით და უზრუნველყოფს აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებულ ანგარიშგებას;
თ) ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2022 წლის 17 მარტის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.03.2022 წ.
+
მუხლი 13. ადმინისტრაცია
ადმინისტრაციის, როგორც ცენტრის დამხმარე სტრუქტურული ერთეულის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ცენტრის მართვის ორგანოებისა და ძირითადი სტრუქტურული ერთეულების ადმინისტრაციული და საპროტოკოლო მხარდაჭერა, სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით;
ბ) უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთობლივი პროექტებისა და ტრენინგების განხორციელებაზე მოლაპარაკებების ორგანიზება, უცხოელი ექსპერტების მისაღებად აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება;
გ) საერთაშორისო კონფერენციების და სემინარების ჩატარებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების კოორდინირება და აღნიშნულის შესრულებაზე კონტროლი;
დ) უცხოელი სტუმრების და დელეგაციების მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;
ე) სამსახურის შესაბამის დანაყოფთან კოორდინაციით, ცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა მედია პლატფორმებისა და აქტივობების გამოყენებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის ორგანიზება და კოორდინაცია;
ვ) ცენტრის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის მართვა, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება;
ზ) ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა და ქონების დაცვა;
თ) ცენტრის ტერიტორიაზე პირთა გადაადგილების (შემოსვლა-გასვლის) ორგანიზება და კონტროლი;
ი) ცენტრის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
კ) ცენტრში საკადრო საქმიანობის უზრუნველყოფა. მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაკანტური თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანური რესურსის შერჩევის პროცესის ორგანიზება;
ლ) ცენტრის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა. თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;
მ) ცენტრის შრომის შინაგანაწესის შემუშავება;
ნ) სამუშაო აღწერილობების და საქმიანობის ინსტრუქციების მომზადება/განახლება;
ო) ცენტრის საქმიანობის პროცესში შექმნილი ყველა დოკუმენტის დაცვა, შენახვა, დამუშავება, აღრიცხვა და განსაზღვრულ ვადებში მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება ცენტრის მიერ დამტკიცებული საქმისწარმოებისა და არქივირების მუშაობის წესების შესაბამისად;
პ) საქმისწარმოების, ღია და სპეციალური საბიბლიოთეკო საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
ჟ) საგანგებო და საომარ სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შედგენა და ცენტრის დირექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
რ) შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2022 წლის 17 მარტის ბრძანება №13 - ვებგვერდი, 17.03.2022 წ.
+
თავი III
ცენტრის მოსამსახურეები
+
მუხლი 14. ცენტრის მოსამსახურეები
ცენტრის მოსამსახურეებს წარმოადგენენ ინსტრუქტორები, ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობებზე დანიშნული/მიღებული მოსამსახურეები.
+
მუხლი 15. ინსტრუქტორი
1. ცენტრის ინსტრუქტორი არის მოსამსახურე, რომელიც ცენტრის მსმენელს გადასცემს თეორიულ ცოდნას და ზრუნავს მისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაზე.
2. ინსტრუქტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ან შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ინსტრუქტორები წარმართავენ სპეციალურ პროფესიულ სწავლებას და არიან სასწავლო მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2021 წლის 2 ივლისის ბრძანება №32 - ვებგვერდი, 06.07.2021 წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2022 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №64 - ვებგვერდი, 26.12.2022 წ.
+
მუხლი 16. ადმინისტრაციული თანამდებობები და დამხმარე მოსამსახურეები
1. ცენტრში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: ცენტრის უფროსი, ცენტრის უფროსის მოადგილე, სასწავლო და შეფასებისა და გამოცდების სამმართველოების და ადმინისტრაციის უფროსები.
2. ცენტრის საშტატო თანამდებობაზე პირი ინიშნება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. დამხმარე მოსამსახურეებს წარმოადგენენ საშტატო ნუსხით გათვალისწინებული და ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული ცენტრის საქმიანობისთვის აუცილებელი პირები.
+
თავი IV
ცენტრის მსმენელი
+
მუხლი 17. მსმენელი
1. ცენტრის პროგრამებზე მსმენელის ჩარიცხვის და პროგრამის დასრულების წესი განისაზღვრება სამსახურის უფროსის ბრძანებით.
2. სასწავლო პროცესის მართვის ღონისძიებები, სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელების და მონიტორინგის პროცედურები და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სხვა აქტები, კურატორ სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით, მტკიცდება ცენტრის უფროსის მიერ.
+
თავი V
ცენტრის ქონება, დაფინანსება და
სახელმწიფო კონტროლი
+
მუხლი 18. ცენტრის ქონება
1. ცენტრს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნია (გადაეცემა) ქონება.
2. ცენტრის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისგან.
3. ცენტრს უფლება აქვს მისთვის გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
+
მუხლი 19. ცენტრის ქონებით სარგებლობა
1. ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონება გამოიყენება მხოლოდ წინამდებარე წესდებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.
2. სამსახურის თანხმობით, ცენტრს შეუძლია განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, ცენტრის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა, ასევე მოსამსახურეთა მატერიალური წახალისებისთვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
+
მუხლი 20. ცენტრის დაფინანსება
1. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტებით მიღებული შემოსავლები;
გ) შემოწირულობები;
დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
ე) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე შესაძლოა მოხმარდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის განვითარებას.
+
მუხლი 21. ცენტრის ბალანსის შედგენა და შემოწმება
1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარადგინოს დასამტკიცებლად.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამსახურის მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
+
თავი VI
ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
+
მუხლი 22. ცენტრის რეოგრანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ“, №95, 02.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016130 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.12.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5027052-4/