„მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.1999 ძალადაკარგული 28.06.2012
გამომცემი ორგანო
ნომერი
№366
სარეგისტრაციო კოდი
410.012.004.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72(79), 30/12/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

წინა ცვლილებები (11)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.004

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №366

1999 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ

„პატიმრობის შესახებ" საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონის 97-ე მუხლის „ბ.გ." ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. დამტკიცდეს მკაცრი რეჟიმის დაწესებულების თანდართული დებულება (დანართი № 1) და  შინაგანაწესი  (დანართი № 2).

2. საჯელაღსრულების დეპარტამენტმა (გ. ყვარელაშვილი) უზრუნველყოს ამ ბრძანებით დამტკიცებული ნორმატიული აქტების სასჯელაღსრულების ორგანოთა მოსამსახურეებისათვის გაცნობა.

3. ეს ბრძანება ამოქმედეს 2000 წლის 1 იანვრიდან.

ჯ. ხეცურიანი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 22 მაისის ბრძანება №400 - სსმ III, №47, 29.05.2003 წ., მუხ.436

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 ივლისის ბრძანება №730 - სსმ III, №73, 21.07.2003 წ., მუხ.661

3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №1365 - სსმ III, №148, 25.12.2003 წ., მუხ.1213

4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №1208 - სსმ III, №109, 04.10.2004 წ., მუხ.961

5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1609 - სსმ III, №155, 30.12.2004 წ., მუხ.1422

6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 9 იანვრის ბრძანება №60 - სსმ III, №3, 10.01.2006 წ., მუხ.21

7. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ბრძანება №133 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.72

8. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

9. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 აპრილის ბრძანება №101 - სსმ III, №51, 13.04.2007 წ., მუხ.557

10. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №283 - სსმ III, №120, 24.08.2007 წ., მუხ.1316

11. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №406 - სსმ III, №183, 25.12.2007 წ., მუხ.2054

დანართი N1

მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების დებულება

თავი I

(ამოღებულია)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №406 - სსმ III, №183, 25.12.2007 წ., მუხ.2054

    მუხლი 1

1. ეს დებულება აწესრიგებს მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების სტრუქტურას, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და საქმიანობის მიმართულებებს.

2. მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულება (შემდგომში _ დაწესებულება) არის სასჯელაღსრულების ორგანო, რომელიც შედის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში _ დეპარტამენტის) სისტემაში.

3. დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კანონი „პატიმრობის შესახებ“, საქართველოს პერეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებები, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესი, ეს დებულება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.

4. დაწესებულებას ქმნის და აუქმებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) დეპარტამენტის თავმჯდომარის (შემდგომში – თავმჯდომარე) წარდგინებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №406 - სსმ III, №183, 25.12.2007 წ., მუხ.2054

    მუხლი 2

1. დაწესებულების ამოცანებს განეკუთვნება:

ა) თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის მოხდის უზრუნველყოფა;

ბ) დაწესებულებაში მართლწესრიგისა და კანონიერების, მსჯავრდებულთა, პერსონალის, თანამდებობის პირებისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

გ) მსჯავრდებულთა შრომითი დასაქმების ორგანიზება, აგრეთვე მათი ზოგადი და პროფესიული განათლებით უზრუნველყოფა;

დ) მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა;

ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განმახორციელებელი ორგანოებისათვის ხელის შეწყობა;

ვ) ამ დებულებით, შინაგანაწესითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. დაწესებულება:

ა) ახორციელებს კონტროლს შინაგანაწესისა და რეჟიმის დაცვაზე დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე;

ბ) ითხოვს მსჯავრდებულისაგან და სხვა პირებისაგან კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებას, შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვას;

გ) დამრღვევთა მიმართ იყენებს კანონით გათვალისწინებული ზემოქმედებისა და იძულების ღონისძიებებს;

დ) შეადგენს ოქმებს დისციპლინური დარღვევის თაობაზე, გამოიყენებს დისციპლინური პასუხიმგებლობის კანონით განსაზღვრულ სახეებს;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დაწესებულების ტერიტორიისა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე მსჯავრდებულთა და სხვა პირების, აგრეთვე მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებას, აკრძალული ნივთებისა და დოკუმენტების ამოღებას;

ვ) ახორციელებს მსჯავრდებულთა რეგისტრაციას, მათ ფოტოგრაფირებას, ხმის ჩაწერას, კინო და ვიდეო გადაღებას, დაქტილოსკოპირებას;

ზ) ახორციელებს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარებას, მათ მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების ფაქტების გამოსავლენად ნიშნავს მსჯავრდებულთა სამედიცინო გამოკვლევას;

თ) კანონით დადგენილ შემთხვევებში და წესით იყენებს ფიზიკურ ძალას, იარაღსა და სპეციალურ საშუალებებს;

ი) შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვის, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით უფლებამოსილია დაწესებულების ტერიტორიისა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე დროებით შეზღუდოს ან აკრძალოს ტრანსპორტის მოძრაობა, შეაჩეროს მოქალაქეთა შესვლა ან აიძულოს ისინი დატოვონ შესაბამისი ტერიტორია;

კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით შემოიღებს განსაკუთრებული პირობების რეჟიმს;

ლ) უზრუნველყოფს მსჯავრდებულების დასაქმებას მათი შრომისუნარიანობის, შესაძლებლობებისა და სპეციალობის მიხედვით;

მ) ახორციელებს ამ დებულებით, შინაგანაწესითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

    მუხლი 3

1. დაწესებულებას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრთან შეთანხმებით.

2. დირექტორი:

ა) ახორციელებს დაწესებულების საქმიანობის ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების ღონისძიებებს;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დაწესებულებაში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) წარმოადგენს დაწესებულებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წინადადებებს დაწესებულების სტრუქტურის, შტატის, მუშაობის ორგანიზაციის, დაქვემდებარებული მოსამსახურეებისათვის ხელფასისა და პრემიის დანიშვნის, მათი წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დაწესებულების ამოცანების შესასრულებლად;

თ) შუამდგომლობს დაქვემდებარებულ მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე;

ი) პერიოდულად ისმენს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე და ამის შესახებ მოახსენებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას;

კ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დაწესებულების მოსამსახურეებს, გარდა დირექტორის მოადგილის და დაწესებულების სტრუქტურული ერთეულის უფროსისა;

ლ) ახორციელებს ამ დებულებით, დაწესებულების შინაგანაწესით, მინისტრის სამართლებრივი აქტებით ან სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს;

მ) გამოსცემს განკარგულებას მსჯავრდებულისათვის ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ. განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება დირექტორმა შეიძლება გადასცეს დაწესებულების სხვა მოსამსახურეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №406 - სსმ III, №183, 25.12.2007 წ., მუხ.2054

    მუხლი 4

1. დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დაწესებულების დირექტორის წარდგინებით.

2. დაწესებულების დირექტორის მოადგილე საერთო ხელმძღვანელობასა და კონტროლს უწევს დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას. ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში, თუ კანონით ან შესაბამისი სპეციალური აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

3. დირექტორის მოადგილის უშუალო დაქვემდებარებაში არიან დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები, კადრების ინსპექტორები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

    მუხლი 5

1. დაწესებულების სტრუქტურაში შედის:

ა) უსაფრთხოების განყოფილება;

ბ) სარეჟიმო განყოფილება;

გ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;

დ) სოციალური განყოფილება;

ვ) სამორიგეო;

ზ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;

თ) კანცელარია;

ი) სამედიცინო ნაწილი;

კ) საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება.

2. დაწესებულების სტრუქტურულ დანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე დაწესებულების დირექტორის წარდგინებით.

3. დაწესებულების მოსამსახურეთა რიცხოვნობას და საშტატო განრიგს ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. ამ დებულებით დადგენილი თანამდებობები შეიძლება შეიცვალოს კონკრეტული დაწესებულების საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ ბრძანების შესაბამისად, დაწესებულების სპეციფიკიდან გამომდინარე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

    მუხლი 6

1. უსაფრთხოების განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) დაწესებულების მოსამსახურეების, მსჯავრდებულთა და სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოვლენა და აღკვეთა;

გ) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევისა და დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება;

დ) დაწესებულებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნის უზრუნველყოფა; მსჯავრდებულთა ძებნის სრულყოფის ღონისძიებათა შემუშავება-გატარება;

ე) დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში;

ვ) დაწესებულების სარეჟიმო სამსახურების საქმიანობის ორგანიზება, მათი მუშაობის შედეგების შესწავლა და გაანალიზება;

ზ) მსჯავრდებულთა შეხვედრების, მათ მიერ შინაგანაწესისა და დღის წესრიგის დაცვაზე კონტროლი;

თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლები არიან:

ა) უსაფრთხოების განყოფილების უფროსი;

ბ) უსაფრთხოების უფროსი ინსპექტორები;

გ) უსაფრთხოების ინსპექტორები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

    მუხლი 7

1. სარეჟიმო განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) დაწესებულების შინაგანაწესისა და დადგენილი დღის წესრიგის დაცვაზე ზედამხედველობა;

ბ) შინაგანაწესისა და დღის წესრიგის მოთხოვნების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;

გ) ოქმების შედგენა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა;

დ) მსჯავრდებულთა შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა;

ე) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. სარეჟიმო განყოფილების თანამშრომლები არიან:

ა) სარეჟიმო განყოფილების უფროსი;

ბ) რეჟიმის უფროსი ინსპექტორები;

გ) კონტროლის ინსპექტორები;

დ) სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის ინსპექტორები;

ე) კონტროლიორები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

    მუხლი 8

1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) მსჯავრდებულთა აღრიცხვა;

ბ) მსჯავრდებულთა პირადი საქმეების წარმოება;

გ) მსჯავრდებულთა ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანის, შეწყალების, გათავისუფლების და სხვა შესაბამისი ფუნქციების განხორციელება;

დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების თანამშრომლები არიან:

ა) სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი;

ბ) უფროსი ინსპექტორები;

გ) ინსპექტორები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

    მუხლი 9

1. სოციალური განყოფილების ძირითადი ამოცანებია:

ა) მსჯავრდებულთა, ასევე მათი ახლობლების უფლებების დაცვის და განხორციელების უზრუნველყოფა;

ბ) მსჯავრდებულთა და მათი ახლობლების სისტემატური მიღება და მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;

გ) მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირება;

დ) მსჯავრდებულთა ზოგადი და პროფესიული განათლების უზრუნველყოფა, მათთვის საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევა, დახმარების გაწევა იმ მსჯავრდებულთათვის, ვინც ექსტერნად სწავლობს საშუალო, პროფესიულ ან უმაღლეს სასწავლებელში;

ე) მოშიმშილე მსჯავრდებულებთან შესაბამისი მუშაობის წარმოება;

ვ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. სოციალური განყოფილების თანამშრომლები არიან:

ა) სოციალური განყოფილების უფროსი;

ბ) სოციალური მუშაკები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

    მუხლი 10

1. სამორიგეო ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და მოვალეობებს, ხელმძღვანელ პირთა და დეპარტამენტის კანონიერ მითითებებსა და დავალებებს

2. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიული მიწოდების მიზნით ყოველდღიური უშუალო კონტაქტი აქვს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის სამორიგეოსთან.

3. სამორიგეო ნაწილის თანამშრომლები არიან:

ა) უფროსი ოპერატიული მორიგე ინსპექტორები;

ბ) ოპერატიული მორიგე ინსპექტორები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

    მუხლი 11

1. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანაა დაწესებულების და მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების და სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

2. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების თანამშრომლები არიან:

ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი;

ბ) ტექნიკური მუშაკები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

    მუხლი 12

1 კანცელარიის ძირითადი ამოცანაა დაწესებულების კორესპონდენციისა და მსჯავრდებულთა წერილების, საჩივრების, წინადადებების, განცხადებების აღრიცხვა, მათი დროული მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება.

2. კანცელარიის თანამშრომლები არიან:

ა) კანცელარიის უფროსი;

ბ) კანცელარიის ინსპექტორები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

    მუხლი 13

სამედიცინო ნაწილის ძირითადი ამოცანაა მსჯავრდებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევა და დაწესებულების სამედიცინო კონტროლის განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

    მუხლი 14

1. საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილებას წარმოადგენს ბუღალტერი.

2. ბუღალტერი არის დაწესებულების მოსამსახურე; იგი უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსს და სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

3. ბუღალტრის ამოცანაა დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

    მუხლი 15

კადრების ინსპექტორი უზრუნველყოფს დირექტორის ნომენკლატურულ მოსამსახურეთა პირადი საქმეების, საკადრო-სტატისტიკური აღრიცხვის წარმოებას; აწესრიგებს აღნიშნულ პირთა სამსახურში მიღებასთან, გათავისუფლებასთან და სხვა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - სსმ III, №32, 12.03.2007 წ., მუხ.393

 

დანართი №2

მკაცრი რეჟიმის დაწესებულების შინაგანაწესი

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს შინაგანაწესი „პატიმრობის შესახებ" კანონის საფუძველზე აწესრიგებს მკაცრი რეჟიმის დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის აღსრულებისა და მოხდის კანონით დადგენილი წესის შესრულების, მსაჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით.

2. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, მსჯავრდებულთათვის, ვინც სასჯელს იხდის დაწესებულებაში და იმ პირთათვის, რომლებიც დროებით იმყოფებიან დაწესებულებაში. შინაგანაწესის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 2. დაწესებულებაში მსჯავრდებულის  მოთავსებისა და განთავსების წესი

1. დაწესებულებაში თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებულის მოსათავსებლად აუცილებელია სასამართლოს განაჩენი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისას აუცილებელია მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური რუკა, სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით და ინფორმაცია სისხლის ჯგუფის შესახებ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში.

3. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიღებას ახორციელებს ოპერატიული მორიგე და დაწესებულების სპეციალური განყოფილების მოსამსახურე. არასამუშაო დროს მოსულ მსჯავრდებულთა მცირე ჯგუფის მიღებას ახორციელებს დაწესებულების ოპერატიული მორიგე.

4. დაწესებულებაში მიღებისას დაწესებულების სპეციალური განყოფილების მოსამსახურე ამოწმებს მსჯავრდებულის პირად საქმეს, მასში აუცილებელი დოკუმენტების არსებობას და ადგენს მათ კუთვნილებას მიღებული მსჯავრდებულისადმი.

5. მსჯავრდებულის მონაცემების დაზუსტების შემდეგ ხდება მისი და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმება. ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები, რომელთა მიყიდვა და გამოყენება მსჯავრდებულთათვის აკრძალულია (შემდგომში - აკრძალული ნივთები) (დანართი №1), აგრეთვე რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში (დანართი №2), რომელთა ქონის, ამანათებით მიღების და დაწესებულების მაღაზიაში შეძენის უფლება აქვს მსჯავრდებულს, ამოიღება დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად ან ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რომლის თაობაზედაც შედგება შესაბამისი ოქმი.

6. დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებული გადის სამედიცინო შემოწმებას, სრულ სანიტარულ დამუშავებას სამედიცინო მაჩვენებლების მიხედვით და განთავსდება საკარანტინო განყოფილებაში, სადაც ექვემდებარება სამედიცინო დაკვირვებას 15 დღის ხანგრძლივობით. კარანტინის დროს ინფექციური ავადმყოფობებით დაავადებულთა გამოვლენისას, ხდება მათი დაუყოვნებლივ იზოლირება და დაწესებულებაში ტარდება ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებათა კომპლექსი.

7. საკარანტინო შენობაში ყოფნის დროს მსჯავრდებული წერილობით ეცნობა სასჯელის მოხდის პირობებს, თავის უფლებებს და მისდამი მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, მსჯავრდებული გაფრთხილდება შინაგანაწესის დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე. მას აუხსნიან დაწესებულებაში ზედამხედველობის ტექნიკური საშუალებებისა და  კონტროლის (იზოლაციის) საშუალებების, აგრეთვე ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და იარაღის გამოყენების თაობაზე.

8. გადაწყვეტილებას მსჯავრდებულთა პირადი თავისებურებების გათვალისწინებით განაწილების, მათი შრომის, სწავლების თაობაზე იღებს კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს დაწესებულების დირექტორი. კომისიის შემადგენლობაში შედიან დაწესებულების დანაყოფების წარმომადგენლები. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება დირექტორის ბრძანებით.

9. დაწესებულებაში ცალკე ათავსებენ პირველად მსჯავრდებულებს;

10. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას დაწესებულების ადმინისტრაცია მოვალეა განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ოჯახს დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსების შესახებ. ოჯახისადმი გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით ან ბანდეროლებით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, ტელეფონის საუბრის წესის თაობაზე.

    მუხლი 3. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ქცევის ძირითადი წესები

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) ქცევის დადგენილი წესების დარღვევის გარეშე განკარგოს დღის წესრიგით მისთვის გამოყოფილი დრო;

ბ) დაწესებულების პერსონალის მხრიდან თავაზიან მოპყრობაზე;

გ) შეინახოს და გამოიყენოს ჩამონათვალში (დანართი №2) გათვალისწინებული ნივთიერებები და საგნები;

დ) მონაწილეობა მიიღოს კულტურულ-აღმზრდელობით, სპორტულ ან რელიგიურ ღონისძიებებში, ისარგებლოს ბიბლიოთეკით, სამაგიდო თამაშებით;

ე) მიიღოს ინფორმაცია თავისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;

ვ) ისარგებლოს ადვოკატებისა და იურიდიული დახმარების აღმოჩენაზე უფლებამოსილი სხვა პირების მომსახურებით, შეუზღუდავად შეხვდეს დამცველს;

ზ) დადგენილი წესით, წინადადებებით, განცხადებებითა და საჩივრებით მიმართოს დაწესებულების ადმინისტრაციას, სასჯელაღსრულების სისტემის ზემდგომ ორგანოებს, სასამართლოს, პროკურატურას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს, საზოგადოებრივ გაერთიანებებს, აგრეთვე შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს;

თ) განახორციელოს სინდისის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება;

ი) უზრუნველყოფილი იყოს საცხოვრებელი სადგომით, კვებით, ტანსაცმლითა და შრომის უსაფრთხოებით;

კ) ისარგებლოს სამედიცინო დახმარებით და მომსახურებით;

ლ) უზრუნველყოფილი იყოს სატელეფონო საუბრებით, ბანდეროლების, ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციის კონტროლით, აგრეთვე მიმოწერით;

მ) მიიღოს ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი განათლება, გაიაროს სოციალური ადაპტაციის კურსები, გაეწიოს კონსულტაციები;

ნ) ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას და ადმინისტრაციის კონტროლით იქონიონ ამისათვის საჭირო ხელსაწყოები;

ო) მოსთხოვოს ადმინისტრაციას ზომების მიღება მისი პირადი უსაფრთხოების დასაცავად;

პ) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

2. მსჯავრდებულის მიერ თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას არ უნდა დაირღვეს შინაგანაწესი და შეილახოს სხვა პირთა უფლებები და კანონიერი ინტერესები.

3. მსჯავრდებული მოვალეა:

ა) დაიცვას ეს შინაგანაწესი, დაწესებულებაში დადგენილი დღის წესრიგი და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმები;

ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;

გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა მსჯავრდებულებსა და დაწესებულების პერსონალს, შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები;

დ) სუფთად და წესრიგში იქონიოს საცხოვრებელი და სხვა სადგომები, სამუშაო ადგილი, ტანსაცმელი, საწოლი, დაიცვას პირადი ჰიგიენის წესები, შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში, ატაროს დაწესებული ფორმის ტანსაცმელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ატაროს ტანსაცმელზე დადგენილი ნიმუშის გულსაბნევი და სამკლაური (დანართი №3);

ვ) იმუშაოს ადმინისტრაციის მიერ გამოყოფილ სამუშაო ადგილზე კანონმდებლობითა და ამ შინაგანაწესით დადგენილი პირობებით.

4. ადმინისტრაციამ მსჯავრდებულს შეიძლება დააკისროს დამატებითი მოვალეობები. აკრძალულია მსჯავრდებულისათვის ისეთი მოვალეობების დაკისრება, რომელიც ამკაცრებს რეჟიმის პირობებს, ლახავს მის პატივს და ღირსებას.

5. მსჯავრდებულს ეკრძალება:

ა) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი, ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;

ბ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი და საწარმოო ზონის იზოლირებული მონაკვეთებიდან;

გ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საერთო საცხოვრებლებში, სადაც იგი არ ცხოვრობს, ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს;

დ) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს და გამოიყენოს აკრძალული ნივთები (დანართი №1);

ე) მოსწიოს თამბაქო ამისათვის გამოყოფილი ადგილების გარეთ;

ვ) გაყიდოს ან გამორჩენის მიზნით სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული საგნები, ნაკეთობები, სხვა ნივთები ან ნივთიერებები;

ზ) ითამაშოს ბანქო ან სხვა თამაშები მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით;

თ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გაცვალოს საძინებელი ადგილები, აგრეთვე მოაწყოს საძინებელი ადგილები საწარმოებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო, სხვა სამსახურებრივ და დამხმარე ნაგებობებში;

ი) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე იყოლიოს ცხოველები და ფრინველები, მისდიოს მებოსტნეობას, მოაშენოს დეკორატიული თევზები ან ოთახის მცენარეები;

კ) გამოფინოს ფოტოგრაფიები, რეპროდუქციები, ბარათები, ამონაჭრები გაზეთებიდან და ჟურნალებიდან კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე;

ლ) თვითნებურად მოაწყოს საწარმოო ან სხვა ობიექტებზე სხვადასხვა ნაგებობები, კარადები, სეიფები და სხვა;

მ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, ელექტროენერგია, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;

ნ) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვლისწინებელ ადგილებში;

ო) ავიდეს შენობების, საამქროებისა და ნაგებობების სახურავებზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს;

პ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილები, საერთო საცხოვრებლები, აგრეთვე შენობები, სადაც მასობრივი ღონისძიებები ტარდება;

ჟ) სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;

რ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;

ს) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;

ტ) ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;

უ) იხმაუროს, რაც დაარღვევს წესრიგს და ხელს შეუშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ფ) უკანონო ფორმებით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;

ქ) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე;

ღ) ჩაიდინოს სხვა ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს ამ შინაგანაწესს, კანონს ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა ნორმებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №406 - სსმ III, №183, 25.12.2007 წ., მუხ.2054

    მუხლი 4. მსჯავრდებულთა და დაწესებულების პერსონალის ურთიერთობა

1. მსჯავრდებულები მიმართავენ დაწესებულების მოსამსახურეებს "თქვენობით".

2. დაწესებულების მოსამსახურეები მსჯავრდებულებს მიმართავენ "თქვენობით".

3. მოსამსახურეებს ეკრძალებათ შევიდნენ მსჯავრდებულებთან ან მათ ნათესავებთან რაიმე ურთიერთობებში, რომლებიც არ არის განპირობებული სამსახურის ინტერესებით, აგრეთვე სარგებლობდნენ მათი მომსახურებით.

    მუხლი 5. დღის წესრიგი

1. დაწესებულებაში დგება მკაცრად რეგლამენტირებული დღის წესრიგი ამა თუ იმ მსჯავრდებულთა ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, წელიწადის დროის, ადგილობრივი პირობებისა და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

2. დღის წესრიგი მოიცავს ადგომის, დაძინების, ტუალეტის, ფიზიკური ვარჯიშის, კვების, სამუშაოს, საწარმოებში ყოფნის, სწავლის, აღმზრდელობითი, სპორტულ-კულტურული და რელიგიური ღონისძიებებისა და ა.შ. დროს. გაითვალისწინება მსჯავრდებულთა უწყვეტი რვასაათიანი ძილი და მათთვის პირადი დროის გამოყოფა.

3. №4 დანართი გათვალისწინებულთან მიახლოებულ დღის წესრიგს ამტკიცებს დაწესებულების დირექტორი ბრძანებით.

4. თვეში არანაკლებ ერთხელ, არსამუშაო დროს ტარდება ყველა მსჯავრდებულის შემოწმება-დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.

    მუხლი 6. მსჯავრდებულთა შრომა და სამუშაოზე განაწილება

1. მსჯავრდებულთა შრომაში ჩაბმა, როგორც წესი, ხდება დაწესებულების ტერიტორიაზე.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს ამოარჩიოს ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან მისთვის შესაფერისი სამუშაო.

3. აკრძალულია მსჯავრდებულის იძულება შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადმიანის პატივსა და ღირსებას.

4. მსჯავრდებულის მუშაობის პირობები უნდა შეესაბამებოდეს შრომის კანონმდებლობითა და "პატიმრობის შესახებ" კანონით დადგენილ მოთხოვნებს.

5. მსჯავრდებულს შეიძლება დაევალოს ზეგანაკვეთური მუშაობა, აგრეთვე მუშაობა გამოსასვლელ ან უქმე დღეებში მხოლოდ მისივე თანხმობით. ამასთან, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში რვა საათს.

6. ადმინისტრაციის ინიციატივით, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია მსჯავრდებულთა შრომის გამოყენება დაწესებულების ტერიტორიის გარეთ (მსჯავრდებულის თანხმობით, ზედამხედველობით ან მის გარეშე, თუ ეს ხელს შეუწყობს სასჯელაღსრულების მიზნების განხორციელებას) სტიქიური უბედურების, საწარმოო ავარიის აცილების თუ ლიკვიდაციის დროს ან მათი შედეგების აღმოსაფხვრელად, უბედური შემთხვევების თავიდან აცილების, აგრეთვე დაწესებულების ტერიტორიის და შენობა-ნაგებობების კეთილმოწყობისათვის.

7. მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურების წესსა და პირობებს განსაზღვრავს კანონმდებლობა.

8. მსჯავრდებულის ხელფასის 15 პროცენტი გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, 50 პროცენტი მიეცემა მსჯავრდებულს პირად ხარჯებისათვის, 10 პროცენტი დაირიცხება დაწესებულების შესანახი ხარჯების ანაზღაურებისათვის, რომლის ხარჯვისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. 25 პროცენტი დაიქვითება აღმასრულებელი ფურცლებით ან აღმასრულებელი დოკუმენტებით კანონით დადგენილი წესით. არასრულწლოვანი ბავშვებისათვის გადასახდელი ალიმენტები გამოიანგარიშება მსჯავრდებულის მიერ გამომუშავებული მთელი თანხიდან.

9. თუ მსჯავრდებულს თანხა არ დაექვითება აღმასრულებელი ფურცლით ან აღმასრულებელი დოკუმენტით, თანხის 75 პროცენტი ინახება მსჯავრდებულის ანგარიშზე (დეპოზიტზე) და მიეცემა მას გათავისუფლებისას. მსჯავრდებულს უფლება აქვს ეს თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ოჯახის წევრებს ან სხვა პირებს.

10. დაწესებულებაში მსჯავრდებულზე ვრცელდება შრომის კანონმდებლობით დადგენილი შრომის დაცვის წესები. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია მსჯავრდებულს შეუქმნას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები.

11. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდის დროს საწარმოო საქმიანობასთან დაკავშირებით დაკარგა შრომისუნარიანობა, სასჯელისაგან გათავისუფლების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვოს პენსია და მიყენებული ზიანის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში და წესით.

12. დღის წესრიგით დადგენილ დროს მსჯავრდებულები დაეწყობიან რაზმებად ამისათვის გამოყოფილ ადგილებში.  ამავე დროს მოწმდება მათი გარეგნული სახე.

13. დაწესებულების დირექტორი შრომის პირობების გათვალისწინებით, ადგენს მსჯავრდებულთა ქცევის წესებს საწარმოო ობიექტებზე, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებლთა სამუშაოდ მისვლას, ინსტრუქტაჟს საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარების წესს და ა.შ.

    მუხლი 7. მსჯავრდებულთა კვება

1. დაწესებულებაში კვების ორგანიზაცია უნდა შეესაბამებოდეს მოსახლეობის კვების ტრადიციებს და შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი კვების პროდუქტები მიიღოს ამანათებით, დაწესებულების მაღაზიაში შეიძინოს კვების პროდუქტები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში ან მის ანგარიშზე ჩარიცხეს სხვა პირებმა ან ორგანიზაციებმა. პროდუქტების შესაძენად პირადი თანხის გამოყენება დაიშვება მხოლოდ დაწესებულების დირექტორის ნებართვით, უნაღდო ანგარიშსწორებით.

3. მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სასმელი წყალი.

4. მსჯავრდებულები იკვებებიან დღის წესრიგით დადგენილ საათებში, რაზმებად სასადილოში ან გამანაწილებელ პუნქტში სამუშაო ობიექტებზე. თუ სასადილო საცხოვრებელი და საწარმოო ზონის მიჯნაზე მდებარეობს, მომუშავე ცვლის მიერ საკვების მიღება შეიძლება მოხდეს სასადილოში, მაგრამ იმ პირებისაგან იზოლირებით, რომლებიც საცხოვრებელ ზონაში იმყოფებიან.

5. კომუნალურ-საყოფაცხოვრებო ობიექტების (აბანო, საპარიკმახერო, სამრეცხაო და სხვა) უწყვეტი მუშაობის უზრუნველსაყოფად, დაწესებულების დირექტორმა ამ ობიექტებზე მომუშავეებს შეიძლება მისცეს საკვების რაზმებიდან განცალკევებით მიღების უფლება.

6. კარცერებში ან საკნის ტიპის სადგომებში მყოფი მსჯავრდებულები საკვებს იღებენ საკნებში ან საწარმოო ობიექტებზე.

7. საკვების მიღებისას წესრიგის დაცვის მიზნით, სასადილოში იმყოფებიან ადმინისტრაციის წარმომადგენელები.

    მუხლი 8. მსჯავრდებულთა პირადი მიღება

1. მსჯავრდებულთა პირად მიღებას ახორციელებს დაწესებულების ხელმძღვანელობა, ასევე განყოფილებებისა და სამსახურების უფროსები, გრაფიკის მიხედვით. მიღებული მსჯავრდებულები, იმ საკითხების მითითებით, რომლითაც მათ მიმართეს და მათი განხილვის შედეგები აღირიცხება ჟურნალში (დანართი №5), რომელიც ინახება დაწესებულების კანცელარიაში.

2. იუსტიციის სამინისტროსა და სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა იღებს მსჯავრდებულებს მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე დაწესებულების მონახულებისას. ამგვარ მიღებაზე მიღებული მსჯავრდებულების აღრიცხვა წარმოებს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ჟურნალის მეორე ნაწილში.

3. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი ყოველთვიურად ამოწმებს მიღებისას გამოტანილი გადაწყვეტილებების შესრულებას.

    მუხლი 9. მსჯავრდებულთა ყოფნის შემოწმება

1. მსჯავრდებულთა ყოფნის შემოწმება ხდება დღის  წესრიგით განსაზღვრულ საათებში, ყოველდღიურად, დილით და საღამოთი. საჭიროების შემთხვევაში შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. ამავდროულად ტარდება მსჯავრდებულთა გარეგნობის შემოწმება.

2. შემოწმება ტარდება დადგენილ ადგილებში საერთო მოწყობისას დათვლისა და სიის წაკითხვის გზით. მოწყობისაგან თავისუფლდებიან მსჯავრდებულები. რომლებიც ისვენებენ სამუშაოს შემდეგ, გათავისუფლებული არიან ავადმყოფობის გამო (წოლითი რეჟიმით) ან დაკავებული არიან სამუშაოებით, რომელთა დატოვება შეუძლებელია. მათი შემოწმება ხდება მათი ყოფნის ადგილებში.

3. ცუდ ამინდში, როდესაც შრომის დაცვის წესების თანახმად მუშაობა დაუშვებელია, შემოწმება ტარდება შენობაში.

4. კარცერში ან საკნის ტიპის სადგომში მოთავსებული მსჯავრდებულების შემოწმება ხდება კარცერების ან საკნის ტიპის სადგომების მიხედვით.

    მუხლი 10. დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილების წესი

1. მსჯავრდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად მათგან უფროსის ან ადმინისტრაციის წარმომადგენლის წარმართვით.

2. პირადი დროის განმავლობაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ გადაადგილდნენ იზოლირებული მონაკვეთის ფარგლებში, ხოლო დაწესებულების ტერიტორიის სხვა ნაწილებში - ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანხმობით. ღამის საათებში, ძილის დროს მსჯავრდებულთა გადაადგილება საცხოვრებელი სადგომის ფარგლებს გარეთ აკრძალულია.

3. კარცერში ან საკნის ტიპის სადგომში მოთავსებული მსჯავრდებულების გადაადგილება კარცერის ან საკნის ტიპის სადგომის გარეთ ხორციელდება მხოლოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლის თანხმობით.

4. სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულთა დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის მეშვეობით (დანართი №8), რომლის მოხსნა მსჯავრდებულს ეკრძალება სამუშაოს დასრულებამდე. მსჯავრდებული ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი ჩააბაროს დაწესებულების სარეჟიმო სამსახურს.

5. სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულთათვის სპეციალური განმასხვავებელი ნიშნების გაცემისა და ჩაბარების აღრიცხვას აწარმოებს დაწესებულების სარეჟიმო სამსახური სპეციალურ ჟურნალში. სარეჟიმო სამსახური ვალდებულია მოსთხოვოს სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებულ მსჯავრდებულს, სამუშაოს დასრულების შემდგომ სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ჩაბარება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 22 მაისის ბრძანება №400 - სსმ III, №47, 29.05.2003 წ., მუხ.436

    მუხლი 11. მსჯავრდებულებიდან დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული ნივთების ამოღება

1. მსჯავრდებულებიდან დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალულლი ნივთების ამოღების უფლება აქვთ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

2. აკრძალული ნივთების ამოღება ხდება მათი აღმოჩენის მომენტში, რომლის თაობაზე დგება აქტი და ტარდება შემოწმება.

3. მსჯავრდებულებისაგან ამოღებული თანხა ირიცხება მათ პირად ანგარიშზე ფასიანი ქაღალდები და სხვა ფასეულობები ინახება საერთო განყოფილებაში ან დაწესებულების საწყობში, რომლის თაობაზე მსჯავრდებულს ეძლევა ქვითარი.

4. მსჯავრდებულთაგან ამოღებული ნივთები, რომლებსაც ფასეულობა არ გააჩნიათ, ბარდება საწყობში ან ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რომლის თაობაზე დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა მსჯავრდებულს ხელწერილით. ასეთი გადაწყვეტილებები მიიღება დადგენილი წესის დარღვევით მიღებული საკვები პროდუქტების თაობაზე.

5. ის ნივთები, რომლებიც მსჯავრდებულებს დადგენილ ასორტიმენტზე და რაოდენობაზე მეტი აქვს, ამოიღება და ბარდება საწყობში შესანახად. თუ შენახული ნივთები მსჯავრდებულებს დასჭირდებათ და ამით არ დაირღვევა დადგენილი ასორტიმენტი და ოდენობა, ისინი შეიძლება მფლობელს დაუბრუნდეს.

6. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი თანხა, ასევე სხვა ფასეულობები, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით ირიცხება დაწესებულების ანგარიშზე და ხმარდება მსჯავრდებულთა შენახვას.

    მუხლი 12. მსჯავრდებულთა მიმოწერის , ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნის წესი

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები, დადგენილი წესით და დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით.

2. მიმოწერა ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯზე.

3. მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების დანიშნულებისამებრ ჩაბარებას, აგრეთვე მსჯავრდებულის წერილების ადრესატისათვის გაგზავნას აწარმოებს დაწესებულების ადმინისტრაცია.

4. წერილების გაგზავნის მიზნით, დაწესებულების ყველა იზოლირებულ მონაკვეთზე იდგმება საფოსტო ყუთები, რომლებიდანაც ამისათვის უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ ამოიღება წერილები გასაგზავნად. კარცერში ან საკნის ტიპის სადგომში მოთავსებული მსჯავრდებულები წერილებს გასაგზავნად გადასცემენ ადმინისტრაციის წარმომადგენელს.

5. წერილები ჩაიდება საფოსტო ყუთებში და გადაეცემა ადმინისტრაციის წარმომადგენელს დაულუქავ მდგომარეობაში.

6. მსჯავრდებულის სახელზე მის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ მოსული წერილები სამი დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე.

7. დეპეშების გაგზავნა ხდება მსჯავრდებულთა მიერ დადგენილი ფორმის ბლანკების შევსებით, რომლებსაც ისინი ადმინისტრაციიდან იღებენ. დეპეშის გაგზავნა უნდა მოხდეს არა უგვიანეს მომდევნო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. დეპეშის გაგზავნისათვის საფასურის გადახდის ქვითარი დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს მის მიერ ქვითარზე ხელმოწერის შემდეგ.

8. მსჯავრდებულთა მიერ გაგზავნილი და მათ სახელზე მოსული დაშიფრული წერილები, ან სხვა ჟარგონებითა და სიმბოლებით შესრულებული წერილები, წერილები, რომლებიც შეიცავენ სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას, მსჯავრდებულებს არ გადაეცემათ. ამის თაობაზე ხელწერილით ეცნობება მსჯავრდებულებს, რის შემდეგაც წერილი ნადგურდება. ეს წესი ვრცელდება დეპეშებზეც.

9. მსჯავრდებულთა სახელზე მოსული ფულადი გზავნილები ჩაირიცხება მათ ანგარიშზე.

10. მსჯავრდებულის ანგარიშზე რიცხული თანხის გადარიცხვა მისი ახლო ნათესათვებისათვის ან სხვა პირებისათვის ხდება მსჯავრდებულის მიერ დადგენილი ფორმის ბლანკის შევსებით, შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება თანხის კონკრეტული ოდენობა. ბლანკებსა და განცხადებებს იღებენ ადმინისტრაციის საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირები. მსჯავრდებულს აცნობებენ ფულადი გზავნილის გადაგზავნის თაობაზე და ხელს აწერინებენ ქვითარზე, რომელიც დაერთვის მის პირად საქმეს.

    მუხლი 13. მსჯავრდებულთა წინადადებები, განცხადებები და საჩივრები

1. თითოეულ მსჯავრდებულს უფლება აქვს წარადგინოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით.

2. საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალქე ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას, სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულების ადმინისტრაცია.

3. სხვა ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულებს და მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულებს უფლება აქვთ იქონიონ ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებები არ გააჩნიათ, უფლება აქვთ იქონიონ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან, რომელთაც თავიანთ თავზე აქვთ აღებული მათი ინტერესების დაცვა, ან სახელმწიფოთაშორისო ორგანოებთან, რომლებიც ამ მსჯავრდებულთა ინტერესებს იცავენ.

4. მსჯავრდებულს უფლება აქვს წარადგინოს წინადადებები, განცხადებები და საჩივრები მხოლოდ საკუთარი სახელით.

5. წერილობითი წინადადებები, განცხადებები და საჩივრები იგზავნება ადმინისტრაციის საშუალებით. ისინი რეგისტრირდება დაწესებულების კანცელარიაში და არა უგვიანეს სამი დღის ვადისა ეგზავნება ადრესატს.

6. ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს სასამართლოს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, დამცველის ან პროკურორისათვის გაგზავნილი მსჯავრდებულის კორესპონდენცია. ადმინისტრაცია მოვალეა არა უგვიანეს ერთი დღის ვადისა გადაგზავნოს იგი დანიშნულებისამებრ.

7. ის წინადადებები, განცხადებები და საჩივრები, რომლებიც შეეხება გზავნილების, ამანათების მიღების, ფულის ხარჯვის, ხელფასის ჩარიცხვის, შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა ადმინისტრაციის მიერ ადგილზე შეიძლება, გადაწყდება იმ ორგანოსა და პირის მიერ მათი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ისინი გაეგზავნენ.

8. წინადადებებს, განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც იგზავნება სახელმწიფო ორგანოებსა და საზოგადოებრივ გაერთიანებებში, აგრეთვე თანამდებობის პირთა სახელზე, ადმინისტრაცია ურთავს წერილს, სადაც მოკლედ არის გადმოცემული მისი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით. პირველად განცხადებებსა და საჩივრებს სასჯელის ზომის დაკლების თაობაზე, აგრეთვე სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თხოვნას, უნდა დაერთოს დახასიათებები.

9. მოსული პასუხები წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვის შედეგების თაობაზე მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა მათი მიღებიდან არა უგვიანეს სამი დღის ვადისა და დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.

10. წერილობით წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე სრული მოცულობით ვრცელდება ამ შინაგანაწესის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის მოქმედება.

    მუხლი 14. მსჯავრდებულის შეხვედრა

1. აკრძალულია მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეხვდეს (ჰქონდეს პაემანი) ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებს (მეუღლეს, მშობლებს, ბებიას, პაპას, შვილს, მშვილებელს, შვილობილს, დას, ძმას, აგრეთვე მათ, ვისთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას პატიმრობამდე 2 წლის განმავლობაში).

3. პაემნის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნით.

4. მსჯავრდებულს, რომელიც სხვა ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს შეხვდეს თავისი ქვეყნის საკონსულოს წარმომადგენელს ან მისი ინტერესების დამცველ სხვა ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს.

5. ადმინისტრაცია, შესაბამისი კონტროლის თანხლებით, ხელს უწყობს მსჯავრდებულს, ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან. მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი უნდა განხორციელდეს მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.

6. მსჯავრდებული პაემანზე შეიძლება შეხვდეს სრულწლოვან პირს/პირებს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვანი პირებიც. პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ რაოდენობას ადგენს დაწესებულების ადმინისტრაცია, დაწესებულებაში არსებული პირობების გათვალისწინებით, მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების უსაფრთხოების, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში წესრიგის დაცვის მიზნით.

7. პაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ საათს. პაემნის მსურველი პირი ვალდებულია ამის თაობაზე სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციას შეატყობინოს პაემნამდე არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

8. მსჯავრდებულს, რომელსაც მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის პირველად ჩადენისათვის, უფლება აქვს ყოველთვიურად ჰქონდეს არა უმეტეს ერთი პაემნისა. იმ პირს, რომელსაც მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის მოხდა დაენიშნა დანაშაულის რეციდივის ან საშიში რეციდივის დროს, თუ იგი წინათ იხდიდა სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, უფლება აქვს პაემანი ჰქონდეს არა უმეტეს ორ თვეში ერთხელ.

9. მსჯავრდებულის ქცევის ან შრომისადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მისი სოციალური რეაბილიტაციის მიზნით, სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს შეუძლია მისცეს მსჯავრდებულს დამატებითი პაემანი.

10. მსჯავრდებულისათვის დამატებითი პაემნის მიცემის გადაწყვეტილებას დაწესებულების დირექტორი იღებს საკუთარი ინიციატივით, სასჯელაღსრულების დაწესებულების სოციალური განყოფილების ან „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის 93-ე მუხლით განსაზღვრული კომისიის წარდგინებით. დამატებითი პაემნის მიცემის შესახებ გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იყოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურთან.

11. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული პაემნებისა, ყველა მსჯავრდებულს აქვს დამცველთან შეხვედრის უფლება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. დამცველთან შეხვედრა ხდება ყოველგვარი ჩარევისა და ცენზურის გარეშე. დაწესებულების მოსამსახურეებს შეუძლიათ აკვირდებოდნენ შეხვედრას ვიზუალურად, მაგრამ მოსმენის გარეშე.

12. შეხვედრის ნებართვას, მსჯავრდებულის ან მისი მონახულების მსურველის განცხადებით, გასცემს დაწესებულების დირექტორი ან მისი შემცვლელი პირი. შეხვედრაზე უარის შემთხვევაში მიეთითება უარის თქმის მიზეზები. პაემანზე მოსულის, აგრეთვე მსჯავრდებულთა ნათესავების პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტებია: მოქალაქის პირადობის მოწმობა, პასპორტი, სამხედრო ბილეთი, დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები.

13. პირველი შეხვედრა მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს მისი დაწესებულებაში მოყვანისთანავე, დამოუკიდებლად იმისა, ჰქონდა თუ არა მას წინა შეხვედრა სხვა დაწესებულებებში. შემდეგი შეხვედრები მსჯავრდებულს მიეცემა გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომელიც განისაზღვრება თვის დღეთა ოდენობის (ხანმოკლე შეხვედრებისას) ან წლის თვეთა ოდენობის (ხანგრძლივი შეხვედრებისას) გაყოფით შეხვედრათა იმ ოდენობაზე, რომლის უფლებაც მსჯავრდებულს თვეში (წელიწადში) გააჩნია.

14. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, შეხვედრები შეიძლება დროებით შეწყდეს.

15. დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულებს შეხვედრები არ ჰქონდათ კარანტინთან, სტიქიურ უბედურებებთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, ითვლება ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში.

16. შეხვედრების ხანგრძლივობა ადმინისტრაციის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. შეხვედრების გაერთიანება ან ერთი შეხვედრის გაყოფა არ დაიშვება.

17. შეხვედრაზე მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული.

18. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაცია განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს, შეხვედრაზე მოსული პირები ფულს, ასევე საგნებსა და ფასეულობებს, რომელთა გამოყენება დაწესებულებაში აკრძალულია, შესანახად, ხელწერილით აბარებენ დაწესებულების ადმინისტრაციას.

19. თუ იმის ვარაუდის საკმაო საფუძველია, რომ შეხვედრაზე მოსულ პირს განზრახული აქვს გადასცეს მსჯავრდებულს დაწესებულებაში აკრძალული საგნები, ნაკეთობები ან ნივთიერებები, დაწესებულების ან დეპარტამენტის წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს, რომ მას შეხვედრის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას ადმინისტრაცია იღებს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს.

20. თუ პირი უარს განაცხადებს ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებულ შემოწმებაზე, მას მიეცემა შეხვედრის უფლება მხოლოდ დირექტორის ან მისი მოადგილის თანხმობით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №283 - სსმ III, №120, 24.08.2007 წ., მუხ.1316

    მუხლი 15. სპეციალური ნებართვის გარეშე დაწესებულებაში შესვლა

1. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;

გ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;

დ) საქართველოს პარლამენტის საამისოდ უფლებამოსილი პირები;

ე) სახალხო დამცველი;

ვ) საქართველოს პროკურატურის საამისოდ უფლებამოსილი პირები.

2. (ძალადაკარგულია).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №1208 - სსმ III, №109, 04.10.2004 წ., მუხ.961

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №1609 - სსმ III, №155, 30.12.2004 წ., მუხ.1422

    მუხლი 16. მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს დაწესებულების ადმინისტრაციის კონტროლით ისარგებლოს საერთო სარგებლობის ტელეფონით, თუ დაწესებულებას ამისი ტექნიკური შესაძლებლობა გააჩნია.

2. მსჯავრდებულს სატელეფონო საუბრის უფლება მიეცემა მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომელშიც მიეთითება აბონენტის ტელეფონის ნომერი და საუბრის ხანგრძლივობა, მაგრამ არა უმეტეს 15 წუთისა.

3. სატელეფონო საუბრები ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯზე.

4. ერთსა და იმავე ან სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების სატელეფონო საუბრები აკრძალულია.

    მუხლი 17. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები დაწესებულებაში

1. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა გაცნობის შესაძლებლობა.

2. დაწესებულებაში ხდება რადიოსა და ტელევიზიის ტრანსლაცია. მსჯავრდებულთათვის რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვის შესაბამისად მათ შეიძლება ჰქონდეთ პირადი რადიომიმღები, ტელევიზორი, ვიდეო ან აუდიო მაგნიტოფონი, საბეჭდი საშუალება, თუ მათი გამოყენება არ არღვევს დაწესებულების შინაგანაწესსა და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდეს. აღნიშნული ტექნიკის გამოყენების ხარჯებს (ელექტროენერგიისა და სხვა) იხდის მსჯავრდებული.

3. მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური, მხატვრული ლიტერატურა, გაზეთები და ჟურნალები.

    მუხლი 18. მსჯავრდებულთა მიერ ამანათების, გზავნილების, ბანდეროლების მიღების წესი

1. მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიიღოს ამანათები, გზავნილები, ბანდეროლები შეუზღუდავი ოდენობით დანართი №9-ის მოთხოვნათა დაცვით.

1 ​1 . მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს, ბანდეროლს, გზავნილს დაწესებულება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.

2. ამანათები, გზავნილები, ბანდეროლები მსჯავრდებულს შეუძლია მიიღოს დაწესებულებაში მოთავსებისთანავე. თუ ამანათები, გზავნილები, ბანდეროლები მოსულია უკვე გათავისუფლებული ან გარდაცვლილი მსჯავრდებულის სახელზე, ისინი უბრუნდება   გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით. ამანათები , გზავნილები, ბანდეროლები, რომლებიც მოსულია სხვა დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებულის სახელზე, იგზავნება მისი ახალი ყოფნის ადგილზე, დაწესებულების ხარჯით.

3. ამანათების, გზავნილების, ბანდეროლების გახსნა წარმოებს დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ, ადრესატების სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება და მათთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილება ამ შინაგანაწესის მე-11 მუხლით დადგენილი წესით. გზავნილებში არსებული აკრძალული ნივთები გადაეცემა მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე), დაბრუნების მიზეზების მითითებით.

4. ამანათებიდან, გზავნილებიდან, ბანდეროლებიდან ისეთი ნივთების, ნაკეთობების ან ნივთიერებების ამოღებისას, რომელთა გამოყენება მსჯავრდებულს დანაშაულებრივი მიზნებით შეეძლო, დადგენილი წესით ტარდება შემოწმება.

5. ამანათების, გზავნილების, ბანდეროლების შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი გადაეცემა მსჯავრდებულს ხელწერილით.

6. ამანათები, გზავნილები, ბანდეროლები მსჯავრდებულებს, რომლებსაც დაკისრებული აქვთ დისციპლინური სასჯელები „პატიმრობის შესახებ" კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტის „დ"–„ზ" ქვეპუნქტებით, გადაეცემათ დისციპლინური სასჯელის მოხდის შემდეგ. დაწესებულების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ამანათების, გზავნილების, ბანდეროლების შენახვას, მაგრამ ხანგრძლივი შენახვის გამო მათი შემცველობის გაფუჭებაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

7. მსჯავრდებულებს შეუძლიათ გადაუგზავნონ თავიანთი ხარჯით ნათესავებსა და სხვა პირებს ამანათები, გზავნილები, ბანდეროლები დაწესებულების მაღაზიაში შეძენილი საკვები პროდუქტებით და პირველადი მოხმარების საგნებით, აგრეთვე იმ ნივთებითა და საგნებით, რომლებიც იყვნენ მათ პირად სარგებლობაში ან ინახებოდნენ საწყობში. ამგვარი ამანათების, გზავნილებისა და ბანდეროლების გაგზავნა ხდება ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ მსჯავრდებულის თანდასწრებით, მსჯავრდებულის ხარჯით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 9 იანვრის ბრძანება №60 - სსმ III, №3, 10.01.2006 წ., მუხ.21

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 11 აპრილის ბრძანება №101 - სსმ III, №51, 13.04.2007 წ., მუხ.557

    მუხლი 19. მსჯავრდებულთა მიერ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების შეძენისა და მათთვის დამატებითი მომსახურების გაწევის წესი

1. მსჯავრდებულებისათვის საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების მისაყიდად დაწესებულებებში ყოველდღიურად, გარდა დასვენების და გამოსასვლელი დღეებისა, ფუნქციონირებს მაღაზია, მსჯავრდებულებს შეუძლიათ ისარგებლონ მაღაზიის მომსახურებით ამისათვის დღის წესრიგით გამოყოფილ დროს, რიგითობის დაცვით. ანგარიშსწორება უნაღდოა.

2. იმ მსჯავრდებულებისათვის, რომლებიც დისციპლინური გადაცდომის გამო კარცერებში საკნის ტიპის სადგომებში ან სამარტოო საკნებში იმყოფებიან,  საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ, მათი განცხადების საფუძველზე. ამ მიზნით თითოეულ მსჯავრდებულს გადაეცემა განცხადების ბლანკები (დანართი № 6), რომელიც შევსების შემდეგ გადაეცემა ადმინისტრაციას. ადმინისტრაციის წარმომადგენელი საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენის წინ ამოწმებს საფინანსო განყოფილებაში ან ბუღალტერიაში მსჯავრდებულის ანგარიშზე თანხის არსებობას, შეძენილი საქონელი გადაეცემა მსჯავრდებულს ხელწერილით.

3. მსჯავრდებულებს, თავიანთი სურვილის მიხედვით, შეუძლიათ თავიანთი ხარჯით ისარგებლონ დაწესებულების დისლოკაციის რაიონში განლაგებული კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურების დაწესებულებების მომსახურებით. ასეთი მომსახურებაა: ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შეკერვა და შეკეთება, ტანსაცმლის წმენდა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის რემონტი, ფოტოვიდეოგადაღება (ტარდება ადმინისტრაციის კონტროლით), საპარიკმახერო მომსახურება, მსჯავრდებულის პირად საქმეში არსებული სასამართლო და სხვა დოკუმენტების ასლების გადაღება, ნოტარიალური მომსახურება.

4. ადმინისტრაციის თანხმობით, განცხადების საფუძველზე, მსჯავრდებულებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვა მომსახურებით, რომლებიც არ არის გათვლისწინებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით.

5. მომსახურების გასაწევად ადმინისტრაციის მიერ დაწესებულებაში მოიწვევა შესაბამისი სპეციალისტი.

6. დამატებით მომსახურების ანაზღაურება ხდება განცხადებაში მითითებული თანხის მსჯავრდებულის ანგარიშიდან მომსახურების გამწევი იურიდიული ან ფიზიკური პირის ანგარიშზე გადარიცხვით.

    მუხლი 20. მსჯავრდებულის ცხოვრების   პირობები

1. დაწესებულებაში მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებული სადგომი, უნდა შეესაბამებოდეს სამშენებლო-ტექნიკურ და სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

2 . არასრულწლოვნებს, ავადმყოფებს, პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით უნდა შეექმნათ გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო და კვების პირობები.

3. საცხოვრებელ სადგომს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და ვენტილაციას.

    მუხლი 21. მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა

1. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა ადამიანის პატივისა და ღირსების შეულახავად.

2 . კვირაში ერთხელ მაინც მსჯავრდებული უზრუნველყოფილ უნდა იყოს სუფთა თეთრეულით და საპარიკმახერო მომსახურებით. ადმინისტრაციას ეკრძალება მოითხოვოს მსჯავრდებულისაგან თმების მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.

    მუხლი 22. მსჯავრდებულთათვის სამკურნალო-პროფილაქტიკური და სანიტარიულ-პროფილაქტიკური  დახმარების ორგანიზაცია 

1. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში ერთხელ მაინც  დაავადებულ მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.

2. დაწესებულებაში, სადაც არანაკლებ ასი მსჯავრდებული იმყოფება, უნდა მოეწყოს სტაციონარული სამკურნალო პუნქტი სადღეღამისო სამედიცინო დახმარების გასაწევად.

3. დაწესებულებაში, სადაც ასზე ნაკლები მსჯავრდებულია, უნდა შეიქმნას საექიმო-სამედიცინო პუნქტი, სადაც სამედიცინო მომსახურება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებასთან ხელშეკრულების საფუძველზე.

4. თუ მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს სამკურნალო პუნქტში ან ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებაში, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში.

5. დეპარტამენტის სამკურნალო დაწესებულებში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში გადაყვანა ხდება მსჯავრდებულის განცხადებით, დაწესებულების დირექტორის, სამედიცინო ქვედანაყოფის უფროსის ან დაწესებულების ექიმის თანხმობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით.

6. დაწესებულების სამედიცინო ქვედანაყოფების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ადმინისტრაცია.

7. დაწესებულება, რომელსაც არ გააჩნია სტაციონარული-სამკურნალო პუნქტი ან ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებასთან არა აქვს დადებული ხელშეკრულება სამედიცინო მომსახურებაზე, ვალდებულია აიყვანოს ექიმი, რომელიც დაწესებულებას მოემსახურება ხელშეკრულების საფუძველზე.

8. ექიმი, რომელიც ხელშეკრულების საფუძველზე ემსახურება დაწესებულებას, ვალდებულია განახორციელოს მუდმივი კონტროლი მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე, უმკურნალოს მათ შესაძლებლობის ფარგლებში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს მისი გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში.

9. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და რომელიმე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების შესახებ აცნობოს დაწესებულების დირექტორს.

10. დაწესებულების სამედიცინო სამსახური ან ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს:

ა) მსჯავრდებულთათვის მიცემული საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები;

ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;

გ) მსჯავრდებულთა ტანსაცმლისა და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა და სეზონის პირობებთან შესაბამისობა.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ დარღვევათა აღმოჩენის შემთხვევაში, სამედიცინო სამსახური ან ექიმი წერილობით აცნობებს ადმინისტრაციას.

12. თუ ადმინისტრაცია ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მოხსენებითი ბარათით მიმართოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს. მოხსენებით ბარათს უნდა დაერთოს სამედიცინო სამსახურის ან ექიმის წერილი.

13. მსჯავრდებულს, რომელიც რეჟიმის ან სხვა გარემოებათ-ა გამო არ შეიძლება რეგულარულად გამოყვანილ იქნეს გასასეირნებლად, უნდა მიეცეს ჰაერზე  ყოფნის ნება დღეში არანაკლებ ერთი საათისა.

14. დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. დაწესებულებაში მიყვანილი ყველა მსჯავრდებული გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას და კომპლექსურ სანიტარიულ დამუშავებას, რომელიც მოიცავს სადეზინფექციო კამერაში ტანსაცმლის გარეცხვას და დამუშავებას. სამედიცინო მაჩვენებლების შესაბამისად შეიძლება მოხდეს თმის საფარის მთლიანი მოცილება. მსჯავრდებულები საკარანტინო განყოფილებებში გადიან სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას, რომელიც მოიცავს ექიმი სპეციალისტების მიერ გასინჯვას, რენტგენურ-პროფილაქტიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევას. გამოკვლევის შედეგები რეგისტრირდება სამედიცინო ქვედანაყოფებში მსჯავრდებულის ბარათში.

15. მსჯავრდებულთა მიღება სამედიცინო  ქვედანაყოფებში ხორციელდება წინასწარი ჩაწერით და მედპერსონალის დანიშნულების მიხედვით, სამედიცინო  ქვედანაყოფის მუშაობის რეჟიმის შესაბამისად.

16. მსჯავრდებულს, თავისი სურვილით, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი, საკუთარი ხარჯებით ანაზღაურებადი, დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარება, რომელიც მათ აღმოეჩინებათ შესაბამისი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ დაწესებულებების სტაციონალურ სამკურნალო ან საექიმო-სამედიცინო პუნქტების პირობებში.

17. ამ მუხლის მე-16 პუნქტში გადმოცემული დახმარების აღმოჩენისათვის მსჯავრდებული შესაბამისი განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს, სადაც მიუთითებს დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობას, რომლის მიღებასაც იგი ისურვებდა, შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობას. ამ საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების სამედიცინო ქვედანაყოფის თანამშრომელთა  აზრი. განცხადება განიხილება სამი დღის ვადაში და განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო. სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას სამედიცინო საქმიანობის უფლება.

18. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში.

19. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების ანაზღაურება, განცხადებაში მითითებულის ფარგლებში, ხდება მსჯავრდებულის ანგარიშიდან იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის გადარიცხვით, რომელმაც განახორციელა დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების აღმოჩენა.

    მუხლი 23. მსჯავრდებულთა ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლება

1. დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია შექმნას პირობები, რათა მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლება. ადმინისტრაცია ვალდებულია დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანამანათლებლო ლიტერატურა, ასევე მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე პატიმრობის შესახებ კანონმდებლობა, ევროპული პენიტენციური წესები. მსჯავრდებულებს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სოციალური ადაპტაციის სასწავლო ჯგუფებში, რომელთა შექმნაც დაწესებულების ადმინისტრაციის მოვალეობაა.

2. მსჯავრდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს მიიღოს ზოგადი განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამით.  

3. მსჯავრდებულს, რომელიც ვერ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, უნდა შეექმნას პირობები მის დასაუფლებლად.

4. დაწესებულებაში უნდა შეიქმნას პირობები მსჯავრდებულთა პროფესიული დონის ასამაღლებლად.

5. პროფესიული სწავლება ნებაყოფლობითია იმ მსჯავრდებულთათვის, რომელთაც გააჩნიათ რაიმე სპეციალობა, აგრეთვე იმ მსჯავრდებულებისათვის, რომელთაც სპეციალური განათლება არ გააჩნიათ.

6. მსჯავრდებულთა პროფესიული სწავლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც დაწესებულებების პირობებშია შესაძლებელი.

7. დაწესებულების ადმინისტრაციას მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით უფლება აქვს ნება დართოს მსჯავრდებულს ექსტერნად ისწავლოს საშუალო, პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში.

    მუხლი 24. მსჯავრდებულის წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა

1. ადმინისტრაციას შეუძლია წაახალისოს მსჯავრდებული კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი კეთილსინდისერი დამოკიდებულებისათვის.

2. წახალისების სახეებია:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დისციპლინური სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა;

გ) (ამოღებულია);

დ) დაწესებულების დირექტორის ბრძანებით კარცერიდან ან საკნის ტიპის სადგომიდან ამავე დაწესებულების ჩვეულებრივ საცხოვრებელ სადგომში გადაყვანა;

ე) მკაცრი რეჟიმის საერთო რეჟიმით შეცვლაზე წარდგენა;

ვ ) დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებაზე წარდგენა.

3. დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის მსჯავრდებულს, თუ მისი ქმედება არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, დაეკისრება დისციპლინური პასუხისმგებლობა.

4. დისციპლინური ზომების გამოყენების უფლება აქვთ დაწესებულების დირექტორსა და მის მოადგილეს.

5. დაუშვებელია ერთი და იმავე დისციპლინური გადაცდომისათვის რამდენიმე დისციპლინური სასჯელის დაკისრება.

6. მსჯავრდებულს უნდა განუმარტონ, თუ მისი რომელი ქმედება და რატომ იქნა მიჩნეული დისციპლინურ გადაცდომად და ჩამოართვან შესაბამისი ახსნა-განმარტება.

7. დისციპლინური პასუხისმგებლობის მასალები უნდა დაერთოს მსჯავრდებულის  პირად საქმეს.

8. დისციპლინური სასჯელის სახეებია:

ა) გაფრთხილება;

ბ) საყვედური;

გ) (ამოღებულია);

დ) კარცერში მოთავსება ვადით ოც დღემდე;

ე) ამანათის, ბანდეროლის და გზავნილის მიღების აკრძალვა;

ვ) საკნის ტიპის სადგომში გადაყვანა ვადით ექვს თვემდე.

ზ) სამარტოო საკანში გადაყვანა ვადით ერთ  წლამდე.

9. დისციპლინურ სასჯელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სასჯელის მოხდიდან ერთი წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ გადაცდომას.

10. დისციპლინური სასჯელი არ უნდა იყოს მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №406 - სსმ III, №183, 25.12.2007 წ., მუხ.2054

    მუხლი 25. დისციპლინური სასჯელის მოხდისას მსჯავრდებულთა კარცერში, საკნის ტიპის სადგომში და სამარტოო საკანში ყოფნის თავისებურებები

1. მსჯავრდებულს ეკრძალება თან წაიღოს კარცერში, საკნის ტიპის სადგომში ან სამარტოო საკანში ის საკვები პროდუქტები და პირადი ნივთები (პირსახოცის, საპონის, კბილის პასტის ან ფხვნილის, კბილის ჯაგრისის გამოკლებით).

2. საკვები პროდუქტები ბარდება საწყობში და გადაეცემა მსჯავრდებულს მათ მიერ დისციპლინური სასჯელის მოხდის შემდეგ. ადმინისტრაცია იღებს მათი შენახვის ზომებს, მაგრამ თუ ბუნებრივი გარემოებების მიზეზით, ხანგრძლივი შენახვის გამო პროდუქტი გაფუჭდა, ამის თაობაზე კომისიურად დგება შესაბამისი აქტი და პროდუქტი ნადგურდება.

3. კარცერში, საკნის ტიპის სადგომში ან სამარტოო საკანში თამბაქოს მოწევა აკრძალულია.

4. კარცერში,  საკნის ტიპის სადგომში ან სამარტოო საკანში მსჯავრდებულის მოთავსებისას ის ექვემდებარება სრულ შემოწმებას.

5. კარცერში, საკნის ტიპის სადგომში ან სამარტოო საკანში მოთავსებულ მსჯავრდებულებს უფლება აქვთ იქონიონ წიგნები, უბრალო ფანქრები, ავტოკალმები, რვეულები, საფოსტო მარკები, კონვერტები, ბარათები, ისარგებლონ ბიბლიოთეკით, გამოიწერონ წიგნები, ჟურნალები და გაზეთები.

6. მსჯავრდებულები, რომლებიც სწავლობენ, კარცერში, საკნის ტიპის სადგომში ან სამარტოო საკანში მოთავსების პერიოდში მეცადინეობებზე არ გამოიყვანებიან. მათ ეძლევათ დამოუკიდებელი სწავლისა და მასწავლებლებთან კონსულტაციის შესაძლებლობა.

7. მსჯავრდებულთა მიერ საკვების მიღება ხდება კარცერში, საკნის ტიპის სადგომში ან სამარტოო საკანში. ხოლო სამუშაო დროს – საწარმოო ობიექტებზე.

8. კარცერში, საკნის ტიპის სადგომში ან სამარტოო საკანში მოთავსებული მსჯავრდებულების სამედიცინო შემოწმება და ამბულატორიული მკურნალობა მიმდინარეობს ამისათვის სპეციალურად მოწყობილ სადგომში. მათი სანიტარული დამუშავება ხდება სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით. ავადმყოფი მსჯავრდებულები მოთავსდებიან ცალკე კამერებში, მათი სამედიცინო მაჩვენებლების მიხედვით.

9. კარცერში, საკნის ტიპის სადგომში ან სამარტოო საკანში მოთავსებული მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს ვადამდე კარგი ქცევისა და სამუშაოებისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებისათვის, წახალისების სახით.

    მუხლი 25 ​1 . მსჯავრდებულთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა

1. მსჯავრდებულის მიერ, რომელსაც დაედო დისციპლინური სასჯელი, ამ შინაგანაწესის უხეში დარღვევა, ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაწესებულების მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების წესს და პატიმრობის ვადას განსაზღვრავს ,,პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონი.

3. ადმინისტრაციული პატიმრობის მოხდის წესი განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

4. ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისათვის მსჯავრდებულის მიერ შინაგანაწესის უხეშ დარღვევად ჩაითვლება:

ა) ერთი წლის განმავლობაში შინაგანაწესის განმეორებითი დარღვევა, თუ მსჯავრდებულს წინა დარღვევისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული პატიმრობა ან დისციპლინური სასჯელის სახით დაკისრებული ჰქონდა კარცერში მოთავსება ან საკნის ტიპის სადგომში გადაყვანა;

ბ) შინაგანაწესის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,დ“, ,,ზ“, ,,ო“, ,,პ“, ,,ჟ“, ,,რ“, ,,ს“, ,,უ“, ,,ფ“ და ,,ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა, რაც არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №406 - სსმ III, №183, 25.12.2007 წ., მუხ.2054

    მუხლი 26. სოციალური უზრუნველყოფა მსჯავრდებულის მიღებისას და გათავისუფლებისას

1. დაწესებულებაში მოთავსებისას მსჯავრდებულს კონსულტაციას უწევენ სამართლებრივ საკითხებზე.

2. მსჯავრდებულის გათავისუფლების მომზადების პროცესში მას გაეწევა დახმარება იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებიც დაკავშირებულია პირადი ცხოვრების მოწესრიგებასთან, ასევე სათანადო დოკუმენტების გაფორმებასთან. მსჯავრდებულს ეცნობება, რომ მას აქვს შესაძლებლობა მიიღოს დახმარება საერთო სოციალური უზრუნველყოფის ფარგლებში.

3. მსჯავრდებულის გათავისუფლების მომზადების პროცესში სოციალური მუშაკი ატყობინებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, რომ მსჯავრდებული გათავისუფლების შემდეგ საჭიროებს სოციალურ დახმარებას. თუ არ არის ცნობილი მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილი, სოციალური სამსახურის მუშაკი ინფორმაციას აწვდის ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის იმ ორგანოებს, რომელთა სამოქმედო ტერიტორიაზედაც ცხოვრობდა მსჯავრდებული.

4. მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების მომზადების პროცესში სოციალური სამსახურის მუშაკი ინფორმაციას მსჯავრდებულის შესახებ გზავნის ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოში, მისი ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

5. თუ მსჯავრდებულის ან მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილი უცნობია ან მას არ სურს დაუბრუნდეს ყოფილ საცხოვრებელ ადგილს, სოციალური სამსახურის მუშაკი, მსჯავრდებულის სურვილის გათვალისწინებით, ინფორმაციას უგზავნის ზედამხედველობაზე უფლებამოსილ ორგანოს.

6. მსჯავრდებულთა ადაპტაციისთვის დაწესებულებასთან იქმნება სარეაბილიტაციო ცენტრი.

    მუხლი 27. რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ურთიერთობა

ადმინისტრაცია მოვალეა შექმნას პირობები მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხოლო დაწესებულების ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით, დაწესებულებაში შეიძლება იმყოფობოდეს ეკლესიის მიერ უფლებამოსილი მღვდელმსახური.

    მუხლი 28. მსჯავრდებულისათვის რეჟიმის პირობების შეცვლა

მსჯავრდებულს, მისი ქცევისა და სამუშაოსადმი დამოკიდებულების გათვალისწინებით, შეიძლება შეეცვალოს რეჟიმის პირობები დაწესებულების ფარგლებში, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

    მუხლი 29. მსჯავრდებულის პირადი საქმე

1. გათავისუფლების შემდეგ პირადი საქმე ინახება სასჯელაღსრულების დაწესებულების არქივში.

2. პირად საქმეში უნდა იყოს მონაცემები მსჯავრდებულის წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის, აგრეთვე შრომისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ.

3. პირადი საქმის შევსებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებენ დაწესებულების დირექტორი და პროკურორი.

4. მსჯავრდებულის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას, მისი პირადი საქმე უნდა გადაეგზავნოს ამ დაწესებულებას.

5. მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს მხოლოდ სპეციალურად უფლებამოსილ მოსამსახურეს.

    მუხლი 30. მსჯავრდებულის გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე

1. მსჯავრდებულის პირადი უსაფრთხოებისათვის საფრთხის წარმოშობისას მსჯავრდებულების ან სხვა პირების მხრიდან  იგი უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ თანამდებობის პირს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. ადმინისტრაცია ვალდებულია გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

2. დაწესებულების დირექტორი ასეთი განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანის ან მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებების შესახებ.

3. მსჯავრდებულის უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა ხდება არა უმეტეს 30 დღის ვადისა დაწესებულების დირექტორის მიერ, ხოლო ოპერატიულ შემთხვევებში - დირექტორის მოსვლამდე დირექტორის მოადგილის ან ოპერატიული მორიგის მიერ, მაგრამ არა უმეტეს 24 საათისა.

4. აუცილებლობის შემთხვევაში, უსაფრთხო ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს კიდევ 30 დღით.

5. თუ უსაფრთხოების ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგები არ გამოიღო, დაწესებულების დირექტორი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წინაშე აღძრავს საკითხს მსჯავრდებულის ან მისი უსაფრთხოებისათვის საშიში პირების სხვა დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე.

    მუხლი 31. უშიშროების ღონისძიებანი, რომლებიც გამოიყენება მსჯავრდებულთა მიმართ

1. მსჯავრდებულთა მიმართ დასაშვებია ხელბორკილების ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება, თუ ისინი ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ დაწესებულების მოსამსახურეებს, შმაგობენ ან ძალმომრეობენ გარეშე მყოფთათვის ან საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენების მიზნით.

2. თუ მსჯავრდებული თავს დაესხმება ან ჩაიდენს სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც ემუქრება დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლეს, დასაშვებია დაწესებულების მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება კანონით დადგენილი წესით.

3. დაწესებულებიდან გაქცევის შემთხვევაში გამონაკლისი ღონისძიების სახით დასშვებია დაწესებულების მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ სხვა საშუალებით შეუძლებელია აღნიშნული მოქმედების აღკვეთა. 

4. დაწესებულებაში უშიშროების ღონისძიებებისა და შინაგანაწესის დაცვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულების დირექტორს.

    მუხლი 32. დასკვნითი დებულება

ამ შინაგანაწესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

 

წესების დანართი № 1

ჩამონათვალი იმ ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების, საკვები პროდუქტების და დოკუმენტებისა, რომელთა გაყიდვა და გამოყენება ეკრძალებათ მსჯავრდებულებს

1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.

2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.

3. სატრანსპორტო საშუალებები.

4. ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.

5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.

6. ოპტიკური ხელსაწყოები.

7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა). საფუარი, შაქარი.

8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.

9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.

10. (ძალადაკარგულია).

11. გადასამრავლებელი აპარატები.

12. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, სანთებლები.

13. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.

14. ბანქო.

15. ფოტოაპარატები, ფოტომასალები, ქიმიკატები, ვიდეოკამერები.

16. მობილური ტელეფონები.

17. ნებისმიერი დოკუმენტი (სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა).

18. ტოპოგრაფიული რუკები და კომპასები.

19. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.

20. ფერადი ფანქრები, საღებავები, კოპირების ქაღალდები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ბრძანება №133 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.72

 

წესების დანართი №2

ჩამონათვალი იმ ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულებს უფლება აქვთ  თან იქონიონ, მიიღონ ამანათებით, გზავნილებით, ბანდეროლებით და შეიძინონ დაწესებულების მაღაზიებში

1. თამბაქო და ასანთი.

2. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები.

3. საცვლები (თბილი და უბრალო).

4. ცხვირსახოცები, ქამრები, წინდები, კოლგოტკები, ხელთათმანები, ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.

5. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი, თმის სამაგრი სავარცხელი).

6. თავსაფრები, რეიტუზები, ქამრები, ბიუსტჰალტერები, მარლა, ჰიგიენური პაკეტები, თმის სამაგრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი, კოსმეტიკური ნივთები (ქალებისათვის).

7. სარკე, მექანიკური, ელექტრო ან ერთჯერადი სამართებელი.

8. ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ჯაგრისები, ფეხსაცმლის საცხი.

9. ჭურჭელი, პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭიქები და კოვზები.

10. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი.

11. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, უბრალო ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.

12. ლიტერატურა.

13. ფოტოგრაფიები, ფოტოალბომები.

14. სპორტული ტანსაცმელი.

15. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები.

16. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.

17.ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).

18. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული მაჯისა და ჯიბის საათები.

19. ტელევიზორები, რადიომიმღებები, ვიდეო ან აუდიო მაგნიტოფონები, საბეჭდი საშუალებები.

20. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 18 იანვრის ბრძანება №133 - სსმ III, №8, 23.01.2006 წ., მუხ.72

 

შინაგანაწესის დანართი №3

მსჯავრდებულთა გამოსაცნობი გულსაბნევისა და სამკლავურების ნიშნების ნიმუშები

 

 

3. გულსაბნევი და სამკლაური ნიშნების ნიმუშების აღწერილობა:

ა) გულსაბნევი ნიშანი მზადდება ნებისმიერი ფერის (ცისფერისა და წითლის გარდა) მასალისაგან, მართკუთხედის სახით, ზომებით 50მმX30მმ;

ბ) გულსაბნევი ნიშნის ზედაპირზე ალუმინის ან ტიპოგრაფიული საღებავით აღინიშნება მსჯავრდებულის ვინაობა (სახელი და გვარი);

გ) სამკლაური ნიშანი მზადდება ნებისმიერი ფერის (ცისფერისა და წითელის გარდა) მასალისაგან, მართკუთხედის სახით,ზომებით 40 მმX20მმ;

დ) სამკლაური ნიშნის ზედაპირზე ალუმინის ან ტიპოგრაფიული საღებავით აღინიშნება მსჯავრდებულის პირადი ნომერი;

ე) გულსაბნევი და სამკლაური ნიშნები მიეკერება ტანსაცმელზე მკერდის მარჯვენა მხარეს (გულსაბნევი ნიშანი) და მარცხენა ხელის სახელოზე (სამკლაური ნიშანი).

 

შინაგანაწესის დანართი №4

მსჯავრდებულთა ტიპიური დღის წესრიგი

1. ადგომა – არა უგვიანეს დილის 6-7 საათისა.

2. ფიზიკური ვარჯიში – 15 წუთამდე ხანგრძლივობით.

3. ტუალეტი, საწოლის დალაგება –10 წუთამდე.

4. დილის დათვალიერება, დილისა და საღამოს შემოწმება – 40 წუთამდე.

5. საუზმე – 30 წუთამდე.

6. განაწილება სამუშაოზე – 40 წუთამდე.

7. სამუშაო-დრო – არა უმეტეს 8 საათისა.

8. სადილი – 30 წუთამდე.

9. სამუშაოდან დაბრუნება, საღამოს ტუალეტი – 25 წუთამდე.

10. ვახშამი – 30 წუთამდე.

11. პირადი დრო – 1 საათამდე.

12. აღმზრდელობითი ღონისძიებები – 1 საათამდე.

13. კულტურულ – მასობრივი ღონისძიებები, საშუალო და პროფესიული განათლება- ცალკე გრაფიკით.

14. ძილისათვის მომზადება – 10 წუთამდე.

15. ძილი (უწყვეტი) – 8 საათი.

შენიშვნები:

1. თითოეული დაწესებულების დღის წესრიგი დგება ადგილობრივი პირობების, დღის ხანგრძლივობისა და წელიწადის დროის გათვალისწინებით.

2. თუ მსჯავრდებულები რამდენიმე ცვლად მუშაობენ, დღის წესრიგი დგება თითოეული ცვლისათვის.

3. კარანტინში, აგრეთვე კარცერებსა და საკნის ტიპის სადგომებსა და სამარტოო საკნებში მყოფი მსჯავრდებულების დღის წესრიგი შედგება ცალკე.

 

შინაგანაწესის დანართი №5

მსჯავრდებულთა პირად საკითხებზე მიღების

ჟ უ რ ნ ა ლ ი

 

(მიღების განმხორციელებელი პირის სახელი,გვარი,თანამდებობა)

 

დაიწყო––––––––––––––––––––––––––––––

დამთავრდა ––––––––––––––––––––––––––

 

№

მიღების (განცხადების წარმოდგენის თარიღი

მიღებული მსჯავრდებულის ვინაობა

დასმული საკითხების შინაარსი

მიღებული გადაწყვეტილება

აღნიშვნა

შესრულების თაობაზე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შენიშვნა: ჟურნალი შედგება ორი ნაწილისაგან, იგი უნდა დაინომროს, ზონარი უნდა გაეყაროს, ბეჭედი დაერტყას და დადასტურდეს დაწესებ უ ლების კანცელარიის მუშაკის მიერ ხელმოწერით.

 

შინაგანაწესის დანართი № 6

პირად ანგარიშზე არის –––––––– ლარი ––––– თეთრი,

ქვითარი № –––––

აქედან მსჯავრდებულის მიერ დაწესებულებაში გამომუშავებულია –––– ლარი –––– თეთრი

მსჯავრდებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                              (სახელი, გვარი)

ბუღალტერი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––              

                                              (სახელი, გვარი)

 

„–––" „–––––––––––––––––" "200 - " წ.

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

გთხოვთ დამრთოთ ნება შევიძინოთ შემდეგი ნივთები:

 

--N

ნივთის დასახელება

რაოდენობა

თანხა

გაცემულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

          (მსჯავრდებულის ხელმოწერა)

 

ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი

 

მივიღე –––––––––––––––––––––––– ღირებულების საქონელი

(წერილობით)

გთხოვთ ჩამოწეროთ ეს თანხა ჩემი ანგარიშიდან.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 

          (მსჯავრდებულის ხელოწერა)

 

„–––" “–––––––––––––––" 200 - წ.

 

შინაგანაწესის დანართი №7

ჩ ა მ ო ნ ა თ ვ ა ლ ი

იმ სამუშაოებისა და თანამდებობებისა, რომელზედაც აკრძალულია მსჯავრდებულთა გამოყენება

1 .სასჯელაღსრულების სისტემის ნებისმიერი სამუშაო და თანამდებობა.

2. იუსტიციის სამინისტროს სისტემის ნებისმიერი სამუშაო და თანამდებობა.

3. მუშაობა იმ შენობებში, სადაც განლაგებულია დაწესებულების დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურების პირადი შემადგენლობა, ინახება იარაღი, სამსახურებრივი დოკუმენტაცია, სპეციალური ტექნიკური საშუალებები.

4. დაცვის ტექნიკური საშუალებების მომსახურება და რემონტი.

5. შიდა აკრძალულ ზონაში განლაგებული დაცვის საინჟინრო საშუალებების მომსახურება და რემონტი.

6. მუშაობა გადასამრავლებელ, რადიოსატელეგრაფო, სატელეფონო, ფაქსის ტექნიკასთან.

7. მედიკამენტების, ასაფეთქებელი და მომწავლელი ნივთიერებების აღრიცხვა, შენახვა და გაცემა.

8. მუშაობა მსჯავრდებულისათვის დაქირავებული მუშების დაქვემდებარებით.

9. ოპერატიული ავტომანქანების მართვა.

10. მუშაობა გამყიდველებად, ბუღალტრებად, მოლარეებად, საწყობების უფროსებად.

 

შინაგანაწესის დანართი №8

სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული მსჯავრდებულის სპეციალური განმასხვევებელი ნიშნის ნიმუში

1. სპეციალური განმასხვ ა ვებელი ნიშანი:

 

 

№

სამეურნეო საქმიანობაში

დასაქმებული მსჯავრდებული

 

 

2. სპეციალური განმასხვევებელი ნიშნის აღწერილობა:

ა) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი მზადდება თეთრი ფერის მასალისაგან, მართკუთხედის სახით;

ბ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშნის ზედაპირზე აღინიშნება ნიშნის ნომერი და წარწერა ქართულ ენაზე: “სამეურნეო საქმიანობაში დასაქმებული მსჯავრდებული”;

ბ) სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი სპეციალური სამაგრით, თვალსაჩინო ადგილზე, მაგრდება მკერდის მარჯვენა მხარეს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 22 მაისის ბრძანება №400 - სსმ III, №47, 29.05.2003 წ., მუხ.436

 

 

გთხოვთ მიიღოთ ამანათი/გზავნილი/ბანდეროლი მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებითა და საკვები პროდუქტებით:

 

 1 __________________________           26 __________________________             

 2 __________________________           27 __________________________                                                                     

 3 __________________________           28 __________________________

 4 __________________________           29 __________________________

 5 __________________________           30 __________________________

 6 __________________________           31 __________________________

 7 __________________________           32      __________________________

 8 __________________________           33 __________________________

 9 __________________________           34 __________________________

10 __________________________          35 __________________________

11 __________________________          36      __________________________

12 __________________________          37 __________________________

13 __________________________          38 __________________________

14 __________________________          39 __________________________

15 __________________________          40 __________________________

16 __________________________          41 __________________________

17 __________________________          42 __________________________

18 __________________________          43 __________________________

19 __________________________          44 __________________________

20 __________________________          45 __________________________

21 __________________________          46 __________________________

22 __________________________          47 __________________________

23 __________________________          48 __________________________

24 __________________________          49 __________________________

25  _________________________           50 __________________________

 

განცხადება შევსებულია ჩემ მიერ, რასაც ხელმოწერით ვადასტურებ ____________________________

                                                                                                                           განმცხადებლის ხელმოწერა

„ ____ “ „________________“ 200  წ.

 

განცხადება ჩავიბარე

____________________________________________________________________

                  პატიმრის (მსჯავრდებულის) გვარი, სახელი და ხელმოწერა

 

„____“ „______________“  200  წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 9 იანვრის ბრძანება №60 - სსმ III, №3, 10.01.2006 წ., მუხ.21

 

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო მინისტრის ბრძანება „მკაცრი რეჟიმის დაწესებულების დებულებისა და შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“, №366, 28.12.1999, სარეგისტრაციო კოდი 410.012.004.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/50284-11/