ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
12.11.2020 ბოლო ცვლილება 27.06.2024
ნომერი
№58
სარეგისტრაციო კოდი
300300000.16.009.016409
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/11/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (12)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება  №58

2020 წლის 12 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომში – კომისია) ადგენს:

+
მუხლი 1. მოქმედების სფერო
ეს დადგენილება განსაზღვრავს ელექტროენერგიის სექტორში, მათ შორის, ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებზე განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების შინაარსს, ფორმას, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადებსა და პასუხისმგებელ სუბიექტებს.

+
მუხლი 2. მიზანი
ამ დადგენილების მიზანია „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის  2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებისა“ (შემდგომში – დღით ადრე და დღიური ბაზრების წესები) და „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების“ (შემდგომში – საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესები), აგრეთვე, „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესების“ (შემდგომში – საცალო ბაზრის წესები) მოთხოვნების ეფექტიანი შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა.

+
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონში, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებში, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებსა და საცალო ბაზრის წესებში.

+
მუხლი 4. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის ვალდებულებები
1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი  ვალდებულია, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მარტისა: 
ა) დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბირჟაზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა;
ბ) შეიმუშაოს და კომისიას შესათანხმებლად წარუდგინოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის, ასევე, განაცხადების რაოდენობის ტექნიკური ზღვრები;
გ) დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ლიკვიდურობის ხელშეწყობის თაობაზე ხელშეკრულების სტანდარტული პირობები და მონაწილეთა შერჩევის პროცედურა.
2. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია: 
ა) (ამოღებულია - 26.01.2023, №2).
ბ) უზრუნველყოს დღით ადრე ბაზრის მონაწილეთა რეგისტრაცია დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის შესაბამისად, ხოლო, ამავე წესების მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მონაწილეთა სია და მათი საიდენტიფიკაციო კოდები;
გ) უზრუნველყოს საკუთარ ვებგვერდზე იმ ელექტროენერგეტიკული საწარმოების სიის ხელმისაწვდომობა, რომელთაც, კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის  (შემდგომში – კონცეფცია) თანახმად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება;

დ) დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი მონაწილის რეგისტრაციისას უფლებამოსილია, მონაწილეს (მის წარმომადგენელს) პლატფორმასთან წვდომისათვის საჭირო რეკვიზიტები მიაწოდოს  „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებით“ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომაც, მაგრამ არაუგვიანეს ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ ვადამდე 7 კალენდარული დღით ადრე;

ე) არაუგვიანეს დღიური ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე კომისიაში წარმოადგინოს და საკუთარ ვებგვერდზე განათავსოს დღიური ბაზრის პლატფორმის გამოყენების ინსტრუქცია.

3. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი არ არის უფლებამოსილი, დღით ადრე ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე არაუადრეს 7 დღისა მონაწილეს მოსთხოვოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების:

ა) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბირჟაზე დაშვებისთვის წლიური საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;“;

ბ) 54-ე მუხლის შესაბამისად გადახდისუნარიანობაზე ინფორმაციის მიწოდება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.10.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 იანვრის დადგენილება №2  -  ვებგვერდი, 01.02.2023 წ.


+
მუხლი 5. ტესტირების გარეშე საწარმოს კვალიფიკაცია
ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არაუგვიანეს 2021 წლის 29 ოქტომბრისა, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის გათვალისწინებით, საკვალიფიკაციო ტესტირების გარეშე, უზრუნველყოს ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების კვალიფიკაცია ერთი წლის ვადით. ამ შემთხვევაში, საწარმოს კვალიფიკაციის მოქმედების ვადის ათვლა დაიწყება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული თარიღიდან.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.10.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 04.07.2022 წ.


+
მუხლი 6. სისტემის ოპერატორის (ელექტროენერგიის გადაცემის/განაწილების ლიცენზიატის) ვალდებულებები
1. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია:
ა) არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრისა:

ა.ა.) შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს:

ა.ა.ა) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებლობის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა;

ა.ა.ბ.) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-8 მუხლით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა;

ა.ა.გ.) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის სტანდარტული სარეგისტრაციო განაცხადი;

ა.ა.დ.) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-15 მუხლით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სარეგისტრაციო განაცხადი;

ა.ბ.) შეიმუშაოს, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს მიაწოდოს იმ ელექტროენერგეტიკული საწარმოების სია, რომლებმაც, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი 29 ოქტომბრისა უნდა გაიარონ კვალიფიკაცია შემდეგ საბალანსო პროდუქტებზე:

ა.ბ.ა). სიხშირის შენარჩუნების რეზერვი;

ა.ბ.ბ) სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვი;

ა.ბ.გ) სიხშირის ხელით აღდგენის რეზერვი;

ა.გ) უზრუნველყოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმისა და 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმის ხელმისაწვდომობა თავის ვებგვერდზე.

ბ) ამ დადგენილების მე-5 მუხლის ან/და ამ მუხლის 3​​1 პუნქტის შესაბამისად, საბალანსო პროდუქტზე კვალიფიკაციიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმო დაარეგისტრიროს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად და მიანიჭოს დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლის სტატუსი; აგრეთვე, უზრუნველყოს შესაბამისი საწარმოების სიის  ხელმისაწვდომობა თავის ვებგვერდზე;
გ) (ამოღებულია - 30.08.2022, №37);
დ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 55-ე მუხლის შესაბამისად,  შექმნას დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირებისა და დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრი და უზრუნველყოს შესაბამისი საწარმოების სიის  ხელმისაწვდომობა თავის ვებგვერდზე;

ე) არაუგვიანეს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე:

ე.ა) დაასრულოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების შესახებ ბაზრის მონაწილეთა ტრენინგი;

ე.ბ) არაუგვიანეს ერთი თვით ადრე, უზრუნველყოს კომისიისთვის ბაზრის მართვის ელექტრონული სისტემით (პლატფორმით) წარმოებული მონაცემების ციფრულ ფორმატში მიწოდება და მისი შემდგომი განახლება ყოველდღიურად.

1​1. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი ოქტომბრისა შეიმუშაოს და კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 26-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბაზრის ლიკვიდურობის ხელშეწყობის თაობაზე ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა და ლიკვიდურობის ხელშემწყობი პირის შერჩევის პროცედურა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ.“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სია შედგენილ უნდა იქნეს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული თითოეული საბალანსო პროდუქტისთვის ცალ-ცალკე და თითოეული სიის შედგენისას ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორმა (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატმა) უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი კრიტერიუმებით: 
ა) სიხშირის შენარჩუნების რეზერვის საბალანსო პროდუქტის შემთხვევაში:

ა.ა) ელექტროსადგურის ბლოკის/აგრეგატის სიჩქარის რეგულატორი უნდა იყოს გამართულ მდგომარეობაში;

ა.ბ) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს ელექტროენერგიის წარმოების დღეღამური რეგულირება წყალსაცავის მეშვეობით;

ა.გ) ელექტროსადგური ჩართული უნდა იყოს SCADA-ში;

ა.დ) სასურველია ელექტროსადგურს წარმატებით ჰქონდეს გავლილი „ნულიდან გაშვების“ ტესტირება (არასავალდებულო კრიტერიუმი).

ბ) სიხშირის ავტომატური აღდგენის რეზერვის საბალანსო პროდუქტის შემთხვევაში:

ბ.ა) ელექტროსადგური ჩართული უნდა იყოს SCADA-ს გენერაციის ავტომატური რეგულირების სისტემაში და ავტომატურად უნდა შეეძლოს სიმძლავრის რეგულირება;

ბ.ბ) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს ელექტროენერგიის წარმოების დღეღამური რეგულირება წყალსაცავის მეშვეობით.

გ) სიხშირის ხელით აღდგენის რეზერვის შემთხვევაში:

გ.ა) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს სიმძლავრის რეგულირება;

გ.ბ) ელექტროსადგურს უნდა შეეძლოს ელექტროენერგიის წარმოების დღეღამური რეგულირება წყალსაცავის მეშვეობით.

3. ელექტროენერგეტიკული საწარმო, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიით, უფლებამოსილია, 2021 წლის პირველი ნოემბრიდან მიმართოს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს, შესაბამის საბალანსო პროდუქტზე ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-4 თავით დადგენილი წესით დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მიზნით.
3​1. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, მოახდინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების საბალანსო პროდუქტზე/პროდუქტებზე ფიზიკური ტესტირების გარეშე კვალიფიკაცია ერთი წლის ვადით, არაუგვიანეს 2023 წლის 23 ივნისისა. ამ შემთხვევაში კვალიფიკაციის მოქმედების ვადის ათვლა დაიწყება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებული თარიღიდან.
4. ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორები (ელექტროენერგიის განაწილებისა და გადაცემის ლიცენზიატები) ვალდებული არიან, 2021 წლის 15 ნოემბრამდე შეიმუშაონ და კომისიაში წარადგინონ ქსელისა და  მომხმარებელთა შესაბამისი კატეგორიების დღეღამური (საათობრივი) სახასიათო დატვირთვის გრაფიკები (სტანდარტული საათობრივი პროფილები), ამ გრაფიკების (პროფილების) შემუშავებისას გამოყენებულ მეთოდოლოგიასთან ერთად.
5. ელექტროენერგიის გამანაწილებელი და გადამცემი სისტემების ოპერატორები ვალდებული არიან, 2023 წლის პირველ ივლისამდე უზრუნველყონ აღრიცხვის ან/და ბილინგისა და პროფილირების პლატფორმებს შორის მონაცემთა ურთიერთგაცვლის პროგრამულად სინქრონიზებული ელექტრონული სისტემის ამოქმედება.
6. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი) ვალდებულია, არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მაისისა, კომისიის 2014 წლის 17 აპრილის № 4 დადგენილებით დამტკიცებული „ქსელის წესების“ 105-ე მუხლის შესაბამისად, შეიმუშაოს აღრიცხვიანობის რეესტრი ელექტრონული ფორმით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.10.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 იანვრის დადგენილება №2  -  ვებგვერდი, 01.02.2023 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 04.07.2022 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 იანვრის დადგენილება №2  -  ვებგვერდი, 01.02.2023 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 მარტის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.03.2023 წ.


+
მუხლი 7. რეგისტრაციის ვალდებულება
1. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორთან 2023 წლის პირველ ივნისამდე უნდა დარეგისტრირდნენ დღით ადრე ბაზრის მონაწილეებად, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად.

2. ელექტროენერგეტიკული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების II თავით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, არაუგვიანეს 2023 წლის პირველი ივნისისა, მიმართონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მოთხოვნით.

2​1. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) უფლებამოსილია, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად დროებით, ამ დადგენილების 7​1 მუხლით გათვალისწინებულ სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობის მისაღებად, დაარეგისტრიროს ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები, რომლებმაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნით და ვადის დაცვით არ მიმართეს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) და აღნიშნულის შესახებ, არაუგვიანეს 2021 წლის 25 ოქტომბრისა აცნობოს შესაბამის ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს, ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებსა და კომისიას.

3. ამ მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2021 წლის 19 ნოემბრისა, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-3 თავით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, მიმართონ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მოთხოვნით, ხოლო ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების მე-3 თავით დადგენილი წესით, იმ შემთხვევაში, თუ კვალიფიკაცია დადასტურებულ იქნა 2021 წლის 7 ოქტომბრამდე, კვალიფიკაციის ხელახალი დადასტურების გარეშე უზრუნველყოს სარეგისტრაციო პროცედურის დასრულება. 
3​1. ელექტროენერგეტიკული საწარმოს/ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მათი ამ მუხლის 2​1 პუნქტით გათვალისწინებული დროებითი რეგისტრაცია ჩაითვლება გაუქმებულად და ასეთი ელექტროენერგეტიკული საწარმოები და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან, საბითუმო ბაზარზე ვაჭრობის მიზნით შესაბამის ბაზრის ოპერატორს მიმართონ ელექტროენერგიის ბაზრის წესების მოთხოვნათა დაცვით.

4. (ამოღებულია - 30.08.2022, №37).

5. ამ დადგენილების მიზნებისთვის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად რეგისტრაციის მომენტში არ მოითხოვება ფინანსური გარანტიის წარდგენა. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ფინანსური გარანტიის წარდგენა უზრუნველყოს  ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით გათვალისწინებულ თარიღამდე არაუგვიანეს 3 სამუშაო დღით ადრე. დადგენილ თარიღამდე ფინანსური გარანტიის წარუდგენლობის შემთხვევაში დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის სტატუსი წყდება.

6. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად  დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი სარეგისტრაციო განაცხადის განხილვის ფარგლებში ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) მიერ დადგენილ იქნა რეგისტრაციის მსურველი ელექტროენერგეტიკული საწარმოს ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლის აღრიცხვის კვანძების შეუსაბამობა ქსელის წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) უფლებამოსილია,  ელექტროენერგეტიკული საწარმო ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი დაარეგისტრიროს აღრიცხვის სრული პერიმეტრით ან მოახდინოს შესაბამისი ელექტროენერგეტიკული საწარმოსათვის ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლისათვის  აღრიცხვის პერიმეტრის მონიშვნა მხოლოდ იმ აღრიცხვის კვანძების გათვალისწინებით, რომლებიც შეესაბამება ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგეტიკული საწარმო ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი  ვალდებულია, სათანადო ცვლილებების განხორციელებამდე იმოქმედოს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) მიერ დადგენილი აღრიცხვის პერიმეტრის შესაბამისად.

6​1. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ელექტროენერგეტიკული საწარმო ან/და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია აღრიცხვის კვანძების ქსელის წესებთან შესაბამისობა და სათანადო ცვლილების განხორციელება უზრუნველყოს ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილ თარიღამდე ერთი თვით ადრე. დადგენილ თარიღამდე აღრიცხვის კვანძების ქსელის წესებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შესაბამისი აღრიცხვის კვანძები ექვემდებარება  შესაბამისი დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირის აღრიცხვის პერიმეტრიდან ამოღებას.

7. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორი (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატი) ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგეტიკული საწარმოების/ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების/დაბალანსების ჯგუფების რეგისტრაცია დაასრულოს არაუგვიანეს 2023 წლის 16 ივნისისა და აღნიშნულის თაობაზე, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, აცნობოს კომისიას და ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორს.

8. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, კომისიას და ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორს არაუგვიანეს 2021 წლის 2 დეკემბრისა წარუდგინოს ინფორმაცია იმ ელექტროენერგეტიკული საწარმოებისა და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებლების შესახებ, რომლებმაც ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში არ მიმართეს ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს (ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზიატს) დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან/და დაბალანსების ჯგუფის წევრად რეგისტრაციის მოთხოვნით.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.10.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 04.07.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 იანვრის დადგენილება №2  -  ვებგვერდი, 01.02.2023 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 მარტის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.03.2023 წ.

 

მუხლი 7​1. ელექტროენერგიის ბაზარზე სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობა

1. ამ დადგენილების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ელექტროენერგეტიკული საწარმოები და პირდაპირი მომხმარებლები ვალდებული არიან, სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობის მიზნით სატესტო პლატფორმაზე რეგისტრაციის მოთხოვნით არაუგვიანეს 2021 წლის 26 ოქტომბრისა მიმართონ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორს, ოპერატორის მიერ დადგენილი წესით, რომელიც განთავსებულია ბირჟის ოპერატორის ვებგვერდზე. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი უზრუნველყოფს მოთხოვნილი რეგისტრაციის დასრულებას არაუგვიანეს 2021 წლის 30 ოქტომბრისა.

2. სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებული ყველა ელექტროენერგეტიკული საწარმო და ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორისა და ელექტროენერგიის  საბალანსო  და  დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორის მიერ ორგანიზებულ სიმულაციურ ვაჭრობაში. 

3. (ამოღებულია - 26.01.2023, №2).

4. სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობა ხორციელდება რეალურ საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით.

5. იმ შემთხვევაში, თუ სიმულაციაში მონაწილე ელექტროენერგეტიკული საწარმოს აღრიცხვის პერიმეტრის ნაწილი ჩართული არ არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებულ (ესკაა) სისტემაში, გადამცემი სისტემის ოპერატორი (გადაცემის ლიცენზიატი) უფლებამოსილია, გამოიყენოს პროფილირების მეთოდი.

6. (ამოღებულია - 30.06.2022, №28).

7. ელექტროენერგიის ბაზარზე სიმულაციურ რეჟიმში მონაწილეობისას/ელექტროენერგიის ბაზრის სიმულაციურ რეჟიმში ოპერირებისას:

ა) ბაზრის მონაწილემ, აგრეთვე, დაბალანსებაზე პასუხისმგებელმა პირმა თითოეული თავისი დაბალანსების ჯგუფისათვის:

ა.ა) ელექტროენერგიის ბაზარზე სავაჭრო განაცხადები/სატენდერო განაცხადები განათავსოს ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების რეალური გეგმების შესაბამისად, კომისიის მიერ დამტკიცებული შესაბამისი ბაზრის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით;

ა.ბ) ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების დაგეგმვა განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის ბაზარზე სიმულაციისას ნავაჭრი და დადასტურებული ნომინაციის გათვალისწინებით;

ბ) დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს წარუდგინოს ნომინაციები, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად;

გ) დაბალანსების მომსახურების მიმწოდებელმა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის სატენდერო განაცხადების წარდგენისას, მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღოს მათი გააქტიურების შესაძლებლობები;

დ) გადამცემი სისტემის ოპერატორმა ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს დაბალანსების ჯგუფების მიხედვით უნდა მიაწოდოს აღრიცხვის ყოველდღიური მონაცემები (მათ შორის, პროფილირების გამოყენებით);

ე) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა გადამცემი სისტემის ოპერატორს, ყოველდღიურად, ცენტრალური ევროპის დროით არაუგვიანეს 08:00 საათისა, უნდა მიაწოდოს პროფილირების მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოთვლილი  გასული დღის საათობრივი ხარჯის მონაცემები იმ დაბალანსების ჯგუფების აღრიცხვის წერტილებზე, რომლებიც ჩართული არ არის ელექტროენერგიის (სიმძლავრის) კონტროლისა და აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) შესაბამისი დონის სისტემაში და რომელთა ავტომატურად გაგზავნა არ ხდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის პლატფორმაზე;

ვ) საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორმა ყოველი კვირის პარასკევს უზრუნველყოს თავის ვებგვერდზე გასული 7 დღის შემდეგი მონაცემების გამოქვეყნება:

ვ.ა) საბალანსო სიმძლავრის ტენდერზე შესყიდული სიხშირის აღდგენის რეზერვის მოცულობა;

ვ.ბ) შესყიდული საბალანსო სიმძლავრის საშუალო ფასი ერთი მეგავატისათვის;

ვ.გ) უბალანსობის ფასი უბალანსობის ანგარიშსწორების ყოველი პერიოდისათვის.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.10.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 04.07.2022 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 იანვრის დადგენილება №2  -  ვებგვერდი, 01.02.2023 წ.

 

მუხლი 7​2. სარეგისტრაციო პროცესის შეჩერება

1. დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად ან დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლად რეგისტრაციის მიზნით განცხადებების მიღების პროცესი ჩერდება ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილ თარიღამდე ერთი თვით ადრე, ხოლო დაბალანსების ჯგუფის ცვლილების მიზნით განცხადებების მიღების პროცესი – ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილ თარიღამდე 10 სამუშაო დღით ადრე. ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ამოქმედების შემდგომ დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირად ან დაბალანსების ჯგუფის წევრად, ასევე, დაბალანსების მომსახურების მომწოდებლად რეგისტრაცია და დაბალანსების ჯგუფის ცვლილება განხორციელდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

2. ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის მონაწილედ რეგისტრაციის მიზნით განცხადებების მიღების პროცესი ჩერდება ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის ამოქმედების კონცეფციით დადგენილ თარიღამდე სამი კვირით ადრე. ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის ამოქმედების შემდგომ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების მონაწილედ რეგისტრაცია განხორციელდება დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 7 ოქტომბრის დადგენილება №41 - ვებგვერდი, 11.10.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 ივნისის დადგენილება №28 - ვებგვერდი, 04.07.2022 წ.


+
მუხლი 8. 2023 წლის პირველ ივლისს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა
1. 2023 წლის პირველ ივლისს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტრონერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2023 წლის 30 ივნისს, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად.

2. ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა, 2023 წლის პირველი ივლისის ფიზიკური მიწოდების პერიოდისათვის, უზრუნველყონ ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე განაცხადების წარდგენა დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მოთხოვნების შესაბამისად.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შესაბამისად ელექტრონერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების, მათ შორის,  გარანტიასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 მარტის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.03.2023 წ.


+
მუხლი 9. 2023 წლის პირველ ივლისს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფა
1. 2023 წლის პირველ ივლისს საბალანსო ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2023 წლის 30 ივნისს, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

2. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლების რეესტრში რეგისტრირებული დაბალანსების მომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა, უზრუნველყონ საბალანსო ელექტროენერგიაზე სატენდერო განაცხადების წარდგენა საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

3. ამ დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტები ვალდებული არიან, 2023 წლის 29 და 30 ივნისს უზრუნველყონ ორმხირივი ხელშეკრულებების ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციების/ტრანსსასაზღვრო ნომინაციების წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

4. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია, 2023 წლის 30 ივნისს უზრუნველყოს დღით ადრე ბაზარზე ნავაჭრი მოცულობების ამსახველი ნომინაციების საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორისთვის წარდგენა, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების შესაბამისად.

5. საბალანსო სიმძლავრით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესების 31-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2023 წლის 21 ივნისს გამოაცხადოს ტენდერი საბალანსო სიმძლავრის შესყიდვაზე.

6. ამ მუხლის პირველი-მე-3 პუნქტების შესაბამისად საბალანსო ელექტროენერგიით ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებითა და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების განხორციელება.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 26 იანვრის დადგენილება №2  -  ვებგვერდი, 01.02.2023 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 მარტის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.03.2023 წ.


+
მუხლი 10. ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებები
1. იმ შემთხვევაში, თუ საცალო ბაზრის წესების ამოქმედებამდე ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მომხმარებლად (აბონენტად) რეგისტრირებული მომხმარებელი, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულებისა და ავტორიზაციისთანავე, არ უზრუნველყოფს მიწოდების ხელშეკრულების დადებას თავისუფალ მიმწოდებელთან, იგი ავტომატურად, სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე, მიიღებს მიწოდების მომსახურებას შემდეგი წესით:
ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი და მცირე საწარმო – ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისგან და ჩაითვლება კომისიის მიერ დამტკიცებულ უნივერსალური მომსახურების მიწოდების სტანდარტულ ხელშეკრულებაზე მიერთებულად;
ბ) მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს კონცეფციით დადგენილ კრიტერიუმებს და რომელზეც არ ვრცელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უნივერსალური მომსახურება – კონცეფციის შესაბამისად განსაზღვრული ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლისგან და ჩაითვლება კომისიის მიერ დამტკიცებულ ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების სტანდარტულ ხელშეკრულებაზე მიერთებულად.
2.  თავისუფალი მიმწოდებელი ვალდებულია, მომხმარებელთან მიწოდების ხელშეკრულება დადოს საცალო ბაზრის წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
3. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევების დასრულებისა და ავტორიზაციის შემდეგ, მიწოდების, მათ შორის, უნივერსალური მომსახურების მიწოდების ან ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების დაწყებამდე მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის დარიცხვის უზრუნველყოფის მიზნით,   ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) უფლებამოსილია, მოსთხოვოს მომხმარებელს მრიცხველის ჩვენების ელექტრონულად გაგზავნა 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, შესაბამისი ტელეფონის ნომრის ან ელექტრონული მისამართის მითითებით.
4. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი  (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) ან მომხმარებელი არ იყენებს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ან მომხმარებელი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატს (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს) აწვდის არასწორ ინფორმაციას, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) ვალდებულია, მრიცხველის წაკითხვა უზრუნველყოს დაუყოვნებლივ, შესაძლო უმოკლეს ვადაში, ხოლო მიმწოდებლის, მათ შორის, უნივერსალური მომსახურებისა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა განსაზღვროს მომხმარებლის საშუალო დღიური მოხმარების გამრავლებით იმ დღეების რაოდენობაზე, როდესაც ხორციელდებოდა, შესაბამისად, მიწოდება.
5. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით მრიცხველის ჩვენების ელექტრონულად მიწოდების უფლებამოსილების, აგრეთვე, უნივერსალური მომსახურების მიწოდებისა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების დაწყების თარიღის შესახებ მასთან აბონენტად რეგისტრირებულ მომხმარებლებს აცნობოს მატერიალური ფორმით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, აგრეთვე, ვებგვერდზე განათავსოს შესაბამისი ინფორმაცია არაუგვიანეს 2021 წლის 15 ივნისისა.
6. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) ვალდებულია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელსა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელს აცნობოს იმ მომხმარებლების შესახებ, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილი არიან, მიიღონ უნივერსალური მომსახურების მიწოდების ან ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიწოდების მომსახურება. მიწოდებული ინფორმაცია, მათ შორის, უნდა შეიცავდეს:

ა) მომხმარებლის აღრიცხვის კვანძის საიდენტიფიკაციო ნომერს;

ბ) მისამართს, სადაც ხორციელდება მიწოდება;

გ) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემებს;

დ) მომხმარებლის კატეგორიას.

7. უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინონ მიწოდების ხელშეკრულების სტანდარტული პირობები.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

 


+
მუხლი 11. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შესყიდვა უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მიერ
1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატი (ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი) ვალდებულია, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელთან კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25​2 მუხლით გათვალისწინებული წესით ანგარიშსწორების მიზნით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი მომხმარებლის მრიცხველის წაკითხვა უზრუნველყოს 2021 წლის 30 ივნისს.

2. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელს შორის კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25​2 მუხლით გათვალისწინებული წესით ანგარიშსწორების ბოლო  პერიოდად განისაზღვროს 2021 წლის პირველი მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით დროის მონაკვეთი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.


+
მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედების ვადა განისაზღვროს 2023 წლის პირველ ივლისამდე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 24 ივნისის დადგენილება №16 - ვებგვერდი, 29.06.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 28 დეკემბრის დადგენილება №61 - ვებგვერდი, 30.12.2021 წ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 28 თებერვლის დადგენილება №5 - ვებგვერდი, 28.02.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 30 აგვისტოს დადგენილება №37 - ვებგვერდი, 30.08.2022 წ. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2023 წლის 30 მარტის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 30.03.2023 წ.



საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, №58, 12.11.2020, სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016409 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.03.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5034413-8/