მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს შეჭირვებული მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან.
ათას ლარში
პროგრამული კოდი
დასახელება
2021 წლის გეგმა
|
06 00
|
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
|
3625,7
|
|
06 01
|
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
|
170,0
|
|
06 02
|
ჯანდაცვის სხვა პროგრამები
|
737,1
|
|
06 02 01
|
მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობა
|
351,1
|
|
06 02 02
|
მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
|
200,0
|
|
06 02 04
|
სასმელი, სარეკრეაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევა
|
40,0
|
|
06 02 05
|
შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება
|
80,0
|
|
06 02 06
|
ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულთა (18 წლამდე ასაკის) კვებითი დანამატებით უზრუნველყოფა
|
5,0
|
|
06 02 07
|
კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარება
|
4,0
|
|
06 02 08
|
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა
|
7,0
|
|
06 02 09
|
მოსახლეობაში ბავშვთა კომპლექსური სამედიცინო გასინჯვები და ლაბორატორიული გამოკვლევები
|
50,0
|
|
06 04
|
სოციალური დაცვა
|
950,6
|
|
06 04 01
|
სარიტუალო მომსახურება
|
50,0
|
|
06 04 02
|
მარტოხელა მშობელთა დახმარება
|
67,0
|
|
06 04 03
|
ბავშვთა ცენტრის ხელშეწყობა
|
115,0
|
|
06 04 04
|
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირება
|
55,0
|
|
06 04 05
|
2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისა და დაჭრილ მოქალაქეთა დახმარება
|
16,0
|
|
06 04 06
|
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, ამავე ომის შშმ პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარება
|
9,5
|
|
06 04 08
|
უსინათლოებისა და ყრუ-მუნჯთა მატერიალური დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად
|
43,0
|
|
06 04 09
|
უსინათლოებისათვის წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შეძენა
|
2,0
|
|
06 04 10
|
შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად
|
6,1
|
|
06 04 11
|
სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა
|
10,0
|
|
06 04 12
|
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები
|
3,0
|
|
06 04 14
|
ახალშობილთა ოჯახების დახმარება
|
28,0
|
|
06 04 16
|
მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება
|
247,0
|
|
06 04 17
|
ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება
|
40,0
|
|
06 04 18
|
სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარებები
|
55,0
|
|
06 04 19
|
განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, ასევე უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება
|
50,0
|
|
06 04 20
|
მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მარტოდ მცხოვრები (მარტოხელა), სოციალურად დაუცველი, პენსიონერი მოქალაქეებისათვის გაზიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა
|
9,0
|
|
06 04 21
|
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა
|
5,0
|
|
06 04 22
|
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა
|
30,0
|
|
06 04 23
|
შეჭირვებული ოჯახების შეშით უზრუნველყოფის პროგრამა
|
40,0
|
|
06 04 24
|
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამა
|
40,0
|
|
06 04 25
|
საქმიანობათა ცენტრი ფოთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის
|
30,0
|
|
06 07
|
სოციალური მომსახურების ცენტრის ხელშეწყობა
|
988,0
|
|
06 08
|
ფოთის სატრანსპორტო კომპანიის სუბსიდირება
|
780,0
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 01
|
170,0
|
| |
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი"
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულება, არსებული რეალობებისადმი მიდგომების ახლებურად გააზრებას და რადიკალურ გარდაქმნებს ითხოვს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემათა გადაჭრა მოსახლეობის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკ ფაქტორების თავიდან აცილებაში მდგომარეობს.
თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის:
ა) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება;
გ) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დაცვის კონტროლი;
ე) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;
ვ) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა;
თ) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიული ფუნქციებია:
გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; ჯანმრთელობის რისკ-ფაქტორების მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს; ეპიდ.სიტუაციის შეფასება; სწრაფი რეაგირებისათვის რადიკალური ინფექციის შემოტანის შემზღუდავი ღონისძიებების დასახვა; პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციების ინფორმირება არსებულ სიტუაციაზე და მათი ჩართულობა მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურეობაში; კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან; ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა, საკვებისა და სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა და მუნიციპალური მმართველობის ორგანოების ინფორმირება სავარაუდო საკვებისმიერი და წყლისმიერი ინფექციების გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ; დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა; მოსახლეობის ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და წარმართვა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნება და საგანგებო სიტუაციების ლოკალიზება.
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ჯანდაცვის სხვა პროგრამები
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 02
|
737,1
|
| |
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
ჯანდაცვის სხვა პროგრამები მოიცავს მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობის, მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის, სასმელი, სარეკრიაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევის, შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსების, ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულთა (18 წლამდე ასაკის) კვებითი დანამატებით უზრუნველყოფის, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარების და დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევის პროგრამებს.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ჯანდაცვის სერვისებზე და სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მოსახლეობის სტაციონარული მკურნალობა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 02 01
|
351,1
|
| |
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას, სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის ხარჯების, ძვირადღირებულ ოპერაციების და ძვირადღირებული გამოკვლევების იმ კომპონენტის თანადაფინანსებას, რომელიც არ არის გათვალისწინებული საყოველთაო ან კერძო დაზღვევით.
განცხადების წარდგენა:
დახმარების მიღების მიზნით, მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა №IV-100/ა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ბ) სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წინასწარი კალკულაცია) გასაწევ სამედიცინო მომსახურებაზე;
გ) დასაფინანსებელ მომსახურებაზე სახელმწიფო პროგრამების ან/და კერძო დაზღვევის ფარგლებში გაცემული მიმართვის/დაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (თუ მოქალაქის სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
ზ) მოქალაქესა და სამედიცინო დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულება და /ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მოქალაქის დავალიანება სამედიცინო დაწესებულების წინაშე (აღნიშნული მოთხოვნა ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც განმცხადებელს მერიაში მომართვამდე არაუმეტეს 1 თვემდე, უკვე გაეწია სამედიცინო მომსახურება).
გადაწყვეტილების მიღება დახმარების გაცემის წესი:
მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურთან არსებული ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის (პროგრამული კოდი 06 02) მუხლით გათვალისწინებული დახმარებების გაცემის მიზნით”შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ კვირაში ერთხელ,ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.
განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ შედგენილი დოკუმენტი/დასკვნა (თანდართული გამოკითხვის აქტით) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (თუ ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში), გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციით (წინასწარი კალკულაცია) მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა და დამტკიცებული ლიმიტი.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში,მოქალაქეს საბიუჯეტო წლის განმავლობაში დახმარება შეიძლება გაეწიოს ერთხელ,ხოლო ონკოლოგიური დაავადებების (ავთვისებიანი სიმსივნე, ლეიკემია) მქონე მოქალაქეებს - ორჯერ.
სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქეს და სამედიცინო დაწესებულებას წარედგინება მერიის წერილობითი თანხმობა დაფინანსების შესახებ,სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (წინასწარი კალკულაცია) მიხედვით. დაფინანსების შესახებ გაცემული წერილობითი თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღების დღიდან არაუმეტეს ორი თვის განმავლობაში.
პროგრამის ფარგლებში პირი არ დაფინანსდება, თუ:
ა) იგი არ არის რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში;
ბ) განცხადების განხილვისას დადგინდა,რომ პირს წლის განმავლობაში ერთჯერ უკვე დაუფინანსდა აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება (გამონაკლისს წარმოადგენს ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეები);
გ) მომსახურების გამწევ ორგანიზაციას აუნაზღაურდა მომსახურების ხარჯი პაციენტის მიერ;
დ) განცხადების შესწავლისას ან წერილობითი ინფორმაციის გაცემამდე, ცნობილი გახდება დაინტერესებული პირის გარდაცვალების შესახებ.
პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება შემდეგი სამედიცინო მომსახურებები:
ა) სანატორიულ-კურორტული და ბალნეოლოგიური მკურნალობა;
ბ) ესთეტიკური ქირურგია და პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით ქირურგიული მკურნალობა;
გ) სტომატოლოგიური მომსახურება და დენტალური იმპლანტაცია;
დ) სამედიცინო დანიშნულების ინვენტარის შეძენა (იმპლანტი, სუპინატორები და ორთოპედიული; ფეხსაცმელი, პროთეზი, სამედიცინო აპარატურა და მისთვის განკუთვნილი სახარჯი მასალები);
ე) საექსპერტო მომსახურება.
დაფინანსების ოდენობა:
1. მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს (მათ შორის, თუ პროგრამით მოსარგებლე პირი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დარეგისტრირებული იყო სოციალური მომსახურეობის სააგენტოში და სარეიტინგო ქულა არ აღემატებოდა 70 000-ს და გადამოწმების მიზნით შეჩერებულ იქნა დახმარება), ასევე შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის მქონე მოქალაქეებს, მკურნალობის ღირებულება დაუფინანსდებათ გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციით (წინასწარი კალკულაცია) წარმოდგენილი თანხის 100%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
2. მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 70 000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა, ან არ არიან დარეგისტრირებულნი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში, მკურნალობის ღირებულება დაუფინანსდებათ გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციით (წინასწარი კალკულაცია) წარმოდგენილი თანხის 50%-მდე, არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
იმ შემთხვევაში თუ გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯი არ აღემატება 200 ლარს, დაფინანსება განხორციელდება 100%-ით.
თანხები გამოიყოფა სამუშაო ჯგუფის შესაბამისი დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
ანგარიშსწორების წესი:
ანგარიშსწორების მიზნით,შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში.
სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელმა დაწესებულებამ, გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა წარუდგინოს მომსახურების გაწევიდან 2 (ორი) თვის ვადაში.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
1. გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. ფორმა N100/ა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების გაცემის ფაქტს;
3. ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.
|
| |
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 02 02
|
200,0
|
| |
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის სიდუხჭირის და მსოფლიო ბაზარზე მედიკამენტებზე გაზრდილი ფასების გამო, სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ,,ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამასთან ერთად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია მატერიალურ დახმარებას უწევს სხვადასხვა მწვავე თუ ქრონიკული დაავადებების მქონე ადგილობრივ მოსახლეობას, იმ სახის მედიკამენტების შესაძენად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსი გადანაწილებულია:
ა) ერთჯერადად 70 ლარის ღირებულების მედიკამენტით დახმარება - 100.0 ათ. ლარი;
ბ) ავთვისებიანი სიმსივნითა და ლეიკოზით დაავადებულ პირთა დახმარება მედიკამენტების შესაძენად - 65.0 ათ. ლარი;
გ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა დახმარება მედიკამენტების შესაძენად - 20.0 ათ. ლარი;
დ) ეპილეფსიით დაავადებულ პირთა ანტიკონვულსანტებით უზრუნველყოფა - 15.0 ათ. ლარი.
პროგრამის მართვა:
მოქალაქემ დახმარების მისაღებად უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა №100/ა, პირადობის მოწმობის ასლი, აფთიაქიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა ან/და მედიკამენტის ღირებულების შესახებ ამონაწერი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (თუ სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს).
მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ კვირაში ერთხელ, ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.
განცხადებების განხილვისას გათვალისწინებული იქნება დაავადების სირთულე და ქრონიკულობა, ბენეფიციარის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, (რაც დასტურდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) მიერ შედგენილი დოკუმენტით/ დასკვანით (თანდართული გამოკითხვის აქტით)), ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული სრული თანხა, საანგარიშო პერიოდში შემოსულ განცხადებათა რაოდენობა.
წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, აღნიშნული ქვეპროგრამით გათვალისწინებული თითოეული მედიკამენტური დახმარებით, ბენეფიციარებს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში მედიკამენტის სახით, დახმარება შეიძლება გაეწიოთ:
ა) 70 ლარის ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ერთჯერ;
ბ) ავთვისებიანი სიმსივნითა და ლეიკოზით დაავადებულ პირებს 1000 (ერთი ათასი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ორჯერ.
გ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე სოციალურად დაუცველ (100 000-მდე სარეიტინგო ქულა) ავადმყოფებს 150 (ასორმოცდაათი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ერთჯერ;
დ) ეპილეფსიით დაავადებულ პირებს 150 (ასორმოცდაათი) ლარამდე წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, წელიწადში ერთჯერ.
თანხები გამოიყოფა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების (ბრძანება გამოიცემა სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე გასაწევ ან/და გაწეულ ხარჯებზე) საფუძველზე.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ბენეფიციართათვის გაწეული დახმარებები, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
სასმელი, სარეკრიაციო და ჩამდინარე წყლების სანიტარულ-ბაქტერიოლოგიური და სანიტარულ-ქიმიური გამოკვლევა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 02 04
|
40,0
|
| |
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სასმელი, სარეკრიაციო და საბანაო წყლის ხარისხის სისტემატიური ლაბორატორიული კვლევა, ინფექციური დაავადებებისა და ეპიდაფეთქებების თავიდან აცილების მიზნით.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ინფექციური დაავადებების და ეპიდაფეთქებების პრევენცია.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 02 05
|
80,0
|
| |
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
პიროვნების შესაძლებლობების შეზღუდვა ხელს უშლის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, რაც თავის მხრივ მძიმე ტვირთს წარმოადგენს არა მხოლოდ ამ პირებისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვისაც. შშმ პირების (ბავშვების) საზოგადოებაში ინტეგრაციის გაუმჯობესების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს მათი ფსიქოსომატური რეაბილიტაცია.
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების, 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, მათ შორის აუტიზმის, გონებრივი განვითარების შეფერხების ან დაყოვნების მქონე პირთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის დაფინანსებას.
განცხადების წარდგენა:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას.
განცხადებას თან უნდა ახლდეს:
ა) პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა)ასლი.
ბ) კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დ) ფორმა №100/ა და ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (წინასწარი კალკულაცია) გასაწევ სამედიცინო მომსახურებაზე საქართველოში განთავსებული შესაბამისი სამედიცინო-სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან.
გადაწყვეტილების მიღება, დახმარების გაცემის წესი:
ა) აუტიზმის მქონე ბავშვებს (ICD-10 განსაზღვრული კლასიფიკატორები F84.0, F84.1, F84.5, F84.9) წელიწადში ერთჯერ - არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარით.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს წელიწადში ერთჯერ, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარით.
მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ კვირაში ერთჯერ ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.
სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინდივიდუალურად თითოეულ მოქალაქეს და სამედიცინო დაწესებულებას წარედგინება მერიის წერილობითი თანხმობა დაფინანსების შესახებ,სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი გასაწევი სამედიცინო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (წინასწარი კალკულაცია) მიხედვით. დაფინანსების შესახებ გაცემული წერილობითი თანხმობა ძალაშია გადაწყვეტილების მიღების დღიდან საბიუჯეტო წლის განმავლობაში.
ანგარიშსწორების წესი:
ანგარიშსწორების მიზნით,შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღის ვადაში.
სამედიცინო მომსახურების განმახორციელებელმა დაწესებულებამ გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს საბიუჯეტო წლის ბოლომდე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
1. გაწეული სამედიცინო - სარეაბილიტაციო მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. ფორმა N100/ა ან სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო დაწესებულების მიერ მომსახურების გაცემის ფაქტს;
3. ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
თანხები გამოიყოფა შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
შშმ ბავშვთა ინტეგრაცია საზოგადოებაში.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულთა (18 წლამდე ასაკის) კვებითი დანამატებით უზრუნველყოფა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 02 06
|
5,0
|
| |
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ფენილკეტონურია და ცელიაკია გენეტიკური დაავადებებია. ფენილკეტონურია ღრმა გონებრივ ჩამორჩენას, ხოლო ცელიაკია ფსიქო-ფიზიკური განვითარების შეფერხებას იწვევს. მკურნალობის ერთდაერთი საშუალება დიეტოთერაპიაა, რომელიც გულისხმობს ძვირადღირებული სპეციალიზირებული კვებითი დანამატების მიღებას მუდმივად, რაც მძიმე ეკონომიურ ტვირთს წარმოადგენს თითოეული ოჯახისთვის და ხშირად შეუძლებელს ხდის მის ჩატარებას.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, 18 წლამდე ასაკის ფენილკეტონურიით და/ან ცელიაკიით დაავადებულ პირთა დაფინანსებას ისეთი სახის კვებითი დანამატების შესაძენად, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. დახმარება გაეწევათ წელიწადში ერთჯერ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.
პროგრამის მართვა:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, ფენილკეტონურიით/ცელიაკიით დაავადებულ - 18 წლამდე ასაკის პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა,იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ფორმა №100/ა და ანგარიშ-ფაქტურა საქართველოში განთავსებული შესაბამისი დაწესებულებიდან.
დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის (სხდომის ოქმის) საფუძველზე. სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთჯერ ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
შშმ ბავშვებისთვის გაწეული დახმარებები, ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებულ პირთა გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, მათი ოჯახების მატერიალური და მორალური თანადგომა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე ბენეფიციართა დახმარება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 02 07
|
4,0
|
| |
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ძვირადღირებული კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსებას სმენაჩლუნგობის (სმენის დაქვეითების მძიმე ფორმა) დაძლევის მიზნით, თუმცა იმპლანტი მუდმივად საჭიროებს ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას, რაც დაკავშირებულია მატერიალურ ხარჯებთან და მძიმე ეკონომიურ ტვირთს წარმოადგენს ოჯახებისთვის.
აღნიშნული ქვეპროგრამა ითვალიწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე 0-21 წლის ჩათვლით პირთა დახმარებას, აპარატის შეუფერხებელი ფუნქციონირების მიზნით.
ქვეპროგრამა ითვალისწინებს:
ა) კვების წყაროსთვის საჭირო ელემენტის შეძენას;
ბ) პროცესორის და მიკროფონის შემაერთებელი სადენის შეძენას.
პროგრამის მართვა:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, არასრულწლოვანი პირის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა ახლდეს პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა,იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა),მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში - აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, ფორმა №100/ა და ანგარიშ-ფაქტურა.
კვების წყაროსთვის საჭირო ელემენტის შესაძენი თანხის წლიური ლიმიტი განისაზღვრულია 700 (შვიდასი) ლარით;
პროცესორის და მიკროფონის შემაერთებელი სადენის შესაძენი თანხის წლიური ლიმიტი განისაზღვრულია 300 (სამასი) ლარით;
დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის (სხდომის ოქმის) საფუძველზე. სამუშაო ჯგუფი მოქალაქეთა განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთჯერ ოთხშაბათ დღეს (უქმე დღის შემთხვევაში მომდევნო დღეს), გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე კვირის ნებისმიერ სხვა სამუშაო დღეს.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
შშმ ბავშვებისთვის გაწეული დახმარებები, შშმ პირთა ოჯახების მატერიალური და მორალური თანადგომა, სმენადაქვეითებული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირება სხვების თანასწორად.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 02 08
|
7,0
|
| |
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული პათოლოგიების, კერძოდ თვალისა და ხერხემლის (სქოლიოზის) პათოლოგიების პრევენციის მიზნით. პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო და კერძო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები.
ქვეპროგრამით გათვალისწინებულია:
ა) თვალის პათოლოგიების გამოვლენა და პრევენცია;
ბ) სქოლიოზის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით ორთოპედის კონსულტაცია და ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევა.
ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებს განახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, შერჩეული ლიცენზირებული/შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირი.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ჯანსაღი მომავალი თაობა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მოსახლეობაში ბავშვთა კომპლექსური სამედიცინო გასინჯვები და ლაბორატორიული გამოკვლევები
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 02 09
|
50,0
|
| |
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (ჯავახიშვილის ქუჩა და სხვა უბნები) მცხოვრები ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლას. კვლევაში ჩართული ბავშვების სამედიცინო და ლაბორატორიულ გამოკვლევას, ბავშვების ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ჯანსაღი მომავალი თაობა.
|
სოციალური დაცვა
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, დაუძლურებული და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილზე და სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
სოციალური დაცვა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04
|
950,6
|
| |
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;
ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქის -ფოთის ბავშვთა ცენტრი";
ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“;
ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“.
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალშობილთა ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ ქალაქის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მუნიციპალურ და კომუნალურ სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობა და საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესება.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
სარიტუალო მომსახურება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 01
|
50,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
აღნიშნული ქვეპროგრამით ხორციელდება სოციალურად დაუცველი (100000-მდე ქულის მქონე), შეჭირვებული, მარტოხელა, უპატრონო და დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურების, კერძოდ კუბოს (ჩასასვენებელის) დაფინანსება. აგრეთვე დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა გარდაცვალების შემთხვევაში მათი ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას 300 ლარი ოდენობით.
პროგრამის მართვა:
აღნიშნული პროგრამით დახმარების მისაღებად გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან დაინტერესებულ მხარემ უნდა მიმართოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
2) გარდაცვალების მოწმობის ასლი ან გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა ან/და გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
3) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;
4) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
5) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
6) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა.
უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში, დაკრძალვის ორგანიზებას და კუბოს (ჩასასვენებელი) დამზადებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენას, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში, ახორციელებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები (უბნების მიხედვით). შეჭირვებულისა და მარტოხელა მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში დასკვნას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ამზადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები (უბნების მიხედვით).
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება, დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა გარდაცვლილთა ოჯახებისათვის ფინანსური მხარდაჭერის გაწევა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მარტოხელა მშობელთა დახმარება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 02
|
67,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
სამუშაო ადგილების დეფიციტის გამო მარტოხელა მშობელთა უმრავლესობა უმუშევარია, მათ მძიმე ტვირთად აწევთ მცირეწლოვანი შვილების მოვლა-პატრონობა. იზრდება მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რაოდენობა, ამიტომ მიზანშეწონილია გაეწიოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება მარტოხელა მშობლებს 50 ლარის ოდენობით, მოზარდის 17 წლის ასაკის შესრულებამდე.
პროგრამის მართვა:
მატერიალური დახმარების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა მარტოხელა მშობელმა (რომელიც არ იმყოფება ქორწინებაში) უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3) ცნობა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის შესახებ, იმის გათვალისწინებით, რომ მარტოხელა მშობელი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
5) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, მარტოხელა მშობლებს ან/და მათ მიერ განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მარტოხელა მშობელთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის უნარის გაძლიერება.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ბავშვთა ცენტრის ხელშეწყობა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 03
|
115,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ "თვითმმართველი ქალაქის -ფოთის ბავშვთა ცენტრი"
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა მოიცავს ეკონომიურად უკიდურესად შეჭირვებულ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ფიზიკური გაჯანსაღებისა და და უფასო კვებით მომსახურებას. აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო ამბულატორიული მკურნალობისათვის, მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
ქვეპროგრამა ეყრდნობა ბავშვის უფლებების დაცვის კონვენციას ბავშვის გადარჩენის დაცვისა და განვითარების უზრუნველყოფის საყოველთაო დეკლარაციას და შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებთან და სალიცენზიო პირობებთან.
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს უკიდურესად შეჭირვებულ, უმეთვალყურეოდ დარჩენილ ბავშვთა განვითარებისათვის ხელშეწყობას, მათთვის ოჯახური გარემოს შექმნას, ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების შესაბამისად, 24 საათიან მომსახურებას.
ქვეპროგრამის დაფინანსება მოიცავს თანამშრომელთა ხელფასებს, ბავშვთა ოთხჯერად კვებას, კომუნალურ ხარჯებს, ბაშვებისთვის საჭირო ტანსაცმლისა და მედიკამენტების შეძენის ხარჯებს (საჭიროების შემთხვევაში), პირადი ჰიგიენისა და სასკოლო ნივთების შეძენას, ბავშზე ზრუნვის სტანდარტებისა და სალიცენზიო პირობების შესაბამისად, ბავშვთა საკურორტო ზონაში დასვენების ხარჯებს.
ქვეპროგრამა, ლიცენზიის შესაბამისად, გათვლილია 10 ბავშვზე.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მზრუნველობამოკლებულ, უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვების ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, მათი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარება, მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. სამომავლოდ, თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრებისათვის მზადყოფნა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზის პროგრამაში მონაწილეთა ტრანსპორტირება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 04
|
55,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა და დიალიზით დაავადებულთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირება, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფთა ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა, უფასო, სრულყოფილი და ოპერატიული სასწრაფო სამედიცინო მომსახურებით.
პროგრამის მართვა:
პაციენტი ან/და ოჯახის წევრი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
3) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა №100 ავადმყოფის დიაგნოზისა და ტრანსპორტირების აუცილებლობის მითითებით;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
შემოსული დოკუმენტაცია მოწმდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურში. დიალიზზე მყოფ ავადმყოფთა სხვადასხვა ქალაქებში ტრანსპორტირების ხარჯები ანაზღაურდება თვეში 150 ლარის ოდენობით; ხოლო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ავადმყოფთა ქალაქგარეთ ტრანსპორტირების შემთხვევაში - წელიწადში ერთჯერ:
ა) ფოთი - თბილისი - 250 ლარი;
ბ) ფოთი - ქუთაისი - 150 ლარი;
გ) ფოთი - ბათუმი - 150 ლარი;
დ) ფოთი - ზუგდიდი - 150 ლარი.
ბიუჯეტიდან გამოყოფილი მატერიალური დახმარება, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე, განსაზღვრულ პირებს დაერიცხებათ საბანკო ანგარიშზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
ყოველი თვის დასაწყისში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მოთხოვნილი იქნეს აღნიშნული ბენეფიციარების გადამოწმება სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ფინანსური მხარდაჭერა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისა და დაჭრილ მოქალაქეთა დახმარება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 05
|
16,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს, 2008 წლის აგვისტოს თვეში, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების გაწევას, მათი ხსოვნისადმი პატივის მიგებას, კერძოდ:
ა) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 11 მოქალაქის ოჯახისათვის - 500 ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერ;
ბ) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად გარდაცვლილი 4 მშვიდობიანი მოქალაქის ოჯახისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ - 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად;
გ) რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ სამოქალაქო პირებზე - 300 ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერ.
პროგრამის მართვა:
მატერიალური დახმარების მისაღებად, გარდაცვლილი მოქალაქის დედ-მამამ, მეუღლემ, სრულწლოვანმა შვილმა ან მემკვიდრემ უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
3) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ბენეფიციარების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამაში მონაწილეთა ოჯახებისათვის მატერიალური და მორალური დახმარების გაწევა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა, ამავე ომის შშმ პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილეთა დახმარება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 06
|
9,5
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა მიზნად ისახავს:
1. დიდი სამამულო ომის მონაწილეებისა და ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას. კერძოდ:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ბენეფიციარებს, თითოეულს 400 ლარის ოდენობით;
ბ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილე ბენეფიციარებს, თითოეულს 300 ლარის ოდენობით;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებთან გათანაბრებულ ბენეფიციარებს, თითოეულს 300 ლარის ოდენობით.
2. საქართველოს ვეტერანთა ცენტრალური კავშირის ფოთის საქალაქო კავშირის განვითარებისთვის ფინანსური მხარდაჭერას, ვეტერანთა გაერთიანებისა და მათი სოციალურ-ეკონომიური სიტუაციის გაუმჯობესებისათვის, კავშირის ორგანიზაციულ-სტრუქტურული საკითხების გადაწყვეტის სრულყოფისათვის, სხვადასხვა პროფესიული ღონისძიების ჩატარებისათვის და სხვა მიმდინარე პროექტების განხორციელების მიზნით. გამოყოფილი ფინანსების განკარგვა მოხდება ამავე კავშირის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით.
პროგრამის მართვა:
1. მატერიალური დახმარების მისაღებად დიდი სამამულო ომის მონაწილეებმა და ამავე ომის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეებმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) საბანკო ანგარიშის ნომერი;
ბენეფიციარების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამაში მონაწილეთა ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
უსინათლოებისა და ყრუ-მუნჯთა მატერიალური დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 08
|
43,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა გულისხმობს უსინათლო და ყრუ-მუნჯთა პენსიონერთათვის შეღავათიან პაკეტს კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად.
პროგრამის მართვა:
უსინათლო და ყრუ-მუნჯი პენსიონერი (შემდგომში ბენეფიციარი) კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების მისაღებად განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას. განცხადებას თან უნდა დაერთოს:
1) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი ან სსე შემოწმების აქტის ამონაწერი, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა ფორმა N100;
3) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის ყრუ-მუნჯი;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
მატერიალური დახმარება შეადგენს:
ა) პროგრამაში მონაწილე უსინათლო პენსიონერთათვის, კომუნალურ გადასახადებზე შეღავათი 50 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად;
ბ) პროგრამაში მონაწილე ყრუ-მუნჯების მატერიალური დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად 35 ლარის ოდენობით, წელიწადში ოთხჯერ.
ბენეფიციარების დაფინანსებაზე ბრძანებას გამოსცემს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. გამოყოფილი თანხა ბენეფიციარებს დაერიცხებათ პირად საბანკო ანგარიშზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
ყოველი თვის დასაწყისში, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ მოთხოვნილი იქნეს აღნიშნული ბენეფიციარების გადამოწმება სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების ფინანსური მხარდაჭერა კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
უსინთლოებისათვის წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შეძენა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 09
|
2,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა ითვალისწინებს უსინათლო პენსიონერთათვის წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შეძენას.
პროგრამის მართვა:
უსინათლო პენსიონერი (შემდგომში ბენეფიციარი), წნევის გამზომი ხმოვანი აპარატების შესაძენად, განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
1) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
2) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ფოთის განყოფილებიდან, რომ ბენეფიციარი არის უსინათლო პენსიონერი;
3) ფორმა №IV-100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
4) სააფთიაქო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურა.
თანხა დაირიცხება სააფთიაქო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა ფინანსური მხარდაჭერა და ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარება კომუნალური გადასახადების დასაფინანსებლად
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 10
|
6,1
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა ითვალისწინებს შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დახმარებას კომუნალური ხარჯების დასაფინანსებლად.
პროგრამის მართვა:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტსა და ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“ შორის ფორმდება ხელშეკრულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის პროგრამის განხორციელების ხელშეწყობაზე. კერძოდ, კომუნალური ხარჯების ნაწილობრივ ანაზღაურებაზე. ა(ა)იპ „კოალიცია სოციალური რეფორმებისათვის“ კომუნალური გადასახადების დარიცხვის შემდეგ, წერილობით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს და წერილს თან დაურთავს კომუნალური გადასახადების ოდენობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
შშმ ბავშვთა დღის ცენტრის კომუნალური ხარჯების დაფინანსება მოხდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
შშმ ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
სტუდენტთა ფინანსური მხარდაჭერა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 11
|
10,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი, მკვეთრად, მნიშვნელოვნად, ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის მატერიალურ წახალისებას 500 ლარის ოდენობით წელიწადში ერთჯერ.
პროგრამის მართვა:
1. ქვეპროგრამის მოსარგებლე პირს წარმოადგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტი, რომელიც ქალაქ ფოთში რეგისტრირებულია განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ), აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება (ბოლო სემესტრის განმავლობაში მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკული - არანაკლებ 81 ქულა) და აკმაყოფილებს ერთ-ერთ კრიტერიუმს:
ა) რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს;
ბ) არის მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრი, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს;
გ) არის მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი;
დ) არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი), რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-ს.
2. გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირ(ებ)ზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება - ქალაქი ფოთი.
3. სტუდენტის სტატუსი უნდა ჰქონდეს აქტიური.
სტუდენტთა წახალისების მისაღებად, მოსარგებლე პირმა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საინფორმაციო ბარათი (უკანასკნელი 2 წლის მონაცემებით) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან;
დ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის (აქტიური) შესახებ (დედანი);
ე) დევნილის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი – იძულებით გადაადგილებული (დევნილი) სტუდენტისთვის;
ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან – სოციალურად დაუცველი სტუდენტისთვის;
ზ) განმცხადებლის და მისი და-ძმების ნოტარიულად დამოწმებული დაბადების მოწმობების ასლები – მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის;
თ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის (ფორმა №IV-50/4) დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი - მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
ი) განმცხადებლის სახელზე გახნილი საბანკო ანგარიშის ნომერი გაცემული შესაბამისი ბანკის მიერ კანონით დადგენილი წესით.
ანგარიშსწორება ხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
სტუდენტთა სოციალური პირობების გაუმჯობესება.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დაცვის ღონისძიებები
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 12
|
3,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა ითვალისწინებს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოქალაქეზე (მსხვერპლზე), რომლის უფლებები დაირღვა და სტატუსი განუსაზღვრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ან/და სასამართლო ორგანომ ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელმა ჯგუფმა (მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფმა) სტატუსის მინიჭების შემდგომ - ერთჯერადად 300 ლარის გაცემას.
პროგრამის მართვა:
დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
1) წერილობითი განცხადება;
2) პირადობის მოწმობის ასლი;
3) განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები;
4) ასევე სხვა სახის დოკუმენტაცია განცხადების განმხილველი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში;
5) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დახმარება გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის სამართლებრივი აქტით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე. მსხვერპლი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციართა მატერიალური მხარდაჭერა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ახალშობილთა ოჯახების დახმარება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 14
|
28,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა უზრუნველყოფს ახალშობილთა ოჯახების წახალისებას, რათა ხელი შეუწყოს დემოგრაფიული ფონის გაუმჯობესებას. ქვეპროგრამის ფარგლებში ახალშობილთა ოჯახებისათვის (მათ შორის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილებზე) გათვალისწინებულია ერთჯერადად 100 ლარით დახმარება, იმის გათვალისწინებით, რომ ახალშობილის მშობლები უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
ქვეპროგრამაში მონაწილე ბენეფიციარებისათვის მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება ახალშობილის მშობლის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით:
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
2) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
3) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
პროგრამის მართვა:
თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა და წახალისება. მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 16
|
247,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები (განქორწინების შემთხვევაში მშობელი) უნდა იყვნენ რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლებიც ზრდიან 3 და მეტ არასრულწლოვან მოზარდს (უფროსი შვილის 17 წლის ასაკის შესრულებამდე), უმცროს შვილზე მიზანშეწონილია დაენიშნოს ყოველთვიური მატერიალური დახმარება:
3-შვილიან ოჯახს – 50 ლარი;
4-შვილიან ოჯახს – 100 ლარი;
5-შვილიან ოჯახს – 190 ლარი;
6-შვილიან ოჯახს – 220 ლარი;
7-შვილიან ოჯახს – 300 ლარი;
8 და მეტ-შვილიან ოჯახს – 450 ლარი.
ქვეპროგრამის ბენეფიციარია დაახლოებით 300-მდე ოჯახი.
მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით:
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;
2) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით);
3) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
5) განქორწინების მოწმობა (არსებობის შემთხვევაში).
პროგრამის მართვა:
თანხა ყოველთვიურად განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების თანადგომა და წახალისება. მუნიციპალიტეტში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესება.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 17
|
40,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქალაქში დემოგრაფიული სიტუაციის შემდგომი გაუმჯობესებისათვის ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მკვიდრ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ოჯახებს, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალშვილიანის მშობლები უნდა იყვნენ რეგისტრირებული ქალაქ ფოთში, რომელთაც ჰყავთ ხუთი და მეტი შვილი (უფროსი შვილის 17 წლის ასაკის შესრულებამდე, მიზანშეწონილია წელიწადში ერთჯერ გაეწიოთ მატერიალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით.
მატერიალური დახმარების მისაღებად მრავალშვილიანმა ოჯახმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, შესაბამისი დოკუმენტაციით:
1) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;
2) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები.
პროგრამის მართვა:
თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მრავალშვილიან ოჯახთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის უნარის გაძლიერება, დემოგრაფიული მაჩვენებლის ზრდა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებული დახმარებები
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 18
|
55,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სადღესასწაულო დღეებში შემდეგი კატეგორიის ბენეფიციარების მატერიალურ წახალისებას:
- დედით, მამითა და დედ-მამით ობლები 17 წლამდე ასაკის – 100 ლარი წელიწადში ერთჯერ.
- 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე – 500 ლარი ერთჯერადად.
- ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის (26 აპრილს) – 100 ლარი ერთჯერადად.
- ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პენსიონრები – 100 ლარი ერთჯერადად.
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 17 წლამდე ასაკის მოზარდები – 100 ლარი ერთჯერადად.
- დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, თანდაყოლილი გულის მანკით დაავადებულთა 18 წლამდე ასაკის - 500 ლარი ერთჯერადად.
- ქალაქში მცხოვრები უხუცესები:
ა) 90-100 წლამდე უხუცესები – 100 ლარი ერთჯერადად;
ბ) 100 წლის და 100 წელს გადაცილებული უხუცესები - 500 ლარი ერთჯერადად.
პროგრამის მართვა:
ბენეფიციარებმა უნდა წარადგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
- დედით, მამითა და დედ-მამით ობლები:
1) ობლის (ობლების) დაბადების მოწმობის ასლი;
2) მშობლის (მშობლების) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
3) გადაწყვეტილება მეურვეობა/მზრუნველობის დაწესების შესახებ;
4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
5) საბანკო ანგარიშის ნომერი.
- 1989 წლის 9 აპრილის მონაწილე :
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) საბანკო ანგარიშის ნომერი;
3) მონაწილეობის დამადასტრურებელი დოკუმენტი.
- ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ლიკვიდაციაში მონაწილეთათვის
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3) მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პენსიონრები:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) საბანკო ანგარიშის ნომერი;
3) ინფორმაცია ქალაქის წინაშე დამსახურების შესახებ.
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 17 წლამდე ასაკის მოზარდები:
1) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
2) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3) შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
- დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა, თანდაყოლილი გულის მანკით დაავადებულთა 18 წლამდე ასაკის ბავშვები:
1) მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
2) შშმ ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
3) ცნობა ჯანმრთელობის შესახებ ფორმა N100
4) საბანკო ანგარიშის ნომერი.
- ქალაქში მცხოვრები უხუცესები:
1) პირადობის მოწმობის ასლი;
2) საბანკო ანგარიშის ნომერი.
თანხა განმცხადებელს დაერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნისა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. ბენეფიციარი უნდა იყოს რეგისტრირებული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში.
საბუთების განახლება მოხდება ყოველწლიურად.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ობლების, ქალაქის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პენსიონრების, დიდი სამამულო ომის ვეტერანების, 1989 წლის 9 აპრილის მონაწილის, ჩერნობილის ატომური ელექტრო სადგურის ლიკვიდაციის მონაწილეთათვის, ქალაქში მცხოვრები უხუცესების და შშმ მოზარდების ფინანსური წახალისება.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში, ასევე უბედური შემთხვევისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ერთჯერადი დახმარება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 19
|
50,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამის მიზანია შეჭირვებული, განსაკუთრებით მძიმე პირობებში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. კერძოდ:
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებით მძიმე პირობებში მცხოვრებ ოჯახებზე საკუთრებაში/ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ავარიული საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოებისათვის სამშენებლო მასალების გადაცემას (შიფერი, ხის მასალა).
2. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხანძრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების დახმარება, კერძოდ: სრული ზარალის შემთხვევაში ერთ ოჯახზე 3000-მდე ლარის ოდენობით; ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში 1000-მდე ლარით.
პროგრამის მართვა:
1. დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ (განცხადების განმხილველი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში);
დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
2. დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა (ხანძრის შესახებ) გაცემული შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ქ.ფოთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მიერ;
დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
დახმარება გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მარტოდ მცხოვრები (მარტოხელა), სოციალურად დაუცველი, პენსიონერი მოქალაქეებისათვის გაზიფიცირების ხელშეწყობის პროგრამა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 20
|
9,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
პროგრამის მიზანია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში მარტოდმცხოვრები (მარტოხელა) პენსიონერი, სოციალურად დაუცველი (არაუმეტეს 70 000 ქულის მქონე) მოქალაქეებისთვის ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა, კერძოდ ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ღირებულების 100%-ის დაფინანსება, ერთი წერტილის გათვალისწინებით.
ბენეფიციარი განცხადებით მიმართავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
გ) საჯარო რეესტრის ამონაწერი უძრავი ქონების საკუთრების შესახებ.
დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.
შესაბამისი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, ინდივიდუალურად თითოეულ ბენეფიციარს და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს წარედგინება მერიის წერილობითი თანხმობა დაფინანსების შესახებ.
ანგარიშსწორების მიზნით, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება ბუნებრივი გაზის მიმწოდებელის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოდგენილი გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 21
|
5,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებულია ქალების ცნობიერების ამაღლება. მეწარმე ქალთა გაძლიერება, ქალთა ჩართულობის ზრდა და მონაწილოება საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორი უფლებებითა და შესაძლებლობებით.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მიმართული ინიციატივების გამოვლენა. საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქალთა აქტიური ჩართულობისა და გაძლიერების ხელშეწყობა.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახების დროებითი საცხოვრებელი ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 22
|
30,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამით ისარგებლებენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახები ან პირი, რომელთა საცხოვრებელი სახლი, სტიქიური უბედურების, უბედური შემთხვევების და სხვა გარემოებების გამო დაინგრა, დაიწვა ან საცხოვრებლად უვარგისი, ავარიული ან სიცოცხლისათვის საშიში გახდა. ასევე პირები რომლებიც გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი.
ფორსმაჟორის შემთხვევაში დაზარალებული ოჯახის (მოქალაქის) სასტუმროში განთავსება და დაბინავების ხარჯები ანაზღაურდეს ამ პროგრამის ფარგლებში, გონივრულ ვადაში, ალტერნატიული ფართის მოძიებამდე.
პროგრამის მონიტორინგს აწარმოებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური.
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოქალაქის დახმარება გაიცემა ყოველთვიურად, 6 თვის ვადით – არაუმეტეს 150 (ასორმოცდაათი) ლარისა.
პროგრამის მართვა:
ამ პროგრამის ფარგლებში მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან განმცხადებლის საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის თაობაზე (არსებობის შემთხვევაში);
დ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი;
ე) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული ბენეფიციარსა და გამქირავებელს შორის;
ვ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს გამქირავებლის სახელზე საცხოვრებელი ფართის საკუთრების რეგისტრაციის ფაქტს;
ზ) ძალადობის მსხვერპლის შემთხვევაში შემაკავებელი, დამცავი ორდერი ან ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) გამქირავებლის საბანკო პირადი ანგარიშის ნომერი.
დაფინანსებაზე გადაწყვეტილება მიიღება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის (სხდომის ოქმის) საფუძველზე. გამოყოფილი თანხა გამქირავებელს დაერიცხება საბანკო ანგარიშზე.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
შეჭირვებული ოჯახების შეშით უზრუნველყოფის პროგრამა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 23
|
40,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამის მიზანია შეჭირვებული, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე 200 შეჭირვებული ოჯახისათვის შეშის შეძენა ზამთრში გათბობის უზრუნველსაყოფად, თითოეულ ოჯახზე 200 ლარის ოდენობით.
პროგრამის მართვა:
დახმარების მისაღებად მოქალაქემ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის (უბნების მიხედვით) დასკვნა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
დახმარება გაიცემა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის (სხდომის ოქმის) საფუძველზე.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
შეჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფის პროგრამა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 24
|
40,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ასევე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული, სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახებისათვის საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას.
დახმარების მიმღებ ბენეფიციარებს წარმოადგენს:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული ოჯახები, ასევე მრავალშვილიანი, მარტოხელა მშობლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები, დედით, მამითა და დედ-მამით 18 წლამდე ასაკის ობლები, ყრუ-მუნჯები, უსინათლო პირები.
ბენეფიციართათვის საკვები პროდუქტების გადაცემა განხორციელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლისა (უბნების მიხედვით) და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის სიების მიხედვით.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
ცალკეული კატეგორიების მოქალაქეთა სოციალური პირობების გაუმჯობესება.
|
|
ქვეპროგრამის დასახელება
|
კოდი
|
საქმიანობათა ცენტრი ფოთში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 04 25
|
30,0
|
|
ქვეპროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება“
|
|
ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი
|
პროგრამის მიზანი: ზრუნვა მოსახლეობის დაუცველი ფენის ჯანმრთელობაზე და სოციალურ კეთილდღეობაზე, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა; კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციებისათვის მზადყოფნისა და რეაგირების ეფექტური მეთოდების შემუშავება.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საქმიანობათა ცენტრის ფუნქციონირება.
პროგრამის პრიორიტეტებს წარმოადგენს:
კატასტროფის მართვა (რისკის შემცირება, მზადება, რეაგირება), ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სოციალური მხარდაჭერა, ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება.
ძირითად (პირდაპირ) სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:
1. ახალგაზრდები, სასკოლო და სკოლამდელი ასაკის მქონე პირები;
2. 60-65 წელს ზემოთ, ოჯახურ მხარდაჭერას მოკლებული ხანდაზმულები, რომლებიც იღებენ სახელმწიფო პენსიასა და შემწეობას;
3. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ჯგუფები;
4. შერჩეული თემის ლიდერები და წევრები.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
უსაფრთხო თემების ჩამოყალიბება/განვითარება კატასტროფებისათვის მზადებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოციალური მხარდაჭერა, ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მოძრაობის განვითარება.
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
სოციალური მომსახურების ცენტრის ხელშეწყობა
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 07
|
988,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
ა(ა)იპ "ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრი"
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
პროგრამის მიზანია მოქალაქეთა მომსახურების სერვისის გაუმჯობესება, აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება, სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბების, მოსახლეობის სამართლიანი და ეფექტური დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებებისა და ინფორმაციების მომზადება.
ა) შინმოვლის სერვისი
პროგრამის მიზანია შინმოვლის სერვისის განვითარებისა და დანერგვის გზით უნარშეზღუდული/მოწყვლადი ადამიანებისათვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, კვალიფიციური სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის, რომლებიც საკუთარ თავს ვერ უვლიან. პროგრამა ვრცელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეებზე.
პროგრამა ითვალისწინებს დაუძლურებული ან/და ლოგინს მიჯაჭვული ბენეფიციარებისათვის, კვალიფიციური მედდების, ექიმისა და ტექნიკური მუშაკის დახმარებით, სოციალური და სამედიცინო სერვისების მიწოდებას ადგილებზე.
სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაცია მოიცავს მომსახურებას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ: საკვებისა და მედიკამენტების მიღებას, წნევის კონტროლს, პირად ჰიგიენას, ყოველდღიურ ინსტრუმენტალურ აქტივობებს და სხვას.
მოქალაქემ მომსახურების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში უნდა წარმადგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა IV-100/ა - ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
2) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
3) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
4) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრში“ შექმნილი კომისიის მიერ 10 დღეში ერთხელ; კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება დასკვნის სახით. კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა დირექტორის ბრძანება პროგრამის ბენეფიციარების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ.
b) უფასო კვებით უზრუნველყოფა
არამდგრადი შრომის ბაზარი, სოციალურად დაუცველი ოჯახები, საკვებ პროდუქტებზე მაღალი ფასები მოითხოვს შეიქმნას ერთჯერადად, უფასო კვების სერვისი. პროგრამა ითვალისწინებს ყოველდღიურად უმწეო მოქალაქეთა უზრუნველყოფას ცხელი სადილით დღეში ერთხელ. იმ მოქალაქეებს, რომელთაც უჭირთ გადაადგილება, არიან ლოგინს მიჯაჭულები, გაეწევათ მომსახურება ბინაზე მიტანით.
სასადილოს ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დარეგისტრირებული პირები, რომლებიც იღებენ ფულად დახმარებას ან აქვთ ჯანმრთელობის სახელმწიფო დაზღვევით სარგებლობის უფლება, მარტოხელა, არამომუშავე პენსიონერები, შშმ პირები და სხვა, დაახლოებით 300 ბენეფიციარი. პროგრამა ვრცელდება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ მოქალაქეებზე.
მოქალაქემ მომსახურების მისაღებად ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს:
1) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
2) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3) იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის მითითებით).
მოქალაქეთა განცხადებების განხილვა მოხდება ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრში“ შექმნილი კომისიის მიერ 10 დღეში ერთხელ; კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება დასკვნის სახით. კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა დირექტორის ბრძანება პროგრამის ბენეფიციარების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ.
გ) სამსახური ახორციელებს მოქალაქეებიდან შემოსული წინადადებებისა და განცხადებების (საცხოვრებელი ადგილის დადასტურების, ოჯახის შემადგენლობის, საკუთრების დადასტურება - მიწის, შინაური პირუტყვის, საშენი მასალის, სტაციონარული დახმარების, წამლის ვაუჩერით დახმარების და სხვა) შესწავლას და დაგეგმილ ვადებში კვალიფიციური პასუხის მომზადებას, მათ შორის მოსახლეობის ცხოვრების დონის, სოციალური სერვისებით უზრუნველყოფის, შესაბამისი საჭიროების მქონე შშმ პირთა (მათ შორის ბავშვთა) პრევენციული, სარეაბილიტაციო და ალტერნატიული მომსახურების, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობამოკლებულ, სოციალურად დაუცველ და მიუსაფარ ბავშვთა ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებთან დაკავშირებით; ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მუშაობის ხელშეწყობას მათ უფლებამოსილების ფარგლებში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით (წარმომადგენლის მომართვის საფუძველზე შესაბამისი ინფორმაციისა და დასკვნის მიწოდება), არსებული საინფორმაციო ბანკის სისტემატურ განახლებას, მოსახლეობის სამართლიანი და ეფექტური დახმარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებებისა და ინფორმაციების მომზადებას.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
გაუმჯობესდება მოსახლეობის მომსახურების სერვისი და ცალკეული კატეგორიების მოქალაქეთა სოციალური პირობები.
|
|
პროგრამის დასახელება
|
კოდი
|
ფოთის სატრანსპორტო კომპანიის სუბსიდირება
|
დაფინანსება ათას ლარში
|
|
06 08
|
780,0
|
|
პროგრამის განმახორციელებელი სამსახური
|
შპს „ფოთის სატრანსპორტო კომპანია“
|
|
პროგრამის აღწერა და მიზანი
|
1) M3 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, 50% შეღავათიანი მგზავრობით ისარგებლებენ ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
დ) სამხედრო ძალების ვეტერანები;
ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
მგზავრობის გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) 0 – 6 წლამდე ბავშვები;
ბ) სკოლის მოსწავლეები (24 საათში 2-ჯერ);
გ) ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები, მედდები და ექიმები.
ტრანსპორტით მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 50 თეთრის ოდენობით.
2) M2 კატეგორიის ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადისაგან თავისუფლდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები, ასევე ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ მედდები და ექიმები.
|
|
მოსალოდნელი შედეგი
|
მოსახლეობის სოციალური მხარდაჭერა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას.
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 თებერვლის დადგენილება №2/2 - ვებგვერდი, 10.02.2021წ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 13 აპრილის დადგენილება №5/9 - ვებგვერდი, 15.04.2021წ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 აპრილის დადგენილება №6/11 - ვებგვერდი, 29.04.2021წ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 ივლისის დადგენილება №9/18 - ვებგვერდი, 08.07.2021წ.
|