საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №01–226 |
|
2020 წლის 24 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
1.
დამტკიცდეს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს – საგარეო საქმეთა სამინისტროს მედლის ნიმუში და სერტიფიკატის ფორმები თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №1). |
2.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოებით დაჯილდოების თანდართული წესი და პირობები (დანართი №2). |
3.
დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივ ჯილდოებზე წარდგენის თანდართული ფორმა (დანართი №3). |
4.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
+
ბრძანება №01–226
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ქ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქარველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების:
ა) სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოს – საგარეო საქმეთა სამინისტროს მედლის ნიმუში და სამინისტროს მედლით დაჯილდოების სერტიფიკატის ფორმები თანდართული სახით (დანართი №1);
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელის ფორმა თანდართული სახით (დანართი №4).
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №01-405 - ვებგვერდი, 27.10.2022წ.
2. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოებით დაჯილდოების თანდართული წესი და პირობები (დანართი №2).
3. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივ ჯილდოებზე წარდგენის თანდართული ფორმა (დანართი №3).
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
+
დანართი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოებით დაჯილდოების წესი და პირობები
მუხლი 1.
1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უწყებრივი ჯილდოებით (შემდგომში – უწყებრივი ჯილდო) დაჯილდოების პროცედურებსა და პირობებს.
2. სამინისტროს უწყებრივი ჯილდოებია:
ა) სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდო – საგარეო საქმეთა სამინისტროს მედალი;
ბ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელი.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №01-405 - ვებგვერდი, 27.10.2022წ.
მუხლი 2.
უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზანია საქართველოს საგარეო ურთიერთობების განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების დაცვაში შეტანილი წვლილის აღიარება-დაფასება, თანამშრომელთა წახალისება, მათი მოტივაციის გაძლიერება, მიღწეული შედეგების აღიარება- დაფასება და შესრულების ხარისხის გაუმჯობესება.
მუხლი 3.
1. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებრივი ჯილდოთი ჯილდოვდებიან სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მოქალაქეობის არმქონე პირები ერთ-ერთი შემდეგი პირობის არსებობის შემთხვევაში:
ა) საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის საქმეში მიღწეული მნიშვნელოვანი წარმატებისთვის.
ბ) საქართველოს დიპლომატიური სამსახურის განვითარებაში შეტანილი წვლილის/ღვაწლის ან საქართველოს სამინისტროს წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
გ) სამინისტროში ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის.
დ) საერთაშორისო ასპარეზზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს მხარდაჭერის, საქართველოსთან მტკიცე მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებისა და განმტკიცების, საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქვეყნის განვითარების პროცესში მხარდაჭერისათვის.
2. ამ წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებრივი ჯილდოთი ჯილდოვდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს, განსაკუთრებული ღვაწლი გაწიეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით, უცხო ქვეყნებთან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების, მათ შორის საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციის ხელშეწყობის, ასევე საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვის და ჰუმანიტარული დახმარების საქმეში.
3. პირის უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოება შესაძლებელია სიკვდილის შემდეგაც.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №01-405 - ვებგვერდი, 27.10.2022წ.
მუხლი 4.🔗
1. გადაწყვეტილებას უწყებრივი ჯილდოთი პირის დაჯილდოების შესახებ იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოთი დაჯილდოების მიზნით მინისტრისათვის კანდიდატურების წარსადგენად იქმნება შესაბამისი კომისია მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების შემადგენლობით.
3. სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოთი დასაჯილდოებლად წარსადგენ პირთა კანდიდატურები კომისიას წარედგინება მისი წევრების – მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების მიერ, ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობის სიგელით დასაჯილდოებელ პირთა კანდიდატურები მინისტრს წარედგინება კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ, ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.
5. მინისტრი უფლებამოსილია პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს კომისიის წარდგინების გარეშე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №01-405 - ვებგვერდი, 27.10.2022წ.
მუხლი 5.🔗
კალენდარული წლის განმავლობაში, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივი ჯილდოთი, დასაშვებია არაუმეტეს 3 პირის დაჯილდოება.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №01-405 - ვებგვერდი, 27.10.2022წ.
მუხლი 6.
1. დაჯილდოებულ პირს უწყებრივი ჯილდო შესაძლებელია გადაეცეს საზეიმო ვითარებაში, მათ შორის, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ან სამინისტროს მიერ დაგეგმილი რაიმე ღონისძიების ფარგლებში.
2.სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უწყებრივ ჯილდოსთან ერთად, დაჯილდოებულ პირს გადაეცემა:
ა) ქართულენოვანი სერტიფიკატი – საქართველოს მოქალაქეს;
ბ) ინგლისურენოვანი სერტიფიკატი – მოქალაქეობის არმქონე პირს.
3. დაჯილდოებული პირის არყოფნის შემთხვევაში, უწყებრივი ჯილდო გადაეცემა მის მიერ/სამინისტროს მიერ განსაზღვრულ პირს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2022 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №01-405 - ვებგვერდი, 27.10.2022წ.
2. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოებით დაჯილდოების თანდართული წესი და პირობები (დანართი №2). |
3. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივ ჯილდოებზე წარდგენის თანდართული ფორმა (დანართი №3). |
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საგარეო საქმეთა მინისტრიდავით ზალკალიანი |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.07.2024.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 24.12.2020. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №01–226. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.030.016219.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 05.07.2024.
- სად არის „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდოების ნიმუშების, დაჯილდოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №01–226, 24.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.030.016219 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5061902/