საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (7)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
| საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
|
1.
დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება თანდართული სახით. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
3.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილება. |
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნული კომისიის დებულება |
თავი Iზოგადი დებულებებიმუხლი 1. მოქმედების სფეროეს დებულება აწესრიგებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზნებსა და ფუნქციებს, კომისიის აპარატის სტრუქტურას, კომპეტენციებსა და უფლებამოსილებებს, აგრეთვე, კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2. კომისიის სტატუსი1. კომისია არის სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან. 2. კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით. 3. კომისია ფინანსურად დამოუკიდებელია. 4. კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წყაროა რეგულირების საფასური და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები. 5. კომისიას აქვს დამოუკიდებელი ფინანსური ანგარიშგება. 6. კომისიას აქვს საბანკო ანგარიშები. საბანკო ანგარიში შეიძლება იყოს უცხოურ ვალუტაში. 7. კომისიის ქონება შედგება მის მფლობელობაში არსებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივებისგან, რომლებიც აისახება კომისიის დამოუკიდებელ ფინანსურ ანგარიშგებაში. 8. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19. 9. კომისიის ვებგვერდის მისამართია: www.gnerc.org. კომისიის ვებგვერდი წარმოადგენს საჯარო ადგილს.
მუხლი 3. კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები1. კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – კანონი) და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. კომისია უფლებამოსილია: ა) განმარტოს მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები; ბ) გაწევრიანდეს და ითანამშრომლოს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან; გ) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები; დ) კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების გაზიარებისა და შეძენის მიზნით, საქართველოში და საზღვარგარეთ ჩატარებულ შეხვედრებსა და სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, მიავლინოს კომისიის აპარატის თანამშრომლები; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, უზრუნველყოს კომისიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და სრულყოფა, კომისიაში დასაქმებულ პირთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა; ვ) განკარგოს კომისიის უძრავი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტებაამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.
თავი IIკომისიისა და კომისიის აპარატის მართვამუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზება1. კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი. 2. კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის ეფექტიანი ორგანიზებისა და კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სრულფასოვნად განხორციელების მიზნით, კომისია: ა) ამტკიცებს კომისიის აპარატის საშტატო ნუსხას; ბ) კომისიის აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის წესით არჩევს პირს; გ) განსაზღვრავს კომისიის აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა და პრემირების წესს; დ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის ორგანიზება ეფუძნება გენდერული თანასწორობის პრინციპს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 15.09.2022 წ.
მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარეკომისიის თავმჯდომარე: ა) ახორციელებს კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვას; ბ) განკარგავს კომისიის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) განსაზღვრავს კომისიაში დასაქმებულ პირთა შრომით გასამრჯელოს; დ) ახორციელებს კომისიის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას; ე) უძღვება კომისიის სხდომებს; ვ) უზრუნველყოფს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვას, აგრეთვე, მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას; ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით; თ) კომისიის წევრებთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომელს და ამ მიზნით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს და გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს; ი) ხელს აწერს კორესპონდენციას; კ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7. კომისიის წევრი1. კომისიის წევრი: ა) კომისიის თავმჯდომარის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას; ბ) ხელს აწერს კორესპონდენციას და რეგულირებულ საწარმოებს კომისიის სახელით უგზავნის სავალდებულოდ შესასრულებელ წერილობით მოთხოვნებს; გ) აძლევს დავალებებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს; გ1) კომისიის თავმჯდომარის საოქმო დავალებით წარმართავს კომისიის სხდომებს; დ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. კომისიის წევრის უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
მუხლი 8. აღმასრულებელი დირექტორი1. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი დირექტორი. 2. აღმასრულებელი დირექტორი: ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ადმინისტრაციული დეპარტამენტის, ქონების მართვის დეპარტამენტის, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტისა და კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ადგენს კომისიის სხდომების დღის წესრიგის პროექტს, უზრუნველყოფს კომისიას მისი საქმიანობისათვის საჭირო მასალებითა და ინფორმაციით; გ) კომისიაში შემოსული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვის პროცესში, საკითხების დროულად გადაწყვეტის მიზნით, აგრეთვე, კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, რეგულირებულ საწარმოებს კომისიის სახელით უგზავნის სავალდებულოდ შესასრულებელ წერილობით მოთხოვნებს; დ) ხელმძღვანელობს კომისიის ბიუჯეტის მომზადებას; ე) აკონტროლებს რეგულირებული საწარმოების მიერ რეგულირების საფასურის დროულად გადახდას; ვ) აკონტროლებს კომისიის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებას და ხელს აწერს შესაბამის საბუღალტრო დოკუმენტებს; ზ) კომისიის სახელით დებს ხელშეკრულებებს (გარდა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) და ხელს აწერს კორესპონდენციას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით; თ) კომისიის სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს; ი) კოორდინაციას უწევს კომისიის წლიური ანგარიშის მომზადებას. 3. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელიც: ა) აღმასრულებელი დირექტორის მითითებით უშუალოდ ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს; ბ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ქონების მართვის დეპარტამენტის საქმიანობას და კომისიის სახელით დებს ხელშეკრულებებს ამ დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით; გ) ასრულებს სხვა დავალებებს აღმასრულებელი დირექტორის მითითებების შესაბამისად. 4. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 28.12.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ. თავი IIIკომისიის აპარატის სტრუქტურამუხლი 9. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულები1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებასა და ყოველდღიურ საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის აპარატი. 2. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მრჩეველთა საბჭო; ბ) დეპარტამენტი; გ) კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის აპარატი. 3. კომისიის აპარატში იქმნება შემდეგი დეპარტამენტები: ა) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი; ბ) ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი; გ) წყალმომარაგების დეპარტამენტი; დ) ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი; ე) მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი; ვ) იურიდიული დეპარტამენტი; ზ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი; თ) მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი; ი) ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი; კ) მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი; ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; მ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი; ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ო) ქონების მართვის დეპარტამენტი; პ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი; ჟ) კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი. 4. კომისიის აპარატის დეპარტამენტში შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთი ან რამდენიმე ქვედანაყოფი – სამმართველო. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
მუხლი 10. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულისა და მისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა1. მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს მთავარი მრჩეველი, დეპარტამენტს – დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო სამმართველოს – სამმართველოს უფროსი. 2. კომისიის აპარატის დეპარტამენტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე ან/და მოადგილე/მოადგილეები. 3. კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების აპარატში არსებული საშტატო ერთეულები უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის შესაბამის წევრს. 4. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების სრულფასოვანი განხორციელების მიზნით, მთავარი მრჩეველი/დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და კომისიის, კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებათა შესაბამისად; ბ) პასუხისმგებელია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული საშტატო ერთეულის ფუნქციებსა და მოვალეობებს. თუ დეპარტამენტის ფარგლებში შექმნილია ერთი ან რამდენიმე სამმართველო, დეპარტამენტის დირექტორი უზრუნველყოფს მათ კოორდინირებულ საქმიანობას და განსაზღვრავს ფუნქციებსა და მოვალეობებს ამ სამმართველოში შემავალი საშტატო ერთეულებისთვის; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას უკეთებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს; ე) ამზადებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, ასევე, კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით – ნებისმიერი სხვა პერიოდის ანგარიშს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებებს; ზ) ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. სამმართველოს უფროსი: ა) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს შესაბამის სამმართველოში შემავალ თითოეულ საშტატო ერთეულზე; გ) ვიზირებას უკეთებს შესაბამისი სამმართველოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებს. 6. მთავარი მრჩევლის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს ერთ-ერთი უფროსი მრჩეველი. 7. დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე ან მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის ან მოადგილის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი. 8. (ამოღებულია - 13.06.2024, №11). საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
მუხლი 11. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი1. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად, კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად, არსებობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური. 2. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი მტკიცდება კომისიის მიერ. საზოგადოებრივი დამცველის შერჩევისა და დანიშვნის წესი განისაზღვრება „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და აისახება კომისიის ბიუჯეტში. 4. საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს თანაშემწეები, რომლებსაც საზოგადოებრივი დამცველის წარდგინებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილების ვადით, ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე. 5. რეგიონებში საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობის, ადგილობრივ მომხმარებლებთან ურთიერთობის, მათი ინტერესების წარმომადგენლობისა და დაცვის კოორდინირების მიზნით, საზოგადოებრივი დამცველის რეგიონალურ წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს თანაშემწე, რომლის ხარჯები ანაზღაურდება საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის კომისიის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში. 6. საზოგადოებრივი დამცველის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს საზოგადოებრივი დამცველის ერთ-ერთი თანაშემწე. 7. საზოგადოებრივი დამცველი კომისიას, კანონით დადგენილი წესით, წარუდგენს ფინანსურ ანგარიშგებასა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
თავი IVკომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და უფლებამოსილებებიმუხლი 12. მრჩეველთა საბჭო1. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მთავარი მრჩეველი, უფროსი მრჩევლები და მრჩევლები. 2. მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ბ) კომისიის მიერ მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; გ) კომისიის დავალების საფუძველზე კონკრეტული საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
მუხლი 13. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტიელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან, შესრულებასთან და ლიცენზიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა; ბ) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; გ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მომხმარებლებისა და ახალი გენერაციის ობიექტების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ წარმოდგენილი გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა, აგრეთვე, შეთანხმებული გეგმების ფაქტობრივი შესრულების კონტროლი; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება; ვ) ელექტროენერგეტიკის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საწარმოების შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისათვის შესაბამისი საკითხების მომზადება; ზ) ელექტროენერგეტიკის სექტორში ნორმატიული დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებით ლიცენზიატების მოთხოვნების განხილვა ან კომისიის ინიციატივით შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტების მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკის სექტორში წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება; ი) თანამედროვე ტექნოლოგიების (მათ შორის, ჭკვიანი ქსელები/აღრიცხვა, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები, ელექტრომობილები, ენერგიის დამაგროვებლები, დატვირთვის საპასუხო რეაქცია და სხვა) შესახებ საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება; კ) წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრის ფუნქციონირების, ასევე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის, გადაცემის და გაუქმების წესის შემუშავება; ლ) წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის, გადაცემის და გაუქმების პროცესის მონიტორინგი; მ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
მუხლი 14. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტიბუნებრივი გაზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან, შესრულებასთან და ლიცენზიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა; ბ) ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; გ) კომპეტენციის ფარგლებში და კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ წარმოდგენილი გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; აგრეთვე, შეთანხმებული გეგმების ფაქტობრივი შესრულების კონტროლი; გ1) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება; ე) ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საწარმოების შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისთვის შესაბამისი საკითხების მომზადება; ვ) ბუნებრივი გაზის სექტორში ნორმატიული დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებით გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების მოთხოვნების განხილვა ან კომისიის ინიციატივით შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტების მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
მუხლი 15. წყალმომარაგების დეპარტამენტიწყალმომარაგების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან, შესრულებასთან და ლიცენზიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა; ბ) წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიატების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიატების შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისთვის შესაბამისი საკითხების მომზადება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის ზედამხედველობა, ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე, მისი საქმიანობის რეგულირების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში და კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, წყალმომარაგების სექტორში არსებული ლიცენზიატების და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; აგრეთვე, შეთანხმებული გეგმების ფაქტობრივი შესრულების კონტროლი; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სექტორში წყალმომარაგების სისტემასთან ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; ზ) წყალმომარაგების სექტორში და პირველადი წყალმოსარგებლისთვის ნორმატიული დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებით, ლიცენზიატების ან/და პირველადი წყალმოსარგებლის მოთხოვნების განხილვა ან კომისიის ინიციატივით შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტების მომზადება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სექტორში, ასევე პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის, წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება; ი) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების შესახებ წინადადებების შემუშავება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; მ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
მუხლი 16. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი 1. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილ სატარიფო განცხადებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და სატარიფო გაანგარიშების პროცესის წარმართვა; ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, რეგულირებული საწარმოს ტარიფის/საფასურის გაანგარიშება და კომისიისთვის წარდგენა; გ) კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე საირიგაციო მომსახურებაზე ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება, ასევე, შესაბამისი წესებისა და სახელმძღვანელო ინსტრუქციების მომზადება; დ) კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე, საირიგაციო მომსახურებაზე სატარიფო განაცხადის ფორმების შემუშავება; ე) სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი; ვ) ეკონომიკური ფაქტორების ანალიზი და მის საფუძველზე საწარმოების სატარიფო გაანგარიშებისათვის საჭირო სხვადასხვა პარამეტრების განსაზღვრა; ზ) ტარიფების გაანგარიშებისა და ეკონომიკური ანალიზის პროცესის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; თ) ტარიფების დადგენის მიზნით, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. 2. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტში იქმნება ეკონომიკური ანალიზის სამმართველო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
მუხლი 161. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი 1. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე საირიგაციო მომსახურებაზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის შემუშავება, ასევე, შესაბამისი წესებისა და სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავება; ბ) მარეგულირებელი აუდიტის მიზნით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე, საირიგაციო მომსახურებაზე სატარიფო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის შემუშავება; გ) აუდიტის გეგმის შემუშავება და აუდიტის პროცესის დაგეგმვა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებისა და თანდართული მასალების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ე) რეგულირებული საწარმოების მარეგულირებელი აუდიტის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის შედგენა; ვ) რეგულირებული საწარმოს საპროგნოზო სატარიფო დანახარჯების შესწავლა/ანალიზი და მიზანშეწონილი ოდენობის განსაზღვრა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის შინაარსისა და პროცესის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; თ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით რეგულირებულ საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზი; ი) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი; კ) ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად რეგულირებული საწარმოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების შესწავლა და ანალიზი; ლ) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი აუდირებული ფინანსური ანგარიშების ანალიზი, ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესრულების მიზნებისათვის; მ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. 2. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტში იქმნება ორი სამმართველო: ა) საოპერაციო დანახარჯების აუდიტის სამმართველო; ბ) კაპიტალური დანახარჯების აუდიტის სამმართველო. 3. საოპერაციო დანახარჯების აუდიტის სამმართველო და კაპიტალური დანახარჯების აუდიტის სამმართველო, საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში, ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
მუხლი 17. იურიდიული დეპარტამენტიიურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ლიცენზიის მაძიებელთა დოკუმენტაციის, აგრეთვე, სატარიფო განაცხადების სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ) კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; გ) საქართველოს სასამართლოებში კომისიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დ) კომისიის მიერ მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, კომისიისთვის წარდგენა და ადმინისტრაციული წარმოების ინიცირება; ე) კომისიის სამართლებრივი აქტების ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით, წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების მიერ კომისიაში წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ზ) კომისიის აპარატის დეპარტამენტების მხარდაჭერა კომისიის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების მიზნით და მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა; თ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის მონაწილეობით გასაფორმებელი მემორანდუმების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის გარიგებების სამართლებრივი ექსპერტიზა; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სადავო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; კ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; კ1) კომისიის გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო საქმისწარმოების მონიტორინგი; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
მუხლი 18. რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტირეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგებში მომსახურების განვითარების, სამართლიანი პირობებისა და დაბალანსებული გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოში არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო საეთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა; ბ) რეგულირების მუდმივი და თანმიმდევრული განვითარების მიზნით, რეგულირებული საწარმოებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შესწავლა, ანალიზი და მათი განხილვების კოორდინაცია; გ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებთან დაკავშირებით; დ) რეგულირებული საწარმოების საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა და მათი კონსოლიდაცია; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საწარმოების მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ვ) მომსახურების განვითარების მიზნით დეპარტამენტის მიერ მომზადებული პროექტების რეგულირებულ საწარმოებზე ზეგავლენის ანალიზი, ასევე, ამ მიმართულებით კომისიის მიერ გატარებული რეფორმების დანერგვის ხელშეწყობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; თ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
მუხლი 19. მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტიმომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) რეგულირებულ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების შესწავლა, მხარეთა მორიგება ან/და შესაბამისი საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება; ბ) სადავო საკითხების შესწავლისას გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ სათანადო წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა; გ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, მათ შორის, ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელთან და წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების ვადის თაობაზე, კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, მათზე რეაგირება და, საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება; ე) სადავო საკითხების თაობაზე სტატისტიკის წარმოება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
მუხლი 20. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი1. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში რეგულირებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება; ბ) ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება; გ) ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი და ზედამხედველობა კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, შესაბამისი ეფექტიანი მარეგულირებელი მექანიზმების შექმნისთვის წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა; დ) საწარმოთა ელექტრონული პორტალის სისტემატური განახლება და განვითარება, მისი სათანადო ფუნქციონირებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ ინფორმაციის დადგენილი წესით წარმოდგენის უზრუნველყოფა; ე) რეგულირებულ საწარმოთა ანგარიშგებისა და სხვა უწყებებიდან და წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი, კონკურენციასთან დაკავშირებული მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; ზ) მონაცემთა ანალიზის შედეგად, ენერგეტიკულ ბაზრებზე გამოვლენილ ტენდენციებსა და ხარვეზებზე რეაგირება, მათ შორის, სათანადო რეკომენდაციების მომზადება; საჭიროებისამებრ, რეგულირებული საწარმოების ადგილზე შემოწმება, ბაზრის კვლევისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება; ი) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით ენერგეტიკული ბაზრების ცალკეულ სეგმენტებში არსებული პრობლემების/ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ აღმოფხვრასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ზომების მიღება/რეკომენდაციების მომზადება; კ) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა; ლ) კანონის შესაბამისად, ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშის პროექტების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; მ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი; ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; პ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. 2. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტში იქმნება ბაზრის სტრუქტურული ანალიზის სამმართველო, რომელიც ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„კ“ ქვეპუნქტებითა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში „ლ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 27 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 03.02.2022 წ.
მუხლი 21. მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტიმომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) რეგულირებული საწარმოების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის კოორდინირება და მისი სრულყოფის მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება; ბ) რეგულირებული საწარმოების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონაცემთა შესწავლა-ანალიზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება; გ) მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის, მათ შორის, კომერციული ხარისხის ელექტრონული ჟურნალის სათანადო ფუნქციონირება, საწარმოების მიერ მისი სრულფასოვნად გამოყენების უზრუნველყოფა, დაკავშირებული ხარვეზებისა და შეცდომების გამოვლენა და მათზე რეაგირება; დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. მუხლი 22. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, კომისიის სხდომის დღის წესრიგის, კომისიისა და აპარატის საქმიანობისა და სხვა დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება პრესდაიჯესტის ფორმით; ბ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე პროცესების თაობაზე ანოტაციების მომზადება და გავრცელება; გ) პრესკონფერენციების მოწყობა; დ) პრესისა და სატელევიზიო გადაცემების ყოველდღიური მიმოხილვა და ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისათვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ვ) კომისიის ქოლცენტრის მომსახურების უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადება-გამართვა; თ) კომისიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა და მუდმივი განახლება, მათ შორის, კომისიის დადგენილებების, გადაწყვეტილებების, წლიური ანგარიშების, აგრეთვე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება; ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. 2. კომისიის მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას წარმართავს პრესსპიკერი, რომელიც იმავდროულად არის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მუხლი 23. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტისაერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) სხვა ქვეყნების ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროების მარეგულირებელ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, გაღრმავება და თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ბ) კომისიის საერთაშორისო ურთიერთობის კოორდინაცია; გ) საერთაშორისო პროექტების დაგეგმვასა და მათ შესრულებაში უშუალო მონაწილეობა; დ) საქართველოს ფარგლებს გარეთ კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ვიზიტების პროტოკოლური უზრუნველყოფა, აგრეთვე, ადმინისტრაციულ დეპარტამენტსა და სხვა შესაბამის დეპარტამენტთან/დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, საქართველოში შეხვედრების, კონფერენციების, სემინარებისა და ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა; ე) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო და უცხოური საკანონმდებლო მიდგომებისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება; ვ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
მუხლი 24. ადმინისტრაციული დეპარტამენტი1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) კომისიის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება კომისიის სხვა სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებათა ფარგლებს, კომისიის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ამ ურთიერთობების კოორდინაციისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელება; გ) კომპეტენციის ფარგლებში მემორანდუმის, ხელშეკრულების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება; დ) გენდერული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ე) დასაქმებულთა მხრიდან საქართველოს შრომის კანონმდებლობისა და კომისიის შიდაორგანიზაციული აქტების მოთხოვნების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დისციპლინური წარმოების პროცესის ორგანიზება; ვ) სახელმწიფო საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; ზ) კომისიის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ვიზიტების პროტოკოლური უზრუნველყოფისა; თ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება, დასაქმებულთა მიერ შინაგანაწესისა და სამსახურებრივი მოვალეობების, მათ შორის ეთიკისა და ქცევის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; ი) კომისიაში პერსონალური მონაცემების, კონფიდენციალური ინფორმაციის, სამსახურებრივი, პროფესიული და კომერციული საიდუმლოებების დაცვის უზრუნველყოფა; კ) ადმინისტრაციულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სფეროებში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი; ლ) კომისიის ადამიანური რესურსების მართვა; მ) ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება; ნ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ დასაქმებულთა პერიოდული ინფორმირება; ო) ადამიანური რესურსების დადგენილი წესით შერჩევისა და კარიერული განვითარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, პ) საშტატო თანამდებობისა და არასაშტატო პოზიციებისთვის სამუშაო აღწერილობების შემუშავება; ჟ) დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება, ადმინისტრირება და ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრირება; რ) დასაქმებულთა პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება; ს) დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის ადმინისტრირება და მის შესახებ ანგარიშგება; ტ) დადგენილი წესით დასაქმებულთა შვებულებისა და მივლინების ორგანიზება; უ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მიღებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია და კომპეტენციის ფარგლებში მათ შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება; ფ) კომისიაში სტაჟირებისა და პრაქტიკის პროცესების ორგანიზება; ქ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება; ღ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღების პროცესის ორგანიზება; ყ) კომისიის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მისი სისტემური ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი კომისიის საქმისწარმოების წესის შესაბამისად; შ) კომისიაში შემოსულ კორესპონდენციასთან მიმართებით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული ვადების დაცვის უზრუნველმყოფი ღონისძიებებისა და მონიტორინგის განხორციელება; ჩ) კომისიის სხდომების ორგანიზება და ოქმების წარმოება; ც) კომისიის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სისტემატიზებული სახით კომისიის შიდა ელექტრონულ რესურსზე განთავსების კონტროლი; ძ) კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების დადგენილი წესით სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურად გამოქვეყნების უზრუნველყოფა; წ) კომისიის სამართლებრივი აქტების უწყებრივი რეესტრის წარმოება; ჭ) კომისიის საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა; ხ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა; ჯ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება; უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილი მონაცემების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების უზრუნველყოფა; ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება. 2. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში იქმნება ორი სამმართველო: ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო; ბ) საქმისწარმოების სამმართველო. 3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“-„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ხოლო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციასა და უფლებამოსილებას. 4. საქმისწარმოების სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ღ“-„ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ხოლო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციასა და უფლებამოსილებას. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 27 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 03.02.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
მუხლი 25. ქონების მართვის დეპარტამენტიქონების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) კომისიის ქონების მართვის საორგანიზაციო-ტექნიკური უზრუნველყოფა; ბ) კომისიის შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, შესრულება და მონიტორინგი; გ) შესყიდვების პროცესის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება; დ) საოფისე და საკანცელარიო მეურნეობის წარმართვა და კონტროლი; ე) კომისიის ავტოპარკის მართვა და მონიტორინგი; ვ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
მუხლი 26. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტისაფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ დაგეგმილი მომდევნო წლის აქტივობების საფუძველზე კომისიის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების პროექტის მომზადება; ბ) ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად, კომისიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება; გ) კომისიის ფინანსური ანგარიშგებისა და შესაბამისი კოეფიციენტებისა და მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე, კომისიის საქმიანობის ეკონომიკური შეფასება; დ) კომისიაში განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებზე შედგენილი პირველადი დოკუმენტების იდენტიფიცირება და შემოწმება; ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პროგრამულად წარმოება, პირველადი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და დაარქივება; ე) კომისიის მფლობელობაში არსებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება; ე1) რეგულირების საფასურის კოეფიციენტის გაანგარიშება; ვ) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმებში ასახული ინფორმაციის გადამოწმება, ანგარიშ-წინადადებების (ინვოისი) და საბოლოო შედარების აქტების ელექტრონულად დაგენერირება. რეგულირების საფასურის გადახდის კონტროლი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და დადგენილი პერიოდულობით კომისიისთვის წარდგენა; ზ) კომისიაში დასაქმებულ პირთა სახელფასო და საპრემიო უწყისების მომზადება, საშვებულებო და სამივლინებო, აგრეთვე, სხვა სახის განაცემების გაანგარიშება და აღრიცხვა-ანგარიშსწორება; თ) საგადასახადო ვალდებულებებისა და საპენსიო შენატანების აღრიცხვა-დეკლარირება და ანგარიშსწორება; ი) საბანკო-საფინანსო სექტორთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა; კ) კომისიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში მონაწილეობა, მათ შორის, გარე აუდიტორებისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა; ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, შესაბამის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; მ) შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით, წინადადებების ინიცირება, მათ შორის, შესაბამისი ინსტრუქციების, ცხრილების, აღრიცხვის ფორმების პროექტების მომზადება; ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
მუხლი 27. კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტიკომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) კომისიის შიდა კომპიუტერული ქსელისა და ცენტრალური სერვერის (სერვერების) გამართული მუშაობისა და განვითარების, აგრეთვე, შიდა ქსელის გლობალურ ქსელთან (ინტერნეტთან) უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა; ბ) კომისიის ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის სერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; გ) კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში კომისიაში დასაქმებულ პირთა კონსულტაცია; დ) კომისიის პერსონალური კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამების დაყენება-განახლება, კომპიუტერებისა და მათი პერიფერიული მოწყობილობების, მრავალფუნქციური და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფა, დიაგნოსტიკა, რემონტი და განახლება; ე) ვიდეოსათვალთვალო სისტემის, კომისიაში დასაქმებულ პირთა დაშვების კონტროლის სისტემისა და სატელეფონო სისტემის გამართული ფუნქციონირების, მომსახურებისა და განვითარების უზრუნველყოფა; ვ) კომისიის ერთიანი ელექტრონული ინფორმაციული ბაზის შექმნა, მისი პერიოდული განახლება და კომისიის მუშაობისათვის საჭირო სხვადასხვა სახის ინფორმაციის განთავსება; ზ) კომისიის სხდომის დარბაზის ტექნიკური უზრუნველყოფა, სხდომების აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერის უზრუნველყოფა და მათი არქივის შექმნა; თ) ელექტრონულ ფორმატში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, ვებგვერდის) რეგულარული რეზერვირება; ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
მუხლი 28. კომისიის თავმჯდომარისა და წევრების აპარატიკომისიის თავმჯდომარისა და წევრების აპარატის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია: ა) კომისიის თავმჯდომარისა და წევრების საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; ბ) კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებების შესრულების კონტროლი; გ) კომისიის თავმჯდომარესთან ან წევრებთან გასამართი შიდა თათბირების ორგანიზება; დ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრების დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები. |
1
+
დადგენილება №79
2020 წლის 28 დეკემბერი ქ. თბილისი| საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება თანდართული სახით. 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილება. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია კომისიის წევრი გოჩა შონია კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე კომისიის წევრი გიორგი ფანგანი |
+
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მოქმედების სფერო
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზნებსა და ფუნქციებს, კომისიის აპარატის სტრუქტურას, კომპეტენციებსა და უფლებამოსილებებს, აგრეთვე, კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2. კომისიის სტატუსი
1. კომისია არის სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან.
2. კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
3. კომისია ფინანსურად დამოუკიდებელია.
4. კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წყაროა რეგულირების საფასური და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
5. კომისიას აქვს დამოუკიდებელი ფინანსური ანგარიშგება.
6. კომისიას აქვს საბანკო ანგარიშები. საბანკო ანგარიში შეიძლება იყოს უცხოურ ვალუტაში.
7. კომისიის ქონება შედგება მის მფლობელობაში არსებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივებისგან, რომლებიც აისახება კომისიის დამოუკიდებელ ფინანსურ ანგარიშგებაში.
8. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19.
9. კომისიის ვებგვერდის მისამართია: www.gnerc.org. კომისიის ვებგვერდი წარმოადგენს საჯარო ადგილს.
მუხლი 3. კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები
1. კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – კანონი) და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. კომისია უფლებამოსილია:
ა) განმარტოს მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები;
ბ) გაწევრიანდეს და ითანამშრომლოს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
გ) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები;
დ) კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების გაზიარებისა და შეძენის მიზნით, საქართველოში და საზღვარგარეთ ჩატარებულ შეხვედრებსა და სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, მიავლინოს კომისიის აპარატის თანამშრომლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, უზრუნველყოს კომისიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და სრულყოფა, კომისიაში დასაქმებულ პირთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა;
ვ) განკარგოს კომისიის უძრავი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.
თავი II
კომისიისა და კომისიის აპარატის მართვა
მუხლი 5. კომისიის საქმიანობის ორგანიზება
1. კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი.
2. კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის ეფექტიანი ორგანიზებისა და კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სრულფასოვნად განხორციელების მიზნით, კომისია:
ა) ამტკიცებს კომისიის აპარატის საშტატო ნუსხას;
ბ) კომისიის აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის წესით არჩევს პირს;
გ) განსაზღვრავს კომისიის აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა და პრემირების წესს;
დ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის ორგანიზება ეფუძნება გენდერული თანასწორობის პრინციპს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 15.09.2022 წ.
მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარე
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ახორციელებს კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვას;
ბ) განკარგავს კომისიის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) განსაზღვრავს კომისიაში დასაქმებულ პირთა შრომით გასამრჯელოს;
დ) ახორციელებს კომისიის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
ე) უძღვება კომისიის სხდომებს;
ვ) უზრუნველყოფს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვას, აგრეთვე, მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით;
თ) კომისიის წევრებთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომელს და ამ მიზნით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს და გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს;
ი) ხელს აწერს კორესპონდენციას;
კ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7. კომისიის წევრი
1. კომისიის წევრი:
ა) კომისიის თავმჯდომარის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას;
ბ) ხელს აწერს კორესპონდენციას და რეგულირებულ საწარმოებს კომისიის სახელით უგზავნის სავალდებულოდ შესასრულებელ წერილობით მოთხოვნებს;
გ) აძლევს დავალებებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს;
გ1) კომისიის თავმჯდომარის საოქმო დავალებით წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომისიის წევრის უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
მუხლი 8. აღმასრულებელი დირექტორი
1. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი დირექტორი.
2. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ადმინისტრაციული დეპარტამენტის, შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტისა და კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობას;
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ადმინისტრაციული დეპარტამენტის, ქონების მართვის დეპარტამენტის, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტისა და კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ადგენს კომისიის სხდომების დღის წესრიგის პროექტს, უზრუნველყოფს კომისიას მისი საქმიანობისათვის საჭირო მასალებითა და ინფორმაციით;
გ) კომისიაში შემოსული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვის პროცესში, საკითხების დროულად გადაწყვეტის მიზნით, აგრეთვე, კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, რეგულირებულ საწარმოებს კომისიის სახელით უგზავნის სავალდებულოდ შესასრულებელ წერილობით მოთხოვნებს;
დ) ხელმძღვანელობს კომისიის ბიუჯეტის მომზადებას;
ე) აკონტროლებს რეგულირებული საწარმოების მიერ რეგულირების საფასურის დროულად გადახდას;
ვ) აკონტროლებს კომისიის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებას და ხელს აწერს შესაბამის საბუღალტრო დოკუმენტებს;
ზ) კომისიის სახელით დებს ხელშეკრულებებს (გარდა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) და ხელს აწერს კორესპონდენციას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
თ) კომისიის სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს;

ი) კოორდინაციას უწევს კომისიის წლიური ანგარიშის მომზადებას.
3. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელიც:
ა) აღმასრულებელი დირექტორის მითითებით უშუალოდ ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს;
ბ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის საქმიანობას და კომისიის სახელით დებს ხელშეკრულებებს ამ დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
ბ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ქონების მართვის დეპარტამენტის საქმიანობას და კომისიის სახელით დებს ხელშეკრულებებს ამ დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
გ) ასრულებს სხვა დავალებებს აღმასრულებელი დირექტორის მითითებების შესაბამისად.
4. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
თავი III
კომისიის აპარატის სტრუქტურა
მუხლი 9. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულები
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებასა და ყოველდღიურ საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის აპარატი.
2. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მრჩეველთა საბჭო;
ბ) დეპარტამენტი;
გ) კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის აპარატი.
3. კომისიის აპარატში იქმნება შემდეგი დეპარტამენტები:
ა) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი;
ბ) ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი;
გ) წყალმომარაგების დეპარტამენტი;
დ) ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი;
ე) მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი;
ვ) იურიდიული დეპარტამენტი;
ზ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
თ) მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი;
ი) ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი;
კ) მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;
ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
მ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ო) შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი;
ო) ქონების მართვის დეპარტამენტი;
პ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ჟ) კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
4. კომისიის აპარატის დეპარტამენტში შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთი ან რამდენიმე ქვედანაყოფი – სამმართველო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 28.12.2022 წ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
მუხლი 10. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულისა და მისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა
1. მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს მთავარი მრჩეველი, დეპარტამენტს – დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო სამმართველოს – სამმართველოს უფროსი.
2. კომისიის აპარატის დეპარტამენტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე ან/და მოადგილე/მოადგილეები.
3. კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების აპარატში არსებული საშტატო ერთეულები უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის შესაბამის წევრს.
4. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების სრულფასოვანი განხორციელების მიზნით, მთავარი მრჩეველი/დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და კომისიის, კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებათა შესაბამისად;
ბ) პასუხისმგებელია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული საშტატო ერთეულის ფუნქციებსა და მოვალეობებს. თუ დეპარტამენტის ფარგლებში შექმნილია ერთი ან რამდენიმე სამმართველო, დეპარტამენტის დირექტორი უზრუნველყოფს მათ კოორდინირებულ საქმიანობას და განსაზღვრავს ფუნქციებსა და მოვალეობებს ამ სამმართველოში შემავალი საშტატო ერთეულებისთვის;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას უკეთებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;
ე) ამზადებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, ასევე, კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით – ნებისმიერი სხვა პერიოდის ანგარიშს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებებს;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სამმართველოს უფროსი:
ა) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს შესაბამის სამმართველოში შემავალ თითოეულ საშტატო ერთეულზე;
გ) ვიზირებას უკეთებს შესაბამისი სამმართველოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებს.
6. მთავარი მრჩევლის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს ერთ-ერთი უფროსი მრჩეველი.
7. დეპარტამენტის დირექტორის სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე ან მოადგილე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ დეპარტამენტის დირექტორს არ ჰყავს პირველი მოადგილე ან მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს ამ დეპარტამენტის ფარგლებში არსებული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან შესაბამისი მოვალეობის შემსრულებელი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ დეპარტამენტის ფარგლებში არ არის შექმნილი სამმართველო, მაშინ დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს ამ დეპარტამენტის ყველაზე მაღალი თანამდებობის თანამშრომელი ან ასეთ თანამშრომელთაგან ერთ-ერთი.
7. დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე ან მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის ან მოადგილის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი.
8. სამმართველოს უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს ამ სამმართველოს ყველაზე მაღალი თანამდებობის თანამშრომელი ან ასეთ თანამშრომელთაგან ერთ-ერთი.
8. (ამოღებულია - 13.06.2024, №11).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
მუხლი 11. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი
1. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად, კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად, არსებობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.
2. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი მტკიცდება კომისიის მიერ. საზოგადოებრივი დამცველის შერჩევისა და დანიშვნის წესი განისაზღვრება „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და აისახება კომისიის ბიუჯეტში.
4. საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს თანაშემწეები, რომლებსაც საზოგადოებრივი დამცველის წარდგინებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილების ვადით, ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე.
5. რეგიონებში საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობის, ადგილობრივ მომხმარებლებთან ურთიერთობის, მათი ინტერესების წარმომადგენლობისა და დაცვის კოორდინირების მიზნით, საზოგადოებრივი დამცველის რეგიონალურ წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს თანაშემწე, რომლის ხარჯები ანაზღაურდება საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის კომისიის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში.
6. საზოგადოებრივი დამცველის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს საზოგადოებრივი დამცველის ერთ-ერთი თანაშემწე.
7. საზოგადოებრივი დამცველი კომისიას, კანონით დადგენილი წესით, წარუდგენს ფინანსურ ანგარიშგებასა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
თავი IV
კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და უფლებამოსილებები
მუხლი 12. მრჩეველთა საბჭო
1. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მთავარი მრჩეველი, უფროსი მრჩევლები და მრჩევლები.
2. მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) კომისიის მიერ მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
გ) კომისიის დავალების საფუძველზე კონკრეტული საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
მუხლი 13. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი
ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან, შესრულებასთან და ლიცენზიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
ბ) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მომხმარებლებისა და ახალი გენერაციის ობიექტების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ წარმოდგენილი გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა, აგრეთვე, შეთანხმებული გეგმების ფაქტობრივი შესრულების კონტროლი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ვ) ელექტროენერგეტიკის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საწარმოების შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისათვის შესაბამისი საკითხების მომზადება;
ზ) ელექტროენერგეტიკის სექტორში ნორმატიული დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებით ლიცენზიატების მოთხოვნების განხილვა ან კომისიის ინიციატივით შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკის სექტორში წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
ი) თანამედროვე ტექნოლოგიების (მათ შორის, ჭკვიანი ქსელები/აღრიცხვა, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები, ელექტრომობილები, ენერგიის დამაგროვებლები, დატვირთვის საპასუხო რეაქცია და სხვა) შესახებ საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
კ) წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრის ფუნქციონირების, ასევე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის, გადაცემის და გაუქმების წესის შემუშავება;
ლ) წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის, გადაცემის და გაუქმების პროცესის მონიტორინგი;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.მუხლი 14. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი
ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან, შესრულებასთან და ლიცენზიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
ბ) ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში და კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ წარმოდგენილი გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; აგრეთვე, შეთანხმებული გეგმების ფაქტობრივი შესრულების კონტროლი;
გ1) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე) ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საწარმოების შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისთვის შესაბამისი საკითხების მომზადება;
ვ) ბუნებრივი გაზის სექტორში ნორმატიული დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებით გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების მოთხოვნების განხილვა ან კომისიის ინიციატივით შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.მუხლი 15. წყალმომარაგების დეპარტამენტი
წყალმომარაგების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან, შესრულებასთან და ლიცენზიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
ბ) წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიატების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიატების შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისთვის შესაბამისი საკითხების მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის ზედამხედველობა, ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე, მისი საქმიანობის რეგულირების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში და კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, წყალმომარაგების სექტორში არსებული ლიცენზიატების და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; აგრეთვე, შეთანხმებული გეგმების ფაქტობრივი შესრულების კონტროლი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სექტორში წყალმომარაგების სისტემასთან ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
ზ) წყალმომარაგების სექტორში და პირველადი წყალმოსარგებლისთვის ნორმატიული დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებით, ლიცენზიატების ან/და პირველადი წყალმოსარგებლის მოთხოვნების განხილვა ან კომისიის ინიციატივით შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სექტორში, ასევე პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის, წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
ი) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების შესახებ წინადადებების შემუშავება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.მუხლი 16. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი
1. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილ სატარიფო განცხადებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და სატარიფო გაანგარიშების პროცესის წარმართვა;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, რეგულირებული საწარმოს ტარიფის/საფასურის გაანგარიშება და კომისიისთვის წარდგენა;
გ) კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე საირიგაციო მომსახურებაზე ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება, ასევე, შესაბამისი წესებისა და სახელმძღვანელო ინსტრუქციების მომზადება;
დ) კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე, საირიგაციო მომსახურებაზე სატარიფო განაცხადის ფორმების შემუშავება;
ე) სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;
ვ) ეკონომიკური ფაქტორების ანალიზი და მის საფუძველზე საწარმოების სატარიფო გაანგარიშებისათვის საჭირო სხვადასხვა პარამეტრების განსაზღვრა;
ზ) ტარიფების გაანგარიშებისა და ეკონომიკური ანალიზის პროცესის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
თ) ტარიფების დადგენის მიზნით, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
2. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტში იქმნება ეკონომიკური ანალიზის სამმართველო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.მუხლი 161. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი🔗
მუხლი 161. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი🔗
1. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე საირიგაციო მომსახურებაზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის შემუშავება, ასევე, შესაბამისი წესებისა და სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავება;
ბ) მარეგულირებელი აუდიტის მიზნით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე, საირიგაციო მომსახურებაზე სატარიფო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის შემუშავება;
გ) აუდიტის გეგმის შემუშავება და აუდიტის პროცესის დაგეგმვა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებისა და თანდართული მასალების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე) რეგულირებული საწარმოების მარეგულირებელი აუდიტის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის შედგენა;
ვ) რეგულირებული საწარმოს საპროგნოზო სატარიფო დანახარჯების შესწავლა/ანალიზი და მიზანშეწონილი ოდენობის განსაზღვრა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის შინაარსისა და პროცესის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
თ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით რეგულირებულ საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზი;
ი) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
კ) ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად რეგულირებული საწარმოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების შესწავლა და ანალიზი;
ლ) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი აუდირებული ფინანსური ანგარიშების ანალიზი, ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესრულების მიზნებისათვის;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
2. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტში იქმნება ორი სამმართველო:
ა) საოპერაციო დანახარჯების აუდიტის სამმართველო;
ბ) კაპიტალური დანახარჯების აუდიტის სამმართველო.
3. საოპერაციო დანახარჯების აუდიტის სამმართველო და კაპიტალური დანახარჯების აუდიტის სამმართველო, საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში, ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.მუხლი 17. იურიდიული დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ლიცენზიის მაძიებელთა დოკუმენტაციის, აგრეთვე, სატარიფო განაცხადების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
გ) საქართველოს სასამართლოებში კომისიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ) კომისიის მიერ მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, კომისიისთვის წარდგენა და ადმინისტრაციული წარმოების ინიცირება;
ე) კომისიის სამართლებრივი აქტების ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით, წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების მიერ კომისიაში წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ზ) კომისიის აპარატის დეპარტამენტების მხარდაჭერა კომისიის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების მიზნით და მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის მონაწილეობით გასაფორმებელი მემორანდუმების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის გარიგებების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სადავო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
კ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
კ1) კომისიის გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო საქმისწარმოების მონიტორინგი;
კ1) კომისიის გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო საქმისწარმოების მონიტორინგი;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.მუხლი 18. რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი
რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგებში მომსახურების განვითარების, სამართლიანი პირობებისა და დაბალანსებული გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოში არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო საეთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;
ბ) რეგულირების მუდმივი და თანმიმდევრული განვითარების მიზნით, რეგულირებული საწარმოებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შესწავლა, ანალიზი და მათი განხილვების კოორდინაცია;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებთან დაკავშირებით;
დ) რეგულირებული საწარმოების საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა და მათი კონსოლიდაცია;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საწარმოების მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ვ) მომსახურების განვითარების მიზნით დეპარტამენტის მიერ მომზადებული პროექტების რეგულირებულ საწარმოებზე ზეგავლენის ანალიზი, ასევე, ამ მიმართულებით კომისიის მიერ გატარებული რეფორმების დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
მუხლი 19. მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი
მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) რეგულირებულ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების შესწავლა, მხარეთა მორიგება ან/და შესაბამისი საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
ბ) სადავო საკითხების შესწავლისას გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ სათანადო წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;
გ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, მათ შორის, ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელთან და წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების ვადის თაობაზე, კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, მათზე რეაგირება და, საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
ე) სადავო საკითხების თაობაზე სტატისტიკის წარმოება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
მუხლი 20. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი
1. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში რეგულირებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება;
ბ) ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება;
გ) ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი და ზედამხედველობა კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, შესაბამისი ეფექტიანი მარეგულირებელი მექანიზმების შექმნისთვის წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;
დ) საწარმოთა ელექტრონული პორტალის სისტემატური განახლება და განვითარება, მისი სათანადო ფუნქციონირებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ ინფორმაციის დადგენილი წესით წარმოდგენის უზრუნველყოფა;
ე) რეგულირებულ საწარმოთა ანგარიშგებისა და სხვა უწყებებიდან და წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი, კონკურენციასთან დაკავშირებული მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
ზ) მონაცემთა ანალიზის შედეგად, ენერგეტიკულ ბაზრებზე გამოვლენილ ტენდენციებსა და ხარვეზებზე რეაგირება, მათ შორის, სათანადო რეკომენდაციების მომზადება; საჭიროებისამებრ, რეგულირებული საწარმოების ადგილზე შემოწმება, ბაზრის კვლევისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ი) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით ენერგეტიკული ბაზრების ცალკეულ სეგმენტებში არსებული პრობლემების/ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ აღმოფხვრასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ზომების მიღება/რეკომენდაციების მომზადება;
კ) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
ლ) კანონის შესაბამისად, ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშის პროექტების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
მ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
პ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
2. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტში იქმნება ბაზრის სტრუქტურული ანალიზის სამმართველო, რომელიც ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„კ“ ქვეპუნქტებითა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში „ლ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 27 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 03.02.2022 წ.
მუხლი 21. მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი
მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) რეგულირებული საწარმოების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის კოორდინირება და მისი სრულყოფის მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება;
ბ) რეგულირებული საწარმოების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონაცემთა შესწავლა-ანალიზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
გ) მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის, მათ შორის, კომერციული ხარისხის ელექტრონული ჟურნალის სათანადო ფუნქციონირება, საწარმოების მიერ მისი სრულფასოვნად გამოყენების უზრუნველყოფა, დაკავშირებული ხარვეზებისა და შეცდომების გამოვლენა და მათზე რეაგირება;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
მუხლი 22. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, კომისიის სხდომის დღის წესრიგის, კომისიისა და აპარატის საქმიანობისა და სხვა დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება პრესდაიჯესტის ფორმით;
ბ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე პროცესების თაობაზე ანოტაციების მომზადება და გავრცელება;
გ) პრესკონფერენციების მოწყობა;
დ) პრესისა და სატელევიზიო გადაცემების ყოველდღიური მიმოხილვა და ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისათვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ვ) კომისიის ქოლცენტრის მომსახურების უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადება-გამართვა;
თ) კომისიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა და მუდმივი განახლება, მათ შორის, კომისიის დადგენილებების, გადაწყვეტილებების, წლიური ანგარიშების, აგრეთვე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
2. კომისიის მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას წარმართავს პრესსპიკერი, რომელიც იმავდროულად არის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მუხლი 23. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) სხვა ქვეყნების ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროების მარეგულირებელ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, გაღრმავება და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ბ) კომისიის საერთაშორისო ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) საერთაშორისო პროექტების დაგეგმვასა და მათ შესრულებაში უშუალო მონაწილეობა;
დ) საქართველოს ფარგლებს გარეთ კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ვიზიტების პროტოკოლური უზრუნველყოფა, აგრეთვე, ადმინისტრაციულ დეპარტამენტსა და სხვა შესაბამის დეპარტამენტთან/დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, საქართველოში შეხვედრების, კონფერენციების, სემინარებისა და ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა;
ე) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო და უცხოური საკანონმდებლო მიდგომებისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ვ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
მუხლი 24. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება კომისიის სხვა სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებათა ფარგლებს, კომისიის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ამ ურთიერთობების კოორდინაციისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მემორანდუმის, ხელშეკრულების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება;
დ) გენდერული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
ე) დასაქმებულთა მხრიდან საქართველოს შრომის კანონმდებლობისა და კომისიის შიდაორგანიზაციული აქტების მოთხოვნების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დისციპლინური წარმოების პროცესის ორგანიზება;
ვ) სახელმწიფო საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ზ) კომისიის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ვიზიტების პროტოკოლური უზრუნველყოფისა;
თ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება, დასაქმებულთა მიერ შინაგანაწესისა და სამსახურებრივი მოვალეობების, მათ შორის ეთიკისა და ქცევის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ი) კომისიაში პერსონალური მონაცემების, კონფიდენციალური ინფორმაციის, სამსახურებრივი, პროფესიული და კომერციული საიდუმლოებების დაცვის უზრუნველყოფა;
კ) ადმინისტრაციულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სფეროებში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი;
ლ) კომისიის ადამიანური რესურსების მართვა;
მ) ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
ნ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ დასაქმებულთა პერიოდული ინფორმირება;
ო) ადამიანური რესურსების დადგენილი წესით შერჩევისა და კარიერული განვითარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა,
პ) საშტატო თანამდებობისა და არასაშტატო პოზიციებისთვის სამუშაო აღწერილობების შემუშავება;
ჟ) დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება, ადმინისტრირება და ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრირება;
რ) დასაქმებულთა პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება;
ს) დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის ადმინისტრირება და მის შესახებ ანგარიშგება;
ტ) დადგენილი წესით დასაქმებულთა შვებულებისა და მივლინების ორგანიზება;
უ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მიღებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია და კომპეტენციის ფარგლებში მათ შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ფ) კომისიაში სტაჟირებისა და პრაქტიკის პროცესების ორგანიზება;
ქ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
ღ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღების პროცესის ორგანიზება;
ყ) კომისიის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მისი სისტემური ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი კომისიის საქმისწარმოების წესის შესაბამისად;
შ) კომისიაში შემოსულ კორესპონდენციასთან მიმართებით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული ვადების დაცვის უზრუნველმყოფი ღონისძიებებისა და მონიტორინგის განხორციელება;
ჩ) კომისიის სხდომების ორგანიზება და ოქმების წარმოება;
ც) კომისიის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სისტემატიზებული სახით კომისიის შიდა ელექტრონულ რესურსზე განთავსების კონტროლი;
ძ) კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების დადგენილი წესით სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურად გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
წ) კომისიის სამართლებრივი აქტების უწყებრივი რეესტრის წარმოება;
ჭ) კომისიის საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ხ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ჯ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება; უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილი მონაცემების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში იქმნება ორი სამმართველო:
ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ბ) საქმისწარმოების სამმართველო.
3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“-„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ხოლო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციასა და უფლებამოსილებას.
4. საქმისწარმოების სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ღ“-„ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ხოლო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციასა და უფლებამოსილებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 27 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 03.02.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
მუხლი 25. შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი🔗
მუხლი 25. ქონების მართვის დეპარტამენტი
1. შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ქონების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) შესყიდვების დაგეგმვა, მათ შორის, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტთან შეთანხმება და, საჭიროების შემთხვევაში, კორექტირება კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული პარამეტრების ფარგლებში;
ა) კომისიის ქონების მართვის საორგანიზაციო-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) წლის განმავლობაში შესყიდვების პროცედურების განხორციელება არსებული წესის შესაბამისად, მათ შორის, წინამოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის საშუალების შერჩევა, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და დამუშავება, შერჩეული შესყიდვის საშუალებით საქონლის, მომსახურების და სამუშაოების შესყიდვის განხორციელება, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესყიდვის პროცედურების წარმართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა;
ბ) კომისიის შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, შესრულება და მონიტორინგი;
გ) შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების უზრუნველყოფა;
გ) შესყიდვების პროცესის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა რეგისტრაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად;
დ) საოფისე და საკანცელარიო მეურნეობის წარმართვა და კონტროლი;
ე) შესყიდვებთან დაკავშირებულ სახელშეკრულებო ვალდებულებათა ზედამხედველობა და კონტროლი კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად და, კომპეტენციის ფარგლებში, დაკავშირებული კორესპონდენციის მომზადება/განხილვა;
ე) კომისიის ავტოპარკის მართვა და მონიტორინგი;
ვ) სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება;
ვ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) კომისიის საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, მათ შორის, კომისიის სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნის საფუძველზე, წლიური მოთხოვნილებების სავარაუდო მოცულობების განსაზღვრა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
თ) კომისიაში არსებული სამუშაო პირობების გაუმჯობესების საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
ი) კომისიის ბალანსზე რიცხული მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივების ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა;
კ) სამეურნეო დანიშნულების საოფისე და საკანცელარიო-სასაწყობო მეურნეობის წარმართვა, შესაბამისი მატერიალური ფასეულობების ზედამხედველობა და კონტროლი;
ლ) უძრავი და მოძრავი ქონების კომისიის დროებით სარგებლობაში ან/და მფლობელობაში გადმოცემისათვის გასატარებელი საორგანიზაციო სამუშაოების უზრუნველყოფა და ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების კონტროლი;
მ) კომისიაში დასაქმებული პირების სარგებლობაში კომისიის ქონების გადაცემისთვის გასატარებელი საორგანიზაციო სამუშაოების უზრუნველყოფა, შესაბამისი დოკუმენტების მომზადება, მათი გაფორმების ორგანიზება და მათგან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
ნ) კომისიის ბალანსზე რიცხული ქონების სხვა ორგანიზაციების (პირების) სარგებლობაში, მფლობელობაში ან/და საკუთრებაში გადაცემის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის ბალანსზე რიცხული ქონების რეალიზების მიზნით აუქციონებისა და კონკურსების ორგანიზება, შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, მათი გაფორმების ორგანიზება და ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლი;
ო) კომისიის ბალანსზე რიცხული ქონების ჩამოწერის საკითხების შესწავლა და წინადადებების მომზადება, აგრეთვე, შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
პ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ჟ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
2. შესყიდვების, ქონების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტში იქმნება ორი სამმართველო:
ა) შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამმართველო;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური სამმართველო.
3. შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამმართველო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„თ“ და „პ“–„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
4. მატერიალურ-ტექნიკური სამმართველო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“–„რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
მუხლი 26. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი
საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ დაგეგმილი მომდევნო წლის აქტივობების საფუძველზე კომისიის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების პროექტის მომზადება;
ბ) ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად, კომისიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
გ) კომისიის ფინანსური ანგარიშგებისა და შესაბამისი კოეფიციენტებისა და მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე, კომისიის საქმიანობის ეკონომიკური შეფასება;
დ) კომისიაში განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებზე შედგენილი პირველადი დოკუმენტების იდენტიფიცირება და შემოწმება; ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პროგრამულად წარმოება, პირველადი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და დაარქივება;
ე) კომისიის მფლობელობაში არსებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება;
ე1) რეგულირების საფასურის კოეფიციენტის გაანგარიშება;
ე1) რეგულირების საფასურის კოეფიციენტის გაანგარიშება;
ვ) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმებში ასახული ინფორმაციის გადამოწმება, ანგარიშ-წინადადებების (ინვოისი) და საბოლოო შედარების აქტების ელექტრონულად დაგენერირება. რეგულირების საფასურის გადახდის კონტროლი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და დადგენილი პერიოდულობით კომისიისთვის წარდგენა;
ზ) კომისიაში დასაქმებულ პირთა სახელფასო და საპრემიო უწყისების მომზადება, საშვებულებო და სამივლინებო, აგრეთვე, სხვა სახის განაცემების გაანგარიშება და აღრიცხვა-ანგარიშსწორება;
თ) საგადასახადო ვალდებულებებისა და საპენსიო შენატანების აღრიცხვა-დეკლარირება და ანგარიშსწორება;
ი) საბანკო-საფინანსო სექტორთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
კ) კომისიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში მონაწილეობა, მათ შორის, გარე აუდიტორებისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, შესაბამის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
მ) შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით, წინადადებების ინიცირება, მათ შორის, შესაბამისი ინსტრუქციების, ცხრილების, აღრიცხვის ფორმების პროექტების მომზადება;
ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.მუხლი 27. კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის შიდა კომპიუტერული ქსელისა და ცენტრალური სერვერის (სერვერების) გამართული მუშაობისა და განვითარების, აგრეთვე, შიდა ქსელის გლობალურ ქსელთან (ინტერნეტთან) უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა;
ბ) კომისიის ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის სერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
გ) კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში კომისიაში დასაქმებულ პირთა კონსულტაცია;
დ) კომისიის პერსონალური კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამების დაყენება-განახლება, კომპიუტერებისა და მათი პერიფერიული მოწყობილობების, მრავალფუნქციური და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფა, დიაგნოსტიკა, რემონტი და განახლება;
ე) ვიდეოსათვალთვალო სისტემის, კომისიაში დასაქმებულ პირთა დაშვების კონტროლის სისტემისა და სატელეფონო სისტემის გამართული ფუნქციონირების, მომსახურებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ვ) კომისიის ერთიანი ელექტრონული ინფორმაციული ბაზის შექმნა, მისი პერიოდული განახლება და კომისიის მუშაობისათვის საჭირო სხვადასხვა სახის ინფორმაციის განთავსება;
ზ) კომისიის სხდომის დარბაზის ტექნიკური უზრუნველყოფა, სხდომების აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერის უზრუნველყოფა და მათი არქივის შექმნა;
თ) ელექტრონულ ფორმატში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, ვებგვერდის) რეგულარული რეზერვირება;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
მუხლი 28. კომისიის თავმჯდომარისა და წევრების აპარატი
კომისიის თავმჯდომარისა და წევრების აპარატის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის თავმჯდომარისა და წევრების საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებების შესრულების კონტროლი;
გ) კომისიის თავმჯდომარესთან ან წევრებთან გასამართი შიდა თათბირების ორგანიზება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრების დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
1
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება №79
2020 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულება თანდართული სახით.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 6 მარტის №6 დადგენილება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია
კომისიის წევრი გოჩა შონია
კომისიის წევრი გიორგი ფრუიძე
კომისიის წევრი გიორგი ფანგანი
+
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის დებულება
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზნებსა და ფუნქციებს, კომისიის აპარატის სტრუქტურას, კომპეტენციებსა და უფლებამოსილებებს, აგრეთვე, კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2. კომისიის სტატუსი🔗
1. კომისია არის სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც არ ჰყავს სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანო და დამოუკიდებელია სახელმწიფო ორგანოებისგან.
2. კომისიას აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
3. კომისია ფინანსურად დამოუკიდებელია.
4. კომისიის ბიუჯეტის ფორმირების წყაროა რეგულირების საფასური და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
5. კომისიას აქვს დამოუკიდებელი ფინანსური ანგარიშგება.
6. კომისიას აქვს საბანკო ანგარიშები. საბანკო ანგარიში შეიძლება იყოს უცხოურ ვალუტაში.
7. კომისიის ქონება შედგება მის მფლობელობაში არსებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივებისგან, რომლებიც აისახება კომისიის დამოუკიდებელ ფინანსურ ანგარიშგებაში.
8. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ა. მიცკევიჩის ქ. №19.
9. კომისიის ვებგვერდის მისამართია: www.gnerc.org. კომისიის ვებგვერდი წარმოადგენს საჯარო ადგილს.
მუხლი 3. კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები🔗
1. კომისიის ფუნქციები და უფლებამოსილებები განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონითა (შემდგომში – კანონი) და „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. კომისია უფლებამოსილია:
ა) განმარტოს მის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტები;
ბ) გაწევრიანდეს და ითანამშრომლოს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;
გ) დაკისრებულ ამოცანათა გადასაწყვეტად შექმნას მუდმივმოქმედი და დროებითი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები;
დ) კვალიფიკაციის ამაღლების, გამოცდილების გაზიარებისა და შეძენის მიზნით, საქართველოში და საზღვარგარეთ ჩატარებულ შეხვედრებსა და სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, მიავლინოს კომისიის აპარატის თანამშრომლები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, უზრუნველყოს კომისიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და სრულყოფა, კომისიაში დასაქმებულ პირთა მატერიალური სტიმულირება და სოციალური დაცვა;
ვ) განკარგოს კომისიის უძრავი ქონება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება
მუხლი 4. ტერმინთა განმარტება🔗
ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.
1. ამ დებულებაში ტერმინი „კომისიის აპარატი“ გულისხმობს დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ სტრუქტურულ ერთეულებსა და 28-ე მუხლით გათვალისწინებულ თანაშემწეებს.
2. დებულებაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
1. კომისიას თავისი ფუნქციების განსახორციელებლად ჰყავს აპარატი.
2. კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის ეფექტიანი ორგანიზებისა და კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სრულფასოვნად განხორციელების მიზნით, კომისია:
2. კომისია:
ა) ამტკიცებს კომისიის აპარატის საშტატო ნუსხას;
ბ) კომისიის აპარატში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის წესით არჩევს პირს;
ბ) კომისიის აპარატში დასაქმების მიზნით ადგენს ძირითად, სპეციალურ და დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) განსაზღვრავს კომისიის აპარატში დასაქმებული პირის დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა და პრემირების წესს;
გ) ამტკიცებს კონკურსის ჩატარების წესსა და პირობებს, საკონკურსო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესს;
დ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
დ) განსაზღვრავს კომისიის აპარატში დასაქმებული პირის შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, წახალისებისა და პრემირების წესს;
3. კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის ორგანიზება ეფუძნება გენდერული თანასწორობის პრინციპს.
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებებს.
3. კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის ორგანიზება ეფუძნება სამართლიანობის, თანასწორობის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და გონივრული მისადაგების პრინციპებს.
4. კომისიის აპარატში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“, კომისიის შრომის შინაგანაწესის და კომისიის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 15.09.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 6. კომისიის თავმჯდომარე🔗
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ახორციელებს კომისიისა და მისი აპარატის ადმინისტრაციულ მართვას;
ბ) განკარგავს კომისიის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
გ) განსაზღვრავს კომისიაში დასაქმებულ პირთა შრომით გასამრჯელოს;
დ) ახორციელებს კომისიის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
ე) უძღვება კომისიის სხდომებს;
ვ) უზრუნველყოფს კომისიის მიერ დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების მიღებისას პროცედურული წესების დაცვას, აგრეთვე, მიღებული დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, კომისიისა და კომისიის აპარატის შიდაორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით;
თ) კომისიის წევრებთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომისიის აპარატის თანამშრომელს და ამ მიზნით აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს და გამოსცემს შესაბამის ბრძანებებს;
ი) ხელს აწერს კორესპონდენციას;
კ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 7. კომისიის წევრი🔗
1. კომისიის წევრი:
ა) კომისიის თავმჯდომარის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და კომისიის თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას;
ბ) ხელს აწერს კორესპონდენციას და რეგულირებულ საწარმოებს კომისიის სახელით უგზავნის სავალდებულოდ შესასრულებელ წერილობით მოთხოვნებს;
გ) აძლევს დავალებებს კომისიის აპარატის თანამშრომლებს;
გ1) კომისიის თავმჯდომარის საოქმო დავალებით წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. კომისიის წევრის უფლებამოსილება, გარდა ადმინისტრაციული მართვისა, თანაბრად ვრცელდება კომისიის აპარატის თანამშრომლებზე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
მუხლი 8. აღმასრულებელი დირექტორი🔗
1. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას კოორდინაციას უწევს აღმასრულებელი დირექტორი.
2. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ადმინისტრაციული დეპარტამენტის, ქონების მართვის დეპარტამენტის, საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტისა და კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ადგენს კომისიის სხდომების დღის წესრიგის პროექტს, უზრუნველყოფს კომისიას მისი საქმიანობისათვის საჭირო მასალებითა და ინფორმაციით;
გ) კომისიაში შემოსული განცხადებების, საჩივრებისა და წერილების განხილვის პროცესში, საკითხების დროულად გადაწყვეტის მიზნით, აგრეთვე, კომისიისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, რეგულირებულ საწარმოებს კომისიის სახელით უგზავნის სავალდებულოდ შესასრულებელ წერილობით მოთხოვნებს;
დ) ხელმძღვანელობს კომისიის ბიუჯეტის მომზადებას;
ე) აკონტროლებს რეგულირებული საწარმოების მიერ რეგულირების საფასურის დროულად გადახდას;
ვ) აკონტროლებს კომისიის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებას და ხელს აწერს შესაბამის საბუღალტრო დოკუმენტებს;
ზ) კომისიის სახელით დებს ხელშეკრულებებს (გარდა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) და ხელს აწერს კორესპონდენციას ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
თ) კომისიის სტრუქტურული ერთეულის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 921 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს;
ი) კოორდინაციას უწევს კომისიის წლიური ანგარიშის მომზადებას.
კ) პასუხისმგებელია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და კოორდინაციას უწევს ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას;
3. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელიც:
ა) აღმასრულებელი დირექტორის მითითებით უშუალოდ ახორციელებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს;
ბ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს ქონების მართვის დეპარტამენტის საქმიანობას და კომისიის სახელით დებს ხელშეკრულებებს ამ დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით;
გ) ასრულებს სხვა დავალებებს აღმასრულებელი დირექტორის მითითებების შესაბამისად.
4. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
4. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
1. კომისიის საქმიანობის ორგანიზებასა და ყოველდღიურ საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის აპარატი.
2. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მრჩეველთა საბჭო;
ბ) დეპარტამენტი;
გ) კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრის აპარატი.
გ) (ამოღებულია - 03.07.2025, №25).
3. კომისიის აპარატში იქმნება შემდეგი დეპარტამენტები:
ა) ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი;
ბ) ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი;
გ) წყალმომარაგების დეპარტამენტი;
დ) ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი;
ე) მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი;
ვ) იურიდიული დეპარტამენტი;
ზ) რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
თ) მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი;
თ) დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტი;
ი) ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი;
ი) ბაზრის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტი;
კ) მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი;
ლ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
მ) საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი;
ნ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ო) ქონების მართვის დეპარტამენტი;
პ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი;
ჟ) კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი.
4. კომისიის აპარატის დეპარტამენტში შეიძლება ჩამოყალიბდეს ერთი ან რამდენიმე ქვედანაყოფი – სამმართველო.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 10. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულისა და მისი ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა🔗
1. მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს მთავარი მრჩეველი, დეპარტამენტს – დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო სამმართველოს – სამმართველოს უფროსი.
2. კომისიის აპარატის დეპარტამენტის დირექტორს შეიძლება ჰყავდეს პირველი მოადგილე ან/და მოადგილე/მოადგილეები.
3. კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების აპარატში არსებული საშტატო ერთეულები უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს ან კომისიის შესაბამის წევრს.
3. (ამოღებულია - 03.07.2025, №25).
4. კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების სრულფასოვანი განხორციელების მიზნით, მთავარი მრჩეველი/დეპარტამენტის დირექტორი:
ა) წარმართავს და ორგანიზებას უწევს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობის, ამ დებულებისა და კომისიის, კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებათა შესაბამისად;
ბ) პასუხისმგებელია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულზე დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფი თითოეული საშტატო ერთეულის ფუნქციებსა და მოვალეობებს. თუ დეპარტამენტის ფარგლებში შექმნილია ერთი ან რამდენიმე სამმართველო, დეპარტამენტის დირექტორი უზრუნველყოფს მათ კოორდინირებულ საქმიანობას და განსაზღვრავს ფუნქციებსა და მოვალეობებს ამ სამმართველოში შემავალი საშტატო ერთეულებისთვის;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ვიზირებას უკეთებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებულ დოკუმენტებს;
ე) ამზადებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს, ასევე, კომისიის ან კომისიის თავმჯდომარის დავალებით – ნებისმიერი სხვა პერიოდის ანგარიშს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებებს;
ზ) ახორციელებს ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სამმართველოს უფროსი:
ა) პასუხისმგებელია სამმართველოსთვის დაკისრებული ფუნქციების ჯეროვან შესრულებაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს შესაბამის სამმართველოში შემავალ თითოეულ საშტატო ერთეულზე;
გ) ვიზირებას უკეთებს შესაბამისი სამმართველოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებს.
6. მთავარი მრჩევლის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს ერთ-ერთი უფროსი მრჩეველი.
7. დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე ან მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის ან მოადგილის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში – კომისიის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი.
7. დეპარტამენტის დირექტორის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე ან მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის ან მოადგილის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის, მისი არყოფნის ან არარსებობის შემთხვევაში – შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დასაქმებული.
8. (ამოღებულია - 13.06.2024, №11).
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 11. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი🔗
1. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად, კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად, არსებობს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური.
2. საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი მტკიცდება კომისიის მიერ. საზოგადოებრივი დამცველის შერჩევისა და დანიშვნის წესი განისაზღვრება „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. საზოგადოებრივი დამცველის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა, ფინანსდება რეგულირების საფასურიდან და აისახება კომისიის ბიუჯეტში.
4. საზოგადოებრივ დამცველს ჰყავს თანაშემწეები, რომლებსაც საზოგადოებრივი დამცველის წარდგინებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და საზოგადოებრივი დამცველის უფლებამოსილების ვადით, ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე.
5. რეგიონებში საზოგადოებრივი დამცველის მონაწილეობის, ადგილობრივ მომხმარებლებთან ურთიერთობის, მათი ინტერესების წარმომადგენლობისა და დაცვის კოორდინირების მიზნით, საზოგადოებრივი დამცველის რეგიონალურ წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს თანაშემწე, რომლის ხარჯები ანაზღაურდება საზოგადოებრივი დამცველის სამსახურისთვის კომისიის მიერ გამოყოფილი ბიუჯეტის ფარგლებში.
6. საზოგადოებრივი დამცველის მიერ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, კომისიის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს საზოგადოებრივი დამცველის ერთ-ერთი თანაშემწე.
7. საზოგადოებრივი დამცველი კომისიას, კანონით დადგენილი წესით, წარუდგენს ფინანსურ ანგარიშგებასა და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს.
1. მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან მთავარი მრჩეველი, უფროსი მრჩევლები და მრჩევლები.
2. მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
ბ) კომისიის მიერ მისაღები ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
გ) კომისიის დავალების საფუძველზე კონკრეტული საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
მუხლი 13. ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტი🔗
ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან, შესრულებასთან და ლიცენზიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
ა) ელექტროენერგეტიკის სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მომხმარებლებისა და ახალი გენერაციის ობიექტების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
გ1) ქსელის წესების მოთხოვნის შესრულების გადავადების თაობაზე კომისიის გადაწყვეტილებათა რეესტრის წარმოება;
გ2) ელექტროგადამცემი ხაზების გადატანასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ წარმოდგენილი გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა, აგრეთვე, შეთანხმებული გეგმების ფაქტობრივი შესრულების კონტროლი;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ვ) ელექტროენერგეტიკის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საწარმოების შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისათვის შესაბამისი საკითხების მომზადება;
ზ) ელექტროენერგეტიკის სექტორში ნორმატიული დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებით ლიცენზიატების მოთხოვნების განხილვა ან კომისიის ინიციატივით შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ელექტროენერგეტიკის სექტორში წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
ი) თანამედროვე ტექნოლოგიების (მათ შორის, ჭკვიანი ქსელები/აღრიცხვა, განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები, ელექტრომობილები, ენერგიის დამაგროვებლები, დატვირთვის საპასუხო რეაქცია და სხვა) შესახებ საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
კ) წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრის ფუნქციონირების, ასევე წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის, გადაცემის და გაუქმების წესის შემუშავება;
ლ) წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის, გადაცემის და გაუქმების პროცესის მონიტორინგი;
ლ) წარმოშობის სერტიფიკატების გაცემის, გადაცემის, გაუქმებისა და საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგიის ნაზავის გამჟღავნების მონიტორინგი;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 14. ბუნებრივი გაზის დეპარტამენტი🔗
ბუნებრივი გაზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან, შესრულებასთან და ლიცენზიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
ა) ბუნებრივი გაზის სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის მიერ წარმოდგენილი გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში და კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ წარმოდგენილი გამანაწილებელი ქსელის განვითარებისა და ინვესტიციების გეგმების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; აგრეთვე, შეთანხმებული გეგმების ფაქტობრივი შესრულების კონტროლი;
გ1) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებთან ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
გ2) ბუნებრივი გაზის მილსადენების გადატანასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე) ბუნებრივი გაზის სექტორში რეგულირებული საწარმოების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საწარმოების შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისთვის შესაბამისი საკითხების მომზადება;
ვ) ბუნებრივი გაზის სექტორში ნორმატიული დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებით გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების მოთხოვნების განხილვა ან კომისიის ინიციატივით შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის სექტორში წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 15. წყალმომარაგების დეპარტამენტი🔗
წყალმომარაგების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან, შესრულებასთან და ლიცენზიებთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
ა) წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში მონაწილეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) წყალმომარაგების სექტორში ლიცენზიატების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნების, სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მოთხოვნების შესრულების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიატების შემოწმება; გამოვლენილ დარღვევებზე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ წინადადებების შემუშავება და კომისიის სხდომებისთვის შესაბამისი საკითხების მომზადება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობის ზედამხედველობა, ადგილზე შემოწმება, მათ შორის, წინასწარი შეტყობინების გარეშე, მისი საქმიანობის რეგულირების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა, დასკვნების მომზადება, კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა და ამ საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის სხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატებისა და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში და კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, წყალმომარაგების სექტორში არსებული ლიცენზიატების და პირველადი წყალმოსარგებლის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმების ანალიზი, შესაბამისი დასკვნებისა და წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; აგრეთვე, შეთანხმებული გეგმების ფაქტობრივი შესრულების კონტროლი;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სექტორში წყალმომარაგების სისტემასთან ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის ოდენობის გაანგარიშება, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
ვ1) წყალმომარაგების მილსადენებისა და არხების გადატანასთან დაკავშირებით კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) წყალმომარაგების სექტორში და პირველადი წყალმოსარგებლისთვის ნორმატიული დანაკარგების დადგენასთან დაკავშირებით, ლიცენზიატების ან/და პირველადი წყალმოსარგებლის მოთხოვნების განხილვა ან კომისიის ინიციატივით შესაბამისი დოკუმენტაციის ექსპერტიზა და დასკვნების მომზადება, ნორმატიული დანაკარგების ოდენობის გაანგარიშება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სექტორში, ასევე პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის, წარმოშობილი სადავო საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
ი) სასმელი წყლის ხარჯვის ნორმების შესახებ წინადადებების შემუშავება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 16. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი🔗
1. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილ სატარიფო განცხადებაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და სატარიფო გაანგარიშების პროცესის წარმართვა;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად, რეგულირებული საწარმოს ტარიფის/საფასურის გაანგარიშება და კომისიისთვის წარდგენა;
გ) კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე საირიგაციო მომსახურებაზე ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის შემუშავება, ასევე, შესაბამისი წესებისა და სახელმძღვანელო ინსტრუქციების მომზადება;
დ) კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე, საირიგაციო მომსახურებაზე სატარიფო განაცხადის ფორმების შემუშავება;
ე) სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და მონიტორინგი;
ვ) ეკონომიკური ფაქტორების ანალიზი და მის საფუძველზე საწარმოების სატარიფო გაანგარიშებისათვის საჭირო სხვადასხვა პარამეტრების განსაზღვრა;
ზ) ტარიფების გაანგარიშებისა და ეკონომიკური ანალიზის პროცესის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
თ) ტარიფების დადგენის მიზნით, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
2. ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტში იქმნება ეკონომიკური ანალიზის სამმართველო, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“–„კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
მუხლი 161. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტი🔗
1. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე საირიგაციო მომსახურებაზე დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის შემუშავება, ასევე, შესაბამისი წესებისა და სახელმძღვანელო ინსტრუქციების შემუშავება;
ბ) მარეგულირებელი აუდიტის მიზნით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში, ასევე, საირიგაციო მომსახურებაზე სატარიფო განაცხადთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალის შემუშავება;
გ) აუდიტის გეგმის შემუშავება და აუდიტის პროცესის დაგეგმვა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი სატარიფო განაცხადებისა და თანდართული მასალების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ე) რეგულირებული საწარმოების მარეგულირებელი აუდიტის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის შედგენა;
ვ) რეგულირებული საწარმოს საპროგნოზო სატარიფო დანახარჯების შესწავლა/ანალიზი და მიზანშეწონილი ოდენობის განსაზღვრა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის საქმიანობის შინაარსისა და პროცესის გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
თ) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით რეგულირებულ საწარმოთა ხარჯების შედარებითი ანალიზი;
ი) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შემუშავება, დანერგვა და მონიტორინგი;
კ) ერთიანი საბუღალტრო-სააღრიცხვო სისტემის შესაბამისად რეგულირებული საწარმოს მიერ წარმოდგენილი ანგარიშგებების შესწავლა და ანალიზი;
ლ) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი აუდირებული ფინანსური ანგარიშების ანალიზი, ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესრულების მიზნებისათვის;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
2. მარეგულირებელი აუდიტის დეპარტამენტში იქმნება ორი სამმართველო:
ა) საოპერაციო დანახარჯების აუდიტის სამმართველო;
ბ) კაპიტალური დანახარჯების აუდიტის სამმართველო.
3. საოპერაციო დანახარჯების აუდიტის სამმართველო და კაპიტალური დანახარჯების აუდიტის სამმართველო, საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში, ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
მუხლი 17. იურიდიული დეპარტამენტი🔗
იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ლიცენზიის მაძიებელთა დოკუმენტაციის, აგრეთვე, სატარიფო განაცხადების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ლიცენზიის გაცემასთან, გაცემული ლიცენზიის ცვლილებასთან ან/და გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა შესაბამისი დარგობრივი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით;
ა1) კომისიაში წარდგენილი სატარიფო განაცხადის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის სამართლებრივი ექსპერტიზა;
ბ) კომისიისა და კომისიის აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
გ) საქართველოს სასამართლოებში კომისიის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
დ) კომისიის მიერ მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, კომისიისთვის წარდგენა და ადმინისტრაციული წარმოების ინიცირება;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კომისიის მიერ მისაღები კანონქვემდებარე ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, კომისიისთვის წარდგენა და ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
ე) კომისიის სამართლებრივი აქტების ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიზნით, წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო უწყებების მიერ კომისიაში წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ზ) კომისიის აპარატის დეპარტამენტების მხარდაჭერა კომისიის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადების მიზნით და მომზადებული დოკუმენტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის მონაწილეობით გასაფორმებელი მემორანდუმების, ხელშეკრულებებისა და სხვა სახის გარიგებების სამართლებრივი ექსპერტიზა;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სადავო საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
კ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
კ1) კომისიის გადაწყვეტილებებზე სააღსრულებო საქმისწარმოების მონიტორინგი;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 18. რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი🔗
რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების დარგებში მომსახურების განვითარების, სამართლიანი პირობებისა და დაბალანსებული გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოში არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო საეთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;
ა) ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის დარგებში მომსახურების განვითარების, სამართლიანი პირობებისა და დაბალანსებული გარემოს შექმნის მიზნით, საქართველოში არსებული გამოწვევებისა და საუკეთესო საეთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და მოსაზრებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;
ა1) საბითუმო ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად ეფექტიანი მარეგულირებელი მექანიზმების შექმნისთვის შემუშავებული წინადადებების და რეკომენდაციების საფუძველზე, შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით, კომისიის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;
ბ) რეგულირების მუდმივი და თანმიმდევრული განვითარების მიზნით, რეგულირებული საწარმოებისა და სხვა დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი წინადადებების შესწავლა, ანალიზი და მათი განხილვების კოორდინაცია;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებთან დაკავშირებით;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების რეგულირების განვითარებისთვის აუცილებელ საკითხებთან დაკავშირებით;
დ) რეგულირებული საწარმოების საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა და მათი კონსოლიდაცია;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საწარმოების მიერ შეთავაზებულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით პროექტების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;
ვ) მომსახურების განვითარების მიზნით დეპარტამენტის მიერ მომზადებული პროექტების რეგულირებულ საწარმოებზე ზეგავლენის ანალიზი, ასევე, ამ მიმართულებით კომისიის მიერ გატარებული რეფორმების დანერგვის ხელშეწყობა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მიღებული სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
თ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 19. მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი
მუხლი 19. დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტი🔗
მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) რეგულირებულ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების შესწავლა, მხარეთა მორიგება ან/და შესაბამისი საკითხების კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
ა) რეგულირებულ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილი სადავო საკითხების შესწავლა, განხილვა, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა;
ბ) სადავო საკითხების შესწავლისას გამოვლენილ დარღვევებზე კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ სათანადო წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;
ბ) ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელთან და/ან წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, განხილვა, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტის მომზადება და კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენა;
გ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის მიერ ზეპირი მოსმენის გარეშე მისაღები გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, მათ შორის, ახალი მომხმარებლების გამანაწილებელ ქსელთან და წყალმომარაგების სისტემასთან მიერთების ვადის თაობაზე, კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა, მათზე რეაგირება და, საჭიროების შემთხვევაში კომისიის სხდომაზე განსახილველად მომზადება;
დ) კომისიის გადაწყვეტილებების აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევა, მოძიება, შესწავლა და დამუშავება;
ე) სადავო საკითხების თაობაზე სტატისტიკის წარმოება;
ე) რეგულირებულ საწარმოებსა და მომხმარებლებს შორის სადავო საკითხების განხილვა და მათზე რეაგირება, პრევენციისა და წარმოშობილი დავების გადაწყვეტის ხელშეწყობა, მათ შორის, მხარეთა წინასწარი კონსულტაციების ორგანიზების, პრაქტიკაში გამოვლენილი სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირების, შესაბამისი რეკომენდაციების ფორმირებისა და გაცემის გზით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
ვ) შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, საჭიროებისა და მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, მომხმარებლებსა და რეგულირებულ საწარმოებს შორის სადავო საკითხებზე მედიაციის გზით შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობა;
ზ) რეგულირებული საწარმოს მხრიდან გამოვლენილი დარღვევის შესახებ ინფორმაციის კომისიისთვის მიწოდება და/ან შესაბამისი საფუძვლების არსებობისას კომისიაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ინიცირება;
თ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა/დამუშავება, რეაგირების ვადების კონტროლი, შესრულების ზედამხედველობა და სტატისტიკის წარმოება;
ი) დეპარტამენტის საქმიანობის ფარგლებში დაგროვილ ერთგვაროვან პრაქტიკასა და ამ მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით გამოვლენილი სისტემური ხასიათის ერთგვაროვანი დავების/სამართალდარღვევების და ვადის გაზრდის მოთხოვნებთან დაკავშირებული დარღვევების შემცირებისა და მათი პრევენციის მიზნით კომისიის სამართლებრივი აქტების ცვლილებებისა და სხვა აუცილებელი ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
კ) დავებთან მიმართებით, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება: უკუკავშირის სისტემატიზაცია, უკუკავშირის საფუძველზე მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მიღებული მონაცემების საფუძველზე მომსახურების გაუმჯობესების მექანიზმისა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვა მომსახურების პროცესებში;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების შესრულება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 20. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტი
მუხლი 20. ბაზრის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტი🔗
1. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
1. ბაზრის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს შემდეგ ორ ძირითად ფუნქციურ მიმართულებას:
ა) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში რეგულირებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება;
ა) ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი;
ბ) ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოება;
ბ) კომისიის შიდა აუდიტი.
გ) ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი და ზედამხედველობა კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, შესაბამისი ეფექტიანი მარეგულირებელი მექანიზმების შექმნისთვის წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;
2. ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგის მიმართულებით დეპარტამენტის ფუნქციებია:
დ) საწარმოთა ელექტრონული პორტალის სისტემატური განახლება და განვითარება, მისი სათანადო ფუნქციონირებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ ინფორმაციის დადგენილი წესით წარმოდგენის უზრუნველყოფა;
ა) ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგი და ზედამხედველობა კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პრინციპების დაცვის უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, შესაბამისი ეფექტიანი მარეგულირებელი მექანიზმების შექმნისთვის წინადადებების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;
ე) რეგულირებულ საწარმოთა ანგარიშგებისა და სხვა უწყებებიდან და წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების მომზადება;
ბ) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი, კონკურენციასთან დაკავშირებული მოთხოვნების აღსრულების მიზნით, შესაბამისი წინადადებების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
გ) კომისიაში არსებული საწარმოთა ელექტრონული პორტალის, რეგულირებული საწარმოების მონაცემების სტატისტიკული პორტალის, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგისა და ანალიზის პორტალისა და რეგულირებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოებისათვის საჭირო პროგრამული და ტექნიკური უზრუნველყოფისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის შემდგომი მოდერნიზაციის, დახვეწისა და განვითარების მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც უნდა წარედგინოს კომისიის აპარატის კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტს კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით;
ზ) მონაცემთა ანალიზის შედეგად, ენერგეტიკულ ბაზრებზე გამოვლენილ ტენდენციებსა და ხარვეზებზე რეაგირება, მათ შორის, სათანადო რეკომენდაციების მომზადება; საჭიროებისამებრ, რეგულირებული საწარმოების ადგილზე შემოწმება, ბაზრის კვლევისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება;
დ) რეგულირებულ საწარმოთა ანგარიშგებისა და სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის სისტემატური შესწავლა და ანალიზი;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, ენერგეტიკული ბაზრების მონიტორინგთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება;
ე) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ენერგეტიკული ბაზრების შესახებ ანგარიშების პროექტების მომზადება და მათი კომისიისთვის წარდგენა;
ი) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით ენერგეტიკული ბაზრების ცალკეულ სეგმენტებში არსებული პრობლემების/ხარვეზების იდენტიფიცირება და მათ აღმოფხვრასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ზომების მიღება/რეკომენდაციების მომზადება;
ვ) ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების უზრუნველყოფა იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი მხარდაჭერით.
კ) ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო გამოცდილების კვლევა/ანალიზი და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
3. შიდა აუდიტის მიმართულებით დეპარტამენტის ფუნქციებია შიდა ფინანსური კონტროლი და მატერიალური რესურსების მართვის პროცესების მონიტორინგი, კერძოდ:
ლ) კანონის შესაბამისად, ენერგეტიკული ბაზრის შესახებ ანგარიშის პროექტების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
ა) კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ფინანსური სახსრების ხარჯვის, აგრეთვე კომისიის მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებული ქონების (მათ შორის, მოძრავი და უძრავი ქონების) გამოყენების, განკარგვის, გასხვისების ან სხვა ფორმით მართვის პროცესებზე ზედამხედველობა და მათი მიზანშეწონილობის, კანონიერებისა და ეფექტიანობის შეფასება;
მ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ბ) შესაძლო დარღვევის, არაეფექტური ხარჯვის ან სხვა მნიშვნელოვანი ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვა, საკითხის შესწავლა და საქართველოს კანონმდებლობითა და კომისიის შიდა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით შესაბამისი დასკვნისა და რეკომენდაციების კომისიის თავმჯდომარისთვის წარდგენა;
ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების ფარგლებში მიღებული მონაცემებისა და ინფორმაციის სისტემატიზაცია, ანალიზი და შეფასება; შიდა ადმინისტრაციულ პროცესებთან, აგრეთვე კომისიის ფინანსებისა და ქონების მართვასთან დაკავშირებული ტენდენციებისა და სისტემური ხარვეზების იდენტიფიცირება; ამ მიმართულებით მართვის სისტემის შემდგომ გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა.
ო) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე შესაბამის ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში დეპარტამენტი ასევე ახორციელებს:
პ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
ა) კომისიის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი მხარდაჭერით კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებასა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების განხორციელებას;
2. ბაზრის მონიტორინგის დეპარტამენტში იქმნება ბაზრის სტრუქტურული ანალიზის სამმართველო, რომელიც ასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“-„კ“ ქვეპუნქტებითა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში „ლ“–„პ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს.
ბ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვასა და რეაგირებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 27 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 03.02.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 21. მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტი🔗
მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) რეგულირებული საწარმოების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონიტორინგი, მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის კოორდინირება და მისი სრულყოფის მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება;
ბ) რეგულირებული საწარმოების მიერ საცალო მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მონაცემთა შესწავლა-ანალიზი, მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
გ) მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის სისტემის, მათ შორის, კომერციული ხარისხის ელექტრონული ჟურნალის სათანადო ფუნქციონირება, საწარმოების მიერ მისი სრულფასოვნად გამოყენების უზრუნველყოფა, დაკავშირებული ხარვეზებისა და შეცდომების გამოვლენა და მათზე რეაგირება;
დ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
მუხლი 22. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი🔗
1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების, კომისიის სხდომის დღის წესრიგის, კომისიისა და აპარატის საქმიანობისა და სხვა დაკავშირებული საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება პრესდაიჯესტის ფორმით;
ბ) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მიმდინარე პროცესების თაობაზე ანოტაციების მომზადება და გავრცელება;
გ) პრესკონფერენციების მოწყობა;
დ) პრესისა და სატელევიზიო გადაცემების ყოველდღიური მიმოხილვა და ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის კომპეტენციის ფარგლებში, მათზე რეაგირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებისათვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ვ) კომისიის ქოლცენტრის მომსახურების უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სახის შეხვედრების, კონფერენციებისა და სემინარების მომზადება-გამართვა;
თ) კომისიის ვებგვერდისა და სოციალური ქსელების მართვა და მუდმივი განახლება, მათ შორის, კომისიის დადგენილებების, გადაწყვეტილებების, წლიური ანგარიშების, აგრეთვე ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსება;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
2. კომისიის მასმედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას წარმართავს პრესსპიკერი, რომელიც იმავდროულად არის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
მუხლი 23. საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი🔗
საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) სხვა ქვეყნების ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროების მარეგულირებელ ორგანოებთან, დაწესებულებებთან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება, გაღრმავება და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
ბ) კომისიის საერთაშორისო ურთიერთობის კოორდინაცია;
გ) საერთაშორისო პროექტების დაგეგმვასა და მათ შესრულებაში უშუალო მონაწილეობა;
დ) საქართველოს ფარგლებს გარეთ კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ვიზიტების პროტოკოლური უზრუნველყოფა, აგრეთვე, ადმინისტრაციულ დეპარტამენტსა და სხვა შესაბამის დეპარტამენტთან/დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, საქართველოში შეხვედრების, კონფერენციების, სემინარებისა და ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტების ორგანიზებაში მონაწილეობა;
ე) ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო და უცხოური საკანონმდებლო მიდგომებისა და პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, კომისიის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებთან თანამშრომლობით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე წინადადებების მომზადება;
ვ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
მუხლი 24. ადმინისტრაციული დეპარტამენტი🔗
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის საქმიანობის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
ბ) იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება კომისიის სხვა სტრუქტურული ერთეულების უფლებამოსილებათა ფარგლებს, კომისიის ურთიერთობების კოორდინაცია სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირთან, არასამთავრობო ორგანიზაციასთან და ამ ურთიერთობების კოორდინაციისათვის საჭირო მოქმედებების განხორციელება;
გ) კომპეტენციის ფარგლებში მემორანდუმის, ხელშეკრულების პროექტების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება;
დ) გენდერული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
დ) (ამოღებულია - 03.07.2025, №25).
ე) დასაქმებულთა მხრიდან საქართველოს შრომის კანონმდებლობისა და კომისიის შიდაორგანიზაციული აქტების მოთხოვნების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დისციპლინური წარმოების პროცესის ორგანიზება;
ვ) სახელმწიფო საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;
ზ) კომისიის საქმიანობის პროტოკოლური უზრუნველყოფა, გარდა საქართველოს ფარგლებს გარეთ კომისიის თავმჯდომარის, წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ვიზიტების პროტოკოლური უზრუნველყოფისა;
თ) შრომის შინაგანაწესის შემუშავება, დასაქმებულთა მიერ შინაგანაწესისა და სამსახურებრივი მოვალეობების, მათ შორის ეთიკისა და ქცევის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა;
ი) კომისიაში პერსონალური მონაცემების, კონფიდენციალური ინფორმაციის, სამსახურებრივი, პროფესიული და კომერციული საიდუმლოებების დაცვის უზრუნველყოფა;
კ) ადმინისტრაციულ, ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სფეროებში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების კვლევა და ანალიზი;
ლ) კომისიის ადამიანური რესურსების მართვა;
მ) ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
ნ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ დასაქმებულთა პერიოდული ინფორმირება;
ო) ადამიანური რესურსების დადგენილი წესით შერჩევისა და კარიერული განვითარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა,პ) საშტატო თანამდებობისა და არასაშტატო პოზიციებისთვის სამუშაო აღწერილობების შემუშავება;
ჟ) დასაქმებულთა პირადი საქმეების წარმოება, ადმინისტრირება და ელექტრონულ პროგრამაში ინტეგრირება;
რ) დასაქმებულთა პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება;
ს) დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების პროცესის ადმინისტრირება და მის შესახებ ანგარიშგება;
ტ) დადგენილი წესით დასაქმებულთა შვებულებისა და მივლინების ორგანიზება;
უ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, მიღებული სამართლებრივი აქტების სისტემატიზაცია და კომპეტენციის ფარგლებში მათ შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ფ) კომისიაში სტაჟირებისა და პრაქტიკის პროცესების ორგანიზება;
ქ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ყოველწლიური ანგარიშის მომზადება;
ქ) (ამოღებულია - 03.07.2025, №25).
ღ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა განცხადებების მიღების პროცესის ორგანიზება;
ყ) კომისიის ერთიანი საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მისი სისტემური ორგანიზება, კოორდინაცია და კონტროლი კომისიის საქმისწარმოების წესის შესაბამისად;
შ) კომისიაში შემოსულ კორესპონდენციასთან მიმართებით შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოებისთვის განსაზღვრული ვადების დაცვის უზრუნველმყოფი ღონისძიებებისა და მონიტორინგის განხორციელება;
ჩ) კომისიის სხდომების ორგანიზება და ოქმების წარმოება;
ც) კომისიის მიერ მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სისტემატიზებული სახით კომისიის შიდა ელექტრონულ რესურსზე განთავსების კონტროლი;
ძ) კომისიის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების დადგენილი წესით სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციისა და ოფიციალურად გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
წ) კომისიის სამართლებრივი აქტების უწყებრივი რეესტრის წარმოება;
ჭ) კომისიის საარქივო საქმისწარმოების უზრუნველყოფა;
ხ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ჯ) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება; უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შეტანილი მონაცემების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნების უზრუნველყოფა;
ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ადმინისტრაციულ დეპარტამენტში იქმნება ორი სამმართველო:
ა) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;
ბ) საქმისწარმოების სამმართველო.
3. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“-„ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ხოლო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციასა და უფლებამოსილებას.
4. საქმისწარმოების სამმართველო ახორციელებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ღ“-„ჯ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, ხოლო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში – „ჰ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციასა და უფლებამოსილებას.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 27 იანვრის დადგენილება №1 - ვებგვერდი, 03.02.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2022 წლის 23 დეკემბრის დადგენილება №75 - ვებგვერდი, 28.12.2022 წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 25. ქონების მართვის დეპარტამენტი🔗
ქონების მართვის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის ქონების მართვის საორგანიზაციო-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) კომისიის შესყიდვების წლიური გეგმის შედგენა, შესრულება და მონიტორინგი;
გ) შესყიდვების პროცესის კანონმდებლობით დადგენილი წესით ორგანიზება;
დ) საოფისე და საკანცელარიო მეურნეობის წარმართვა და კონტროლი;
ე) კომისიის ავტოპარკის მართვა და მონიტორინგი;
ვ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 13 ივნისის დადგენილება №11- ვებგვერდი, 19.06.2024წ.
მუხლი 26. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი
მუხლი 26. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი🔗
საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ დაგეგმილი მომდევნო წლის აქტივობების საფუძველზე კომისიის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, კომისიის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების პროექტის მომზადება;
ა) კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მიერ დაგეგმილი მომდევნო წლის აქტივობების საფუძველზე კომისიის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და მის მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება. საჭიროების შემთხვევაში დამტკიცებული ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მომზადება;
ბ) ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად, კომისიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
ბ) კომისიის ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგი და ანალიზი; აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი კვარტალური ანგარიშებისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა; არსებობის შემთხვევაში შესაბამისი ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და კომისიისთვის შესაბამისი ინფორმაციის/დასკვნების წარდგენა;
გ) კომისიის ფინანსური ანგარიშგებისა და შესაბამისი კოეფიციენტებისა და მაჩვენებლების ანალიზის საფუძველზე, კომისიის საქმიანობის ეკონომიკური შეფასება;
გ) ანალიტიკური პორტალის მეშვეობით ბიუჯეტის შესრულების ანალიზის მომზადება და ფინანსური რისკების შეფასება;
დ) კომისიაში განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებზე შედგენილი პირველადი დოკუმენტების იდენტიფიცირება და შემოწმება; ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პროგრამულად წარმოება, პირველადი დოკუმენტაციის სისტემატიზაცია და დაარქივება;
დ) საოპერაციო და ფინანსური რისკების მინიმიზაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება, რეკომენდაციების შემუშავება და კომისიისთვის წარდგენა;
ე) კომისიის მფლობელობაში არსებული მოკლევადიანი და გრძელვადიანი აქტივებისა და ვალდებულებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტების გაფორმება;
ე) ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად კომისიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
ე1) რეგულირების საფასურის კოეფიციენტის გაანგარიშება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში კომისიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში ჩართულობა, თანამშრომლობა და ინფორმაციის დროულად მიწოდება;
ვ) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმებში ასახული ინფორმაციის გადამოწმება, ანგარიშ-წინადადებების (ინვოისი) და საბოლოო შედარების აქტების ელექტრონულად დაგენერირება. რეგულირების საფასურის გადახდის კონტროლი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და დადგენილი პერიოდულობით კომისიისთვის წარდგენა;
ზ) კომისიაში განხორციელებულ სამეურნეო ოპერაციებზე ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (ბასს) შესაბამისად;
ზ) კომისიაში დასაქმებულ პირთა სახელფასო და საპრემიო უწყისების მომზადება, საშვებულებო და სამივლინებო, აგრეთვე, სხვა სახის განაცემების გაანგარიშება და აღრიცხვა-ანგარიშსწორება;
თ) კომისიის მფლობელობაში არსებული აქტივების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
თ) საგადასახადო ვალდებულებებისა და საპენსიო შენატანების აღრიცხვა-დეკლარირება და ანგარიშსწორება;
ი) საგადასახადო ვალდებულებებისა და საპენსიო შენატანების მართვა;
ი) საბანკო-საფინანსო სექტორთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში კომისიის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისა და რეგულირებული საწარმოების მიერ გადმოგზავნილი მონაცემების მიღება და დამუშავება;
კ) კომისიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში მონაწილეობა, მათ შორის, გარე აუდიტორებისათვის მოთხოვნილი ინფორმაციის წარდგენა;
ლ) რეგულირების საფასურის კოეფიციენტის მუდმივი მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მისი პერიოდული ცვლილების ინციირება;
ლ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, შესაბამის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
მ) რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი საპროგნოზო და ყოველთვიური რეგულირების საფასურის ანგარიშგების ფორმების დამუშავება, ინვოისებისა და შედარების აქტების წარდგენა;
მ) შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით, წინადადებების ინიცირება, მათ შორის, შესაბამისი ინსტრუქციების, ცხრილების, აღრიცხვის ფორმების პროექტების მომზადება;
ნ) რეგულირებული საწარმოების მიერ რეგულირების საფასურის გადახდის აღრიცხვა და მონიტორინგი;
ნ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ო) კომისიისათვის საბანკო მომსახურების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ყოველწლიურად საბანკო დაწესებულებების შერჩევის პროცედურის ორგანიზება და კომპეტენციის ფარგლებში ბანკებთან ურთიერთობაში კომისიის წარმომადგენლობა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
პ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით, კომისიის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და კომისიის სამართლებრივი აქტების შესრულების კონტროლი;
ჟ) საბუღალტრო და ფინანსური დოკუმენტაციის შენახვა და დაარქივება კომისიის საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით;
რ) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
ს) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2024 წლის 22 თებერვლის დადგენილება №2 - ვებგვერდი, 26.02.2024წ.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 27. კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
მუხლი 27. კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტი🔗
კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
1. კომპიუტერულ-ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის დეპარტამენტის საქმიანობა მოიცავს შემდეგ სამ ძირითად ფუნქციურ მიმართულებას:
ა) კომპიუტერულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის მიმართულება;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულება;
გ) სტრატეგიული გაციფრულების მიმართულება.
2. კომპიუტერულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) კომისიის შიდა კომპიუტერული ქსელისა და ცენტრალური სერვერის (სერვერების) გამართული მუშაობისა და განვითარების, აგრეთვე, შიდა ქსელის გლობალურ ქსელთან (ინტერნეტთან) უწყვეტი კავშირის უზრუნველყოფა;
ბ) კომისიის ვებგვერდისა და ელექტრონული ფოსტის სერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
ბ) კომისიის ვებგვერდის და ვებპორტალების, ასევე, ელექტრონული ფოსტის სერვერის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
გ) კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებში კომისიაში დასაქმებულ პირთა კონსულტაცია;
გ) კომისიის პერსონალური კომპიუტერებისა და მათი პერიფერიული მოწყობილობების, მრავალფუნქციური და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფა, დიაგნოსტიკა და განახლება;
დ) კომისიის პერსონალური კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამების დაყენება-განახლება, კომპიუტერებისა და მათი პერიფერიული მოწყობილობების, მრავალფუნქციური და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფა, დიაგნოსტიკა, რემონტი და განახლება;
დ) ვიდეოსათვალთვალო სისტემის, კომისიაში დასაქმებულ პირთა დაშვების კონტროლის სისტემისა და სატელეფონო სისტემის გამართული ფუნქციონირების, მომსახურებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ე) ვიდეოსათვალთვალო სისტემის, კომისიაში დასაქმებულ პირთა დაშვების კონტროლის სისტემისა და სატელეფონო სისტემის გამართული ფუნქციონირების, მომსახურებისა და განვითარების უზრუნველყოფა;
ე) კომისიის სხდომის დარბაზის ტექნიკური უზრუნველყოფა, სხდომების აუდიოჩაწერის უზრუნველყოფა და მათი არქივის შექმნა;
ვ) კომისიის ერთიანი ელექტრონული ინფორმაციული ბაზის შექმნა, მისი პერიოდული განახლება და კომისიის მუშაობისათვის საჭირო სხვადასხვა სახის ინფორმაციის განთავსება;
ვ) კომისიაში დასაქმებულთა, მათი სამსახურებრივი მოვალეობებთან დაკავშირებით, ტექნიკური კონსულტირება კომპიუტერულ-ტექნიკურ საკითხებში;
ზ) კომისიის სხდომის დარბაზის ტექნიკური უზრუნველყოფა, სხდომების აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერის უზრუნველყოფა და მათი არქივის შექმნა;
ზ) კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით შემოსული სხვადასხვა განაცხადების ტექნიკური ანალიზი, მხარდაჭერა და უზრუნველყოფა.
თ) ელექტრონულ ფორმატში არსებული ინფორმაციის (მათ შორის, ვებგვერდის) რეგულარული რეზერვირება;
თ) კომპიუტერულ-ტექნიკური ინფრასტრუქტურის განახლების, აუცილებლობის შემთხვევაში კომისიისათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა და კომისიის მიერ განსახორციელებელი შესყიდვის პროცედურების ტექნიკური მხარდაჭერა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.
ი) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე რეაგირება;
3. პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით დეპარტამენტის ფუნქციებია:
კ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
ა) კომისიაში არსებული პერსონალური კომპიუტერების პროგრამული უზრუნველყოფა, ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამების დაყენება-განახლება;
ბ) კომისიის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის შექმნა, განვითარება და მისი პროგრამული უზრუნველყოფა;
გ) საჭიროების შემთხვევაში, კომისიის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე ან დეპარტამენტის ინიციატივით, ახალი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და დანერგვა, ასევე არსებული სისტემების მოდერნიზაცია და მათი უწყვეტი ტექნიკური მხარდაჭერა;
დ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებული და კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში არსებული საწარმოთა მომსახურების კომერციული ხარისხის კონტროლის, აღრიცხვის და ანალიზის პორტალზე სხვადასხვა ცვლილებების ტექნიკური დანერგვა, ასევე არსებული სისტემების მოდერნიზაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;
ე) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებული და კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში არსებულ საწარმოთა ელექტრონულ პორტალზე სხვადასხვა ცვლილებების ტექნიკური დანერგვა, ასევე არსებული სისტემების მოდერნიზაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;
ვ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებული და კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში არსებული ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში რეგულირებული საწარმოების შესახებ მონაცემთა ბაზების წარმოებისა და შენახვისთვის საჭირო პორტალზე სხვადასხვა ცვლილებების ტექნიკური დანერგვა, ასევე არსებული სისტემების მოდერნიზაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;
ზ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებული და კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში არსებული ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის მონაცემთა ბაზების წარმოებისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის პორტალზე სხვადასხვა ცვლილებების ტექნიკური დანერგვა, ასევე არსებული სისტემების მოდერნიზაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;
თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებული და კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებლების მიერ დაფიქსირებული საცალო ფასების შედარების პორტალზე სხვადასხვა ცვლილებების ტექნიკური დანერგვა, ასევე არსებული სისტემების მოდერნიზაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;
ი) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შემუშავებული და კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, კომისიაში არსებულ ყველა სხვა პროგრამულ პროდუქტზე სხვადასხვა ცვლილებების ტექნიკური დანერგვა, მოდერნიზაცია და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უწყვეტი ტექნიკური და პროგრამული მხარდაჭერა;
კ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული და კომისიის შიდა პორტალზე არსებული შესაბამისი მოდულის საშუალებით ატვირთული მოთხოვნის საფუძველზე, განსახორციელებელია სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალის დიზაინის შემუშავება.
4. სტრატეგიული გაციფრულების მიმართულებით დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) კომისიის ციფრული მართვის პროცესების, ელექტრონული სერვისებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მექანიზმების ანალიზი, მათი გაუმჯობესებისათვის საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესასრულებლად:
ბ.ა) კომისიის დონეზე დანერგილი ციფრული სისტემების ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი, ანალიზი და მათი შემდგომი გაუმჯობესებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა;
ბ.ბ) კომისიის დონეზე დასანერგი ციფრული სისტემების შესახებ საუკეთესო საერთაშორისო და ადგილობრივი პრაქტიკის შესწავლა-ანალიზი; აღნიშნულის შედეგად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში დეპარტამენტი ასევე ახორციელებს:
ა) დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კომისიაში შემოსული კორესპონდენციის განხილვას და მათზე რეაგირებას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
მუხლი 28. კომისიის თავმჯდომარისა და წევრების აპარატი
მუხლი 28. კომისიის თავმჯდომარის, წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე🔗
კომისიის თავმჯდომარისა და წევრების აპარატის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
1. კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრსა და აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს თანაშემწე, რომლის ძირითადი ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) კომისიის თავმჯდომარისა და წევრების საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ა) კომისიის თავმჯდომარის, კომისიის წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა და ხელშეწყობა;
ბ) კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დავალებების შესრულების კონტროლი;
ბ) კომისიის თავმჯდომარის, კომისიის წევრისა და აღმასრულებელი დირექტორის დავალებების შესრულების კონტროლი;
გ) კომისიის თავმჯდომარესთან ან წევრებთან გასამართი შიდა თათბირების ორგანიზება;
გ) კომისიის თავმჯდომარესთან, კომისიის წევრთან/წევრებთან ან აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზება;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის ან/და კომისიის წევრების დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
დ) კომპეტენციის ფარგლებში, კომისიის თავმჯდომარის, კომისიის წევრების ან/და აღმასრულებელი დირექტორის დავალებითა და ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები და უფლებამოსილებები.
2. თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება კომისიის თავმჯდომარეს, კომისიის წევრსა და აღმასრულებელ დირექტორს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2025 წლის 3 ივლისის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 03.07.2025 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“, №79, 28.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 010220020.16.009.016430 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5066772-5/