“თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.03.2000 ძალადაკარგული 07.10.2014
ნომერი
№30/ო
სარეგისტრაციო კოდი
220.012.004.129
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 18/04/2000
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი №220.012.004.129

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანებ ა № 30/ო

                                              2000 წლის 13 მარტი                                 

ქ. თბილისი

თორმეტ  კვირაზე  მეტი ხანგრძლივობის  ორსულობის  ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ

უახლესი, 1995-1999 წლების სამედიცინო სტატისტიკის მონაცემებით, საქართველოში მცირდება შობადობა, სტაბილურად მაღალია დედათა და ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც რთულ დემოგრაფიულ ვითარებას. ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არის კარგად განვითარებული რეპროდუქტოლოგიური სამსახური. ქალთა უმრავლესობა ოჯახის დაგეგმვის ძირითად მეთოდად აბორტს მიიჩნევს. აბორტების რაოდენობის შესახებ რეალური სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება, რაც ნაწილობრივ განპირობებულია აბორტების წარმოების თაობაზე სამართლებრივ-ნორმატიული დოკუმენტების სრული საკანონმდებლო საფუძვლის უქონლობით.

ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქტოლოგიური ჯანმრთელობის უფლებების დაცვის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული რეკომენდაციებისა, არასასურველი ორსულობის, სტერილიზაციის, აბორტის შესახებ ნებისმიერი ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლების გათვალისწინებით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის XXII თავის, მუხლი 140-ის მე-2 პუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის  სამედიცინო ჩვენებების თანდართული ჩამონათვალი (დანართი №1);

ბ)  სამედიცინო  ჩვენებით  თორმეტ  კვირაზე  მეტი  ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ ნებართვის გაცემის თანდართული წესი (დანართი №2);

გ) სამედიცინო ჩვენებით ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ოპერაციის წარმოების ნებართვისათვის ჩვენებათა ჩამონათვალი (დანართი №3);

დ) არასამედიცინო ჩვენებით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციის ნებართვის გაცემის წესი (დანართი №4).

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №245/ნ - სსმ III, №120, 21.12.2000 წ., მუხ.970

2. დაევალოთ აფხაზეთის (ე. ბერია) და აჭარის (ა. ბერიძე) ავტონომიური რესპუბლიკების ჯანმრთელობის დაცვის მინისტრებს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტების დირექტორებს (გ. ჩალათაშვილი, ქ. ლორია, ლ. მიროტაძე, ლ. გელაშვილი, ვ. ბეთლემიძე, ზ. ჯალაბაძე, გ. უხიანიძე, ა. მურუსიძე, ლ. არაჩემია, ლ. სკამკოჩაიშვილი), ქ. თბილისის (დ. პავლიაშვილი), ქ. ფოთის (ვ. ვეკუა) და დაბა მესტიის (ო. ჭკადუა) მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამმართველოების უფროსებს უზრუნველყონ:

ა) წინამდებარე ბრძანების დანერგვა მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე არსებულ სამეანო-გინეკოლოგიურ დაწესებულებებში;

ბ) წინამდებარე ბრძანების განუხრელი შესრულება მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე;

გ) წარმოადგინონ ყოველი წლის ბოლოს, დადგენილი წესით, თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №245/ნ - სსმ III, №120, 21.12.2000 წ., მუხ.970

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მ. ღუდუშაურს.

4.  ბრძანება გამოქვეყნდეს პრესაში.

ა. ჯორბენაძე

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №245/ნ - სსმ III, №120, 21.12.2000 წ., მუხ.970

დანართი №1

12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენების (მდგომარეობის) ჩამონათვალი

მე-10 გადახედვის საერთაშორისო კლასიფიკაციის რუბრიკა და ქვერუბრიკა

 

N

დაავადების საერთაშორისო კლასიფიკაციის შიფრი

 

 

დაავადების დასახელება

დაავადების ფორმა,

სტადია, ხარისხი

 

შენიშვნა

1.

 

A15-A19

A15.7-A16.7

 

A15,A16, A15.0-3,

A16.0-3

 

 

A15, A16,

A15.4-6,8,9

A16.4-5,8,9

A17

 

 

 

A18.3

 

A16.3

A18.0

A18.1

A18.2,4-8

1. ინფექციური და პარაზიტული დაავადებები:

 

ტუბერკულოზი

პირველადი რესპირაციული  ტუბერკულოზი

 

რესპირაციული  ტუბერკულოზი

 

 

სუნთქვის ორგანოების ტუბერკულოზი

 

 

ტვინის გარსების და ნერვული სისიტემის ტუბერკულოზი

 

 

ნაწლავების, პერიტონეუმის და მეზენტერიული ჯირკვლების ტუბერკულოზი

ლიმფური კვანძების ტუბერკულოზი

ძვლებისა და სახსრების ტუბერკულოზი

შარდსასქესო ორგანოების ტუბერკულოზი

სხვა ორგანოების ტუბერკულოზი

 

ყველა

აქტიური

ფორმა

“

 

“

 

 

“

 

 

 

 

“

 

 

“

 

“

“

“

“

 

 

 

 

 

A17.0 ტუბერკულო-ზური მენინგიტი ორსულობის წინააღმდეგ ჩვენებაა

 

 

 

A19-

მილიარული ტუბერკულოზი ორსულობის წინააღმდეგ ჩვენებაა

 

2

3

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

B15-B19

A50-A53

A51

A51.5

A52.1-3

A52.0

A52.7

A53

A52.8,9

 

B06,

Z20.4

 

ვირუსული ჰეპატიტი,

ათაშანგი

ადრეული ათაშანგი,

ადრეული ათაშანგი ფარული,

ნერვული სისტემის ათაშანგი

  გულსისხლძარღვთა სისტემის ათაშანგი

მოგვიანებითი ათაშანგის სხვა სიმპტომები

ათაშანგის სხვა და დაუზუსტებელი ფორმები,

მოგვიანებითი ათაშანგი ფარული,

რეზისტენტული ათაშანგი

წითურა და ამ ინფექციასთან კონტაქტში მყოფი.

 

მძიმე ფორმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ორსულობის პირველ სამ თვეს ადრეულ

 

 

 

 

 

 

1

 

 

2

 

 

 

1

 

 

2

 

3

 

 

 

 

4

P35.1

 

 

P37.1

 

 

 

C00-C58

C64-C80,

C97

C81-C96

 

 

E05

 

 

E03

E10-E14

Z83.3

E21

 

E23.2

E24-E27

E85

 

 

 

D61

D69

თანდაყოლილი ციტომეგალოვირუსული ინფექცია

 

თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი

 

2. ახალწარმონაქმნები:

 

ყველა ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე ამჟამად სახეზე არსებული ან

წარსულში გადატანილი.

ლიმფური და სისხლმბადი ქსოვილების ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.

 

3. ენდოკრინული სისტემის დაავადება:

თირეოტოქსიკოზი (ჰიპერთირეოზი)

 

ჰიპერთერიოზის სხვა ფორმები

შაქრიანი დიაბეტი,

შაქრიანი დიაბეტი ორივე მეუღლ ი ს.

ჰიპერპარათირეოზი და ფარისებრ ახლო ჯირკვლების სხვა დარღვევები

უშაქრო დიაბეტი.

თირკმელზედა ჯირკვლის დაავადება.

ამილოიდოზი.

 

4. სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადება

სხვა აპლაზიური ანემი ები

პურპურა და სხვა ჰემორაგიული მდგომარეობები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშუალო და მძიმე ფორმის

არაკომპენ-სირებული

მძიმე ფორმა

 

 

აქტიური ფორმა

 

 

 

 

ხანაში გადატანილ სხვა მწვავე ინფექციური დაავადებებისას, ორსულობის შეწყვეტა ხდება კომისიის მიერ, ინდივიდუალურად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1.

 

 

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

F10.4-7

F11-F19

F05

 

 

F04,F06

 

F20,F21,F25

F34, F38,F39

F22

F23,F28,F29

F40-F48

F07,F60-F62

F10.2

F10-F19.2

F70-F79

 

 

 

G00-G09

 

G00

 

G03

 

 

G04

B69

E75.2,E71.3

 

 

 

 

 

G25

5. ფსიქი კ ური  აშლილობანი

 

ალკოჰოლური ფსიქოზები,

მედიკამენტოზური ფსიქოზები,

გარდამავალი ფსიქოზური მდგომარეობები წარმოშობილი ორგანული დაავადებების შედეგად,

სხვა ფსიქოტური მდგომარეობები (ქრონიკული) წარმოშობილი ორგანული დაავადებების შედეგად,

შიზოფრენ ი ული ფსიქოზები,

აფექტური ფსიქოზები,

პარანოიდული მდგომარეობები,

სხვა არაორგანული ფსიქოზები,

ნევროტული მოშლილობა,

პიროვნული მოშლილობა,

ქრონიკული ალკოჰოლიზმი,

ტოქსიკომანია (წამალდამოკიდებული)

გონებრივი ჩამორჩენილობა.

 

6. ნერვული სისტემის და მგრძნობელობის ორგანოების დაავადებები:

ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი დაავადებები

ბაქტერიული მენინგიტი, რომელიც არ არის კლასიფიცირებული სხვა რუბრიკებში

მენინგიტი, გამოწვეული სხვა და დაუზუსტებელი მიზეზებით,

 

ენცეფალიტი, მიელიტი და ე ნცეფლომიელიტი,

ცისტიცერკოზი.

ლეიკოდისტროფია

ცერებრული დეგენერაციები, რომლებიც ჩვეულებრივ ვლინდება ბავშვობაში,

პროგრესირებადი მრავალკეროვანი ლეიკოენცეფალოპათია,

სხვა ექსტრაპირამიდული დაავადებები და მამოძრავებელი ფუნქციების დარღვევები

 

 

ხშირი რეციდივებით ან მძიმედ მიმდინარე მომავალი დედის ან მამის ფსიქოზი, დადასტურებული ფსიქონევროლო-გიური დაწესებულების მიერ

 

 

 

3

 

 

 

 

 

4

5

6

7

 

8

 

 

9

10

11

 

 

 

12

13

 

 

14

 

 

15

 

 

 

16

 

17

 

18

G11

G12

G12.2

 

 

G35

G37

 

G40,G41

G47.4

G61-G63

G47

 

G71.0

G72

 

H33

H30,H31

H20-H22

 

 

 

H40,H42

H52

 

 

H53.4

 

 

H54.1

H54.2

 

 

H16

 

H17-H19

H46

H81,H82, R42

მემკვიდრული ატაქსია

ზურგის კუნთოვანი ატროფია

 მამოძრავებელი ნე ვ რონის დაავადება;

ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დაავადებები

გაფანტული სკლეროზი

ცნს-ის  დემიელინიზ აციით მიმდინარე სხვა დაავადებები,

ეპილეფსია,

ნარკოლეპსია და კატაპლექსია

ანთებითი და ტოქსიკური ნევროპათია,

პერიოდული ჰიპერსომნია, ძილის სპეციფი კ ური დარღვევები,

კუნთოვანი დისტროფია და მიოპათიის სხვა სახეები.

 

ბ ა დურის ჩამოცლა და გაგლეჯა,

ქორიორეტინული ანთება, ნაწიბურები და თვალის სისხლძარღვოვანი გარსის სხვა დაავადებები

ფერადი გარსის და ცილიარული სხეულის დაავადებები

 გლაუკომა

რეფრაქციისა და აკომოდაციის დარღვევები

 

 

მხედველობის არის დეფექტები

სიბრმავე და მხედველობის დეფექტები:

1. ერთი თვალის სიბრმავე, მეორე თვალზე დაქვეითებული მხედველობა,

2. დაქვეითებული მხედველობა ორივე თვალზე.

 

კერატიტი

 

რქოვანას შემღვრევა და სხვა დაავადებები,

მხედველობის ნერვის ნევრიტი

თავბრუსხვევის სინდრომები და მდგრადობის დარღვევა

 

 

 

 

 

 

ყველა ფორმა

 

ყველა ფორმა

 

ყველა ფორმა

 

 

 

 

 

მძიმე ფორმები

 

 

 

 

 

მძიმე ფორმები ან მხედველობის დაქ ვ ეითება, რომელიც არ ექვემდებარე-ბა სათვალეთ კორექციას

 

 

 

მძიმე ფორმები

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ნებისმიერ სტადიაში

 

 

19

20

21

 

 

 

1

 

 

 

2

 

3

 

 

4

 

 

5

 

6

7

 

8

 

 

 

9

 

10

 

 

11

 

12

 

H80

H93.3

H91.9

 

 

 

I00

I01

I02

 

I09.2

I05

 

I06

 

I07

 

I08

I10-I15

 

I20-I25

I26-I28

 

I30

I33

I31

 

I40

 

I48,I49.0

 

I46

I71

I72

I74

ვესტიბულური აპარატის სხვა დაავადებები.

ოტოსკლეროზი.

სმენის ნერვის დაავადებები.

თანდაყოლილი სიყრუე, ყრუმუნჯობა

 

7. სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები:

რევმატიული ცხელება გულის ჩათრევის გარეშე

რევმატიული ცხელება გულის ჩათრევით,

რევმატიული ქორეა

ქრონიკული რევმატიული პერიკარდიტი,

მიტრალური სარქველის რევმატიული დაავადებები

აორტული სარქველის რევმატიული დაავადებები

სამკარიანი სარქველის რევმატიული დაავადებები

რამდენიმე სარქველის დაზიანება

ჰიპერტონული დაავადება

 

გულის იშემიური დაავადებები

ფილტვისმიერი გული და ფილტვში სისხლის მიმოქცევის მოშლა

მწვავე პერიკარდიტი

მწვავე და ქვემწვავე ენდოკარდიტი

პერიკარდიუმის სხვა დაავადებები

 

მწვავე მიოკარდიტი

 

გულის რითმის დარღვევა (ფიბრილაცია და მოციმციმე არითმია)

გულის გაჩერება

აორტის ანევრიზმა და განშრევება

ანევრიზმის სხვა ფორმები

არტერიის ემბოლია და თრომბოზი

 

 

ყველა ფორმა

 

 

 

 

 

 

 

 

 

სტადია 2-ა ხშირი (ყოველთვიუ-რი) კრიზებით 2-ბ 3 ავთვი-სებიანი.

 

 

 

 

 

 

მწვავე (ქვემწვავე) ქრონიკული ინფექციური ალერგიული

 

 

 

13

 

14

 

15

 

 

 

 

 

 

 

 

1

2

3

4

 

 

 

 

5

 

 

 

1

2

 

3

 

4

 

 

 

 

5

 

6

7

8

M30

 

Q20,Q21

 

Q22-Q24

 

 

 

 

Z95

 

 

 

J38.6

J45,J46

J47

J85,J86,

J90,J93J94,

J12-J18

 

E85

J98.0

 

 

 

K22.2

Z94.8

 

K25-K28

 

K40-K46

 

 

 

 

K50-K52

 

K65

K90

K70,K73,74

კვანძოვანი პერიარტერიიტი და მსგავსი მდგომარეობები

გულის ბოლქვის ანომალიები და გულის ძგიდის დახურვის ანომალიები

გულის სხვა თანდაყოლილი ანომალიები.

მიტრალური კომისუროტომიის შემდგომი მდგომარეობა რესტენოზის წარმოშობის და ფილტვების ჰიპერტენზიის დროს, რევმატიზმის გამწვავების

გულის სარქველების პრო თ ეზირების შემდგომი მდგომარეობა.

 

8. სუნთქვის ორგანოების დაავადებები:

ხორხის სტენოზი

ბრონქული ასთმა

ბრონქოექტაზური დაავადება

ფილტვების და პლევრის დაავადებები, ფილტვებისა და გულის უკმარისობის ფონზე,

 

 

ამილოიდოზი.

ტრაქეის ან ბრონქების სტენოზი.

 

9. საჭმლის მომნელებელი ორგანოების დაავადებები:

საყლაპავის შევიწროვება და სტენოზი

ხელოვნური საყლაპავი

 

თორმეტგოჯა ნაწლავის და კუჭის წყლული.

 

მუცლის ღრუს თიაქარი.

 

 

 

 

არაინფექციური ენტერიტი და კოლიტი ნაწლავებიდან სისხლის დენით.

პერიტონიტი

ნაწლავების შეწოვითი უნარის დაქვეითება.

ღვიძლის ქრონიკული დაავადებები; ციროზი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მძიმე ფორმა

მძიმე ფორმა

 

 

 

 

 

 

რომელიც არ ემორჩილება ბუჟირებას

სტენოზისა და სისხლის დენის შემთხვევებში.

მნიშვნელო-

ვ ანი სიდიდის და მუცლის კედლის გათიშვით.

 

 

 

9

 

10

11

 

 

 

1

 

2

3

 

 

 

 

 

 

 

 

4

 

 

5

 

 

 

 

 

1

 

2

 

 

 

 

 

 

 

3

K80

 

K83

K85,K86

 

 

 

N00-N08

 

N17-N19

N15,N16

 

 

 

 

 

 

 

 

N13

 

 

N82

 

 

 

 

 

O01

Z35.1

O14.0

O14.1

O15

O14,O15.0

 

O16

 

 

O21.1

ნაღვლის კენჭოვანი დაავადებები.

 

სანაღვლე გზების სხვა დაავადებები

მწვავე პანკრეატიტი; კუჭქვეშა ჯირკვლის სხვა დაავადებები.

 

10. შარდსასქესო ორგანოების დაავადებები:

გლომერულების დაავადებები.

 

თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა

თირკმელების ინფექციები

 

 

 

 

 

 

 

 

ჰიდრონეფროზი

 

 

ფისტულები, ქალის სასქესო ორგანოების ჩათრევით.

 

11. ორსულობის, მშობიარობის და მშობიარობის შემდგომი პერიოდის გართულებები:

ბუშტნამქერი გადატანილი არაუგვიანეს ორი

წლისა.

მსუბუქი და დაუზუსტებელი პრეეკლამპსია

მძიმე პრეეკლამპსია,

ეკლამპსია,

პრეეკლამპსია ან ეკლამპსია, რომელიც დაერთო ადრე არსებულ ჰიპერტონიას.

დაუზუსტებელი ჰიპერტონია, რომელიც ართულებს ორსულობას, მშობიარობას და მშობიარობის შემდგომ პერიოდს.

ორსულთა შეუწყვეტელი ან მძიმე ღებინება, ნივთიერებათა ცვლის მოშლით.

 

ქრონიკული გამწვავებით

 

 

 

 

 

 

 

თირკმლების უკმარისო-ბით, მყარი ჰიპერტონი-ით, ორმხრივი ინფექცია, თანდაყო-ლილი და შეძენილი ინფექციები.

ცალი თირკმლის არსებობის დროს.

 

 

4

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

5

 

6

 

7

 

 

 

 

 

 

1

 

 

2

 

3

4

 

 

5

 

6

 

 

 

1

O33.0,8,9

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

O34.0

 

O34.2

 

C58

 

 

L10

 

 

 

M32,M34

 

 

M05, M06

 

M45

M91-M94

S47,S58,S68

 

S78,S88,S98

 

 

 

 

Q00-Q99

მენჯის ძვლების ანომალიები, დამატებითი დაზუსტების გარეშე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშვილოსნოს თანდაყოლილი ანომალიები (ორმაგი საშვილოსნო, ორრქიანი საშვილოსნო).

ოპერაციის შემდგომი ნაწიბური საშვილოსნოზე. საკეისრო კვეთის შემდგომ.

ქორიონეპითელიომა.

 

12. კანისა და კანქვეშა უჯრედისის დაავადებები:

ბუშტოვანი დერმატოზი (პემფიგუსი).

 

13. ძვალკუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები:

შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებ ები

სეროპოზიტიული რევმატიული ართრიტი; სხვა რევმატიული ართრიტები

მაანკილოზებელი სპონდილიტი

ქონდროპათიები

ზემო კიდურის და ხელის მტევნის ტრავმული ამპუტაცია (სრული) (ნაწილობრივი).

ქვემო კიდურის (კიდურების ტრავმული ამპუტაცია, ტერფის (მთლიანად) (ნაწილობრივი) ამპუტაცია.

 

14. თანდაყოლილი ანომალიები:

თანდაყოლილი ანომალიები (განვითარების ნაკლი)

ასეთი ან ო მა-ლიების შემთ-ხვევაში საჭი-როა ორსულს აეხსნას, რომ ცოცხალი ნა-ყოფის მიღება შეიძლება ორ-სულობის ბო-ლოს მხოლოდ საკეისრო კვეთით.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რადიაციული ზემოქმედება

 

 

 

2

 

3

 

 

1

 

 

 

 

 

 

2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1

 

 

2

 

 

 

Q90-Q99

 

 

 

 

E70-E90

 

 

 

 

 

 

D66-D68

G71,G72,G73

წინა მშობიარობა ქრომოსომული ანომალიის მქონე ნაყოფით.

 

ქრომოსომული ანომალიები.

ერთ-ერთი მშობლის დომინანტური შთამომავლობითი დაავადება.

 

შთამომავლობითი  დაავადებები:

მრავალი გენური დაავადების (ამიმომჟავური, ნახშირწყლოვანი, გლიკოლიპოიდური, გლიკოპროტეინური ძვ რ ების) მშობელთა შორის ჰეტეროზიგოტური მტარებლობა, ნივთიერებათა ცვლის და იმუნიტეტის სხვა დარღვევები.

 

ადრე დაბადებული ბავშვები, რომელთა დაავადებები დაკავშირებულია შთამომავლობით დაავადებებთან როგორიცაა ჰემოფილია, მიოპათია, დიუშენის ტიპის და სხვა სასიცოცხლო ორგანოების ამოკვეთის შემდგომი მდგომარეობა (ფილტვის ან მისი ნაწილის, თირკმლის და სხვა).

სისხლის შედედების დარღვევები.

 

 

ფიზიოლოგიური მდგომარეობა

ფიზიოლოგიური მდგომარეობა ქალის ორგანიზმის მოუმწიფებლობის ასაკში 16 წლის და ქვევით.

ქალის რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის ქრობის ასაკში 45 წ. და ზევით.

 

 

 

 

 

 

 

დაავადების ზუსტად დადგენისას დაავადებულ ბავშვთა შორის ერთ-ერთ ბავშვზე.

იმ პირობით, თუ მამრობითი სქესი დადგენილია

(პრენატა-ლური დიაგნოს-ტიკის მეთოდებით)

მამაკაცზე და ქალზე დაორსულების წინ და ორსულობაში.

ქიმიური, ტერატოგე-ნული და მუტაგენუ-რი ხასიათის მედიკამენტების ზემოქმედება დაორსულებამდე და ორსულობის პერიოდში.

 

იმ შემთხვევაში, თუ ორსული ქალის დაავადება არ არის მინიშნებული ინსტრუქციაში, მაგრამ რომლის არსებობ ობი ს შემ თხვევაში ორსულობის გაგრძელება არ შეიძლება, ვინაიდან მოსალოდნელია ორსული ქალის სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდეს, საკითხი ორსულობის შეწყვეტის შესახებ იხილება კომისიურად (პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომით).

 

დანართი №2

სამედიცინო ჩვენებით თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ ნებართვის გაცემის წესი

1. სამედიცინო ჩვენებით, თორმეტ კფვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაცია ნებადართულია ჩატარდეს ორსულობის ოცდაორ (22) კვირამდე.

2. ორსულობის შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებები დადგენილ უნდა იქნეს ლიცენზირებულ ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ ან სტაციონარულ დაწესებულებაში კომისიური წესით, რომლის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს დაწესებულების მთავარი ექიმი, მკურნალი ექიმი, იურისტი და იმ სპეციალობის ექიმი, რომლის სფეროში შედის ორსულის დაავადება (მდგომარეობა). კომისია იქმნება ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ხელმძღვანელის ან მთავარი ექიმის ბრძანებით.

კომისიის სხდომა ფორმირდება ოქმის სახით.

3. სამედიცინო ჩვენებების არსებობის შემთხვევაში ორსულს მიეცემა დასკვნა, სრული კლინიკური დიაგნოზით, დამოწმებული ზემოაღნიშნული სპეციალისტების ხელმოწერით და დაწესებულების ბეჭდით.

შენიშვნა: თუ ორსულს აქვს ფსიქი კ ური ან ვენერიული დაავადება, საბუთები ორსულობის შეწყვეტის შესახებ გადაეცემა უშუალოდ იმ საავადმყოფოს (სამშობიარო სახლს), სადაც პაციენტს გადაწყვეტილი აქვს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციის ჩატარება.

4. თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაცია უნდა ჩატარდეს მხოლოდ ლიცენზირებულ სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის სტაციონარულ დაწესებულებაში (განყოფილებაში).

5. სამედიცინო ჩვენებით თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციის ჩასატარებლად:

– ორსული განცხადებით მიმართავს სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის სტაციონარის მთავარ ექიმს ან იმ მრავალპროფილიანი საავადმყოფოს მთავარ ექიმს, სადაც ფუნქციონირებს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილება.

– ორსული, განცხადებასთან ერთად, წარადგენს სამედიცინო დასკვნას თორმეტ კვირაზე მრეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენების (სრული დიაგნოზის) აღნიშვნით.

– საავადმყოფოს (სამშობიარო სახლის) მთავარი ექიმი კომისიური წესით იხილავს შემოსულ განცხადებას და დასკვნას; კომისიის სხდომა ფორმდება ოქმის სახით, კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მთავარი ექიმი, მოადგილე სამკურნალო დარგში, კათედრის წარმომადგენელი (თუ კათედრა არის დაწესებულებაში), იმ სპეციალობის ექიმი, რომლის სფეროშიც შედის ორსულის დაავადება (მდგომარეობა) და იურისტი.

– კომისიის გადაწყვეტილება, შესაბამისი ჩანაწერით, ფორმდება ავადმყოფის სამედიცინო დოკუმენტში (ავადმყოფობის ისტორიაში) და მოწმდება წევრთა ხელმოწერით.

– სამედიცინო ჩვენებით თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციის ჩატარების თაობაზე დადგენილი წესით ჩანაწერი კეთდება ე.წ. „სიმართლის წიგნში“.

– სამედიცინო ჩვენებით თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციის ჩატარების თაობაზე საავადმყოფო (სამშობიარო სახლი) გასცემს დადგენილი წესით ფორმა №27-ს ტერიტორიული ქალთა კონსულტაციისათვის ან ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებისათვის.

დანართი №3

არასამედიცინო ჩვენებით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციის წარმოების ნებართვის ჩვენებათა ჩამონათვალი

ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ჩვენებების ჩამონათვალი, რომელიც კავშირში არ არის სამედიცინო მდგომარეობასთან და წარმოადგენს:

1. ქმრის I-II ჯგუფის ინვალიდობა;

2. ქმრის გარდაცვალება ცოლის ორსულობის დროს;

3. ქალის ან მისი ქმრის ყოფნა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში;

4. ქალის ან მისი ქმრის უმუშევრობის აღიარება სათანადო წესით;

5. სასამართლო გადაწყვეტილების არსებობა მშობელთა უფლებების შეწყვეტის ან შეზღუდვის შესახებ;

6. ქალი, რომელიც არ არის გათხოვილი;

7. განქორწინება ორსულობის დროს;

8. ორსულობა გაუპატიურების შედეგად;

9. საცხოვრებლის უქონლობა, ცხოვრება საერთო საცხოვრებელში ან ნაქირავებ ბინაში;

10. ქალი, რომელსაც გააჩნია ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი;

11. მრავალშვილიანობა (3 ან მეტი შვილი);

12. ოჯახში ინვალიდი ბავშვის არსებობა;

13. შემოსავალი ოჯახის ერთ წევრზე ნაკლებია რეგიონისათვის დადგენილ მინიმუმზე;

14. თუ ქალის ასაკი არ აღწევს 15 წელს;

15. თუ ქალის ასაკი გადაცილებულია 45 წელს.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №245/ნ - სსმ III, №120, 21.12.2000 წ., მუხ.970

დანართი №4

არასამედიცინო ჩვენებით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაციის ნებართვის გაცემის წესი

1.    ორსულობის შეწყვეტის საკითხი ზემოთჩამოთვლილი ჩვენებებით წყდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრებთან არსებული კომისიის მიერ, თუკი ქალს გააჩნია დასკვნა ორსულობის ვადის შესახებ, არასამედიცინო ჩვენებით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაცია ნაწარმოები იქნეს მხოლოდ 22 კვირის ორსულობის ვადამდე, რომელიც დადგენილია ქალთა ტერიტორიული კონსულტაციის მთავარი ექიმის და 2 მეან-გინეკოლოგის მიერ, ექოსკოპიის დასკვნა და შესაბამისი იურიდიული დოკუმენტები (ცნობა ქმრის გარდაცვალების შესახებ, მოწმობა განქორწინების შესახებ და სხვა).

2.    თუკი არსებობს არასამედიცინო ხასიათის ჩვენებები ორსულობის შეწყვეტისათვის, რომლებიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ინსტრუქციაში, ორსულობის შეწყვეტის საკითხს წყვეტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული კომისია ინდივიდუალური წესით.

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №245/ნ - სსმ III, №120, 21.12.2000 წ., მუხ.970

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის სამედიცინო ჩვენებების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ”, №30/ო, 13.03.2000, სარეგისტრაციო კოდი 220.012.004.129 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.12.2000). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/50692-1/