„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 111 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი : „მუხლი 112. დაქირავებულ პირთა რეესტრი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. 2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით. 3. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აისახება დაქირავებულ პირთა შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) დაქირავებული პირის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი; ბ) სამუშაო განაკვეთი; გ) სტატუსი – აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი; დ) სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თარიღი; 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის: ა) აქტიური სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას; ბ) შეჩერებული სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც დროებით ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას; გ) შეწყვეტილი სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელთანაც შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას დამქირავებელი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები 2 კალენდარული დღის ვადაში ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“.“. 2. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 45-ე პუნქტი: „45. 2021 წლის 1 მარტამდე დამქირავებელი ვალდებულია 112 მუხლის შესაბამისად „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით 112 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია.“. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 15 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 18.01.2021წ. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
2
+
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №331
2020 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1🔗
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, 2000900000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 111 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 112 მუხლი :
1. 111 მუხლის
შემდეგ
დაემატოს
შემდეგი
შინაარსის 112 მუხლი :
„მუხლი 112. დაქირავებულ პირთა რეესტრი
„მუხლი 112. დაქირავებულ
პირთა
რეესტრი
1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.
2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.
3. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აისახება დაქირავებულ პირთა შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:
ა) დაქირავებული პირის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი;
ბ) სამუშაო განაკვეთი;
გ) სტატუსი – აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი;
დ) სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თარიღი;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის:
ა) აქტიური სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
ბ) შეჩერებული სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც დროებით ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას;
გ) შეწყვეტილი სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელთანაც შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას დამქირავებელი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები 2 კალენდარული დღის ვადაში ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“.“.
2. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 45-ე პუნქტი:
2. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე პუნქტი:
„45. 2021 წლის 1 მარტამდე დამქირავებელი ვალდებულია 112 მუხლის შესაბამისად „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით 112 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია.“.
„38. 2021 წლის 1 მარტამდე დამქირავებელი ვალდებულია 112 მუხლის შესაბამისად „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით 112 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია.“.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 15 იანვრის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 18.01.2021წ.
+
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს ფინანსთა მინისტრიივანე მაჭავარიანი
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №331, 31.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017421 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.01.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5076161-1/