რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის
ბრძანება №13/ნ |
|
2020 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
დამტკიცდეს „რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგია“ თანდართულ დანართებთან ერთად.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
2. მეთოდოლოგიის შემუშავებაში გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა – დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) და ევროპის საბანკო ასოციაციის (EBA) სახელმძღვანელო პრინციპები.
3. მეთოდოლოგია ეფუძნება გამჭვირვალობის, თანაბარი და სამართლიანი მიდგომის, ხელმისაწვდომი ინფორმაციის და კონფიდენციალურობის საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს.
4. მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოითვლება რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის.
2. თითოეული კომერციული ბანკისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა მტკიცდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით.
3. კანონის და ამ მეთოდოლოგიის შესაბამისად, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას თითოეული კომერციული ბანკისთვის ამტკიცებს ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა (მომდევნო კალენდარული წლისთვის) და წარუდგენს შესაბამის კომერციულ ბანკს.
2. აგრეგირებული რისკის წონის განსაზღვრისათვის შერჩეულია 4 ძირითადი კატეგორია, რომელიც ფასდება შესაბამისი პროცენტული ქულით:
ა) კაპიტალი – 40%;
ბ) ლიკვიდობა – 20%;
გ) აქტივების ხარისხი – 20%;
დ) ბიზნეს მოდელი და მომგებიანობა – 20%.
3. თითოეული კატეგორიის შეფასებისთვის გამოყენებული რისკის ინდიკატორების შესაბამისი წონები მოცემულია ამ მეთოდოლოგიის დანართ N1-ში წარმოდგენილ ცხრილში.
4. კატეგორიების და კოეფიციენტების შერჩევა და განაწილება ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს და გათვალისწინებულია ხელმისაწვდომი ინფორმაციის და ერთგვაროვანი/სამართლიანი განაწილების პრინციპები.
2. სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ადგენს რეგულარული სადაზღვევო შენატანის საერთო ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობისა. აღნიშნული ოდენობის გამრავლებით აგრეგირებულ რისკის წონაზე, გამოითვლება რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის.
3. რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა მრგვალდება მეათიათასედამდე.
4. რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის გამოითვლება ამ მეთოდოლოგიის დანართი №2-ის შესაბამისად.
დანართი №1
რისკის კატეგორიებისა და რისკის ინდიკატორების შესაბამისი წონები
|
რისკის კატეგორია |
რისკის ინდიკატორი |
ხვ. წილი |
|
კაპიტალი (40%) |
ბანკის ლევერიჯის კოეფიციენტი |
50% |
|
ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტის შეფარდება ძირითადი პირველადი კაპიტალის მოთხოვნასთან |
50% |
|
|
ლიკვიდობა (20%) |
ბანკის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი |
50% |
|
ბანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი |
50% |
|
|
აქტივების ხარისხი (20%) |
ვადაგადაცილებული სესხების შეფარდება მთლიან სასესხო პორტფელთან |
100% |
|
ბიზნეს მოდელი და მომგებიანობა (20%) |
რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების შეფარდება მთლიან აქტივებთან |
33,33% |
|
მსხვილი სესხების რისკის პოზიციების კოეფიციენტი |
33,33% |
|
|
უკუგება საშუალო კაპიტალზე - წლიურად გაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ სააქციო კაპიტალთან (ე.წ. ROE) |
33,33% |
დანართი №2
რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობის გამოთვლის ფორმულა
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ადგენს რეგულარული სადაზღვევო შენატანის საერთო ოდენობას ყველა კომერციული ბანკისთვის, მაგრამ არაუმეტეს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობისა. საბოლოო ინდივიდუალური ოდენობა გამოითვლება აღნიშნული ოდენობის გამრავლებით თითოეული კომერციული ბანკის აგრეგირებული რისკის წონაზე.
რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ოდენობა გამოითვლება ფორმულით:
Ci = (CRi gel× CDi gel) + (CRi fx x Cdi fx)
სადაც, თითოეულ შემადგენელს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
მაგალითი:
|
ბანკი |
აგრეგირებული რისკის წონა |
ოდენობა ლარში (CR gel) |
ოდენობა უცხოურ ვალუტაში (CR fx) |
რისკის წონის მიხედვით დაკორექტირებული ოდენობა ლარში (CRi gel), % |
რისკის წონის მიხედვით დაკორექტირებული ოდენობა უცხოურ ვალუტაში (CRi fx), % |
|
ბანკი 1 |
0,910 |
0,03333 |
0,06667 |
0,0303 |
0,0607 |
|
ბანკი 2 |
1,074 |
0,03333 |
0,06667 |
0,0358 |
0,0716 |
აღნიშნული მაგალითის შესაბამისად, ბანკი 1, ლარში დაზღვეული დეპოზიტებისთვის გამოიყენებს 0,0303%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის - 0,0607%-ს. ანალოგიურად, ბანკი 2, ლარში და უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის იხელმძღვანელებს შემდეგი ოდენობებით - 0,0358% და 0,0716% შესაბამისად.
+
+
+
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი
+
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსიოთარ ძიძიკაშვილი
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
2. მეთოდოლოგიის შემუშავებაში გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა – დეპოზიტების დაზღვევის საერთაშორისო ასოციაციის (IADI) და ევროპის საბანკო ასოციაციის (EBA) სახელმძღვანელო პრინციპები.
4. მეთოდოლოგიის შესაბამისად გამოითვლება რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის.
სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 28.06.2023წ.
+
მუხლი 2. კონფიდენციალურობა და ზოგადი პრინციპები
1. მეთოდოლოგია საერთოა და საჯაროა ყველა კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის, ხოლო თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის გამოანგარიშებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა კონფიდენციალურია და ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის.
2. თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა მტკიცდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. კანონის და ამ მეთოდოლოგიის შესაბამისად, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალურ ოდენობას თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის ამტკიცებს ყოველწლიურად, არაუგვიანეს 30 სექტემბრისა (მომდევნო კალენდარული წლისთვის) და წარუდგენს შესაბამის კომერციულ ბანკს და მიკრობანკს.
სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 28.06.2023წ.
+
მუხლი 3. აგრეგირებული რისკის წონა
1. სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ხელმძღვანელობს „დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში გამოყოფილი სახსრების ანაზღაურების მიზნით შენატანების დაკისრების კრიტერიუმებისა და შენატანების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით, თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის გამოთვლილი აგრეგირებული რისკის წონით.
სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 28.06.2023წ.
+
მუხლი 4. რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანი
1.ამ მეთოდოლოგიის მე-3 მუხლის შესაბამისად მიღებული აგრეგირებული რისკის წონა გამოიყენება თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოსათვლელად.
11. სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო უფლებამოსილია აგრეგირებული რისკის წონის მიღებამდე კომერციულ ბანკს და მიკრობანკს დაუწესოს კანონით დადგენილი რეგულარული სადაზღვევო შენატანის მაქსიმალური ოდენობა.
2. სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ადგენს რეგულარული სადაზღვევო შენატანის საერთო ოდენობას, მაგრამ არაუმეტეს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობისა. აღნიშნული ოდენობის გამრავლებით აგრეგირებულ რისკის წონაზე გამოითვლება რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის.
4. რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა თითოეული კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის გამოითვლება ამ მეთოდოლოგიის დანართი №2-ის შესაბამისად.
სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2023 წლის 22 თებერვლის ბრძანება №18/ნ - ვებგვერდი, 23.02.2023წ.
სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 28.06.2023წ.
50%
ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტის შეფარდება ძირითადი პირველადი კაპიტალის მოთხოვნასთან50%
ლიკვიდობა (20%) ბანკის წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტი50%
ბანკის ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი50%
აქტივების ხარისხი (20%) ვადაგადაცილებული სესხების შეფარდება მთლიან სასესხო პორტფელთან 100% ბიზნეს მოდელი და მომგებიანობა (20%) რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების შეფარდება მთლიან აქტივებთან 33,33% მსხვილი სესხების რისკის პოზიციების კოეფიციენტი 33,33% უკუგება საშუალო კაპიტალზე - წლიურად გაანგარიშებული წმინდა მოგება შეფარდებული საშუალო წლიურ სააქციო კაპიტალთან (ე.წ. ROE) 33,33%დანართი №2
სსიპ - დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2023 წლის 23 ივნისის ბრძანება №21/ნ - ვებგვერდი, 28.06.2023წ.
სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ადგენს რეგულარული სადაზღვევო შენატანის საერთო ოდენობას ყველა კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის, მაგრამ არაუმეტეს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური ოდენობისა. საბოლოო ინდივიდუალური ოდენობა გამოითვლება აღნიშნული ოდენობის გამრავლებით თითოეული კომერციული ბანკის და მიკრობანკის აგრეგირებული რისკის წონაზე.
· Ci – ყოველთვიური რეგულარული სადაზღვევო შენატანი შესაბამისი კომერციული ბანკისთვის და მიკრობანკისთვის;
· CRi gel – ყოველთვიური რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა ლარში დაზღვეული დეპოზიტებისთვის;
· CRi fx – ყოველთვიური რეგულარული სადაზღვევო შენატანის ინდივიდუალური ოდენობა უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის;
· CDi gel – ლარში დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა;
· Cdi fx – უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტების ოდენობა.
აღნიშნული მაგალითის შესაბამისად, ბანკი 1, ლარში დაზღვეული დეპოზიტებისთვის გამოიყენებს 0,0303%-ს, ხოლო უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის - 0,0607%-ს. ანალოგიურად, ბანკი 2, ლარში და უცხოურ ვალუტაში დაზღვეული დეპოზიტებისთვის იხელმძღვანელებს შემდეგი ოდენობებით - 0,0358% და 0,0716% შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება „რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2025.
- როდის იქნა მიღებული „რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“?
- „რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 31.12.2020. მიმღები ორგანო — სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო. დოკუმენტის ნომერი — №13/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.66.078.016013.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის ბრძანება „რისკზე დაფუძნებული რეგულარული სადაზღვევო შენატანის გამოთვლის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“, №13/ნ, 31.12.2020, სარეგისტრაციო კოდი 220090000.66.078.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5076781/