სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №6 |
|
2021 წლის 12 იანვარი ქ. თბილისი |
ა) სხვა შემსყიდველმა ორგანიზაციებმა, გარდა ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებისა, უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს მთავრობისათვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა;
ბ) მუნიციპალიტეტებმა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა იურიდიულმა პირებმა უზრუნველყონ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული CPV კოდების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყებამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის შესყიდვის ობიექტის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა.
ა) შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის განხორციელების მიზნობრიობისა და აუცილებლობის დასაბუთება;
ბ) ბაზრის კვლევის ამსახველი ინფორმაცია, ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული კლასიფიკატორის კოდში შემავალი შესყიდვის თითოეული ობიექტისათვის ცალ-ცალკე; იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის კვლევა განხორციელებულია ინვოისების საფუძველზე, ბაზრის კვლევის ამსახველი დოკუმენტაცია უნდა აერთიანებდეს მინიმუმ სამი პოტენციური მიმწოდებლის შეთავაზებას. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლების მინიმალური რაოდენობის გამოკითხვის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შესაბამის დოკუმენტაციაში (სამართლებრივი აქტის პროექტის განმარტებითი ბარათი/ინფორმაცია) უნდა დაასაბუთოს ბაზრის კვლევაში მინიმუმ სამი პრეტენდენტის მონაწილეობის შემაფერხებელი გარემოებები;
გ) დაზიანებული/ამორტიზებული შესყიდვის ობიექტის შეცვლის მიზნით გამოსაცხადებელი შესყიდვის ელექტრონული პროცედურის შემთხვევაში – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მომზადებული დეფექტური აქტი/დასკვნა;
დ) ამ დადგენილების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დასაბუთება, საჭიროებისამებრ.
ა) უფლებამოსილია, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური ან/და საკვალიფიკაციო მოთხოვნების კონკურენტუნარიანობის კვლევა, შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მის მიერ განხორციელებული ბაზრის კვლევის ალტერნატიული მეთოდით ჩატარების მოთხოვნა;
ბ) ინფორმირების მიზნით, წარდგენილ დოკუმენტაციაზე გასცემს რეკომენდაციას (დადებითი, უარყოფითი ან შენიშვნებით), რომელიც არ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2. ამ დადგენილების მე-3 მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის განხილვის ვადა შეადგენს 10 სამუშაო დღეს მისი განსახილველად რეგისტრაციის მომენტიდან.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში უარყოფითი ან შენიშვნებით რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, შემსყიდველ ორგანიზაციას უგზავნის შესაბამის რეკომენდაციას. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, თავიდან წარმოადგინოს შენიშვნების შესაბამისად გადამუშავებული შესათანხმებელი ინფორმაცია დადგენილი წესით, რაც გულისხმობს ინფორმაციის განხილვას რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
4. ინფორმირების მიზნით წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე გაცემული ნებისმიერი რეკომენდაციის ასლი ეგზავნება სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს.
5. განსაკუთრებული საჭიროებისას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის გადაწყვეტილებით, ერთჯერადად შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი განხილვის ვადის გაგრძელება 3 სამუშაო დღით, რაც უნდა ეცნობოს შემსყიდველ ორგანიზაციას.
6. ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ვადის განმავლობაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში, საკითხი მიიჩნევა განხილულად.
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობების (დონორების) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;
დ) საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;
ე) საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;
ვ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;
ზ) საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;
თ) საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;
ი) სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;
კ) სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ განხორციელებული შესყიდვებისა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შემსყიდველი ორგანიზაციისათვის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ გაიცა უარყოფითი ან შენიშვნებით რეკომენდაცია, რასაც არ ეთანხმება შემსყიდველი ორგანიზაცია, განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს მთავრობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული არგუმენტაციით.
3. ამ დადგენილების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განკარგულების პროექტი განსახილველად წარმოუდგინოს საქართველოს მთავრობას წინასწარი თანხმობის მისაღებად.
|
+
+
+
+
+
+
+
+
ა) კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხო ქვეყნის მთავრობების (დონორების) მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში განხორციელებული შესყიდვებისა;
კ) სსიპ − საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ განხორციელებული შესყიდვებისა;
ლ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის დადგენილება №121 – ვებგვერდი, 22.03.2021წ.
+
+
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დაცვის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1551 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით, „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამისი დადგენილების მიღებამდე/ამოქმედებამდე, ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურები შესაბამისად გავრცელდეს ამავე დადგენილებით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციებზე მათ მიერ 2022 წლის შესყიდვების გეგმით შესასყიდ იმ ობიექტებთან მიმართებით, რომლებიც ექცევიან ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში.
„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მაკროეკონომიკური პარამეტრების მაქსიმალური ზღვრების დაცვის მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 1551 მუხლის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების გათვალისწინებით, „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შესაბამისი დადგენილების მიღებამდე/ამოქმედებამდე, ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურები შესაბამისად გავრცელდეს ამავე დადგენილებით განსაზღვრულ შემსყიდველ ორგანიზაციებზე მათ მიერ 2022 წლის შესყიდვების გეგმით შესასყიდ იმ ობიექტებთან მიმართებით, რომლებიც ექცევიან ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულ კლასიფიკატორის კოდებში.
+
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. პრემიერ - მინისტრიგიორგი გახარია
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.04.2021.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“?
- „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ მიღებულია 12.01.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №6. სარეგისტრაციო კოდი — 190020010.10.003.022558.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.04.2021.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.04.2021 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“, №6, 12.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 190020010.10.003.022558 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5080744/