იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხის განსაზღვრის შესახებ, სადაც 2021 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.01.2021 ბოლო ცვლილება 01.12.2021
ნომერი
№674
სარეგისტრაციო კოდი
170040000.22.027.017167
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/01/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება  №674

2021 წლის 26 იანვარი

ქ. თბილისი

 

იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხის განსაზღვრის შესახებ, სადაც 2021 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის
„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2​​​​2 პუნქტისა და მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


1. დამტკიცდეს იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხა (დანართი №1), სადაც 2021 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება იმ დასახლებებში (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში), სადაც სანოტარო მომსახურება 2021 წელს სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის, ამ ბრძანებით დამტკიცებული ნუსხით გათვალისწინებული ოდენობის ნოტარიუსთა დასანიშნად.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრიგოჩა ლორთქიფანიძე
+




დანართი №1

იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) 

ნუსხა, სადაც 2021 წელს სანოტარო მომსახურება 

სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

№

დასახლება

2021 წელს 
დასანიშნ
ნოტარიუსთა
რაოდენობა

შენიშვნა

1

გურჯაანი

1

 

2

წალკა

1

მაღალმთიანი დასახლება

3

თერჯოლა

1

 

4

ადიგენი

1

მაღალმთიანი დასახლება

5

სიღნაღი

1

 

6

შუახევი

1

მაღალმთიანი დასახლება

7

ცაგერი

1

მაღალმთიანი დასახლება

8

ვანი

1

 

9

ასპინძა

1

მაღალმთიანი დასახლება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 31 მარტის ბრძანება №697 - ვებგვერდი, 31.03.2021 წ.
 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „იმ დასახლებათა (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებათა) ნუსხის განსაზღვრის შესახებ, სადაც 2021 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის“, №674, 26.01.2021, სარეგისტრაციო კოდი 170040000.22.027.017167 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5086013-1/