2. ამ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად:

ა) 2020 წლის და შემდგომი წლების ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა;

ბ) 2021 წლის და შემდგომი წლების ფინანსური ანგარიშგება მოამზადონ საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებმა.

3. წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული ფორმით, ფინანსური ანგარიშგება კონტროლირებულმა ერთეულებმა მაკონტროლებელ ერთეულებს წარუდგინონ მათ მიერ დადგენილ ვადებში, ხოლო მხარჯავმა დაწესებულებებმა წლიური ფინანსური ანგარიშგება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, საანგარიშგებო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე