მუხლი 4. მეზღვაურის ფოტო სურათი და ბიომეტრიული მონაცემები
1. დოკუმენტის მფლობელის ძირითადი ფოტოსურათი უნდა იყოს შავ-თეთრი. საბაზო ზომა უნდა ჩაითვალოს: სიმაღლე 40 (ორმოცი) მმ და სიგანე 30 (ოცდაათი) მმ.
2. ბარათზე წვდომის 6-ციფრიანი ნომერი (CAN) უნდა დაიტანებოდეს მოწმობის წინა მხარეზე, ICAO-ს სტანდარტის შესაბამისად და უნდა იყოს მხარდაჭერილი EMRTD აპლიკაციით.
3. სტრუქტურას არ უნდა დაემატოს ზედა ფენა ან წებო, კერძოდ ზედა ფენა არ უნდა დაიტანებოდეს დოკუმენტის გრაფიკული პერსონალიზაციის შემდგომ.
4. მეზღვაურის ფოტოსურათისათვის ადგილი გათვალისწინებული უნდა იყოს ბარათის წინა გვერდის მარცხენა მხარე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათისა და მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკის ფორმის, მისი დამზადების, გაცემისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ, მუხლი 4, №02, 03.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 310020000.55.067.016128 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.06.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5094236/muxli-4-3/