თავი II — სერტიფიკატების გაცემასთან და აღიარებასთან დაკავშირებული ზოგადი წესები
1. კომპეტენციის სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ სააგენტო სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტური დასაბუთების ნამდვილობის დამოწმებისა და მისი მოქმედების ვადის დამტკიცების შემდეგ.
2. პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3. მეზღვაურს, რომელიც ასრულებს STCW-ის კოდექსის A-II/1, A-II/2, A-II/3, A-II/4, A-II/5, A-III/1, A-III/2, A-III/3, A-III/4, A-III/5, A-III/6, A-III/7 ან A-IV/2 ნაწილით განსაზღვრულ ან სხვა ფუნქციას, უნდა ჰქონდეს კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი.
4. სააგენტოს მიერ ყველა სახის სერტიფიკატის გაცემა და დადასტურება ხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 6. მეზღვაურთა სერტიფიცირება 1. კომპეტენციის სერტიფიკატს გასცემს მხოლოდ სააგენტო სერტიფიკატის გაცემისათვის საჭირო დოკუმენტური დასაბუთების ნამდვილობის დამოწმებისა და მისი მოქმედების ვადის დამტკიცების შემდეგ. 2. პირი უფლებამოსილია მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონითა და კონვენციისკონვენციით V/1-1 და V/1-2 რეგლამენტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 3. მეზღვაურს, რომელიც ასრულებს STCW-ის კოდექსის A-II/1, A-II/2, A-II/3, A-II/4, A-II/5, A-III/1, A-III/2, A-III/3, A-III/4A-III/4, A-III/5, A-III/6, A-III/7 ან A-IV/2 ნაწილით განსაზღვრულ ან სხვა ფუნქციას, უნდა ჰქონდეს კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატი. 4. სააგენტოს მიერ ყველა სახის სერტიფიკატის გაცემა და დადასტურება ხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება