1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, აგრეთვე საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგის, საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებისა და მონიტორინგის, სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და მონიტორინგის სისტემებს.
2. მეზღვაურის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, ხოლო საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები − რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. აღნიშნულის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, მაღალკვალიფიციურ მეზღვაურთა წვრთნის, მათი ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა.
3. ეს კანონი შემუშავებულია განათლების მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების თაობაზე არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომ − კონვენცია), გათვალისწინებით და ეფუძნება მათ ძირითად პრინციპებს.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2018 წლის 20
სექტემბრის
კანონი №3447
–
ვებგვერდი, 09.10.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.09.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 20.09.2018 კანონი №3447
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.07.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოში მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს, აგრეთვე საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების მონიტორინგის, საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარებისა და მონიტორინგის, სამედიცინო დაწესებულების შერჩევისა და მონიტორინგის სისტემებს. 2. მეზღვაურის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, ხოლო საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები − რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. აღნიშნულის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია,მიზანია უზრუნველყოს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების ეფექტიანი და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბება,ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, მაღალკვალიფიციურ მეზღვაურთა წვრთნის, მათი ცოდნის გაღრმავებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების პროცესის ხელშეწყობა. 3. ეს კანონი შემუშავებულია განათლების მიღებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობისა და მეზღვაურთა განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების თაობაზე არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის (შემდგომ − კონვენცია), გათვალისწინებით და ეფუძნება მათ ძირითად პრინციპებს.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-177(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის გათვალისწინებით და ეფუძნება მათ ძირითად პრინციპებს (1-ლი მუხლი 1-ლი და მე-3 პუნქტები). ზემოაღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეზღვაურის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, ხოლო საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები − რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები.
- საქმე №010313317002169348 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.07.2018
…თაობაზე არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, მათ შორის, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის გათვალისწინებით და ეფუძნება მათ ძირითად პრინციპებს. აღნიშნული კანონის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მეზღვაურის პროფესია არის რეგულირებადი პროფესია, ხოლო საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები − რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება