თავი II — სერტიფიკატების გაცემასთან და აღიარებასთან დაკავშირებული ზოგადი წესები
1. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის აღიარების პროცესში შესაბამისი სახელმწიფოს საზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასება ხორციელდება კონვენციის დებულებათა შესაბამისად.
2. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების მიუხედავად, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ სერტიფიკატის გამცემი აღიარებული სახელმწიფოს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა აღარ შეესაბამება კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად.
3. სააგენტო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარების გაუქმების საკითხის განხილვის დაწყებისთანავე აცნობებს ამის შესახებ IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად.
4. ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად გაცემული დადასტურების სერტიფიკატი ძალაში რჩება შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე. ამგვარი დადასტურების სერტიფიკატის მფლობელ მეზღვაურს არა აქვს უფლება, მოითხოვოს უფრო მაღალი კომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი, თუ რანგის მომატება არ ეფუძნება დამატებით ნაოსნობის სტაჟს.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 11. კომპეტენციის შესაბამისობის შეფასება და სერტიფიკატის აღიარების გაუქმება 1. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის აღიარების პროცესში შესაბამისი საზღვაო-სასწავლოსახელმწიფოს დაწესებულებებისსაზღვაო-საგანმანათლებლო დაწესებულების შეფასება ხორციელდება STCW-ისკონვენციის კოდექსის A-I/6 ნაწილის დებულებათა შესაბამისად. 2. ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების მიუხედავად, თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ აღიარებული სერტიფიკატის გამცემი სახელმწიფოაღიარებული სახელმწიფოს მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სისტემა აღარ შეესაბამება კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად. 3. სააგენტო სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარების გაუქმების საკითხის განხილვისასგანხილვის დაუყოვნებლივდაწყებისთანავე აცნობებს ამის შესახებ IMO-ს დასაბუთებულ მიზეზებთან ერთად. 4. ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად გაცემული დადასტურების სერტიფიკატი ძალაში რჩება შესაბამისი სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატის აღიარების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისმიღებამდე. თარიღამდე. ამგვარი დადასტურების სერტიფიკატის მფლობელ მეზღვაურს უფლება არა აქვს,აქვს უფლება, მოითხოვოს უფრო მაღალი კვალიფიკაციისკომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი, თუ რანგის მომატება არ ეფუძნება დამატებითიდამატებით ნაოსნობის სტაჟს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება