1. 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:
ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აქვს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აქვს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. ეს პერიოდი შესაძლოა შემცირდეს არანაკლებ 24 თვემდე, თუ სტაჟიდან არანაკლებ 12 თვის განმავლობაში პირს ნამსახურები აქვს კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში;
გ) მას გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის, კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
2. 3000 ტონა ან 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და:
ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად აქვს გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად აქვს კაპიტნის უფროს თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
გ) აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება 3000 ტონა ან 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის, კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატები 1. 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;მოთხოვნებს და აქვს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აქვს სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟისტაჟი. ამეს რანგში (ეს პერიოდი შესაძლოა შემცირდეს არანაკლებ 24 თვემდე, თუ მას ამ სტაჟიდან არანაკლებ 1612 თვის განმავლობაში პირს ნამსახურები აქვს კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში);რანგში; გ) მას გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნისაკაპიტნისათვის, და კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 2. 3000 ტონა ან 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:თუ ა) იგი აკმაყოფილებს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისათვის ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს;მოთხოვნებს ბ)და: მასა) აქვს: ბ.ა) კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატის მისაღებად −აქვს გემის კაპიტნის სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ბ.ბ)ბ) კაპიტნის სერტიფიკატის მისაღებად −აქვს კაპიტნის უფროს თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 3616 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი,სტაჟი; ამასთანავე, არანაკლებ 16 თვის განმავლობაში ნამსახურები აქვს კაპიტნის უფროსი თანაშემწის რანგში; გ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით 3000 ტონა ან 3000 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისაკაპიტნისათვის, და კაპიტნის უფროსი თანაშემწისათვის STCW-ის კოდექსის A-II/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება