1. 3000 კვტ ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროს მექანიკოსს და მეორე მექანიკოსს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატები.
2. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:
ა) იგი აკმაყოფილებს სავახტო მექანიკოსისათვის ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და:
ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის სტაჟი;
ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს სავახტო მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
3. (ამოღებულია - 14.11.2014, №2790).
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. 3000 კვტ ან 3000კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსისა და მეორე მექანიკოსის სერტიფიკატები 1. 3000 კვტ ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროს მექანიკოსს და მეორე მექანიკოსს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატები. 2. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი აკმაყოფილებს სავახტო მექანიკოსისათვის ამ კანონის 22-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს:მოთხოვნებს და: ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად მასაქვს უნდამეორე ჰქონდესმექანიკოსად არანაკლებმუშაობის 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, რომლიდანაც არანაკლებ 1816 თვის სტაჟისტაჟი; − მეორე მექანიკოსად მუშაობის; ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად მასაქვს უნდასავახტო ჰქონდეს მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/2 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. მეორე(ამოღებულია მექანიკოსის- კომპეტენციის14.11.2014, სერტიფიკატის მიღება პირს შეუძლია, თუ მას აქვს არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი მექანიკოსის რანგში, მაგრამ ეს პერიოდი შესაძლოა შემცირდეს არანაკლებ 24 თვემდე, თუ მას ამ სტაჟიდან არანაკლებ 18 თვის განმავლობაში ნამსახურები აქვს მეორე მექანიკოსის რანგში.№2790).
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-177(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
სასამართლომ მიუთითა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 21-ე მუხლებზე, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ გაეროს 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის III/2 რეგლამენტზე და განმარტა, რომ…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება