1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე მოტორისტი სათანადოდ უნდა იყოს სერტიფიცირებული.
2. პირს უფლება აქვს, მიიღოს მოტორისტის სერტიფიკატი, თუ:
ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი;
ბ) იგი აკმაყოფილებს გემის ვახტიან სამანქანე განყოფილებაში ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებაში ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნებს;
გ) მას აქვს სამანქანე განყოფილებაში ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი;
დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-III/5 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
3. მეზღვაური აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მას აქვს ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 25. გემის ვახტიანი დასამანქანე განყოფილების ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებებისგანყოფილების რიგითი მოტორისტის სერტიფიკატი 1. 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მომსახურე მოტორისტი სათანადოდ სერტიფიცირებული უნდა იყოს.იყოს სერტიფიცირებული. 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს მოტორისტის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) იგი აკმაყოფილებს გემის ვახტიან დასამანქანე განყოფილებაში ან პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებებშიგანყოფილებაში ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიცირების მოთხოვნებს; გ) მას აქვს სამანქანე განყოფილებისგანყოფილებაში ვახტზე მდგომი რიგითის კვალიფიკაცია და სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, ან აქვს სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და გავლილი აქვს აღიარებული საწვრთნელი კურსი; დ) იგი აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-III/5 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. მეზღვაური აკმაყოფილებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, თუ ამ კანონის ამოქმედებამდე მას აქვს ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ამავე კანონის ამოქმედებამდე ბოლო 60 თვის განმავლობაში.სტაჟი.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება