1. 750 კვტ-დან 3000 კვტ-მდე სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროს მექანიკოსს და მეორე მექანიკოსს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატები.
2. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ:
ა) იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და:
ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 28 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მექანიკოსად ან სტაჟიორ-მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი;
ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/3 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
3. 3000 კვტ ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია დაიკავოს უფროსი მექანიკოსის თანამდებობა 3000 კვტ-ზე ნაკლები მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, თუ ეს დადასტურებულია კომპეტენციის სერტიფიკატით.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 16.11.2022 კანონი №2033
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. 750 კვტ-დან 3000 კვტ-მდე სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროსი მექანიკოსისა და მეორე მექანიკოსის სერტიფიკატები 1. 750 კვტ-დან 3000 კვტ-მდე სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის უფროს მექანიკოსს და მეორე მექანიკოსს უნდა ჰქონდეთ კომპეტენციის სერტიფიკატები. 2. პირს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მიიღოს კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი აკმაყოფილებს ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და: ა.ა) უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 2428 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, მეორე მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ა.ბ) მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად აქვს მექანიკოსად ან სტაჟიორ-მექანიკოსად მუშაობის არანაკლებ 16 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; ბ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/2A-III/3 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. 3000 კვტ ან 3000 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია დაიკავოს უფროსი მექანიკოსის თანამდებობა 3000 კვტ-ზე ნაკლები მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, თუ ეს დადასტურებულია კომპეტენციის სერტიფიკატით.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
- საქმე №ბს-177(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
სასამართლომ მიუთითა „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 21-ე მუხლებზე, „მეზღვაურების მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ გაეროს 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის III/2 რეგლამენტზე და განმარტა, რომ უფროსი…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება