2. სააგენტოს შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ ორგანიზაციებსა და ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციებზე, რათა მათ გასცენ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოწმობები.
3. გემის რადიოსადგურის მოწმობას გასცემს სააგენტო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით.
4. გამონაკლის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II1
თავით გათვალისწინებულ აღიარებულ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, ამავე კოდექსით განსაზღვრული მოწმობების გარეშე გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება მოწმობების არქონის ან მოთხოვნილ სტანდარტებთან შეუსაბამობის დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.
5. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში, თუ ასეთი ნაოსნობის მიზანია გემის მიმდინარე და სავალდებულო სარემონტო სამუშაოების ჩატარება.
6. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომელიც შეძენილია და იმყოფება საქართველოს ფარგლების გარეთ, დარეგისტრირდა შიდა ნაოსნობის გემების წიგნში და აპირებს რეგისტრაციის მიწერის ნავსადგურში გადასვლას.
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4222 – ვებგვერდი, 10.03.2011წ.
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №3043
- 11.12.2015 კანონი №4622
- 05.06.2012 კანონი №6386
- 22.02.2011 კანონი №4222
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 40 1. გემის რეგისტრაციის მოწმობას გასცემს სააგენტო თავის მიერ დადგენილი წესით. 2. სააგენტოს შეუძლია მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება აღიარებულ ორგანიზაციებსა და ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციებზე, რათა მათ გასცენ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მოწმობები. 3. გემის რადიოსადგურის მოწმობას გასცემს სააგენტო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით. 4. გამონაკლის შემთხვევაში სააგენტოს შეუძლია, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ აღიარებულ ორგანიზაციასთან შეთანხმებით, ამავე კოდექსით განსაზღვრული მოწმობების გარეშე გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება მოწმობების არქონის ან მოთხოვნილ სტანდარტებთან შეუსაბამობის დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 5. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომელიც ჩართულია შიდა ნაოსნობაში, თუ ასეთი ნაოსნობის მიზანია გემის მიმდინარე და სავალდებულო სარემონტო სამუშაოების ჩატარება. 6. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომელიც შეძენილია და იმყოფება საქართველოს ფარგლების გარეთ, დარეგისტრირდა შიდა ნაოსნობის გემების წიგნში და აპირებს რეგისტრაციის მიწერის ნავსადგურში გადასვლას. საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4598-სსმI, №11, 10.04.2007წ., მუხ.102 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება