2. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც არ გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაციის შემთხვევისა და ამ კოდექსის 44
11 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირდება გემი, რომლის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციაც შეჩერებულია და რომლის ასეთად დარეგისტრირების თაობაზე წერილობით განცხადებას წარმოადგენს გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი.
4. მესაკუთრის მოთხოვნით, მშენებარე გემი მშენებარე გემების წიგნში რეგისტრირდება მხოლოდ იმ პირობით, რომ გემის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება მისი მშენებლობის ეტაპის გათვალისწინებით, გემთმშენებლის მშენებარე გემების სიაში ან სხვა რაიმე საშუალებით. მშენებარე გემის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მთავარი რეგისტრატორი. გემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თუ გემთმფლობელი წერილობით ადასტურებს მისი დარეგისტრირების თაობაზე თავის ნებას, მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს გემის რეგისტრაციას.
საქართველოს
2012
წლის
ივნისის
კანონი
№6386 –
ვებგვერდი
, 19.06.2012
წ
.
საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4106 – ვებგვერდი, 10.01.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 22.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 22.12.2018 კანონი №4106
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 33 1. საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება გემის ბერბოუტ - ჩარტერით რეგისტრაცია. 2. შიდა ნაოსნობის გემების წიგნში რეგისტრირდება გემი, რომელიც არ გამოიყენება საერთაშორისო ნაოსნობისათვის, გარდა გემის ბერბოუტ-ჩარტერით რეგისტრაციის შემთხვევისა და ამ კოდექსის 44 11 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირდება გემი, რომლის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციაც შეჩერებულია და რომლის ასეთად დარეგისტრირების თაობაზე წერილობით განცხადებას წარმოადგენს გემის უეკიპაჟოდ დამფრახტავი. 4. მესაკუთრის მოთხოვნით, მშენებარე გემი მშენებარე გემების წიგნში რეგისტრირდება მხოლოდ იმ პირობით, რომ გემის იდენტიფიცირება შესაძლებელი იქნება მისი მშენებლობის ეტაპის გათვალისწინებით, გემთმშენებლის მშენებარე გემების სიაში ან სხვა რაიმე საშუალებით. მშენებარე გემის რეგისტრაციის საკითხს წყვეტს მთავარი რეგისტრატორი. გემის მშენებლობის დასრულების შემდეგ, თუ გემთმფლობელი წერილობით ადასტურებს მისი დარეგისტრირების თაობაზე თავის ნებას, მთავარი რეგისტრატორი ახორციელებს გემის რეგისტრაციას. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი , 19.06.2012 წ .
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება