ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნისაგან;
ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნისაგან;
გ) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნისაგან;
დ) მშენებარე გემების წიგნისაგან.
11. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რეესტრი შეიძლება ელექტრონული ფორმით იწარმოებოდეს, მათ შორის, შეიძლება გაიცეს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ელექტრონული მოწმობები.
12. გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში.
3. გემზე საკუთრების უფლება, სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა) რეგისტრირდება რეესტრის შესაბამის წიგნში. იმ გემის რეესტრში რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა, რომელზედაც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა), ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით, რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა.
4. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მისი მუდმივი რეგისტრაცია. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად.
41. აკრძალულია ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირებულ გემზე საზღვაო იპოთეკის ან სხვა ქონებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია.
5. გემის რეესტრში რეგისტრაცია არის საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის (ნაოსნობის) უფლების პირველადი მტკიცებულება.
6. ზომამცირე გემის რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №3043
- 05.06.2012 კანონი №6386
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 32 1. რეესტრი შედგება წიგნებისაგან, კერძოდ: ა) საერთაშორისო ნაოსნობის გემების წიგნისაგან; ბ) შიდა ნაოსნობის გემების წიგნისაგან; გ) ბერბოუტ-ჩარტერის წიგნისაგან; დ) მშენებარე გემების წიგნისაგან. 11. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რეესტრი შეიძლება ელექტრონული ფორმით იწარმოებოდეს, მათ შორის, შეიძლება გაიცეს გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ელექტრონული მოწმობები. 12. გემის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ელექტრონულ მოწმობებთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით. 2. ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში. 3. გემზე საკუთრების უფლება, სხვა უფლებები და ქონებრივი შეზღუდვები (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა) რეგისტრირდება რეესტრის შესაბამის წიგნში. იმ გემის რეესტრში რეგისტრაცია, რეგისტრაციიდან მოხსნა ან რეგისტრაციის შეწყვეტა, რომელზედაც არსებობს ქონებრივი შეზღუდვა (საზღვაო გირავნობა, საზღვაო იპოთეკა და სხვა), ხორციელდება მხოლოდ მოთხოვნის უფლების მქონე პირის წერილობითი თანხმობით, რომლის სასარგებლოდაც დარეგისტრირებულია ასეთი ქონებრივი შეზღუდვა. 4. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაცია წარმოშობს იმავე უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებსაც მისი მუდმივი რეგისტრაცია. გემის ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრაციის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით ან გემის სხვა ქვეყნის სათანადო რეესტრში რეგისტრაციის შეჩერების ვადის შესაბამისად. 41. აკრძალულია ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირებულ გემზე საზღვაო იპოთეკის ან სხვა ქონებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია. 5. გემის რეესტრში რეგისტრაცია არის საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის (ნაოსნობის) უფლების პირველადი მტკიცებულება. 6. ზომამცირე გემის რეგისტრაციის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტო. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №010310116001497707 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 17.07.2019
საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსის“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში.
- საქმე №010310116001497707 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 30.11.2018
საქართველოს კანონის „საზღვაო კოდექსის“ 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ერთი და იმავე გემის რეგისტრაცია ერთსა და იმავე დროს ხდება რეესტრის მხოლოდ ერთ წიგნში.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება