ა.ა) დიდი გემი − მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონა ან 100 ტონაზე მეტი;
ა.ბ) პატარა გემი − მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა 100 ტონაზე ნაკლებია, მათ შორის, ზომამცირე გემი;
ა.გ) მშენებარე გემი − მშენებარე მცურავი საშუალება, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია გემთმშენებლის მშენებარე გემის კორპუსის ნომრით ან სხვაგვარად. მშენებარე გემი შესაძლებელია დარეგისტრირდეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, რისთვისაც საჭიროა მომავალი გემთმფლობელისა და გემთმშენებლის ერთობლივი თანხმობა. მშენებარე გემის რეგისტრაციის ფაქტი არ არის მისი კუთვნილების დამადასტურებელი, იურიდიული ძალის მქონე ერთადერთი ფაქტი;
ბ) მთავარი რეგისტრატორი − სააგენტოს დირექტორი;
გ) რეგისტრატორი − პირი, რომელზედაც მთავარმა რეგისტრატორმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით მოახდინა თავისი უფლებამოსილებების დელეგირება;
დ) რეესტრი − საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სააგენტო;
ე) გემის რეგისტრაციის შეჩერება − ამ კოდექსითგათვალისწინებულიგემის რეგისტრაციის შეჩერება, რის საფუძველზედაც გემს დროებით ჩამოერთმევა საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება;
ვ) გემის რეგისტრაციიდან მოხსნა − გემის რეგისტრაციის გაუქმება გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ გემთმფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი დროებით დარეგისტრირებული გემისრეგისტრაციის ვადის გასვლამდე არ მიმართავს სააგენტოს გემის მუდმივი ან ვადიანი რეგისტრაციისთვის;
ზ) გემის რეგისტრაციის შეწყვეტა − გემის რეგისტრაციის გაუქმება მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად;
ზ1) გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა − ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა, რის საფუძველზედაც გემს აღუდგება საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება;
ზ2) გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმება − დიდი გემისთვის − გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმების მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის განახლება, ხოლო პატარა გემისთვის − რეგისტრაციის მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში) განახლება;
თ) რეგისტრაცია − გემის დროებითი, ვადიანი ან მუდმივი რეგისტრაცია:
თ.ა) მუდმივი რეგისტრაცია − გემის რეესტრში განუსაზღვრელი ვადით რეგისტრაცია;
თ.ბ) ვადიანი რეგისტრაცია − გემის რეესტრში გარკვეული ვადით რეგისტრაცია გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე;
თ.გ) დროებითი რეგისტრაცია − გემის რეესტრში რეგისტრაცია ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში;
ი) აღიარებული აგენტი – პირი/ორგანიზაცია, რომელიც სააგენტოსთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე გემთმფლობელებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმოადგენს;
კ) უნიკალური ნომერი − ციფრების, ასოების ან სხვა სიმბოლოების წყობა, რომელიც გამოიყენება სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ელექტრონულ მოწმობაზე ამ მოწმობის იდენტიფიცირებისთვის.
საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.
საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ.
საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 31.05.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 31.05.2023 კანონი №3043
- 11.12.2015 კანონი №4622
- 05.06.2012 კანონი №6386
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (09.02.2023 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 28 ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გემი: ა.ა) დიდი გემი − მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონა ან 100 ტონაზე მეტი; ა.ბ) პატარა გემი − მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონაზე ნაკლები,ნაკლებია, გარდამათ შორის, ზომამცირე გემისა;გემი; ა.გ) მშენებარე გემი − მშენებარე მცურავი საშუალება, რომლის იდენტიფიცირება შესაძლებელია გემთმშენებლის მშენებარე გემის კორპუსის ნომრით ან სხვასხვაგვარად. რაიმემშენებარე საშუალებით;გემი შესაძლებელია დარეგისტრირდეს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, რისთვისაც საჭიროა მომავალი გემთმფლობელისა და გემთმშენებლის ერთობლივი თანხმობა. მშენებარე გემის რეგისტრაციის ფაქტი არ არის მისი კუთვნილების დამადასტურებელი, იურიდიული ძალის მქონე ერთადერთი ფაქტი; ბ) მთავარი რეგისტრატორი − სააგენტოს დირექტორი; გ) რეგისტრატორი − პირი, რომელზედაც მთავარმა რეგისტრატორმა სააგენტოს მიერ დადგენილი წესით მოახდინა თავისი უფლებამოსილებების დელეგირება; დ) რეესტრი − საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრი, რომელსაც აწარმოებს სააგენტო; ე) გემის რეგისტრაციის შეჩერება − გემისამ რეგისტრაციისკოდექსითგათვალისწინებულიგემის მოწმობის ან დროებითი რეგისტრაციის მოწმობის შეჩერება, რის საფუძველზედაც გემს დროებით ჩამოერთმევა საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება; ვ) გემის რეგისტრაციიდან მოხსნა − გემის რეესტრიდანრეგისტრაციის ამოღებაგაუქმება გემთმფლობელის ან სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე;საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ გემთმფლობელი ან სხვა უფლებამოსილი პირი დროებით დარეგისტრირებული გემისრეგისტრაციის ვადის გასვლამდე არ მიმართავს სააგენტოს გემის მუდმივი ან ვადიანი რეგისტრაციისთვის; ზ) გემის რეგისტრაციის შეწყვეტა − გემის რეესტრიდანრეგისტრაციის ამოღებაგაუქმება მთავარი რეგისტრატორის გადაწყვეტილებით;გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად; ზ1) გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა − ამ მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა, რის საფუძველზედაც გემს აღუდგება საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება; ზ2) გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმება − დიდი გემისთვის − გემის რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმების მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის განახლება, ხოლო პატარა გემისთვის − რეგისტრაციის მოწმობისა და გემის რადიოსადგურის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში) განახლება; თ) რეგისტრაცია − გემის დროებითი, ვადიანი ან მუდმივი რეგისტრაცია: თ.ა) მუდმივი რეგისტრაცია − გემის რეესტრში განუსაზღვრელი ვადით რეგისტრაცია; თ.ბ) ვადიანი რეგისტრაცია − გემის რეესტრში გარკვეული ვადით რეგისტრაცია გემთმფლობელის ან გემის ოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე; თ.გ) დროებითი რეგისტრაცია − გემის რეესტრში რეგისტრაცია ვადიან ან მუდმივ რეგისტრაციამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში; ი) აღიარებული აგენტი – პირი/ორგანიზაცია, რომელიც სააგენტოსთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე გემთმფლობელებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმოადგენს.წარმოადგენს; კ) უნიკალური ნომერი − ციფრების, ასოების ან სხვა სიმბოლოების წყობა, რომელიც გამოიყენება სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემულ ელექტრონულ მოწმობაზე ამ მოწმობის იდენტიფიცირებისთვის. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს საზღვაო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 25-26, 14/06/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება