1. რიგითი, რომელიც არის გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტის წევრი ან პერიოდულად ასრულებს განსაზღვრულ ფუნქციებს უვახტო სამანქანე განყოფილებაში 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, გარდა იმ რიგითისა, რომელიც გადის წვრთნას და რომლის მოვალეობები არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად.
2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ:
ა) იგი არის 16 წელს მიღწეული პირი;
ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო წვრთნა ან გემზე სპეციალური წვრთნა (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით);
გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/4 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, წვრთნა და გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს სამანქანე განყოფილებაში ვახტის გაწევის ფუნქციებთან, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულებების კვალიფიციური მექანიკოსის ან კვალიფიციური რიგითის უშუალო ზედამხედველობით შესრულებას.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტზევახტის მდგომიწევრი რიგითისან და პერიოდულად უვახტო სამანქანე განყოფილებაში განსაზღვრული ფუნქციების შემსრულებელი რიგითის სერტიფიკატებისერტიფიკატი 1. რიგითი, რომელიც არის გემის ვახტიანი სამანქანე განყოფილების ვახტის წევრი ან პერიოდულად ასრულებს გემისგანსაზღვრულ ფუნქციებს უვახტო სამანქანე განყოფილებაში განსაზღვრულ ფუნქციებს 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე, გარდა იმ რიგითებისა,რიგითისა, რომლებიცრომელიც გადიანგადის წვრთნას და რომელთარომლის მოვალეობები არ საჭიროებს გამოცდილებას, უნდა იყოს სათანადოდ სერტიფიცირებული ამ ვალდებულების შესასრულებლად. 2. პირს უფლება აქვს, მიიღოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული კვალიფიკაციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას გავლილი აქვს წინასაზღვაო წვრთნა ან გემზე სპეციალური მომზადებაწვრთნა (არანაკლებ 2 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი (წვრთნისა და გამოცდილების ჩათვლით); გ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-III/4 ნაწილით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, წვრთნა და გამოცდილება დაკავშირებული უნდა იყოს სამანქანე განყოფილებაში ვახტის გაწევის ფუნქციებთან, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულებების კვალიფიციური მექანიკოსის ან კვალიფიციური რიგითის უშუალო ზედამხედველობით შესრულებას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება