თავი II — სერტიფიკატების გაცემასთან და აღიარებასთან დაკავშირებული ზოგადი წესები
1. პირს არა აქვს უფლება, იმუშაოს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მას არ აქვს სააგენტოს მიერ გაცემული ან დადასტურებული შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი.
2. სააგენტო უფლებამოსილია დაადასტუროს გემის კაპიტნის, ოფიცრის და ამ კანონით გათვალისწინებული კომპეტენციისა და სხვა სერტიფიკატები ამ მუხლის, კონვენციის I/2 რეგლამენტისა და STCW-ის კოდექსის A-I/2 ნაწილის შესაბამისად.
3. რადიოოპერატორის კომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს, რომელიც არ არის კაპიტანი ან სავახტო თანაშემწე, გავლილი არ აქვს საბაზისო წვრთნა და არ აქვს ზედამხედველობის ქვეშ მიღებული არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი რადიოსაკომუნიკაციო მოვალეობათა შესრულებით.
4. სააგენტო გასცემს დადასტურების სერტიფიკატს, თუ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატი აღიარებულია ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად.
5. დადასტურების სერტიფიკატს სააგენტო გასცემს ცალკე დოკუმენტის სახით და მას ენიჭება უნიკალური ნომერი.
6. დადასტურების სერტიფიკატის მოქმედების ვადა იწურება 5 წელიწადში ან 5 წელიწადზე ნაკლებ ვადაში, დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო ან სააგენტოს ანდა მისი გამცემი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ სერტიფიკატის გაუქმებისთანავე.
7. მეზღვაურის კომპეტენცია დადასტურების სერტიფიკატში მიეთითება დასადასტურებელ სერტიფიკატში მითითებულის იდენტურად.
8. დადასტურების სერტიფიკატს სააგენტო გასცემს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
9. მეზღვაური, რომელიც აღიარებისთვის წარმოადგენს სერტიფიკატს, გაცემულს მართვის დონისთვის კონვენციის II/2, III/2 ან III/3 რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და STCW-ის კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია იცოდეს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობა თავის ფუნქციებთან დაკავშირებით. ამგვარი ცოდნის შესახებ მოთხოვნებს სხვადასხვა რანგის მეზღვაურთათვის განსაზღვრავს და აქვეყნებს სააგენტო.
საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.11.2014-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 14.11.2014 კანონი №2790
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (15.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 9. კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება 1. პირს არა აქვს უფლება, იმუშაოს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მას არ აქვს სააგენტოს მიერ გაცემული ან დადასტურებული შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი. 2. სააგენტო უფლებამოსილია დაადასტუროს გემის კაპიტნის, ოფიცრის და ამ კანონით გათვალისწინებული კომპეტენციისა და სხვა სერტიფიკატები ამ მუხლის, კონვენციის I/2 რეგლამენტისა და STCW-ის კოდექსის A-I/2 ნაწილის შესაბამისად. 3. რადიოოპერატორის კომპეტენციის დადასტურების სერტიფიკატი არ გაიცემა, თუ პირს, რომელიც არ არის კაპიტანი ან კაპიტნისსავახტო თანაშემწე, გავლილი არაარ აქვს საბაზისო მომზადებაწვრთნა და არაარ აქვს ზედამხედველობის ქვეშ მიღებული სულარანაკლებ მცირე 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი რადიოსაკომუნიკაციო მოვალეობათა შესრულებით. 4. სააგენტო გასცემს დადასტურების სერტიფიკატს, თუ სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული სერტიფიკატი აღიარებულია ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად. 5. დადასტურების სერტიფიკატს სააგენტო გასცემს ცალკე დოკუმენტის სახით და მას ენიჭება უნიკალური ნომერი. 6. დადასტურების სერტიფიკატის მოქმედების ვადა იწურება 5 წელიწადში ან 5 წელიწადზე ნაკლებ ვადაში, დასადასტურებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადის ამოწურვის გამო ან სააგენტოს ანდა მისი გამცემი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ სერტიფიკატის გაუქმებისთანავე. 7. მეზღვაურის კომპეტენცია დადასტურების სერტიფიკატში მიეთითება დასადასტურებელ სერტიფიკატში მითითებულის იდენტურად. 8. დადასტურების სერტიფიკატს სააგენტო გასცემს მხოლოდ იმ პირზე, რომელიც შეესაბამება ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 9. მეზღვაური, რომელიც აღიარებისთვის წარმოადგენს სერტიფიკატს, რომელიცგაცემულს გაცემულია მართვის დონისთვის კონვენციის II/2, III/2,III/2 III/3 ან VII/1III/3 რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და STCW-ის კოდექსის შესაბამისად, ვალდებულია იცოდეს საქართველოს საზღვაო კანონმდებლობა თავის ფუნქციებთან დაკავშირებით. ამგვარი ცოდნის მოცულობასშესახებ მეზღვაურთამოთხოვნებს სხვადასხვა რანგისთვისრანგის მეზღვაურთათვის განსაზღვრავს და აქვეყნებს სააგენტო.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №ბს-177(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
ამავე პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, დადასტურების სერტიფიკატი არის სააგენტოს მიერ კონვენციის I/2 რეგლამენტისა და ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად გაცემული და მოქმედი დოკუმენტი, ხოლო ამავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნაოსნობის სტაჟი განიმარტება როგორც კონვენციის I/1…
- საქმე №010313317002169348 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 13.07.2018
მე-3 მუხლის ს) პუნქტის თანახმად, დადასტურების სერტიფიკატი წარმოადგენს სააგენტოს მიერ კონვენციის I/2 რეგლამენტისა და ამ კანონის მე-9 მუხლის თანახმად გაცემულ და მოქმედ დოკუმენტს; „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი და უფლებამოსილება.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება