1. ეს კანონი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეობის მქონე კაპიტანზე, ოფიცერზე, რიგით შემადგენლობაში შემავალ პირზე, რომელიც კვალიფიკაციის/კომპეტენციის მისაღებად მიმართავს საქართველოს შესაბამის საზღვაო-საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებას ან ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას და რომელზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს/კომპეტენციის სერტიფიკატს, აგრეთვე იმ მეზღვაურზე, რომელიც მსახურობს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, გარდა:
ა) სამხედრო გემისა;
ბ) საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, არაკომერციული მიზნით გამოყენებული გემისა;
გ) თევზსაჭერი გემისა;
დ) ხის ან სხვა, პრიმიტიული აგებულების გემისა;
ე) არაკომერციული მიზნით გამოყენებული იახტისა.
11. ეს კანონი ვრცელდება აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე კაპიტანზე, ოფიცერზე, რიგით შემადგენლობაში შემავალ პირზე, რომელიც კვალიფიკაციის სერტიფიკატის მისაღებად მიმართავს ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას და რომელზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს.
2. იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც არ შედიან ამ კანონის რეგულირების სფეროში, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გემების მეზღვაურებისა, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო მოთხოვნებს და მათზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის წესს განსაზღვრავს სააგენტო.
საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.11.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.11.2022 კანონი №2033
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (16.03.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 4. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი ვრცელდება როგორცსაქართველოს საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე კაპიტნებზე,კაპიტანზე, ოფიცრებსაოფიცერზე, და რიგით შემადგენლობებზე,შემადგენლობაში რომლებიცშემავალ კვალიფიკაციის/კომპეტენციისპირზე, მიღებისრომელიც მიზნითკვალიფიკაციის/კომპეტენციის მიმართავენმისაღებად მიმართავს საქართველოს შესაბამის საგანმანათლებლოსაზღვაო-საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებას ან რომლებზედაცამ საქართველოკანონის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას და რომელზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის/კომპეტენციისკვალიფიკაციის სერტიფიკატს/კომპეტენციის სერტიფიკატს, ასევეაგრეთვე იმ მეზღვაურებზე,მეზღვაურზე, რომლებიცრომელიც მსახურობენმსახურობს საქართველოს დროშით მცურავ გემებზე,გემზე, გარდა: ა) სამხედრო გემისა; ბ) საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, არაკომერციული მიზნით გამოყენებული გემისა; გ) თევზსაჭერი გემისა; დ) ხის დაან სხვა, პრიმიტიული აგებულების გემებისა;გემისა; ე) არაკომერციული მიზნით გამოყენებული იახტისა. 11. ეს კანონი ვრცელდება აგრეთვე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე კაპიტანზე, ოფიცერზე, რიგით შემადგენლობაში შემავალ პირზე, რომელიც კვალიფიკაციის სერტიფიკატის მისაღებად მიმართავს ამ კანონის შესაბამისად სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებას და რომელზედაც სააგენტო გასცემს კვალიფიკაციის სერტიფიკატს. 2. იმ მეზღვაურებისათვის, რომლებიც არ შედიან ამ კანონის რეგულირების სფეროში, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გემების მეზღვაურებისა, კომპეტენციის/კვალიფიკაციის სერტიფიკატის მიღებისათვის საჭირო მოთხოვნებს და მათზე შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის წესს განსაზღვრავს სააგენტო.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 12.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 09/01/2012.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება