საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემედებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
1. დამტკიცდეს თანდართული :
ა ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი № 1);
ბ ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსებისა და წარდგენის წესი (დანართი № 2);
გ ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტი (დანართი №3);
დ ) საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმა (დანართი № 4);
ე ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი № 5).
2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა , მისი დაცვის სირთულეთა გათვალისწინებით , მიეკუთვნება მკაცრი აღრიცხვის ფორმის მესამე კატეგორიას („მარტივი ტიპი “).
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ,,შრომის ინსპექციის სამსახურმა “ უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმების დამზადების , მომარაგების , შენახვისა და განადგურებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა .
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა , შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ,,შრომის ინსპექციის სამსახურმა “ უზრუნველყოს ამ ბრძანებით გათვალისწინებული სააღსრულებო ფურცლისა და საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ელექტრონული ფორმით განთავსება , შემდგომი გამოყენების მიზნით , დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში .
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ივლისის №01-1/ნ ბრძანება.
|
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემედებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ გამოსაყენებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის, საურავის დარიცხვის შესახებ დადგენილების ფორმისა და სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ“, №01-36/ნ, 20.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016864 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5105168-1/