დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 აპრილის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 06.04.2021წ.

დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი
ეს წესი განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125ე მუხლის მე-8 და მე-12 - მე-16 ნაწილებით, 134-ე და 1252, 1254, 1351 – 1355 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ, მერია) უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესს.
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ, ზედამხედველობის სამსახური) საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125ე მუხლის მე-8 და მე-12 - მე-16 ნაწილებით, 134-ე და 1252, 1254, 1351 – 1355 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე კოდექსის 2904-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას, მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ პუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრში იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.
3. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე.
4. თუ პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციის ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაგზავნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხდის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით (საჯარიმო ქვითრით) გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. პირს უფლება აქვს, ამ შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანიდან (საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან) 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაცია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
5. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება ზედამხედველობის სამსახურს მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.
1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახური ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ უგზავნის დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს (შემდგომ, ადმინისტრაციული სამსახური) ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.dmanisi.gov.ge (შემდგომ, ვებ გვერდზე) შესაბამის ველში საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.
2. დმანისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის გარდა, არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამასხურს გადაუგზავნოს ვებ გვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნების მიზნით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება მისი გამოტანისათვის აუცილებელი წერილობით ინფორმაციასთან ერთად.
3. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
1. საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებ გვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.
2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.
3. ოფიციალურ ვებ გვერდებზე საჯარიმო ქვითართან ერთად თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.
საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და ამ ქვითრის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობის სამსახური, საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების თაობაზე, ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, დაუყოვნებლივ უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
1. საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდებიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.
2. პირის მიერ ჯარიმის აგდახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.
+
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2021 წლის 25 თებერვალი
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2-ე პუნქტებისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2904 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 აპრილის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 06.04.2021წ.
მუხლი 1. დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების თანდართული წესი დანართის შესაბამისად.🔗
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.🔗
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ოქრიაშვილი
დანართი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი
|
+
დანართი №1დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 აპრილის დადგენილება №31 - ვებგვერდი, 06.04.2021წ.
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე
დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესი
მუხლი 1.🔗
ეს წესი განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125ე მუხლის მე-8 და მე-12 - მე-16 ნაწილებით, 134-ე და 1252, 1254, 1351 – 1355 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ, მერია) უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებსა და ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის მიერ გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას შეღავათით სარგებლობის წესს.
ეს წესი განსაზღვრავს დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ, მერია) უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.
მუხლი 2.🔗
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომ, ზედამხედველობის სამსახური) საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125ე მუხლის მე-8 და მე-12 - მე-16 ნაწილებით, 134-ე და 1252, 1254, 1351 – 1355 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ამავე კოდექსის 2904-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
1. დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ, სტრუქტურული ერთეული), ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 2904 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.
2. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ ამ პირის რეგისტრაციის ადგილის მისამართზე საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას, მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ პუნქტის მიზნებისათვის ოჯახის წევრში იგულისხმება პირის მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.
2. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაჰბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე.
3. თუ პირს საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ვერ ჩაბარდა, საჯარიმო ქვითარი ბრუნდება ფოსტაში და დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა, აღნიშნულ პირს ეგზავნება განმეორებით, იმავე მისამართზე.
3. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება სტრუქტურულ ერთეულს, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირს, მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.
4. თუ პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციის ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გაგზავნიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გადაიხდის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით (საჯარიმო ქვითრით) გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. პირს უფლება აქვს, ამ შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანიდან (საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან) 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაცია ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
5. საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება ზედამხედველობის სამსახურს მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.
მუხლი 3.🔗
1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, ზედამხედველობის სამსახური ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ უგზავნის დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს (შემდგომ, ადმინისტრაციული სამსახური) ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.dmanisi.gov.ge (შემდგომ, ვებ გვერდზე) შესაბამის ველში საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით.
1. პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდებზე: „www.dmanisi.gov.ge“ (შემდგომ, ვებ გვერდებზე) შესაბამის ველში.
2. დმანისის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის გარდა, არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამასხურს გადაუგზავნოს ვებ გვერდზე საჯაროდ გამოაქვეყნების მიზნით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება მისი გამოტანისათვის აუცილებელი წერილობით ინფორმაციასთან ერთად.
2. საჯარიმო ქვითრისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნება ხდება ავტომატურად, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
3. საჯარიმო ქვითარი პირისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესით საჯაროდ, ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
3. საჯარიმო ქვითარი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი ამ წესით დადგენილი წესით, საჯაროდ, ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
მუხლი 4.🔗
1. საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებ გვერდზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.
1. საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება ხდება შემდეგი წესით: ოფიციალურ ვებ გვერდებზე სპეციალურად ამ მიზნით გამოყოფილ ადგილზე თავსდება იმ სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო სანომრე ნიშნების სრული სია, რომელთა მფლობელზეც/მესაკუთრეზეც გამოქვეყნების მომენტისთვის გამოწერილია საჯარიმო ქვითარი და იგი არ ჩაჰბარებია პირს ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.
2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.
2. დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნის მონიშვნის გზით მოძებნოს და გაეცნოს ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოწერილ საჯარიმო ქვითარს.
3. ოფიციალურ ვებ გვერდებზე საჯარიმო ქვითართან ერთად თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.
3. ოფიციალურ ვებგვერდებზე საჯარიმო ქვითართან ერთად ასევე თავსდება შესაბამისი ბმული, სადაც დადგენილი წესების დაცვით შესაძლებელია კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ვიდეოფირის ან/და ფოტოფირის ნახვა.
მუხლი 5.🔗
საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და ამ ქვითრის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობის სამსახური, საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნების თაობაზე, ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, დაუყოვნებლივ უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და მის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული ერთეული, ან პარკირების ორგანიზების უფლების მქონე პირი, საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებ გვერდებზე გამოქვეყნების თაობაზე, ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია.
მუხლი 6.🔗
1. საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებგვერდებიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.
1. საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდებიდან ავტომატურად წაიშლება მისი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, გამოქვეყნებიდან 90 კალენდარული დღის გასვლისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შემთხვევისა.
2. პირის მიერ ჯარიმის აგდახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.
2. პირის მიერ ჯარიმის გადახდის შემთხვევაში საჯარიმო ქვითარი ოფიციალური ვებ გვერდიდან იშლება ჯარიმის გადახდის დადასტურებისთანავე.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“, №29, 25.02.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016407 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5109823-1/