საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.03.2021 ძალადაკარგული 19.09.2025
ნომერი
№04/ნ
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.022.018004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/03/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

წინა ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №04/ნ

2021 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 06.06.2025წ.

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 06.06.2025წ.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 06.06.2025წ.

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 06.06.2025წ.

მუხლი 2

დეპარტამენტი არის  სამინისტროს სტრუქტურული ერთეული.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.

მუხლი 4

დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრისა და ზედამხედველი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი II

დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა

მუხლი 5

დეპარტამენტის კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის განსაზღვრა და სამინისტროს  სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინაცია;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება, მათი განხორციელების, ევროკავშირის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია და ამ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

გ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში;

დ) სამინისტროს საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებების, მემორანდუმების, თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა, საერთაშორისო ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;

ე) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამების კოორდინაცია;

ვ) უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის ხელშეწყობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

თ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების/განხორციელების პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა და წარმართვა;

ი) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში/მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირების, აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება, განათლებისა და მეცნიერების სფეროების მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით;

კ) განათლებისა და მეცნიერების სფეროებში/დარგებში ინკლუზიური განვითარების (საზოგადოების მარგინალიზებული/მოწყვლადი და ნაკლებად დაცული ჯგუფების ჩართულობის) ხელშეწყობა, ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სხვა პროგრამების/პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;

ლ) სტრატეგიული დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების იმპლემენტაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

მ) სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის ხელშეწყობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგში;

ნ) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოებისა/კომისიებისა და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა, შესაბამისი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;

ო) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 06.06.2025წ.

მუხლი 6

დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველო;

ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველო;

გ) სტრატეგიული დაგეგმვისა  და ინკლუზიური განვითარების სამმართველო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 06.06.2025წ.

თავი III

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები

მუხლი 7

1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით, დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

გ) სამმართველოს უფროსი;

დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ვ) (ამოღებულია - 06.06.2025, №34/ნ);

ზ) (ამოღებულია - 06.06.2025, №34/ნ).

2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.

5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 06.06.2025წ.

მუხლი 8

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.

2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.

3. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას;

გ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას;

დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;

ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ;

ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების −  ბრძანებების პროექტებს, ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ მინისტრის ან მინისტრის მოადგილის სახელით გასაგზავნ დოკუმენტებსა და კომპეტენციის ფარგლებში – სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სხვადასხვა სახის დოკუმენტებს.

ი) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით;

კ) წარუდგენს ზედამხედველ მინისტრის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ;

ლ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად;

მ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ნ) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების საკითხზე;

ო) წარუდგენს მინისტრს და ზედამხედველი მინისტრის მოადგილეს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს. ასევე პერიოდულ ანგარიშებს მათი მოთხოვნისამებრ;

პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;

ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ან ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.

5. დეპარტამენტის უფროსის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოორდინაციას და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს.

6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

მუხლი 9

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოადგილე/მოადგილეები.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას;

გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს;

დ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს და ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, მათ შორის, დეპარტამენტის უფროსის მიერ მისთვის განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად, ავიზებს სამმართველოებში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების −  ბრძანებების პროექტებს;

ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, ზედამხედველი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

მუხლი 10

1. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს საერთაშორისო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობა და წახალისება. „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული პრიორიტეტების შემუშავება, მათი კოორდინაცია და შესაბამისი ანგარიშ(ებ)ის მომზადება;

გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროკავშირთან განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა; პოლიტიკის განხორციელების პროცესში თანამშრომლობის მექანიზმების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატში სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობა;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კავშირების დამყარებისა და თანამშრომლობის კოორდინაცია;

ვ) ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების მიზნით უცხოეთში საქართველოს საელჩოებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობა;

ზ) სამინისტროს სახელმწიფოთაშორისი საერთაშორისო დოკუმენტების (შეთანხმებები, მემორანდუმები, თანამშრომლობის პროგრამები და სხვ.) მომზადება და შესაბამისი პროცედურების წარმართვა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე მიმდინარე შიდასახელმწიფოებრივ პროცედურებში მონაწილეობის მიღება და სახელმწიფოთაშორისო საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია;

ი) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი, სიმპოზიუმი, შეხვედრა და სხვა) სამინისტროს მონაწილეობის უზრუნველყოფა;

კ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაძლიერება;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში პროგრამების/ქვეპროგრამების შემუშავებასა და შესრულების მონიტორინგში მონაწილეობის მიღება;

მ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;

დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.

5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

6. ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ევროინტეგრაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 06.06.2025წ.

მუხლი 11

1. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამების განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი და ამ პროგრამებში საქართველოს მონაწილეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა;

ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება/კოორდინაცია და ამ მიზნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა;

გ) საქართველოში და საზღვარგარეთ მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარება და წარმართვა, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში მათთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

დ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემაში უცხოური ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული მიმდინარე პროექტების კოორდინაცია;

ე) სამინისტროს უწყებაში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისა და მის დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის კოორდინაცია;

ვ) „საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლების ხელშეწყობის“  პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სწავლის ხელშეწყობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ასევე სამინისტროს მიერ საერთაშორისო შეთანხმებებით, ხელშეკრულებებით, პროგრამებითა და მემორანდუმებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი უწყების მიერ სამინისტროსათვის დასაბუთებული მომართვის საფუძველზე;

ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესახებ სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებებისა და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების განხორციელება;

ი) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;

დ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.

5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

6. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებისა და პროგრამების კოორდინაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 06.06.2025წ.

მუხლი 12 (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 06.06.2025წ.

მუხლი 13

1. სტრატეგიული დაგეგმვისა  და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს კომპეტენციაა:

ა) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის, ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის, შემუშავების/განხორციელების პროცესის სტრატეგიული დაგეგმვა და წარმართვა: გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების კოორდინაცია, მათი შესრულების კონტროლი, მონიტორინგი და შეფასება, ანგარიშგება;

ბ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის  განვითარების (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი) პროცესში სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფა;

გ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სტრატეგიული განვითარების პროცესის ღიაობის, საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;

დ) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის/სტრატეგიული დოკუმენტების,  სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ცვლილებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;

ე) სტრატეგიული განვითარების პროცესში სამინისტროს შიდა და გარე თანამშრომლობის კოორდინაცია;

ვ) საქართველოს მთავრობის, უწყებათაშორისი საბჭოების/კომისიების და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიციირებული სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და  ანგარიშების მომზადების უზრუნველყოფა;

ზ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციის შესაბამისად ჩართულობის კოორდინაცია, სხვა უწყებების/დარგების პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიზნით;

თ) სამინისტროს დარგობრივი დეპარტამენტებისა და სამინისტროს დაქვემდებარებული იურიდიული პირების საკონსულტაციო დახმარება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში სტრატეგიული დოკუმენტების განვითარების, სამოქმედო გეგმების შემუშავება/ანგარიშგების საკითხში; 

ი) განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროს ინკლუზიური განვითარების მიზნით პროგრამების და პროექტების განხორციელების ხელშეწყობა;

კ) სამინისტროს  სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი იურიდიული პირების მიერ ინკლუზიური განვითარების მიმართულებით განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია;

ლ) განათლებისა და მეცნიერების სფეროებში/დარგებში ინკლუზიური განვითარების (საზოგადოების მარგინალიზებული/მოწყვლადი და ნაკლებად დაცული ჯგუფების ჩართულობის) ხელშეწყობა, ინკლუზიური განათლებისა და ინკლუზიური განვითარების სხვა პროგრამების/პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების კოორდინაცია;

მ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. სტრატეგიული დაგეგმვისა   და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.

3. სტრატეგიული დაგეგმვისა   და ინკლუზიური განვითარების  სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას და კოორდინაციას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;

დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას;

ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსისა/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის შესაბამისი მოადგილის წინაშე.

5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.

6. სტრატეგიული დაგეგმვისა   და ინკლუზიური განვითარების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №155/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №34/ნ - ვებგვერდი, 06.06.2025წ.

მუხლი 14 (ამოღებულია)

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №04/ნ, 26.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.018004 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5129569-2/