საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (15 მუხლი)
|
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №06/ნ |
|
2021 წლის 26 მარტი ქ. თბილისი |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 19 მარტის №118 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მუხლი 2 დეპარტამენტი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პირველადი სტრუქტურული ერთეული. მუხლი 3 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. მუხლი 4 დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი II დეპარტამენტის კომპეტენცია და სტრუქტურა მუხლი 5 დეპარტამენტის კომპეტენციაა: ა) განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სამინისტროს საკომუნიკაციო კონცეფციის, გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება; ბ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება; გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება; დ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მომზადება და გავრცელება სამინისტროს საკომუნიკაციო არხებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; ე) ინფორმაციის გავრცელების მიზნით ფოტო და ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა; ვ) სამინისტროს ვებგვერდის, სოციალური გვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მართვა; ზ) მასმედიით გავრცელებული და სამინისტროს საკომუნიკაციო არხებით მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი, ტენდენციების და/ან პრობლემური თემების გამოკვეთა და მათზე რეკომენდაციების მომზადება; თ) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების საკომუნიკაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ამისათვის საკომუნიკაციო სტრატეგიების, კამპანიებისა და გეგმების შემუშავება, შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება, საკომუნიკაციო მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად სხვა აუცილებელი ქმედებების განხორციელება; ი) საკომუნიკაციო მიზნების შესაბამისი ღონისძიებების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციების და სხვა საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; კ) საკომუნიკაციო სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად სხვადასხვა სახის კვლევების ინიციირება; ლ) სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სისტემაში შემავალ იურიდიულ პირებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კოორდინაციის სისტემის დანერგვა და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ეფექტიანი კოორდინაციის მიზნით ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი, საერთო საკომუნიკაციო გზავნილების შემუშავება და გავრცელება; მ) სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებსა და იურიდიულ პირებში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის, სიახლეებისა თუ გეგმების გავრცელების მიზნით შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ნ) დეპარტამენტის კომპეტენციათა ეფექტიანად განხორციელების მიზნით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ო) საპროტოკოლო საქმიანობის განხორციელება; პ) სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფა; ჟ) საქართველოს კანონმდებლობითა და დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. მუხლი 6 დეპარტამენტში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულებია: ა) მედიასთან კომუნიკაციის სამმართველო; ბ) საკომუნიკაციო პროექტების სამმართველო; გ) კოორდინაციის სამმართველო; დ) პროტოკოლის სამმართველო. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, საჯარო მოსამსახურეები და მეორადი სტრუქტურული ერთეულების კომპეტენციები მუხლი 7 1. ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კომპეტენციათა შესრულების მიზნით დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) დეპარტამენტის უფროსი; ბ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი; დ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ე) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; ვ) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. 2. დეპარტამენტში დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა უფლებამოსილება განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით. 5. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. მუხლი 8 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას; გ) ზედამხედველობასა და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სამმართველოების მუშაობას; დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებსა და დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ე) ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას; ვ) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების დავალებების შესრულებას დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ; ზ) აკონტროლებს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვას სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; თ) კომპეტენციის ფარგლებში ავიზებს და ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ი) წარუდგენს მინისტრს წლიურ ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს, ასევე პერიოდულ ანგარიშებს – მისი მოთხოვნისამებრ; კ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა განხორციელებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ლ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად; ნ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ო) შუამდგომლობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; პ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; ჟ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში ან საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 5. დეპარტამენტის უფროსის მიერ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, ასევე, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს. 6. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 9 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მოადგილე/მოადგილეები. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებას; გ) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებებს; დ) დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და მინისტრის წინაშე. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან დეპარტამენტის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 10 1. მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად სამინისტროს საქმიანობის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება; გ) სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება და გავრცელება სამინისტროს საკომუნიკაციო არხებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით; დ) ინფორმაციის გავრცელების მიზნით, ფოტო და ვიდეოგადაღების უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს ვებგვერდის, სოციალური გვერდისა და სხვა საკომუნიკაციო არხების მართვა; ვ) საკომუნიკაციო მიზნებიდან გამომდინარე პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციებისა და სხვა საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ზ) მასმედიით გავრცელებული და სამინისტროს საკომუნიკაციო არხებით მიღებული ინფორმაციის ანალიზი, ინფორმაციული ნაკადების მუდმივი მონიტორინგი, ტენდენციების და/ან პრობლემური თემების გამოკვეთა და მათზე რეკომენდაციების მომზადება; თ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 11 1. საკომუნიკაციო პროექტების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სამინისტროს საკომუნიკაციო კონცეფციის, გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება; ბ) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების, საკომუნიკაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ამ მიზნით საკომუნიკაციო სტრატეგიების, კამპანიებისა და გეგმების შემუშავება, შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და მათი შესრულების უზრუნველსაყოფად სხვა აუცილებელი ქმედებების განხორციელება; გ) საკომუნიკაციო მიზნების შესაბამისი ღონისძიებების, პრესკონფერენციების, ბრიფინგების, პრეზენტაციების და სხვა საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; დ) საკომუნიკაციო სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების განსახორციელებლად სხვადასხვა სახის კვლევების დაგეგმვა და ინიციირება; ე) დეპარტამენტის კომპეტენციათა ეფექტიანად შესრულების მიზნით არასამთავრობო, საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა; ვ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. საკომუნიკაციო პროექტების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. საკომუნიკაციო პროექტების სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურის მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. საკომუნიკაციო პროექტების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომუნიკაციო პროექტების სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 12 1. კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ იურიდიულ პირებთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კოორდინაციის სისტემის დანერგვა და შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ბ) ეფექტური კოორდინაციის მიზნით ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი, საერთო საკომუნიკაციო გზავნილების შემუშავება დ გავრცელება; გ) სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობა ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გაცვლის მიზნით; დ) სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებსა და იურიდიულ პირებში სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის, სიახლეებისა თუ გეგმების გავრცელების მიზნით შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფა; ვ) მინისტრთან შეხვედრის მსურველ მოქალაქეთა პრობლემური საკითხების განხილვა და მათზე რეაგირების მიზნით სამინისტროში მოქალაქეების მიღების პროცესის ორგანიზება; ზ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. კოორდინაციის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. კოორდინაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კოორდინაციის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს. მუხლი 13 1. პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენციაა: ა) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მოწვევით უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების, ოფიციალური, სახელმწიფო, სამუშაო ვიზიტისას საქართველოში საპროტოკოლო და საორგანიზაციო ღონისძიების გატარება; ბ) საქართველოს სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; საქართველოში მყოფი აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრსა და მინისტრის მოადგილეებთან; გ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრის და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური, სახელმწიფო, სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; მათ განთავსებასა და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება, სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა და ოფიციალური შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება, დღის წესრიგის შედგენა; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობით, სხვადასხვა სახის ფორუმების, სემინარების, კონფერენციების და სხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება; ე) სამინისტროში მოსული მაღალი რანგის სტუმრების დახვედრა/გაცილება; ვ) საქმიანობის სრულყოფილად წარმართვისათვის საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა; ზ) საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებსა და სხვადასხვა მაღალი რანგის ღონისძიებაში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მონაწილეობის მიზნით ინფორმაციის შეგროვება და ასეთ ღონისძიებათა ორგანიზება; თ) მინისტრის დღის წესრიგის მიხედვით დანიშნული შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ (როგორც დედაქალაქში, ისევე რეგიონებში) ინფორმაციის შეგროვება, ადგილზე მისვლა და წინასაპროტოკოლო ღონისძიებების გატარება; ი) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მათი საზღვარგარეთ ვიზიტისას ან სამინისტროს მოწვევით ჩამოსული უმაღლესი და მაღალი რანგის სტუმრების საჩუქრებით და სამახსოვრო სუვენირებით უზრუნველყოფა; კ) საპროტოკოლო ატრიბუტიკის დიზაინის შერჩევა (ბანერები, სავიზიტო ბარათები, მისალოცი ბარათები, დროშები, კალმები, ბლოკნოტები, მემორანდუმის საქაღალდეები, ბრენდირებული სასაჩუქრე ნივთები და ასე შემდეგ) და მათი დამზადების ორგანიზება; სხვადასხვა ღონისძიებისათვის საჭირო სასაჩუქრე ნივთების შერჩევა/შესყიდვისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს ეროვნულ თუ სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებების/მიღებების ორგანიზება, მოწვეულ პირთა სიის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო მოსაწვევების დამზადება/გაგზავნა; მ) მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების მიერ დაგეგმილი სამუშაო შეხვედრებისათვის საკონფერენციო ოთახების შესაბამისად მოწყობა; ნ) სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნით სამინისტროს შენობაში გამართული ღონისძიებების, სამუშაო შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება, შეხვედრების გრაფიკის წარმოება და კონტროლი; ო) მინისტრის, მისი მოადგილეების დიპლომატიური პასპორტებით უზრუნველყოფა, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა; პ) სამინისტროსა და კერძო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტების, ინსპექტირების აქტების შედგენა და შესაბამისი სამსახურისთვის მათი წერილობითი სახით მიწოდება; დეპარტამენტის ბალანსზე არსებული ან შეძენილი ქონების აღრიცხვა-ჩამოწერა; ჟ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. პროტოკოლის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი. 3. პროტოკოლის სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას; ბ) განიხილავს და ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას; გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად; დ) ხელს უწყობს სამმართველოში შრომის სათანადო პირობების შექმნას და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული ცოდნის დონის ამაღლებას; ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის/დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. პროტოკოლის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროტოკოლის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
|
|
+
ბრძანება №06/ნ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
+
დამტკიცდეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
+
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი
+
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
დეპარტამენტი არის სამინისტროს პირველადი სტრუქტურული ერთეული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
ა) სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობით, ერთიანი საკომუნიკაციო კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
ბ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება და უკუკავშირის მიღება;
გ) საზოგადოებასთან, სხვადასხვა ორგანიზაციასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება;
დ) სამინისტროს საკომუნიკაციო ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება და აღსრულება;
ე) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეებისა და მიღწეული შედეგების საკომუნიკაციო მხარდაჭერა;
ვ) სამინისტროს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
ზ) საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება;
თ) ციფრული მედიაარხების განვითარება – სამინისტროს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით, სოციალური ქსელებისთვის საჭირო და ხარისხიანი საკომუნიკაციო მასალების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს ოფიციალური სატელეფონო ცხელი ხაზის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
კ) სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №36/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
ა) საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველო;
ბ) ღონისძიებების სამმართველო;
გ) პროტოკოლის სამმართველო.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №36/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
ვ) (ამოღებულია - 06.06.2025, №36/ნ).
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №36/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
მ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის უფლებამოსილებათა შესასრულებლად;
1. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) მინისტრის, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით შესაბამისი ფუნქციების განხორციელება;
ბ) გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად სამინისტროში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
გ) სტრატეგიული კომუნიკაციის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ჩართულობით, ერთიანი საკომუნიკაციო კონცეფციის და სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
დ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან ურთიერთობა და მათთან სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარება; მათთვის პრესრელიზების, საინფორმაციო და ვიზუალური მასალების მომზადება და მიწოდება;
ე) მედიაგეგმის შემუშავება და მისი აღსრულების პროცესის კოორდინაცია;
ვ) საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების გამართვა;
ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის მიზნით სამინისტროს მოსამსახურეებისთვისა და სპიკერებისთვის ინსტრუქციის შემუშავება;
თ) მასმედიის წარმომადგენლებთან თემატური შეხვედრების, მედიასემინარების, მედიატურებისა და სხვა აქტივობების განხორციელება;
ი) საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ასევე, კერძო სამაუწყებლო კომპანიებთან ერთობლივი პროექტების შემუშავება;
კ) ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგის უზრუნველყოფა და ანალიზი, ტენდენციების ან/და პრობლემური თემების გამოკვეთა და მათზე რეკომენდაციების მომზადება;
ლ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების ოფიციალური გამოსვლებისთვის ტექსტების/სასაუბროების მომზადება;
მ) სამინისტროსთვის ვიზუალური ფოტო/ვიდეომასალების მომზადება; მიმდინარე ღონისძიებების ფოტო და ვიდეოგადაღება, გადაღებული მასალის აღრიცხვა და დაარქივება;
ნ) სამინისტროს ვებგვერდის, სოციალური გვერდისა და სხვა ციფრული არხების მართვა,
ციფრული მედიისთვის საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და აღსრულება;
ო) საზოგადოებასთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა ციფრული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით;
პ) ციფრული მედიის მონიტორინგი, ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი
ღონისძიებების გატარება;
ჟ) სამინისტროს ხელმძღვანელობის ინფორმირება საზოგადოებრივი აზრის შესახებ;
რ) სამინისტროს შიდა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება;
ს) სამინისტროში მოქალაქეების მიღების პროცესის ორგანიზება;
ტ) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს უფროსი:
ბ) განიხილავს და სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
5. საზოგადოებასთან და მედიასთან კომუნიკაციის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №36/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
მუხლი 11🔗
1. ღონისძიებების სამმართველოს კომპეტენციაა:
ა) მინისტრის, დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით შესაბამისი ფუნქციების განხორციელება;
ბ) სამინისტროს საკომუნიკაციო ღონისძიებების კონცეფციის შემუშავება და აღსრულება; შემოქმედებითი, განვითარებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო პროექტების ინიციირება;
გ) სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების, პროექტების, სიახლეების, მიღწევების საკომუნიკაციო მხარდაჭერა; ამ მიზნით საკომუნიკაციო კამპანიებისა და გეგმების შემუშავება, შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება და სხვა აუცილებელი ქმედებების განხორციელება;
დ) სამინისტროს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება;
ე) საქართველოს ეროვნულ თუ სხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით გასამართი მასშტაბური ღონისძიებების/მიღებების ორგანიზება;
ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციის მიღება და საერთო კოორდინაცია;
ზ) ღონისძიების ორგანიზების მიზნით, შესაბამისი მომსახურების შესყიდვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
თ) საკომუნიკაციო მიზნებისთვის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების, კონტროლის აქტების შედგენა და შესაბამისი სამსახურისთვის მათი მიწოდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (EFLOW) მეშვეობით; შეძენილი ქონების აღრიცხვა-ჩამოწერა;
ი) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
2. ღონისძიებების სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი.
3. ღონისძიებების სამმართველოს უფროსი:
გ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, პასუხისმგებელია სამმართველოს საჯარო მოსამსახურის მიერ დისციპლინის დაცვაზე სამინისტროს შინაგანაწესის შესაბამისად;
5. ღონისძიებების სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომპეტენციების განხორციელების მიზნით ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №156/ნ - ვებგვერდი, 29.12.2023წ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №36/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
მუხლი 12 (ამოღებულია)
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №36/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
ა) მინისტრის, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით შესაბამისი ფუნქციების განხორციელება;
ბ) მინისტრის, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებებს;
გ) სამინისტროს მოწვევით უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების სამუშაო ვიზიტისას საპროტოკოლო და საორგანიზაციო ღონისძიების გატარება;
დ) საქართველოს სხვადასხვა სამინისტროსა და უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება; საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების, საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესთან და მინისტრის მოადგილეებთან;
ე) საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრის და მისი თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური, სახელმწიფო, სამუშაო ვიზიტების ორგანიზება; დღის წესრიგის შედგენა; სამგზავრო ბილეთების, სასტუმროსა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროში ვიზიტით მყოფი უმაღლესი და მაღალი რანგის სტუმრების დახვედრა/გაცილება;
ზ) საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების მიზნით, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების პროტოკოლის სამსახურებთან, უცხო ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;
თ) საერთაშორისო კონფერენციებში, ფორუმებსა და სხვადასხვა მაღალი რანგის ღონისძიებაში მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მონაწილეობის უზრუნველყოფა; მათ შორის, შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება;
ი) თბილისსა და რეგიონებში მინისტრის შეხვედრებისთვის წინასაპროტოკოლო ღონისძიებების გატარება და შესაბამისი საინფორმაციო მასალების მოგროვება;
კ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების სახელით უმაღლესი და მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის გადასაცემი საჩუქრებისა და სამახსოვრო სუვენირების უზრუნველყოფა;
ლ) საპროტოკოლო ატრიბუტიკის (ბანერები, სავიზიტო ბარათები, მისალოცი ბარათები, დროშები, კალმები, ბლოკნოტები, მემორანდუმის საქაღალდეები, ბრენდირებული სასაჩუქრე ნივთები და ასე შემდეგ) დამზადების უზრუნველყოფა;
მ) სასაჩუქრე ნივთების შერჩევა/შესყიდვისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
ნ) სამინისტროს ორგანიზებით გასამართი ღონისძიებების/მიღებების ფარგლებში მოწვეულ პირთა სიის შედგენა, მათი მოწვევა/განთავსება;
ო) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ დაგეგმილი სამუშაო შეხვედრებისათვის საკონფერენციო ოთახების შესაბამისად მოწყობა;
პ) სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის მოთხოვნით სამინისტროს შენობაში გამართული სამუშაო შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება, შეხვედრების გრაფიკის წარმოება და კონტროლი;
ჟ) მინისტრის, პირველი მოადგილისა და მოადგილეების დიპლომატიური პასპორტებით უზრუნველყოფა, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;
რ) საპროტოკოლო მიზნებისთვის შესყიდული პროდუქციის მიღება-ჩაბარების აქტების, კონტროლის აქტების შედგენა და შესაბამისი სამსახურისთვის მათი მიწოდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (eFlow) მეშვეობით; შეძენილი ქონების აღრიცხვა-ჩამოწერა;
ს) ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2025 წლის 6 ივნისის ბრძანება №36/ნ - ვებგვერდი, 09.06.2025წ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.09.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.03.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №06/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.022.018006.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 15 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №06/ნ, 26.03.2021, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.022.018006 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5132781/