მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.05.2021 წ.
|
+
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №13
2021 წლის 8 აპრილი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ე“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 41-ე და 43-ე მუხლების, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-15 მუხლის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 24 მაისის დადგენილება №19 - ვებგვერდი, 25.05.2021 წ.
+
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე (ს/კ 72.06.16.22.932; ს/კ 72.16.22.933) საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ბაქრაძე
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ბაქრაძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების შესახებ“, №13, 08.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016566 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.05.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5146585-1/