სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (7)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (11 მუხლი)
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №185 |
|
2021 წლის 26 აპრილი ქ. თბილისი |
ა) დამტკიცდეს თანდართული სახელმწიფო პროგრამა –„განახლებული რეგიონები“ (შემდგომში – პროგრამა);
ბ) პროგრამის განმახორციელებლად განისაზღვროს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი;
გ) ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, საჭიროებისამებრ, პროექტის შინაარსის გათვალისწინებით, პროგრამის განმახორციელებლის სტატუსით პროგრამის განხორციელება.
ა) სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს პროგრამის ნაწილობრივი დაფინანსება „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის დამტკიცებული ქვეპროგრამ(ებ)ით განსაზღვრული ასიგნებებიდან ან/და საკუთარი სახსრებით, ეს უკანასკნელი არაუმეტეს 130 (ას ოცდაათი) მილიონი ლარის ფარგლებში;
ბ) დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს წინადადებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების ანგარიშებზე ნაშთის სახით რიცხული რესურსიდან 90 (ოთხმოცდაათი) მილიონი ლარის მობილიზების თაობაზე;
გ) დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დამტკიცებული პროგრამის შეუფერხებლად განხორციელებისათვის დამატებითი რესურსის მოძიების მიზნით, მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო თანხების გამოყოფის შესახებ;
დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, 2022 წლისა და შემდეგი წლ(ებ)ის სახელმწიფო ბიუჯეტების პროექტების მომზადების დროს, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადების საფუძველზე, გაითვალისწინონ პროგრამის ფარგლებში შესაბამის წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.
|
1. ხელსაყრელი და დაბალანსებული მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს შექმნის, ტურისტულად მიმზიდველი და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალური გარემოს გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო პროგრამა – „განახლებული რეგიონები“ (შემდგომში − პროგრამა) ითვალისწინებს საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, გარდა ქალაქ თბილისის, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებისა, განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც, მათ შორის, შესაძლებელია მოიცავდეს ურბანული განახლების დოკუმენტების შემუშავებასაც.
2. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტ(ებ)ის (შემდგომში − პროექტი) თანადაფინანსება შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნებადართული სახსრებით.
3. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება სხვადასხვა ობიექტის რეაბილიტაციის პროექტი როგორც სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის, ისე – კერძო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე.
4. „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილებით დამტკიცებული გზამკვლევის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროექტების შინაარსის გათვალისწინებით, მათზე არ ვრცელდება „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილებით დამტკიცებული გზამკვლევით გათვალისწინებული პროცედურა.
5. შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ პროგრამის განმახორციელებლის სტატუსით პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, მუნიციპალიტეტის მოთხოვნის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსაზღვრული თანხის ფარგლებში, პერიოდულად, შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის თანხის გადარიცხვა.
პირველ ეტაპზე პროგრამის საორიენტაციო ღირებულება განისაზღვრება 500 (ხუთასი) მილიონი ლარის ფარგლებში, მათ შორის, შესაბამისი დონორის/საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტ(ებ)ის დაფინანსების ფარგლებში, საორიენტაციოდ, 150 (ას ორმოცდაათი) მილიონი ლარი, ხოლო უშუალოდ საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში – საორიენტაციოდ, 350 (სამას ორმოცდაათი) მილიონი ლარი.
1. პროექტის დაფინანსების წყაროს გათვალისწინებით, პროექტების განხორციელებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვები განხორციელდება შესყიდვის შესაბამისი წესების გათვალისწინებით.
2. პროექტების განხორციელებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვები განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეთ უფლება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებს, პროექტებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ამავე კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული მომსახურებისა და სამუშაოს შესყიდვები შესაძლებელია, განხორციელდეს აგრეთვე ერთიანი შესყიდვის ფარგლებში (ე. წ. design-build).
5. ამ მუხლით გათვალისწინებული შესყიდვ(ებ)ის განხორციელებისას, ერთიანი შესყიდვის ფარგლებში, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოთხოვნად უნდა მიეთითოს განახლების გადაწყვეტის პირობად რეგიონის სპეციფიკისა და ხასიათის თავისებურებების გათვალისწინება.
6. პროექტის შინაარსის გათვალისწინებით, ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვები შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.
7. პროექტის შინაარსის გათვალისწინებით, ამ მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვები შესაძლებელია წარმოადგენდეს მრავალწლიანი შესყიდვის კატეგორიის შესყიდვას.
8. დაევალოს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართვის საფუძველზე, გადახედოს იმ სამუშაოსა და მომსახურების CPV კოდებს, რომელთა შესყიდვა შესაძლებელია პრეისკურანტის საფუძველზე.
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შეიქმნას სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ განმახორციელებელი კომისია (შემდგომში – კომისია), რომელიც შეარჩევს პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს, კოორდინაციას გაუწევს პროგრამის განხორციელებასა და პროგრამის ფარგლებში პროექტების მიმდინარეობას, შეითანხმებს საპროექტო გადაწყვეტებს, მათ შორის, პროექტის განხორციელების ადგილმდებარეობას, დიზაინსა და სხვ. და, საჭიროებისამებრ, დაეხმარება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს/მუნიციპალიტეტს პროგრამის განხორციელებისას წარმოშობილი საკითხების გადაჭრაში.
2. კომისია იქმნება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, რომელიც ახორციელებს მის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას. კომისიას თავმჯდომარეობს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.
3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს შემდეგი უწყებების შემადგენლობით:
ა) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე(ები);
ბ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;
გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;
დ) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენელი/წარმომადგენლები ან/და შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენელი/წარმომადგენლები;
ე) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში დანიშნული სახელმწიფო რწმუნებული;
ვ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;
ზ) სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები;
თ) სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები.
4. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების გათვალისწინებით, ეთხოვოთ შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერსა და მერიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენელს/წარმომადგენლებს კომისიის მუშაობაში კომისიის წევრის სტატუსით მონაწილეობის მიღება.
5. კომისიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პროცედურული და სხვა სახის საკითხების განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭოს კომისიას.
1. საჭიროებისამებრ, პროგრამის ფარგლებში პროექტის განხორციელების მიზნით, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, ხოლო შესაბამის მუნიციპალიტეტს ეთხოვოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
2. ეთხოვოს შესაბამის მუნიციპალიტეტს, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების თავისებურებისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მოსახლეობის ინფორმირებისა და მათთან კომუნიკაციის ნაწილში სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელება.
3. სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
+
+
ბ) პროგრამის განმახორციელებლად (შემდგომში − პროგრამის განმახორციელებელი) განისაზღვრონ სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი);
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №240 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის დადგენილება №176 – ვებგვერდი, 12.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №285 - ვებგვერდი, 08.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის დადგენილება №8 – ვებგვერდი, 17.01.2023წ.
+
+
+
პროგრამის განხორციელების მიზნით, ეთხოვოთ შესაბამის მუნიციპალიტეტებს პროგრამის განხორციელების ხელშეწყობა.
+
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
+
მუხლი 6🔗
დადგენილება მოქმედებს 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 16 დეკემბრის დადგენილება №414 - ვებგვერდი, 16.12.2024წ.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
5. შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ პროგრამის განმახორციელებლის სტატუსით პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, მუნიციპალიტეტის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობის ან/და მოსალოდნელი თანხის ათვისების პროგნოზის გათვალისწინებით, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსაზღვრული თანხის ფარგლებში, პერიოდულად, შესაბამისი მუნიციპალიტეტისათვის თანხის გადარიცხვა.
6. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ პროგრამის განმახორციელებლის სტატუსით პროექტის განხორციელების შემთხვევაში, პროექტის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ შორის, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს, შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოს მოცულობის გათვალისწინებით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და განსაზღვრული თანხის ფარგლებში, პერიოდულად საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისთვის თანხის გადარიცხვა.
7. (ამოღებულია - 16.01.2023, №8).
8. დეპარტამენტმა პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული მომსახურებების განხორციელება უზრუნველყოს სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმართვის საფუძველზე, შესაბამისი წლის ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში.
9. მიეცეს უფლება დეპარტამენტს, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო/პერიოდული შეკეთების ან/და მიმდინარე შეკეთების სამუშაოები და მათთან დაკავშირებული მომსახურებები განახორციელოს შესაბამის კომპანიებთან გაფორმებული, სამუშაოების/მომსახურებების მიმდინარეობის პერიოდში მოქმედი ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №240 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის დადგენილება №176 – ვებგვერდი, 12.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №285 - ვებგვერდი, 08.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის დადგენილება №8 – ვებგვერდი, 17.01.2023წ.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეთ უფლება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს, შესაბამის მუნიციპალიტეტებსა და დეპარტამენტს, პროექტებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ამავე კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში.
3. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეთ უფლება სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებს, პროექტებისათვის საჭირო საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ ამავე კანონის 151 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ვადებში.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №240 – ვებგვერდი, 28.05.2021წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის დადგენილება №176 – ვებგვერდი, 12.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №285 - ვებგვერდი, 08.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის დადგენილება №8 – ვებგვერდი, 17.01.2023წ.
მუხლი 4. სამთავრობო კომისია🔗
ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები;
თ) სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი/წარმომადგენლები;
ი) საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი/წარმომადგენლები.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის დადგენილება №176 – ვებგვერდი, 12.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის დადგენილება №296 - ვებგვერდი, 09.06.2022წ.
3. სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში პროექტების ეფექტიანად განხორციელების მიზნით სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
4. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უზრუნველყოს პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ განსახორციელებელი პროექტ(ებ)ის კომისიისთვის განსახილველად წარდგენა.
5. დეპარტამენტმა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო და პერიოდული შეკეთების სამუშაოების მიღება განახორციელოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მონაწილეობით და სამუშაოები, მათი დასრულების შემდგომ, გადაეცეს შესაბამის მუნიციპალიტეტს. ამასთანავე, ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს სამუშაოების მიღების პროცესში მონაწილეობა და სამუშაოების დასრულების შემდგომ მიღება, კომპეტენციის ფარგლებში.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 12 აპრილის დადგენილება №176 – ვებგვერდი, 12.04.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 ივნისის დადგენილება №285 - ვებგვერდი, 08.06.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 16 იანვრის დადგენილება №8 – ვებგვერდი, 17.01.2023წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2025.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“?
- „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.04.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №185. სარეგისტრაციო კოდი — 010260050.10.003.022740.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 7 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.12.2025.
- რამდენი მუხლისგან შედგება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 11 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.12.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონების“ დამტკიცების შესახებ“, №185, 26.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 010260050.10.003.022740 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5157382/