საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.04.2021 ბოლო ცვლილება 24.11.2023
ნომერი
№6/13
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016482
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

შემდგომი ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №6/13

2021 წლის 27 აპრილი

ქ. ფოთი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12− მე-16 ნაწილებით, 125​4, 135-ე, 135​1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ

 


საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240​​​1 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 31 აგვისტოს №1-1/345 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-17 პუნქტის, ამავე ბრძანების მე-2  და მე-3 მუხლების შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო  ა დ გ ე ნ ს:

 

 


+
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​​​4, 135-ე, 135​​​1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „ქალაქ ფოთის მუნიციპალურ ინსპექციას“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 415112149).

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 ივნისის დადგენილება №6/29 - ვებგვერდი, 07.06.2022წ.

+
მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-8, მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​​4, 135-ე, 135​​1 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი (დანართი №1);

ბ)  საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №2);

გ) საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა(დანართი №3);

დ) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის რეგისტრაციის ჟურნალი (დანართი №4);

ე) გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის ფორმა (დანართი №5).

+
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის (ოქმი) ფორმის, შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2010 წლის 29 ივნისის  № 2/21 დადგენილება.

 

+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარებექა ვაჭარაძე
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 552, 556 მუხლებით, 1074 მუხლით, 1142 მუხლის მე-6 ნაწილით, 125-ე მუხლის მე-8, მე-12-მე-16 ნაწილებით, 1254, 1341, 135-ე, 1351, 146​​​1 მუხლებით, 152-ე, 1525-1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534 მუხლით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“, №6/13, 27.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016482 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5159167-1/