მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.04.2021 ბოლო ცვლილება 02.03.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.124.016417
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/04/2021
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2021 წლის 28 აპრილი

ქ. ბაღდათი

მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
 საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, ამავე კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის, მე-5 მუხლის მე-9 პუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს:

+
მუხლი 1
ბაღდათის მუნიციპალიტეტში შემოღებულ იქნეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი, რომელიც არის ადგილობრივ ბიუჯეტში აუცილებელი გადასახდელი.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს ინსტრუქცია ბაღდათის მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ დანართის შესაბამისად (დანართი დადგენილებას თან ერთვის).
+
მუხლი 3
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
+
მუხლი 4
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა.
+
მუხლი 5. (ამოღებულია)
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის დადგენილება №12 - ვებგვერდი, 29.06.2021წ.

+
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშალვა მშვილდაძე
+



ი ნ ს ტ რ უ ქ ც ი ა
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ

+
მუხლი 1
 წინამდებარე ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით და წარმოადგენს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების განუყოფელ ნაწილს.
+
მუხლი 2
მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვარატული მეტრისათვის განისაზღვროს 2 (ორი) ლარით;
+
მუხლი 3
მოსაკრებლის განაკვეთი (ოდენობა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვარატული მეტრისათვის საკურორტო ზონაში განისაზღვროს 4 (ოთხი) ლარით, ხოლო საკურორტო ზონებში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 5 (ხუთი) ლარით.
+
მუხლი 4
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის არ გადაიხდება, თუ მშენებლობის ნებართვის მაძიებელია ბაღდათის მუნიციპალიტეტი თავის ტერიტორიაზე, ან „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო, ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
+
მუხლი 5
ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისთვის განისაზღვროს - 50 ლარით, III კლასის ობიექტებისათვის - 200 ლარით, IV კლასის ობიექტებისათვის - 400 ლარით.
+
მუხლი 6
ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში, ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული თითოეული გრძივი მეტრისათვის, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს ერთი ლარით.
+
მუხლი 7
მოსაკრებლის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული, ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვისთვის მოსაკრებლის გადამხდელია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი.
+
მუხლი 8
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის ნორმების შესაბამისად, ნებართვის მაძიებლის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის (ქვითარი) წარდგენა უნდა მოხდეს ნებართვის მიღებაზე განცხადების წარდგენისას.
+
მუხლი 9
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბაღდათის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე:

ა) მიმღები ანგარიში – ბიუჯეტის შემოსავლების ერთიანი ანგარიში – N200122900

ბ) მიმღები ბანკი – ხაზინა.

გ) ბანკის კოდი 22101222.

დ) ბიუჯეტის შემოსავლების სახაზინო კოდი 300243090 – მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „მუნიციპალიტეტში მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ“, №9, 28.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016417 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5159553-1/