ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 31.05.2021წ.
1. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს.
2. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებსა და სამხედრო ძალების ვეტერანებს.
3. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს.
4. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს.
5. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს.
6. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს.
7. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს.
8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებს.
9. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს.
10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს.

1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.

+
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №177
2021 წლის 28 აპრილი
ქ. ქუთაისი
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 31.05.2021წ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის N667 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიეცეთ:
1. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს.
2. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებსა და მათთან გათანაბრებულ პირებსა და სამხედრო ძალების ვეტერანებს.
3. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს.
4. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანებს.
5. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე პირებსა და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფ დამხმარე პირს/მხარდამჭერს.
6. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა (გარდაცვლილთა), მათ შორის, ომის შემდგომ გარდაცვლილთა (უგზო-უკვლოდ დაკარგულთა) ოჯახების წევრებს.
7. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებს.
8. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლის“ ბენეფიციარებს.
9. ქალაქ ქუთაისში რეგისტრირებულ მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს.
10. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 65 000-ს.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 31.05.2021წ.
11. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სამართლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 31.05.2021წ.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 სექტემბრის დადგენილება №73 - ვებგვერდი, 29.09.2023წ.
+
მუხლი 2
ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე მგზავრობის ტარიფის 50 პროცენტიანი შეღავათიანი ფასდაკლებით სარგებლობის უფლება მიეცეთ:
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს, რომლებსაც ზედამხედველობას უწევს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანება“.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული ავტორიზებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 მაისის დადგენილება №180 - ვებგვერდი, 31.05.2021წ.
+
მუხლი 3
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელმა იურიდიულმა პირმა უზრუნველყოს ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით დამტკიცებული მგზავრობის ტარიფის ფასდაკლების სისტემით მომსახურების განხორციელება მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
+
მუხლი 4
სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის მომსახურებით მოსარგებლე მოქალაქეთა მგზავრობა ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ, შესაბამის უფლებამოსილ პირთან (ბარათის გამცემი) პროგრამით მოსარგებლე პირთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე, რის შემდეგაც უფლებამოსილი პირი (ბარათის გამცემი), უზრუნველყოფს მათთვის მგზავრობისათვის საჭირო სამგზავრო პლასტიკური ბარათების (შემდგომ, ბარათი) დამზადებასა და გადაცემას. იმ შემთხვევაში, თუ არ არის შერჩეული ბარათების გამცემი უფლებამოსილი პირი, - ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოვლენილი სხვა უფლებამოსილი სუბიექტ(ებ)ის მიერ გაცემული გადახდის შესაბამისი საშუალებების (ბარათის) მეშვეობით.
+
მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 14 ივნისიდან.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე სამგზავრო ტარიფის ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“, №177, 28.04.2021, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016580 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.05.2021). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5159878-1/