შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №236 |
|
2021 წლის 25 მაისი ქ. თბილისი |
1. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის – სს „თელასის“ სალიცენზიო არეალში – შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406312690).
2. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის – სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სალიცენზიო არეალში – სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405460594).
ა) რომლებსაც არ აქვთ ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულება სხვა მიმწოდებლებთან:
ა.ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისთვის – როგორც უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასა (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) და საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგიის მწარმოებლებთან (ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ელექტროენერგიის სხვა მწარმოებლებთან) თანამშრომლობით (მათ შორის, ელექტროენერგიის შესყიდვაზე შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების გზით);
ა.ბ) ამ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა, კონცეფციიდან გამომდინარე, სხვა საცალო მომხმარებლებისთვის – როგორც ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი;
ბ) რომლებმაც ვერ აირჩიეს ან დაკარგეს მიმწოდებელი – როგორც ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული მიმწოდებლები ელექტროენერგიის დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების:
ა) ამოქმედებამდე თავიანთ მომსახურებას ახორციელებენ გარდამავალ პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ამოქმედების შემდეგ, კონცეფციის მე-14 და მე-15 მუხლების შესაბამისად, ვაჭრობენ ორგანიზებულ ბაზრებზე და ახორციელებენ მიწოდებას საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით, კონცეფციის, შესაბამისი ბაზრის წესების, კონცეფციით გათვალისწინებულ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან (სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“) გაფორმებული ფასთა სხვაობის ხელშეკრულებების (უნივერსალური მიმწოდებლის შემთხვევაში), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად.
3. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების გამწევი მიმწოდებლებისთვის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის კონკურენტული ფასის მარჟა განისაზღვროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შესაბამისი სატარიფო წლისთვის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის დადგენილ უნივერსალური მომსახურების კომპონენტსა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლისთვის დადგენილ საჯარო მომსახურების კომპონენტს შორის უდიდესი მაჩვენებლით (თეთრი/კვტ.სთ).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის:
ა) ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის კონკურენტული ფასის მარჟად გამოყენებულ იქნეს კომისიის მიერ შესაბამისი სატარიფო წლისთვის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისთვის დადგენილი უნივერსალური მომსახურების კომპონენტსა და ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლისთვის დადგენილ საჯარო მომსახურების კომპონენტს შორის უდიდესი მაჩვენებელი (თეთრი/კვტ.სთ);
ბ) ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულმა კომპანიებმა უზრუნველყონ სათანადო პროცედურების დაწყებისთვის კომისიისათვის მიმართვა, დადგენილი წესისა და ვადების გათვალისწინებით.
2. ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლები ამოქმედდეს 2021 წლის პირველი ივლისიდან.
|
+
შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ
+
მუხლი 1🔗
1. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა და 162-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის“ (შემდგომში – კონცეფცია) მე-9 მუხლის, 151 მუხლისა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დაეკისროს ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულება და განისაზღვროს ელექტროენერგიის სექტორში უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლად, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლად და ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად 2025 წლის 1 იანვრამდე:
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №437 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
+
ბ) ამოქმედების შემდეგ:
ბ.ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბოლოო მომხმარებლებისთვის საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდებას ახორციელებენ კონცეფციის მე-14 და მე-15 მუხლების შესაბამისად და, ამ მიზნით, ვაჭრობენ მხოლოდ ორგანიზებულ ბაზრებზე კონცეფციის, შესაბამისი ბაზრის წესების, კონცეფციით გათვალისწინებულ საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციასთან გაფორმებული ფასთა სხვაობის ხელშეკრულების (უნივერსალური მიმწოდებლის შემთხვევაში), საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად;
ბ.ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სხვა საცალო მომხმარებლისთვის საჯარო მომსახურების ვალდებულების სახით მიწოდების მიზნით, ვაჭრობენ საბითუმო ბაზრებზე კონცეფციის 151 მუხლის, შესაბამისი ბაზრის წესების, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა პირობების შესაბამისად.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №437 – ვებგვერდი, 29.08.2022წ.
+
+
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.10.2024.
- როდის იქნა მიღებული „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“?
- „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“ მიღებულია 25.05.2021. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №236. სარეგისტრაციო კოდი — 300280000.10.003.022792.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.10.2024.
- რამდენი მუხლისგან შედგება „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.10.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისათვის“ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიწოდების საჯარო მომსახურების სახით განხორციელების ვალდებულების დაკისრების შესახებ“, №236, 25.05.2021, სარეგისტრაციო კოდი 300280000.10.003.022792 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5174969/