“ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სა რეგისტრაცი ო კოდ ი 470.010.000.11.119.004.561
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №276/ნ
2000 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“, „ვ“ პუნქტებიდან და 30-ე მუხლიდან გამომდინარე, სამედიცინო მომსახურების სფეროში სამედიცინო ეთიკისა და ბიოეთიკის პრინციპების დანერგვის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 20 ნოემბრი ს ბრძანება №326/ნ - სსმ III, №117, 03.12.2002წ., მუხ.1019
ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ზოგადი დებულებები
1. ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს (შემდგომ „საბჭო“) მიზანია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებასთან, სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური ასპექტების წარმოჩენა და სათანადო რეკომენდაციების მომზადება.
2. საბჭო იქმნება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და წარმოადგენს ბიოეთიკის საკითხებში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საკონსულტაციო ორგანოს.
3. საბჭო ფუქციონირებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულებაში გაცხადებული წესების მიხედვით.
4. საბჭოს დებულებას ამტკიცებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. საბჭოს ფუნქციები და პრიორიტეტები
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო პროგრამების, სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტების ეთიკური ასპექტების შეფასება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნისამებრ და, საჭიროებისამებრ, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის ფუნქციონირებასთან, სამედიცინო პრაქტიკასთან და სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხების იდენტიფიკაცია, მათი შესწავლის პრიორიტეტულობის განსაზღვრა და, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნისამებრ, მათი შესწავლა და, საჭიროებისამებრ, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
გ) რეკომენდაციების მომზადება ბიოეთიკის, როგორც დარგის, განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ;
დ) რეკომენდაციების მომზადება სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ეთიკის კომისიების ქსელის დაფუძნებისა და განვითარებისათვის.
2. საბჭო, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ განიხილავს:
ა) კონკრეტული კლინიკური შემთხვევის ეთიკურ საკითხებს;
ბ) კონკრეტული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის სამეცნიერო გეგმებს.
3. საბჭომ, სათანადო მოთხოვნისა და შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება გაუწიოს კონსულტაცია ბიოეთიკის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და საზოგადოებრივ დაწესებულებებს.
4. საბჭოს პრიორიტეტული საქმიანობაა სამედიცინო დახმარების და სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში პიროვნების ღირსების და ავტონომიის დაცვისათვის ხელშეწყობა.
5. საბჭოს მუშაობაში შეიძლება განისაზღვროს ბიოეთიკის საკითხებთან დაკავშირებული სხვა პრიორიტეტებიც, თუ:
ა) არ არსებობს სხვა კომპეტენტური ორგანო, რომელსაც საკითხის შესწავლის შესაძლებლობა გააჩნია;
ბ) საკითხი გადაუდებელ შესწავლას მოითხოვს და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა.
3. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 29 წევრით.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან უმაღლესი და საშუალო სამედიცინო სასწავლებლების, სამედიცინო დაწესებულებების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო პროფესიული ასოციაციებისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი და ეთიკური საკითხებით დაინტერესებული ექსპერტები.
3. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, მათ შორის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, ამტკიცებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 20 ნოემბრი ს ბრძანება №326/ნ - სსმ III, №117, 03.12.2002წ., მუხ.1019
4. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია
1. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.
2. საბჭო მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, იწვევს საბჭოს სხდომებს, აწარმოებს საბჭოს ფუნქციებთან დაკავშირებულ კვლევებს, ამზადებს სათანადო ანგარიშებს.
3. საბჭოს სხდომების პერიოდულობა განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად.
4. საბჭო უფლებამოსილია, მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების პროცესში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს გასაცნობად სთხოვოს სათანადო მასალები და დოკუმენტები.
5. საბჭოს, საკუთარი ფუნქციების შესრულების მიზნით, შეუძლია დასვას საკითხი სამინისტროს წინაშე სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტების მოწვევის შესახებ.
6. საბჭოს მუშაობის საორგანიზაციო ხარჯები (ფართობი, კომუნიკაცია, საკანცელარიო მასალა, ტექნიკური პერსონალი, სამივლინებო ხარჯები და ა.შ.) ანაზღაურდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
7. საბჭოს შემადგენლობა შეიძლება განახლდეს ყოველ 2 წელიწადში, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. საბჭოს თავმჯდომარის სამუშაო ვადა განისაზღვრება 2 წლით. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორჯერ. ყოფილი თავმჯდომარე შეიძლება დარჩეს საბჭოს შემადგენლობაში.

„ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს “ წევრთა სია
1. თამარ დეკანოსიძე – თავმჯდომარე
2. გივი ჯავაშვილი – თავმჯდომარის მოადგილე
3. ვახტანგ ახალაძე
4. თენგიზ ახმეტელი
5. აკაკი ბარკალაია
6. რეზო გაგუა
7. დავით გეგეშიძე
8. პროტოპრესვიტერი მამა გიორგი (გამრეკელი)
9. მაია გოთუა
10. ლალი ებანოიძე
11. გია თომაძე
12. პაატა იმნაძე
13. გენადი იოსავა
14. გურამ კიკნაძე
15. დიმიტრი კორძაია
16. გელა ლეჟავა
17. გია ლობჟანიძე
18. ჯანგირ მამალაძე
19. ბელა მამულაშვილი
20. გიორგი ნანეიშვილი
21. ბაადურ რაჭველიშვილი
22. მაია სულაქველიძე
23. გოჩა შათირიშვილი
24. რამაზ შენგელია
25. ომარ ხარძეიშვილი
26. მაგდა ბეთანელი
27. ირაკლი ჯოლოხავა
28. ნოდარ ბაქრაძე
29. ნელი ჩაკვეტაძე

+
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.004.561
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №276/ნ
2000 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“, „ვ“ პუნქტებიდან და 30-ე მუხლიდან გამომდინარე, სამედიცინო მომსახურების სფეროში სამედიცინო ეთიკისა და ბიოეთიკის პრინციპების დანერგვის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ჯორბენაძე
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №326/ნ - სსმ III, №117, 03.12.2002წ., მუხ.1019
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №224/ნ - სსმ III, №105, 06.09.2005წ., მუხ.1173
ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
1. ზოგადი დებულებები
1. ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს (შემდგომ „საბჭო“) მიზანია მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებასთან, სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური ასპექტების წარმოჩენა და სათანადო რეკომენდაციების მომზადება.
2. საბჭო იქმნება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და წარმოადგენს ბიოეთიკის საკითხებში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის საკონსულტაციო ორგანოს.
3. საბჭო ფუქციონირებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და ამ დებულებაში გაცხადებული წესების მიხედვით.
4. საბჭოს დებულებას ამტკიცებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
2. საბჭოს ფუნქციები და პრიორიტეტები
1. საბჭოს ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული სახელმწიფო პროგრამების, სახელმწიფო პოლიტიკის ამსახველი დოკუმენტების ეთიკური ასპექტების შეფასება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნისამებრ და, საჭიროებისამებრ, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
ბ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემის ფუნქციონირებასთან, სამედიცინო პრაქტიკასთან და სამედიცინო-ბიოლოგიურ კვლევასთან დაკავშირებული ეთიკური საკითხების იდენტიფიკაცია, მათი შესწავლის პრიორიტეტულობის განსაზღვრა და, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოთხოვნისამებრ, მათი შესწავლა და, საჭიროებისამებრ, სათანადო რეკომენდაციების მომზადება;
გ) რეკომენდაციების მომზადება ბიოეთიკის, როგორც დარგის, განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებების შესახებ;
დ) რეკომენდაციების მომზადება სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ეთიკის კომისიების ქსელის დაფუძნებისა და განვითარებისათვის.
2. საბჭო, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, არ განიხილავს:
ა) კონკრეტული კლინიკური შემთხვევის ეთიკურ საკითხებს;
ბ) კონკრეტული სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის სამეცნიერო გეგმებს.
3. საბჭომ, სათანადო მოთხოვნისა და შეთანხმების საფუძველზე, შეიძლება გაუწიოს კონსულტაცია ბიოეთიკის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და საზოგადოებრივ დაწესებულებებს.
4. საბჭოს პრიორიტეტული საქმიანობაა სამედიცინო დახმარების და სამედიცინო-ბიოლოგიური კვლევის პროცესში პიროვნების ღირსების და ავტონომიის დაცვისათვის ხელშეწყობა.
5. საბჭოს მუშაობაში შეიძლება განისაზღვროს ბიოეთიკის საკითხებთან დაკავშირებული სხვა პრიორიტეტებიც, თუ:
ა) არ არსებობს სხვა კომპეტენტური ორგანო, რომელსაც საკითხის შესწავლის შესაძლებლობა გააჩნია;
ბ) საკითხი გადაუდებელ შესწავლას მოითხოვს და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა.
3. საბჭოს შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება 29 წევრით.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან უმაღლესი და საშუალო სამედიცინო სასწავლებლების, სამედიცინო დაწესებულებების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო პროფესიული ასოციაციებისა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯანმრთელობის დაცვის სამართლებრივი და ეთიკური საკითხებით დაინტერესებული ექსპერტები.
3. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, მათ შორის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, ამტკიცებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №326/ნ - სსმ III, №117, 03.12.2002წ., მუხ.1019
4. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია
1. საბჭო ანგარიშვალდებულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.
2. საბჭო მოიძიებს საჭირო ინფორმაციას, იწვევს საბჭოს სხდომებს, აწარმოებს საბჭოს ფუნქციებთან დაკავშირებულ კვლევებს, ამზადებს სათანადო ანგარიშებს.
3. საბჭოს სხდომების პერიოდულობა განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად.
4. საბჭო უფლებამოსილია, მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების პროცესში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებს გასაცნობად სთხოვოს სათანადო მასალები და დოკუმენტები.
5. საბჭოს, საკუთარი ფუნქციების შესრულების მიზნით, შეუძლია დასვას საკითხი სამინისტროს წინაშე სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე კონსულტანტების მოწვევის შესახებ.
6. საბჭოს მუშაობის საორგანიზაციო ხარჯები (ფართობი, კომუნიკაცია, საკანცელარიო მასალა, ტექნიკური პერსონალი, სამივლინებო ხარჯები და ა.შ.) ანაზღაურდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
7. საბჭოს შემადგენლობა შეიძლება განახლდეს ყოველ 2 წელიწადში, რომლის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. საბჭოს თავმჯდომარის სამუშაო ვადა განისაზღვრება 2 წლით. ერთი და იგივე პირი საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ ორჯერ. ყოფილი თავმჯდომარე შეიძლება დარჩეს საბჭოს შემადგენლობაში.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №326/ნ - სსმ III, №117, 03.12.2002წ., მუხ.1019
„ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს “ წევრთა სია
დანართი
1. თამარ დეკანოსიძე – თავმჯდომარე
ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს შემადგენლობა
2. გივი ჯავაშვილი – თავმჯდომარის მოადგილე
1. გივი ჯავაშვილი – თავმჯდომარე
3. ვახტანგ ახალაძე
2. სოფიო ხაჟომია – თავმჯდომარის მოადგილე
4. თენგიზ ახმეტელი
3. ალექსანდრე თელია
5. აკაკი ბარკალაია
4. გიორგი მენაბდე
6. რეზო გაგუა
5. აკაკი ბარკალაია
7. დავით გეგეშიძე
6. თენგიზ ახმეტელი
8. პროტოპრესვიტერი მამა გიორგი (გამრეკელი)
7. რეზო გაგუა
9. მაია გოთუა
8. პროტოპრესვიტერი მამა გიორგი (გამრეკელი)
10. ლალი ებანოიძე
9. ფრიდონ თოდუა
11. გია თომაძე
10. ელზა გულიაშვილი
12. პაატა იმნაძე
11. ლაური მანაგაძე
13. გენადი იოსავა
12. პაატა იმნაძე
14. გურამ კიკნაძე
13. ზაზა ავალიანი
15. დიმიტრი კორძაია
14. გურამ კიკნაძე
16. გელა ლეჟავა
15. რიმა ბერიაშვილი
17. გია ლობჟანიძე
16. ია გეგეშიძე
18. ჯანგირ მამალაძე
17. გია ჯავახიშვილი
19. ბელა მამულაშვილი
18. მარინა წივწივაძე
20. გიორგი ნანეიშვილი
19. ნათია ხმალაძე
21. ბაადურ რაჭველიშვილი
20. მამუკა ქაცარავა
22. მაია სულაქველიძე
21. დინარა კასრაძე
23. გოჩა შათირიშვილი
22. გოგი ლაჭყეპიანი
24. რამაზ შენგელია
23. ნათია ოკუჯავა
25. ომარ ხარძეიშვილი
24. რამაზ შენგელია
26. მაგდა ბეთანელი
25. ომარ ხარძეიშვილი
27. ირაკლი ჯოლოხავა
26. შოთა ჯაფარიძე
28. ნოდარ ბაქრაძე
27. კახა ჭელიძე
29. ნელი ჩაკვეტაძე
28. გელა სულაბერიძე
29. ნოდარ ლომიძე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №326/ნ - სსმ III, №117, 03.12.2002წ., მუხ.1019
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 29 აგვისტოს ბრძანება №224/ნ - სსმ III, №105, 06.09.2005წ., მუხ.1173
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ”, №276/ნ, 25.12.2000, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.004.561 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51814-1/