“საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.12.2000 ბოლო ცვლილება 07.08.2003
ნომერი
№54
სარეგისტრაციო კოდი
310.060.010.11.115.004.577
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 2, 05/01/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.060.010.11.115.004.577

საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის

ბრძანება №54

2000 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, „სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 30 აპრილის №282 ”საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების შემცირების პროგრამების შესახებ“ (გეგმა 48-ე პუნქტი); 1999 წლის 15 აპრილის №145 „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ“ და 2000 წლის 26 ივლისის №321 “მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ“ ბრძანებულებების შესაბამისად, საგარეუბნო, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე რეგულარული მიმოსვლის ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანისას სათანადო წესრიგის დამყარების მიზნით:

1. დამტკიცდეს სახელმძღვანელო დოკუმენტი საავტომობილო ტრანსპორტში სდ 20522344-009-2000 „სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესი“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებისთანავე.

3. წესის აღსასრულებლად სახმელეთო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ (დ. ძოწენიძე) ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოს მოსამზადებელი-საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელება, ბილეთების თუ სხვა დოკუმენტების ფორმების ბლანკების დამზადება და გადამზიდავებზე დროული და შეუფერხებელი მიწოდება.

მ. ადეიშვილი

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის 2002 წლის 2 აპრილი ს ბრძანება №30 - სსმ III, №34, 12.04.2002წ., მუხ.313

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საავტომობილო ტრანსპორტში სახელმძღვანელო დოკუმენტის, “სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესი”-ს დამტკიცების შესახებ”, №54, 28.12.2000, სარეგისტრაციო კოდი 310.060.010.11.115.004.577 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.04.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/51832-1/