“ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების” პროგრამის დამტკიცების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.03.2001 ბოლო ცვლილება 30.12.2009
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.11.117.004.694
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 16/03/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1

სახელმწიფო სარეგისრაციო კოდი 190.040.000.11.117.004.694

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №45

2001 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ პროგრამის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპატარის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა საკვალიფიკაციო გამოცდ ე ბის სრულყოფილად და მაღალკვალიფიციურად ჩატარების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამები:

ა) ზოგადი პროგრამა სამინისტროს ყველა მოხელისათვის (დანართი 1);

ბ) საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხელეებისათვის (დანართი 2);

გ) ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეებისათვის (დანართი 3).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი

 

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №368-სსმIII, №71, 12.06.2009წ.; მუხ.780

დანართი 1

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა სამინისტროს ყველა მოხელისათვის

1. ფინანსები და საფინანსო სისტემა. ფინანსების არსი. ფინანსების ფუნქციები. ფინანსების როლი და პრინციპები. ფინანსები და გაფართოებული კვლავწარმოება. ფინანსური პოლიტიკის არსი და პრინციპები. ფინანსური პოლიტიკის თანამედროვე თავისებურებანი საქართველოში. საქართველოს საფინანსო სისტემა. სახელმწიფო და საწარმოთა ფინანსები. საწარმოთა ფინანსების არსი. საწარმოთა დაფინანსება და დაკრედიტება. საწარმოთა მოგება და რენტაბელობა. საწარმოთა გაკოტრების საქმეთა წარმოება. ტერიტორიული ერთეულების ფინანსები.

2. საბიუჯეტო სისტემა. ბიუჯეტის არსი და მისი სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა და მისი სრულყოფის მიმართულებები. საქართველოს საბიუჯეტო მოწყობა. საბიუჯეტო მოწყობის პრინციპები. ბიუჯეტთაშორისი ურთიერთობები. საბიუჯეტო კლასიფიკაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯები. ადგილობრივი (ტერიტორიული ერთეულების) ბიუჯეტები. ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები. ბიუჯეტის დეფიციტი და მისი დაფინანსების წყაროები. საქათველოს საგადასახადო სისტემა. საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადები. ადგილობრივი გადასახადები. ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა. ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების დაგეგმვა და მართვა. ბიუჯეტის ხარჯების ძირითადი მიმართულებები. ხარჯების განაწილების პრინციპები. ბიუჯეტის კაპიტალური და მიმდინარე ხარჯები. საბიუჯეტო კანონმდებლობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: ფუნქციები და უფლებები. ადგილობრივი საფინანსო ორგანოები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებები. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც სახელმწიფო ფინანსური კონტროლის სუბიექტი.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

3. საბანკო სისტემა. საბანკო სისტემა და მისი განვითარება საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში. საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა. საქართველოს ეროვნული ბანკის ადგილი ქვეყნის საბანკო სისტემაში: ფუნქციები და ამოცანები. კომერციული ბანკები, როგორც საბანკო სისიტემის ძირითადი რგოლი. კრედიტის არსი და ფუნქციები.

4. დაზღვევა. დაზღვევის არსი და მნიშვნელობა. დაზღვევის ფორმები. პირადი დაზღვევა. ქონების დაზღვევა. პასუხისმგებლობის დაზღვევა. სოციალური დაზღვევა. სამეწარმეო რისკების დაზღვევა და გადაზღვევა.

5. ფასიანი ქაღალდები. ფასიანი ქაღალდების სახეები და მათი კლასიფიკაცია. სახელმწიფო სახაზინო ქაღალდები. კომერციული ფასიანი ქაღალდები. სახელმწიფო სახაზინო ვალდებულებები.

6. ფინანსური კონტროლი. ფინანსური კონტროლის არსი და ფუნქციები. ფინანსური კონტროლის ფორმები და მეთოდები. სახელმწიფო ფინანსური კონტროლის ფუნქციები და ამოცანები. არასახელმწიფო ფინანსური კონტროლი.

დანართი 2

საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა საბიუჯეტო დეპარტამენტის მოხელეთათვის

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. სახელმწიფოს ეკონომიკური როლი და ფუნქციები. სახელმწიფო ფინანსების არსი და ფუნქციები. ფინანსების სახელმწიფო რეგულირება. საბიუჯეტო პოლიტიკა. ბიუჯეტის ძირითადი მიმართულებების შემუშავება. ბიუჯეტის დამოუკიდებლობა. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების ზოგადი დახასიათება. ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის ურთიერთდამოკიდებულება საფინანსო სისტემის სხვა ელემენტებთან. საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაცია. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენა, განხილვა და დამტკიცება. საგანგებო ბიუჯეტი. ბიუჯეტის შესრულება. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები. სარეზერვო ფონდების არსი და მათი შექმნის წესი. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება.

2. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები. ბიუჯეტის ხარჯების ძირითადი სახეები და მათი სტრუქტურა. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. ბიუჯეტის ხარჯების დაგეგმვა.

3. საბიუჯეტო დეფიციტი და პროფიციტი. ბიუჯეტის დეფიციტის დაფარვის წყაროები. ბიუჯეტის გარდამავალი საბრუნავი საშუალებები. დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის წესი. საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთი და მისი გამოყენების წესი. ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების განწერა.

4. რეგიონალური სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა და ფინანსები. ტერიტორიული ერთეულების ფინანსების არსი, ფუნქციები და თავისებურებანი. ავტონომიური რესპუბლიკებისა და ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო სისტემა. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) საბიუჯეტო მოწყობა და მისი პრინციპები. ტერიტორიული ერთეულების საბიუჯეტო სამართლებრივი საფუძვლები. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ურთიერთობა სხვა ბიუჯეტებთან. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენა, განხილვა, დამტკიცება, ანგარიშგება და ანალიზი. დამტკიცებულ ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა.

5. საქართველოს ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობები. შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობა. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსავლები საერთოსახელმწიფოებრივი გადასახადებიდან. საშემოსავლო გადასახადი. ქონების გადასახადი. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებელი. საბიუჯეტო სესხი, სესხის აღების პირობები. შემოსავალი მიღებული სახელმწიფო ქონების პრივატიზებიდან. შემოსავალი გრანტებიდან და ტრანსფერტებიდან. საქართველოს ადგილობრივი ბიუჯეტების კუთვნილი სხვა შემოსავლები.

6. ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების ხარჯები. ხარჯების ძირითადი მიმართულებები და სტრუქტურა. მიმდინარე და კაპიტალური ხარჯები. ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების ექსკლუზიური უფლებამოსილება, დელეგირებული უფლებამოსილება, ნებაყოფლობითი უფლებამოსილება.

7. საშინაო ვალი. საშინაო ვალის კატეგორიები, სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების სახეები, საშინაო ვალის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

 

დანართი 3

საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროგრამა ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთათვის

1. ზოგადი საკითხები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ზოგადი ფუნქციები და ამოცანები. სამინისტროს სტრუქტურა, ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის ფუნქციები. საშუალოვადიანი მიზნები და ამოცანები. დეპარტამენტის სტრუქტურა.

2. მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველო:

ა) მაკროეკონომიკა. მაკროეკონომიკის საგანი. მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეროვნული შემოსავალი, მთლიანი ეროვნული განკარგვადი შემოსავალი. მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშების მეთოდები. ფასები, ინფლაცია და ფასების ინდექსი. განსხვავება სამომხმარებლო ფასების ინდექსსა და მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორს შორის. ნომინალური და რეალური მაჩვენებლები. ეკონომიკური ზრდა. საგადამხდელო ბალანსი, მისი ძირითადი შემადგენელი ელემენტები. მონეტარული მაჩვენებლები. ფულის მასის აგრეგატები, მათ შორის არსებული კავშირები. მონეტარული კოეფიციენტები (ფულის მიმოქცევის სიჩქარე, დოლარიზაციის კოეფიციენტი, ფულის მულტიპლიკატორი) და მათი გამოთვლის მეთოდები. ვალუტის კურსი. ერთობლივი მოთხოვნა და ერთობლივი მიწოდება;

ბ) სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკა. სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის დანიშნულება. სახელმწიფო ფინანსების მაჩვენებელთა სისტემა. მისი სტატისტიკის დაკვირვების სფერო. სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია, დამუშავება, გადაცემა და შენახვა. სტატისტიკური ანგარიშების სახეები და შედგენის პერიოდულობა. ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები. შემოსავლების და ხარჯების კონსოლიდირება. საერთაშორისო სავალუტო ფონდის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის 2001 წლის მეთოდოლოგია;

გ) შემოსავლების დაგეგმვა, ანალიზი და მონიტორინგი. საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“. კანონის მიზანი. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა. საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები. საბიუჯეტო პროცესი. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები. შემოსულობების კლასიფიკაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება. შემოსავლების პროგნოზირება. ბიუჯეტის შემოსულობების შესრულება. სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველკვარტალური მიმოხილვა. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცება. საქართველოს კანონი „შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“. კანონის მიზანი და მისი რეგულირების სფერო;

დ) საქართველოს კანონთა ნუსხა მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და შემოსავლების დაგეგმვის სამმართველოს მოხელეთათვის:

დ.ა) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“;

დ.ბ) საქართველოს კანონი „შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“.

3. მოსაკრებლების პოლიტიკის სამმართველო:

ა) მოსაკრებლის ცნება. მოსაკრებლების სისტემა, მოსაკრებლის დაწესება და გადახდევინება. მოსაკრებლის სახეები. მოსაკრებლის გადამხდელები. მოსაკრებლის განაკვეთის განსაზღვრის ზოგადი პრინციპები. ლიცენზიის არსი. ნებართვის არსი. ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანება. გადახდისუნარიანობა. უიმედო სესხი. რეაბილიტაცია. დივიდენდის, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილების სამართლებრივი საფუძვლები;

ბ) საქართველოს კანონთა ნუსხა მოსაკრებლების პოლიტიკის სამმართველოს მოხელეთათვის:

ბ.ა) საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;

ბ.ბ) საქართველოს კანონი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“;

ბ.გ) საქართველოს კანონი „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“.

4. საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველო:

ა) საგადასახადო პოლიტიკა. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. გადასახადის ცნება. საქართველოს საგადასახადო სისტემა და მისი პრინციპები. გადასახადების სახეები (საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადები). ხანდაზმულობის ვადა. საგადასახადო ვალდებულება. საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. საგადასახადო კონტროლი, მისი ფორმები და მეთოდები. საშემოსავლო გადასახადი. მოგების გადასახადი. დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ). აქციზი. საბაჟო გადასახადი. ქონების გადასახადი;

ბ) საბაჟო პოლიტიკა. საქართველოს საბაჟო პოლიტიკა. საბაჟო კანონმდებლობა. საბაჟო რეჟიმები: საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი), საქონლის ტრანზიტი, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა, საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავება, საქონლის დროებითი შემოტანა, საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავება, საქონლის ექსპორტი. საბაჟო დამუშავების ოპერაციები: საქონლის გადატანა თავისუფალი ზონაში ან თავისუფალი საწყობში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის რეექსპორტი, საქონლის განადგურება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ, საქონლის გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში. უბაჟო ვაჭრობის პუნქტი. საბაჟო გადასახდელები. საბაჟო გაფორმება. დეკლარირება და საბაჟო დეკლარაციის სახეები. საბაჟო წარმომადგენელი. საბაჟო გადასახადის ცნება. საბაჟო გადასახადის გადამხდელები და დაბეგვრის ობიექტი. საბაჟო ღირებულება და მისი განსაზღვრის მეთოდები. საბაჟო გადასახადის განაკვეთები. საბაჟო მოსაკრებლის ცნება. საბაჟო მოსაკრებლის გადამხდელები. საბაჟო მოსაკრებლის განაკვეთები;

გ) საქართველოს კანონთა ნუსხა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის სამმართველოს მოხელეთათვის:

გ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

გ.ბ) საქართველოს საბაჟო კოდექსი.  

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 12 ივნისის ბრძანება №368-სსმIII, №71, 12.06.2009წ.; მუხ.780

 

დანართი 4

ამოღებულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

დანართი 5

ამოღებულია - საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 14 თებერვლის ბრძანება №106-სსმIII, №22, 17.02.2006წ.; მუხ.268

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნების” პროგრამის დამტკიცების შესახებ”, №45, 13.03.2001, სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.004.694 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.06.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52126-2/