“საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
13.03.2001 ბოლო ცვლილება 26.03.2002
ნომერი
№106/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.010.010.11.119.004.696
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 28, 27/03/2001
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.11.119.004.696

საქართველოს შრომის, ჯანმრთეობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 

ბრძანება №106/ნ

2001 წლის 13 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს შრომის, ჯანმრთეობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების შესახებ

„აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 26 დეკემბრის №687 ბრძანებულებისა და ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 9 ნოემბრის №481 ბრზანებულების შესაბამისად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი შემდეგი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებები:

ა) ძალადაკარგულია;

ბ) ძალადაკარგულია;

გ) ძალადაკარგულია;

დ) სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარული ზედამხედველობის ინსპექციის (დანართი №4);

ე) სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის (დანართი №5);

ვ) შრომის ინსპექციის (დანართი №6).

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის ბრძანება №32/ნ-სსმIII, №12, 07.02.2002წ.; მუხ.90

2. ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული დაწესებულებების ხელმძღვანელებმა თავიანთი საქმიანობა წარმართონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებისა და აღნიშნული დებულებების შესაბამისად.

3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტს (ა. ზურაბაშვილი).

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნების დღიდან.

ა. ჯორბენაძე

 

შეტანილი ცვლილებები:

 

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის ბრძანება №32/ნ-სსმIII, №12, 07.02.2002წ.; მუხ.90

დანართი №1

ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის ბრძანება №32/ნ-სსმIII, №12, 07.02.2002წ.; მუხ.90

დანართი № 2

ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის ბრძანება №32/ნ-სსმIII, №12, 07.02.2002წ.; მუხ.90

დანართი №3

ძალადაკარგულია - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 5 თებერვლის ბრძანება №32/ნ-სსმIII, №12, 07.02.2002წ.; მუხ.90

 

დანართი №4

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ინსპექცია (შემდგომ – ინსპექცია) არის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის შესახებ”, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, „სახელმწიფო საზღვრის შესახებ”, „საბაჟო კოდექსის” და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც ძირითადად ეხება მისი საქმიანობის სფეროს.

2. ინსპექციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბიუჯეტო ანგარიში და სპეცანგარიშები ხაზინაში, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და ბლანკი საკუთარი დასახელებით.

3. ინსპექცია მისი სტრუქტურული ქვედანაყოფებით წარმოადგენს ქვეყნის სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ერთიანი სისტემის შემადგენელ ნაწილს.

4. ინსპექცია ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას წარმართავს მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ინსპექციის კომპეტენცია ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელებასა და სახელმწიფოებრივი იძულების სფეროში ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, განისაზღვრება კანონით და ამ დებულებით.

6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 23.

 

II. ინსპექციის ამოცანები და ფუნქციები

7. ინსპექცია მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში ერთიანი სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სისტემის ორგანიზაციას, მართვას, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური წესების და ჰიგიენური ნორმატივების (შემდგომში – სანიტარიული ნორმები და წესები) დაცვის და სანიტარიულ-ჰიგიენური პროფილაქტიკური ღონისძიებების შესრულების სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას. საქართველოს კანონების  „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, „სახელმწიფო საზღვრის შესახებ”, „საბაჟო კოდექსის” და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ახორციელებს ქვეყნის საზღვრებსა და საბაჟო ზონებში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის, ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკისათვის შესაბამის ორგანიზაციულ  ღონისძიებათა შესრულების სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობას.

8. ინსპექციის უფროსი ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების აღკვეთის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს დადგენილებებს, დასკვნებსა და მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოების, უწყებების, იურუდიული და ფიზიკური პირებისათვის, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

9. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული იურისდიქცია იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სანიტარიული ნორმებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო სანიტარიულ ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის განხორციელების გზით:

ა) პოტენციურად საშიში  ყველა სახის ნედლეულის, პროდუქციისა და ტვირთების ექსპორტის იმპორტის და ტრანზიტის აღკვეთა;

ბ) ქვეყნის ტერიტორიის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველსაყოფად, ინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით საკარანტინო დაავადებათა შემოტანის და გავრცელების აღკვეთა.

10. სანიტარიული ნორმებისა და წესების, მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავების, დამტკიცების ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღება და ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში დანერგვა.

11. ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში სანიტარიული ნორმებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის ფორმებისა და მეთოდების შემუშავება და ორგანიზაცია.

12. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტებისა და ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და სხვა სამინისტროებისა დ უწყებების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მომზადებული კანონპროქტების, მარეგლამენტირებელი და სხვა დანიშნულების დოკუმენტაციებისა და პროექტების განხილვა, შეთანხმება და დასკვნების გაცემა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

13. ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის დადგენის მიზნით სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება.

14. ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია, მართვა და კონტროლი.

15. ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკისა და  პოტენციურად საშიში ნედლეულის, პროდუქტებისა და ტვირთების შემოტანის აღკვეთის მიზნით სახელმწიფოებრივი იძულების გამოყენება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

16. ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში ინსპექციის მიერ ყველა სახის დანიშნულების ნედლეულისა და პროდუქციის ექსპორტის, იმპორტისა და ტრანზიტის აღკვეთა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებს.

17. ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და სპეციალისტებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწეევა.

18. საზღვრებზე სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის დარგში მომუშავე კადრების უწყვეტი პროფესიონალური მომზადების ორგანიზაცია.

19. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საზღვარგარეთ თანამშრომლების მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება.

20. დარგის განვითარების სტრატეგიული გეგმისა და პროგრამების  შემუშავება და მისი შესრულების კონტროლი.

21. სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, განხორციელების ორგანიზაცია, მართვა და შესრულების კონტროლი.

22. სხელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტებზე ერთიანი საინფორმაციო სივრცის შექმნა.

23. სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებში მონაწილეობის მიღება.

24. ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების – კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიების სალიკვიდაციო სამუშაოების გატარებაში მონაწილეობის მიღება სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

25. დაავადებათა ჯგუფური შემთხვევებისა და კვებითი მოშხამვების აღმოცენების გარემოებათა გამოკვლევისა და მათი აღმოფხვრისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების ორგანიზაცია, და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება თავის კომპეტენციის ფარგლებში.

26. მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების მიზნით, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ, გამოსაყენებელად განკუთვნილი მაიონიზირებელი გამოსხივების წყაროების იმპორტსა და ექსპორტზე კონტროლის დაწესება.

27. ქვეყანის სახელმწიფო საზღვრებზე საკარანტინო და სხვა ინფექციურ დაავადებათა შემოტანისა და გავრცელებისაგან ქვეყნის ტერიტორიის სანიტარიული დაცვის ღონისძიებების განხორციელების ორგანიზაცია და კონტროლი სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

28. ინსპექციის სამუშაო გეგმას და საშტატო განრიგს, სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტთან შეთანხმების შემდეგ, ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

 

III. ინსპექციის უფლებამოსილებანი

29. სამინისტროში შემავალი სამსახურებიდან და სხვა სამინისტროებიდან, უწყებებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებიდან მისთვის საჭირო ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

30. ქვეყნისა და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობების დაამყარება და მათთან ხელშეკრულებების გაფორმება სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

31. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით დაამუშაოს და გაავრცელოს ინსპექტირების შედეგების შესახებ ინფორმაცია.

32. სათანადო მოთხოვნისას წარუდგინოს ინფორმაცია სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.

33. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან შეთანხმებით, საჭიროების შემთხვევაში, დადოს ხელშეკრულებები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან.

34. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა.

35. ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობის ქვედანაყოფების საქმიანობაში ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა და განხილვა, კანონებისა და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება მათი ხასიათისა და სახეობის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით.

36. ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაზე, ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ტერიტორიის სანიტარიული დაცვის მიზნით, სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის დაწესება სამინისტროსთან შეთანხმებით.

37. მოსახლეობის სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოების მაჩვენებლების სტატისტიკური ანგარიშების ფორმების, მათი წარმოშობის წესისა და პერიოდულობის შემუშავების ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღება დადგენილი წესით.

38. ქვეყანაში ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით, სამინისტროს და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან და სამინისტროებთან ერთად კომპლექსური გეგმების, პროგრამებისა და ურთიერთშეთანხმებული დებულებებისა და მოქმედების წესების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაცია, განხორციელება და კონტროლი სამინისტროსთან შეთანხმებით.

39. ქვეყანაში მოქმედი სანიტარიული ნორმებისა და წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის ორგანიზაციულ საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.

40. მოსახლეობის მიღება, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

41. ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში სანიტარიული ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება.

42. ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის პროექტის შემუშავება და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში წარდგენა დასამტკიცებლად.

43. ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის შესრულება და მართვა მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით. ამ სტრუქტურული ქვედანაყოფების სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებელ კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმის შეთანხმება და შესრულების მიმდინარეობის შესახებ სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა.

44. ინსპექციის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების და სტრუქტურის შემუშავება და საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

45. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროების, უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონპროექტებისა და მარეგლამენტირებელი დოკუმენტაციის განხილვა, ექსპერტიზის ჩატარება და შეთანხმება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

 

IV. მართვა

46. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

47. ინსპექციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

48. ინსპექციის უფროსი:

ა) ანაწილებს თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის თანამშრომლებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან იღებს საჭირო ინფორმაციას;

ე) დადგენილი წესით განაგებს ინსპექციის ქონებას და სახსრებს.

49. ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.

 

V. სახელმწიფო იძულების გამოყენება

50. ინსპექციის უფროსს უფლება აქვს ქვეყნის საზღრებსა და საბაჟო ზონებში, აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენისა და ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა აღმოცენებისა და გავრცელების პროფილაქტიკის მიზნით:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიტანოს დადგენილება ქვეყნის საზღვრებზე და საბაჟო ზონებში პოტენციურად საშიში ყველა სახის ნედლეულის, პროდუქტებისა და ტვირთების შემოტანის დროებითი შეჩერების ან აღკვეთის შესახებ;

ბ) გამოიტანოს დადგენილება საკარანტინო დაავადებათა შემოტანის შეზღუდვისა და აღკვეთის მიზნით, იმ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის, რომლებიც ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, წარმოადგენენ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების რეალურ წყაროს, ქვეყნის სასაზღვრო ან საბაჟო ზონის გადმოკვეთის შეზღუდვის ან დროებითი აკრძალვის თაობაზე;

გ) გადასცეს შემოწმების მასალები სამართალდამცავ ორგანოებს.

 

VI. ეკონომიკური ურთიერთობები

51. ინსპექციის შემოსავლის წყაროებია:

ა) ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის ჩარჩოებში მიღებული სახსრები;

გ) ცალკეული სამუშაოების შესრულებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სახსრები;

დ) საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობისათვის და გრანტების  სახით მიღებული სახსრები.

52. ინსპექციის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

VII. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

53. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი №5

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექციის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების სახელმწიფო ზედამხედველობის ინსპექცია (შემდგომ – ინსპექცია) არის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებით „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებისა და საქმიანობის შესახებ”, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ”, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით, რომლებიც ძირითადად ეხება მისი საქმიანობის სფეროს.

2. ინსპექცია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელების სფეროში ზედამხედველობას უწევს აჭარის ა/რ, აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკური, საქალაქო, რაიონული სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებებს (შემდგომ – დაწესებულებები).

3. ინსპექცია წარმოადგენს ქვეყნის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ერთიანი სისტემის შემადგენელ ნაწილს.

4. ინსპექციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბიუჯეტო ანგარიში და სპეცანგარიშები ხაზინაში, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გ ერბის გამოსახულებითა და ბლანკი საკუთარი დასახელებით.

5. ინსპექციის კომპეტენცია განისაზღვრება კანონმდებლობით და ამ დებულებით.

6. ინსპექციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 23.

 

II. ინსპექციის ამოცანები და ფუნქციები

7. ინსპექცია მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ქვეყანაში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების და ჰიგიენური ნორმატივების (შემდგომში – სანიტარიული ნორმები და წესები) დაცვაზე და სანიტარიულ-ჰიგიენური პროფილაქტიკური ღონისძიებების შესრულებაზე გამაფრთხილებელი და მიმდინარე სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელებას.

8. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სფეროში ძირითადი  მიმართულებების და  პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება.

9. ინსპექცია სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას ახორციელებს უშუალოდ თვითონ და სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებულებების მეშვეობით, ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის, სხვა კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის, ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკისათვის შესაბამის ორგანიზაციულ  ღონისძიებათა შესრულებაზე სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას.

11. სანიტარიული ნორმებისა და წესების, მეთოდური მითითებებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში, დამტკიცებასა და დანერგვის ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღება.

12. მონაწილეობას ღებულობს სანიტარიული ნორმებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ფორმებისა და მეთოდების შემუშავებაში და ახორციელებს მათი დანერგვის ორგანიზაციას.

13. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო, კანონქვემდებარე და სხვა ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება,  სხვა სამინისტროებისა და უწყებების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მომზადებული კანონპროქტების, მარეგლამენტირებელი და სხვა დანიშნულების დოკუმენტაციებისა და პროექტების განხილვა, ექსპერტიზა, შეთანხმება და დასკვნების გაცემა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

14. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე გარემოს ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, შრომის, ყოფაცხოვრების, დასვენების, კვების, სწავლების, აღზრდის, რადიაციული და ქიმიური უსაფრთხოების, მინერალური სასუქებისა და შხამქიმიკატების გამოყენების სანიტარიული ნორმების და წესების დაცვაზე გამაფრთხილებელი და მიმდინარე სანიტარიული ზედამხედველობა.

15. ქვეყანაში ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის დადგენის მიზნით სანიტარიულ-ჰიგიენური მონიტორინგის სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება.

16. ქვეყანაში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება.

17. ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზეგავლენის აღკვეთის მიზნით სახელმწიფოებრივი იძულების გამოყენება კანონმდებლობის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

18. ყველა იმ სახის ნედლეულისა და პროდუქციის წარმოების, რეალიზაციის, მოხმარების აკრძალვა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ სანიტარიული ნორმებისა და წესების მოთხოვნებს, საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტსა და ექსპორტზე ნ ე ბართვის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მოქმედი კანონდებლობის თანახმად.

19. იურიდიული და ფიზიკური პირების საქმიანობის შეჩერება, რომლებიც რეალურ საფრთხეს უქმნიან მოსახლეობის ჯანმრთელობას.

20. დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და სპეციალისტებისათვის მეთოდური და პრაქტიკული დახმარების გაწევა.

21. დაწესებულებებში მომუშავე კადრების უწყვეტი პროფესიონალური მომზადების ორგანიზაცია.

22. ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთ თანამშრომელთა მივლინება და უცხოელი სპეციალისტების მიღება.

23. დაწესებულებებში საკადრო პოლიტიკის განხორციელების და რეალიზაციის ხელის შეწყობა.

24. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის  შემუშავებასა  და შესრულების ორგანიზაციაში მონაწილეობის მიღება.

25. დარგის ერთიანი სიანფორმაციო სივრცის შექმნაში მონაწილეობის მიღება.

26. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დარგში სამეცნიერო-პრაქტიკული სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობის მიღება.

27. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზება და მათში მონაწილეობის მიღება.

28. ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებში კატასტროფების, სტიქიური უბედურებების, ეპიდემიების სალიკვიდაციო სამუშაოების გატარებაში მონაწილეობა სხვა უწყებებთან ერთად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით.

29. ქვეყანაში პროფესიული დაავადებების, კვებითი მოშხამვების და დაავადებათა ჯგუფური შემთხვევების აღმოცენების გარემოებათა გამოკვლევისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების ორგანიზაცია, განხორციელება და კონტროლი.

30. მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების მიზნით, მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამომყენებელი იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ, რადიაციული უსაფრთხოების ნორმებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების კონტროლი.

 

III. ინსპექციის უფლებამოსილებანი

31. სამინისტროში შემავალი სამსახურებიდან და სხვა სამინისტროებიდან, უწყებებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებიდან მისთვის საჭირო ინფორმაციისა და სტატისტიკური მონაცემების მოთხოვნა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

32. ინსპექციის სამუშაო გეგმის, საშტატო განრიგის, შრომის ანაზღაურების ფორმებისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და სამინისტროს სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტში წარდგენა  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ   დასამტკიცებლად.

33. ქვეყნისა და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობების დამყარება და მათთან ხელშეკრულებების გაფორმება სამინისტროსთან შეთანხმებით.

34. დადგენილი წესის თანახმად დაწესებულებებიდან, აგრეთვე სხვა ორგანიზაციებიდან საჭირო დოკუმენტაციის მოთხოვნა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა.

35. დაწესებულებების საქმიანობაში ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოვლენა და განხილვა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება მათი ხასიათისა და სახეობის ფაქტობრივი ან მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით.

36. ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისას მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ტერიტორიის სანიტარიული დაცვის მიზნით სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაზე სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დაწესება თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

37. მოსახლეობის სანიტარიულ-ჰიგიენური კეთილდღეობის სტატისტიკური მაჩვენებლების ანგარიშების, ფორმების, წარმოებისა და წარდგენის ორგანიზაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

38. სანიტარიული კონტროლის განმახორციელებელი უწყებრივი დაწესებულებების დებულებების განხილვასა  და მეთოდურ ხელმძღვანელობაში მონაწილეობის მიღება.

39. წარმოება-დაწესებულებებიდან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა) პროფესიული დაავადებების განვითარების რისკის თაობაზე, მავნე ფაქტორების არსებობისა და მათი ზეგავლენის თავიდან აცილებისათვის ინფორმაციის მიღება და საჭირო ღონისძიებების გატარების ორგანიზაცია და კონტროლი.

40. ქვეყანაში ინფექციურ და არაინფექციურ დაავადებათა პროფილაქტიკის მიზნით, სამინისტროს შესაბამის სამსახურებს ა და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად კომპლექსური გეგმების, პროგრამებისა და ურთიერთშეთანხმებული დებულებებისა და მოქმედების წესების შემუშავებაში, ორგანიზაციაში, განხორციელებასა და კონტროლში მონაწილეობის მიღება.

41. სახელმწიფო სტანდარტების, სამეურნეო ობიექტების სტანდარტების და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის პროექტების განხილვა, შეთანხმება და დასკვნების გაცემა.

42. ქვეყანაში მოქმედი სანიტარიული ნორმებისა და წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება.

43. მოსახლეობის მიღება, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა.

44. ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების მოთხოვნების შეუსრულებლობის  შემთხვევაში, კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება.

45. სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის სახელმწიფო პროგრამის შესრულების ორგანიზაცია და მართვა. სახელმწიფო პროგრამის განსახორციელებელ კონკრეტულ ღონისძიებათა გეგმის დამტკიცება და შემდგომ  მისი შესრულების მიმდინარეობის შესახებ სამინისტროსათვის ინფორმაციის წარდგენა.

46. სამინისტროს დავალებით ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროების, უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მომზადებული კანონპროექტებისა და მარეგლამენტირებელი დოკუმენტაციის განხილვა, ექსპერტიზის ჩატარება და შეთანხმება.

47. ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების უარყოფითი ზემოქმედების აღკვეთის მიზნით, კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს დადგენილებებს, დასკვნებსა და მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ორგანოების, უწყებების, იურ ი დიული და ფიზიკური პირებისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

48.  წარმართავს და აკონტროლებს დაწესებულებების საქმიანობას, მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს და ამოწმებს მათ შესრულებას.

49. ახორციელებს ქვეყანაში სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას.         

50. ითანხმებს დაწესებულებების სამუშაო გეგმებს, აანალიზებს და შეფასებას აძლევს მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს ჩატარებული მუშაობის შესახებ.

 

IV. ინსპექციის მართვა

51. ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

52. ინსპექციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ერთი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

53. ინსპექციის უფროსი:

ა) ანაწილებს თანამშრომელთა შორის უფლება-მოვალეობებს;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებს;

გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის თანამშრომლებს;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანოებიდან იღებს საჭირო ინფორმაციას;

ე) დადგენილი წესით განაგებს ინსპექციის ქონებას და სახსრებს.

54. ინსპექციის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინაშე.

 

V. სახელნწიფო იძულების გამოყენება

55. ინსპექციის უფროსს უფლება აქვს, აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის აღსაკვეთად, იურიდიული და ფიზიკური პირების საქმიანობის შეჩერების მიზნით:

ა)  გამოიტანოს დადგენილება ობიექტის ექსპლოატაციის შეჩერების შესახებ;

ბ) გამოიტანოს დადგენილება და დასვას საკითხი შესაბამისი საფინანსო ორგანოების (მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარების და სამართლებრივი ფორმისა) წინაშე, მათ საბანკო ანგარიშსწორების ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ;

გ) გამოიტანოს დადგენილება და დასვას საკითხი შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ორგანოების წინაშე სუბიექტის საქმიანობაზე გაცემული ლიცენზიის გაუქმების ან დროებით შეჩერების შესახებ;

დ) გადასცეს შემოწმების მასალები სამართალდამცავ ორგანოებს;

ე) ინსპექციის უფროსს შეაქვს წინადადებები შესაბამის სახელმწიფო მმართველობის ორგანოებში იმ გადაწყვეტილებების დროებით შეჩერების ან გაუქმების შესახებ, რომელთა განხორციელება იწვევს ან შეიძლება გამოიწვიოს სანიტარიულ ნორმების და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო წესების დარღვევა.

56. ინსპექციის უფროსს უფლება აქვს აუცილებლობის შემთხვევაში დასვას საკითხი საწარმოებისა და ორგანიზაციების (მიუხედავად მათი უწყებრივი დაქვემდებარების და სამართლებრივი ფორმისა) ხელმძღვანელების წინაშე იმ პირთა სამუშაოდან დროებითი გადაყენების შესახებ, რომლებიც:

ა) უგულებელყოფენ სანიტარიულ ნორმებისა  და წესების    მოთხოვნებს;

ბ) ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, წარმოადგენენ ინფექციურ დაავადებათა გავრცელების რეალურ წყაროს.

 

VI. ეკონომიკური ურთიერთობები

57. ინსპექციის შემოსავლის წყაროებია:

ა) ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სახელმწიფო პროგრამის განხორციელებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროგრამის ჩარჩოებში მიღებული სახსრები;

გ) ცალკეული სამუშაოების შესრულებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სახსრები;

დ) საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობისათვის და გრანტების სახით მიღებული სახსრები.

58. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და თანამშრომელთა წახალისება ხორციელდება აგრეთვე სპეცსახსრების მეშვეობით.

59. ინსპექციის საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

VII. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

60. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დანართი №6

შრომის ინსპექციის დებულება

I. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) თავის მუშაობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებებით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის იმ კონვენციებით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, რომელთა მონაწილეც არის საქართველო, საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულებით და ამ დებულებით.

2. ინსპექცია არის შრომისა და შრომის დაცვის მართვის სახელმწიფო ორგანო, რომლის ძირითად მიზანს და ამოცანას წარმოადგენს შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივ-ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში (შემდგომში – ორგანიზაცია), მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა. ამ საკითხებში თანამშრომლობს აღმასრულებელ, საზოგადოებრივ და სახელმწიფო ზედამხედველობის სხვა ორგანოებთან. კოორდინაციას უწევს ყველა საზედამხედველო ორგანოს საქმიანობას შრომისა და შრომის დაცვის კანონმდებლობის სფეროში.

3. ინსპექციას აქვს დასრულებული ბალანსი, საბიუჯეტო ანგარიში ხაზინაში, ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებით, შტამპი და ტიტულიანი ბლანკი. შრომის ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. ინსპექციის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

4. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციების შესაბამისად ინსპექციის თანამშრომლებს ენიჭებათ შრომის სახელმწიფო ინსპექტორის (მთავარი სახელმწიფო ინსპექტორის) წოდება.

5. საქართველოს ტერიტორიაზე შრომის დაცვის სისტემის მართვას ინსპექცია ახორციელებს მასში შემავალი შემდეგი სტრუქტურული დანაყოფების მეშვეობით:

ა) ხელმძღვანელობა;

ბ) სამართლებრივი განყოფილება;

გ) შრომითი ურთიერთობების განყოფილება;

დ) მრეწველობის და სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის განყოფილება;

ე) ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილება;

ვ) არასაწარმოო სფეროს და მცირე საწარმოთა დარგების ზედამხედველობის განყოფილება;

ზ) ბუღალტერია;

თ) საერთო განყოფილება;

ი) აჭარის შრომის ინსპექციის განყოფილება;

კ) აფხაზეთის შრომის ინსპექციის განყოფილება;

ლ) ტერიტორიული ორგანოები (ინსპექციები).

6. ინსპექცია ქმნის საბჭოს, რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საბჭოს დებულებით.

7. შრომის სახელმწიფო ინსპექტორებს (მთავარ უფროს ინსპექტორებს) (შემდგომში – ინსპექტორი) და სხვას, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი. აჭარის და აფხაზეთის შრომის სახელმწიფო ინსპექტორებს ნიშნავს და ათავისუფლებს შრომის ინსპექციის უფროსი, აჭარისა და აფხაზეთის შესაბამის სამინისტროებთან შეთანხმებით.

8. აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების და მხარეების ინსპექტორების მუშაობის ხელმძღვანელობას და კოორდინაციას ახორციელებს ინსპექცია.

9. ინსპექცია უზრუნველყოფს ინსპექტორების სწავლების ორგანიზაციას.

10. ინსპექცია ამყარებს კონტაქტებს და თანამშრომლობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე სხვა ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან.

11. ინსპექციის დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტი;

ბ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

12. ინსპექციის მისამართია: თბილისი 380007, ლეონიძის ქ. №2, ტელ: 99-72-94.

 

II. ინსპექციის ამოცანები და ფუნქციები

13. ინსპექციის ძირითად ამოცანებსა და ფუნქციებს წარმოადგენს სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება:

ა) ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო შენობების, ტექნოლოგიური და ენერგეტიკული მოწყობილობების, სატრანსპორტო საშუალებების, სანიტარულ-საყოფაცხოვრებო მოწყობილობების, სავენტილაციო და მაკონდიციონირებელი სისტემების, მუშაკთა ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებების შესაბამისობაზე შრომის უსაფრთხოებისა და სამრეწველო სანიტარიის მოთხოვნებთან, აგრეთვე საორგანიზაციო სამუშაოების მიმდინარეობაზე შრომის დაცვის სფეროში, ორგანიზაციის კუთვნილ ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე და თანამდებობის პირების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე შრომის, შრომის ანაზღაურების და შრომის დაცვის საკითხებში. მომეტებული საფრთხის ობიექტებზე და სამუშაოებზე უსაფრთხო წარმოების წესების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობას საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან ერთად ახორციელებენ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია და მისი ტერიტორიული ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

ბ) შრომის პირობებიდან გამომდინარე, კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების, შეღავათების და კომპენსაციების, შრომისა და დასვენების დროის რეჟიმის უზრუნველყოფის, შრომის ხელშეკრულების შესრულებაზე, ქალთა და ახალგაზრდობის შრომის დაცვაზე, მომუშავეთათვის სამუშაოს შესრულებისას ტრავმით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე;

გ) წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულებით დადგენილი წესის დაცვაზე;

დ) ახლად შესაქმნელი შრომის დაცვის საშუალებების, აპარატურის, იარაღების, მანქანა-დანადგარების და სხვა პროდუქციის შესაბამისობაზე შრომის დაცვის ნორმატივების მოთხოვნებთან, დადგენილი წესით გასცეს ნებართვა მათი სერიული გამოშვების შესახებ.

14. შეითანხმოს შრომისა და შრომის დაცვის საკითხებში ყველა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების პროექტები, მიუხედავად მათი დარგობრივი და უწყებრივი დაქვემდებარებისა. გასცეს ნებართვა ახალი და რეკონსტრუირებული ობიექტების, ცალკეული კვანძების ექსპლოატაციაში გადაცემაზე, განახორციელოს წინმსწრები სახელმწიფო ზედამხედველობა მათი დაპროექტებისა და მშენებლობის პროცესში.

15. გააცნოს დაინტერესებულ პირებს საქართველოს კანონმდებლობა, მოქმედი ნორმები და ნორმატივები შრომისა და შრომის დაცვის სფეროში.

16. განსაზღვროს მუშაობის ძირითადი და პრიორიტეტული მიმართულებები. ინსპექტორებს გაუწიოს ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა სამართლებრივ-ნორმატიული აქტებით უზრუნველყოფის საქმეში.

17. გააანალიზოს შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვის სფეროში გამოვლილი დარღვევები, საწარმოო ტრავმატიზმის გამომწვევი მიზეზები, დაამუშაოს წინადადებები მათი აღმოფხვრის მიზნით.

18. ითანამშრომლოს შრომის, შრომის დაცვის კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შემმუშავებელ ორგანოებთან აღნიშნული დოკუმენტების კანონშესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

19. გასცეს დასკვნები ინსპექციის კომპეტენციაში შემავალი შრომისა და შრომის დაცვის საქმიანობის წარმართვისათვის.

20. მონაწილეობა მიიღოს შრომის დაცვის საკითხებზე შექმნილ საკვალიფიკაციო და საატესტაციო კომისიების მუშაობაში.

21. განიხილოს განცხადებები, წერილები, საჩივრები და სხვა წინადადებები შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებების, შრომის დაცვის უფლებების დარღვევის ფაქტზე და გაატაროს ღონისძიებები მათი აღმოფხვრისათვის.

22. მოამზადოს და წარუდგინოს, დადგენილი ფორმის შესაბამისად, ყოველწლიური ანგარიში შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.

 

III. ინსპექციის უფლებები

23. ინსპექტორს მასზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისა და უზრუნველყოფისათვის უფლება აქვს:

ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუბრკოლებლივ შევიდეს მის საზედამხედველო ორგანიზაციებში ნებისმიერ დროს, შრომის სახელმწიფო ინსპექტორისათვის დადგენილი ფორმის მოწმობის წარდგენისას;

ბ) შემოწმების შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად მისცეს ორგანიზაციის თანამდებობის პირს სავალდებულო შესასრულებელი მიწერილობა (დანართი №2), საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს აქტი, ცნობა, ოქმი;

გ) შეაჩეროს (აკრძალოს) საამქროების, საწარმოო უბნების, მანქანების, ჩარხების და სხვა ტექნოლოგიური დანადგარების ექსპლუატაცია მიწერილობის გაცემით ან დაპლომბვით, თუ შემოწმების ან საექსპერტო დასკვნებით გამოვლენილი დარღვევები საფრთხეს უქმნიან მომუშავეთა ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს;

ე) დააყენოს საკითხი სათანადო ორგანოების წინაშე, საექსპერტო დასკვნებზე დაყრდნობით, ორგანიზაციის ექსპლუატაციის შეჩერების შესახებ, თუ მისი შემდგომი მუშაობა საფრთხეს უქმნის მომუშავეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. უბედური შემთხვევის გამოკვლევისას და ჰიგიენური სერტიფიკატის უქონლობის შემთხვევაში, ამოიღოს გამოყენებული მასალების, ნივთიერების ნიმუშები (კანონით დასაშვებ ფარგლებში) ანალიზის ჩასატარებლად და ამის შესახებ აცნობოს ორგანიზაციის ხელმძღვანელობას.

24. ზედამხედველობა გაუწიოს:

ა) შრომის ანაზღაურების, შრომის პირობებიდან გამომდინარე, შეღავათებისა და კომპენსაციების გაცემის კანონიერებასა და ნორმატიულ დოკუმენტებთან შესაბამისობას.

ბ) კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მწარმოებელ ორგანიზაციებს, სტანდარტებისა და ტექნიკური პირობების მოთხოვნათა შესაბამისობაზე შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, აკრძალოს პროდუქციის წარმოება;

გ) საწარმოო დანიშნულების ობიექტის მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და გადაიარაღების პერიოდში.

25. მოითხოვოს ორგანიზაციის ხელმძღვანელებისა და ცალკეული თანამდებობის პირთაგან:

ა) საჭირო ახსნა-განმარტებები და დოკუმენტები იმ საკითხებზე, რომლებიც განეკუთვნება ინსპექტორის კომპეტენციას;

ბ) აუცილებლობის შემთხვევაში, შენობა-ნაგებობათა, ჩარხების, მანქანა-დანადგარების და სხვა მოწყობილობების ექსპერტიზა, მათი შემდგომი შესაძლო ექსპლუატაციის დადგენის მიზნით.

გ) სამუშაო ადგილების და ცალკეული სამუშაოების ჰიგიენური ექსპერტიზა, შრომის პირობებზე მოქმედი ფაქტორების ინსტრუმენტული გაზომვები, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტები შრომის პირობების ექსპერტიზის ჩასატარებლად ორგანიზაციის ხარჯზე;

დ) ექსპლუატაციაში შესაყვანი ან სარეკონსტრუქციო საწარმოების, ცალკული საამქროების, უბნების ჩამონათვალი;

ე) გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ თანამდებობის იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს შრომის კანონმდებლობისა და შრომის დაცვასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივ-ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულება, ხოლო მოვალეობის განხორციელებისას ხელის შემშლელ თანამდებობის პირებზე, შეადგინოს ოქმი;

ვ) მისცეს წინადადება ორგანიზაციის ხელმძღვანელებს და ზემდგომ კომპეტენტურ ორგანოებს იმ პირთა თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხვა დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ, რომლებმაც ვერ უზრუნველყვეს შრომისა და შრომის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება ან არ შეასრულეს ინსპექტორის მიწერილობა;

ზ) დააყენოს საკითხი შესაბამისი ხელმძღვანელობის წინაშე იმ ტქნოლოგიურ პროცესებში, ჩარხების, მანქანების და სხვა მოწყობილობების კონსტრუქციებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლებიც ვერ პასუხობენ შრომის დაცვის  ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

26. მიიღოს მონაწილეობა:

ა) საწარმოო დანიშნულების მანქანათმშენებლობის პროდუქციის (მანქანები, ჩარხები და სხვა მექანიზმები) საცდელი ნიმუშების გამოცდაში, მისცეს ნებართვა მათ სერიულ გამოშვებას ან ცვლილებების შეტანას კონსტრუქციებში და პარამეტრებში;

ბ) მიმღებ კომისიებში ახალი ან რეკონსტრუქციული ორგანიზაციების, მათი ცალკეული საწარმოების, საამქროების, უბნების, საწარმოო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების შენობებისა და ნაგებობების ექსპლუატაციაში შეყვანისას;

გ) განიხილოს ახალი და სარეკონსტრუქციო საწარმოო ობიექტების პროექტები. საჭიროების  შემთხვევაში ორგანიზაციის ხელმძღვანელებისაგან მოითხოვოს პროექტის ექსპერტიზა შრომის დაცვის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, პროექტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა.

27. გააკონტროლოს ორგანიზაციების:

ა) შრომითი და კოლექტიური ხელშეკრულებებით ან შეთანხმებით გათვალისწინებული შრომისა და შრომი ს დაცვის ღონისძიებათა შესრულება;

ბ) წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევით, პროფესიული დაავადებით გამოწვეული მომუშავეებისათვის შრომის უუნარობის დაკარგულ დღეებზე ანაზღაურებული თანხის აღდგენა და აწარმოოს მათი აღრიცხვა.

28. განაზოგადოს ორგანიზაციების  შემოწმების მასალები, საწარმოო ტრავმატიზმის გამომწვევი მიზეზები, შრომის, შრომის დაცვის სხვა მონაცემები და საჭიროების შემთხვევაში გადაუგზავნოს რეკომენდაციები აღმასრულებელ ორგანოებს.

29. გამოიკვლიოს და აღრიცხოს უბედური შემთხვევები „წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის გამოკვლევისა და აღრიცხვის დებულების” შესაბამისად.

30. ორგანიზაციის შემოწმებისას მოახდინოს მომსახურე პერსონალის შერჩევითი შემოწმება მათ მიერ ტექნოლოგიური რეგლამენტების, უსაფრთხოების წესების და ნორმების ცოდნის ნაწილში.

31. გამოიყენოს კანონმდებლობითა და ნორმატიული აქტებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

 

IV. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

32. ინსპექციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებათა დამტკიცების შესახებ”, №106/ნ, 13.03.2001, სარეგისტრაციო კოდი 470.010.010.11.119.004.696 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/52138-1/