|
R = ic
· ცხრილი 5.1
ძირითადი დოზური ზღვრები
| ნორმატიული მაჩვენებლები
| დოზური ზღვრები
| | | პერსონალი
| მოსახლეობა
| | | ა – ჯგუფი
| ბ – ჯგუფი
| | ეფექტური დოზა
| 20 მზვ წელიწადში საშუალოდ ნებისმიერი
5 მომდევნო წლის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 50 მზვ წელიწადში
| 5 მზვ წელიწადში საშუალოდ ნებისმიერი 5 მომდევნო წლის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 12,5 მზვ წელიწადში
| 1 მზვ წელიწადში საშუალოდ ნებისმიერი
5 მომდევნო წლის განმავლობაში, მაგრამ არა უმეტეს 5 მზვ წელიწადში
| | ეკვივალენტური დოზა წლის განმავლობაში
თვალის ბროლში,
კანზე*, მტევნებსა და ტერფებზე
|
150 მზვ
500 მზვ
500 მზვ
|
37,5 მზვ
125 მზვ
125 მზვ
|
15 მზვ
50 მზვ
50 მზვ
|
* – მიეკუთვნება
5 მგ
/სმ
2 მფარავი სისქის ქვეშ
5 მგ
/სმ
2 ფენის სისქის საშუალო მნიშვნელობას
. მფარავი ფენის სისქე ხელის გულებზე –
40 მგ
/სმ
2.
5.5 დასხივების ძირითადი დოზური ზღვრები პერსონალისა და მოსახლეობისათვის არ შეიცავს დოზებს მაიონებელი გამოსხივების ბუნებრივი
, სამედიცინო წყაროებიდან და დოზას ავარიების შედეგად
. დასხივების ამ სახეობებზე დგინდება სპეციალური შეზღუდვები
.
5.6 საერთო
(გარეგან და შინაგან
) დასხივებაში ორგანიზმში ჩართული რადიონუკლიდების წილის განსაზღვრისათვის იღებენ წლის განმავლობაში თითოეული რადიონუკლიდის ჩართვის მის დოზურ კოეფიციენტზე ნამრავლთა ჯამს
. დასხივების წლიური ეფექტური დოზა კალენდარული წლის განმავლობაში დაგროვილი გარეგანი დასხივების ეფექტური დოზისა და ამავე პერიოდში ორგანიზმში ჩართული რადიონუკლიდებით გა ნ პირობებული შინაგანი დასხივების მოსალოდნელი ეფექტური დოზის ჯამის ტოლია
. დროის ინტერვალი მოსალოდნელი ეფექტური დოზის სიდიდის განსაზღვრისათვის პერსონალისთვის შეადგენს
50 წელს და მოსახლეობისთვის –
70 წელს
. ეფექტური დოზა პერსონალისათვის მისი შრომის ხანგრძლივობის პერიოდში
(50 წელი
) არ უნდა აღემატებოდეს
1000 მზვ
, ხოლო მოსახლეობისათვის სიცოცხლის პერიოდში
(70 წელი
) – 70 მზვ
. ამ პერიოდთა ათვლა იწყება
2000 წლის
1 იანვრიდან
.
5.7 დასხივებად პირთა თითოეული ჯგუფისათვის რადიონუკლიდის დასაშვები წლიური ჩართვა გაიანგარიშება დოზის წლიური ზღვრის განაყოფით შესაბამის დოზურ კოეფიციენტზე
.
5.8 მონოფაქტორული ჩართვის სტანდარტულ პირობებში სასუნთქი ორგანოებიდან რადიონუკლიდთა წლიური ჩართვა და მათი საშუალო წლიური მოცულობითი აქტივობა პერსონალისა და მოსახლეობის მიერ ჩასუნთქულ ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს წლიური ჩართვის ზღვარსა და დასაშვები საშუალო წლიური მოცულობითი აქტივობის რიცხობრივ მაჩვენებლებს
, რომლებიც მოცემულია დანართებში
1, 2, 3, სადაც დოზის ზღვარად აღებულია პერსონალისათვის
– 20 მზვ
, მოსახლეობისათვის
– 1 მზვ
. თუ რადიონუკლიდთა ჩართვა არასტანდარტულია
, მაშინ წჩზ და დმა დგინდება სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მეთოდური მითითებებით
.
5.9 222Rn და
220Tn შვილეული პროდუქტების წჩზ და დმა რიცხობრივი მაჩვენებლებია
:
წჩზ: 0,10 Ϊ
RaA
+0,52 Ϊ
RaB
+0,38 Ϊ
RaC
=3,0 მეგაბკ
0,91 Ϊ
ThB
+0,09 Ϊ
ThC
=0,68 მეგაბკ
დმა: 0,10 ARaA+0,52ARaB+0,38ARaC=1200 ბკ/მ3
0,91 AThB+0,09AThC=270 ბკ
/მ
3, სადაც
Ϊ და A
– რადონისა და თორონის შესაბამისი შვილეული პროდუქტების წლიური ჩართვები და საშუალწლიური მოცულობითი აქტივობებია სასუნთქ ზონაში.
5.10 გარეგანი და შინაგანი დასხივების წყაროების ერთდროული მოქმედების დროს უნდა შესრულდეს პირობა, რომ ჯამი გარეგანი დასხივების დოზის შეფარდებისა დოზის ზღვართან და ნუკლიდების წლიური ჩართვის შეფარდებისა მათ ზღვრებთან არ უნდა აღემატებოდეს 1-ს.
შენიშვნა: მოყვანილი ყველა ნორმატიული მნიშვნელობა მოცემულია პერსონალის ა ჯგუფისათვის. პერსონალის ბ ჯგუფისათვის ეს მნიშვნელობები არ უნდა აღემატებოდეს ა ჯგუფისათვის დასაშვები მაჩვენებლის -ს.
5.11 მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მომუშავე ქალებისათვის 45 წლის ასაკამდე შემოღებულია დამატებითი შეზღუდვები: ეკვივალენტური დოზა მუცლის ქვემო ზედაპირის კანზე არ უნდა აღემატებოდეს 1 მზვ თვეში, ხოლო რადიონუკლიდების ჩართვა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს პერსონალისათვის წლიური ჩართვის ზღვრის 1/20. ამ დროს ნაყოფის დასხივების ეკვივალენტური დოზა 2 თვის დაუდგენელი ორსულობის პირობებში არ გადააჭარბებს 1 მზვ. ამ ნორმატივის შესრულების უზრუნველსაყოფად გარეგანი და შინაგანი დასხივების წყაროების ერთდროული მოქმედებისას უნდა შესრულდეს პ. 5.6 პირობა.
5.12 სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის 16 წლის ზევით, რომლებიც გადიან პროფესიულ სწავლებას მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენებით, წლიური დოზები არ უნდა აღემატებოდეს მაჩვენებლებს, რომლებიც დადგენილია პერსონალის ბ ჯგუფისათვის.
6. წინასწარ დაგეგმილი მომატებული დასხივება
6.1 დადგენილ დოზურ ზღვრებზე (ცხრილი 5.1) მეტად დასხივებას (ცხრილი 6.1) ექვემდებარება პერსონალი ავარიის ლიკვიდაციის დროს. იგი ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს ამ დასხივების აღკვეთის საშუალება და გამართლებულია ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენით, ავარიის შემდგომი განვითარებისა და ადამიანთა დიდი რიცხვის დასხივების თავიდან აცილებით. გეგმური მომატებული დასხივება დასაშვებია მხოლოდ 30 წელზე მეტი ასაკის მამაკაცებისათვის, მათი ნებაყოფლობითი წერილობითი თანხმობით, მას შემდეგ, რაც ისინი ინფორმირებულნი იქნებიან ლიკვიდაციის დროს შესაძლო დასხივების დოზებისა და ჯანმრთელობის რისკის შესახებ.
6.2 გეგმური მომატებული დასხივება ეფექტური დოზით არა უმეტეს 100 მზვ წელიწადში და გაორმაგებული ეკვივალენტური დოზებით, რომელიც მოცემულია 5.1 ცხრილში, დასაშვებია სახსანზედამხედველობის ტერიტორიული ორგანოების თანხმობით, ხოლო დასხივება ეფექტური დოზით არა უმეტეს 200 მზვ წელიწადში და ცხრ. 5.1 მოცემული გაორკეცებული ეკვივალენტური დოზებით – სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დეპარტამენტის თანხმობით.
6.3 მომატებული დასხივება დაუშვებელია:
– მომუშავეთათვის, რომლებმაც ადრე უკვე მიიღეს ეფექტური დოზა 200 მზვ წელიწადში.
– პირებისათვის, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს სიის თანახმად მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან მუშაობის წინააღმდეგ ჩვენება აქვთ.
– პირები, რომლებიც დასხივდნენ 100 მზვ-ზე მეტი დოზით, შემდგომში აღარ უნდა დასხივდნენ წელიწადში 20 მზვ მეტი დოზით.
6.4 დასხივება ეფექტური დოზით 200 მზვ წელიწადში მიჩნეული უნდა იყოს როგორც პოტენციურად საშიში. პირები, რომლებმაც განიცადეს ასეთი დასხივება, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გამოყვანილნი დასხივების ზონიდან და გაიგზავნონ სამედიცინო გამოკვლევაზე. შემდგომში მუშაობის უფლება მაიონებელი გამოსხივების წყაროებთან ამ პირებს უნდა მიეცეთ ინდივიდუალური წესით, მათი თანხმობით და კომპეტენტური სამედიცინო კომისიის გადაწყვეტილებით.
6.5 პირები, რომლებიც არ მიეკუთვნებიან პერსონალს და მიწვეულნი არიან საავარიო და სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად, უთანაბრდებიან პერსონალს და მათზე ვრცელდება პერსონალისადმი განკუთვნილი ყველა დებულება. ეს პირები უნდა იცნობდნენ რადიაციული ავარიის ზონაში ჩასატარებელ სამუშაოებს და უნდა გაიარონ სამედიცინო შემოწმება.
ცხრილში 6.1 მოცემულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ რეკომენდებული დასხივების ზოგადი ეფექტური დოზის დონეები საავარიო სამუშაოების მწარმოებელი მუშაკებისათვის.
ცხრილი 6.1
დასხივების ზოგადი ეფექტური დოზის რეკომენდებული დონეები
საავარიო სამუშაოების მწარმოებელი მუშაკებისათვის
| მოქმედებები
| (მზვ)
| | I. მოქმედებები სიცოცხლის გადასარჩენად;
მოქმედებები აქტიური ზონის დაზიანების ან დიდი გამონაფრქვევის ასაცილებლად
|
500 *
| | II. მძიმე ხარისხის დასხივების აცილება; მაღალი
კოლექტიური დოზების აცილება;
კატასტროფული სიტუაციების აცილება;
რეაქტორის მუშაობის უსაფრთხოების სისტემების აღდგენა;
მოედნის გარეთ გამა-გამოსხივების სიმძლავრის მონიტორინგი
|
100
| | III. მოკლევადიანი აღდგენითი ოპერაციები;
გადაუდებელი დაცვითი ღონისძიებების განხორციელება;
გარემოს ნიმუშების აღება;
|
50
| | IV. ხანგრძლივი აღდგენითი ოპერაციები; სამუშაოები,
რომლებიც უშუალოდ ავარიასთან არაა დაკავშირებული;
| პროფესიული დასხივების ზღვრები
|
* ეს დოზა შეიძლება მომატებული იქნეს, თუ ამისათვის სერიოზული საფუძველი არსებობს, მაგრამ ყველა საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული ამ დოზის (დეტერმინირებული ეფექტების ზღვარი) გადაუჭარბებლობისათვის. საავარიო სამუშაოების მწარმოებელი მუშები უნდა მომზადდნენ რადიაციული დაცვის საკითხებში და იცოდნენ რისკი, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან.
7. საწარმოო პირობებში ბუნებრივი წყაროების გამოსხივებისაგან დაცვისადმი წაყენებული მოთხოვნები
7.1 პერსონალისა და მომუშავეებისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნებიან პერსონალის არც ერთ ჯგუფს, საწარმოო პირობებში მაიონებელი გამოსხივების ბუნებრივი წყაროების გამოსხივებით გამოწვეული ეფექტური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 5 მზვ/წელიწადში.
7.2 რადიაციული ფაქტორების ციფრობრივი მნიშვნელობები, რომლებიც შეესაბამება მონოფაქტორული ზემოქმედების ეფექტურ დოზას 5 მზვ/ წელიწადში (ცხრილი 5.1.), როცა სამუშაოს ხანგრძლივობა 2000 საათია წელიწადში, სუნთქვის საშუალო სიჩქარე 1,2მ3/ საათში და საწარმოო მტვერში დამყარებულია ურანისა და თორიუმის ოჯახების რადიონუკლიდების რადიოაქტიური წონასწორობა, შეადგენს:
–
სამუშაო ადგილზე გამა-დასხივების ეფექტური დოზის სიმძლავრე 2,5 მკზვ/სთ;
–
სასუნთქი ზონის ჰაერში რადონის (Rn-222) საშუალო წლიური ეკვივალენტური წონასწორობითი მოცულობითი აქტივობა –
310 ბკ/მ3 , თორონის (Tn-220) –
68 ბკ/მ3 .
–
საწარმოო მტვერში, თავისი ოჯახის წევრებთან რადიოაქტიურ წონასწორობაში მყოფი ურან-238 -ის ხვედრითი აქტივობა –
28/f კბკ/კგ. თორიუმ –
232-ის –
24/f კბკ/კგ. f –
ჰაერის სასუნთქი ზონის საშუალო წლიური ზოგადი დამტვერიანებაა მგ/მ3.
–
თავისი ოჯახის წევრებთან რადიოაქტიურ წონასწორობაში მყოფი თორიუმ-232-ის საწარმოო მტვერში ხვედრითი აქტივობა –
24/f კბკ/კგ.
7.8 თვითმფრინავის ეკიპაჟზე კოსმოსური გამოსხივების ზემოქმედების ნორმირება წარმოებს როგორც საწარმოო პირობებში ბუნებრივი წყაროების დასხივება პ. 7.1 თანახმად.
8. მოთხოვნები მოსახლეობის დასხივების შეზღუდვისათვის
8.1 ზოგადი დებულებები
8.1.1 მოსახლეობა განიცდის გარეგან და შინაგან დასხივებას მაიონებელი გამოსხივების ბუნებრივი და ხელოვნური წყაროებით. ბუნებრივ წყაროებს მიეკუთვნება კოსმოსური გამოსხივება და ბუნებრივი რადიონუკლიდები, რომლებიც გარემოშია და ხვდებიან ადამიანის ორგანიზმში ჰაერით, წყლით, საკვებით. გამოსხივების ხელოვნური წყაროები განიყოფება: სამედიცინოდ (დიაგნოსტიკური და რადიოთერაპიული პროცედურები) და ტექნოგენურად (ხელოვნური და ადამიანის მიერ სპეციალურად კონცენტრირებული ბუნებრივი რადიონუკლიდები, მაიონებელი გამოსხივების გენერატორები და სხვ.)
8.1.2 მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოება მიიღწევა ყველა ძირითადი წყაროებიდან დასხივების შეზღუდვით. ამ წყაროების თვისებები და მათი გამოსხივებით მოსახლეობის დასხივების რეგულირების შესაძლებლობები არსებითად განსხვავებულია. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობის ბუნებრივი, ტექნოგენური და სამედიცინო წყაროებით დასხივების რეგლამენტაცია ხდება ცალ-ცალკე, განსხვავებული მეთოდოლოგიისა და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
8.1.3 დასხივების ყველა წყაროების მიმართ საჭიროა მიღებული იქნ ე
ს ზომები, როგორც ცალკეული პირების დასხივების დოზის შესამცირებლად, ასევე იმ პირთა შემცირებით, რომლებიც დასხივებას განიცდიან.
8.1.4 საჭიროა გაიმიჯნოს კონტროლქვეშ ან ნორმალური ექსპლოატაციის პროცესში მყოფი ტექნოგენური წყაროები კონტროლგარეშე წყაროებისგან (დაკარგულნი რადიაციული ავარიის შედეგად, გარემოში გაფანტულნი და სხვ.). მოსახლეობის დასხივების შეზღუდვა კონტროლგარეშე წყაროებით განხილულია მე-9 თავში.
8.2 ტექნოგენური წყაროებით დასხივების შეზღუდვა ნორმალურ პირობებში
8.2.1 მოსახლეობის დასხივების წლიური დოზა ყველა ტექნოგენური წყაროდან, მათი ნორმალური ექსპლოატაციის დროს, არ უნდა აღემატებოდეს ძირითად დოზურ ზღვრებს (ცხრილი 5.1). დოზების აღნიშნული ზღვრები ითვლება მოსახლეობის „კრიტიკული ჯგუფის” საშუალო დოზად, რომელიც განიხილება როგორც მიმდინარე წელს გარეგანი დასხივების დოზისა და ორგანიზმში ჩართული რადიონუკლიდებისაგან 70 წლის განმავლობაში მოსალოდნელი დოზიდან მიმდინარე წლის დოზის ჯამი.
8.2.2 ცალკეული ტექნოგენური წყაროების ნორმალური ექსპლოატაციის შემთხვევაში მოსახლეობის დასხივების შეზღუდვისათვის სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ცენტრალური ორგანოების მიერ სხვადასხვა წყაროების მიმართ დადგენილია წლიური დოზის ზღვრის კ
ვოტები (წილები) ისე, რომ მათი ჯამი არ აღემატებოდეს ცხრილში 5.1 მითითებულ დოზის ზღვარს.
8.2.3 ტექნოგენური წყაროების ნორმალური ექსპლოატაციის დროს მოსახლეობის დასხივება იზღუდება მაიონებელი წყაროების გამართულობის უზრუნველყოფით, ტექნოლოგიური პროცესების კონტროლითა და გარემოში რადიონუკლიდების გამოყოფის შეზღუდვით, აგრეთვე სხვა ღონისძიებებით დაპროექტებისა და ექსპლოატაციის სტადიებზე და მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენების შეწყვეტით.
8.2.4 საჭმლის მომნელებელი ორგანოებით წჩზ მნიშვნელობათა (რომლებიც შეესაბამებიან დოზის ზღვარს 1 მზვ/წელი) საფუძველზე და დოზის ზღვრის კ
ვოტებით შესაძლებელია კონკრეტული შემთხვევისათვის განისაზღვროს ძირითადი საკვები პროდუქტების დასაშვები ხვედრითი აქტივობა, მათი რაციონის კომპონენტებში და სასმელ წყალში განაწილების გათვალისწინებით, აგრეთვე რადიონუკლიდების ორგანიზმში სასუნთქი გზებით ჩართვის და გარეგანი დასხივების გათვალისწინებით. სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი ორგანოებიდან რადიონუკლიდების წჩზ რიცხობრივი მონაცემები მოსახლეობისათვის, აგრეთვე მათი შესაბამისი დმა და დხა მოყვანილია დამატებებში დ-2 და დ-3.
8.3 ბუნებრივი წყაროებით მოსახლეობის დასხივების შეზღუდვა
8.3.1 მოსახლეობისათვის მაიონებელი გამოსხივების ბუნებრივი წყაროებით გა ნ
პირობებული ეფექტური დოზის დასაშვები მნიშვნელობები არ არის დაწესებული. მოსახლეობის დასხივების შემცირება მიიღწევა ცალკეული ბუნებრივი წყაროებიდან დასხივების შეზღუდვის სისტემის დაწესებით.
8.3.2 კოსმოსური დასხივების დოზა არ ზღუდავს ამ ადგილებში მოსახლეობის ცხოვრების შესაძლებლობას, მაგრამ იგი უნდა იყოს გათვალისწინებული მაიონებელი გამოსხივების ყველა წყაროთი შეპირობებული დოზის გაანგარიშების დროს
8.3.3 ახალი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების დაპროექტების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ რადონისა და
თორონის იზოტოპების საშუალოწლიური გაწონასწორებული მოცულობითი აქტივობა შენობის ჰაერში ARnექვ + 4,6ATnექვ არ აღემატებოდეს 100ბკ/მ3, ხოლო გამა-გამოსხივების დოზის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს დოზის სიმძლავრეს ღია ადგილზე 0,2 მკზვ/სთ-ზე მეტად.
8.3.4 ექსპლოატაციაში მყოფ შენობებში რადონის იზოტოპების საშუალწლიური ეკვივალენტური გაწონასწორებული მოცულობითი აქტივობა საცხოვრებელი შენობების ჰაერში არ უნდა აღემატებოდეს 200 ბკ/მ3. უფრო მეტი მაჩვენებლების დროს უნდა გატარდეს დაცვითი ღონისძიებები, მიმართული შენობის ჰაერში რადონის შემოსვლის შესამცირებლად და შენობის ვენტილაციის გასაუმჯობესებლად. დაცვითი ღონისძიებები უნდა გატარდეს იმ შემთხვევაშიც, თუ შენობაში გამა-
გამოსხივების სიმძლავრე აღემატება ღია ადგილებში დოზის სიმძლავრეს 0,2 მკზვ/სთ-ზე მეტად.
8.3.5 საბადოებში მოპოვებულ ბუნებრივ საშენ მასალებში (ღორღი, ხრეში, ქვიშა, საყორე და პილონური ქვა, ცემენტისა და აგურის ნედლეული და სხვ.), წარმოების მეორად პროდუქტებში ან წარმოების ნარჩენებში, რომლებიც გამოიყენება საშენი მასალების დასამზადებლად (ნაცრები, შლაკები და სხვ.), ბუნებრივი რადიონუკლიდების ხვედრითი ეფექტური აქტივობა (Aეფ) არ უნდა აღემატებოდეს:
–
მასალებში, რომლებიც გამოიყენება ახლად ასაშენებელი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობებისათვის (I კლასი):
Aეფ = ARa+1,31 ATh+0,085 Ak
–
დასახლებული პუნქტების გარეთ გზების მშენებლობისათვის გამოყენებული მასალებისათვის (III კლასი):
Aეფ
8.3.6 სასმელი წყლით გამოწვეული ეფექტური დოზა ბუნებრივი და ხელოვნური რადიონუკლიდების ხარჯზე არ უნდა აღემატებოდეს 0,1 მზვ/წელიწადში. დღეში 2 კგ წყლის მოხმარებისას ამ სიდიდეს შეესაბამება რადიონუკლიდების ხვედრითი აქტივობის (დხა) საშუალო წლიური მაჩვენებლები, მოყვანილი მე-3 დანართში. ამ რადიონუკლიდების წყალში ერთდროული არსებობის შემთხვევაში უნდა შესრულდეს პირობა
∑ ≤ 1
სადაც Ai – წყალში რადიონუკლიდების ხვედრითი აქტივობაა.
თუ ეს პირობები არ სრულდება, დაცვითი ღონისძიებები უნდა გატარდეს ოპტიმიზაციის პრინციპის გათვალისწინებით.
წყლის სასმელად გამოყენების დაშვების წინასწარი შეფასება შეიძლება გაიცეს ჯამური ალფა (Aα- და ბეტა (Aβ- ხვედრითი აქტივობის მიხედვით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესაბამისად 0,1 და 1,0 ბკ/კგ.
თუ წყალში სავარაუდოა 3H, 14C, 131I, 210Pb, 228Ra და 232Th არსებობა, მათი ხვედრითი აქტივობების განსაზღვრა სავალდებულოა.
222Rn -ის დასაშვები ხვედრითი აქტივობა (ანუ ჩართვის დონე) არ უნდა აღემატებოდეს 60 ბკ/კგ.
შენიშვნა: ადამიანთა რადონით დასხივების კრიზისული გზაა რადონის გადასვლა შენობის ჰაერში და მისი დაშლის პროდუქტების შემდგომი ინჰალაციური მოხვედრა ორგანიზმში.
მინერალური და სამკურნალო წყლებისთვის დგინდება სპეციალური ნორმატივები.
8.3.7 ფოსფორიან სასუქებში და მელიორანტებში ბუნებრივი რადიონუკლიდების ხვედრითი აქტივობა არ უნდა აღემატებოდეს:
AU+1,2 ATh ცხრილი 8.4.3.1
პაციენტის სხვადასხვა კატეგორიისათვის რეკომენდებული
დასხივების საკონტროლო დოზები
| პაციენტის კატეგორია
| რეკომენდებული დოზის საკონტროლო დონეები. ეფექტური დოზა მზვ/წელი
| | ა
ბ
გ
| 150
15
1,5
|
8.4.4.
ვინაიდან ხელოვნურ წყაროებს შორის სამედიცინო დიაგნოსტიკურ პროცედურებს ყველაზე მეტი წვლილი შეაქვს მოსახლეობის დასხივების პოპულაციური დოზის ფორმირებაში, პაციენტის დასხივების დოზის შემცირებისათვის:
ა)
დაუშვებელია პროფილაქტიკური გამოკვლევების მიზნით მოზრდილთა, ბავშვთა და მოზარდთა რენტგენოსკოპია, ბავშვთა მასობრივი ფლუოროგრაფია, სარძევე ჯირკვლის ფლუოროგრაფია;
ბ)
მაქსიმალურად შეიზღუდოს დიაგნოსტიკური მიზნებისათვის რენტგენოსკოპული გამოკვლევები. გულმკერდის, მუცლის ღრუს, რეტროპერიტონეალური არის, ძვალსახსართა სისტემის გამოკვლევის ძირითადი მეთოდია რენტგენოგრაფია. რენტგენოსკოპიის გამოყენება ხდება მკაცრი კლინიკური ჩვენებებით. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გონადების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების ეკრანირებას;
გ)
მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი განმეორებითი რენტგენოლოგიური გამოკვლევები დროის მოკლე მონაკვეთში;
დ)
დაუშვებელია ჯანმრთელ ბავშვთა მასობრივი პროფილაქტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევები, თუ ამას ეპიდსიტუაცია არ მოითხოვს;
ე)
სათანადო ეპიდსიტუაციის არსებობის შემთხვევაში მოზრდილთა პროფილაქტიკური სამედიცინო რენტგენოლოგიური გამოკვლევების დროს დასხივების წლიური ეფექტური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მზვ-ს პროფილაქტიკური დასხივების დადგენილი წლიური ზღვარი შეიძლება გადაჭარბებულ იქნეს მხოლოდ ისეთ არაკეთილსაიმედო ეპიდემიოლოგიურ პირობებში, რომელიც მოითხოვს დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას ან მაღალი დოზის შემქმნელი მეთოდების იძულებით გამოყენებას;
ვ)
დაუშვებელია 15 წლამდე ასაკის ბავშვთა დიაგნოსტიკური რენტგენოსკოპიული გამოკვლევები. მათი გამოკვლევის ძირითადი მეთოდია რენტგენოგრაფია, მკაცრი კლინიკური ჩვენებების მიხედვით, გონადების, ფარისებრი და სარძევე ჯირკვლების ეკრანირებით და დაცვის სხვა (ტექნიკური) საშუალებების მაქსიმალური გამოყენებით. ადრეული ასაკის ბავშვებში უნდა მოხდეს გამოსაკვლევი უბნის მიღმა დარჩენილი მთელი სხეულის ეკრანირება;
ზ)
ორსულ და მეძუძურ ქალთა რენტგენოდიაგნოსტიკური გამოკვლევა წარიმართოს მხოლოდ მკაცრი კლინიკური ჩვენებების მიხედვით;
თ) დიაგნოსტიკური რენტგენოლოგიური გამოკვლევები ტარდება მხოლოდ კლინიკური ჩვენებებით. ყველა კვლევა დასაბუთებული უნდა იქნეს წერილობით მკურნალი ექიმის მიერ
;
ი)
რადიონუკლიდების სამკურნალო გამოყენება განისაზღვრება საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით. რადიონუკლიდების სამკურნალო მიზნით გამოყენება ნებადართულია როგორც ამბულატორიულად, ასევე სტაციონარულად, პაციენტის მიერ მიღებული დოზების მიხედვით, სათანადო რადიაციული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში.
8.4.5 მედიცინაში მაიონებელი გამოსხივების წყაროების გამოყენების სრულყოფისა და პაციენტების დასხივების დონეების დაქვეითების მიზნით ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო ორგანოების მიერ ცენტრალურ სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობასთან ერთად დადგენილია სხივური დიაგნოსტიკის საკონტროლო დონეები, დამყარებული მსოფლიო პრაქტიკის საუკეთესო სტანდარტებზე (დანართი დ-6).
აღნიშნული დონეები უნდა გახდ ეს
აგრეთვე რადიოლოგიური სამედიცინო პროცედურების მეთოდოლოგიის, დანადგარების, რადიოფარმპრეპარატების და სხვ. პროექტირებისა და წარმოების შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის საფუძველი.
8.4.6 ყოვლად დაუშვებელია მაიონებელი გამოსხივების გამოყენებით ადამიანზე სამეცნიერო გამოკვლევების ჩატარება.
8.4.7 პირები, რომლებიც არ არიან რენტგენ ო
რადიოლოგიური განყოფილების მომუშავეები და ეხმარებიან პაციენტებს (მძიმე ავადმყოფებს, ბავშვებს) რენტგენორადიოლოგიური პროცედურების შესრულების დროს, არ უნდა სხივდებოდნენ წელიწადში 5 მზვ-
ზე მეტი დოზით.
8.4.8 მაიონებელი წყაროების სამედიცინო მიზნებით გამოყენების დროს პაციენტის დასხივების დოზის კონტროლი აუცილებელია.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 17 იანვრის ბრძანება №01-3/ნ - ვებგვერდი, 18.01.2012წ.
9. მოსახლეობის დასხივების შეზღუდვის მოთხოვნები რადიაციული ავარიის პირობებში
9.1 ავარიული სიტუაციების დროს საქართველოს მოსახლეობის რადიაციული უსაფრთხოების ძირითადი პრინციპია წინასწარი მომზადებისა და მუდმივი მზადყოფნის პრინციპი, რაც გულისხმობს საგანგებო მოქმედებათა ორგანიზაციული ჯგუფების და გეგმების არსებობას, საგანგებო მდგომარეობის შექმნისას აუცილებელ ქმედებათა წინასწარ დაგეგმვასა და რადიაციული ზიანის თავიდან აცილებას ან შემსუბუქებას წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებებით.
9.2 რადიაციული ავარიის დროს, როდესაც ადამიანთა დასხივებამ ტექნოგენური წყაროებიდან შეიძლება გადააჭარბოს 5.1 ცხრილში მოცემულ ძირითად დოზურ ზღვარს, მიღებულ უნდა იქნეს პრაქტიკული ზომები წყაროზე კონტროლის აღსადგენად და დასხივების დოზების, მოსახლეობის დასხივების, გარემოს რადიოაქტიური დაბინძურების, რადიაციული დაბინძურებით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური დანაკარგების მინიმუმამდე დასაყვანად.
9.3 რადიაციული ავარიის დროს ან რადიოაქტიური დაბინძურების აღმოჩენისას შემდგომი დასხივების შეზღუდვა ხორციელდება დაცვითი ღონისძიებებით, რომლებიც, როგორც წესი, გამოიყენება გარემოსა და (ან) ადამიანის მიმართ. ეს ღონისძიებები დაკავშირებულია მოსახლეობის ცხოვრების ნორმალური პირობების, ტერიტორიის სამეურნეო და სოციალური ფუნქციონირების დარღვევასთან, ე.ი. წარმოადგენს ჩარევას, რომელსაც თან სდევს არა მარტო ეკონომიკური ზარალი, არამედ არაკეთილსაიმედო გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოსახლეობაზე და ეკოლოგიური ზარალი. ამიტომ, ჩარევის დაცვითი ღონისძიებების ხასიათის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს საჭიროა ხელმძღვანელობა შემდეგი პრინციპებით:
–
დაგეგმილმა ჩარევამ საზოგადოებას და პირველ ყოვლისა დასხივებულ პირებს უნდა მოუტანოს უფრო მეტი სარგებლობა, ვიდრე ზიანი, ე.ი. მოსახლეობის დასხივებით და გარემოს რადიონუკლიდური დაბინძურებით გამოწვეული ზარალის შემცირება დოზის დაქვეითებით უნდა იყოს საკმარისი, რომ გამართლებული იყოს ჩარევის მავნეობა და ღირებულება, მისი სოციალური ღირებულების ჩათვლით (ჩარევის დასაბუთების პრინციპი).
–
ჩარევის ფორმა, მასშტაბი და ხანგრძლივობა ოპტიმიზებული უნდა იყოს იმდაგვარად, რომ დოზის დაქვეითებით მიღებული სუფთა სარგებელი, ჩარევით გამოწვეული ზარალის გამოკლებით, იყოს მაქსიმალური (ჩარევის ოპტიმიზაციის პრინციპი).
9.4 სასწრაფო ჩარევა, დაცვის ყველა საშუალებების გამოყენება აუცილებელია, თუ დასხივების მოსალოდნელი დოზა ხანმოკლე პერიოდში (2 დღე) აღწევს დონეებს, რომლის მოქმედებით და, მით უფრო, გადამეტებით, შესაძლებელია კლინიკურად გამოხატული დეტერმინირებული ეფექტების განვითარება (ცხრილი 9.1). ამასთანავე, დაცვითი ღონისძიებებით ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი არ უნდა აღემატებოდეს ჯანმრთელობისათვის დადებით შედეგს.
9.5 მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქრონიკული დასხივებისას დაცვითი ღონისძიებები აუცილებელია, თუ წლიური შთანთქმული დოზები აჭარბებენ მაჩვენებლებს, მოცემულს 9.2 ცხრილში. ამ დოზების გადაჭარბება სერიოზულ დეტერმინირებულ ეფექტებს იწვევს.
ცხრილი 9.1
პროგნოზირებული დასხივების დონეები, რომლის დროს აუცილებელია სასწრაფო ჩარევა
| ორგანო ან ქსოვილი
| ორგანოს ან ქსოვილის შთანთქმული დოზა
2 დღის განმავლობაში, გრ
| | მთელი სხეული
| 1
| | ფილტვები
| 6
| | კანი
| 3
| | ფარისებრი ჯირკვალი
| 5
| | თვალის ბროლი
| 2
| | გონადები
| 2
| | ნაყოფი
| 0,1
| ცხრილი 9.2
ჩარევის დონეები ქრონიკული დასხივებისას
| ორგანო ან ქსოვილი
| წლიური შთანთქმული დოზა, გრ
| | გონადები
| 0,2
| | თვალის ბროლი
| 0,1
| | ძვლის წითელი ტვინი
| 0,4
|
9.6 ჩარევის დონე მოსახლეობის დროებითი გასახლებისთვის შეადგენს: დროებითი გასახლების დაწყებისათვის – 30 მზვ-ს
თვეში, დროებითი გასახლების დამთავრებისათვის – 10 მზვ-ს
თვეში. თუ პროგნოზირებით დგინდება, რომ 1 თვის განმავლობაში დაგროვილი დოზა გადააჭარბებს ზემოთ აღნიშნულ დონეებს მთელი წლის განმავლობაში, უნდა გადაწყდეს საკითხი მოსახლეობის გასახლების შესახებ მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე.
9.7 დასხივების საწინააღმდეგო ჩარევისას დოზური ზღვრები არ გამოიყენება (ცხრილი 5.1). ჩარევის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოები რადიაციული ავარიის შემთხვევისათვის შეიმუშავებენ ჩარევის დონეებს (დოზები და დასხივების დოზათა ს ი
მძლავრეები, რადიოაქტიური დაბინძურების დონეები) კონკრეტული რადიაციული ობიექტებისა და მისი განლაგების პირობებისათვის, ავარიის სავარაუდო ტიპების, ავარიული სიტუაციების განვითარების სცენარების და ჩამოყალიბებული რადიაციული მდგომარეობის გათვალისწინებით.
9.8 რადიაციული ავარიის შემთხვევაში დაცვითი ღონისძიებების დაგეგმვის დროს „დასაბუთებისა” და „ოპტიმიზაციის” პრინციპების გამოყენებით სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების მიერ ავარიის შედეგად მოსახლეობის დასხივების სავარაუდო დოზების გათვალისწინებით დადგენილია ჩარევის დონეები.
9.9 ავარიის დროს, რომელსაც მოჰყვა დიდი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება, რადიაციული მდგომარეობის კონტროლისა და პროგნოზის საფუძველზე დგინდება რადიაციული ავარიის ზონა (რაზ). რაზ წარმოადგენს იმ ტერიტორიას, რომელზედაც შინაგანი და გარეგანი ჯამური დასხივება ეფექტური დოზის ერთეულებში ავარიის შემდგომ პირველ წელს შესაძლებელია აჭარბებდეს 5 მზვ-ს
(საშუალო მაჩვენებელი დასახლებულ პუნქტში). რადიაციული ავარიის ზონაში წარმოებს რადიაციული მდგომარეობის მონიტორინგი და ოპტიმიზაციის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება ღონისძიებები მოსახლეობის დასხივების დონეების შესამცირებლად (პ.პ. 9.2, 9.3, 9.5).
9.10 მძიმე რადიაციული ავარიის დროს, ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურებით, მოსახლეობის დაცვის ღონისძიებების ხასიათი და მასშტაბი განისაზღვრება სავარაუდო დაცვითი ღონისძიებების გატარების შედეგად მოსალოდნელი (პროგნოზირებული) დოზის შედარებით ა
და ბ
დონეებთან, რომლებიც 9.3 – 9.6 ცხრილებშია წარმოდგენილი.
ცხრილი 9.3
კრიტერიუმები, რომლებიც გადაუდებლადაა მიჩნეული ავარიული სიტუაციის დასაწყისში
| დაცვითი ღონისძიებები
| თავიდან ასაცილებელი დოზა პირველი 10 დღის განმავლობაში, მგრ
| | | | მთელ სხეულზე
| ფარისებრი ჯირკვალი, ფილტვები, კანი
| |
| ა დონე
| ბ დონე
| ა დონე
| ბ დონე
| | თავშესაფარი
| 5
| 50
| 50
| 500
| | იოდით პროფილაქტიკა
|
|
|
|
| | მოზრდილები
| -
| -
| 250*
| 2500*
| | ბავშვები
| -
| -
| 100*
| 1000*
| | ევაკუაცია
| 50
| 500
| 500
| 5000
|
*
მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლისათვის.
ცხრილი 9.4
კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე მიღებულ უნდა იქნ ე
ს
მოსახლეობის გასახლებისა და დაბინძურებული
საკვები პროდუქტების ხმარების შეზღუდვის გადაწყვეტილებები
ცხრილი 9.5
კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზე მიღებული უნდა იქნეს გადაწყვეტილება
დაბინძურებული საკვები პროდუქტების ხმარების შეზღუდვისათვის ავარიის პირველ
წელს
|
| რადიონუკლიდების შემცველობა საკვებ პროდუქტებში
| | რადიონუკლიდები
| დოზური კოეფიციენტი
ზვ/ბკ
| ა დონე
კბკ/კგ
| დოზური კოეფიციენტი
ზვ/ბკ
| ბ დონე
კბკ/კგ
| | იოდი-131, ცეზიუმი-134, -137
| 10-8
| 1
| 3·10-8
| 3
| | სტრონციუმი-90
| 10-7
| 0,1
| 3·10-7
| 0,3
| | ამერიციუმი-241, პლუტონიუმი-239
| 10-6
| 0,01
| 3·10-7
| 0,03
| | პლუტონიუმი-238
| –
| –
| 3·10-7
| 0,03
|
ცხრილი 9.6
ბავშვთა საკვები
–
თუ დაცვითი ღონისძიებებით აცილებული დასხივება არ აღემატება ა
დონეს, არ არის აუცილებელი იმ ღონისძიებათა გატარება, რომლებიც არღვევს მოსახლეობის ცხოვრების ნორმალურ პირობებს და ტერიტორიის სამეურნეო და სოციალურ ფუნქციონირებას.
–
თუ დაცვითი ღონისძიებებით აცილებული დასხივება აღემატება ა
დონეს, მაგრამ არ აღწევს ბ
დონეს, დაცვის ღონისძიებათა ხასიათის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დასაბუთებისა და ოპტიმიზაციის პრინციპების, კონკრეტული მდგომარეობისა და ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით.
–
თუ დაცვითი ღონისძიებების გატარების მიუხედავად დასხივება მაინც აღწევს და აღემატება ბ
დონეს, საჭიროა ყველა ღონისძიების გატარება, მათ შორის ისეთებისაც, რომლებიც არღვევენ მოსახლეობის ცხოვრების ნორმალურ პირობებს და ტერიტორიის სამეურნეო და სოციალურ ფუნქციონირებას.
9.11 რადიაციული ავარიის მოგვიანებით სტადიაზე, როცა გაბინძურებულია დიდი ტერიტორია ხანგრძლივი სიცოცხლის მქონე რადიონუკლიდებით, გადაწყვეტილება დაცვითი ღონისძიებების შესახებ მიიღება ჩამოყალიბებული რადიაციული მდგომარეობისა და კონკრეტული სოციალ ურ-
ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით. სხვადასხვაგვარი ვარიანტები მოყვანილია დანართში დ-9.
9.12 ისეთი ავარიების დროს, რომელსაც თან სდევს უპირატესად ურანის, პლუტონიუმისა და ტრანსურანული სხვა ელემენტების დისპერგირება, გადაწყვეტილება მისაღები კრიტერიუმებისა და შეზღუდვის დონეების შესახებ დგინდება სპეციალური ნორმატიული დოკუმენტებით.
10. ნორმების შესრულების კონტროლის მოთხოვნები
10.1 რადიაციული კონტროლი, რადიაციულად საშიში ობიექტების პროექტირებიდან დაწყებული, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მიზანია რადიაციული უსაფრთხოებისა და ნორმატივების მოთხოვნების დაცვის განსაზღვრა, ნორმალური მუშაობის დროს დაწესებული ძირითადი დოზური ზღვრების და დასაშვები დონეების გადაუჭარბებლობა. სისტემატური რადიაციული კონტროლი უზრუნველყოფს რადიაციული ავარიის ადგილისა და შენობების რადიონუკლიდებით დაბინძურების, აგრეთვე გაზრდილი რადიაციული ფონის, ტერიტორიების და შენობების დაცვის ოპტიმიზაციისა და ჩარევის გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელ ინფორმაციას. რადიაციული კონტროლი ხორციელდება მაიონებელი გამოსხივების ყველა წყაროზე, გარდა 1.8 პუნქტში მოცემულისა.
10.2 რადიაციულ კონტროლს ექვემდებარება:
–
წყაროების, ატმოსფეროში გამონაყოფების, თხევადი და მყარი გადანაყრების რადიაციული მახასიათებლები;
–
სამუშაო ადგილებზე და გარემოში ტექნოლოგიური პროცესებით შექმნილი რადიაციული ფაქტორები;
–
რადიაციული ფაქტორები დაბინძურებულ ტერიტორიებზე და შენობებში, სადაც მომატებულია რადიაციული ფონი;
–
პერსონალისა და მოსახლეობის დასხივების დონეები;
–
სამედიცინო დასხივების წყაროები;
–
ბუნებრივი წყაროები.
10.3 ძირითადი საკონტროლო პარამეტრებია:
–
წლიური ეფექტური დოზა; წლიური ეკვივალენტური დოზა (ცხრ. 5.1);
–
რადიონუკლიდების ორგანიზმში ჩართვა და მათი რაოდენობა ორგანიზმში მათი ჩართვის შესაფასებლად;
–
ჰაერში, წყალში, კვების პროდუქტებში, საშენ მასალებში და სხვ. რადიონუკლიდების მოცულობითი და ხვედრითი აქტივობები;
–
კანის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სამუშაო ზედაპირების რადიოაქტიური დაბინძურება;
–
გარეგანი დასხივების დოზა და დოზის სიმძლავრე;
–
ნაწილაკებისა და ფოტონების ნაკადთა სიმკვრივე;
10.4 10.3 პ უნქტში
აღნიშნული ყველა საკონტროლო პარამეტრის ოპერატიული კონტროლისათვის დაწესებულების ადმინისტრაცია სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს საკონტროლო დონეებს. ამ დონეების რიცხობრივი მაჩვენებელი დგება ისე, რომ გარანტირებული იყოს ძირითადი დოზური ზღვრების გადაუჭარბებლობა და დასხივების დონის რაც შეიძლება დაბალ მაჩვენებლამდე შემცირების პრინციპის რეალიზაცია.
ამასთანავე,
გასათვალისწინებელია ყველა რადიაციული და არარადიაციული ფაქტორების ზემოქმედება ყველა წყაროდან, რომლებიც კონტროლს ექვემდებარებიან, გაზომვის შესაძლო შეცდომა, დაცვის (უსაფრთხოების) მიღწეული დონე, მისი შემდგომი შემცირების შესაძლებლობა, ოპტიმიზაციის პრინციპების მოთხოვნილებათა გათვალისწინებით. საკონტროლო დონეების გადაჭარბების აღმოჩენა მისი მიზეზების ძიების საფუძველია.
10.5 წარმოების ადმინისტრაციას, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, შეუძლია შემოიტანოს დამატებითი საკონტროლო პარამეტრების უფრო მკაცრი რიცხობრივი მნიშვნელობები.
10.6 ნორმების მოთხოვნათა ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაცია ვალდებულია:
–
დაუყოვნებლივ ჩაატაროს ამ დარღვევების მიზეზების, პირობებისა და შედეგების გამოკვლევა;
–
მიიღოს ღონისძიებები იმ პირობების ნორმალიზაციისათვის, რომლებმაც გამოიწვი ა
დარღვევები და მისი განმეორების აღკვეთისათვის;
–
დაუყოვნებლივ შეატყობინოს ზედამხედველობის ორგანოებს და ზემდგომ ინსტანციებს დარღვევის მიზეზები და მისი აღკვეთის ღონისძიებები. ამ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზედამხედველობის ორგანო კრძალავს დაწესებულების მუშაობას დადგენილი წესით, ხოლო წინასწარგანზრახული ქმედების (ან უმოქმედობის) შემთხვევაში, რომლებმაც გამოიწვია დარღვევა, დამნაშავეებს წარედგინებათ ადმინისტრაციული, დისციპლინური ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
10.7 ნორმების შესრულებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებ ს
სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოები და დაწესებულებები და მთავრობის მიერ უფლებამოსილი სხვა სამინისტროები და უწყებები მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისად.
10.8 ნორმალური მუშაობის დროს ნორმების შესრულების კონტროლი თვით დაწესებულებაში ეკისრება დაწესებულების ადმინისტრაციას, საკუთრების ფორმის განურჩევლად.
სამედიცინო დასხივების კონტროლს აწარმოებს სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაცია, ხოლო ბუნებრივ წყაროებზე –
ტერიტორიის ადმინისტრაცია.
ლოკალური ავარიის დროს, რომელიც დაკავშირებული არ არის მოსახლეობის დასხივებასთან, მისი განვითარების კონტროლს, დაწესებულების პერსონალისა და საავარიო ბრიგადების დაცვას ახორციელებს წარმოების ადმინისტრაცია, თუ სხვა მითითებები არ იქნება სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებიდან.
ავარიების დროს, რომლებიც დაკავშირებულია მოსახლეობის დასხივებასთან, კონტროლს ახორციელებ ს
ადგილობრივი ხელისუფლების და სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები, დაწესებულების ძალებისა და საშუალებების გამოყენებით.
11. დასაშვები დონეების რიცხობრივი მნიშვნელობები
11.1 დასხივებად პირთა ყველა კატეგორიისთვის დასაშვები დონეების რიცხობრივი მაჩვენებლები მოცემული გზით დასხივებისას განსაზღვრულია იმგვარად, რომ მარტო ამ ერთი ფაქტორის დასხივებით ასეთი დონით მოქმედებისას ერთი წლის განმავლობაში დაგროვილი დოზის სიდიდე უდრის 5.1 ცხ რილ
ში მოცემულ შესაბამის წლიურ დოზურ ზღვარს.
11.2 დასაშვები დონეების რიცხობრივი მაჩვენებლები დასხივების ყველა გზისათვის სტანდარტული პირობებისათვისაა განსაზღვრული. იგი ხასიათდება ჰაერის მოცემული მოცულობით V და წყლის (საკვების) მასით M, რომლებითაც რადიონუკლიდი ირთვება ორგანიზმში კალენდარული წლის განმავლობაში; t დასხივების დროით კალენდარული წლის განმავლობაში და მაიონებელი გამოსხივების ნაწილაკებით გარეგანი დასხივების გეომეტრიით.
პერსონალისთვის დადგენილია სტანდარტული პარამეტრების შემდეგი მნიშვნელობები: Vპერს = 2,4·103 მ3 წელიწადში; tპერს = 1700 სთ = 1·105 წ = 6,1·106 წმ; Mპერს = 0.
მოსახლეობისათვის დადგენილია სტანდარტული პარამეტრების შემდეგი მნიშვნელობები: tმოსახ. = 8800 სთ; Mმოსახ. = 730 კგ წელიწადში. ჩასუნთქული ჰაერის მოცულობა დგინდება ასაკის მიხედვით:
ცხრილი 11.1
| წლოვანება, წელი
| 1 წლამდე
| 1-2
| 2-7
| 7-12
| 12-17
| მოზრდილები
(17 წელზე მეტი)
| | V, ათასი მ3 წელიწადში
| 1,0
| 1,9
| 3,2
| 5,2
| 7,3
| 8,1
|
11.3 ორგანიზმში რადიონუკლიდების სასუნთქი გზებით მოხვედრისას, მათი ქიმიური ნაერთები დაყოფილია სამ ინჰალაციურ ტიპად ფილტვებიდან სისხლში გადასვლის სისწრაფის მიზედვით:
– ტიპი „ნ“ (ნელი) – ფილტვებში ამ ნივთიერებების გახსნისას რადიონუკლიდის კომპონენტის გადასვლა ნელია, სიჩქარით 0,0001 დღე-1;
– ტიპი „შ” (შუალედური) – აქტივობის ძირითადი ნაწილი ფილტვებიდან სისხლში გადადის შუალედური სიჩქარით – 0,005 დღე-1;
– ტიპი „ს” (სწრაფი) – ძირითადი აქტივობა ფილტვებიდან სისხლში გადადის სწრაფად, სიჩქარით 100 დღე-1;
– ზოგიერთი რადიონუკლიდის სასუნთქი გზებით აირის სახით ჩართვის ნორმირებისათვის ელემენტთა შენაერთების აირებისა და ორთქლისათვის გამოყოფილია ტიპი „ა” (ა1 – ა3).
ინჰალაციის დროს ელემენტების ნაერთების განაწილება კლასებად მოცემულია დ-4 დანართში. ინერტული აირები ცხრილში არაა წარმოდგენილი, ვინაიდან ისინი გარედან დამსხივებლებია.
11.4 დ-1, დ-2 და დ-3 დანართებში მოცემული დოზური კოეფიციენტების რიცხობრივი მნიშვნელობები, აგრეთვე წჩზპერს., წჩზმოსახ., დმაპერს. და დმამოსახ. ჰაერისათვის გაანგარიშებულია ლოგარითმულად ნორმალურად განაწილებულ ნაწილაკთა აეროზოლისათვის აქტივობის მიხედვით, 1 და 5 მკმ მედიანური აეროდინამიკური დიამეტრით და სტანდარტული გეომეტრიული გადახრით, რომელიც უდრის 2,5. გაანგარიშებისას გამოყენებულია სასუნთქი ორგანოების მოდელი, რეკომენდებული რადიოლოგიური დაცვის საერთაშორისო კომისიის 66 პუბლიკაციით.
11.5 დ-1 დანართში მოცემულია ინჰალაციური გზით მოხვედრილ რადიონუკლიდთა რეზორბციის კოეფიციენტები, სხვადასხვა დისპერსიის აეროზოლების დოზური კოეფიციენტების მნიშვნელობები პერსონალისთვის რადიონუკლიდების ჩასუნთქული ჰაერით მოხვედრისას, დასაშვები წლიური ჩართვა წჩზპერს. და დასაშვები საშუალო წლიური მოცულობითი აქტივობა დმაპერს.
დ-1 დანართში არ შედის ინერტული აირები, ვინაიდან ისინი გარეგანი დასხივების წყაროებია, აგრეთვე რადონის იზოტოპები მისი დაშლის პროდუქტებითურთ (იხ. განყოფ. 5 და 7).
ჩანაწერი 1,6-12 ნიშნავს 1,6·10-12, ხოლო 1,6+12 – 1,6·10+12.
11.6 თუ მოცემული რადიონუკლიდის ქიმიური ფორმა უცნობია, მაშინ გამოყენებულ უნდა იქნეს დ-1 დანართში მოცემული წჩზპერს. და დმაპერს. ყველაზე მცირე მაჩვენებელი და შესაბამისად დოზური კოეფიციენტის ყველაზე დიდი მნიშვნელობა.
11.7 დ-2 დანართში მოცემულია რადიონუკლიდების ჩასუნთქული ჰაერით მოხვედრისას მათი რეზორბციის კოეფიციენტები, დოზური კოეფიციენტის მნიშვნელობები მოსახლეობის სხვადასხვა ასაკისათვის, წლიური ჩართვის ზღვარი წჩზმოსახ. და დასაშვები საშუალო წლიური მოცულობითი აქტივობა დმამოსახ. იმ ასაკოვანი ჯგუფისათვის, რომელშიც ეს აქტივობა უმცირესია (მოსახლეობის კრიზისული ჯგუფი).
11.8 დ-3 დანართში მოცემულია რადიონუკლიდების წყლისა და საკვებით მოხვედრისას მათი რეზორბციის კოეფიციენტები, დოზური კოეფიციენტების მნიშვნელობები მოსახლეობის სხვადასხვა ასაკისათვის, წლიური ჩართვის ზღვარი წჩზმოსახ. და დასაშვები საშუალო წლიური ხვედრითი აქტივობა დხამოსახ. იმ ასაკოვანი ჯგუფისთვის, რომელში დხა უმცირესია (მოსახლეობის კრიზისული ჯგუფი). 1 წლამდე ასაკის ბავშვები უგულვებელყოფილია, ვინაიდან ისინი ძირითადად იკვებებიან დედის რძით. დხა მაჩვენებლები სასმელი წყლისათვის გაანგარიშებულია პ. 8.3.6 მიხედვით და წარმოადგენენ ჩარევის დონეს (ჩდ). რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, მათი ჩდ არაა მოყვანილი და იგი ცალკე უნდა იქნეს გაანგარიშებული შინაგანი და გარეგანი დასხივების ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით (პ. 8.2.4), ძირითადი დოზური ზღვრებისა (ცხრილი 5.1) და ავარიული დასხივების კრიტერიუმების (ცხრილები 9.3, 9.4) გადაუჭარბებლობით.
11.9 11.1 ცხრილში წარმოდგენილია ტექნოგენური წყაროებით მთელი სხეულის გარეგანი დასხივებისას დოზის სიმძლავრის გაზრდის დასაშვები დონეების (დდს) რიცხობრივი მნიშვნელობები შენობაში და ტერიტორიაზე (სტანდარტულ პირობებში).
11.10 11.2 ცხრილში მოცემულია სამუშაო ზედაპირების, კანის, სპეცტანსაცმლის, პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების რადიოაქტიური დაბინძურების დასაშვები მნიშვნელობები. კანის, სპეცტანსაცმლის, სპეცფეხსაცმლის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისათვის ნორმირებულია
α – აქტიური რადიონუკლიდებით საერთო (მოსაშორებადი და არამოსაშორებადი) რადიოაქტიური დაბინძურება. ყველა სხვა შემთხვევაში ნორმირდება მოსაშორებელი დაბინძურება.
კანის საერთო რადიოაქტიური დაბინძურების დონეები განსაზღვრულია რადიონუკლიდის ნაწილის კანსა და ორგანიზმში შეღწევის გათვალისწინებით. გათვლები ჩატარებულია იმ ვარაუდით, რომ დაბინძურების საერთო ფართობი არ აღემატებოდეს 300 სმ2.
ცალკეულებს მიეკუთვნება ალფა-აქტიური ნუკლიდები, რომელთა საშუალო წლიური დასაშვები მოცულობითი აქტივობა სამუშაო შენობის ჰაერში – დმა<0,0003 ბკ/ლ.
კანის, სპეცთეთრეულისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სახისმიერი ნაწილის შიგა ზედაპირის დასაშვები დაბინძურების დონე Sr-90 + I-90-ით 5-ჯერ ნაკლებია: 40 ნაწილაკი/(წთ·სმ2). კანის დაბინძურება ტრიტიუმით არაა ნორმირებული, ვინაიდან მისი კონტროლი ხდება სამუშაო შენობის ჰაერსა და ორგანიზმში.
11.11 ცხრილებში 11.3 – 11.9 მოცემულია ნაწილაკთა ნაკადის სიმკვრივის დასაშვები საშუალწლიური მნიშვნელობები პერსონალისთვის მთელი სხეულის, კანის და თვალის ბროლის დასხივებისას მონოენერგეტიკული ელექტრონებით (ცხრ. 11.3, 11.4), ბეტა ნაწილაკებით (ცხრ. 11.5), მონოენერგეტიკული ფოტონებით (ცხრ. 11.6 – 11.8) და მონოენერგეტიკული ნეიტრონებით (ცხრ. 11.9). ნაწილაკების ნაკადთა დასაშვები სიმძლავრის საშუალწლიური მაჩვენებლები მოცემულია გამოსხივების ენერგიის ფართო დიაპაზონისათვის და დასხივების ორი ყველაზე უფრო ხშირი გეომეტრიისათვის: გამოსხივების იზოტროპული (2
π და 4
π ველისა და სხივის პარალელური კონის სხეულზე წინიდან დაცემისას (წინა – უკანა გეომეტრია).
11.12 დ-4 დანართში მოცემულია ინჰალაციისას ელემენტების ნაერთების ტიპებად განაწილება.
11.13 დ-5 დანართში მოცემულია ხვედრითი აქტივობისა და აქტივობის მინიმალური მნიშვნელობები შენობაში და სამუშაო ადგილებზე, რომელთა გადაჭარბება საჭიროებს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის ორგანოების ნებართვას.
11.14 დ-6 დანართში მოცემულია სამედიცინო დასხივების საკონტროლო დონეები.
11.15 დ-7 დანართში მოცემულია საკვებ პროდუქტებში რადიონუკლიდების ცეზიუმ-137 და სტრონციუმ-90 შემცველობის დასაშვები დონეები.
11.16 პროდუქტების გარეცხვის, გასუფთავებისა და გადამუშავების პროცესში რადიონუკლიდების რაოდენობა კლებულობს. დ-8 დანართში მოცემულია საკვებ პროდუქტებში რადიონუკლიდების შემცველობის შემცირების კოეფიციენტი (გადამუშავების კოეფიციენტი) RF, რომელიც იანგარიშება რადიონუკლიდების შემცველობით გადამუშავებამდე და მას შემდეგ. შემცირების კოეფიციენტი ანუ გადამუშავების კოეფიციენტი RF არის რადიონუკლიდის აქტივობის წილი, რომელიც რჩება მისი ბუნებრივი დაშლის ან პროდუქტების საკვებად გამოყენებამდე გადამუშავების შემდეგ.
11.17 დ-9 დანართში განხილულია რადიაციულად დაბინძურებულ ტერიტორიაზე ჩარევის კრიტერიუმები.
ცხრილი 11.1
მთელი სხეულის გარეგანი დასხივების დოზის სიმძლავრის დასაშვები დონეები
შენობებში და ტერიტორიაზე, შეპირობებული ტექნოგენური წყაროებით,
მკ გრ/სთ
| შენობის დანიშნულება
| დოზის სიმძლავრე
| | შენობები, სადაც მუდმივად იმყოფებიან პირები პერსონალიდან
| 10
| | საცხოვრებელი შენობები და ტერიტორიები, სადაც მუდმივად იმყოფებიან პირები მოსახლეობიდან
| 0,1
|
ცხრილი 11.2
სამუშაო ზედაპირების, კანის, სპეცტანსაცმლის და ინდივიდუალური
დაცვის საშუალებების ზოგადი რადიოაქტიური დაბინძურების
დასაშვები დონეები,
ნაწილაკი/(წუთი სმ2)
ცხრილი 11.3
ეკვივალენტური დოზისა და მონოენერგეტიკული ელექტრონების ნაკადის სიმკვრივის
დასაშვები საშუალწლიური მნიშვნელობები
პერსონალისათვის კანის დასხივებისას
| ელექტრონების ენერგია, M
eV
| ეკვივალენტური დოზა კანში
ერთეულ ფლუენსზე, 10-10 ზვ·სმ2
| ნაკადის საშუალწლიური
დასაშვები სიმკვრივე, სმ-2·წმ-1
| | იზო *
| წუ *
| იზო *
| წუ *
| | 0,07
| 0,3
| 2,2
| 2700
| 370
| | 0,10
| 5,7
| 16,6
| 140
| 50
| | 0,20
| 5,6
| 8,3
| 150
| 100
| | 0,40
| 4,3
| 4,6
| 190
| 180
| | 0,70
| 3,7
| 3,4
| 220
| 240
| | 1,00
| 3,5
| 3,1
| 230
| 260
| | 2,00
| 3,2
| 2,8
| 260
| 290
| | 4,00
| 3,2
| 2,7
| 260
| 300
| | 7,00
| 3,2
| 2,7
| 260
| 300
| | 10,0
| 3,2
| 2,7
| 260
| 300
|
იზო
* – გამოსხივების იზოტროპული (2π) ველი;
წუ
* – დასხივება პარალელური კონით წინა-
უკანა გეომეტრიით.
ცხრილი 11.4
ეკვივალენტური დოზისა და მონოენერგეტიკული ელექტრონების ნაკადის სიმკვრივის
დასაშვები საშუალწლიური მნიშვნელობები
პერსონალისათვის თვალის ბროლის დასხივებისას
| ელექტრონების ენერგია, M
eV
| ეკვივალენტური დოზა თვალის ბროლში ერთეულ ფლუენსზე, 10-10 ზვ·სმ2
| ნაკადის საშუალწლიური
დასაშვები სიმკვრივე, სმ-2·წმ-1
| | იზო *
| წუ *
| იზო *
| წუ *
| | 0,80
| 0,08
| 0,45
| 3100
| 540
| | 1,00
| 0,75
| 3,0
| 330
| 80
| | 1,50
| 1,9
| 5,2
| 130
| 50
| | 2,00
| 2,2
| 4,8
| 110
| 50
| | 4,00
| 2,6
| 3,3
| 95
| 75
| | 7,00
| 2,9
| 3,1
| 85
| 80
| | 10,0
| 3,0
| 3,0
| 80
| 80
|
იზო
* – გამოსხივების იზოტროპული (2π) ველი;
წუ
* – დასხივება პარალელური კონით წინა – უკანა გეომეტრიით.
ნაწილაკთა ფლუენსი F – შეფარდება dN/dα, სადაც dN – ნაწილაკთა რაოდენობაა, რომელიც ეცემა სფეროს, განივი კვეთით dα:
F = dN/dα, მ-2
ნაწილაკთა ნაკადის სიმკვრივე
n – შეფარდება dN/(dα · dt), სადაც dN ნაწილაკთა რაოდენობაა, რომელიც ეცემა სფეროს, განივი კვეთით dα dt დროის ინტერვალში:
n = dN/(dα · dt) მ-2·წმ-1
ცხრილი 11.5
ეკვივალენტური დოზისა და ბეტა-
ნაწილაკების ნაკადის სიმკვრივის დასაშვები
საშუალწლიური მნიშვნელობები პერსონალისათვის
კანის კონტაქტური დასხივებისას
| ელექტრონების ენერგია, M
eV
| ეკვივალენტური დოზა კანში
ერთეულ ფლუენსზე, 10-10 ზვ·სმ2
| ნაკადის საშუალწლიური
დასაშვები სიმკვრივე, სმ-2·წმ-1
| | | 0,05
| 1,0
| 820
| | | 0,07
| 1,8
| 450
| | | 0,10
| 2,6
| 310
| | | 0,15
| 3,4
| 240
| | | 0,20
| 3,8
| 215
| | | 0,30
| 4,3
| 190
| | | 0,40
| 4,5
| 180
| | | 0,50
| 4,6
| 180
| | | 0,70
| 4,8
| 170
| | | 1,00
| 5,0
| 165
| | | 1,50
| 5,2
| 160
| | | 2,00
| 5,3
| 155
| | | | | | | | |
ცხრილი 11.6
ეფექტური დოზისა და მონოენერგეტიკული ფოტონების ნაკადის სიმკვრივის დასაშვები
საშუალწლიური მნიშვნელობები პერსონალისათვის
მთელი სხეულის გარეგანი დასხივებისას
| ფოტონების ენერგია, M
eV
| ეკვივალენტური დოზა კანში
ერთეულ ფლუენსზე, 10-12 ზვ·სმ2
| ნაკადის საშუალწლიური
დასაშვები სიმკვრივე, სმ-2·წმ-1
| კერმა ჰაერში ერთეულ ფლუენსზე 10-12 გრ·სმ2
| | | იზო *
| წუ *
| იზო *
| წუ *
| | 1,0-2
| 0,0201
| 0,0485
| 1,63+05
| 6,77+04
| 7,43
| | 1,5-2
| 0,0384
| 0,125
| 8,73+04
| 2,62+04
| 3,12
| | 2,0-2
| 0,0608
| 0,205
| 5,41+04
| 1,62+04
| 1,68
| | 3,0-2
| 0,103
| 0,300
| 3,24+04
| 1,08+04
| 0,721
| | 4,0-2
| 0,140
| 0,338
| 2,31+04
| 9,65+03
| 0,429
| | 5,0-2
| 0,165
| 0,357
| 1,99+04
| 9,12+03
| 0,323
| | 6,0-2
| 0,186
| 0,378
| 1,77+04
| 8,63+03
| 0,289
| | 8,0-2
| 0,230
| 0,440
| 1,42+04
| 7,44+03
| 0,307
| | 1,0-1
| 0,278
| 0,517
| 1,18+04
| 6,33+03
| 0,371
| | 1,5-1
| 0,419
| 0,752
| 7,79+03
| 4,33+03
| 0,599
| | 2,0-1
| 0,581
| 1,0
| 5,61+03
| 3,28+03
| 0,856
| | 3,0-1
| 0,916
| 1,51
| 3,54+03
| 2,17+03
| 1,38
| | 4,0-1
| 1,26
| 2,00
| 2,59+03
| 1,63+03
| 1,89
| | 5,0-1
| 1,61
| 2,47
| 2,02+03
| 1,32+03
| 2,38
| | 6,0-1
| 1,94
| 2,91
| 1,69+03
| 1,12+03
| 2,84
| | 8,0-1
| 2,59
| 3,73
| 1,26+03
| 8,73+02
| 3,69
| | 1,0
| 3,21
| 4,48
| 1,01+03
| 7,33+02
| 4,47
| | 2,0
| 5,84
| 7,49
| 5,63+02
| 4,38+02
| 7,55
| | 4,0
| 9,97
| 12,0
| 3,28+02
| 2,73+02
| 12,1
| | 6,0
| 13,6
| 16,0
| 2,38+02
| 2,05+02
| 16,1
| | 8,0
| 17,3
| 19,9
| 1,89+02
| 1,64+02
| 20,1
| | 10,0
| 20,8
| 23,8
| 1,56+02
| 1,38+02
| 24,0
|
იზო
* – გამოსხივების იზოტროპული (4π) ველი;
წუ
* – დასხივება პარალელური კონით წინა-
უკანა გეომეტრიით.
კერმა – ნივთიერების ელემენტარულ მოცულობაში მაიონებელი გამოსხივების არაპირდაპირი მოქმედებით წარმოქმნილი ყველა დამუხტული ნაწილაკების საწყისი კინეტიკური ენერგიების ჯამის (dEk) შეფარდება ნივთიერების dm მასასთან ამ მოცულობაში:
K =
კერმას ერთეულია გრეი (გრ).
კერმა და შთანთქმული დოზა ერთმანეთის ტოლია იმდენად, რამდენადაც მიიღწევა დამუხტული ნაწილაკების წონასწორობა და რამდენადაც შესაძლებელია დამუხრუჭებითი გამოსხივებისა და მეორადი ელექტრონების განარბენ მანძილზე ფოტონთა ნაკადის შესუსტების უგულვებელყოფა.
ცხრილი 11.7
ეკვივალენტური დოზისა და მონოენერგეტიკული ფოტონების ნაკადის სიმკვრივის
დასაშვები საშუალწლიური მნიშვნელობები
პერსონალისთვის კანის დასხივებისას
| ელექტრონების ენერგია, M
eV
| ეკვივალენტური დოზა ერთეულ ფლუენსზე, 10-2 ზვ·სმ2
| ნაკადის საშუალწლიური
დასაშვები სიმკვრივე, სმ-2·წმ-1
| | იზო *
| წუ *
| იზო *
| წუ *
| | 1,0-2
| 6,17
| 7,06
| 1,31+04
| 1,16+04
| | 2,0-2
| 1,66
| 1,76
| 4,96+04
| 4,63+04
| | 3,0-2
| 0,822
| 0,880
| 1,00+05
| 9,25+04
| | 5,0-2
| 0,462
| 0,494
| 1,81+05
| 1,63+05
| | 1,0-1
| 0,549
| 0,575
| 1,50+05
| 1,42+05
| | 1,5-1
| 0,827
| 0,851
| 9,74+04
| 9,74+04
| | 3,0-1
| 1,79
| 1,81
| 4,53+04
| 4,53+04
| | 4,0-1
| 2,38
| 2,38
| 3,38+04
| 3,38+04
| | 5,0-1
| 2,93
| 2,93
| 2,80+04
| 2,80+04
| | 6,0-1
| 3,44
| 3,44
| 2,40+04
| 2,40+04
| | 8,0-1
| 4,39
| 4,39
| 1,88+04
| 1,88+04
| | 1,0
| 5,23
| 5,23
| 1,55+04
| 1,55+04
| | 2,0
| 8,61
| 8,61
| 9,57+03
| 9,57+03
| | 4,0
| 13,6
| 13,6
| 6,08+03
| 6,08+03
| | 6,0
| 17,9
| 17,9
| 4,57+03
| 4,57+03
| | 8,0
| 22,3
| 22,3
| 3,66+03
| 3,66+03
| | 10,0
| 26,4
| 26,4
| 3,13+03
| 3,13+03
|
იზო
* – გამოსხივების იზოტროპული (2π) ველი;
წუ
* – დასხივება პარალელური კონით წინა – უკანა გეომეტრიით.
ცხრილი 11.8
ეკვივალენტური დოზისა და მონოენერგეტიკული ფოტონების ნაკადის სიმკვრივის
დასაშვები საშუალწლიური მნიშვნელობები
პერსონალისთვის თვალის ბროლის დასხივებისას
| ელექტრონების ენერგია, M
eV
| ეკვივალენტური დოზა თვალის ბროლში ერთეულ ფლუენსზე,
10-12 ზვ·სმ2
| ნაკადის საშუალწლიური
დასაშვები სიმკვრივე, სმ-2·წმ-1
| | იზო *
| წუ *
| იზო *
| წუ *
| | 1,0-2
| 0,669
| 2,23
| 3,66+04
| 1.08+04
| | 1,5-2
| 0,749
| 2,06
| 3,29+04
| 1.16+04
| | 2,0-2
| 0,622
| 1,53
| 3,97+04
| 1,60+04
| | 3,0-2
| 0,375
| 0,865
| 6,55+04
| 2,85+04
| | 4,0-2
| 0,275
| 0,571
| 9,07+04
| 4,27+04
| | 5,0-2
| 0,239
| 0,459
| 1,03+05
| 5,33+04
| | 6,0-2
| 0,234
| 0,431
| 1,06+05
| 5,67+04
| | 8,0-2
| 0,264
| 0,476
| 9,05+04
| 5,16+04
| | 1,0-1
| 0,326
| 0,568
| 7,26+04
| 4,34+04
| | 1,5-1
| 0,545
| 0,857
| 4,59+04
| 2,88+04
| | 2,0-1
| 0,762
| 1,16
| 3,31+04
| 2,11+04
| | 3,0-1
| 1,20
| 1,77
| 2,09+04
| 1,39+04
| | 4,0-1
| 1,59
| 2,33
| 1,54+04
| 1,06+04
| | 5,0-1
| 2,00
| 2,86
| 1,24+04
| 8,64+03
| | 6,0-1
| 2,39
| 3,32
| 1,04+04
| 7,34+03
| | 8,0-1
| 3,10
| 4,21
| 7,90+03
| 5,87+03
| | 1,0
| 3,76
| 4,96
| 6,53+03
| 4,91+03
| | 2,0
| 6,64
| 7,93
| 3,68+03
| 3,09+03
| | 4,0
| 11,1
| 12,1
| 2,20+03
| 2,00+03
| | 6,0
| 15,1
| 15,6
| 1,62+03
| 1,57+03
| | 8,0
| 19,1
| 19,1
| 1,29+03
| 1,29+03
| | 10,0
| 23,0
| 22,3
| 1,06+03
| 1,10+03
|
იზო
* – გამოსხივების იზოტროპული (4π) ველი;
წუ
* – დასხივება პარალელური კონით წინა – უკანა გეომეტრიით.
ცხრილი 11.9
ეფექტური დოზისა და მონოენერგეტიკული ნეიტრონების ნაკადის სიმკვრივის
დასაშვები საშუალწლიური მნიშვნელობები
პერსონალისთვის მთელი სხეულის გარეგანი დასხივებისას
| ელექტრონების ენერგია, M
eV
| ეფექტური დოზა ერთეულ ფლუენსზე,
10-12 ზვ·სმ
2
| ნაკადის საშუალწლიური
დასაშვები სიმკვრივე, სმ-2·წმ-1
| | იზო *
| წუ *
| იზო *
| წუ *
| | სითბური ნეიტრონები
| 3,30
| 7,60
| 9,90+2
| 4,30+2
| | 1,0-7
| 4,13
| 9,95
| 7,91+2
| 3,28+2
| | 1,0-6
| 5,63
| 1,38+1
| 5,80+2
| 2,37+2
| | 1,0-5
| 6,44
| 1,51+1
| 5,07+2
| 2,16+2
| | 1,0-4
| 6,45
| 1,46+1
| 5,07+2
| 2,24+2
| | 1,0-3
| 6,04
| 1,42+1
| 5,41+2
| 2,30+2
| | 1,0-2
| 7,70
| 1,83+1
| 4,24+2
| 1,79+2
| | 2,0-2
| 1,02+1
| 2,38+1
| 3,20+2
| 1,37+2
| | 5,0-2
| 1,73+1
| 2,85+1
| 1,89+2
| 8,49+1
| | 1,0-1
| 2,72+1
| 5,98+1
| 1,20+2
| 5,46+1
| | 2,0-1
| 4,24+1
| 9,90+1
| 7,71+1
| 3,30+1
| | 5,0-1
| 7,50+1
| 1,88+2
| 4,36+1
| 1,74+1
| | 1,0
| 1,16+2
| 2,82+2
| 2,82+1
| 1,16+1
| | 1,2
| 1,30+2
| 3,10+2
| 2,51+1
| 1,05+1
| | 2,0
| 1,78+2
| 3,83+2
| 1,84+1
| 8,53
| | 3,0
| 2,20+2
| 4,32+2
| 1,49+1
| 7,56
| | 4,0
| 2,50+2
| 4,58+2
| 1,31+1
| 7,13
| | 5,0
| 2,72+2
| 4,74+2
| 1,20+1
| 6,89
| | 6,0
| 2,82+2
| 4,83+2
| 1,16+1
| 6,76
| | 7,0
| 2,90+2
| 4,90+2
| 1,13+1
| 6,67
| | 8,0
| 2,97+2
| 4,94+2
| 1,10+1
| 6,61
| | 10
| 3,09+2
| 4,99+2
| 1,06+1
| 6,55
| | 14
| 3,33+2
| 4,96+2
| 9,81
| 6,59
| | 20
| 3,43+2
| 4,80+2
| 9,52
| 6,81
|
იზო
* – გამოსხივების იზოტროპული (4π) ველი;
წუ
* – დასხივება პარალელური კონით წინა – უკანა გეომეტრიით.
×
უზენაესი სასამართლოს განმარტებები
რჩეული დოკუმენტები
სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” 2010-2026, ყველა უფლება დაცულია.
დამუშავებულია AzRy© LTD-ს მიერ
|